შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...13...


10-04-2017, 23:41
ავტორი kethrine
ნანახია 1 908

-გეგა!
-სად ხართ ბიჭო? ამომიგდო ამან მხარი, მოკვდა ქოთქოთით-ირონიულად გაისმა გეგას ხმა ტელეფონში
-თქვენ სად ხართ?-ვეღარც ირაკლიმ შეიკავა სიცილი
-კაფისკენ მივდივართ,შემოგვიერთდებით?
-კარგი წამოვალთ-ტელეფონი გვერდით გადადო და ქეთას გახედა, -გეგა და ნინი? აბა რას იტყვი?-თვალი ჩაუკრა ბიჭმა
-ვითომ? არაა.... ნინი არ იზავს-ღიმილით უპასუხა და მხარზე თავი ჩამოადო -წავიდეთ.
-რატომ?
-ო შენ ნინის ჯერ კიდევ არ იცნობ. თავიდან თუ თქვა თეთრზე შავიაო,მერე ვსო-გადაიკისკისა გოგონამ და ორივემ სივრცეს მოავლო მზერა.
ცაზე ნაცრისფერი ღრუბლები ცეკვავდნენ თითქოს, რაღაც სევდით ივსებოდნენ და დაცლას ლამობდნენ,ერთად იკრიბებოდნენ რომ ერთმანეთისთვის გული გადაეშალათ. მომავალში განსაცდელი ტკივილის არიდება უნდოდათ და ერთმანეთს ეფარებოდნენ. შეუმსუბუქებდნენ ტკივილს? ან იქნებ არც ტკენოდათ? იქნებ ერთად უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს და ამ ბედნიერი ცრემლების განაწილებას ცდილობდნენ დედამიწისთვის.
-იკა,წავიდეთ თორემ ვეღარ გავასწრებთ-საყვარლად გადახედა შეყვარებულს
-იქნებ არ მინდა გასწრება? იქნებ მინდა ცხოვრებას მივყვე? -სევდიანი მაგრამ ვნებიანი ხმით წარმოთქვა ბიჭმა
-მაშინ იტიროს ცამ და ჩვენ ვუყუროთ,დავამშვიდოთ- თითქოს ამას ელოდნენო ღრუბლებიც,ტირდნენ... ნელა, პატარა, წვრილი ცრემლებით, არ იყო სიხარულის,მაგრამ არც ტკივილის გამომხატველი. ეს ალბათ სიყვარულის, სიცოცხლისფერი სიყვარულის ფარდა იყო, ირაკლის და ქეთასფერ სიყვარულს ალამაზებდა,ფონს უქმნიდა,ძალას აძლევდა... ხო წვიმას მათი გამხნევება უნდოდა...
-დავანახოთ ღრუბლებს ჩვენი სიყვარული?-კითხა ირაკლიმ და ხელი გაუწოდა გოგონას. ქეთა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა, თუმცა ხელი უყოყმანოდ გაუწოდა და გაყვა...
გაყვა სიმწვანეში...
მწვანეში ჩამალულ სიწითლეში...
თბილ ცრემლებში...
ხელჩაკიდებულებმა ერთად ახედეს ზეცას,რომელიც თავის მარგალიტებს უწილადებდა წყვილს. ხელი წელზე ფრთხილად შეუცურა,ზურგით დაუდგა და ძალიან ნელა გადააწვინა,გოგონამ კისერზე ნაზად აუცურა ხელი,თრთოდა, ბიჭს სახე ახლოს მიეტანა, ერთმანეთის სუნთქვა ეფრქვეოდათ სახეზე,იძირებოდნენ, მაგრამ სად? არ იცოდნენ... მეორე ხელი შეუცურა წელზე, ნელ-ნელა ზემოთ ააცოცა,მკერდის გასწვრივ. მკლავს გადაწვდა, ნელა, ნაზად, სათუთათ, თითქოს გოგონას ყოველ უჯრედის შეგრძნობა უნდოდა. მისი პატარა ხელი, თავის ხელით დაიჭირა, მარჯვენა, წელზე მოხვეული ხელი ოდნავ მოუჭირა, თვალებში დაჟინებიით ჩააცქერდა. რა ჩანდა? ვნება, სურვილი, მონატრება, სხვანაირი მონატრება... უზომო სიყვარული... ფეხები ერთმანეთს ააყოლეს.
ერთი... ორი... სამი...
გოგონამ ფეხები გაშალა,ძლიერმა ხელებმა კი ჰაერში აიტაცაა და დაატრიალა.
მუსიკა? მუსიკა ყველგან იყო,ნაზი ნაცრისფერი ღრუბლების მიერ შექმნილი მუსიკა, წვიმის ნაზი, მელოდიური ხმა. გულში ანთებილი ტანგო, ნაზი ცრემლები ასველებდა და თან ათბობდა წყვილს. წელზე შემოაჭდო ფეხები გოგონამ, მხოლოდ ირაკლის უყურებდა,ირაკლის და წვიმის წვეთებს გრძნობდა. ხელები მამაკაცს მხრებზე დაადო, ისევ თვალები,დაჟინებული მზერა... მზერაში დაჭერილი დაუოკებელი ვნება...
ტრიალი
ერთი... ორი... სამი...
გოგონამ თავი უკან გადააგდო,ხელები გაშალა, ბიჭს მიენდო... ბიჭს და თავის სიყვარულს ენდო. ირაკლიმაც მსუბუქად, ნარნარად დაატრიალა, ნელა აუყვა თავისი ცხელი ხელებით გოგონას ზურგს,ყელზე შეაფრქვია მგზნებარე სუნთქვა,გულის ამოძახილი... ნელა,თავის ტანზე მიკრული დასვა მიწაზე გოგონა,ცალი ხელით დაატრიალა, გოგონამაც თავისი მოხრილი ფეხი,მამკაცის ფეხს მიადო და ორივე ერთად, გვერდით გადაწვნენ,თითქოს ახლა მიწას უწილადებდნენ სიყვარულს, თუმცა არა, ცეკვავდნენ,ერთმანეთის ნაცვლად ცეკვავდნენ,ტრიალებდნენ მაგრამ მიწას არ ეხებოდნენ, მხოლოდ ერთმანეთს. ბიჭის მხურვალე ხელი იგრძნო ფეხზე ამოყოლილი, გააჟრჟოლა,თვალის დახამხამებას ვერ ახერხებდა,არც უნდოდა, ირაკლის სახე ხელებში მოიქცია,კიდევ ერთხელ დატრიალდნენ,ბოლო აკორდიც, ბოლო ტრიალი,გრძნობების პიკი და ანთებული თვალების წვა. ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში,მათი ცხვირები ეხებოდნენ,ტუჩებიც, თუმცა არ კოცნიდნენ...სუნთქვა გახშირეოდათ.. მაგრამ ვნება არ ჩამცხრალა...
-აღარ შემიძლია-წარმოთქვა ბიჭმა და ტუჩებს დააცხრა, სწრაფად და მომთხოვნად, სუნთქვა ვერ შეეძლოთ, თუმცა არც ანაღვლებდათ,ერთმანეთის გარდა არაფერი უნდოდათ... ღრუბლებიც თითქოს ამას ელოდნენო,ფერი იცვალეს და გაფანტვა დაიწყეს, თუმცა ახლა ქეთას თვალებმა ვეღარ გაუძლეს. ობოლი ცრემლი აუკიაფდა და გადმოიღვარა
-ჩემო ცეროდენა, სულის ტკივილამდე მიყვარხარ, არ უნდა გამოვჩენილიყავი,მაგრამ ვერ შევძელი. ვერ გავძელი, მე შენამდე კი არა შენთან მოვედი. მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ. მთელი არსებით მიყვარხარ. ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემიიი,ჩემი გულის ფეთქვა,ჩემი პირადი ანგელოზი-მთელი სახე დაუკოცნა მხურვალე ტუჩებით,ცრემლებიც თავის ბაგეებით შეუმშრალა-არავისთან დაგთმობ, მაგრამ მეშინია,მეშინია სიყვარულის დაცვით შენ არ მოგაყენო ტკივილი, ამიტომ თუ იგრძნობ რომ ჩემგან წასვლა გჭირდება,როგორც არ უნდა გტკიოდეს და გინდოდეს დარჩენა,წადი. მე გაგიშვებ,თუ მეცოდინება რომ შენ ასე უფრო კარგად იქნები,მე გაგიშვებ.
-მე? მე უშენოდ კარგად ვიქნები იკა? არა... შენ არ გესმის რას ამბობ..-ტუჩებზე ნაზად აკოცა უსაყვარლეს ადამიანს და ჩაეხუტა-უსაზღვროდ,უზომოდ მიყვარხარ,ახლაც და მომავალშიც მეყვარები,ახლა კი მადლობა ამ წუთებისთვის-ორივემ ფართოდ გაიღიმა
-სულ დავსველდით-მხიარულად აღნიშნა ირაკლიმ და გოგონას თმები აუჩეჩა
-და ეგ გადარდებს ვითომ?-სასაცილოდ დაიჭყანა ქეთა
-ჩემი სიცოცხლისფერი-გულში ჩაიკრა გოგონა და მანქანისკენ დაიძრა
მანქანასი ჩაჯდომისთანავე ირაკლის ტელეფონი აწკრიალდა.
-გეგა?
-...
-ისევ ჩემთანაა რა ხდება?-აღშფოთება დაეტყო ხმაში
-...
- ახლავე! -ტელეფონი გათიშა და ქეთას მოუბრუნდა.
-ტელეფონი სად გაქვს?-ცდილობდა ლაღად ეთქვა
-რა? სად? რა მოხდა? ტელეფონი გუშინ დილით გავთიშე. რამე ხდება იკა?-ნერვიულობას იწყებდა უკვე გოგონა
-არაფერი გზაში აგიხსნი,ოხ ამის დედაც...ჩემი ბრალია, ჩემი-თითქოს თავისთვის ბურდღუნებდა მამაკაცი და ხელებს ძლიერად უჭერდა საჭეს
-ირაკლი გთხოვ მითხარი-უკვე ემოციებს ვერ აკონტროლებდა
-მამაშენია ცუდად,მაპატიე რა თოჯინა, გთხოვ ჩემი ბრალია,რატომ წამოგიყვანე-თავი გაიქნია დევდარიანმა
-ცუდადაა? როგორ? რატომ?ცუდადაა? მამა ცუდად არის-დაპროგრამებულივით გაიძახდა ქეთა
-კარგი გთხოვ რა, მალე მივალთ,ოღონდ დამშვიდდი. კარგად იქნება. გთხოვ.
-უკვე საავადმყოფოს კარებთან ეყენა მანქანა,სასწრაფოდ გადახტა ქეთა და მიმღებში შევარდა
-უკაცრავად ვახტანგ თვაური როგორაა?ახლა მოიყვანეს,სად შეიძლება ვნახო?-კითხვები დააყარა კომპიუტერთან მჯდარ გოგონას
-დაწყნარდით,ახლავე ვნახავ-ეკრანს მიუბრუნდა გოგონა და რამდენიმე წამის შემდეგ ისევ მიმართა-მეორე სართულზე აბრძანდით და ექიმს დაელოდეთ.
აღარაფერი უკითხავს მაშინვე მეორე სართულზე აირბინა ქეთამ,დერეფანში ნინელიც დაინახა და პირდაპირ მასთან მივარდა.
-დე,რა მოხდა,როგორ არის?
-ექიმს ველოდებით შვილო,სად იყავი,რამდენი გირეკე- თავზე ხელი გადაუსვა შვილს და გულში ჩაიკრა აცრემლებულმა. ქეთამაც ვეღარ გაუძლო ემოციებს და ატირდა. ცოტა მოშორებით იდგა ირაკლი,არ აპირებდა ჩარევას,თავის თავს ადანაშაულებდა მომხდარში. იცოდა რომ რაც შეიძლებოდა მალე უნდა მიეღო გადაწყვეტილება,თუმცა რა,ეს არ იცოდა. ქეთაც და ირაკლიც თავის თავს ადანაშაულებდნენ ცალ_ცალკე. ეშინოდა გოგონას, ძალიან ეშინოდა. ფიქრებში ერთი წამითაც ვერ ივლებდა იმ აზრს რომ მამას დაკარგავდა, ვერ გადაიტანდა, ვერ გაუძლებდა... წუთები საუკუნეებად იქცნენ... ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა ქეთა, ხან ირაკლისკენ წავიდოდა, ხან ნინელისკენ, მაგრამ შვებას ვერ გრძნობდა, ყელში დიდი ბურთი ეჩხირებოდა თითქოს. თითებს ნერვიულად იმტვრევდა. გოგონას ყურებით ირაკლიც იტანჯებოდა,ვინ იცის მერამდენე ღერს ეწეოდა უკვე.
-მინი ინფარქტი აქვს გადატანილი-თქვა დერეფანში გამოსულმა ექიმმა-ახლა მდგომარეობიდან გამოვა,თუმცა ნერვიულობა,სტრესი, გადაღლა არ შეიძლება
-ნახვა შეიძლება ექიმო?- ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს ნინელიმ
-ცოტა ხანში,ახლა დამამშვიდებლები გავუკეთეთ,ექთნები დააკვირდებიან და შეგატყობინებებ ვითარებას, მანამდე დაელოდეთ.
ქეთა დედას მოშორდა და ირაკლისკენ დაიძრა,ძლიერად აეკრა ტანზე, ბიჭმაც რაც შეეძლო ჩაიხუტა და გოგონას სურნელი შეისუნთქა.
-მაპატიე ჩემო გოგო,მაპატიე-სევდიანად ჩაჩურჩულა
-შენი ბრალი არაა იკა,შენი ბრალი არაა,ჩვენ ჩვენსას ვიცავთ. ხომ ასეა? ირაკლი ხომ ასეა?-ხმას აუწია ქეთამ და ბიჭის თვალებს ჩააშტერდა-ირაკლი ხმა ამოიღე, ხომ ვიცავთ და დავიცავთ კიდეც?!-ხმა წაერთვა თითქოს ქეთას
-ხომ მაგრამ სხვისი ცუდად ყოფნის ხარჯზე?-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-დილით ვიჩხუბეთ,ვუთხარი სახლში არ მივალთქო. ალბათ მაგაზე ინერვიულა, ცოტა მეც უნდა დამეთმო. აი ნახავ მამა შემირიგდება,გთხოვ ოღონდ შენ არ... უშენოდ არ...-ხელმეორედ გადმოცვივდნენ ცრემლები გოგონას ლოყებზე
-დამშვიდდი,არა ქეთ,არა... აქ ვარ ჩემო თოჯინა აქ-ახლიდან ჩაიკრა გულში გოგონა.

ვახტანგის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, ქეთაც და ნინელიც თითქოს თავს უკეთ გრძნობდნენ,მესამე დღეს გაწერეს საავადმყოფოდან. თითქოს უხაროდა ქეთასაც მაგრამ რაღაც აკლდა,ირაკლი ეფიქრებოდა, მამაკაცი აღარ ჩანდა ისეთი მგრძნობიარე როგორიც ადრე,აღარ ჩანდა ისეთი ირაკლი. გვერდით ედგა გოგონას თუმცა სხვაგან იყო ფიქრებით.აწუხებდა ბიჭის ასეთი მდგომარეობა თუმცა არაფერს ეკითხებოდა. ელოდებოდა, რომ თავად ეთქვა ირაკლის გულის ნადები.
სახლში გაწერიდან მეორე დღეს ვახტანგმა შვილი იხმო,მამაშვილურად გამოკითხა უნივერსიტეტის ამბები,მოეფერა,ჩაეხუტა...
-ჩემი მამიკო ხარ-თბილი ხმით წარმოთქვა გოგონამ და მწოლიარე მამას ჩაეხუტა
-ჩემი ჯიუტი ხარ შენ-თავზე ხელი გადაუსვა უფროსმა თვაურმა და აკოცა.
-მა ცივი ხელები გაქვს?-გაუკვირდა ქეთას-გაგითბობ... მა გახსოვს პატარები თოვლში რომ ვთამაშობდით,გაყინული ხელებით ამოვდიოდით და აქეთ-იქით ვაქნევდით. მე მაშინვე შენკენ გამოვრბოდი,ლიზა და ნიკა კი დედიკოსთან. თქვენი იმედი ყოველთვის გვქონდა მა,ვიცოდით რომ არაფრის უნდა შეგვშინებოდა არც სიცივის და არც სიცხის...თუმცა-ნაღვლიანი ხმით გააგრძელა ქეთამ-შემდეგ მხოლოდ ჩემი იმედი შემოგჩათ თქვენ. მაპატიე მამი-ცრემლები მოერია გოგონას და უფრო ძლიერად მოხვია ხელები.
-ჩემი იმედი თავიდანვე იყავი და ახლაც ხარ შვილო-თბილი, მონოტონური ხმით განაგრძო კაცმა- მათი დაკარგვით გამოწვეულ სტრესს და ტკივილს შენით მოვერიეთ-ცრემლები აუკიაფდა თვალებში- ამიტომ არ მინდა რკმ ჩვენს ერთადერთ იმედს გული ეტკინოს,დამიჯერე შვილო,მენდე... დიდი ხარ მაგრამ არც იმდენად, რომ ყველაფერს ფიქრობდე
-მა გეხვეწები, არ მინდა ამაზე საუბარი-გააწყვეტინა ქეთამ-შენი ნერვიულობა არ შეიძლება. იცი მაა-გააგრძელა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ- არასოდეს უნდა მოიშორო ის ადამიანი ვისი დანახვაც სახეზე ღიმილს გიბადებს. ჩემთვის თქვენ ხართ ასეთი ადამიანები და ვერცერთის დაკარგვას ვერ შევძლებ. საკმარისი ადამიანები დავკარგე უკვე-ცრემლებმა გოგონას სახის შესწავლა დაიწყეს. მამამისის სხეულზე თავდადებული თიროდა, უფრო და უფრო უმატებდა ტორილს როცა მამამისი სიჩუმით პასუხობდა, ეს სიჩუმე სიტყვებზე მეტის მთქმელი იყო, და ეს ტკენდა, გულს უფლითავდა გოგონას,ტავი ნელ-ნელა აწია და ოთახიდან ისე გავიდა ვახტანგისთვის აღარ შეუხედავს. თავის ოთახში ავიდა ტელეფონზე ნაცნობი ნომერი აკრიფა და მისთვის საყვარელი ხმის მოსასმენად გაინაბა თვალცრემლოანი.
-გისმენ
-იკა,მჭირდები-სევდიანი ხმით მიუგო შეყვარებულს
-დამელოდე
ტელეფონი გვერდით გადადო,სქელი ჟაკეტი ჩაიცვა,ფეხზე კედები მოირგო და გარეთ გავიდა. გზას მიუყვებოდა,სად მიდიოდა არ იცოდა,მაგრამ მთავარი იყო სუნთქვა შეეძლო. მამა ძალიან უყვარდა, არცერთი ეთმობოდა, მართალია აქამდე შეყვარებული არ ყოლია,მოწონებითაც არავინ მოწონდა, მაგრამ იცოდა, რომ არ იყო ირაკლი გატაცება, არც პირველობით გამოწვეული დაბნეულობა და შეჩვევა, მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში, თითქოს ჩქარა აეწყო მათი ურთიერთობაც, მაგრამ ირაკლი ის ადამიანი იყო ვისთვისაც თავსაც გაწირავდა დაუფიქრებლად. მერე რა რომ სუფთა წარსული არ ქონდა, განა ყველას შეგვიძლია პატიება? შეგვიძლია საყვარელი ადამიანის მკვლელს უბრალოდ ვაპატიოთ? და ამის გამო სიყვარულის უფლება აღარ გვქონდეს? რატომ იღებენ სხვის მაგივრად გადაწყვეტილებებს? რატომ არ ფიქრობენ რომ შეიძლება სანანებელი გაუხდეთ? მერე შეცვლიან? დროს უკან დააბრუნებენ? სხვის მაგივრად ცხოვრება ხომ არავის შეუძლია?
ფიქრი ფიქრს ემატებოდა, ათასი აზრი თუ გამოსავალი ებადებოდა გონებაში,მაგრამ ვერცერთი მიდიოდა გულამდე. შორიდან ესმოდა საკუთარი სახელის ექო,რომელიც თანდათან ახლოვდებოდა, თვალები ეხუჭებოდა, მზერა ებინდებოდა,ერთი ადამიანი,ერთი ირაკლი უნდოდა მხოლოდ...
მხოლოდ...
ძლიერი ბიძგი იგრძნო,ვერ დაინახა სახე მხოლოდ ხელები იგრძნო სახეზე, საყვარელი ხელები... გაღიმება ცადა მაგრამ უფრო დაჭყანვა გამოუვიდა. ხელები მაღლა აწია და მთელი ძალით ჩაეხუტა, ბიჭის გულ-მკერდს.ბეჭებზე გრძნობდა დიდი ხელების სიმხურვალეს. იმედით აევსო გული, დამშვიდდა, თითქოს თავშესაფარში იყო მოქცეული,სხეული მოუდუნდა, ღრმად ამოისუნთქა...
-მადლობა ჩემო ბიჭო-მხოლოდ ესღა უთხრა და თვალები დახუჭა.



________________

აჰა... მოვძუგძუგდი მე აქანე იქინე :დდდ
მოკლედ ჩემო გულიანო გოგოებო მაინტერესებს თქვენი აზრი. კარგია?!
როგორც ყოველთვის დიიიიიდიიიი მადლობებიიი და უფრო დიდიიი ბოდიშები. მიხარიხართ და მიყვარხართ მე თქვენ



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია კარგი, ძალიან მომწონს, მჯერა ამათი სიყვარული ბევრ წინააღმდეგობას გაუძლებს

 


№2  offline წევრი kethrine

Chikochiko
კარგია კარგი, ძალიან მომწონს, მჯერა ამათი სიყვარული ბევრ წინააღმდეგობას გაუძლებს

მადლობა ჩემო გოგო გაიხარე... მეც მაგის იმედი მაქვს ❤❤❤❤❤ ვნახოთ აბა
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი LSD

Sakmaod kargi tavi iko magram patara da ar meko mee.amati sikvarulis namdvilad mjera mee da atgamova amati dashorebaa aranairad ❤️❤️ Mikvarxar me shen da mikvars es istoriaa ❤️❤️ Mixaria ro vxedav xolmee kovel dge tuara tge gamoshvebit mainc ❤️❤️ Imedimakvs cudad ar daamtavrebb ❤️❤️ Sakmaod kargad wer daa cudi dasasrulii argindaa raa ❤️❤️ Aba shenici gelodebi shmdegi tavit warmatebebi tkbiloo ❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგია საყვარელო.ირაკლი და ქეთა მეცოდება,განსაკუთრებით ირაკლი.
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი kethrine

LSD
Sakmaod kargi tavi iko magram patara da ar meko mee.amati sikvarulis namdvilad mjera mee da atgamova amati dashorebaa aranairad ❤️❤️ Mikvarxar me shen da mikvars es istoriaa ❤️❤️ Mixaria ro vxedav xolmee kovel dge tuara tge gamoshvebit mainc ❤️❤️ Imedimakvs cudad ar daamtavrebb ❤️❤️ Sakmaod kargad wer daa cudi dasasrulii argindaa raa ❤️❤️ Aba shenici gelodebi shmdegi tavit warmatebebi tkbiloo ❤️❤️

უჰ როგორ მესიამოვნა. . . ჩემო ცქვრიალა გოგო მეც მიყვარხარ... ვნახოთ ბაბი მეც მინდა ერთად დარჩნენ მაგრამ თუ გამოვააა ❤❤❤❤მიყვარხარ და მიხარიხარ მე შენ... ვეცდები ვეცდები ვეცდები

La-Na
ძალიან კარგია საყვარელო.ირაკლი და ქეთა მეცოდება,განსაკუთრებით ირაკლი.

უღრმესი მადლობა ჩემო გოგო... ხო მეც მეცოდება,ვერც სიყვარულს თმობს და ვერც სიტუაციას ეგუება. . . მიხარიხარ ლანა. მადლობა ჩემო კარგო
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent