შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მღელვარე გრძნობებს დაცხრომა სჭირდება (სრულად)


9-04-2017, 23:45
ავტორი rapu-rapu
ნანახია 6 835

ვფიქრობდი ყველაფერი დამთავრდა როცა ჩემმა ყოფილმა მიმატოვა-მეთქი, თუმცა მაშინ დაწყებულა ყველაფერი...13 წლის ვიყავი, რომ დამშორდა...მას შემდეგ 7 წელი გავიდა, მთელი ის შვიდი წელი სულ იდილიაში გავატარე, ახლა მადლობასაც კი ვუხდი, რომ მიმატოვა, როცა დავშორდი მაშინ აღვიქვი თავისუფლება, ჰო! მართლა! აღარავინ მაინტერესებდა, ყველა ბიჭი უბრალოდ ფეხებზე მე*იდა, მაგრამ 7 წლის მერე ყველაფერი აირია!
განა იმიტომ, რომ ყოფილი დაბრუნდა?
არა!
განა იმიტომ, რომ სხვა გამოჩნდა?
არა!
მხოლოდ იმიტომ, რომ შემიყვარდა ის, ვინც არ უნდა მყვარებოდა!

* * *
-ნუღარ ტირი გოგო!-დამიყვირა ფილმებში გართულს თეკლამ და მაგრად დაარტყა ხელი მაგიდას
-შენ ჰო არ ურიკინებ გოგო?-ავხედე დაჯღანული სიფათით და ორივეს სიცილი აგვიტყდა, სიცილი როხროხში გადავიდა, ეს ძალით, დედაჩემს ეშლებოდა ნერვები როცა ასე ვიცინოდი და ბინგო!
-გოგო რანაირად იცინიხარ? ჰო მომკალი, წესიერად გაიცინე
-ეშმაკუნა სმაილ-გავეღრიჯე და გავაგრძელე როხროხი
-ღმერთო შენ მიშველე-ერთი ამოიკრუსუნა დედაჩემმა და კარები მიიხურა, მე გამეცინა და თეკლას გავხედე
-აბა ნიტაჩკა, წავიდეთ?-თვალები ააფახურა თეკლამ
-ჰმმ, კარგი, რა ჩავიცვა? მოდი რამე ისეთს უბრალოს-ვთქვი და გარდერობს მოვავლე თვალი
ტანზე მოვირგე ტყავის მაღალწელიანი შორტი, შავი ტოპი მაიკა წარწერით: ,,we are different" და ფეხზე მაღალყელიანი შავი all star-ები..თმა ავიწიე, ტუჩზე წითელი პომადა წავისვი და გავედი სახლიდან..

-გოგო-ვყვიროდი ბოლო ხმაზე, რომ მიმეწვდინა ხმა თეკლამდე
-რა იყო?
-გავალ ვისკს დავწრუპავ და მოვალ
-მიდი, მე აქ ვარ, ვცეკვავ-ჩამყვირა ყურში
-გავიგე-თვალი ჩავუკარი და ბარმენს ორმაგი ვისკი შევაკვეთიე, უცებ გადავკარი და მეორეც მოვითხოვე, კიდევ გადავკარი, ბარმენი გაკვირვებული მიყურებდა
-უკაცრავად, იცით დათვრებით-ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო
-მ*იდია, მიდი გამოუშვი, მე ვგულაობ და ეს არ მადარდებს, მთელი 7 წელია აი ასე ვერთობი და არ მაინტერესებს სხვისი აზრი, გამოუშვი
-ბევრი მოგდით
-ეგ შენი საქმე არაა-გავხედე ირონიულად და მომდევნო გადავკარი
-შეიძლება ვიცეკვოთ?-მომესმა ბოხი ხმა
-არა-არც შემიხედავს ისე ვუპასუხე
-მე მინდა, რომ გეცეკვო!-გაუმკაცრდა ხმა, დამავლო ხელი და საცეკვაო მოედნისკენ გამიყვანა
-მე გითარი არ მინდათქო-გავითავისუფლე თავი და წამოვედი, მაგრამ მაგრად მომქაჩეს, მივტრიალდი და მთელი ძალით მოვუქნიე სახეში მუჭი
-ვერ გაიგე რა გითხარი?-დავუყვირე იატაკზე გართხმულ ბიჭს და კლუბი სასწრაფოდ დავტოვე
გაანალიზება ყოველივესი, მხოლოდ მაშინ მოვახერხე, როცა გარეთ გამოვედი..სწრაფად ავიღე გეზი სახლისკენ, შინ მისულს ყველა დაძინებული დამხვდა, ჩუმად ავიარე კიბეები და საწოლში ტანსაცმლიანად შევწექი..

-ადექი!-დამახტა თავზე ჩემი უმცროსი ძმა
-დავაი
-ადექი გოგო
-ჰო, გადი ახლა-გავაგდე ოთახიდან და გარდერობში შევყავი თავი
ჩავიცვი შავი მაიკა წარწერით ,,Arctic Monkey's", შავი ტყავის ელასტიკი, თეთრი კედი, მოვირგე ყურსასმენები, ჩავრთე Arctic monkey's-murdy bum და ჩემს bmw-ში მოვკალათდი. აუდიტორიაში შევედი, ლექციები დაიწყო, თუმცა ლექცია გაწყდა, მას შემდეგ, რაც ოთახში 4 შავებში ჩაცმული ახმახი შემოლაჯდა
-ნიტა კიკალიშვილი-დაიძახა ერთ-ერთმა, სახეზე ფერი გადამივიდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, 2 ახმახი ჩემსკენ წამოვიდა, შემეშინდა, მაგრამ არ დავიბენი
-რა ხდება?-ვიკითხე ისე, რომ ფეხზე ადგომა არც ვიკადრე
-უნდა წამომყვეთ
-რატომ?
-წამობრძანდით
-ველოდები პასუხს
-გარეთ გამომყევით და აგიხსნით ყველაფერს-მომესმა იგივეს ხმა
-კარგი-ნელა წამოვდექი, ჩავალაგე ჩანთა და უკან მივყევი მათ
-რა ხდება?-გავუმეორე მე ისევ
-ჩვენს ბოსს უნდა თქვენი ნახვა
-რატომ?
-ამას თავად გეტყვის, წამობრძანდით-წამავლო ხელში და ძალით ჩამტენა ტოიოტას ჯიპში, 15 წუთში აღმოვჩნდი იმ კლუბთან, რომელშიც გუშინ ერთი გასაოცარი ისტორია გადამხდა
-თქვენი ბოსი ამ კლუბის..-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული მიპასუხეს
-დიახ, არა მარტო ამისი, თბილისის კლუბების ნახევარი მისია-ენა ჩამივარდა და სიტყვას ვერ ვძრავდი, ვაი თუ ის კაცი რომელიც ვცემე მისი ნაცნობია? ან საერთოდ ძმაკაცი? ან იქნებ თვითონ იყო? კარგი ამბავი არ მიწერია-,ვფიქრობდი გულში, კლუბში შევედით, კიბეები ავიარეთ, კარები შეაღეს და შევედით ოთახში, სადაც სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი ერთმანეთში ირეოდა, სავარძელში ვიღაც მოკალათებულიყო, რომელიც სიგარას ეწეოდა,
-ბოს-თქვა ერთ-ერთმა ახმახმა
-შეასრულეთ ჩემი დავალება? მომიყვანეთ ის გოგო?
-დიახ ბოს, აქ არის-თქვა თუ არა მეორემ სწრაფად მოტრიალდა სკამი და კარგად დავინახე, ამ კაცის სახე რომელსაც სახეზე ყალბი ღიმილი აეკრა და კმაყოფილებისაგან თავისთვის ბუტბუტებდა
-ესეც ასე-წამოდგა ფეხზე, მამაკაცი, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 44 წლის,დაბალი, ჯმუხი, მოიწევდა ჩემსკენ, 2 თავით დაბალი, მსუქანი, ქონდრის კაცივით მობაჯბაჯებდა, მაიკაში ხელი ჩამავლო და მისკენ დამწია
-შენ ჩემი დავალება უნდა შეასრულო, თორემ ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნება
-თქვენ ჰო არ გაკლიათ?-ხელი გააშვებია და კარებისკენ წავიდა, მაგრამ ვინ დააცადა, წაავლეს ხელი დაგააკავეს
-გამიშვით-ყვიროდა ბოლო ხმაზე
-თუ არ გინდა შენი პატარა ძამიკო სიცოცხლეს გამოვასალმო შეასრულე ჩემი დავალება, მე გადაგიხდი ამისთვის
-მაგრამ მე რატო?
-გუშინდელი შენი საქციელიდან გამომდინარე, შევხედე, რომ ძლიერი გოგო ხარ და მხოლოდ შენ გამომადგები ამ საქმისთვის, მჭირდება ლამაზი, მაღალი გოგო, რომელმაც კარგად იცის როგორ მოიქცეს რთულ სიტუაციებში და აი! ახლა ჩემი ხარ მანამ, სანამ არ შემისრულებ ჩემს საქმეს, მე გადაგიხდი 50 000 რომ ეს საქმე შეასრულო, თანახმა ხარ? არ გააკეთებ და დაემშვიდობე შენს ძმას
-ღმერთო-ერთი ამოვიკრუსუნე, თავი გადავაქნიე და ვთქვი-რა უნდა გავაკეთო
-აი ეს მომწონს-სავარძელს დაუბრუნდა, ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, მის გვერდით არსებულ სავარძელზე მიმითითა და ადგილი დავიკავე
-მოკლედ, ადრე იყო 2 კლანს შორის დაპირისპირება,
ქურდაძეებსა და ახვლედიანებს შორის, ქურდაძე მე ვარ, ახვლედიანი ჩემი ყოფილი მეგობარი და მომავალში მტერი აღმოჩნდა, ჩვენ კარგი მეგობრობა გვქონდა, ძმები ვიყავით ერთად გავიზარდეთ, კლუბები ერთად გავაკეთეთ და მივუძღვებოდით მას, მაგრამ მან გადაწყვიტა წაერთმია ჩემთვის ყველაფერი, სიხარბე იყო ყოველივე, შექმნა მისი კლანი, ახვლედიანების, დამიპირისპირდა, ქონების გამო ჩემი შვილი მომიკლა, გამამწარა, მინდოდა მეძია შური, მაგრამ მალევე აღმოაჩნდა სიმსივე და დაიღუპა, მის კლანს ახლა მისი შვილი მართავს, ბევრი ფული იშოვა, ყველაფერი აქ, მინდა ის გავამწარო, მინდა შენ ახვლედიანის შვილი გაამწარო
-გინდათ რომ მოვკლა?
-არა, სულიერად ავნო და არა ფიზიკურად, მინდა დაიტანჯოს, მინდა თავი შეაყვარო, გამოიყენო და მიატოვო, მერე დანარჩენს ჩემები იზამენ, ისინი გამოასალმებენ სიცოცხლეს, შენ ხელს რ გაგასვრევინებ
-თქვენ მე მთხოვთ სხვა გავამწარო, მაშინ როდესაც ეს მე არ შემიძლია
-შენი ძმის სიცოცხლე საფრთხეშია, სულ არაფრის გულისთვის 50 000 გაძლევ და შენი ძმის სიცოცხლეს
-კარგი, თანახმა ვარ, მითხარით ვინ არის რას წაემოადგენს და ყოველივე საერთოდ
-ძალიან კარგი, ლუკა ახვლედიანი, 19 წლის, სწავლოს თავისუფალ უნივერსიტეტში, იქ სადაც შენ სწავლობ
-რა? ლუკა ახვლედიანი? ბიჭი, რომელზეც მთელი უნი გიჟდება, ბიჭი, რომელიც ახლოს არავის იკარებს, მისი 3 ძმაკაცი, რომელიც მუდამ უკან დაყვება, ბაბნიკი ტიპი, რომელიც თვეში 1 დადის უნიში და ისიც 1 საათით
-ბევრი რამე გცოდნია შენს სამიზნეზე
-ღმერთო, როგორ მევასებოდა ეგ ტიპი, გამიჭირდება, მაგრამ ვეცდები ყველაფერს
-მომწონს ეს შემართება
-როდის დავიწყო?
-დღესვე, ეს არავინ უნდა გაიგოს, საერთოდ არავინ, რომ გავიგო, რომ ვინმემ რამე იცის...დაბოლოება შენც იცი
-ჰო, მესმის, გავიგე
-უნდა წახვიდე კლუბ night life-ში, მისი კლუბია, ყოველ ღამე არის იქ, მე მოგცემ ყველაფერს რაც გჭირდება, აი ეს ქეისი, ამაშია ყველა აპარატურა რაც საჭიროა, იარაღიც დევს
-იარაღიც?
-კი, აუცილებლად, არ ვიცით როდის რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენა
-კარგი, რომელ საათზე უნდა ვიყო იქ?
-9-ზე
-კარგი, წავალ ახლა
-იცოდე გაკვირდებით და ყოველ ნაბიჯზე დაგყვებით არც გაბედო და მომატყუო თორემ მაგრად დაგერხევა
-იცი რა? თუ ჩემში ეჭვი გეპარება, მაშინ ჯობს შევეშვათ ამას, ვერ ვიტან როცა არ მენდობიან
-ძალიან კარგი, შეხვედრამდე
-კარგად

* * *
-მაგ კლუბში რა გვინდა?-გაიკვირვა თეკლამ
-რავი, მომინდა, არ ვყოფილვარ, ამასწინათ მომესმა რომ ამბობდნენ მის სახელს და დამაინტერესა, სულ ერთი და იგივეში რომ დავდივართ
-ჰო კარგი-დათანხმდა და ოთახიდან გავიდა

-აუ აზრზე ხარ?-სიტყვებს ვერ აბავდა თავს თეკლა-მაგარი კლუბია, არც შეედრება იმას რომელშიც დავდივარ
-ეგ გაგიგოს ჩემმა ბოსმა-ჩუმად ჩავილაპარაკე
-რა თქვი?-გამომხედა თეკლამ
-ჰო, მაგარი კლუბია-მეთქი
-კარგი წავალ მე ვიცეკვებ შენ სად იქნები?
-ბართან ვიჯდები
-კარგი-დაემშვიდობა თეკლა დაქალს და საცეკვაოდ წავიდა, ნიტამ ვისკი შეუკვეთა და მოავლო თვალი ირგვლივ ყველას და ყველაფერს,კარგად დაინახა, როგორ იდგა ზედა სართულზე მამაკაცი ვისკის ჭიქით ხელში და დაჰყურებდა არემარეს, გადაწყვიტა მისი ყურადღება მიეპყრო და გავიდა საცეკვაოდ, აი სად გამოადგა მისი break dance, რომელზეც 10 წელი იარა, 2 წელია არ უცეკვია, მაგრამ კარგად ახსოვს ყოველი ილეთი, ჩაართვევია სიმღერა dj-ის და დაიწყო ცეკვა, ყველა მას უყურებდა, უკვირდათ ასე როგორ ცეკვავდა ეს გოგონა, მის ცეკვას ბიჭიც შეუერთდა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ახალ-ახალ ილეთებს აკეთებდნენ, საბოლოოდ ნიტამ გაიმარჯვა ისეთი ილეთით დააგვირგვინა ბოლოს, რომ იგივეს ნამდვილად ვეღარ გაიმეორებდა ის ბიჭი, ყველა მქუხარე ტაშს უკრავდა ნიტას, ისიც ბარისკენ დაიძრა, ჩუმად გააპარა თვალი ზემოთ ლუკასკენ, დაინახა, როგორ გატრიალდა და მოცილდა ფანჯარას, მთავარი გააკეთა მისი ყურადღება მიიპყრო, ვიღაც მამაკაცი მიუახლოვდა ნიტას
-მშვენივრად იცეკვე
-მადლობა
-დადიოდი ბრეიკზე?
-კი 10 წელი
-ვაუ, მაგარია, სამეჯლისოები ანუ არ იცი ჰო?
-კი ვიცი, 2 წელი დავდიოდი
-ვიცეკვოთ?
-დიდი სიამოვნებით, რომელი?
-რომელსაც იტყვი
-ტანგო
-სიყვარულის ცეკვა
-დიახ, წამობრძანდი, მოჰკიდა ხელი და სცენისკენ გაიყვანა, dj-ის გოგონამ ფლეშკა მიაწოდა და უთხრა, რომ მე-4 სიმღერა ჩაერთო, დაიწყო სიმღერა, ტანგო, გაისმა ტანგოს ხმა, ზოგს არ მოეწონა ეს ხმა, ზოგმა შეჰყვირა ეს რაარისო, როცა სცენაზე ცეკვა დაიწყო ნიტამ, ყველამ შეწყვიტა ხმაური, თვალს არავინ აცილებდა, ტანგოს ცეკვავდა მამაკაცთან,
-ტანგოს რემიქსი?-შედგა მამაკაცი
-გაგიძნელდება იცეკვო ტანგო ჰიპ-ჰოპის ილეთებით?
-სულაც არა-განაცხადა და ცეკვა განაგრძო, ათას სისულელეს აკეთებდა მამაკაცი, ყველა იცინოდა, გოგონა დაატრიალა, მანაც სამმაგი ბრუნი გააკეთა და ვიღაც უცნობის მკლავებში აღმოჩნდა, უცნობმა მკვირცხლად მოხვია წელზე ხელი და გოგონასთან ცეკვა განაგრძო, ნიტა სახეზე არ უყურებდა, ცეკვავდა გასაოცრად და განსხვავებულად, უცნობმა სწრაფად მოჰკიდა ხელები წელზე და ჰაერში დაატრიალა, ფეხი ფეხს შორის მოაქცევია და მკლავზე გადაიწვინა, აი აქ ჩახედა თვალებში ნიტამ უცნობს, შავი თვალები, შავი უსასრულო თვალები, თვალები, რომლებიც მოგაჯადოვებს, უყურებდა უცნობს, უცნობი? სისულელეა, ლუკა ახვლედიანი, სიმღერა დასრულდა, ყველა ტაშს უკრავდა, მათ ბოსს და ნიტას
-ლუკა-გაუწოდა ხელი მამაკაცმა ნიტას
-ნიტა-გაუღიმა და მის ხელს თავისი შეაგება, წამით ჰკიდა თვალი მამაკაცის, თხელ თლილ თითებს, ხელებს, რომელზეც კარგად ჩანდა ვენები, ოჰ, როგორ გიჟდებოდა ნიტა ასეთ ხელებზე, უცებ გაიფანტა ფიქრები, მას მხოლოდ ერთი მიზანი ქონდა, მამაკაცის გამწარება, მთავარია ახლა მამაკაცი უფრო დააინტერესოს მისით, ისე, რომ მუდამ მასზე ფიქრობდეს, ახლა ზის ბართან, ლუკასთან ერთად და ვისკს წრუპავს.
-აქ ადრე არ მინახიხარ
-ჰო პირველად ვარ
-ნიტ, რა მაგრად იცეკვე-სიცილით მოიწევდა თეკლა ბარისკენ-გამარჯობა-მიესალმა მამაკაცს
-გაგიმარჯოს
-თეკლა გაიცანი ეს ლუკაა, ლუკა ეს თეკლა ჩემი დაქალი და ბავშვობის მეგობარი
-სასიამოვნოა-ერთხმად უპასუხეს
-როგორ მოგწონთ ჩვენი კლუბი?-იკითხა ლუკას სასხვათაშორისოდ
-ძალიან მაგარია, ადრე სადაც დავდიოდით იმას გაცილებით სჯობს-ჩაერთო თეკლა ლაპარაკში
-სად დადიოდით?-არც შეუხედავს ისე იკითხა
-night club-ში-წამოაყრანტალა თეკლამ, ახლა ძალიან შეეშინდა ნიტას, არ იცოდა რა ექნა, ლუკამ გაიგონა თუ არა სახელი, სწრაფად ესროლა ელვარე მზერა, ორივე აათვალიერა, ნიტას განსაკუთრებით ჩააშტერდა
-იქ რატომ დადიოდით?
-მოგვწონდა ის კლუბი, თუმცა აღმოჩნდა ეს უკეთესია, ამიტომ აწი სულ აქ ვივლით-გაანეიტრალა სიტუაცია ნიტამ
-ძალიან კარგი, გამიხარდება კიდევ თქვენი ხილვა, დროებით-ვისკი გადაკრა და ბარს გაეცალა


-რა ქენი? მოახერხე მისი გაცნობა?
-დიახ ბოსს, ისე ვქენი მივიქციე მისი ყურადღება
-ძალიან კარგი, ახლა უნდა იარო მის კლუბში, უნდა გაარკვიო ყველაფერი მასზე, რა მოწონს რა არა, რას აკეთებს თავისუფალ დროს და ასე შემდეგ..
-დიახ ბოსს, ახლა უნდა წავიდე
-დროებით
-კარგად

-ვის ელაპარაკე?-იკითხა თეკლამ
-დების
-ვის?
-დების, ჩემი უცხოელი მეგობარია დები
-აჰა, მე რატო არ ვიცოდი? ახლა უნდა ვგებულობდე?-გაუბრაზდა დაქალს
-ვერ მოვახერხე მანამდე მეთქვა
-კარგი ჰო, ნუღარ იმართლებ თავს-მოეხვია და სახლისკენ წავიდნენ

* * *

-ადექი გოგო-ჩამყვირა ყურში ისევ მათემ
-აუ გადი ვაჰ
-ადექი უნიში გაგვიანდება-ისევ დამიძახა და ოთახიდან გავიდა, ნელა წამოვიზლაზნე, სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი, ტანზე მოვირგე შავი ტყავის კაბა, თეთრი მაიკა წარწერით : we're rock.. ფეხზე თეთრი კონვერსები ჩავიცვი, თმა გავიშალე და გავუდექი გზას უნისკენ, შევაბიჯე აუდიტორიაში და განკუთვნილი ადგილი დავიკავე, ნაუშნიკები გავიკეთე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე, აუდიტორიაში ლექტორი შემოვიდა, მაშინვე მივიპყარი მისი ყურადღება
-კიკალიშვილი!-რეაქცია ნოლი-კიკალიშვილი!
-დიახ-ფეხები არც ჩამომიწევია ისე ვუპასუხე
-ბარემ თავზე დამადევი ფეხები
-დიდი სიამოვნებით-წამოვდექი და მისკენ დავიძარი
-დატოვე ეხლა აუდიტორია-დაიჩხავლა კატასავით
-ოქეი-ვუთხარი და ჩანთა არც ამიღია ისე გავედი კლასიდან, ნაუშნიკები გავიკეთე ყურებში და უნიდან გავედი, შევნიშნე როგორ გადმოვიდა bmw კაბრიოლეტიდან ლუკა
-აი ბინგო!-ამაყად ჩავიქირქილე და ჩემი მანქანის გასაღები ხელში ავათამაშე, ზუსტად ჩემს მანქანასთან იდგა, ჩქარა გავიარე და მანქანას მივუახლოვდი, ზედაც არ შემიხედავს ისე ჩავჯექი მანქანაში, ის კი გაკვირვებული მიყურებდა, მინაზე მომიკაკუნა, ჩამოვწიე და გავუღიმე
-გამარჯობა-ამაყად ავხედე
-დავიჯერო არ შეგიმჩნევივარ წეხან?
-სად?
-აქ ვიდექი
-უი ბოდიში, სიმღერების მოსმენით ვიყავი გართული და..იმედია არ მიწყენ
-არა, აქ სწავლობ?-მიმითითა უნიზე
-კი
-ჰო? მეც
-ვა მაგარია, არ შემიმჩნევიხარ
-ჰო..არ დავდივარ სულ, რომელ კურსზე ხარ
-3
-მე 4
-გასაგებია
-არ გინდა კაფეში გავიდეთ?
-კარგი
გადმოვედი მანქანიდან და კაფისაკენ დავიძარით, რომელიც იქვე მდებარეობდა
-რას მიირთმევ?
-მხოლოდ ყავა
-კარგი, 2 ყავა-მიუბრუნდა ოფიციანტს და მე გამომხედა
-ნიტა დღეს ჩემს კლუბში მოხვალ?
-არ ვიცი
-მინდა, რომ მოხვიდე
-ბევრი საქმე მაქვს
-დამპირდი რომ მოხვალ
-ვერ დაგპირდები, მაგრამ შევეცდები, რომ მოვიდე
-კარგი, დაგელოდები

ათას სისულელეზე ვისაუბრეთ, სიმარათლე გითხრათ კარგი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მე უფლება არ მქონდა, რომ გრძნობა გამჩენოდა მის მიმართ, მე მასზე შური უნდა ვიძიო, ვფიქრობდი გულში და გულიც მწყდებოდა გარკვეულ წილად ამ ბიჭზე.. სახლში მისულს დედაჩემი და მამაჩემი დამხვდნენ, გამიკვირდა, მამა და დედა ექიმები არიან და ძალიან იშვიათად არიან ორივე სახლში, მამა ონკოლოგია, დედა პედიატრი..მამას რთული რამ აკისრია, 5 წელია უკვე რაც ონკოლოგიურში მუშაობს, მისი პროფესია უყვარს, რადგან კრახი ჯერ-ჯერობით არ განუცდია, სულ 120 ადამიანი ყავს გამოჯანმრთელებული, 25 კი იმის გამო, რომ ვერაფერს ვერ მოახერხებდა თვითონ თავისივე ფულით გაუშვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ და საოპერაციოდ, საბოლოოდ მის გამო არავინ დაღუპულა...
გაკვირვებული ვუყურებდი მშობლებს, რომლებიც მთხოვდნენ მის გვერდით დაჯდომას
-შვილო ჩვენ საზღვარგარეთ მივდივართ-გვითხრა ორივემ
-რა? რატო? როდის დაბრუნდებით?
-მე მივლინებით მივდივარ 3 თვით იაპონიაში-მითხრა დედამ, მერე მამას გადავხედე
-სამუშაოდან მაგზავნიან, ბერლინში 1 წლიანი კონტრაქტი მაქვს დადებული-თავდახრილმა მიპასუხა მამამ
-რა?-შევიცხადე, ნუთუ ახლა ასე მტოვებენ?-კი მაგრამ მათე? მე ასე მტოვებთ?
-მათე მე მიმყავს, პატარაა, იმედია არ გაგიჭირდება შვილო მარტო, თუ გინდა ბებიაშენს ვეტყვი და..
-არა!-შევიცხადე-ბებო არა! არც გაბედოთ! თორე ხმას არ გაგცემთ! მირჩევნია მარტო ვიყო!-ვთქვი გამწარებულმა-ბებო ჩამოვიყვანო სოფლიდან? კარგი რა, მაგას მირჩევნია მარტო ვიყო-გულში გამახსენდა ჩემი დავალება, ახლა უფრო გამიადვილდება ჩემი საქმე..კმაყოფილს გამეღიმა..-როდის მიდიხართ?
-მე დღეს მივფრინავ ღამე 1 საათზე-მიპასუხა მამამ
-მე ხვალ დილით 8-ზე-მიპასუხა სამზარეულოში მოფუსფუსე დედამ
-უჰ რა-ვთქვი დანანებით და ოთახისკენ ავიღე გეზი, გამოდის კლუბში ვერ წავალ, ისე კარგი იქნება კიდეც, ცოტა ჰო უნდა იდარდოს ვაჟბატონმა ჩემზე


* * *

-მომენატრები მა-ჩავეხუტე მამას
-მეც პრინცესა-მომადგა ცრემლები და სწრაფად შევიმშრალე

* * *

-მომენატრები დე-მაგრად ჩავეხუტე და ცრემლებმა ისევ იწყეს დენა-მათუკა, ჩაგკოცნე, სულ დამირეკეთ იცოდეთ სკუპეში
-კაი დედი, მიდი ჭკვიანად-მაგრად ჩამეხუტა დედა

გავაცილე ჩემი ოჯახი და ახლა მარტო მივიწევდი სახლისკენ, ჩემს bmw-ში ჩავჯექი და გეზი უნისკენ ავიღე, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ახლა ამას ვინ დარდობდა, შევედი უნიში, უცებ ხელების მოხვება ვიგრძენი წელზე, მივტრიალდი და ლუკა შემეჩეხა, ცხვირზე მაკოცა და გზა გააგრძელა
ეს ვერ არის ჰო?-ვფიქრობდი გულში, ლექციებისთვის არც მომისმენია, სწრაფად გამოვედი და თეკლასკენ ავიღე გეზი

-ჰალოუ გოგო-შევუვარდი ოთახში
-მშვიდობა შენ გამოჩენას
-3 თვე მარტო ვარ, გადმობარგდი ჩემთან
-რა? რატო?
-საზღვარგარეთ წავიდნენ ჩემები სამუშაოდან
-აჰა, კაი წამოვალ, მაგრამ ნათიას რა ვუთხრა?
-მე დავკერავ-გავვარდი ოთახიდან, 15 წუთში ოთახში ნაღვლიანი შევედი
-რა მოხდა? რა გითხრა?-დამეტაკა თეკლა
-კიო, მაგრამ 1 კვირაო
-რა? სადაც 1 კვირა იქ 3 თვეც, ჩაალაგა ბარგი და წამოვიდა, დედამისს უპრობლემოდ დაემშვიდობა, ცოტა ვიმაიმუნე კი დავიყოლიე, მაგრამ თეკლას გაწვალება მინდოდა

-წამო კლუბში-შევთავაზე თეკლას, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ოთახში შევედი, ერთიანი შავი ბოლომდე ჩახსნილი კაბა ჩავიცვი, სარკეში ჩავიხედე და დავინახე როგორ გემრიელად იყურებოდა ჩემი მკერდი ბიუსჰალტერის გარეშე, ნამდვილად გააგიჟებდა ბევრ მამაკაცს, თმა ავიწიე და კიბეებზე დავეშვი.

-აუ ნახე? რა მაგარი პონტია?-ამოიქირქილა თეკლამ და შევარდა კლუბში საცეკვაოდ, მე დავიკავე ბართან ადგილი, ვიგრძენი ვიღაცის შეხება, მივტრიალდი და ვიღაც ბიჭი დამხვდა
-თქვენთან ლუკამ გამომგზავნა, გამომყევით თუ შეიძლება
-კარგი-ვუპასუხე და ავიხედე მისი ოთახისკენ, დავინახე როგორ იყურებოდა გამარჯვებული მზერით და ვისკი ერთიანად გადაუშვა


-რატომ მეძახდი?-შევედი ოთახში თუ არა ვისკის ვტაცე ხელი
-მომენატრე
-ჰმმ, ცუდია იგივეს თქმა რომ არ მიწევს
-ჰო? გამიკვირდა, მე კი მეგონა, რომ გიზიდავდი-მომიახლოვდა, ჩახსნილ კაბაში ხელი შემიცურა, ფეხზე ნელა ამისვა ხელი, გამაჟრჟოლა, მე ხელი ყელზე მოვხვიე, თმაში შევუცურე და ძლიერად გადავქაჩე უკან, ტუჩებზე ენა გადავისვი, იმდენად აღიგზნა თავი ვეღარ შეიკავა და ტუჩებში მეცა, ველურივით მკოცნიდა, მეც მძლია სურვილმა, უფრო ავიკარი, უკანალზე მთელი ძალით მიჭერდა ხელს, ხელში ამიყვანა, ფეხები წელზე მოვხვიე, მის სავარძელზე გადამაწვინა, კაბის სალტი ფრთხილად გადამიწია, მკერდს დააჩერდა, ენა გადაისვა ტუჩებზე და მკერდს დააკვდა, თავი ვერ შევიკავე და კვნესა ამოვუშვი, სხეულზე დააცურებდა ხელებს, სწრაფად მოვექეცი ზემოდან და ტუჩებზე წავეტანე, მოვშორდი და თვალი ჩავუკარი, წამოვდექი და მკლავზე გადმოგდებული კაბის სალტი გავისწორე, მკერდზე ხელი დავისვი და სავარძელზე მიწოლილ მამაკაცს გადავხედე, რომელიც ხმას ვერ იღებდა, ისევ ვნებების ბურუსში გახვეული ვერაფერს აცნობიერებდა, მივუახლოვდი, მოშიშვლებულ გულ-მკერდზე ხელი დავუსვი, ქვემოთ ჩავაცურე და უცებ დავეტაკე ტუჩებში
-ძალიან გემრიელი ხარ-მითხრა ჩახშული ხმით, შეუძლებელია, შენ ჩემი უნდა გახდე
-ელოდე-ვუპასუხე და კარები გავიხურე


* * *

ბალიშში თავჩარგული მეძინა, თეკლა, რომ შემოვიდა და მითხრა
-მივდივარ
-რა? რატო?
-სოფელში
-რატო გოგო?
-ბებო გამხდარა ცუდად და უნდა წავიდე, დედამ უნი დამთავრდა და შენც წამოხვალო
-აუ, რა ცუდია
-შენ წამო-გამიღიმა თეკლამ
-უნდა მაპატიო-გავუღიმე
-ცუდი ხარ, აქ რა გინდა?
-სახლს ვერ მივატოვებ
-ოჰ, კარგი ჰო,მე წავედი-მაგრად ჩავეხუტე და დაქალი გავაცილე

* * *

ღამე იყო, მინდოდა დღეს ბოსთან წავსულიყავი, ამიტომ ოთახში ავირბინე მოსამზადებლად, ბიუსჰალტერითა და ტრუსით ვიყავი, კარებზე ზარის ხმა იყო, ხალათი მოვიცვი და ჩავირბინე კიბეები, კარები გავაღე და უეცრად რაღაც ძლიერის დატაკება ვიგრძენი, უცებ გავიშხლართე ძირს, ზემოდან ლუკა მეწვა
-ლუკა?-შევიცხადე გიჟივით
-ჰო პატარავ, არ მელოდი?-კისერში დამიწყო კოცმა
-შენ სულ გადაირიე?
-შენ გადამრიე, ჩემი უნდა გახდე, მაგიჟებ-მაგრად მიკოცნიდა ყელს-ნიტა მაგიჟებ, თავს ვერ ვერევი გესმის?-ტუჩებში დამეტაკა და მაგრად ამაკრო მის სხეულზე, ხალათი ერთი ხელის მოსმით მოაშორა სხეულს, ბიუსჰალტერს დაეჯაჯგურა, თავს ვერ ვაკონტროლებ როცა ამ მამაკაცს ვხედავ, არ შემიძლია, როცა მისი ხელები მეხება თავი შევიკავო, მეც მთელი ძალით მივიკარი, ტუჩებზე დავეძგერე, ჩემი კოცნით გახელებულმა, ტრუსს ხელი ნელა შეახო და უეცრად მომაშორა, ვნებების ბურუსში გახვეულს მხოლოდ ის მახსოვს როგორ ამიყვანა ჩემს ოთახში...


მთელი სხეული დაბრუჟებული მქონდა, ძლივს ავწიე თავი ბალიშიდან, საათს გადავხედე 2 იწყებოდა, მომესმა სუნთქვის ხმა, თავი მივატრიალე და დავინახე ლუკას დასიებული ტუჩები და კურნოსა ცხვირი, წამწამები, რომლებიც მისი სიხშირით თვალებს საშუალებას არ აძლევდა გამოეხედა...მხარი იცვალა და ძილი გააგრძელა მამაკაცმა, ფრთხილად წამოვდექი, თავბრუ დამეხვა, წამსვე მივეყუდე კედელს, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავწიე, გადავწყვიტე რაიმე მომემზადებინა და ვინეგრეტის კეთებას შევუდექი, მმმ..როგორ მიყვარს...
კარტოფილს ვჭრიდი როცა ვიგრძენი ყელში კოცნა, დამიარა ერთიანად ჟრუანტელმა
-ჰმმ..როდის იქნება მზად? მინდა გავსინჯო შენი ხელობა ხარ თუ არა ოჯახში შესაშვები
-გამისინჯე თორე რომ დამიწუნოს ოჯახმა რაღა მეშველება
-მშვენივრად მსჯელობ


-აბა როგორია?-ვცქმუტავდი ერთ ადგილას
-ჯერ არ გამისინჯავს-იცინოდა ლუკა და ფორთოხლის წვენს წრუპავდა
-მიდი დროზე
-ჰო კარგი, ასე თუ გეჩქარება-ერთი ლუკმა დააგემოვნა, მე თვალებში გაფაციცებით ვაკვირდებოდი, მერე მეორე
-ჰე თქვი ეხლა-მერე მესამე გადაყლაპა-დავიტანჯე ლუკა-გაეცინა და მითხრა
-კარგი ჰო, აღარ გაგაწვალებ, მართლა გემრიელია, ოჯახში შესასვლელი ხარ-მოსვა წვენი და ჭამა განაგრძო, მოგვიანებით წამოდგა და კარებისკენ დაიძრა
-ჩემი წასვლის დროა იმედია საღამოს კლუბში მოხვალ
-ვეცდები
-ახლა მაინც არ გყავს არავინ აქ
-შენ რა იცი?
-ჰმმ..რომ არ მცოდნოდა აქ მოვიდოდი?
-ჰო, მართალია
-აბა ჰე, იცოდე დღეს გელოდები, თორე სახლი ვიცი
-კარგად-დავემშვიდობე და კარები მივხურე


-გავიგე გუშინდელი ამბები-კარში შემოგლიჯინდა ბოსი
-ჰო ბოს
-კარგად მუშაობ პატარავ, როდის აპირებ მის ფსიქოლოგიურად განადგურებას?
-თავი უნდა შევაყვარო, მას კი ჯერ არ ვუყვარვარ
-გასაგებია რამდენი ხანი დაგჭირდება
-დაახლოებით 2 თვე
-კარგი, მაგრამ რაც მალე მით უკეთესი-კარები მოიჯახუნა და ჩემი სახლიდან გაუჩინარდა


-როგორ გამიხარდა, რომ მოდი-შემომეგება კარებში ლუკა
-ჰო-გავუღიმე ოდნავ
-წამო ვისკი დავლიოთ
-არ მინდა-ოდნავ გავუღიმე
-რაღაც ხასიათზე არ ხარ ჰო?-ამომიტივტივდა დღევანდელი ბოსთან საუბარი და უფრო მოვიღუშე, მეცოდებოდა ეს ბიჭი გამწარებისთვის ან იმისთვის რასაც ბოსის ხალხი უპირებდა, გული მიკვდება, მაგრამ ძმისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი
-რა მოხდა?-დამავლო ხელში და გარეთ გამიყვანა
-არაფერი
-გელოდები მიპასუხე-გაუმკაცრდა ხმა
-არაფერი მეთქი-უფრო დავხარე თავი
-მიპასუხე-უკვე ყვიროდა, თვალები ამემღვრა
-მშობლები მომენატრა, მარტო ძალიან მოსაწყენია
-ღმერთო, მე რაღაც სერიოზული მეგონა, ნუ ნერვიულობ პატარავ, მაპატიე, რომ გიყვირე, არ იდარდო მე შენ გვერდით ვარ, ყოველდღე შენთან ვიქნები-მომიახლოვდა და ჩამეხუტა, მმ..როგორი კარგი სურნელი ასდიოდა მის მაისურს, ხარბად შევისუნთქე და მივეკარი, კლუბში აღარ შევსულვართ
-წამო სადმე გავისეირნოთ
-კარგი-ხელი ჩამკიდა და გავუყევით გზას, ბევრი ვიარეთ განათებულ თბილისის ქუჩებში, ცარიელ ქუჩებში, მხოლოდ ჩვენ ორნი ვსეირნობდით, სახლამდე მიმაცილა
-კარგად პატარავ-ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და წავიდა
-კარგად-ჩუმად ჩავილაპარაკე და სახლში შევედი.დილით კარებზე გაბმულმა ზარმა გამაღვიძა, კიბეებზე დავეშვი და კარები გავაღე, ზღურბლს მიღმა იდგა ლუკა, რომელიც ცინიკურად იღიმოდა და ურცხვად მათვალიერებდა, უცებ გავაცნობიერე, რომ მის წინ ტრუსითა და მოკლე ბრეტელებიანი მაისურით ვიდექი და სწრაფად გავიქეცი ოთახისკენ
-დაიცადე-გამაჩერა მან
-სპორტულები ჩაიცვი
-რატომ?
-სავარჯიშოდ მივდივართ მე და შენ-თვალები აუციმციმდა
-კარგი, ახლა დამტოვე-სწრაფად ჩავიცვი სპორტული შორტი, ტოპი მაიკა, ნაიკის ბოტასები, თმა კოსად ავიკარი, ნაუშნიკები ყელზე ,,მოვიგდე" რასაც ქვია და ოთახიდან გავედით, სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა
-რაშვები?
-არაფერს წამო წავიდეთ


-ახლა რა ვქნათ?-ვიკითხე მანქანაში ჩასკუპებისთანავე
-წამოდი შენთან
-კარგი


სამზარეულოში ურცხვად შეჯლაგუნდა მეც უკან მივყევი
-პიცა გამოვაცხოთ ერთად
-კარგი, მარკეტში ჩავალ და ვიყიდი
-არ გინდა, მე მოვიტანე დილით
-აი თურმე რას საქმიანობდი აქ
-ჰო, მიდი ღუმელი ჩართე შენ-მითხრა და მეც შევასრულე მისი დავალება, ცომს ვზელდი, ფქვილში რომ ჩაკრა ხელი, ფქვილიანი ხელი სახეზე მომისო, მე მთელი ფქვილი შევაყარე, ცომს ვზელდი, გავაბრტყელე, მისი დაჭრილი პრიპასები ფრთხილად დავალაგე გაბრტყელებულ მასაზე, მაიონეზი და კეტჩუპი მოვასხი და ღუმელში შევდგი, 4 დიდი პიცა ორივემ ვჭამეთ
-ვეღარ ვერევი-ამოვიბურტყუნე ბოლო ნაჭერზე
-ვერც მე-დახედა მის თეფს, რომელზეც ბოლო ნაჭრის ნახევარიღა დარჩენილიყო
-ჩავსკდით-ამიტყდა სიცილი
-არ თქვა, გემრიელია ხედავ?
-ნუ იტყვი-ვკისკისებდი მე

1კვირის შემდეგ კლუბიდან მოვდიოდით, ორივე მაგარი მთვრალები ვიყავით, ვბანცალებდით, შევაღე თუ არა სახლის კარი მაშინვე დამეტაკა ლუკა და კედელს ამაკრო, კარები ფეხით მიხურა და ჩემი ტუჩების დაგემოვნება განაგრძო, კაბა ნელა ამიწია ზემოთ, ფეხზე ხელი ძლიერად მომიჭირა, ვნებებში გაბრუებულმა შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე და ავყევი მას, ჟრუანტელი მივლიდა თითოეულ შეხებაზე, ოთახისკენ წამიყვანა, კაბის ელვა ფრთხილად ჩახსნა და ტანსაცმლისგან გამძარცვა, სრულიად შიშველი ვიწექი, ვნება მორეული თვალებით მიყურებდა, ხელები ყელზე მოვხვიე და ყელში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული და ახურდა, მაგრად ამეკრო შიშველ სხეულზე, აღმომხდა კვნესა, ვნებამორეული მეც ავყევი მას, ძლიერად მოვხვიე ხელები და დავეკონე მის ტუჩებს...


ამ ამბის შემდეგ 1 თვე გავიდა..რა მოხდა ამ ერთ თვეში? შემიყვარდა! მივეცი პირობა ჩემ თავს, რომ არ შემიყვარდებოდა, მაგრამ დავარღვიე! ახლა ყველაზე მეტად არ მინდა ამ ადამიანის დაკარგვა, ერთი კვირის წინ სიყვარული ამიხსნა, უბედნიერესი ვარ მასთან ერთად, არ მინდა დავკარგო, მიჭირს რამის თქმა, 3 დღე დარჩა და ჩემს ბოსს უნდა შევხვდე, რაც უფრო ახლოვდება ეს დღე მით უფრო ცუდად ვხდები და ამას ლუკაც ამჩნევს, ვერაფერს ვეუბნები არ ვიცი რა ვქნა..ჩვენ ერთად ვიყავით წასულები ზღვაზე 2 კვირით, ჩემთან იყო სულ, მუდამ ყველგან ერთად დავდიოდით, რთულია მას მივეჩვიე ეხლა კი არ მინდა დავკარგო..დღეს უნდა შევხვდე და ველაპარაკო, არ ვიცი რა იქნება, გული მიკვდება, ცრელები შევიმშრალე და სახლიდან გავედი..თბილისის ზღვაზე დავუნიშნე შეხვედრა, მალევე გამოჩნდა.
-როგორ ხარ?-გამიღიმა და გვერდით დამიჯდა
-რავი შენ?
-რატომ მომიყვანე? რა საქმე გაქ?-ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა რამე
-არ ვიცი საიდან დავიწყო-ცრემლები წამომივიდა
-რა ხდება მითხარი დროზე-წყობილებიდან გამოვიდა ლუკა და ჩემს წინ ჩაიმუხლა
-მე...მე..სხვასთან ვმუშაობ
-რა? ვერ გავიგე გამაგებინე წესიერად ნიტა-ყვიროდა ლუკა და ნერვიულად ისრესდა ხელებს
-ადრე სულ კლუბ night club-ში დავდიოდი, ერთხელაც ერთი ბიჭი გავლახე, ჩემზე ძალადობდა, იქედან გიჟივით გამოვვარდი, მეორე დღეს უნივერსიტეტში დამადგა თავზე იმ კლუბის უფროსი
-ვახტანგი?-დაებერა ძარღვები
-გთხოვ მომისმინე ბოლომდე-ცრემლები მდიოდა-მითხრეს რომ თუ მათ დავალებას არ შევასრულებდი მაშინ ჩემს ძმას მოკლავდნენ, იძულებული გავხდი მათი ნებისმიერი დავალება შემესრულებინა და მითხრეს, რომ ძმა ცოცხალი დამრჩებოდა და პლუს 50 000 ლარს მომცემდნენ, მათ დამავალეს შენი განადგურება სულიერად-უკვე ვბღაოდი ისე ვტიროდი ის კი გაოგნებული მისმენდა-არ ვიცოდი ვინ იყავი, მაგრამ როცა გავიგე ყველაფერი, როცა დაგიახლოვდი, თავს არ ვაძლევდი უფლებას შემყვარებოდი, მაგრამ ვიცოდი უკვე გულში ღრმად იყავი შემოსული, იმ დღიდან რაც პირველად გაკოცე, ვიცოდი, რომ ჩემი გული შენ გეკავა, არ მინდოდა შენთვის რამე დამეშავებინა-ვბღაოდი და თვალებს ვერ ვუსწორებდი, თვალები ჩაწითლებული ქონდა, აქეთ-იქეთ ნერვიულად დადიოდა და ვერაფერს ამბობდა, მუჭები შეკრული ქონდა და ზიზღით მიყურებდა
-მე კი მეგონა, რომ შენ სხვა იყავი, როგორ შემეპარა ეჭვი შენში
-ვიცოდი, ვიცოდი, რომ ამის მერე ურთიერთობა შეგვეცვლებოდა, უნდა მეთქვა ეს, თორემ თავს ვერ ვაპატიებდი რამე დაგმართნოდა
-წადი ჩემი ცხოვრებიდან!-მიღრიალა, ნელა წამოვდექი, ცრემლები შევიმშრალე და წამოვედი, აღარ მიმიხედავს უკან ისე ჩავჯექი მანქანაში და ადგილიდან მოვწყდი...! ახლა აზრი არ ქონდა სად წავიდოდი, დედაჩემს დავურეკე
-დე
-ნიტა რა ხმა გაქ კარგად ხარ?-აფორიაქდა ქალი
-კი დე, როგორ ხართ?
-კარგად შვილო, რა ხდება?-ნერვიულად ლაპარაკობდა ქალი
-მათე როგორ არის?
-კარგად დედი
-როდის მოდიხართ?
-1 კვირაში
-დედა, თუ გიყვარვარ, თუ ჩემი გჯერა, გთხოვ მამასთან წადით, ძალიან გთხოვ და მეც იქ ჩამოვალ
-რა ხდება გამაგებინე შვილო
-არაფერი დედა, ახლავე წადით მამასთან აიღეთ ბილეთები, რომ ჩამოვალ აგიხსნით გთხოვთ-უკვე ვტიროდი
-ნუ მანერვიულებ შვილო
-დედა!-დავუყვირე მას, პირველად, ვინანე და მაშინვე ბოდიში მოვუხადე-მაპატიე არ უნდა მეყვირა, უბრალოდ ჩემი გაიგონეთ, არ დამირეკოთ, მე დაგირეკავთ, მიყვარხარ-გავუთიშე და მანქანაში სიმღერას ბოლოხმაზე ავუწიე და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს.

ბათუმში ვიყავი ჩემს სახლში, ღამე ჩავედი, საწოლში ახალი დაწოლილი ვიყავი კარებზე ბრახუნი რომ იყო, გიჟივით წამოვხტი და გადავიხედე ფანჯრიდან
-ღმერთო, გაიგეს! ჩამომაკითხეს-ამეტირა, მაგრამ მაშინვე ჩავკეტე ჩემი ოთახის კარი და მივადგი მძმე საგნები, გავიგონე კარების ჩამტვრევის ხმა, სწრაფად გადავაბი ზეწრები ერთმანეთს, ფანჯარა გავაღე და უკნიდა გადავიპარე, ზურგჩანთა მოვიგდე ბეჭზე და გავიქეცი, სანაპიროზე მოვრბოდი, იქვე მიტოვებული სახლი ვნახე და შევვარდი შიგნით, მთელი დღე არ გამოვსულვარ, იქედან სახლს კარგად ვხედავდი, დავინახე როგორ წავიდნენ, როცა დავრწმუნდი არ დაბრუნდებოდნენ შევედი სახლში, ყველაფერი გადატრიალებული იყო, ფანჯრები ჩალეწილი, გული მეტკინა როცა ჩემთვის საყვარელი სახლი ასეთ დღეში დამხვდა, ჩემს ოთახში ავედი, კედელზე ეწერა დღეს 21:00 საათზე კლუბში იყავი, თორემ საქმე ცუდად წაგივა..
იქვე დაგდებული ფურცელი ვნახე, ნაგლეჯზე ეწერა"
კარგად ვიცი შენი მშობლები სად არიან, ხალხი მყავს გაგზავნილი ბერლინში, თუ არ გინდა ყველა გამოვასალმო, მაშინ იცოდე ხვალ ადგილზე იყავი, იქვე ბილეთი იდო
თბილისი-ბერლინი ფრენა დღეს 14:00 საათი
საათს ავხედე ახლა სწორედ ეს დრო იყო, ანუ მართლა წავიდა? ღმერთო-ცრემლები მდიოდა, თბილისში დავბრუნდი, კარებთან წერილი ეგდო
-ვიცოდი, რომ ჩემსას გაიგონებდი-მეზიზღებით ამოვიხრიალე და სახლში შევედი, ჩავიცვი ჯინსის მუქი შარვალი, ბრეტელებიანი შავი მაიკა, თმა ავიწიე, air max-ები ამოვიცვი, ქეისს მოვკიდე ხელი, მასში არსებული იარაღი უკან ჩავიდე, პირველად ვკიდე ხელი, გავედი სახლიდან და მანქანით 5 წუთში კლუბს მივადექი.. კარები გავაღე და შიგნით შევედი, უეცრად შუქები აინთო
-ძალიან კარგი-ბოსი კლუბის შუაში იჯდა და მიყურებდა
-შენ ძვირფასო დაარღვიე პირობა ახლა იცი რას ვაპირებ? შენი საყვარელი ლუკას ტვინის გასხმას
-ვერ იზამ, ის აქედან წავიდა
-დარწმუნებული ხარ? მე შემიძლია მოვძებნო და მოვკლა, თუმცა როცა გაიგებს დაგაკავეთ დარწმუნებული ვარ თავად მოვა აქ
-ლუკას დაანებეთ თავი და მე რაც გინდათ ის მიქენით
-ასეც ვაპირებთ ერთის გამოკლებით, ლუკასაც მოგაყოლებ-ჩემსკენ წამოვიდა მისი დაცვის ბიჭები არ ვიცოდი რა მექნა, უეცრად იარაღი ამოვიღე და ვახტანგს დავუმიზნე
-არ გაინძრეთ, თორემ თქვენს ბოსს ვესვრი-ვთქვი გულაჩქარებულმა, უეცრად ვიღაც უკნიდან მომეპარა და იარაღი წამართვა, კიბეები ავირბინე და გავიქეცი, მაგრამ ჩიხში აღმოვჩნდი, იარაღი მე დამიმიზნეს, გადატენა ერთ-ერთმა, თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე ტკივილის მოლოდინში და გაისმა იარაღის გამაყრუებელი გასროლის ხმა...
თვალები მექანიკურად გავახილე ყველას თვალი მოვავლე და დავინახე იატაკზე გართხმული მამაკაცი, რომელიც მე მესროდა, კარებში მდგარი ლუკა, რომელიც იარაღით იდგა და ბოსს უმიზნებდა შემდეგ ტყვიას
-იარაღი დააგდე, თორემ შენ გოგოს მოვკლავ-კმაყოფილმა თქვა ბოსმა, იქვე ძირს დაგდებული იარაღი დავინახე, თვალი მოვავლე სიტუაციას, ლუკა იარაღს ბოსს უმიზნებდა, ბოსი მე, ერთი ბოსის კაცი კი ლუკას...სხვა ჩვენ ოთხის გარდა არავინ იყო..ფრთხილად დავიხარე ავიღე იარაღი და ბოსს ვესროლე, გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა, იატაკზე გართხმული ვიწექი და თავს შიშით ვერ ვწევდი, ნელა ავწიე თავი, დავინახე როგორ უსულოდ ეგდო ბოსი ძირს, ლუკას ძებნა დავიწყე, დავინახე როგორ იდგა კარებთან და გაქვავებული იყურებოდა
-ლუკა-დავიძახე, გამომხედა
-ნიტა-გავიქეცი მისკენ, გაისმა გასროლის ხმა, ორივე გაქვავებული ვუყურებდით ერთმანეთს, ვიგრძენი როგორ გამომეცალა მიწა ფეხებში და იატაკზე უგონოდ დავეცი, ბუნდოვნად მესმოდა ხმა
-გამაგრდი ნიტა...


თვალები გავახილე, ღმერთო როგორ არ მიყვარს ეს ადგილი, ექიმები და ზოგადად საავადმყოფო, თვალი მარცხნივ გავაპარე, დავინახე როგორ წვეთავდა თეთრი სითხე პატარა მილში, ისმოდა წრიპინის ხმა, თავი უფრო ამტკივდა,მარჯვნივ იქვე სავარძელზე მიწოლილი ლუკა დავინახე
-ლუკა-ამოვიჩურჩულე, მაშინვე ჭყიტა თვალები და პალატიდან ექიმო, ექიმოს ძახილით გავარდა, იქედან კი ექიმთან და მედდასთან ერთად დაბრუნდა, ექიმმა გამსინჯა
-როგორ არის ექიმო?-იკითხა შეშინებულმა ლუკამ, რომელიც ამ დროის მაინძილზე ექიმს თვალს არ აშორებდა, ექიმმა გაიღიმა და თქვა
-ორივე კარგადაა, ახლა დასვენება გჭირდება, მადლობა ღმერთს ბავშვთან არანაირ კავშირში არის ტყვია, წოლითი რეჟიმი, 2 თვე უნდა იწვე, ეცადე მერე ხშირად არ იარო, რომ არ გადაიღალო, ბავშვისთვის ცუდია-მე და ლუკა გაოგნებული ვუსმენდით
-ჩვენი შვილი-გაოგნებული ხან მე მიყურებდა, ხან-ექიმს-ღმერთო ჩემი შვილი, ჩვენი პატარა ნიტა-სიხარულისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა
-ჩვენი პატარა-ცრემლი მომერია, ფრთხილად გადავისვი მუცელზე ხელი
-თქვენ რა არ იცოდით?-გაიკვირვა ექიმმა
-არა-ორივემ ერთად ვთქვით
-რამდენი თვის ორსული ვარ?-ვიკითხე მე და მუცლეს თვალს არ ვაშორებდი, რომელზეც მე და ლუკა ფრთხილად ვუსვამდით ხელს
-2 თვის ,,ორ-სული" ხარ
-ღმერთო-უბედნიერესი ვიყავი, ლუკას ძლიერად ჩავეხუტე... საავადმყოფოდან 2 კვირაში გამომიშვეს, 3 დღეში ჩემი დაბადების დღეა, მშობლებს დავურეკე, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებია მათთვის, ამიტომ დავურეკე და ვუთხარი
-დედა, მამა, მათე-ბედნიერმა ვუპასუხე
-ღმერთო ნიტა, როგორ ხარ?-მიპასუხა შეშინებულმა დედამ
-სულ არ მაინტერესებს როგორ, როგორც გინდათ ჩემს დაბადების დღეზე აქ იყავით, თორემ ხმას არ გაგცემთ, იცოდეთ აქ იყავით-ვუთხარი და გავუთიშე ისე, რომ არც დავაცადე პასუხი, ლუკა გვერდიდან არ მშორდებოდა, ვუთხარი დედას და მამას სიურპრიზს ვუკეთებ მეთქი. მე და ლუკა ერთად ვიყავით, 12-ს 5 წუთი აკლდა, მე ოთახში ვიჯექი, ლუკა სახლში არ იყო, ზუსტად 12 საათზე გაისმა კარზე კაკუნი, მივედი და გავაღე, ცრემლები წამომცვივდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე მამას, დედას და მათეს
-ფრთხილად შვილო, ტორტი არ გადამაგდებინო-მითხრა სიცილით დედამ, შიგნით შემოვიდნენ, ანთებული სანთელი ჩავაქრე და მაგრად ჩავიკარი სამივე, გული დამწყდა ლუკა, რომ არ იყო, ვბრაზობდი მასზე, გაისმა კარზე ზარის ხმა, ტორტს ვჭრიდი, ვიმედოვნებდი ეს ლუკა იყო, კარები გავაღე, ძალიან ძალიან მიხაროდა, რატომ? კარებში თეკლა იდგა, ჩემი თეკლა, მაგრად ჩავეხუტე და შიგნით შემოვიპატიჟე, ველოდებოდი ლუკას, ისევ გაისმა ზარის ხმა, ვფიქრობდი ახლა მაინც იქნება ლუკა-მეთქი, მაგრამ კარებში ბექა, გიორგი და ალექსი (ლუკას ძმაკაცები) იყვნენ, ისინიც შემოვიპატიჟე, კარების დახურვა დამავიწყდა, მე ოჯახს გავაცანი ეს სამი ბიჭი, როგორც ჩემი მეგობრები, დავაკვირდი როგორ უყურებდა ალექსი თეკლას და გამეცინა, ტელეფონზე დამირეკეს
-ალო
-ნიტ-ყვიროდა ტელეფონს მიღმა მარიამი და თამარი
-გოგოებო-გამიხარდა, რომ ჩემ ტყუპებს გავახსენდი
-გილოცავ!
-მადლობა გოგოებო სად ხართ?-ვკიოდი ისე მიხაროდა
-შენს უკან!-მომესმა ხმა და როგორც კი გავტრიალდი შევახტი ორივეს
-დედა გოგო გასუქებულხარ, ღიპი გადევს-გაეცინა მარიამს
-ჰმმ, კარგით რა-გავუბზუე ტუჩები
-არ თქვა მეწყინაო, რა ორსულივით იქცევი გოგო-გაიცინეს გოგოებმა და მეც გამეცინა, ორსულივით არა რა, ორსული!-ვფიქრობდი გულში, სუფრა გავშალე, ყველა ერთად ვიჯექით, ლუკაზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე მათთვის მეთქვა ჩემი ამბავი
-თუ შეიძლება სიჩუმე რაღაც განცხადება მინდა გავაკეთო-წამოვდექი ფეხზე
-ცოლად გამომყვები?-გავიგონე ჩემს უკან მდგარი ლუკას ხმა, რა ვიგრძენი?, უსაზღვრო ბედნიერება, ნელა მივტრიალდი მან კი განგრძო-მინდა იყო ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ნიტ, სიგიჟემდე მიყვარხარ-გავიქეცი და ჩავეხუტე, თითზე ფრთხილად მომარგო ბეჭედი, სიხარულით ვთქვი
-თანახმა ვართ!
-ხართ?-ყველამ ერთად თქვა
-დიახ, დედა, მამა, მათე, თეკლა, მარიამ და თამარ, ბექა, ალექს და გიო, მინდა გითხრათ, რომ მე ორსულად ვარ, მალე მეყოლება ლუკასგან პატარა-ყველა პირდაღებული მიყურებდა, ნელა წამოდგა თეკლა და მითხა
-მეჯვარე ვარ დაგასწარით ყველას-გაეცინა და ჩამეხუტა
-არადა მე მინდოდა ლუკას მეჯვარეობა-უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ალექსიმ
-არაუშავს, სამაგიეროდ მაინც ნათესავი იქნები ჩვენი-ლუკას მხარი გავკარი სიცილით, ხელები წელზე მომხვია და გახარებულმა ტუჩებზე გემრიელად დავეწაფე.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.იმდენად მომეწონა არ მინდოდა ასე მალე დასრულება მისი
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი rapu-rapu

La-Na
კარგი იყო.იმდენად მომეწონა არ მინდოდა ასე მალე დასრულება მისი



დიდიმადლობაა ☺️❤️

 


№3  offline წევრი ანა ბალზაკი

არ გიდიქრია ამის გაგრძელებაზე ? ძალიან კარგია მომეწონა

 


№4  offline წევრი rapu-rapu

ანა ბალზაკი
არ გიდიქრია ამის გაგრძელებაზე ? ძალიან კარგია მომეწონა



არაა არმიფიქრიიაა... საინტერესო აზრიაა დავფიქრდები ❤️❤️

 


№5 სტუმარი Guest marieta

dzaluan dzalian momewona azriani da saintereso iyo.karhad gadmoeci mteli is vnebada emocia rac am iatoriashi iyo.kargi xar dzalian.velodebi axal istorias asetive karg da sainteresos.

 


№6  offline წევრი rapu-rapu

Guest marieta
dzaluan dzalian momewona azriani da saintereso iyo.karhad gadmoeci mteli is vnebada emocia rac am iatoriashi iyo.kargi xar dzalian.velodebi axal istorias asetive karg da sainteresos.


ძალიან დიდი მადლობა ❤️☺️

 


№7 სტუმარი Guest ანნა

ღმერთო არანაირი გრძნობები
ემოციები, ვნება
მსგავსი სიულელე არ წამიკითხავს)

 


№8  offline წევრი ლილიტიი

ბოლომდე ვერ წავიკითხე, იმდენად უგრძბობად წერია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent