შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...11...


8-04-2017, 22:53
ავტორი kethrine
ნანახია 2 146

ქეთა... გოგონა რომელსაც ერთი დანხვით სიყვარულის არ ჯეროდა, იმასაც ამბობდა დრო სიყვარულის იარას კურნავსო თუმცა, როცა ირაკლის შეეხო საქმე მხოლოდ ახლა დაფიქრდა, რომ სიყვარული და მოგონება ისაა,რაც დროსაც უძლებს და შესაძლებლობებსაც. განა მან შეძლო თავისი და-ძმის დავიწყება? არა! სირვარულის არსს და მნიშვნელობას, აზრი არ აქვს, მაინც ერთნაირ დაღს ასვავს ადამიანს. სიყვარული- ყველაზე მძიმე და მავდროულად ყველაზე მსუბუქი ტვირთია- არ შეეძლო ირაკლის მიტოვება წარსულის გამო,თან გულსს უღრნიდა ბიჭის ნათქვამი "მე მკვლელი ვარ,მკვლელი" შეუძლებელია ირაკლი მკვლელი ყოფილიყო,შეუძლებელია... თუმცა არავინ იცის გამწარებული ადამიანი რას იზავს. ნინის გადახედა ქეთამ რომელიც უკვე რამდენიმე საათია ერთ პოზაში,ქეთის ოთახში იყო. ხმას არ ირებდა მაგრამ მაინც არ ტოვებდა. ნინის რომ რამე დაემართოს... ფიქრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ცრემლები მოაწვა ქეთას,გოგონასთან მიიწია და სულის ტკივილამდე ჩაეხუტა.
-არასოდეს,არასოდეს გაბედო ჩემი მიტოვება გესმის? არასოდეს! -ხმამაღლა გაყვიროდა და გოგონას უფრო და უფრო იკრავდა.
- ქეთ,ფსიქიკური შეტევა გაქვს?-ოდნავ გაიღიმა ნინიმ,ხელები მაგრად მოუჭირა მანაც- არ მიმატოვო და არც მე მიმაგატოვებ-იგივე ტონით უთხრა და ცრემლები წასკდა.ესე ერთმანეთს დიდი ხნის მონატრებულებივით,ჩახუტებულები უცდინენ საღამოს მოსვლას,მოსაღამოვდა კიდეც, საათის ისრები 7 აჩვენებდა, მიუხედავად ყველაფრის,მგომარეობის და ვითარების,გოგონრბი მაინც ძალიან ღელავდნენ. გარდერობის კართან მივიდა ქეთა,სალათისფერი,მოკლე ქვემოთ ოდნავ გაშლილი კაბა გადმოიღო და თმები მაღლა აიწია. ნინიმ დაქალს გახედა,მისი აღელვება და ემოციურობა კარგად ენიშნა,ცალი წარბი აწია და გოგონას ეჭვით გახეფა.
-ნიინ-დაუსმელ კითხვას მიუხვდა გოგონა- ანდრიას არ მივცემ ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების უფლებას. ამას ვერ ვიზავ,ვიცი ვინანებ. ვიცი...ცუდად ვიქცევი?
-გოგოოოო,აი ახლა ჩემი ქეთუსა ხარ,ასე რა... ყველა დაიკიდე,ვინც შენს ცხოვრებაში შემოკვეტებას დააპირებს, ყველას ადგილი არაა,პატარაა ეგ გული მაგისთვის. დროზე ჩავიდეთ. დღესაც ვთვრები რაააა..... აუ ვახტანგი უნდა მოვტეხოთ- ენერგიულ გამოსვლას დააყოლა დასკვნა.
-ესეც ჩემი ნინია,მხიარული... არ გიხდება ცრემლი ნი- გაუღიმეს ერთმანეთს და გასასვლელად გაემართნენ. ვახტანგმა გაკვირვებით გადახედა გამოპრანჭულ გოგონებს თუმცა არაფერი უთქვამს,ნინიმ მზერა აარიდა მამაკაცს,უკვე ეშინოდა ამ კაცის ყვირილის.ნინელი ტკბილეულს ამზადებდა სამზაეულოში, ქეთამაც მასთან დააპირა შესვლა როცა კარზე ზარი გაისმა. არავის აცადა გოგონამ ხმის ამოღება ისე გაემართა კარისკენ,გაუბედავად გააღო და ოდნავ გაიღიმა ჯერ ირაკლის ხოლო შემდეგ წითელი ვარდების დანახვაზე.
-ვიცი ამის დრო არ იყო,მაგრამ ისე მოსვლას მაინც ჯობია-ვარდებზე მიუთითა ირაკლიმ
-ქეთუს ჰა შემოგვიშვებ თუ ისევ არ მოგწონს ჩემი თმის ფერი?-ირაკლის ზურგს უკან გამოხტა თოკო.
-უჰ ხო-გამოერკვა გოგონა- შემოდით-ოდნავ გაიწია და თორნიკე შეუშვა,ირაკლი კი ქეთას პირისპირ გაჩერდა ისე,რომ კარის დაკეტვა ძლივს შეძლო გოგონამ.თავი ოდნავ აწია და ირაკლის მწველ მზერას წააწყდა.
-შენ... ისეთი... თუმცა არაფერი-ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა, დაბნეული ლაპარაკობდა ბიჭი.
-ლამაზი ვარდებია,დედაჩემს მოეწონება, რას მბობდი ჩემზე?-თვალი ჩაუკრა ბიჭს და პასუხის მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-არაფერი- ვერ დაფარული ინტერესით აათვალიერა გოგონა კიდევ ერთხელ.
-არა,მითხარი. მე გისმენ -არ ნებდებოდა გოგონა, ირაკლიმ ერთი ამოიოხრა ქეთას მზერა გაუსწორა და უთხრა-ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ხარ...გსიამოვნებს არა ჭკუას რომ მაკარგვინებ?- დაამატა როცა დაინახა როგორი ჭინკები აუთამაშდა გოგონას თვალებში.- ჰა შევიდეთ თუ უკან წავიდე?-გახუმრება ცადა ბიჭმა. ქეთამ ვარდებს დახედა,კიდევ ერთხელ გაიღიმა,სითბო ჩაეღვარა სხეულში,ახლა ირაკლის გახედა,დააკვირდა. "არ შეიძლება ეს ადამიანი ცუდი იყოს,არ შემიძლია" გაიფიქრა გოგონამ,ფეხის წვერებზე აიწია,ბიჭის მხარს დაეყრდნო და ლოყაზე ნაზად შეახო ტუჩები.
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო,ამ ერთი ციდა გოგოს ამდენი როგორ შეგიძლია?!-გაკვირვება და სევდა ირეოდა ბიჭის ხმაში. რამდენიმე წუთი ერთმანეთს უყურებდნენ.ისევ თვალებით საუბრობდნენ,ისევ თვალებდი გასცემდნენ ემოციებს,გრძნობებს,სევდავს,სიხარულს. თითქოს ყველა გრძნობას ერთად მოეყარა თავი ამ ორი ადამიანის სხეულში... ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდნენ ჰოლში,თორნიკეს რომ არ შემოეყო თავი
-აქ დიდხანს უნდა დამაყუდოთ? არა მე კი შევიდოდი მაგრამ ისევ თქვენთვის ვამბობ. ერთი ვეებერთელა ზღვა გაქვთ გადასალახი და რავიცი-მოჩვენებით გადააქნია თავი.-თოკოს სიტყვებზე გამოფხიზლდნენ და მისაღებისკენ დაიძრნენ. ნინელი შესასვლელში შეხვდა სამეულს,თორნიკე გადაკოცნა, ირაკლის ხელი ჩამოართვა,ვარდებისთვის მადლობა გადაუხადა და ოთახში შეატარა მამაკაცი. ირაკლი ოჯახის უფროსს გაეცნო,ხელი ჩამართვა ვახტანგს და სასიამოვნოაო დააყოლა-ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ხელის ჩამორთმევას დასჯერდა და ეჭვით აათვალიერა ბიჭი. ცოტა ხანი უყურა შემდეგ კი კითხა
-შენ და ანდრია ნუცუბიძეს გიჩხუბიათ,რატომ?-საქმეზე გადავიდა თვაური თან დივნისკენ მიუთითა ვაჟს.-საიდანღაც მეცნობი,თუმცა ვერ ვიხსენებ-დაამატა ბოლოს.
-პირადი პრობლემა გვაქვს.-მიუგო ბიჭმა-სიტყვებს არჩევდა,არ უნდოდა რამე ზედმეტი ეთქვა და მერე ენანა. ქეთამ ნერვიულობას უმატა,ადრე ნერვიულობის დროს თუ მამასთან გარბოდა, ახლა დედის თვალებს ეფარებოდა თითქოს. დაძაბული იჯდა და მოვლენების განვითარებას ელოდა. ნელ-ნელა ბრაზდებოდა საკუთარ თავზე,რომ არაფრის გაკეთება შეეძლო.
-შენს მშობლებზე მომიყევი-არ ცხრებოდა ვახტანგი.
-დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა,მამა 10წლის ვიყავი რომ დამეღუპა. ბებიამ გამზარდა-კარგად შენიღბული უხერხულობით გასცა პასუხი.
-ბებია სად ცხოვრობს?
-მამა აქ მხოლოდ მეგობრად მოვიდა და დაკითხვა მოუწყვე,ბარებ პირადობის მოწმობაც გამოართვი და საპატრულოში წაიღე-ვეღარ მოითმინა ქეთამ და ცხოვრებაში პირველად აუწია ტონს მისთან მიმართებაში.
-ქეთა! შენთვის ვინაა ირაკლი?-ახლა შვილს მიუბრუნდა უფროსი თვაური. ირაკლიმ გაფართოებული თვალებით გახედა გოგონას.
-მიპასუხე-აგრძელებდა ვახტანგი და შვილს თვალებში დაჟინებით უყურებდა. თავიდან ქეთა დაიბნა,თვალები დახარა თუმცა ისეთივე შემართებით და მტკიცედ წარმოთქვა
-შენთვის მნიშვნელობა აქვს?
ვახტანგმა უფრო ბრაზმორეული თვალებით შეხედა შვილს,გოგონას რომელსაც ასეთს პირველად ხედავდა.ბრაზი გაუორმაგდა,ირაკლიმ ეს იგრძნო და ფეხზე წამოდგა.
-მე მხოლოდ ქეთას თხოვნით მოვედი აქ,თქვენი ოჯახური იდილიის დარღვევა ნამდვილად არ მინდოდა. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ და არაა აუცილებელი ასეთი გაზვიადება და გაფორმება.
-ხოდა დღეიდან არარ იმეგობრებთ-მეხივით გაისმა მამაკაცია ხმა ოთახში. ნინი კანკალით მიუახლოვდა ქეთას,თორნიკე კი ძმაკაცს ამოუდგა გვერდით. ქეთი? ქეთის გააცია,გააცხელა,დაიბნა... ყველა გრძნობა ერთად მოაწვა ყელში,თვალებში ცხელი ცრემლები აუკიაფდნენ,ტანზე ერთიანად დაუარა უსიამოვნო ტალღამ.
-რას ამბობ ვახტანგ,ბავშვებმა რა დააშავეს ასეთი?-ახლა ნინელი შეეცადა სიტუაციის განმუხტვას.
-ბავშვები? მე ვიცი ვინც ხარ-ირაკლისკენ მიტრიალდა ვახტანგი- ყველაფერი გავიგე, ანდრიაც ზუსტად მაგიტომ ცდილობდა ქეთასთან დალაპარაკებას მაგრამ აცადეთ?
-მამა პატარა ბავშვი არ ვარ,მეგობრების არჩევა ვერ შევძლო-თვალები ცრემლებით ევსებოდა ქეთას-ყველაფერი თუ აქამდე იცოდი რისთვის დაიბარე? ჩემთან ერთად რომ გეთქვა ყველაფერი?
-კი. თუ ანდრიამ ვერ შეძლო მაშინ მე შევძლებ,კარგია რომ ყველაფრის კურსში ჩამაყენა ვანომ. მე ჩემი სათქმელი ვთქვი-ამ სიტყვებით მიბრუნდა და სავარძელში ჩაჯდა.
-თუ ყველაფერი გაირკვა მე წავალ-თვალი მოავლო იქ მყოფთ ირაკლიმ და გასასვლელისკენ დაიძრა
-ირაკლი!-შეჩერება ცადა ქეთამ, თუმცა ბიჭი აღარ უსმენდა,კიდევ თუ დიდხანს გაჩერდებოდა იცოდა ვეღარ მოითმენდა,ამით კი მხოლოდ თავის საყვარელ ადამიანს ატკენდა.
-ირაკლი! კიდევ ერთხელ დაუძახა უკვე ცრემლიანი ხმით.
-შენ ოთახში ადი!-ბრძანებასავით გაისმა ვახტანგის ხმა. ქეთის ხმა არ ამოუღია,უბრალოდ გაფართოებული დაყურებდა მამას,კარის დაკეტვის ხმა გაისმა და ქეთიც თავის ოთახისკენ გაიქცა, ფეხდაფეხ მიყვა ნინიც. ფანჯრიდან უყურებდა ირაკლის,გამალებით რომ ურტყავდა მანქანას, ტელეფონი მოიძია და ზუმერიც გაისმა... თუმცა არავინ უპასუხა,ხელმეორედ სცადა დარეკვა.
-გისმენ ქეთი!
-ირაკლი ... -ტირილი აუვარდა გოგონას. -შენი მანქანა ცოტა შორს გაიყვანე და შენ დაბრუნდი. მიდი დაგიცდი.
-რას აპირებ?!-აღელვებას ვეღარ მალავდა ბიჭი.
-უბრალოდ გთხოვ,გააკეთე რა.
-კარგი აქ ვარ,თორნიკეს გავატან.
გოგონამ ტელეფონი გათიშა, სასწრაფოდ სპორტულები ამოიცვა,ნინის გახედა და რაღაც ანიშნა,იმანაც თავი დაუქნია და ლოგინში შეძვრა. აივანზე გავიდა,გვერდით აივანზე გადაცოცდა,იქიდან ქვემოთ მიშენებულზე გადავიდა,ფეხები უკანკალებდა. სულ დასველდა,შიშით და ნერვიულობით,თაბრუ ესხმოდა დაძაბულობისგან. ღრმად სუნთქავდა.ფეხი დაუცდა,ხელი გაისერა მაგრამ არ ანაღვლებდა,ამოისუნთქა როცა ფეხი მიწას შეახო,თვალებით ირაკლი მოძებნა, დაინახა და იქით გაიქცა,როგორც კი ბიჭმა შეამჩნია,მაშინვე გამოვიდა ლამპიონის სინათლეზე,თუმცა ქეთა ისეთი სიჩქარით მირბოდა, თან უკან-უკან იყურებოდა,ვეღარ გათვალა მანძილი და ირაკლის დაეჯახა,ინერციით ორივე უკან წავიდნენ,ნათებაც უკვე ხელს აღარ უშლიდათ
-აქ როგორ ჩამოხვედი?-შეწუხებულმა კითხა ბიჭმა და თავზე მოეფერა,სახე ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა.
-ირაკლიიიი-ცრემლების ახალი ტალღა იგრძნო გოგონამ და შესაკავებლად ღრმად ჩაისუნთქა.
-ქეთ,მამაშენი მართალია,შენ ზედმეტად ძვირფასი ხარ,ჩვენს შორის არაფერი გამოვა, უკვე მივხვდი... ჯობია რომ გავაანალიზოთ ჩემო სიცოცხლე...
-შენს სიცოცხლეს მეძახი და მერე ხელს მკრავ? სანამ მე და შენ გვქვია ჩვენ,უფლება არ გაქვს გადაწყვეტილება მხოლოდ შენ მიიღო. არავის აქვს უფლება რამე ჩემს მაგივრად გადაწყვიტოს. პატარა არ ვარ ირაკლი,მომბეზრდა,მეც მტკივა. შენ დამპირდი,სანამ მე არ გეტყვი მანამდე არ მომშორდები,არ მომშორდები არა!-მუჭად შეკრულ ხელებს ურტყა და გულ-მკერდზე
-ქეთ,აბა ასე დავიმალოთ ხოლმე? მპატარებივით?
-ცოტა ხანი, არვიცი მამაჩემს რა უთხრეს,არვიცი ასე რატომ მოიქცა,ცოტა ხანი დავაცადოთ იქნებ გული მოულბეს.მითხარი რომ შენც ეს გინდა,თუ არადა მე გაგიშვებ.
-ჩემი ერთი ციდა გოგო ხარ-უთხრა გოგონას და ჩაეხუტა,სულის,სხეულის ატკივებამდე ჩაეხუტა.-სულელო,შენს გარდა მე სხვა ვინ უნდა მინდოდეს?-გოგონა ოდნავ წინ გაწია,სახეზე მიეფერა შუბლზე მიაკრო ტუჩები,თვალებში შეხედა,თითქოს ნებართვას იღებდა, შემდეგ კი გოგონას თუჩებს დაეწაფა,ნაზად,ფაფუკად კოცნიდა, ფერად სამყაროში იძირებოდა,ხელი წელზე მოხვია და სხეულზე უფრო მჭიდროდ აიკრა, მსუბუქი ოხვრა მოსწყდა გოგონას ბაგეს,თმებში ხელი შეუცურა ბიჭს და მსუბუქად მოქაჩა თავისკენ, შუბლებით მიადეს თავები ერთმანეთს თითქოს ორივე ფერად სიზმარში გადასულიყვენ,იქიდან კი რეალობაში დაბრუნება არცერთს უნდოდა.იმ მწარე რეალობაში სადაც მათ სიყვარულს უარი უთხრეს.
-მიყვარხარ- დუმილი დაარღვია გოგონამ
-მე მიყვარხარ-გაუღიმა ბიჭმა
-რა, მე არ მიყვარხარ?
-ნწუ-თავი გააქნია ღიმილით ბიჭმა და კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე-აქედან როგორ ახვალ?
-ჰა? არვიცი, რომ ჩამოვდიოდი არ მიფიქრია მაგაზე.-გულწრფელად გაეღიმა- რაღაცას მოვახერხებ. ავალ ახლა თორემ ნინი მეცოდება.ბოლოჯერ მოწყვეტით აკოცა ლოყაზე მამაკაცს და მოშორდა
-დაგეხმარო ერთი ციდავ?
-არა საშიშია,პატარა ბიჭებისთვის არ შეიძლება-სიცილით დაიქნია ხელი და ზემოთ ასვლა დაიწყო


****
ნინი საწოლში წევს და თავზე საბანი აქ ჩანოფხატებული. ნატრობს არავინ შევიდეს ოთახში. ამ დროს ნინის ტელემ პირდაპირი მნიშვნელობით ჭყავილი დაიწყო.შეშინებული ლოგინში ისე შეხტა ლამის გადმოვარდა,სასწრაფოდ დაწვდა და მაშინვე ჩურჩულით უპასუხა
-გისმენთ
-სად ხარ?-გაისმა ხმა და მხოლოდ მაშინ დახედა ეკრანს გოგონამ
-გეგა? რა გინდა ჩემო ჭკუის კოლოფო?
-სად ხარ? ან როგორ ხარ? მოსაკითხად დავრეკე
-როგორ ვარ? საბანში ვარ გახვეული,მცხელა და ძლივს ვსუნთქავ, მშვენივრად ვგრძნობ თავს და კიდევ უფრო მშვენივრად ვიქნები ერთი ორი საბანიც რომ მეფაროს.
-სიცხე გაქ? რა გინდა საბანში გახვეულს?
-შენი ტვინი ამდენ იმფორმაციას ვეგ გაუძლებს,ხომ იცი როგორ მიყვარხარ და არ მინდა ტვინ გადამწვარმა იარო.
-შენთან ლაპარაკი შეუძლებელია რა.
-როგორც იქნა მიხვდით. კაი წავედი მე აღარ მცალია-დააყოლა როცა ქეთა დაინახა აივანზე და ტელეც გათიშა ისე, რომ გეგას პასუხს არ დალოდებია. სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დაქალს მიეგება.
-რა ქეთ?-მოუთმენლობით ცქმუტავდა
-ნინ ძალაინ მეშინია, ორმაგად... ირაკლი მიყვარს და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ მინდა მათი დღევანდელი ურთიერთობა, მომავალშიც გაგრძელდეს. არვიცი რა ვქნა. ვერც ერთს დავკარგავ,ვერ გავუძლებ-ცრემლებს ძლივს იკავებდა,არ უნდოდა ტირილი,ძლიერი უნდოდა ყოფილიყო.
ნინი დილით ჩვეულებრივზე ადრე ადგა,მოწესრიგდა, თავისთვის და ქეთასთვის ტანსაცმელი გაამზადა და გოგონაც გააღვიძა. ორივე სამზარეულოში შევიდა,ჩუმად გაიკეთეს ჩაი და მაგიდას მიუდგნენ. ცოტა ხანში ნინელი შეუერთდა გოგონებს,ორივეს სევდიანად გაუღიმა და თავზე აკოცა. გოგონებმაც მოკრძალებულად გაუღიმეს.მალე ვახტანგის ფეხის ხმაც გაისმა და შეუერთდა სამეულს,ჩაით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დადო და თავადაც დაჯდა. გოგონები თავიანთ ჭიქას ჩაცქედოდნენ.ხმაურიანი სუჩუმე ისევ მამაკაცმა დაარღვია
-ქეთი შვილო,ვიცი რომ ახლა ჩემსავით არ ფიქრობ მაგრამ მოვა დრო და მადლობას მეტყვი. მაგ ადამიანთან შენ ვერ წარმომიდგენიხარ და არც წარმოგიდგენ. ამას არ დავუშვებ და იმედი მაქვს მსგავს თემაზე ლაპარაკს, ამ დილით მოვრჩებით-მიუხედავდ რამდენიმე თბილი სიტყვების, მამაკაცის ნათქვამი მაინც არ კარგავდა სიმტკიცეს.ნინი დაქალს წარბებ ქვეშიდან უყურებდა, ქეთისაც არ აუწევია თავი,ცდილობდა არაფერი ეთქვა არც ირაკლიზე და მითუმეტეს არც მათ ურთიერთობაზე. ფიქრობდა ცოტა დრო ჭირდებოდა შესაგუებლად. უფროსი თვაური ხან შვილობილს გახედავდა და ხან თავის ქალიშვილს. მცირე ხნის შემდეგ კი დაამატა- ანდრისთან ახლოს იყავი, დაგიცავს და თან კარგი ბიჭია, შენთვისაც კარგი უნდა, მემგონი...
-რაა?-თავი აეწია ქეთას და თვალებგაფართოებული უყურებდა, თითქოს მოსმენილი მოესმაო
-რა გაგიკვირდა?
-მამა??არ მჯერა?! ანდრიას მსგავსად მეც არ მოვიქცეოდი მიუხედავად იმისა რომ გოგო ვარ-კბილებში გამოცრა- აღარ მინდა - ფინჯანი გვერდით მიწია და წამოდგა
-შვილო ფინჯანი ნახევრად სავსეა, აბა რა დალიე ასე არ შეიძლება-სიტუაციის განმუხტვა ისევ თავის თავზე აიღო ნინელიმ
-ნახევრად დააცლილიცაა დედა -თქვა და მამამის გახედა რომელიც გაფართოებული,ჩაწითლებული თვალებით უყურებდა და სადაცაა ამოხეთქავდა
-ქეთი! -დაიღრიალა მამაკაცმა-დაჯექი!
-მაგვიანდება-იგივე ტონით ჩაილაპარაკა გოგონამ
-მე როცა მომინდება მაშინ წახვალ და საერთოდ თუ მაგ სიჯიუტეს არ მოიშლი სასწავლებელსაც დაემშვიდობე!- ხელი დაარტყა მაგიდას,ნინი მოულედნოლობიაგან შეხტა,ქეთა კი ურეაქციოდ უყურებდა
-სულ ასეთი იყავი და მე ვერ გამჩნევდი? სადაა ის კაცი რომელიც თითქმის ყოველ საღამოს,10წლის ბავშვს იმას უმეორებდა,რომ მისი ბედნიერებისთვის იბრძოლებდა? მე იმასთან მუნდა ვისთანაც ბედნიერი ვიქნები. მე 20წლის ვარ მამა- დაამთავრა და ოთახიდან გავიდა
-იმ შენს ანდრუშკას უთხარი გზაზეც ნუ შემხვდება, თორემ მაგას ვანახებ მე. ნინისთან ვრჩები დღეს-პასუხს არ დალოდებია ისე მიაყარა კარებთან და ბინიდანაც უკანმოუხედავად გაიქცა. წვიმისგან სველ ქვაფენილს მიუყვებოდნენ გოგონები,ჯიბეებში ხელებჩაწყობილები, ჯინსის შარვლები და მოკლე პიჯაკები ეცვათ ერთს შავი,მეორეს ნაცრისფერი. ასე ერთად,უსიტყვოდ მიემართებოდნენ სასწავლებლისკენ. თითქოს მათ გარშემო ყველაფერს არსებობა შეეწყვიტა,ყურადღებას არავის აქცევდნენ.წვიმის წვეთები კიაფობდნენ ჰაერში,თითქოს ასფალტს ეცეკვებიანო. ათასი აზრი უტრიალებდა ქეთას თავში,ვერ ალაგებდა,რომ ერთ დასკვნამდე მაინც მისულიყო,ერთი გზა აერჩია, როგორ მოქცეულიყო. თითქოს იპოვიდა მიზეზს,პასუხს მაგრამ ისე მალე უსხტებოდა რომ ხელის მოჭიდებას ვერ ასწრებდა ვერც წაკითხვას. ამიოხრა ისე,თითქოს გული ამოაყოლა,ნინის გადახედა,სევდიანად,ოდნავ ჩაეღიმა.
-ოდესმე,რომ დაგკარგო ალბათ მეც დავიკარგები-გაუღიმა ქეთამ და თვალები ცრემლებით აევსო
-ქეეთუსაა, ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას-ზურგზე ხელი მოუთათუნა ნინიმ და გულში ჩაიკრეს ერთმანეთი.
-ნინ,დემნას დაკარგვის შემდეგ ალბათ იკაც დაიკარგა,ჩაიძირა,გაუფერულდა. ახლა კი გამოცოცხლდა,ძალას ვმატებ,ჩემთავს აღარ ვჩივი, არ მაინტერესებს მაგრამ მასზე ვფიქრობ, როგორ გავწირო? კიდევ იმ შავი სიცოცხლისფრად როგორ ვაქციო, მკვდარი სიცოცხლე ვაჩუქო? იმსახურებს?- ცრემლები წამოუვიდა გოგონას
- ქეთ თქვენ ისე უგებთ ერთმანეთს და ისე გესმით. ისე საუბრობთ ერთმანეთზე, რომც მოინდომო მაინც ვერ ატკენ. არ შეგიძლიათ. ა რ ც ე რ თ ს!-დაუმარცვლა გოგონას.


_____________

ბოდიშს გიხდიით ერთი დღე ჩამივარდა :დდდდ მადლობა რომ კითხულობთ
მიყვარხართ მე თქვენ



№1  offline წევრი LSD

Ro shemovedi da damxvdaa es istoriaaaa cekva daviwkee ise gamexardaa ❤️❤️ Oghond martla.umagresi gogoxar aii arvici ra gitxraa raa ❤️❤️Dzaan dadzabuli tavi ikoo da amavdroulad tkbili da tbili❤️❤️ Es andria kidee raa moshordes daikargos akedan :D:D Qeta da iraklii dzaan magari wkvilia nuu❤️❤️ Agar daigvianoo toree arvici meee ❤️❤️ Mikvarxar tkbiloo warmatebebii ❤️❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი იყო ძალიან. როგორ შემეცოდა ირაკლი, ამ ორის ცალ-ცალკე ყოფნა ვერ წარმომიდგენია

 


№3  offline წევრი kethrine

LSD
Ro shemovedi da damxvdaa es istoriaaaa cekva daviwkee ise gamexardaa ❤️❤️ Oghond martla.umagresi gogoxar aii arvici ra gitxraa raa ❤️❤️Dzaan dadzabuli tavi ikoo da amavdroulad tkbili da tbili❤️❤️ Es andria kidee raa moshordes daikargos akedan :D:D Qeta da iraklii dzaan magari wkvilia nuu❤️❤️ Agar daigvianoo toree arvici meee ❤️❤️ Mikvarxar tkbiloo warmatebebii ❤️❤️

ჩემი ცქვრიალა გოგოოო... მადლობა შემოგევლე შენ, აი ასე თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის. ადამიანი პოზიტივი ხარ ... მადლობა უღრმესი კიდევ ერთხელ და ბევრჯერ :დდდ მიყვარხარ და მიხარიხარ

Chikochiko
კარგი იყო ძალიან. როგორ შემეცოდა ირაკლი, ამ ორის ცალ-ცალკე ყოფნა ვერ წარმომიდგენია

ვნახოთ აბა. ჯერ ჯერობით კი იცავენ თავიანთ გრძნობას და მერე რას იზავენ აბააა... მადლობა წაკითხვისთვის და შეფასებისთვის <3 <3 <3
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ მინდა ანდრიას მეც მოვსცხო ერთი- ორი რა.უნამუსო.ირაკლი მეჩაგრება რა.
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი kethrine

La-Na
როგორ მინდა ანდრიას მეც მოვსცხო ერთი- ორი რა.უნამუსო.ირაკლი მეჩაგრება რა.

ლანააა როგორ მიხარია შენც რომ აქ ხარ ❤❤❤❤ მადლობა უღრმესი.
ერთად მოვცხოთ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent