შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


10-12-2016, 19:49
ავტორი უცნობი ქ
ნანახია 1 979

ვგრძნობ ახალი წელი შემოდის ახალი იმედებითა და გამოწვევებით. სხეული მევსება ნეტარი გრძნობით: სითბოთი და სიყვარულით, მაგრამ ეს ის არ არის რასაც ახალი წლისგან ველი. თითქოს არომატი გამქრალა, ვერ ვგრძნობ იმ სურნელს ახალი წლის რომ ჰქვია. ვუყურებ ჩემს ოჯახს და თითქოს დანაკლისს ვგრძნობ. ჰაერი არ არის გაჟღენთილი ჩვეული არომატით...

ხმაური...
ფეიერვერკი...
მილოცვები...
რაღაც მაკლია...
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ასე შევიგრძნო ახალი წელი...
პატარა ხელები მეხება და დინას წკრიალა ხმა ჩამესმის:

-ახალ წელს გილოცავ დეიდა!
ბავშვი ხელში ამყავს და მის სურნელს შევიგრძნობ: სისუფთავის, სისპეტაკის, რწმენის და მომავალი იმედების სურნელი ასდის...
ვხვდები რომ შევივსე, ვგრძნობ ახალი წლის ჯადოსნურ ძალას.
დინას თვალებში ვუყურებ, ვხედავ მის აღფრთოვანებას, მოლოდინს, თოვლის ბაბუას საჩუქარზე ფიქრს. თვალებში პატარა ეშმაკუნა ჭინკები უხტის და ნაძვის ხისკენ ჩუმათ მიმითითებს, მეც თამაშში ვყვები და გრინჩივით მივიპარები ნაძვის ხისკენ და დინას საჩუქარს ვიპარავ. დინასთან ერთად კუთხეში ვიმალები და საჩუქარს ვხსნი. დინამ ბავშვობაში დამაბრუნდა და ახალი წლის დანიშნულება: ბავშვობა, სილაღე, მხიარულება გამახსენა...
ახლა კი მეც ვგრძნობ ჯადოსნურ ახალ წელს. უკვე სრულად აღვიქვამ გარშემომყოფთა მხიარულებას, ვივსები და ვმთლიანდები. ახალი წელი ჩემშია და მე მას ხელით ვეხები. ვგრზნობ რომ მას ბავშვის სურნელი ასდის: სისპეტაკის, იმედის, რწმენის.

კეთილი იყოს შენი მობრძანება 2017 წელო!!!

მე გგრძნობ!
მე გელი!

ამ საიტზე საერთოდ არ ვაპირებდი სიახლის ატვირთვას, მაგრამ დღეს ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა კონკურსგარეშე ჩემი ახალი წლის არომატი გადმომეცა სიტყვებით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს ჩემი პირველი ჩანახატია და ძალიან მკაცრად ნუ შეაფასებთ (თუ შეაფასებთ)



№1  offline წევრი tsoropina

მთავარია, წერო მთელი გრძნობით, თორემ სხვა ყველაფერს ეშველება.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე სალოოოოოოიიი.რას ნერჩი რა გინდა?იცი ამატირე ჩემო სიხარულო და ტკბილო.ისე არ გინდა გაიხსენო და წერა გააგრძელო,როგორც ადრე?

ვაიმე სალოოოოოო.რას მერჩი რა გინდა?იცი ამატირე ჩემო სიხარულო და ტკბილო.ისე არ გინდა გაიხსენო და წერა გააგრძელო,როგორც ადრე?

გამიხარდება აქაც თუ დადებ შენს ისტორიებს და ისევ დაწერ
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

La-Na
ვაიმე სალოოოოოოიიი.რას ნერჩი რა გინდა?იცი ამატირე ჩემო სიხარულო და ტკბილო.ისე არ გინდა გაიხსენო და წერა გააგრძელო,როგორც ადრე?

ვაიმე სალოოოოოო.რას მერჩი რა გინდა?იცი ამატირე ჩემო სიხარულო და ტკბილო.ისე არ გინდა გაიხსენო და წერა გააგრძელო,როგორც ადრე?

გამიხარდება აქაც თუ დადებ შენს ისტორიებს და ისევ დაწერ

მადლობა ლანა მაგრამ არამგონია წრრა გავაგრძელო და მითუმეტეს აქ... ჩემთვის შეიძლება ჩუმად დავწერო...

tsoropina
მთავარია, წერო მთელი გრძნობით, თორემ სხვა ყველაფერს ეშველება.

მადლობა გამხნევებისთვის...

 


№4  offline წევრი TeddyBear

მე რომ არ ვიცოდი რომ შენ წერდი :/
სალომე გააგრძელე რა წერა kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

TeddyBear
მე რომ არ ვიცოდი რომ შენ წერდი :/
სალომე გააგრძელე რა წერა kissing_heart

ვწერ ცოტა ხმამაღალი განაცხადია... ეს გრძნობების ამოხეთქვა უფრო იყო ვიდრე წერა... მადლობა ჩემო კარგო

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

დიდი მადლობა... არ მეგონა ამას კიდევ ვინმე თუ წაიკითხავდა...

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

სა რატომღაც მომინდა შენი ჩანახატი წამეკითხა და როგორც პირველად ახლაც ცრემლები მომადგა.ძალიან მომენატრე ჩემო ერთადერთო
--------------------
ლანა

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

La-Na
სა რატომღაც მომინდა შენი ჩანახატი წამეკითხა და როგორც პირველად ახლაც ცრემლები მომადგა.ძალიან მომენატრე ჩემო ერთადერთო

ლანუ დღეს რა სენტიმენტალურ ხასიათზე ხარ... მეც მიყვარხარ ჩემო ერთადერთო და ყველაზე ტკბილო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent