უხილავად შემაყვარე თავი(8 თავი)
(ესეც მერვე თავი ჩემო საყვარლებო ) 8-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გეგამ მანქანა გააჩერა.ამასობაში კარგად მობინდებულიყო.მუქი ფერის თვალები უბრწყინავდა და საოცარ სითბოს ინახავდა. -ახლა მაინ მითხარი სად ვართ-ნინიმ აქეთიქით ყურება დაიწყო. -ცოტაც მოითმინე! ნინი მანქანიდან გადმოიყვანა და თვალებზე ხელი ააფარა.გზა ასე გააგრძელა და ცოტახანში უთხრა -ცოტაც იარე..ასე აი ახლა გაახილე... ნინიმ თვალები ბრთხილად გაახილა,იგი ძწლიან მაღალი მაღლობიდან გადმოჰყურებდა მYელს თბილისს და არამარტო თბილისს,მის მიმდებარე ადგილებსაც.ბინდში განათებული თბილის ულამაზესად გამოკვეთილიყო,სამების ტაძარი ანათებდა და ქალაქს დარაჯობდა.უფროდაუფრო ღამდებოდა ყოველწუთს და უფროდაუფრო სულისშემკვრელად ლამაზდებოდა ეს გარემო. -ვაუ..რალამაზია... აღმოხდა ნინის გაღიმებული გეგა ბედნიერი შესცქეროდა ჯერ ნინის მერე ამ ხედას და სახეზე სიამაყე ეტყობოდა ახლა ეს ორი სიმდიდრე მას ეკუთვნოდა... -ვიცოდი რო მოგეწონებოდა!-ამაყად თქვა გეგამ და ნინის გადახედა... -ასე ყველაფერი როგორ იცი შენ?!-წარბშეკვრით ჰკითხა ნინიმ -ჰო ეგ მეც მიკვირს ხოლმე ხანდახან! -ჰო არა? -ჰო!-გამთბარი თვალებით შეხედა ნინის -აქ ხშირად მოდიხარ? -აქ ყოველთვის მოვდივარ,არაქვს მნიშვნელობა ბედნიერი ვარ თუ უბედური,მაინც აქ მოვდივარ.ამიტომ მან ჩემს შესახებ ყველაფერი იცის! გეგამ ხელი ზემოთ გაიშვირა,ნინიმაც აიხედა...მთვარე,თითქოს ხელსაც მოკიდებდი რომ მოგენდომებინა ისე ახლოს იყო.და რაც უფრო ბნელდებოდა იქაურობას უფროდაუფრო ანათებდა და ათბობდა. -ასეთი სილამაზე არასოდეს მინახავს... -არცმე მენახა...სანამ შენარ დაგინახე!-ნინის სიცილი აუტყდა -რა გაცინებს?!-გეგამ გაკვირვებული შეხედა და მერე თვითონაც გაიცინა. -აქდან არასოდეს არ წავიდოდი! -მერე ნუ წახვალ! ნინიმ თავი დახარა. -მისმინე ახლა მე ჩემს სათქმელს გეტყვი! -გეგა!... -ერთი წუთი !მინდა ყველამ გაიგოს რა.-გეგამ წინ გადადგა ნაბიჯი და ნინის ხელი მოკიდა -მიყვარხარ ნინიი!!-მთელი ხმით დაიღრიალა გეგამ და მისი ამ სიტყვების ექო მთელ ქალაქს მოედო.ნინიმ ხელი პირზე ააფარა -რასაკეთებ გაგიჟდი?რა გაყვირებს?!-მკაცრად მაგრამ ღიმილნარები ხმით უთხრა. -მოიცა რამოხდა იცოდნენ რო მიყვარხარ!-დაიჟინა გეგამ და ნინის ორივე ხელი დაიჭირა. -მისმინე ძალიან მიყვარხარ!ძალიან,ვერცკიწარმოიდგენ როგორ..აი ყველაზე მეტად...ნინი ვერგადავიტან უშენობას! ნინი უსმენდა და თითქოს დაფრინავდა სხვა პლანეტაზე იყო,სხვა სამყაროში უბედნიერესი და გაოცებული. -იცი, შენ შენს მიზანს მიაღწიე!თან ისე რომ ვერცკი მივხვდი...უბრალოდ..უბრალოდ მინდა იცოდე რომ ძალიან ბედნიერი ვარ!-ნინიმ თავი აწია და გეგას გაბრწყინებულ თვალებში შეხედა. გეგამ უსიტყვოდ მოიზიდა ნინი თავისკენ და გულში ჩაიკრა. -ჩემი გოგო...ჩემი ნინი..-ბუტბუტებდა გეგა.. ხელები ჩასჭიდეს ერთმანეთს და ჩამოჯდნენ.კიდევ უფრო გალამაზებულიყო მათ წინ გადაშლილი ხედი. -პირველად რო დაგინახე და მივხვდი რომ ჩემი უნდა ყოფილიყავი-სიცილით თქვა გეგამ- აქ მოვედი და საათობით ვიჯექი... -და რასაკეთებდი? -დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი.როცა შენ აქ ჩემს გვერდით იჯდებოდი ახლოს და არა შორს. ნინის ხელი გადახვია და ნიკაპი თავზე დაადო. -ნეტავ არ მივდიოდე..-ჩაილაპარაკა ნინიმ -არ წახვიდე. -არ შემიძლია....თან სამეცადინო მაქვს. -ჩემი ნიჭიერი! გეგა ადგა და ნინიც ააყენა.მანქანისაკენ ასე ხელიხელ გადახვეულები გაემართენ. -აქ ვიქნები სანამ ახვალ. უთხრა გეგამ როცა კორპუსთან მოვიდნენ, -იქამდე რამომივა წადი -ჩუ ეხლა! -კარგი ვჩუმდები!-დანებდა ნინი. -ნახვამდის შეგეხმიანები. ნინი სახლში შევიდა ფანჯრიდან გადმოიხედა და გეგა მხოლოდ მაშინ დაიძრა. ნინი მიმავალ მანქანას ბედნიერი სახით უყურებდა და ამ დროს ოთახში ნამძინარევი,პლედ მოხვეული სალი შემოვიდა და ნინის მოჭუტულითვალებით უყურებდა. -ჰმ-ჩაახველა სალიმ,ნინი უცებ შემოტრიალდა -უკაცრავად თუ შეგაშინეთ ქალბატონო შეიძლება გავიგო სად ხართ აქამდე?!-ჩახრინწული ხმით უსაყვედურა სალიმ და ცალი თვალი დახუჭა. ნინის სიცილი აუტყდა მის შემხედვარეს გაიქცა და ჩაეხუტა. -სალ მიყვარხარ!რა სასაცილო ხარ ასე-ნინი სიცილს არ წყვეტდა.სალიმ წარბი შეკრა და სიტყვებში ღიმილი შეეპარა. -გეგა არა? -ჰო ჰო ჰოო -სიტყვა შეასრულა და მიზანს მიაღწია საბოლოოდ არა?-სალის სახეზე ღიმილი მოეფინა -ჰო სალ...ძალიან ბედნიერი ვარ-ნინი და სალი ერთმანეთს გადაეხვიენ და ვინიცის რამდენხანს იყვნენ ასე და დაუსრულებლად იცინოდნენ. -ლილე გაგიჟდება!-შესძახა სალიმ და სიცილი გააგრძელა. -კარგი ახლა წავალ სამეცადინო მაქვს და მერე დავიძინებ. -მიდი მაგრამ არამგონია ანერთი გააკეთო და ან მეორე ახლა -არცმე მგონია! ოთახის კარი შეაღო და საწოლზე ჩამოჯდა ფიქრის მორევში გადაეშვა სადაც გეგას დასტრიალებდა და მანაც არ დააყოვნა ,,მომენატრე უკვე...დაიძინე გვიანია გეყოფა ამდენი მეცადინეობა"-ღიმილით წაიკითხა ნინიმ ესემესი. ,,რომ არ მეძინება?!" ,,არცმე მეძინება და რავქნათ? ,,არვიცი" ,,მე ვიცი დაბლა ჩამოდი" ,,რა?ახლა?შენხომ წახვედი" ,,გამოდი აივანზე'' ნინიმ სასწრაფოდ გააღო აივნის კარი და გადაიხედა დაბლიდან მანქანას მიყრდნობილი ბედნიერი გეგა უცქერდა და თბილად იღიმოდა. ტელეფონზე ხმა გაისმა გეგა იყო: -რატომ არ წახვედი სახლში? -ვერ წავალ არ შემიძლია!-ტუჩი აიბზუა გეგამ -აბა მანდ უნდა იყო? -რას გიშლი?!-ეწყინა გეგას -მე არაფერს პირიქით...მაგრამ ცოდო ხარ. -ჩემი მზრუნველი..კაი ცოტახანში წავალ. -ოღონდ ჯერ სინათლე ჩააქრე და დაიძინე. -კარგი ჰო-გაეცინა ნინის -თუარადა ამოვალ მეთვითონ დაგაძინებ! -როგორ მიმღერებ? ნინი საწოლში დაწვა. -ჰო რატომაცარა -მაშინ ეხლა მიმღერე -ახლავე!...იავნანაა ვარდო ნანაა დაიძინეე ჩემო გოგოო...სმენა არ დამიწუნო -არა კარგად მღერი -კარგი მაშინ დაიძინე ახლა! -კარგი,შენც წადი ძილინებისა -ტკბილი ძილი,მიყვარხარ! ტელეფონი გათიშა და ცოტახანში ტკბილად ჩაეძინა.გეგა კი მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ წავიდა. -ჰო ლილე რამოხდა ამდილაადრეან?-დაბოხებული ნამძინარევი ხმით უპასუხა ტელეფონს დილით ნინიმ. -ასე ადრე? როგორ მოახერხა მაგან?!..ჰო კარგი ეხლა დამაძინე! ამ დროს კარი სალიმ შემოაღო სიცილით -უკვე დარეკა? -მოგკლავ იცოდე რატო უთხარი არ მაძინებს!-დაიწუწუნა ნინიმ და სალის ბალიში ესროლა. -აუ ვერ მოვითმინე.. -დაწყნარდი გოგო,მოგიყვები მერე-დაამშვიდა ლილე და გაეცინა. -ჰო კარგი. ნინიმ ტელეფონი გათიშა და სალის მიუბრუნდა. -უკვე გზაშია აქ მოდის -ასეც ვიცოდი! -ჰო აბა გიჟები ხართ შვილო თქვენ! ნინის ტელეფონმა კიდევ დარეკა -ახლა რაუნ...-ტელეფონს დახედა,გეგა იყო,სახე შეეცვალა და გაებადრა. -ოჰ დაგტოვო?-გაეღიმა სალის-კარგი გავდივარ! -გისმენ. -გაგაღვიძე? -არა დაგასწრეს!დაქალი აბა რისია თუარ გაგაღვიძა?! -ძმაკაციც მაგისთვისაა თორე ეხლა იკა ჩემს სამზარეულოში კიარ იქნებოდა-სიცილით თქვა გეგამ -მანდაა? -ჰო ყავას აკეთებს. -კარგი ყავა კი იცის -ჰო მეც მიყვარს თორე გავაგდებდი ეხლა....მოვიდა აი -გვრიტებს სალამიი! ჩასძახა ნინის იკამ -გაგიმარჯოს იკუშ -ჰო მართლა რაღაც ესეც უცნაურად იქცევა ეს დღეები და უნდა ვათქმევინოთ ხოიცი -ჰო აბა ისე როგორ!მეც ვამჩნევ მაგას მგონი გვეშველა! -ჰო აშკარაა -ახლა მაგან ვის უნდა უხეთქოს გული ჩემსავით ნეტა. სამივეს სიცილი აუვარდათ. -კაი გამოგივლით ჩვენ -არა მე მოვალ თქვენ მიდით. -რატო მოგაკითხავ! -არაა საჭირო,თან ჯერ ლილე მოდის აქ ტელეფონში რაღაცის მსხვრევის ხმა იყო -რახდება მანდ? -რავიცი იკას ყავა დაუვარდა ხოგითხარი უცნაურადაა თქო -კარგი მიდი.მერე დაველაპარაკოთ,რაღაც ვერ არის კარგად ეგ. -დროებით აბა გნახავ. ნინიმ ტელეფონი გათი შა და ჩაიცვა,ოთახიდან გამოვიდა და ზარმაც დარეკა -მოხვედი გადარეულო? -მოვედი კიარა მოვფრინდი-დაიწყო ლილემ და ჩანთა დივანზე მიაგდო -სალი სადაა? -აა მეორე გადარეული?სააბაზანოში -აჰ კაი-ლილე სავარძელში მოთავსდა-ანუ ჩემი გოგო შეყვარებულია? -ლილე!-დაიბღვირა ნინი და დაჯდა. -რა არა?-წარბი ასწია ლილემ -ჰო..მაგრამ... -კაი გაჩერდი ეხლა სახეზე გაწერია ყველაფერი -მაინც რა? -ის რომ ბედნიერი ხარ სიხარულო-ოთახში სალი გამოჩნდა -ჰო არა?-გაიღიმა ნინიმ -ნინ ტელეფონია!-თქვა სალიმ - ჰო?მოიცა.. ნინიმ ტელეფონი მოძებნა და უპასუხა -ცოტახანში გამოვალ..ჰო კარგი მაშინ გელოდებით -გეგა იყო ის და იკა მოვლენ და წავალ სასწავლებელში. ლილე ადგილზე აწრიალდა. -ლილე რამე მოხდა? -არა რატო მკითხე? -სახეზე ფერი დაკარგე.. -აჰ არაფერია.-თქვა ლილემ და ფანჯარაში ყურება დაიწყო -ბოლოსდაბოლოს გამაცნობ გეგას-თქვა სალიმ -ჰო გაგაცნობ სალ. ნინიმ ფანჯარაში გაიხედა და სახე გაუნათდა. -აი მოვიდნენ უკვე,მოიცა რეკავს. -ამოდით ცოტახანს -კაი ამოვალთ მაშინ ნინი კარში შეეგება გეგას და გადაეხვია. -როგორ ხარ სიხარულო-წასჩურჩულა გეგამ ნინის -კარგად,ტკბილად დამაძინე გუშინ-უპასუხა ნინიმ ჩუმათ. -ნუ ჰო..იკა ამოვა მალე. ოთახში შეუძღვა .გეგა გოგონებს მიესალმა. -გაიცანი სალი ჩემი მეგობარი -სასიამოვნოა გეგა -ჩემთვისაც.მსმენია კი. ნინიმ სალის მხარი მიკრა და თვალები დაუბრიალა. გეგას გაეღიმა. -ლილეს,უკვე იცნობ -ჰო თუმცა უცნაურად გავიცანი. გოგონებს გაეცინათ. -ლილე გააღე რა კარი იკა იქნება.-გამოძახა ნინიმ ოთახიდან -ახლავე ლილემ თმები გაისწორა სარკეში ჩაიხედა და აღელვებულმა გააღო კარი. კართან იკა იდგა,მაღალი გამხდარი ჯინსებსა და მაისურში.მუქი ფერის თვალებში დაბნეულობა აღბეჭდვოდა.ლილემ კარი ფართოდ გაუღო. -გამარჯობა -გამარჯობა ორივე კართან იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ნინი ოთახიდან გამოვიდა. -იკუშ მოხვედი?ასე რატომ დგახართ-ეჭვით შეხედა ორივეს -არა..ისე..უბრალოდ-დაიწყეს ორივემ -ჰმ.კარგი იკა სალის მიესალმა. -არ წავიდეთ? -კი წავიდეთ -გოგოებო თქვენც წამოდით!-შესთავაზა გეგამ -მე ჯერ არ გავდივარ.-უთხრა სალიმ -ლილე შენ წამო მიდი ადექი.-მიუბრუნდა ნინი -ახლოს ვარ ფეხით გავალ ნინ -წამოდი რა ჯერ მაინც ადრეა -უთხრა იკამ ლილეა. ლილეც დათანხმდა და და ქვემოთ ჩავიდნენ. -ნინ შენ წინ დაჯექი-კარი გაუღო იკამ. -რატო?შენ იჯექი და.. -მიდი დაჯექი იკამ ლილეც დასვა უკან და თვითონაც გვერდზე მიუჯდა. როცა სასწავლებელთან მივიდნენ,გეგამ იკას გასაღები ესროლა -ჩვენ კაფეში შევალთ შენ ლილე გაიყვანე. -კარგი. -მოიცა მარტო ხოარ გავუშვებ ლოლეს-უთხრა ნინიმ როცა მოშორებით იყვნენ -დამიჯერე არაა საჭირო. კაფეში შევიდნენ და დასხდნენ. -მემგონი მივხვდი იკას რაც ჭირს!-თქვა ღიმილით გეგამ და მიმავალ მანქანას თვალი გააყოლა. (მოგეწონათ?..პს შეცდომები მაპატიეთ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.