შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Don't leave me 4


10-04-2017, 00:15
ნანახია 1 416

წარსული დრო მიხსნის მასწავლებელი თუმცა
ამ სიტყვაზე ჩემი განვლილი რამდენიმე დღე უფრო მახსენდება,
ვცდილობ ჩემი დაბნეულობა არ შევიმჩნიო, მეტად დამაჯერებელი გამომეტყველებით ვიჯექი 1 საათი,რაღაც ტესტებს ჩავკირკიტებდი,ისე ვწერდი არცერთი კითხვა არ წამიკითხია,უბრალოდ არ შემეძლო ამ მომენტში სხვა რამეზე ფიქრი, გამუდმებით მესი თვალები,თბილი ხმა... და შეტოვებული კოცნა ლოყაზე მახსენდება,სიამოვნების შეგრძნება მედება მთელს სხეულში და ასე გადის დრო, არ გამკვირვებია უამრავი შეცდომა რომ დავუშვი, საშინელი ასატანი იყო გაკვირვებული და იმედგაცრუებული თინას სახე, არ ელოდა,მოსწავლისგამ რომელზეც ყველაზე დიდი იმედს ამყარებს
ჰო, ნამდვილად საშინელებაა, მაგრამ ის ვერც გაიგებდა ამას, ან იქნებ რაღაცას მიხვდა და ამიტომ არ მითხრა საყვედური? უეჭველად მასეა
წიგნები ჩანთაში ჩავალაგე და დაჩემშვიდობე,მუხლები მიკანკალებდა სახლიდან გასვლისას,გული გამალებით მიცემდა, სულ მალე ისევ ვნახავ
მაგრამ მან ხომ არ იცის რომ უკვე თავისუფალი ვარ? ამ ფიქრებით ჩავიარე თინას სახლის კიბე , რომელიც სულ რაღაც 6 საფეხურისგან შედგება
თავი რომ ავწიე, მაშინღა შევამჩნიე შავი ტოიოტა გზის მოპირდაპირე მხარეს, ვიდექი გაშეშებული, ნამდვილად მისი მანქანაა მაგრამ იქნებ არ ღირს? ახლა რაუნდა ვქნა?
ამოვილაპარაკე ჩემდაუნებურად
-რა უნდა ქნა და ჩემთან ერთად წამოხვიდე
შიშისგან ერთი კარგად შევხტი,მკერდზე მივიდე ხელი ... ვერ მოვახერხე ისეთი გამომეტყველება მიმეღო თითქოს არაფერი მომხდარა და ველოდი მას კიბის გვერდით ჩამალულს
ჩემი შიშჩამდგარი თვალები ალბათ ახლა ბევრად დიდი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია
- ლოლაჩკა.
ჩუმად წარმოსთქვა,უნდოდა შეწუხებული სახე მიეღო მაგრამ მაინც სიცოცხლით სავსე ჩანდა, ადამიანები ვერ იტანენ როცა ვინმე აშინებთ მათ , მაგრამ მე ხომ ყველანაირად უკუღმართი ვარ, ისე შეგრძნება რასაც შიში ქვია ზალიანაც მსიამოვნებს, თუმცა ამ შემთხვევაში მირჩევნია ეგონოს რომ გავბრაზდი
-შენ რაა სულ გაგიჟდი?
-მაპატიე არ მეგონა...
-არ ეგგონა რომ შემეშინდებოდა? კიი გელოდი აქ ჩამალულს როგორ არა
-ჩუუ..
ახლაღა მივხვდი რომ ბოლო ხმაზე ვყვიროდი და თინაც გაიგებდა თუ არ გავჩუმდებოდი , ან უკვე გაიგო და ფანჯრიდან გვიჭიტინებს, ჯანდაბა მთელს ქალაქს მოუყვება
-კარგი..
-წავიდეთ?
კარისკენ გამიძღვა და კარი გამიღო, მეც უსიტყვოდ ჩავჯექი მის გევრდით ... ნაცრისფერი ფერი მოდებია ქალაქს, უკევღამდება... მაგრამ სადღაც ზღვიდან გზას იკვალავს წითელი შუქი... მზის ჩასვლა , რა უნდ აიყოს ამაზე უფრო ლამაზი სანახავი? თუმცა საგრძნობლად ცივა
-სად მივდივართ?
ისე ვეკითხები მისკენ თავს არ ვაბრუნებ , ისევ მზის უკვე ზღვაში ჩაძირულ სხივებს ვადევნებ თვალს
-შენთან ,დანიელი და ლანა გველოდებიან
ტანში გამცრა, რაა? მოიცა ანუ იციან რომ ამე მასთან ერთად ვარ ახლა? დამშვიდდი ლოლა მერე რაა რომ მის ამნქანაში ზიხარ ახლა და დღეს ერთადს იყავით რესტორანში? ჯანდაბა!
დრო და დრო გადმომხედავდა ხოლმე , თუმცა ხმა არ გაუცია, არც მე ვცდილობდი საუბრის წამოწყებას,
რომ გაჩერდა ქუჩას მოვავალე თვალი, მოვედით , თითქოს სიმშვიდე დაირღავ, კიდევ მინდოდა თუნდაც ასე ჩუმად გვევლოო ბათუმის ქუჩებში
კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა, ფიქრებს მოვეშვი და მანქანიდან გტადავედი
-მესამე სართული ხელმარჯვნივ მეორე კარი
მივაძახე წინ მიამავალს , ჩაიღიმა
-ვიცი
მაბნევს ეს სიტუაცია , თუმცა ახლა სულაც არ მინდა რამის გარკვევა
სახლის კარი როგორც ყოველთვის ღიაა დასისიც უპრობლემოდ შედის შიგნით , მეც მორცხვად მივყვები , ზურგს უკან ვიკეტავ კარებს და სავარძელზე ვჯდები მათ გვერდით
-ლოლ როგორ ხარ?
ეშმაკურად მიღიმის ჩემი უსაყვარლესი დაიკო და ხელს მხვევს, ამის მოშორება ნამდვილად გამიჭირდება
-ნორმალურად.. რავიცი დავიღალე ცოტა
დაბნეული ვპასუხობ და თვალებს იქეთ აქეთ ვაცეცებ
-რას დალევ ეკე?
-ჩაის
თქვა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშპრებია , აშკარა იყო ეს უფრო მე მითხრა ვიდრე ლანას
წამოვდექი და სამზარეულოში ლაანსთან ერთად გავედი
-რახდება?
მაშინვე დამეტაკა გიჟი
-ეს ბიჭი ცოტა ვერ არის იცი? სკოლიდან რომ გამოვედი დაირეკა სკოლის წინ მელოდებოდა , სხვა გზა არ მქონდა იქ სცენებს ხომ არ მოვაწყობდი ჰოდა რესტორანში წავედით პიცისთვის მერე მასწავლებელთან მიმიყავან და მომაკითხა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-მოწონხარ იდიოტო
-ეგ მითხრა მაგარამ
-რა მაგარმ დებილი ხარ გოგო? მშვენივრად ვიცი რომ ეს ის ბიჭია ამდენი ხანი რომ ფიქრობდი და იხსენებდი იმ საცოდავ 2 წუთს , ახლა კუდში დაგზდევს და ამბობ მაგრამო?
-შემეშვი რა
ჩაიდანი გამოვრთე და ჭიკაში ჩავუშვი ცხელი ჩაი, ლანამ ფერი ჩაასხა სი ერომ მტრუყლად მიყურებდა თვალებში, გვერდი ავუარე და ჩაი ეკეს დავუდე წინ
ვუსმენდი როგორ ყვებოდნენ რაღაც ამბებს და იცინოდნენ , თიუმცა ვერ გეტყვით რას... სულაც არ მესმოდა არცერთი სიტყვა, ისეთი ლამაზი ღიმი აქვს რომ... ვაკცვირდებოდი ყველა მის მიმიკას , ზოგჯერ რომ გამომიჭერდა მორცვად გავიხედავდი გვერდით
-ეიიი წამოხვალ შენც ხო?
მიღიმის ეკე და თან ყევლა მომლოდინე გამომეტყველებით მომჩერებია, ჯანდაბა! ახლა რა ვუთხრა, რაქტვეს ვაფშე სად მიდიან?
-არ მითხრა რომ არ გვსიმენდი? რა გჭირს გოგო შენ?
ოხ ლანა ენას ამოგაძრობ დმააცადე შენ
-უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობდი და...
-საზღვარზე გადასვლას და გატასავებას ვაპირებთ რაა
გამეტყლარწა , მგონი ამთამა სულ გააფრინეს ახლა ამ ღამით თურქეთსი რაგვინდა?
-რააა?
-იიეეს მალე ვიქნებით მზად და წავიდეთ
ლანამ ლამის შემათერია ოტახში, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი , ისე სწრაფად გამიოიღო ჯინსები და სვიტრი კარადიდან და მომიგდო, გაოგნებულს
-შენ რა მაღტლა აპირებ თურქეთში გადასვლას?
-კაი რაა , ასეთი მოსაწყენი ნუ ხარ , გავერთობით აი ნახავ ძალიან მაგარ დროს გავატარებთ
თბილად გამოეწყო და საბუთები გაამზადა, სხვა რა გზა მქონდა უარი რომ მეთქვა ძალით წამათრევდა, ზლოზინით ჩავიცვი და მისაღებში გავედი
-ასეთი სახით თუ იქნები ლოლ ყველას უკან გამოგვაბუნძულებენ
ღმერთო გაძლება მომეცი მაათ ხელში, ყევლა ეკეს მანქანაში მოვთავსდით , წყვილს ხელი არ შევუშალე და წინ დავჯექი, ხო კარგით კარგით სინამდვილეში ეკეს ჯდომა უფრო მსიამოვნებდა
Maroon 5 - Maps ვატრიალებდით სარფში ჩასვლამდე,საზღვართან უამრავი მანქანა იდგა, ამიტომ გაჩერება საკმაოდ მოშორებით მოგვიწია
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და მანქანიდან გადავედი
-იქნებ მაინც არ გვინდა?
-გეყოფა გაჩუმდი
ხელი ჩამკიდა ეკემ და შენიბაში შემათრია , ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემაღტებოდა მის შეხებაზე და ასეთ ქმედებაზე? სითბომ დამიარა მტელს ტანში მიუხედავად იმისა რომ ციოდა
ხმა არ ამომიღია , ვერ უფრო ეთქმოდა
ნეიტრალურ ზონაში რომ გავედით მაშინ შემიშვა ხელი
-უკან ვეღარ გაბრუნდები
-მართალია თუმცა არც გზის გაგრძელების სურვილი მკლავს
-არც ჩემთან ერთად?
დავაიგნორე კითხვა და მის წინ წავედი
-კაი ასეც თუ გინდოდა ვერ წარმოვდგენდი
დამცინავი ტონი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო... რომ შემძლებოდა მაღტლა გავბრუნდებოდი
-არ მინდა რიგში ერთი ადამიანით უკენ ვიდგე
ჩაიცინა , აგმიკვირდა პასუხი ყოველტვის გამზადებული აქვს მაგრამ აარაფერი მითხრა
როგორციქნა გავაღწიეთ, გული მეტკინა ამდენი ქარტველი რომ მიდიოდა სამუსაოდ, ზოგი ტიროდა, ზოგიც მიიჩქაროდა ავტობუსისაკენ
მათ შემყურეს უფრო დამეკარგა ხალისი, მრცხვენოდა რომ მე მხოლდო გასაღტობად მივდიოდი, ჩემზე პატარა ბიჭები კი ჩაზე სამუშაოდ ვ, ვიდექი გაშეშებული და შეწუხებული ვადევნებდი სიტუაციას თვალს
-ოღონდ არ იტირო
-ასეთი ცივი როგორ ხარ?
-ცივი?
-არ გადარდებს მათი ბედი...
ხელი ავიქნიე და ლანას და დანიელს ამოვუდექი გვერდით
დანიელმა ტაქსი გააჩერა
-უკაცრავად გესმით ქართული?
-ცოტა
თქვა ახალგაზრდა საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა გატეხილი ქართულით , აქ იმდენი ქართველია , რომ შეუძლებელია ვერ ისწავლო ენა
-ჩვენ სადმე კარგ რესტორანში გვინდა წასვლა
დამარცხვლით აუხსნა დანიელმა , თუმცა აშკარად ეტყობოდა ბიჭს რომ ვერაფერც ვერ გაიგო, მერე ვიღაც ქართველი მოგვიახლოვდა და დანიელის წარმოთქმული წინადადება გადაუთარგმნა, ბიჭმა გაგვიღიმა და გვანიშნა რომ ჩავმსხდარიყავით
ჩვენც გახარებულები მაშინვე მოვთავსდით საკმაოდ განიერ მანქქანაში
ძალიან სწრაფად მიდიოდა , არა სისწრაფის კიარ მეშინია უბრალოდ მოსახვევებში ვეჯახებოდი ეკეს , მერე კი უხერხულად ვსწორდებოდი
ბიჭმა რამდენჯერმე გამომხედა სარკეში და გამიღიმა, მე კი ერთი ძალიან საშინელი თვისება მაქვს , ვინმე რომ იღიმის მეც მეღიმება
ეს კი არ გამოღცენია ეკეს, ლამის თითები დამამტვრია
საკმაოდ დიდ რესტორანთან გაგვიჩერა , იქაურობა კარგად სევათვალიერე
-ვაუ
-შენ კიდე წამოსვლა არ გინდოდა
-წარმომიდგენია რა მაგრად გავერთობით
აღტაცებულმა თქვა ლანამ და მიეკრო დამიანს , ისეთი ბედნიერი ჩანდა ამ მომენტში რომ მეც გავბედნიერდი მიუხედავად იმისა რომ ეკე საშინლად გაღიზიანებული მიყურებდა
მგონი მართლა ავადმყოფია
-შევიდეთ ბავშვებო , ყველაზე მაგარი საღამო იწყება
ტაში შემოკრა დანიელმა და იმის იმედით რომ მიმტანს რაიმეს გავაგებინებდით რესტორანში შევედით
ცარიელი ადგილი ძვლივს ვიპოვეთ, მე არ გამკვირვებია ეკეს გვერდით რომ მომსვეს
-Ne yersiniz?
გვკითხა მუხლებამდე მთლიან კაბაში გამოწყობლამ გოგონამ, ისეთ სევდიანი ჩანდა, ისეთი გადაღლილი ,ალბათ მთელი რე იმუშავა და სავარაუდოდ დამატებითი ანაზღაურებისთვის ღამისცვლაშიც მუშაობს
-ჯანდაბა ახლა როგორ გავაგებინოთ ამას რაგვინდა?
თავი მაგიდაზე დადო ლანამ , მე კი ფიქრი დავიწყე და გონებაში ვიხსენებდი ყველა თურქულ სიტყვას რაც კი ოდესმე გამიგია
-ქართველები ხართ?
ამ სიტყვების გაგონებისსას ყველამ დაფეთებულებმა შევხედეთ წითურ გოგონას
-შენ რა ქართვველი ხარ?
-კი
გაღიმებულმა გვითხრა და აშკკარად შევამჩნიე მის სახეზე სიხარულიი , სავარაუდოდ მონატრებული აქვს მშობლიური ენა
-აქ მუშაობ?
გოგონას აშკარად შეაშრა ღიმილი სახეზე და თავი დახარა
-მაპატიეთ , თქვენთან საუბარს აახლა არაფერი მირჩევნია მაგრამ უფროსი მოვდია, არ მაქვს ამის უფლება, უნდა ჩავიწერო რას მიირთმევთ
-მაშინ სამი ბოთლი შამპანიური მოგვიტანე , შოკოლადის ტორტის ოთხი ნაჭერი და კიდევ ხილის ასორტი
გოგონამ სწრაფად დაწერა პატარა წიგნაკში სეკვეთა და სამზარეულოსკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯებით
-აქ ქართცველს არ ველოდი
-არცმე , თან სულ არ გავს ქართველს
მალევე მოგვიტანა შეკვეთა ოღონდ სხვა მიმტანმა , დანიელმა შამოანიური მოხერხებულად გახსნა და ჭიქებში ჩამოგვისხა
-ჩვენ გაგვიმარჯოს ! შესძახა და ერთმანეთს მივუჭახუნეთ
მალევე მოვექიეთ ყურადრების ცენტრში , რადგან ქართულად ვსაუბრობდით , ზოგი გვიღიმოდა , ზოგი კი დამცინავად გვიყურებდა, ალბათ ჩარმოღცენილი და უღარიბესი ერი ვგონივარტ , არც მიკვირს რადგან ნახევარი საქართველოთავის საღცენად თურქეთსი მუშაობს, ვინიცის როგორ ექცევიან მათ
Soul Rebel Project - KING (My life & Your life ჩართვისას ჩვენმა ძვირფასმა და ლამაზმა წყვილმა არ დააყოვნა და საცეკვაოდ გავიდნენ , ისე ლამაზები იყვენნ ისე მოხდენილად აყოლებდნენ ტანს მუსიკას რომ მათ შემხედვარეს შეუძლებელი იყო არ მოგდომებოდა სიყვარული , შეყვარებული და ცეკვაც კი
ყურარების მისაქცევად ცაახველაა ეკემ , მეც მისკენ შევტრიალდი
-გაგვიმარჯოს მე და შენ
ჭიქა ჩემსკენ წამოწია დ ასუმლოუთქმელად დალია
-გაგვიმარჯოს
მონოტორიულად წარმოვთქვი და ცოტა მოვსვი, ურცხვად გავუსწორე მზერა , გეფიცებით მის თვალებში ჩავიკარგე
-ჩვენც უნდა ვიცეკვოთ
მითხრა და საცეკვაო ადგილისკენ წავედით, ისე დაძაბული ვიყავი, იმდენად მოზღვავებულ სიმორცხვეს და სიტოს ვგრძნობდი მგონი სულ მაკანკალებდა
წელზე მომხვია ხელი და ნელა ვამოძრავებდით სხეულს, კისერში ჩარგო თავი და გაიტრუნა
-მარწყვი?
კითხვას ვერ მივუხვდი
-რა?
-მარწყვის სურნელი გაქვს, მიყვარს ნარწყვი და...
სსიტყვა გავაწყვეტინე არ მინდოდა დაუფიქრებლად ეთქვა რამე
- ბევრი არ დაგილევია მაგრამ დაგეტყო
-სულაც არა... ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს
-მეც
დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე და რომ გავიაზრე სახე მოვჭმუხნე, არ დამინახია მაგრამ ვიგრძენი რომ გაიღიმა , ალბათ ავწითლდი სახეზე
სიმრერა დამტავრდა და ჩვენც მაგიდას მივუსხედით
-აუუ ძალიან მაგარია არ ლოოლ
-კი ლანა, ვინანებდი რომ არ წამოვსულიყავი
ისევ გაეღიმა ეკეს, ალბათ გგონია ეს მის გამო ვთქვი, იქნებ ასეცაა ვინიცის
კაგად მოჩნადა ზღვა ... ისეთი მშვიდიი იყო , მიუხედავად იმისა რომ გარეთ წვიმდა
შეუსაბამოდ მომეჩვენა ყოველივე ეს
-რაზე ფიქრობ?
ჩამჩურჩჩულა ეკემ
-საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა
წამოიყვირა ლანამ , აი და ხარ რა!გაფასებ მზერით გავხედე
თუმცა ლოყა რომ ამიხურდა გავხედე ეკეს
-უბრალოდ ზღვას ვუყურებდი მეტი არაფერი
რარაც ხმაურმა მიიქცია ყველას ყურადღება, გოგოს საუბარი და მამაკაცის ყვირილი ისმოდა, ყველამ უკან მივიხედეთ
-ეე ეს ის გოგო არაა ქართველი?
-კიი ბიჭოოო ისაა ტო
როგორც ჩანს ვიღაც კაციი ეჩხუბებოდა რადგან საჭმელი არ მოეწონა , გოგონა კი უხსნიდა რომ ის არაფერი შუაში არ იყო და ცდილობდა გაცლოდა, მაგრამ კაცს ხელი ჩაევლო მკლავში და ბოლო ხმაზე ყვიროდა, შევამჩნიე როგორ დაეტყო ძარღვები კისერში დანიელს
კაცი საკმაოდ გამწარებული ჩანდა, ეკე წამოდგა, ხელზე მოვკიდე ჩემი ხელი და ვეცადე უკან დაეხია
-არ გინდა გთხოვ
გოგონას სახეში რომ გაარტყა პიკი აღმოჩნდა ვერც კი გავაანალიზე როგორ მივვარდნენ ეკე და დანიელი იმ კაცს
და ატყდა ის რისიც მეშინოდა, რაც კი რესტორანში ბიწები იყვნენე ყველა ჩხუბობდა ... ზოგი ჩვენსკენ იყო ზოგი იმ კაცისკენ, ზოგიც აშველებდა
ნერვიულობისგან ლამის მოვკვდი რომ მივხვდი ვიღაც ქალმა როგორ დაურეკა პატრულს, ლამის გული წამივიდა
მივხვდი ამას რაც მოყვებოდა
ყველა ადგილობრივ განყოფილებაში აღმოვჩნდით , ნუ რა ყველა , მე დანიელი, ლანა , ეკე და ანა
ისეთი ნაცემები იყვნენ ლამის ჩვენ გვეჭირა რომ არ წაქცეულიყვნენ
ეკეს სახე სულ დალურჯებოდა, არც კი მინდა წარმოვიდგინო სხეული რა მდგომარეობაში აქვს
ლანას მშურს , ასეთი ძლიეი როგორაა? ისე მოითმინა გაბედულად ედგა დანელს გვერში და ამხნევებდა
მე კი ცრემლებად დავიღვარე, არც განყოფილებაში შემიწყვეტია ტირილი
-კაი რა გთხოვ ნუ ტირი, მოგვარდება
-მოგვარდება არა ეკე? შენს თავს შეხედე რას დაგამსგავსეს მერე ჩვენ შემოგვხედე სადვართ
-ჩემზე დარდობ?
გაიღიმა, ღმერთო ახლა ამაზე ფიქრი როგორ შეუძლია? ძვლივს სუნთქავს
-კიი ეკე , დაკმაყოფილდი? ვნერვიულობ , რომ გიყურებ უდად ვხდები შენს მაგივრად მტკივა
სლუკუნი ამიტყდა და თავი ჩავხარე, ხელები ავიფარე , ტირილისგან უკვე თავი მტკიოდა
ვიგრძენი როგორ მომხვია ხელები და მიმიხუტა
რკინის კარების ბრახუნზე ყველა წამოვცვივდით , კარებში მაღალი დაკუნთული ფორმიანი კაცი შემოვდია, ისეთი სახით იყურებოდა კარგი არაფერი უნდა ეთქვა

Dძალიან დავიგვიანე ვიცი, ბოდიშს გიხდით , იმედია მოგეწონებათ

"გოგონა დედამიწიდან "



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ აღფრთოვანებული ვარ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


თაკოთაკო
ვაუ აღფრთოვანებული ვარ

მიხარია , ეს ტავი რეალურიი იყო )))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent