შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 2)


10-04-2017, 14:25
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 742

-ირაკლი, თავს წაგაცლი იცოდე!-ლიფტიდან გამომავალ ირაკლის რატი შეეჩეხა.
-რაგინდა ბიჭო, შარზე ხომ არ ხარ!-გაოგნებული უყურებდა იკა
-რა მინდა კი არა, იმ გოგოს კიდე ერთხელ ეგრე შეხედავ, არაფერს ეტყვი და გაგიხეთქავ თავს!
-ოხ, წეღან წაგაცლიო, ახლა გაგიხეთქავო-ყურადღების გადატანა სცადა, გაიღიმა და თმაზე გადაისვა ხელი-ჩამოყალიბდი რატი...
-აუ რა თავის ტკივილი ხარ ირაკლი რა-თავის ქნევით ჩაილაპარაკა რატიმ
-რასიზამ რატი, რასიზამ....-ვითომ დანანებით თქვა ირაკლიმ და ხელი გადახვი რატის.
-ირაკლი მომისმინე-კაბინეტში შესულმა კარი დახურა და პირდაპირ დაუჯდა იკას-ხომ ხვდები, რომ ასე ვეღარ გააგრძელებ?
-და შენ დავიჯერო ვერ ხვდები, რომ ტყუილად მელაპარაკები, იღლები და მეც მღლი?
-ანუ მე ტყუილად გელაპარაკები და ჩემი სიტყვა შენთვის არაფერი არ არის ხო?
-რატი ეს ისეთ......
-კაი ირაკლი გაჩუმდი, მოვრჩი საუბარს. ტყუილად თურმე გღლი და თან ჩემი უფროსი ხარ, ეგ მითუმეტეს არ შემიძლია. ასე რომ, წავედი. ბევრი ოპერაცია მაქვს!
-რატი კარგი რაა, ხომ იცი რასაც ვამბ-არ დაცადა ირაკლის წინადადების დასრულება და კარი გაიჯახუნა რატიმ
-იჯდეს ახლა და იფიქროს ლილეს ლამაზ ღიმილზე შორიდან. თურმე დაიღალა ბიჭი და ტყუილად ველაპარაკები, არადა როგორ მეცოდება ეს სულელი ღმერთო-ჩაილაპარაკა გასულმა რატიმ და თავის ქნევით გააგრძელა გზა.
საოპერაციოსკენ მიიჩქაროდა ლილე, ლევანის ოპრაციაზე უნდა შესულიყო, როცა ტელეფონმა დაურეკა. ოპერაციისას გარეთ ტოვებს ხოლმე ტელეფონს, სართულის ადმინისტრატორთან, რომ თან ხელი არ შეუშალოს ტელეფონმა და თან შემოსულ ზარზეც უპასუხოს ვინმემ. ამჯერა ორი წუთი ჰქონდა და ზარს თითონ უპასუხა:
-დიახ,გისმენთ....
-.................-შხრიალი ისმის იქითა მხრიდან
-ალო, გესმით?
-.............-ისევ არაფერია და ტელეფონი ითიშება.
-ეტყობა ვინმე მაიმუნობდა-თავისთვის ჩაილაპარაკა და ტელეფონი ადმინისტრაციაში დატოვა, თვითონ კი საოპერაციოში შევიდა.
10 წუთის შემდეგ საოპერაციოში ვიღაც შევიდა ლილეს ტელეფონით:
-უკაცრავად ბატონო ლევან, ლილეს ტელეფონზე სასწრაფო ზარია და შეიძლება?
-მოდი, ხმამაღალზე ჩართე თუ რამე პირადული არარის და რათქმაუნდა ლილეც თუ არაა წინააღმდეგი-თავის აუწევლად უპასუხა ლევანმა შემოსულს.
-არა, ჩართეთ თუ შეიძლება-ოდნავ ანერვიულებულმა ლილემაც გასცა პასუხი. გოგონამ ხმამაღალზე ჩართო და მატათას მასწავლებლის ხმაც გაისმა:
-გამარჯობა ქალბატონო ლილე, ვიცი რომ სამსახურში ხართ და ცუდ დროს გირეკავთ, მაგრამ მატათას ეხება...
-რა სჭირს, ხომ კარგადაა მათე?
- ცხვირიდან მოსდის სისხლი, ძლივს შევუჩერეთ სისხლდენა. გვთხოვა, ბებოსთან არ დარეკოთ, ინერვიულებს და დედას დაურეკეთო.
-იჩხუბა ან დაეცა, თუ რამოხდა....
-არა, არაფერი მსგავსი. გაკვეთილზე დაეწყო უცებ.....
- ლევან ექიმო, შეიძლ........-შეშინებულმა ახლა ლევანს გახედა
-შეიძლება ლილე, მიდი, შეგცვლის ვინმე, დიდი არაფერია-არ დაამთავრებინა ლილეს ლევანმა და თავი დაუკრა. სანამ ლილე გავიდოდა კიდევ მიაძახა-არ ინერვიულო, ხომ იცი ბავშვია და კაპილარების, ან სიცხის ბრალი იქნება ლილ...-შეუმოკლა სახელი, როგორც იცის ხოლმე.ლილემაც დაუქნია თავი და გაიცა.
სკოლაში მისული სწრაფად ავიდა მატათას კლასში და შვილისკენ გაიქცა, რომელსაც მთელი კლასი შემოხვეოდა, ექიმიც იქვე იყო.
-მათ, დე, როგორ ხარ?-სევდიანი ღიმილით შეხედა შვილს.
-კარგად დედიკო, ნუ ნერვიულობ რა-მატათამაც გაუღიმა დედიკოს და თმაზე შეეხო.
-ჩემი პატარა ბიჭი-ჩურჩულებდა ლილე და ეფერებოდა მატათას, თავის მათეს. მერე მაღლა აიხედა და მასწავლებელს მიმართა-რა მოხდა, რა დაემართა?
-უცებ, გაკვეთილზე წასკდა ცხვირიდან სისხლი. არვიცი, ქალბატონო ლილე.
-პირველად მოხდა, ხომ?
-არა, უბრალოდ წინაზე ძალიან ცხელოდა და მზეში იყო ფიზკულტურის გაკვეთილე, თან დარბოდა და მეგონა ამის ბრალი იყო ამიტომ აღარ შეგაშინეთ და მატათასაც ვუთხარი არ ეთქვა, რომ არ გენერვიულათ.
-რას ნიშნავს არ მითხარით, თქვენ ვალდებული ხართ რომ ასეთი რაღაცები მშობელს უთხრათ! პასუხისმგებლობას იღებთ, რომ ჩემს შვილს ეს მარტო მზის და სიცხის გამო დაემართა? -გაბრაზებულმა ტონს აუწია ლილემ, შემდეგ მატათას გახედა, ოდნავ დამშვიდდა და წყნარად მიმართა-წამო მათ, დე, წავიდეთ. -მატათას ჩანთა აიღო და მათეც წამოაყნა-ნახვამდის, ბოდიში, თუ ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ...
-დიახ ვიცი, ქალბატონო ლილე. 3 შვილი მყავს და თქვენს ადგილზე მე შეიძლება უარესაც მოვქცეულიყავი, მესმის. კარგად მათე, იცოდე დედიკო არ ანერვიულო!-გაღიმებულმა მიმართა მასწავლებელმა დედა-შვილს და ხელი დაუქნია.
-რავქნათ ახლა მე და შენ დე, ჩემთან წავიდეთ კლინიკაში და გავიგოთ რა ხდება მაგ ციცქნა ცხვირში თუ სახლში და ხვალ წავიდეთ ექიმთან?-ჩაფიქრდა ლილე
-ხვალ სკოლას ვერ გავაცდენ, დე
-კაი, მაშინ წამო, ახლა სადმე რამე ვჭამოთ და პირდაპირ წავიდეთ ექიმთან-გაუღიმა და ფუმფულა ლოყებზე მოეფერა ლილე მატათას.
გადაწყვიტეს ჯერ კლინიკაში წასულიყვნენ და მერე იქვე ეჭამათ კაფეტერიაში. ლილემ თავი გაითავისუფლა და ექიმთანაც შევიდნენ. ანალზები აიღეს და სანამ პასუხებს გაიგებდნენ, ექიმმათავის ტვინი მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის გაკეთებაც ურჩია. ჩავიდნენ ტომოგრაფიაზე, მაგრამ მერე გაახსენდა ლილეს ამ გამოკვლევის ფასი. საჭირო 250 ლარი ნამდვილად არ ჰქონდა. რამეს მოვიფიქრებო, გაიფიქრა და კაფეტერიაში წაიყვანა მატათა. სხვა ექთნებიც იქვე ისხდნენ და მათკენ წავიდნენ დედა-შვილი. ლილემ გააცნო ყველა მატათა და შესაკვეთათ გაგზავნა.
-რახდება ლილ, ბატონმა ლევანმა თქვა წავიდაო...
-ხო, მათეს მასწავლებელმა დამირეკა. ცხვირიდან აქვს სისხლდენები და მოვიყვანე აქ. ანალიზები ავიღეთ და ტომოგრაფიაც უნდა გავუკეთო, მაგრამ ხომ იცი მაგაზე შეღავათი არგვაქვს და ხელფასს დაველოდები.
-არც მე მაქვს ზუსტად ახლა ფული, თორე გასესხებდი...-მიმართა მაკამ და მხარზე ხელი მოუსვა. ამასობაში მატათაც მოვიდა სენდვიჩებით და წვენით და გემრიელად დაიწყო ჭამა. რომ დაასრულეს ლილე კოლეგებს დაემშვიდობა და მატათასთან ერთად სახლში წავიდა. ანალიზები მაინც არ იქნებოდა ჯერ მზად, ამიტომ ხვალ აიღბდა პასუხებს.
5 წუთში კაფეტერიაში ირაკლი გამოჩნდა, ისაც მიესალმა ექთნებს და გვერდითა მაგიდასთან დაიკავა ადგილი. მალე ექთნების ლაპარაკი მოესმა ლილეზე.
-აუ რა, რა ცუდია, ზუსტად ახლა არ მაქვს მეც ფული რომ ვასესხო ლილეს-წუხდა მაკა
-ხო, არც მე, როგორ ნევიულობდა, სახეზ ეტყობოდა. მატათაა ლილესთვის ყველაფერი, ხომ იცი. იმედია არაფერია სერიოზული-დამატა ნინიამ.
ირაკლის კი ეუხერხულებოდა, მაგრამ ვერ მოითმინდა და მათ მაგიდას მიუახლოვდა.
-ქალბატონებო, შეიძლება დავჯდე?
-რა თქმა უნდა, ბატონო ირაკლი-თავისუფალი სკამისკენ ანიშნა მაკამ
-არ მინდა უზრდელობად ჩამეთვალოს, მაგრამ თქვენი საუბარი მომესმა. რამით ხომ არ შემიძლია დავეხმარო ლილეს? ან რახდება, იქნებ მითხრათ...
-ლილეს შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ბ-ნო ირაკლი. ლილე ხელფასს ელოდება, რომ ტომოგრაფია გაუკეთოს...-მორიდებულად უთხრა ნინიამ
-აჰა გასაგებია. დიდი მადლობა, გემრიელად მიირთვით -თავი დაუკრა ნინიას და მაკას და ნერვიულად წამოდგა. სასწრაფოდ ტელეფონი ამოიღოდა რატის ნომერი აკრიფა:
-რატი, სასწრაფოდ ლილეს დაურეკე და უთხარი მისი შვილის მკურნალობის ხარჯებს კლინიკა დაფარავს-თქო. წამოიყვანოს ბავშვი და სასწრაფოდ გაუკეთოს ტომოგრაფია, გაფრთხილებულები იქნებიან-სწრაფად უთხრა რატის
-ეე დაიცა, შენ თვითონ რომ დაურეკო, არაა? მე რა შუაში ვარ, ან რა ხდება, ხომ კარგად ყავს მათე?
-ჯერ არ ვიცი, რაღაც პრობლემა აქვს და ვნახოთ, გთხოვ, დაურეკე რა. ახლა ამაზე კამათის დრო არ არის!-უკვე მუდარის ტონზე გადავიდა ირაკლი
-კარგი, დავრეკავ-უპასუხა რატიმ და ტელეფონი გათიშა.
ლილეს ძალიან შერცხვა, არ უყვარდა ასეთი „დახმარებების“ მიღება, მაგრამ საქმე მის შვილზე იყო, ასე რომ ყველაფერი გვერდზე გადადო და მატათაც კლინიკაში წაიყვანა. სანამ ტომოგრაფიას უკეთებდნენ, თვითონ ანალიზების პასუხების ასაღებად ჩავიდა და ექიმსაც შეუტანა.
რა უთხრა ექიმმა? მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ იქიდან არაადამიანური სახით, სასოწარკვეთილი, განადგურებული ლილე გამოვიდა. არ ვიცი ლიფტამდე როგორ მიაღწია, მაგრამ ლიფტში შესულს სუნთქვა გაუხშირდა, ცრემლების ღვარი წამოუვიდა, ხელები აუკანკალდა. გარშემო ვერაფერს ხედავდა. მზერა ერთ წერტიზე ჰქონდა მიყინული. უცებ თავი გვერდით მიატრიალა და ირაკლის თბილი, ჭაობისფერი თვალები დაინახა. მისი პირის მოძრაობაც შენიშნა, მაგრამ არაფერი ესმოდა. ისაც იგრძნო, ხელი რომ შეახო კაცმა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. თითონ გახსნა ბაგე და 3 სიტყვა თქვა; „შვილი მიკვდება, ირაკლი!“

-----------------------
ესაც მეორე თავი ♥ შეიძლება ეს ხაზი ძალიან გავაგრძელე, მაგრამ მეტად ვერ შევამოკლებდი. იმედია მოგეწონებათ და მადლობა, რომ უბრალოდ კითხულობთ! ^_^ ♥



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აუ დღეს ჩემი დღე არ არის რა.იმდენი ვიტირე.კარგი იყო,მაგრამ გული დამეწვა ლილეს ტკივილმა.მალე დადე ახალი თავი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent