ამოუცნობი ზარი (1)
მეგობრებთან ერთად ნიუ–იორკის ერთ–ერთ პრესტიჟულ ბარში იჯდა, ვისკს სვამდა და ეწეოდა. ყურებში მუსიკის ხმამაღალი გუგუნი სასიამოვნოდ ესმოდა, მთელს სხეულში იმპულსებს გზავნიდა და სასიამოვნო მუხტს იღებდა. სკამზე მჯდარი ნელნელა არხევდა თხელ და ლამაზ ტანს... ყავისფერი გრძელი თმა უსწორმასწოროდ დაჰყროდა მოშიშვლებულ ზურგზე, ნახევარი მხარზე ჰქონდა გადაფენილი და ამის გამო კარგად ჩანდა მის კისერზე ამოსვირინგებული პატარა ნახევარმთვარე... სიგარეტის ბოლს ფიტვებში ღრმად უშვებდა, მერე ვისკს აყოლებდა, ამას ერთვოდა მუსიკა და სრულ იდილიაში იყო 22წლის გოგონა... ფიქრებიდან მეგობრის ხმამ გამოიყვანა –მივდივართ ჩვენ და რას იზამ? –ვიქნები და მეთვითონ წავალ. გაუღიმა გოგონამ და კიდევ ერთხელ ჩაუშვა ფილტვებში კვამლი.. –საქართველოში დაბრუნებაზე გეკითხები... –აჰჰ.. წამოსვლა გადავწყვიტე! თვალებდახუჭულმა აუწყა მეგობრებს ახალი სასიხარულო ამბავი. –ეგრე რაა... რას გვეჯიუტებოდი... გოგონამ საპასუხოდ მსუბუქად გაუღიმა და სავარძელზე გადაწვა.. სამიოდე წუთის შემდეგ მისი მეგობრები (ორი ბიჭი და ერთო გოგონა) საცეკვაოდ წამოდგნენ... –შეიძლება დავჯდე? უსიმპატიურესი ბიჭი მივიდა მასთან და პასუხს არ დალოდებია ისე მიუჯდა გვერდით. გოგონამ ალმაცერად შეხედა და მოსალოდნელი სანახაობის წარმოდგენისას ცალყბად გაიღიმა –მარტო რატომ ხარ? საუბარი გაუბა მამაკაცმა –ნახევარი საათია მაკვირდები და ელოდებოდი ჩემი მეგობრები როდის წავიდოდნენ., ეხლა მოხვედი და ამ იდიოტურ შეკითხვას იმიტომ მისვამ რომ გამოგელაპარაკო ხომ?! კმაყოფილი მზერით უყურებდა გოგონა დაბნეულ ბიჭს –შენთან ცეკვა მინდა! ბიჭმა ხმა ამოიღო როგორც კი გოგონა წამოდგა, ეს უკანასკნელი ირონიული ღიმილით მიაჩერდა მამაკაცს –ჩემი ყ*ე არ გინდა?! მიხალ გაოგნებულ ბიჭს და ბარი დატოვა... *** გაინტერესებთ ხომ ვინ არის ეს გოგონა? მოდი გავიცნოთ. 22 წლის ნიტა ამირეჯიბი, დაბადებული თბილისში, თხუთმეტ წლამდე სამშობლოში მშობლებთან ერთად იზრდებოდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ დრო გადის, იზრდებიან ბავშვები, უჩნდებათ დამოუკიდებლობის სურვილი და სწორედ ასე აღმოჩნდა ნიტა ამერიკაში, იქ განაგრძო სწავლა, სამი წლის განმავლობაში მშობლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ, იქ წამოიწყეს და დაამკვიდრეს საოჯახო ბიზნესი, მაგრამ დროთა განმავლობაში სამშობლო ყველას თავისთან იხმობს, ამიტომ ერეკლე და ეკატერინე (მშობლები) საქართველოში დაბრუნდნენ ქალბატონი ნიტას გარეშე, რადგან სწავლის დასრულება ამერიკაში მოისურვა. ნიტა ამირეჯიბი ყოველთვის განსაკუთრებული იყო, არა იმიტომ რომ სხვებზე ლამაზი ან მდიდარი იყო, არამედ იმიტომ რომ ხასიათი ჰქონდა რაღაც საოცარი. ამბობენ იშვიათია ადამიანს სულივით ლამაზი სხეული ჰქონდესო ან პირიქით... არ გეტყვით რომ ნიტას შემთხვევაში ასე იყო, რადგან ტყული იქნება, თუმცა მასში იდუმალება უფრო იყო და სწორედ ეს იზიდავდა ხალხს მისკენ... ნიტა იყო გოგონა, რომელიც იღებდა იმას რასაც ისურვებდა, მაგრამ არა მშობლების ან ვინმეს დახმარებით, არამედ საკუთარი ძალებით. მისი ერთხელ ნათქავმი „არა“ იყო გასაგები ყველასთვის, ბუნება ჰქონდა ისეთო რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდი, ვერავინ ვერაფერს უბედავდა, სახის გამომეტყველებით ახვედრებდა ყველას რა ადგილი ეკავათ მის ცხოვრებაში... არ იყო ბანალური.. არ მოსწონდა რომანტიკა და მსგავსი „იდიოტური“ გატაცებები... უყვარს გართობა, მუსიკა, სასმელი, ბილწსიტყვაობა ,სექსი, თავგადასავლები... არასდროს ჰყოლია ერთი და იგივე პარტნიორი ორჯელ და მეტჯერ ხომ მითუმეტეს... რადგან ასეთი იყო არ ნიშნავს რომ უზრდელი, გატუტუცებული ან „ძერსკი“ს შთაბეჭდილებას ტოვებდა, არამც და არამც... ზუსტად იცოდა ვისთან რა, როგორ და რა დოზით ეთქვა... ბიზნესის მართვა წარმატებით დაამთავრა... სხვადასხვა კონკურსიც წარმატებით დაასრულა... არასდროს ლაპარაკობდა თავის პირადზე და კარიერაზე, არავინ იცოდა –მეგობრებმაც კი სად მუშაობდა, ან მუშაობდა თუარა სადმე.. თავს რით ირჩენდა (მშობლების კმაყოფაზე არ ცხოვრობდა)... როცა შეეკითხებოდი გიპასუხებდა –შენი ტრა*ის საქმე არაა! და აქ მთავრდებოდა ლაპარაკი. რამდენჯერმე დაეჭვდნენ კიდეც მეგობრები რაიმე ცუდს ხომ არ აკეთებს რადგან არავს უმხელს გარკვეული ზარების შემდეგ რომ ქრება სად მიდისო, დიახ ასე იყო.. მობილურზე გამოჩნდებოდა ერთი ნომერი რომელზეც არც პასუხობდა ისე უჩინარდებოდა და ღმერთმა უწყის სად ან ვისთან მიდოდა, თუნდაც ღამის სამი–ოთხი საათი ყოფილიყო... *** მიუხედავად იმისა რომ ბარიდან საკმაოდ ნასვამი წამოვიდა, საოცრად იჭერდა თავს, ალბათ ნიჭი ჰქონდა ასეთი, საკუთარი თავის კონტროლი შესაშურად შეეძლო... ასეთივე მდგომარეობაში ჩჯდა თავის შავ, დაბურულ მინებიან BMWში და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს... მანქანაში მუსიკას ბოლომდე აუწია, დინამიკების ხმა გამაყრუებელი იყო, საოცარ ეიფორიაში მყოფი თითქმის ბოლო სიჩქარით მართავდა მანქანას და ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა... დაახლოებით ათ წუთში სახლში მივიდა, ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა ავტომობილი და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით საოცრად მოხდედნილად მიაბიჯებდა და მიარხევდა ტანს, აუზს ჩაუარა და სანამ ბოლომდე გასცდებოდა გიჟურმა აზრმა გაუელვა თავში, არცერთი წამი დასჭირვებია ამ აზრის სისრუეში მოყვანისთვის, ტელეფონი შეზლუნგზე დააგდო, მანქნის გასაღებიც იქვე მიაგდო, აუზთან ახლოს მივიდა, ზურგით დადგა, ხმამაღლა დაიყვირა და გადაეშვა ცივ წყალში... გრძნობდა როგორ დაეხშო ყურები, კანზე ცივის შეხებამ იმოქმედა და ტაომ დააყარა, ერთიანად გამოვიდა სასმელი მისი ორგანიზმიან, სუნთქვაშეკავებული იძირებოდა და არაფერს აკეთებდა სანამ აუზის ფსკერს არ შეეხო, მერე კი თვალები გაახილა, და ზემოთ აცურა, გაღიმებული ამოვიდა წყლიდან. ოდნავ აკანკალებდა მაგრამ არ იმჩნევდა, ტილოს დასწვდა და მოიხვია, რბილი მატერიის შეხება ესიამოვნა და წამით თვალები მინაბა. მობილური შეამოწმა და სახლში შევიდა... აბაზანაში ცხელი წყლის ქვშ იდგა, უბრალოდ იდგა და ერთ წეტილზე ჰქონდა თვალი გაშეშებულოი, არც კი ახამხამებდა. ბუნდოვნად მოჩანდა მის შორეულ წარსულში მომხდარი ამბავი, ფრაგმენტებად აგონდებოდა, წამიერად და ისევ იგივე ტკივილს აყენებდა რასაც მაშინ.. თვალებს მაგრად ხუჭავს და სიბნელეში ეფლობა, ცდილობს მხოლოდ შიბნელეზე მოახდინოს კონცენტრირება, მაგრამ აზუზუნებული მობილური ხელს უშლის.. ონკანს კეტავს, კაბინიდან გამოდის, სააბაზანოს ხალათს იცვამს სველ სხეულზე.. ნომრის დანახვაზე არც პასუხსბს, თიშავს... კარადასთან სწრაფად მიდის, ხალათს საწოლზე აგდებს, საცვლებს იცვამს, მაისურს და შავ შარვალს სველ კანზე ასრიალებს და ზუსტად სამ წუთში უკვე თავის მანქანაშ ზის და ბოლო სიჩქარით მიჰქრის დანიშნულების ადგილას... *** ნიტა კაზინოს შენობაში შედის, კვამლის, ასმლის და ოფლის სუნი უსიამოვნოდ სცემს ცხვირში... საპურფარეშოს მხარეს მიდის, მაგრამ იქ არ უხვევს, გვერდით ჩაშენებული თაროს ქვეშ ხელს ყოფს და ღილაკს აჭერს თითს... სრული სიმშვიდით შედის გამოწეულ კედელში რომელიც მის ზურგს უკან ავტომატურად იკეტება... გოგონამ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა შავ, ჩაბნელებულ დერეფანში და ასევე შავი ფერის კართან დადგა... არ დაუკაკუნებია, არც ნებართვა უთხოვის, სახელი ჩამოსწია და შიგნით შევიდა... დიდი ოთახში მხოლოდ ერთი დიდი მრგვალი მაგიდა იდგა ზუსტად შუაგულში და მის თავზე სანათი რომელიც მხოლოდ ოთახის ამ ნაწილს ანათებდა, მაგიდასთან გაბედულად მივიდა ნიტა, არავინ იყო იქ მის გარდა, მაგიდაზე დადებულ შავ პორტფელს მიუახლოვდა, იქვე არ გადაუშლია, უბრალოდ ხელში დაიჭირა და იგივე მიმართულებით რომლითაც შემოვიდა, უკან დაბრუნდა. მანქანა დაქოქა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გადააყენა, სალონში შუქი აანთო და კაზინოდან წამოღებული ნივთი ხელში აათამაშა, მერე გადაშალა: „რაიან ნიკოლსონი!“ მხოლოდ ეს ორი სიტყვა და გვერდით 30 წლამდე მამაკაცის ფოტო იყო რომელიც მის პოტენციურ გარეგნობას წარმოადგენდა... ნიტამ საბარგულიდან დიდი ჩანთა ამოიღო, რომელშიც ლეპტოპი და რამდენიმე იარაღი იდო... კომპიუტერში საჭირო ინფორმაცია მონახა,ტყავის ხელთათმანი მოირგო და კამყოფილი აღიჭურვა სასურველი იარაღით... მანქანა ისევ გზაზე გადავიდა მერე კი ჩაბნელებულ ქუჩებს შორის გაუჩინარდა... *** დაახლოებით 3 საათზე გაეღვიძა ნიტას და ყურებში უსიამოვნოდ ჩაესმა კარებზე ზარის ხმა.. წამოიზლაზნა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს –აქამდე უნდა გეძინოს გოგო? ერთი მეორეს მიყოლებით შემოლაგდნენ მისი მეგობრები ( დანიელი, თორნიკე და კესო (ბარში რომ იყვნენ აი ისინი)) –ნუ ატ*აკებ! დაუღრინა ნიტამ –ბარგი ჩაალაგე? კესოს უკვე მოესწრო ყავის დადგმა სამზარეულოში და იქიდან დაბრუნებული ეკითხებოდა მასპინძელს –ხო მანქანაში დევს...დაამთქნარა და აჩეჩილი თმა ხელით გაისწორა –სად მოასწარი ამდენი... ჩაიცინა თორნიკემ –იმდენ რამეს ვასწრებ არც დაგესიზმრება... ორაზროვნად ჩაილაპარაკა და გაეღიმა –აუ ჩართეთ რა ტელევიზორი გავიგოთ რა ხდება საქართველოში... ამჯერად დანიელი ჩაერთო ლაპარაკში.. ნიტამ ტელევიზორის პულტი გაუქანა მეგობარს... რამდენიმე წუთში კი საინფორმაციოს სპეციალურ გამოშვებას ადევნებდნენ გასუსულები თვალყურს „დღეს დილას საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ცხნობილი ბიზნესმენი რაიან ნიკოსლონი, მკვლელობის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია მკვლელის ვინაობაც.. მიმდინარეობს გამოძიება“ სამი პირდაღებული და ერთიც კმაყოფილი სახით მომზირალი ადამიანი სიტყვას ვერ ძრავდა მომხდართან დაკავშირებით... *** როგორც შეგპირდით ახალი ისტორიით დავბრუნდი... იმედია მოგეწონებათ.. ველი თქვენს შეფასებებს ჩემო თბილებო <3 პ.ს. ფოტოზე ნიტაა ზურგით და მისი მთვარის ტატუთი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.