პროფესია ჰაკერი... (5 თავი)
_წავედი, უკან მოვიტოვე საქართველო და საშინელი მოგონებები რომლებიც მართალია არასოდეს დამტოვებენ მაგრამ რაც მთავარია ხომ მოვიტოვე _წავედი, რაღაც ახლის იმედით წავედი. მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, არვიცი რას გავაკეთებ დაბრუნებული, გადავუხდი თუ არა სამაგიეროს ივანე აბრამიძეს და დუდუ დადვანს მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. _წავედი, იმიტომ რომ ახალი ენერგია მჭირდებოდა. _ახლა? ახლა დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას, საბა სკოლაში შევიყვანე უკვე ერთი თვეა, მე ძველ კოლეგებს დავუკავშირდი და სამსახური ვთხოვე, ცოტა ხანში მუშაობასაც დავიწყებ,. _ორშაბათს ელენმა დამირეკა და მთხოვა ოფისში მივსულიყავი, მეც რათქმაუნდა სიხარულით გავვარდი, _რა კარგია აქ, თითქოს ძველი ტკივილი სადღაც შორს დარჩა, მტკივა როგორ არ მტკივა მაგრამ რაღაცნაირას იმედიანად ვარ. _ის? ის ისევ მახსოვს, მიყვარს? კი ალბათ, ანდა რა დამავიწყებდა მაგრამ, მაგრამ... მოკლედ აღარც ღირს. აი ასე. მე ანაბელა არაბული ვარ და მე ყველაფერს შევძლებ,. _ოფისს როგორც იქნა მივაგენი, სხვაგან გადასულან, ელენმა ამიხსნა რომ დროებით ამიყვანდნენ შტატგარეშე თანამშრომლად და თუ თავს გამოვიჩენდი შტატშიც ჩამსვამდა, არაუშავრს. ჯერჯერობით სულ არაფერს კი ჯობს… _გახარებული გამოვვარდი გარეთ, მაგრამ როგორც ჩანს დიდმა ემოციამ და ბევრმა ფიქრმა თავი ამატკივა და იქვე მდებარე აფთიაქში შევედი, მშვიდად ჩამოვიარე დახლები და სანამ ფარმაცევტამდე მივაღწევდი შამპუნების და ჰიგიენური საშუალებების თვალიერება დავიწყე. უცბათ თვალი ქალის ჰიგიენური საფენებისკენ გამექცა და გამახაენდა რომ მთელი თვეა არ დამჭირვებია, სასწრაფოდ გადავთვალე თითებზე და კინაღამ მოპრიალებულ ფილებიან იატაკს დავასკდი, “ო მაი გად,” როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე მხატვრულად, არ არსებობს. ეს თუ ისაა რასაც მე ვფიქრობ თავს ჩამოვიხრჩობ, მთელი სისწრაფით მივაჭერი ფარმაცევტს, ავუხსენი რომ ორსულობის ტესტი მჭირდებოდა, მთელი ათი ცალი ტესტი გამოვართვი და კისრისტეხვით გამოვიქეცი სახლში.. _უკვე ათი წუთია ათი ცალი ტესტი მიწყვია წინ და ნეევიულად ვურტყამ თავს აბაზანის კედელს, აი ასე, ყველაფერი რომ მე მემართება ალბათ უკვე ბევრჯერ ვთქვი, ახლაც ყველაზე ბანალურად, ყოველგვარი გულისწასვლების, გულისრევების და მსგავსი რამეების გარეშე აღმოვაჩინე რომ ორსულად ვარ იმ კაციაგან რომელიც სინამდვილეში რას წარმოადგენს “გარტყმაში არ ვარ”.. _რა ჯანდაბა ვქნაააა! დავიღრიალე ბოლო ხმაზე და ცრემლები გადმოვყარე, არა რაა, სადღაც ვიღაც რომ მაგრად დამცინის ფაქტია, ახლა ბავშვის დრო იყო? არა, ასე როგორ შეიძლება, ვინ ორსულდება პირველივე ჯერზე პირველივე ღამეს, ხომ ვამბობ არაა, მაინცდამაინც მე უნდა დამემართოს ყველაფერი, თანაც იმნაირი ყველაფერი დამემართა რომ ბევრს არც დაესიზმრება, რა აფსურდია. განა ბავშვები არ მიყვარს, უბრალოდ ამ სიტუაციაში, კაცისგან რომელიც მართლა არვიცი ვინაა სინამდვილეში ბავშვი როგორ გავაჩინო, ღმერთო განა რა შეგცოდე ამისთანა, რა გავაკეთო, ოცდაორი წლის ასაკში, მაინცდამაინც ასე უნდა დავორსულებულიყავი? მცდი ღმერთო? რატომ, რატომ, როგორ მოვიქცე, გავკივი და გამწარებული ვურტყამ მუშტებს ცივ იატაკს. _მთელი ათი დღე ისეთ გაურკვევლობაში ვიყავი ტვინში მილიონი აზრი მიტრიალებდა, აბორტზე ფიქრიც კი მზარავდა, ამას ვერასოდეს გავაკეთებდი მაგრამ ბავშვის გაჩენის და მარტოხელა დედობის პერსპექტივა უფრო მაშინებდა, რათქმაუნდა ანას არ გამოპარვია ჩემი ანერვიულება და სკაიპში საუბისას ლამის გამოძვრა კომპიუტერში. _ანაბელ ამოღერღავ ახლა თუ გამისკდეს გული და მოგიწიოს ჩემს სამძიმარზე ჩამოსვლა, ფუი ფუი ჯვარი მწერია, -თან სამჯერ გადააფურთხა და ხეზეც დააკაკუნა. _ანა რა მშველება, ამოვიტირე და თავი ხელებში ჩავრგე. _ქალოო, იტყვი რა ჯანდაბა გჭირს თუ გარტყმევინო თავი მაგ ლეპტოპზე, _ისე მითხრა თითქოს მართლა იყო გამკეთებელი,. _გელოდები ახლა ამოიღე ხმა, _დოინჯი შემოირტყა და თვალები დამიბრიალა. _ანა შემპირდი რომ არც დემეს ეტყვი და მითუმეტეს თუ სადმე იმ პირუტყვს ან ალექსს გადაეყრები, ვუთხრი და ვანიშნე დამჯდარიყო. _კარგი ოღონდ თქვი, -ისეთი სახით შემომხედა შემეცოდა. _ანა ორსულად ვარ,. _რააა? ანაბელ რა მაგარიაააა, _იმხელაზე დაიკივლა შევხტი. _კიი გადასარევი პირდაპირ, ქალო ორსულად ვარ მეთქი დუდუ დადვანისგან და მაგარია? _რაა ცუდია? რა მნიშვნელობა აქვს დუდუსგან ხარ ანზორასგან თუ ჟორასგან, მთავარია ჩემი ნათლული დაიბადება მალე, ვაიმეეე გამოვძვრები ახლა კომპში, _ისეთი აჟიტირებული იყო დამავიწყდა კიდეც რომ ვნერვიულობდი და სიცილი ამიტყდა,. _ანა დამშვიდდი და მითხარი რა ვქნა, ამოვისლუკუნე ისევ და მეგობარს საცოდავი თვალებით მივაჩერდი. _ბელს, არ მითხრა რომ მოშორებას აპირებ თორე ჩემს მეტი მტერი არ გინდა, არ გამაგიჟო იცოდე,. _გაგიჟდი? მაგას როგორ ვიზამ, უბრალოდ რა უნდა ვქნა წარმოდგენა არ მაქვს თანაც იმ ველურმა რომ გაიგოს ფეხით დამკიდებს, ან არვიცი რა რეაქცია ექნება, შენ წარმოიდგინე არასოდეს არმინდა რომ შემხვდეს და ბავშვზე იცოდეს, ამიტომ გაფრთხილებ არაფერი წამოგცდეს, დემე მაგათი ძმაკაცია და შეიძლება თქვას რამე... ხო მართლა დემეზე გამახსენდა, თქვენ რას შვებით? _არაფერს, ვხოცავთ ერთმანეთს და ვართ, შენ რა გგონია ეს მაგათზე დალაგებულია? აბა ესაა ცხოველი თუ არის. _ვაიმე ანა ნუ ადარებ შენი ჭირიმე რაა, ჩემი დემე და ის ის… მოკლედ დემე სულ სხვაა, ძამოვიძახე გაბრაზებულმა. _კარგი ხოო სხვაა და იყოს, იცოდე არაფერზე არ ინერვიულო, ყელაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე შენ წარმოგიდგენია, ახლა გავიქეცი და ხვალ ისევ დაგელაპარაკები, მიყვარხარ.., _მომაძახა და სკაიპი გათიშა, _აი ასე მე კი ისევ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი, თან დასაწოლად მოვემზადე, ხვალ ექიმთან ვარ ჩაწერილი და ადრე უნდა ავდგე,.. _მაღვიძარამ ზუსტად რვის ნახევარზე დარეკა, ისე მესიკვდილებოდა ადგომა კინაღამ ტირილი დავიწყე მაგრამ თავს ზევით რომ ძალა არ მოქონდა, ძლივს წამოვიზლაზნე, ვიბანავე და საბა გავაღვიძე, ცხრის თხუთმეტ წუთზე სკოლის ავტობუსი მოაკითხავს, ვასაუზმე, ჩანთა გავუმზადე და გავუშვი, მერე თავი მოვიწესრიგე და გარეთ გამოვედი, საოცრად მიყვარს ლონდონი, თავისი ჩაით და არისტოკრატულად დინჯი ტემპით, ისე თითქოს მთელი ქალაქი სამეფო ოჯახის წარმომადენელია.. ნელ ნელა დავუყევი ქუჩას და თან ტელეფონში ფოსტას გადავავლე თვალი, ჩემი ყურადღება უცნობმა მეილმა მიიქცია და პირველი ის გავხსენი,. _”ეხლა რა ქენი შენი აზრით დამემალე? რას ბავშვობ ბელ? სამყარო არც ისეთი დიდია მითუმდეტეს ჩემთვის ასე რომ… _ჯანდაბა და ჭირი შენ, იდიოტო, ამოვიბურტყუნე და ტელეფონი უგულოდ ჩავუძახე ჩანთაში, _თუ გგონია რომ შენი მეშინაი ცდები, ანდა რას ელოდება ნეტავ ჩემგან, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი მას მერე რაც მოვისმინე? არანორმალური, ჩავიდუდღუნე და კლინიკაში შევედი, _ექიმმა მაშინვე მიმიღო და ექოსკოპიის კაბინეტში შემიყვანა, მშვიდად ადევნებდა თვალს მონიტორს სადაც ცოტა ხანში უცნაური უფორმო მასა გამოჩნდა,. _ეს თქვენი შვილია, ხელი გაიშვირა ეკრანისკენ და მეც ბედნიერი მივაშტერდი არსებას რომელიც უკვე საკუთარ თავს მერჩია,. _ჯერ გულისცემა არ ისმის რადგან ოთხი კვირის ხართ მაგრამ შემდეგ ვიზიტზე უკვე მოგასმენინებთ როგორ ძგერს თქვენი პატარას გული, გამიღიმა ექიმმა და ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო,. _ისეთი გაბადრული გამოვედი ექიმის კაბინეტიდან აღარც ჩემი პრობლემები მახსოვდა და აღარც ურჩხული დუდუ, ასე ბედნიერი წავედი სახლში და საბას დაველოდე, მერე ვამეცადინე, ვავახშმე და დასაძინბლად გავუშვი მე კი ანას დავურეკე და ვამცნე ექიმთან ვიზიტის შესახებ, ისიც რათქმაუნდა ისე აჟიტირდა მგონი ჩემზე მეტა უხარია… _ბელ რაღაც უნდა გითხრა, _დაიწყო შეპარვით,. _რა იყო? ისე ვკითხე თითქოს ვერ მივხვდი რა უნდა ეთქვა, გამოჩნდა ხო? _ხოო გამოჩნდა და გეძებს, პრინციპში გეძებს კი არა იცის სადაც ხარ, უბრალოდ კონკრეტული მისამართი აინტერესებდა მაგრამ მე არ ვუთხარი, ვეჩხუბე კიდეც, ისე გავლანძღე შენი მოწონებული, დემემ ძლივს დამიჭირა თორე თავში ჩავარტყამდი რამეს, აუ ბელ იცი რა საცოდავი სახე ქონდა? თავი ხელებში ჩარგო და მითხრა რომ ყველაფერი ისე არაა შენ როგორც გგონია, რაც მოიმინა ყველაფერი ისე არააო, უნდა ველაპარაკოვო, ხოდა კიდევ მომენატრაო,... _ჩამოარაკრაკა ანამ და ისეთი სასაცილო გამომეტყველება მიიღო კინაღამ კაკანი ავტეხე,. _მერე დაუჯერე? აფერისტი გაიძვერა ეგ, თავის შეცოდებაზეც რომ გადავიდა, ანა იცოდე რომ დაგცდეს მისამართი ჩათვალე რომ არ მიცნობ, ისე გადავიკარგები ვერასოდეს ვერ მიპოვით, მაგას კი გადაეცი რომ დაივიწყოს საერთოდ თუ მიცნობდა, არაფერი მაინტერესებს, მძულს… _ოხ ოხ. კიდე? ჯერ ერთი რომ არაფერს ვეტყვი, მეორეც გძულს არა ბუს კვერცხი და მესამეც, ანაბელ რომ მოინდომოს მაინც მოგაგნებს, შენ არც კი იცი რა ხალხთან აქვს ურთიერთობა,.. _მისი არ მეშინია, ადრე თუ გვიან დაბრუნბა მომიწევს და მასთან პირისპირ შეხვედრაც, ასე არ ჩაივლის ყველაფერი მაგრამ არა ახლა და ამ სიტუაციაში, არც მაგისი გავლენა მაინტერესებს, არ ვიმსახურებდი როგორც მომექცა და აღარ ვაპირებ მასზე ტვინის დაღლას, წავალ დავწვები, ხვალ ვმუშაობ,,. დავემშვიდობე ანას და აბაზანაში წავედი, ვანა ავავსე და შიგნით ვინებივრე მთელი ორი საათი, მერე კი დასაძიებლად შევძვერი საწოლში... _ერთფეროვნად მიდის ჩემი ცხოვრება უკვე თვეებია. _სამსახური, საბას მოვლა, ექიმთან ვიზიტები, ანასთან ჭორაობა რომელიც ყოვლ დღე ახალ ახალ ჭორს მაწვდის დუდუზე და კიდევ სიახლე, უჩემოდ გადაუწყვეტავთ ახალგაზრდებს ქორწილი, უფრო სწორად სულით და გულით დამპატიჟეს თუმცა ჩემს გარეშე მოუწევთ სავარაუდოდ რადგან აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ მითუმეტეს საქართველოში… _უკვე მერვე თვეში ვარ და ძლივს დავგორავ, სამსახურიდან შვებულება ავიღე ამ კვირის ბოლოს და ახლა სულ სახლში მიწევს ყოფნა, უფრო სწორად სახლი, სეირნობა, ჭამა და ძილი, საბა უკვე დამცინის პინგვინივით დადიხარო თუმცა რა ვქნა პატივცემული დადვანი მამასავით ველურიადა მეც სულ მშია,. ხოო, ხო არ გაგიკვირდეთ, სქესი უკვე ვიცი, ბიჭია, ისეთი ბედნიერი ვარ სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავ, უკვე ორი კვირაა გავიგე სქესი, მანამდ სპეციალურად არ ვკითხე ექიმს მაგრამ ბოლოს ანამ მაიძულა… _ანას ქორწილი ივლისშია, მე მშობიარობა მარტში მიწევს ანუ ერთ თვეში, არაა გამორიცხული წავიდე. მართალია ახლა იქ არ ვარ მაგრამ აქტიურად ვარ ჩართული საქორწინო მზადებაში. დემემ რამდენჯერმე მოისურვა ჩემთან ჭორაობა მაგრამ თავი ავარიდე, არ მინდა ზედმეტი შარი…. _ნელ ნელა ახლოვდება მშობიარობის დრო და მეც შიში მიბყრობს, მართალია ჩემი თანამშრომელი ელენი თითქმის სულ ჩემთანაა და ანაც უკვე ლამისაა ოცდაოთხ საათიან რეჟიმში კომპიუტერზეა ჩემოკიდებული მაგრამ ამინც განვიცდი,.. _თვრამეტ მარტს გამთენიას საშინელმა მუცლის ტკივილმა წამომახტუნა, ლამის კივილით შევძარი მთელი ლონდონი, ელენმა რათქმაუნდა მაშინვე სამშობიაროში გამაქცია და გმირულად ითმენდა ჩემს წივილ კივილს,. _აბა ერთხელაც ანაბელ, ერთხელაც, ჩამძახის ჩემი ექიმი ჰანა და მაიძულებს გავიჭინთო, მთელი ძალით ვიჭინთები და მგონია რომ სადაცაა ტკივილით გული გამისკდება, _ერთხელაც ანაბელ, ვხედავ უკვე ჩამძახა ექიმმა და უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ვეცადე ძალა დამეტანებინა თავისთვის და აი ყველაზე საოცარი ხმა გაისმა ბლოკში, ხმა რომელიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს, _ყოჩაღ ბელ, -ჩამჩურჩულა ელენმა და შუბლზე მაკოცა, _საოცარი ბიჭი გყავთ, გილოცავთ მომიხლოვდა ექიმი და ცისფერ პლედში გახვეული პატარა ვარდისფერი არსება გულზე დამაწვინა, რა ვიგრძენი? აღმაფრენა, გაზაფხული, დედამიწის გულისცემა და საერთოდ ყველაფერი, ამ წამს მივხვდი რომ ყველა ის ტკივილი რაც კი წარსულში გამოვიარე ამად ღირდა და თუკი ეს წამი უნდა განმეცადა უყოყმანოდ ისევ გავივლიდი იგივე გზას, _ვუყურებ პატარა საოცარ არსებას რომლის გულისთვისაც მთებს გადავდგამ, ნამდვილად, ნამდვილად ყველაფერი ღირდა მის სუნთქვად, არაფერს ვნანობ. ვუყურებ როგორი უსუსურია და რა საოცრად გავს მამას, ვუყურებ და გული ბედნიერებით მევსება, მე ქალი ვარ რომელმაც სამყაროს ვაჯობე, ნამდვად ვაჯობე, მიუხედავად ყველა ტკივილისა მე ეს პატარა ბიჭუნა მყავს რომელთან ერთადაც აღარასოდეს აღარაფრის შემეშინდება, მე დედა ვარ, მარტო ეს სიტყვები მმატებს ძალას, მე დედა ვარ და აღარ არსებობს ჩემს წინ დაუძლეველი არაფერი,. _სანამ მომაწესრიგებდნენ და პალატაში გადამიყვანდნენ პატარა ექთნებმა გაიყვენეს მე კი ცოტა ხნით დაძინების საშუალება მომეცა გადაქანცულს,.. რომ გამეღვიძა უკვე პალატაში ვიყავი და ექთანი გადასხმას მიმაგრებდა ხელზე, _ბავშვს მალე შემომიყვანენ? ვკითხე გაღიმებულმა,. _დიახ მის, ახლავე ვეტყვი ექიმს, გამიღიმა და გავიდა, _ ცოტა ხანში ექიმი შემოვიდა ჩემს პატარასთან ერთად და უკან ელენი შემოყვა, _რა საყვარელია ბელ მითხრა როცა პატარა ჩემს მკლავებში ჩააწვინა ექიმმა,. _მთელი სამყაროა ჩემთვის ელენ, ვუთხარი ბედნიერმა და ცრემლები გადმომცვივდა,. _რას არქმევ? მკითხა და პატარას თავზე ხელი გადაუსვა,,,. _დამიანეს, არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, ამ წამს ამომოხტა ეს სახელი გონბაში და აღარც გადამითქვამს, _დამიანე? კარგი სახელია, მერე ისევ პატარასკენ დაიხარა და მთხოვა ავიყვანო, მე კი ვისარგებლე და ტელეფონით ანას დავურეკე სკაიპში რომელმაც არც კი იცოდა რომ ვიმშობიარე, სანამ მიპასუხებდა ელენს ბავშვი გამოვართვი და კამერა ჩავრთე, არც მიფიქრია რომ შეიძლება მარტო არ ყოფილიყო და პირდაპირ პატარა დამიანეს მივუშვირე ტელეფონი. _ბელს როგორ…. _გავიგე როგორ გაუწყდა ხმა და უცბათ კივილი მორთა. _ვაიმეეე, ვაიმეეეე არ მჯერააა, ეს საოცარი არსება ვინარიიიის, ვაიმე რა ცხოვრებააა,. _ყვიროდა გაოგნებული ანა და აქეთ იქით ხტუნავდა,. _ეე მოიცა ეს ვინაა ტო, _გაისმა დემეს ხმა და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გავწითლდი,. _დემე მოკლედ ეს დამიანეა და ერთი სიტყვით ანა აგიხსნის, ბოდიში რომ აქამდე არ გითხარი, მოვუბოდიშე დემეს და კნუტის თვალებით შევხედე. _რას მებოდიშები ბელ, ეს შენი ცხოვრებაა თანაც რა მაგარი ვინმე ტოო, ვაიმეე გილოცავ არც კი მჯერა,. _ვაიმე ბეეელ, -ისევ აჭყივლდა ანა,. _რა ცხოვრებაა შევყლაპავ ამ წერტილა, გილოცავ. მიყავრხართ ორივე,. _მთელი საათი ათასნაირ პოზაში ვაჩვენებდი ბავშვს და ისინიც სიცილით კვდბოდნენ, მერე დემეს კაცური სიტყვა ჩამოვართვი რომ არსად წამოცდებოდა და დაღლილი დავემშვიდობე… _ერთ კვირაში სახლში გაგვწერეს მე და დამიანე, საბა სიხარულით წინ და უკან დარბოდა და ყოველ წამს იმას მეკითხებოდა რამე ხომ არ მინდოდა, ელენი ჩემთან გადმობარგდა და ორივე ერთად ვუვლიდით პატარა ველურს როგორც მე მოფერებით ვეძახი, ისეთი მშვიდია სულ არ გავს მამას ხასიათში, არადა გარეგნულად პირ წავარდნილი დუდუა, საერთოდ არაა ძნელი მოსავლელი, მთელი ღამე ძინავს დღისით კი მორიგეობით ვასეირნებთ მე და ელენი… _აგერ უკვე ივლისის დასაწყისია, გაიზარდა ჩემი ბიჭი, ისე სწრაფად გავიდა დრო უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი, სადაცაა ანას და დემეს ქორწილიც იქნება, მე კი ტვინში მიღიტინებს რომ უნდა წავიდე, ჩემი იდეა ანას რომ გავაცანი ისე იწივლა და იკივლა კინაღამ ინფარქტი მიიღო. თან დამაიმედა ბიჭები აქ არ იქნებიან ზუსტად ვიციო ხოდა მეც გადავწყვიტე წავსულიყავი. _ქორწილამდე სამი დღით ადრე ჩამოვედი საქართველოში, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც დავტოვე თუმცა ახლა ბევრად უფრო ბედნიერი ვარ და ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. _აეროპორტში რათქმაუნდა ანა და დემე დამხვდნენ, ბავშვი რომ დაინახეს ანამ ტირილი დაიწყო, დემემ ისე ჩამიხუტა კინაღამ ძვლები დამემტვარა. _ვაიმეე ბელ არც კი მჯერა რომ ეს ქონდრისკაცი შენი შვილია, ისე როგორ გავს მამას არა? _აუჰ, კიდევ კარგი მითხარი თორემ მე ვერ შევამჩნიე, მერე რა რომ გასვ სამაგიეროდ სულ ჩემია, დავუბღვირე და ენა გამოვუყავი,. _უიმეე რა უჟმური ხარ, იყოს შენი ვინ გართმევს, უფრო სწორად ჩემიცაა არა ნათლიას სიხარულო? _მიეფერა ბავშვს და ყელში აკოცა, -ვაიჰ, რა ცხოვრება ხარ შენ, შეგჭამ, ისე გემრიელად ჩაკოცნა პატარა დამი რომ ბავშვმა ტირილი მორთო. _სახლში მისულს ისეთი დაწკრიალებული დამხვდა ყველაფერი გული გამინათდა, ყოჩაღ ანა, შევაქე მეგობარი და ჩავეხუტე,. _აბა მაშ მტვერში ხომ არ მოიყვანდი ბავშვს, დამლაგებელს დავალაგებინე, მითხრა და ისიც მთელი ძალით ჩამეხუტა. _ძლივს მოვეწყვე ჩემს გემოზე, დროსი ცვლილების გამო დაძინება მიჭირდა თუმცა კიდევ კარგი ბავშვზე ამან არ იმოქმედა, ჭკვიანი ბიჭი მყავს… _ქორწილის დღეს ისე ვღელავდი მეგონა მე ვთხოვდებოდი და არა ანა,. _ბელს უფრო მანერვიულებ ასეთი სახით რომ დადიხარ დაჯე რაა,. _შემომიღრინა ანამ და სარკესთან დაჯდა.. _რა ლამაზი ხარ ან, მიყვარხართ და ბედნიერებას გისურვებთ ორივეს აცრემლებული გადავეხვიე მეგობასრს და კინაღამ ვიზაჟისტის სამ საათიანი ნაწვალები წყალში ჩავყარე,. _საგულდაგულოდ შევარჩიე ამ დღისთვის ჩასაცმელი და როგორც კი ანა გამოვაწყვეთ კაბაში მაშინვე ჩემი თავის მორთვა დავიწყე შეძლებისდაგვარად რადგან პატარა პრინციც იქ მყავდა და არაფერს მაცლიდა,. _შავი მაღალ წელიანი ფართხუნა შარვალი, ამავე ფერის გრძელ სახელოანი გიპიურის ტოპი და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები მოვირგე, თმა მაღლა ავაწვევინე და სადა მაკიაჟი გავაკეთებინე ვიზაჟისტს, ჰმ, არამიშავრს სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და დამიანეს შევხედე რომელიც ისე მიღიმოდა თითქოს რამეს ამჩნევდა, _აბა ჩემო პრინცო, მოგწონს დედიკო? დავტრიალდი მის წინ და მერე გემრიელად ჩავკოცნე, _ახლა შენ უნდა გამოგაწყო ამ თეთრ ჩოხაში და ნათლიას სიურპრიზი მოვუწყოთ კარგი? ჩავჩურჩულე და მისი გამზადება დავიწყე,. _ერთ საათში მაყარიც მოვიდა და ასე გამოწყობილი დამიანე რომ გავიყვანე ჯერ კინაღამ ანამ იტირა, მერე დემეტრემ იმხელა როხროხი დაიწყო ბავშვი შეაშინა,. _აუ რა როჟაა ტოო, სუფთა მამამისია თან ზუსტად მინაირად იბღვირება და ეს ჩოხა რა სასაცილოდ აქვს, რა საყვარელია ეს ლილიპუტი, აკაკანდა ბოლო ხმაზე და მანამ არ გაჩუმდა სანამ თვალები გემრიელად არ დავუბრიალე, _მამას კი არ მე მგავს და სულაც არ იბღვირება, წამოვიძახე გაგულისებულმა და გვერდში გემრიელად ვუბწკინე დემეს, არადა რას ვერჩი მართლა გავს ეს ბავშვი მამას,.. _ჯვრისწრამ და ხელის მოწერამ ზუსტად ისე ჩაიარა როგორც დაგეგმილი იყო, საბუნა დამის ართობდა ამიტომ მეც თავისუფლად შემძლო მათთან ერთად მეპოზიორა ფოტოგრაფების წინ,.. _დარბაზში რომ მივედით ბავშვს ვაჭამე და ორი ლუკმა არ მქონდა გაღეჭილი რომ ანა გაფითრებული წამოფრინდა სკამიდან და მოცეკვავე ახლგაზრდებს ლამის ზედ გადაუარა,. _რა გეტაკა ქალო რას დარბიხარ ამხელა კაბით კინაღამ გაჭყლიტე ბავშვები, დავცინე და პატარა ბავშვივით დავეჯღანე,. _ანაბელ, დუდუ და ალექსი მოდიან, დემეს დაურეკეს რომელ რესტორანში ხართო, არადა ვიცოდი რომ აქ არ იყვნენ და რა ვქნათ? _თითქოს მდუღარე დაგასხესო ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ფეხები ამიკანკალდა და ანას მთელი ძალით ჩავებღაუჭე, _მიუხედავად იმისა რიმ ათასჯერ მაინც წარმომედგინა ჩვენი შეხვედრის სცენა და მილიონნაირი ტექსტი მქონდა მოფიქრებული ახლა შეშინებული კურდღელივით ავუბლანდე ემოციებში,. თანაც ნამდვილად არ ვარ მზად მასთან შესახვედრად, _მომკლავს ანნ, უნდა წავიდე ვუთხარი და წამივდექი, დემეტრესთნ მივედი და დავემშვიდობე მაგრმა ვინ დამაცადა, საიდანღაც ლია დეიდა გამოჩნდა, ანას დედა და სანამ ბავშვი კარგად არ პოშნა არ გამომიშვა, _საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა და გულის წასვლას აღარფერი მეკლდა, როგორც იქნა თავი დავაღწიე ლიას და ბავშვ ახუტებული გასასვლელისკენ დავიძარი, ვიგრძენი რომ ვიღაც გამომყვა და ნაბიჯს ავუჩქარე, ღმერთო გთხოვ მანქანამდე მივასწრო, ვიმეორებდი გულში და დამის ჩაფრენილი საბას არც კი დაველოდე ისე ვეცი მანქანის კარებს რომ მისმა ხმამ ადგილზე მიმყინა. _არც კი გაიფიქრო მანქანაში ჩაჯდომა, _იღრიალა და მკლავში მწვდა,. _შიშისგან ხმა ვერ ამოვიღე, პირდაღებულმა შევხედე და სანამ რამეს ვეტყოდი ბავშვზე მანიშნა… _თქმას როდის აპირებდი? ან საერთოდ აპირებდი? არ უნდა მცოდნოდა შვილი რომ მყავს? _რა გინდა დუდუ, რამე მაქვს სათქმელი შენთვის? შემეშვი, არ ვაპირებდი თქმას და რაა გიკვირს? ვუღრიალე და დავაპირე მანქანის კარები გამეხსნა რომ ისევ მწვდა ხელში და მზერა ბავშვზე გადაიტანა, _რა ქვია? მკითხა და დამის გაუღიმა,. _არაა შენი საქმე თავი დამანებე გაიგე? _ძალიან მგავს, _ვითომ არ გაუგონია ჩემი ნათქვამი ისე ჩაიბუტბუტა და ბავშვი ხელიდან გამომართვა,. _ყველაფრის მიუხედავად საოცარი სითბო ვიგრძენი როდესაც ბავშვი მის ხელში დავინახე, თანაც ისეთი თვალებით უყურებდა მე ასეთი დუდუ ნანახი არ მყავდა,. ერთიანად ბრწყინავდა ბედნიერებისგან…. _მამას სიხარულო რა ტკბილი სუნი გაქავს, როგორ გამაბედნიერე მა,. _უჩურჩულა როცა კისერში აკოცა და გულში ისე ჩაიხუტა შემეშინდა არ გაეჭყლიტა, მერე კი ყელში ჩაუყო ცხვირი და თვალ დახუჭულმა მის სურნელი შეისუნთქა. _არც კი მჯერა ჩემი რომ ხარ მა..,. _ეი ეი, დამიანე ჩემი შვილია ასე რომ მომეცი გაიგე? შევყვირე და ბავშვი ხელიდან გამოვტაცე, არ შეეხო შენი ბინძური ხელებით, არ მიუახლოვდე, შემეშვი გესმის? არ მინდა ჩემ შვილს შენნაირ ცხოველთან რაიმე შეხება ქონდეს ახლა კი ჩემომეცალე გზიდან უნდა წავიდე… _ოხ, ენა დაგიგრძელებია ხო იცი, ახლავე წამობრძნადი და ჩემს მანქაში ჩაჯექი წყობიდან ნუ გამომიყვან თორე კარგად იცი რაც შემიძლია,. _მე შენი არ მეშინია დუდუ, ასე რომ მოშორდი, არ მოგვიახლოვდე თორემ გიჩივლებ, დამი მხოლოდ ჩემი შვილია, საიდან დაასკვენი რომ შენია ჰა? არ დამენახო შე ცხოველო.. _რადგან მშვიდად ლაპარაკი არ გესმის სხვანაირად დაგელაპარაკები მაგრამ აქ არა, ახლა წადი სახლში, მოამზადე ნივთები და დილით მოგაკითხავ, მაგრამ მარტო არმინდა არ დამხვდე მზად ან რამე მიქარო, მაშინდელ ტანჯვას მოგანატრებ, არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო რაც ჩემს შვილს ავნებს, მაგრამ იძულებულს თუ გამხდი ამასაც ვიზამ და დამიჯერე ძალიან კარგად გამომივა, _მემუქრები? ისეთმა გაკვირვებულმა ვკითხე თითქოს წუთის წინ ნამდვილად მაგას არ აკეთებდა,. _ჩათვალე რომ გემუქრები, ასე რომ მზდ დამხვდი საყვარელო და კიდევ გიმეორებ ყოველგვარი მიქარვების გარეშე, ხოდა კიდევ ბავშვს დღეს მე წავიყვან, ასე რომ.მეტი მოტივაცია გექნება,. _კინაღამ ინფარქტი დამემართა ეს რომ მითხრა და ისე ჩავეხუტე დამის თითქოს უკანასკნელად ვხედავდი,. _არ გინდა დუდუ გთხოვ, გეხვეწები რა, ხვალ მოდი და ვილაპარაკოთ მაგრამ ბავშვს ვერ გაგატან, მოვკვდები,. _ანაბელა წადი, ორჯერ ერთიდაიგივეს გამეორებას ვერ ვიტან, ბავშვი დღეს ჩემთან მოდის, შენ კი სახლში მიდიხარ, ალაგებ თქვენს ნივთებს და მე მელოდები, დილით მოგაკითხავ, წამოგიყვან და ბევრ რამეზე ვილაპარაკებთ, წადი… _მასთან კამათს რომ აზრი არ ქონდა უკვე დიდი ხანია ვიცოდი ამიტომ მეტი გზა არმქონდა და ბღავილით ჩავჯექი მანქანაში, დავქოქე და მთელი სისწრაფით გავვარდი, თან გულში უკვე მემილიონედ ვლანძღავდი დუდუს და ვწყევლიდი ბედს რომ საერთოდ გავჩნდი…. _შუა გზაში ვიყავი ანამ რომ დამირეკა,. _ბელს რას შვები, დემემ მითხრა რომ შენ და დუდუ გარეთ დაგინახათ, გეჩხუბა? _ბავშვი წაიყვანა ანა, ამოვიტირე და საჭეს მთელი ძალით მოვუჭირე თითები,. _რაა? რას ქვია წაიყვანა, არ გამაგიჟი, როგორ თუ წაიყვანა, გაგიჟდა? -დაიწყო ყვირილი და მესმოდა როგორ დარბოდა აქეთ იქით. _ხოო წაიყვანა და მითხრა რომ დილით მზად დავახვედრო ჩვენი ნივთები, ბევრი გავქ სალაპარაკოვო, არვიცი ანა ლამისაა გული გამისკდეს, როგორ უნდა გავძლო ამაღამ ბავშვის გარეშე, რამე რომ გაუჭირდეს? _ვეცდები დემეს რამე გავარკვევინო, არ ინერვიულო ბელ, მიხედავს ბავშვს, არც ისეთი ცხოველია, ბოლო ბოლო სახლში მიაკითხავ თუ არ გამოჩნდა მაგრამ რადგან თქვა მოვა, ჩვენ დილით მივფრინავთ რომში მაგრამ მანამდე შეგეხმიანები, არ ინერვიულო, მიყვარხარ, _ანამ კი მითხრა არ ინერვიულოვო მაგრამ რომელი დედა არ იდარდებს როცა პირველად ტოვებს ბავშვს უცხოსთან. მერე რა რომ მამაა, მაინც უცხოა… ასე ტირილ ტირილით მივედი სახლამდე, შეშინებული საბა როგორც იქნა დავაწვინე და ნივთების შეგროვება დავიწყე…. [****_აუ დუდუ რა მავრად გგავს ეს პატარა კაცი, _აროხროხდა ალექსი როგორც კი დუდუ ბავშვთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. _არც კი მჯერა ნამდვილი როა ეე, როცა ბიჭებმა მითხრეს ანაბელა არაბულმა საზღვარი გადმოკვეთა და ორი ბავშვი ახლდაო თან სურათები მაჩვენეს კინაღამ გავგიჟდი ტოო, თავლებს არ ვუჯერებდი, ყველაფერს ველოდი მაგრამ ბავშვს არა. სახლში მისვლაც დავაპირე მაგრამ ვიცოდი რომ ქორწილში იქნებოდა მაიტომ აქ ვარჩიე ნახვა, _რას აპირებ დუდუ? არ მითხრა რომ ბავშვი უნდა წაართვა, მაგარი არასწორი იქნები ძმაო, თან ურთიერთობის დალაგება თუ გინდა მუშტი კრივს ნუ გაუმართავ, ცოდოა,. ისედაც ბევრი გადაიტანა ანაბელმა.. თანაც ბევრი რამ გაქვთ გასარკვევი, არ დაგავიწყდეს რომ მაგრად გაქ მიქარული მასთან. _არა ალექს, ბავშვს როგორ წავართმევ, ჩემთან იქნებიან და ეგაა, ყველაფერს მოვაგვარებ,_მამას კაცი, ნახე რა მაგარი ვინმეა, -ხელში აყვანილ ბავშვს სასაცილოდ ატრიალებს აქეთ იქით და ბედნიერი სახით შეყურებს,.. _აუ პატარა დუდაა რა, მოდი ნათლიასთან შე ქვეშაფსია, არ შეგეშინდეს ძმაკაც, მამაშენი მაგარი კაცია, სასაცილოდ დაიჭყანა ალექსანდრე და პატარა დამიანეს ცხვირზე აკოცა… _სახლში მისულმა დუდუმ ალექსანდრე გაგზავნა აფთიაქში ბავშვის ნივთების ააყიდლად თვითონ კი შეშინებული დასჩერებოდა საწოლზე მძინარე პატარას და წარამარა ცხვირზე ადებდა ყურს სუნთქავს თუ არაო, ასეთი აჟიტირებული დუდუ ჯერ არავის უნახავს, ამხელა კაცი პატარა ბავშვივით იყო გახარებული და ბედნიერი სახით, კმაყოფილი დადიოდა თითის წვერებზე ოთახში თითქოს საახალწლოდ ძვირფასი საჩუქარი მიეღო, _ვერავინ ვერ წამართმევს თქვენს თავს მა, სულ ჩემთან იქნებით ორივე, დედიკოსაც მალე შემოვირიგებ, ჯიუტი კი არის თხასავით მაგრამ არ გამიჭირდება მოვათვინიერო, შენც ხომ დამეხმარები მამას ბარტყო? ჩასჩურჩულა პატარს ყურში და გვერდით მიუწვა, მერე მისი პატარა ხელი თავისაში მოიქცია და ბედნიერმა დახუჭა თვალები.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.