შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (24თავი)


1-07-2016, 13:10
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 941

-ღმერთო ჩემო ამას მართლა როგორ ვერ ვამჩნევდი? თიკო ხომ ყოველთვის ჩემზე ზრუნავდა? კი მაგრამ როგორ უნდა ვუთხრა რომ მიყვარს? მასაც ნინის მსგავსად რომ ეწყინოს? არა. თიკო სულ სხვა პიროვნებაა, ის ჩემი დაა და მჯერა რომ გამიგებს. აუ წავედი ეხლა მე და რაც მთავარია მაღაზიაში გავლა არ დამავიწყდეს თორე მომკლავს თიკო. (სანდრო)
-ბავშვებო მოვედი როგორ ხართ?
-კარგად დე შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს. სანდროს სძინავს?
-არა, დილით ადრე ადგა ჰაერზე გავალო და ჯერ არ დაბრუნებულა, თან დღეს პიცის დაცხობა მინდა და ვუთხარი პროდუქტი წამომიღეთქო, მაგრამ ჯერ არ ჩანს.
-კარგი არ იჯავრო მოვა. სანამ პიცას გავაკეთებთ მიდი ყავა დაადგი და დავლიოთ.
-კაი დე... რაშვები ზეგ მიდიხარ ხო?
-კი ზეგ მივდივარ მაგრამ თქვენზე ძალიან ვღელავ.
-დედა ნუ გეშინია ჩვენ ხომ ბავშვები აღარ ვართ? ყველაფერი კარგად იქნება.
-სანდროზე ძალიან ვღელავ. იქნებ ჩემი წასვლის შემდეგ დალევა და ნარკოტიკის მიღებაც კი დაიწყოს.
-დედა ნუ ღელავ რა. სანდრო ეგეთი არ არის, მაგას არასოდეს გააკეთებს და რომც მოინდომოს არ მივცემ მაგის უფლებას.
-შენი იმედი მაქვს თიკო. მჯერა რომ ყველაფერს შეძლებ. მთავარია თქვენ იყოთ კარგად და მე ყველანაირად დაგიდგებით მხარში. ძალიან მიჭრს თქვენი მიტოვება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
-დაწყნარდი დედა ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ კარგად ვიქნებით არ იჯავრო. მე და სანდრო ყველაფერს გავართმევთ თავს. ყავაც მზად არის. მოდი დავლიოთ.
-თიკო რაღაც მინდა გკითხო
-მიდი დე მკითხე რაც გინდა.
-ამ ბოლო დროს სანდრო რაღაც უცნაურად იქცევა და მითხარი რა ხდება.
-უცნაურობაში რას გულისხმობ?
-ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ რაც ნინის სიყვარული აუხსნა, მისგან უარი მიიღო, დეპრესიაში იყო და ასე მალე როგორ შეძლო დაძლევა და ის რომ დღეს კარგადაა?
-არვიცი, შეძლო და ამაში ჩვენც ხომ ვეხმარებოდით? რა არ არის კარგი რომ კარგადაა?
-კი როგორ არა. პირიქით მიხარია რომ კარგადაა, მაგრამ ასე მალე რანაირად შეძლო არ ვიცი
-შენ რა რაიმეს ეჭვობ?
-კი ვეჭვობ, მაგრამ ცუდს არაფერს ნუ გეშინია. თუ სანდრომ ასე მალე შეძლო ნინის დავიწყება, რაც ძალიან კარგია, შეიძლება მას სულ სხვა პიროვნება შეუყვარდა.
-ანუ გინდა თქვა რომ სანდროს სხვა უყვარს? არამგონია ასე იყოს. სანდროს რომ ვინმე უყვარდეს მე აუცილებლად მეტყოდა.
-მე კი მგონია. შენ ხომ გიყვარს ვიძღაც და ამას სანდროს არ ეუბნები, იმიტომ რომ მისი ახლო მეგობარია თუ რაც არი, იქნებ სანდროსაც ისეთი პიროვნება მოსწონს ვინც შენთან ახლოს არის?
-კარგი რა დედა, ერთადერთი ჩემთან ნინი იყო და ის აღარ უყვარს და მეტი ვინ უნდა იყოს? იცი არა ვინ უყვარს?
-არა, არა. მე ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული იმაში თუ ვინ უყვარს სანდროს, მაგრამ ეჭვი მაქვს ერთ პიროვნებაზე, პიროვნებაზე რომელსაც ის დიდი ხანია იცნობს.
-მოიცა იცი ვინ არის ანუ?
-დამამთავრებინე თიკო. ის მას პატარაობიდანვე იცნობს და მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვსთ. მუდამ ერთად არიან. სწორედ ის დაეხმარა რომ ნინო დაევიწყებინა, იმიტომ რომ კარგად იცის როგორი გრძნობაა როცა მარტო შენ გიყვარს.
-დედა შენ რა ხუმრობ? გინდა თქვა რომ სანდროს....
-კი თიკო მინდა ვთქვა რომ სანდროს შენ მოსწონხარ. შენ ხომ მას გვერდით უდექი, როდესაც ნინის დავიწყება უნდოდა?
-კი მაგრამ შეუძლებელია. ჩვენ ხომ და-ძმა ვართ? ეს რომ სიმართლე იყოს სანდრო მეტყოდა.
-აუცილებლად გეტყვის. გაგიხარდა არა?.... თიკო დამალვას აზრი არ აქვს. ყოველთვის ვხედავდი თუ როგორ ზრუნავდი მასზე და როგორ ცდილობდი ამ ყველაფრის დამალვას. თქვენ უბრალოდ ერთად გაიზარდეთ და ის რომ ერთმანეთი შეგიყვარდათ ცუდი არაფერია ამაში. პირიქით კარგიცაა.
-დედა მე ის ძალიან მიყვარს, როგორ შეიძლება მისი მსგავსი პიროვნება არ შეგიყვარდეს? ის ხომ კეთილი და მომსმენია? მიყვარს, მიყვარს ...... სანდრო?.... დიდი ხანია გვისმენ?


მოგეწონათ ახალი თავი? გთხოვთ დამიკომენტაროთ. მადლობა ყველას ვინც კითხულობს. <3



№1 სტუმარი mari

au rodis gaagrdzeleb??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent