შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (ნაწილი 1)


11-04-2017, 18:52
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 777

პროლოგი

როცა თამაშში გიწვევენ, უარს ვერ იტყვი, თორემ მოგკლავენ. როდესაც თამაში იწყება, უკან ვეღარ ბრუნდები. თამაში მანმადე გრძელდება, სანამ მას არ იპოვი, ან არ მოგკლავენ.
თამაშში მხოლოდ ორი გზაა, მოკვდი ან მოკალი.
როგორც არ უნდა ცადო სხვა გზას ვერ იპოვი. მაგრამ შეიძლება გაგიმართლოს და თამაშში არც კი მოხვდე, იქ მარტო მიწვევით არის, ხოლო თუ ადამიანი ძალიან განსაკუთრებულია, მას მოსაწვევსაც არ უგზავნიან, იტაცებენ და სამ თვიან ტატუს უკეთებენ, რომელიც აღნიშმავს რომ ის უკვე თამაშობს.
მონაწილე ვერ გაიქცევა და ვერ დაიმალება, თორემ მის ოჯახს ამოხოცავენ, მას კი მაინც იპოვიან.
ხელისუფლება თამაშის წინაშე უძლურია, ამიტომ ისინი აღარც ცდილობენ.
თამაშის ორგანიზატორები მოთამაშის სკოლას იარაღებს და მოათამაშის ინფორმაციას უგზავნიან, სკოლა ვალდებულია, მოთამაშეს იარაღები გადასცეს და დაეხმაროს შეძლებისდაგვარად.
უმეტესად მოთამაშეები კვდებიან. მთლიანი თამაში კი პირდაპირი ეთერით ტელევიზიაში და ინტერნეტში გადის, ყურება სავალდებულო არ არის.
თამაშს თავისი წესები აქვს.
1. თუ მოთამაშე იმარჯვებს მას ერთ, ნებისმიერ სურვილს უსრულებენ.
2. თუ მოთამაშე თამაშზე უარს ამბობს მაშინ მისი ნაცნობობა უახლოესი ერთი საათის განმავლობაში კვდებიან.
3. თუ ადამიანი დაატატუირეს მას გაქცევის შესაძლებლობა არ აქვს, ის ტატუს გაკეთებიდან უკვე თამაშობს.
4. იმისთვის რომ მოთამაშემ გაიმარჯვოს უნდა მოკლას/ დაჭრას ორგანიზატორებიდან რამდენიმე და იმ ჯგუფის ლიდერს მიაგნოს, უმჯობესია ჩხუბში თუ დაამარცხებს.
თამაში კი მარტივია. შენ აგირჩიეს, მაშინ მეორე დღიდან-ერთი კვირის ვადაში შენს სკოლაში იარაღებს აგზავნიან მითითებებით, იქიდან სამი დღის მანძილზე კი შენზე ნადირობა იწყება. თამაშის ორგანიზატორები შენთან აგზავნიან ჯგუფს, რომლებსაც მონადირეები ეწოდებათ, ისინი იმალებიან და შენს მოკვლას ცდილობენ, შენ კი უნდა გადარჩე თან ისინიც დაჭრა ან მოკლა. შემდეგ კი ჯგუფის ლიდერი იპოვო, რომლის პოვნაც არაა ადვილი, უნდა დაამარცხო, შემდეგ კი ეს თუ გამოგივა შენ სურვილს გისრულებენ. მაგრამ შეიძლება სურვილის ასრუ;ების შემდეგაც მოგკლან.
დღეს-დღეისობით უკვე 249 თინეიჯერმა მიიღო მონაწილეობა ამ თამაშში, მოსახლეობა შიშის ქვეშ არის, ხელისუფლება უძლურია, გარეგანი ძალებიც კი ვერაფერს ვერ ახერხებენ. თამაში ყველაფერზე და ყველაზე ძლიერია. თამაში უკვე სამი წელია არსებობს და ამ დროის მანძილზე მხოლოდ 25-მა მონაწილემ მოახერხა სურვილის ასრულება, აქედან კი მხოლოდ 15 გადარჩა.
თამაშს რაიმე განსაკუთრებული სახელი არ აქვს, ამიტომ მას უბრალოდ თამაშად მოიხსენიებენ.
თამაშში მონაწილეობენ 15-დან 19-მდე ასაკის მქონე თინეიჯერები, და ირჩევენ არა ყველას, არამედ განსაკუთრებულებს. იმის და მიუხედავად რომ ალბათ მოკვდები თუ თამაშისთვის აგირჩიეს, ეს მაინც პატივია. რადგან მიიჩნევა რომ თუ შენ თამაშში მოხვდი ანუ განსაკუთრებული ხარ, ჭკვიანი, ძლიერი, მოხერხებული.
თამაში მხოლოდ ელიტისთვისაა, სადაც ყველა ვერ მოხვდება.
მიიჩნევა რომ რაც უფრო ძლიერია მოთამაშე, მით უფრო ნაკლები არის შანსი რომ ცოცხლას დატოვებენ, ასევე ცნობილია რომ ტატუირებული ადამინებიდან ჯერ არავინ არ დარჩენილა ცოცხალი, იმ მიზეზის გამო რომ მათ ურთულესი ამოცანები ქონდათ, რისგანაც გადარჩენა შეუძლებელი იყო.
თამაში მარტივია, თამაში ელიტისთვისაა, თამაში სასიკვდილოა, სადაც ყველა დანარჩენ წესზე მეტად ერთია მნიშვნელოვანი.
მოკალი ან მოკვდი.



1. თავი პირველი

-კიდევ ერთი მოკვდა.
-სახელი გახსოვს?
-ელენე, გვარს ვერ ვიხსენებ, ლამაზი გოგო იყო, მაგრამ თამაშისთვის არ იყო განკუთვნილი.
-ალბათ სილამაზის გამო.
-ხო.
ხალხს ვუსმენ რომელიც ჩემ გარშემო თამაშის კიდევ ერთ მსხვერპლზე ხმადაბლა ლაპარაკობენ და თავს ვაქნევ. ისე ლაპარაკობენ თითქოს ყველაფერი იცოდნენ, თითქოს წარმოუდგენიათ ის შიში და უბედურება რაც იმ გოგოს გადახდა.
კი ის თავისი სილამაზის გამო მიიწვიეს, მაგრამ არა მარტო ამიტომ. თამაში უცნაური პრინციპით მოძრაობს და არსებობს, ის ყველას იწვევს, განსხვავებულ ადამიანებს, მაგრამ ყველა რაღაცით განსაკუთრებული უნდა იყოს. გამორჩეული.
ელენეს არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე გადმოცემით ბევრი რამ ვიცი, ვიცი რომ ძალიან ლამაზი იყო, რომ იყო ხალხის დამცირების შემთხვევებიც, და ისიც ვიცი რომ სილამაზის გარდა სხვა არაფერი არ აქვს.
თამაში ორ კატეგორიას იწვევს, ელიტას და ელენესნაირებს, ვისაც თავი ელიტად მიაჩნიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე ჯგუფში ხალხის ნაკლებობაა, თამაშის მიუხედავად მაინც ყველას უნდა რომ ელიტაში ეწერებოდეს.
ყველას, ჩემ გარდა.
რაც თავი მახსოვს ელიტას გავურბივარ, გავურბივარ მის ამპარტავნულ საზოგადოებას და ხალხს, რომლებსაც თავი სხვებზე მეტი მიაჩნიათ.
-მოდიხარ? -მარი მეძახის და მეც თავს ვუქნევ, სკოლის დერეფნებში ჩუმად მივდივართ და ხმას არცერთი არ ვიღებთ. მისკენ თვალს ვაპარებ და ვათვალიერებ, ჯერჯერობით ჩვენი სკოლიდან არავინ არ წაუყვანიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ ვიცნობდით ხალხს ვინც მიყავდათ.
მარის დაღლილობისგან თვალის უპეები ჩაშავებული აქვს, შოკოლადისფერი თვალები კი ჩამკვდარი და ფერდაკარგული, რაღაცნაირად გახუნებული. გრძელი მუხისფერი თმა კი გაბურძგნული და დაუვარცხნელი, სახე გაფითრებული და ფერდაკარგული.
-კარგად ხარ? -ვეკითხები ჩუმად ის კი თავს აქნევს და ცრემლებს ჩუმად ყლაპავს. -მარი...
-უყურე? -მეკითხება ხმადაბლა და თავს აქნევს. -ნახე რა გაუკეთეს? -თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ის კი ლაპარაკს აგრძელებს. -აწამეს, დაჭრეს, და ბოლოს უგულოდ მოკლეს. -ცრემლებს ვეღარ იკავებს და გზას უთავისუფლებს. მარის ვეხუტები და ვცდილობ რომ ჩემი გრძნობები არ გამოვაშკარავო.
-მარი, ის მიიწვიეს. -ვეუბნები ხმადაბლა, რადგან ვიცი რასაც ფიქრობს, რატომ წავიდა. -ის ვერ დარჩებოდა, მაშინ ყველას იგივე ბედი ელოდა. მას სხვა გზა აღარ ქონდა. -მარი თავს მიქნევს, მაგრამ ვიცი რომ არ მისმენს. არც მიკვირს, მე ბოლომდე ვუყურე, მაგრამ ვიცი რომ მარიმ იგივე ვერ შეძლო, როგორც ბევრმა სხვამ. ბოლომდე მარტო ერთეულები თუ უყურებენ.
-შენი აზრით ჩვენი სკოლიდანაც იქნება ვინმე?
-იმედია არა.
-შეიძლება სასაკლაო მოაწყონ.
-იქნებ გაჩუმდეთ?! -ვუყვირი ბავშვებს რომლებიც ჩვენ გვერდით მიდიან და იდიოტურად მსჯელობენ, ყველა ისე იქცევა თითქოს ვიღაც ეცოდებათ, ამ დროს კი გულში ღმერთს მადლობას უხდიან რომ ეს ისინი არ არიან.
ბუზღუნს იწყებენ, მაგრამ გვშორდებიან და ჩუმდებიან. არ არის სასიამოვნო როცა ყველა ამაზე ლაპარაკობს, ვიცი რომ ყველა ცუდად ხდება, მაგრამ ისიც ვიცი რომ ვერ ჩუმდებიან. ბევრი ლაპარაკი კი მათ მოკლავთ.
-მარ, წამო მალე დაიწყება გაკვეთილი. -მარი თავს მიქნევს და მეც საკლასო ოთახისკენ მიმყავს.
***
ბავშვებს ვუყურებ, ყველანი ჩუმად არიან და ხმას არცერთი არ იღებს, ყოველთვის ასე ხდება როცა ვინმე კვდება, ცდილობენ სიჩუმით გადმოცენ თავიანთი პატივისცემა. მათ მცდელობაზე მეღიმება, ისინი მართლა განიცდიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
-როგორ ხართ? -სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მირანდა გვეკითხება და თითოეული ჩვენგანის სახეს აკვირდება.
-ჩვენ? კარგად. -ანა ჩუმად პასუხობს, და თავის გრძელ ღია ყავისფერ თმას უკან იწევს, ყავისფერ თვალებს კი მასწავლებელს ანათებს. -უბრალოდ ვერ ვხდები ასე რატომ ხდება.
-ან ხელისუფლება რატომ არ აკეთებს არაფერს? -კითხულობს გაბრაზებული ლუკა და ფეხზე დგება. -ბოლოსდაბოლოს რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს ან გაგიჟდეს რომ იპოვონ და დაააკავონ მონადირეები?
-შენ რა გგონია არ ეძებენ?- ზუკა ჩუმი ხმით კითხულობს და ფეხზე დგება, თვალები ჩაშავებული და ჩასისხლიანებული აქვს. - უბრალოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ, იციან მაშინ რაც მოხდება. თამაშის ორგანიზატორები აკონტროლებენ ყველაფერს, ისინი რჩეულები არიან, მათი დაჭერა ადვილი არ არის, შეუძლებელია.
თავს ვუქნევ, მართალია, შეუძლებელია ისინი დაიჭირონ ვისიც ასე ეშინიათ.
-შეუძლებელი რატოა?! -ლუკა არ ჩერდება და აგრძელებს. -უბრალოდ არ უნდათ რომ გააჩერონ.
-შენ რას იზამდი იმათ ადგილას? ისინი აკონტროლებენ ქვეყანას. -ზუკაც ყვება კამათში და მე ვითიშები.
ორივე მართალია, არანაირი მიზეზი არ არის რატომ ვერ უნდა დაიჭირონ, მაგრამ ასევე შეუძლებელია მათი დაჭერა. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და ისევ მათკენ ვიყურები, ტყუილად კამათობენ, ამას აზრი არ აქვს.
-კესი. -ჩემი სახელის გაგონებისას თავს მაღლა ვწევ და მასწავლებლისკენ ვიხედები. -შენ რას ფიქრობ ამაზე? -მეკითხება და წარბს მაღლა წევს, ვიცი რომ ჩემი უკმაყოფილო გამომეტყველება დაინახა როცა მათ ვუსმენდი.
ფეხზე ზანტად ვდგები და მისკენ ვიხედები, შემდეგ კი მზერა სხვებზე გადამაქვს, ყველანი მიყურებენ თითქოს ელოდებიან რაიმე იდიოტობას როდის ვიტყვი, როდის დავამშვიდებ ყველას და გავამხნევებ როგორც ხშირად ვიქცევი ხოლმე, მაგრამ დღეს მათ ვეღარ მოვატყუებ.
-აზრი არ აქვს. -ვიძახი ხმამაღლა და გარკვევით. მასწავლებელი წარბებს მაღლა წევს და მანიშნებს რომ გავაგრძელო. -ამაზე კამათს აზრი არ აქვს, ფაქტი ისაა რომ მათ ვერ იჭერენ, მე და თქვენ კი ამას ვერ შევცვლით, ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში, და მნიშვნელობა არ აქვს როგორ შევეცდებით. -თავს ვაქნევ და ვცდილობ მთქნარება შევიკავო. -შეგვიძლია ვიდგეთ და მთელი გაკვეთილი ამაზე ვიკამათოთ თუ რატომ არ არიან ისინი დაჭერილები და დასჯილები, მაგრამ ამის აზრი მითხარით? ამით მაინც არაფერი არ შეიცვლება და უბრალოდ ისედაც დაძაბულ ნერვებს უარესად მოვიშლით. ჩვენ მათ სისტემის წინააღმდეგ უძლურები ვართ, რადგან სიკვდილის გვეშინია, ისინი კი ჩვენივე შიშს ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ.
ვამთავრებ ლაპარაკს და ჩემს ადგილზე ვჯდები. მთელი კლასი დადუმებულია და ჩავიფქრებული, გარსემო ვიყურები და კლას ვათვალიერებ, თვალში კი საბოლოოდ მაინც კამერა მხვდება რომელიც ყველას გვათვალიერებს, ვიღიმი და ხელს ვუქნევ, ვიცი რომ რაღაცნაირიად ისინი გვიყურებენ და გვსწავლობენ, ასე არჩევენ კანდიდატებს და ეჭვი მაქვს რომ ისინი ამ წამს მე მიყურებენ.
-კესი, მართლა მასე ფიქრობ? -მარი ხმადაბლა მიყურებს, თვალები კი უწყლიანდება, მე კი თავს ვუქნევ, აღარ ვაპირებ მათ მოტყუებას.
-აზრი მითხარი. -ვიძახი ხმადაბლა, მაგრამ ვიცი რომ ჩვენ ლაპარაკს ყველა უსმენს. -თავს რაც უფრო დიდხანს მოვიტყუებთ იმედი უარესად გაგვიცრუვდება. -მარი თავს მიქნევს და ხმას არცერთი აღარ ვიღებთ.

***
-კიდევ ერთია! -ყვირის ერთერთი ბავშვი დერეფანში და ყველანი ტელეეკრანებისკენ იწყებენ სირბილს, მეც მათ მივყვები. ყოველ სართულზე ტელვიზორი გვაქვს იმისთვის რომ მათ ვუყუროთ, და გავამხნევოთ.
ეკრანებიდან 17 წლის ბიჭის სახე გვიყურებს, შეშინებულია, თვალები კი აცრემლებული აქვს. თავიდან ასეთებზე ყველა იცინოდა, დაცინოდნენ რადგან ტიროდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ნორმალური გახდა, ტირილი სირცხვილი აღარ არის.
ეკრანის კუთხეში ბიჭის პირადი მონაცემებია და კითხვას ვიწყებ, მინდა გავიგო ვინ არის, მაგრამ როგორც ყოველთვის გვარი არ წერია, გვარს არასდროს არ იძახიან.
დათუნა, 17 წლის. მიწვეული
ბიჭს, დათუნას ვაკვირდები და მის შესწავლას ვიწყებ. მაღალია, გამხდარი და კარგი აღნაგობის, სპორთსმენი უნდა იყოს, ალბათ უფრო ფეხბურთელი. გრძელი, უკან კუდად შეკრული ჩალისფერი თმა აქვს, და დიდი ნისლისფერი თვალები, სწორი, მოკლე ცხვირი და თხელი, ვარდისფერი ტუჩები.
-მოკლავენ? -კითხულობს ანა ჩემ გვედზე, მაგრამ მისკენ არც ვიყურები, ეს იდიოტური კითხვაა, როდესაც პასუხი შენითაც იცი. ანას არავინ არ პასუხობს და ყველანი ეკრანს უყურებს.
-რაზე ფიქრობ? -ჩემ გვერდით ბექა დგება და ხმადაბლა მეკითხება. ბექა ჩემი მეგობარია, რომელიც წელს გავიცანი. ოდნავ გრძელი, შავი ხუჭუჭა თმა, საშულო ზომის ცხვირი, მომწვანო თვალები, და წითელი მოსქელო ტუჩები აქვს. შავი სათვალეების ზემოდან მიყურებს და ჩემს შესწავლას ცდილობს.
-თამაშზე. -ვპასუხობ ხმადაბლა და ეკრანს ვუყურებ, ჯერ დათუნას დროს აძლევენ რომ გეგმა მოიფიქროს, ზუსტად ორ წუთს, შემდეგ უკვე მოქმედებას იწყებენ. დათუნდა კი დგას და ტირილს იწყებს. მის სკოლელებზეც ვბრაზდები, ხშირად არის ხოლმე რომ მოთამაშის გარდა სხვებიც კვდებიან და შავდებიან ხოლმე, ის კი სკოლიდან გამოაგდეს, გახსნილ ადგილას რომ ადვილი სამიზნე გახდეს. მაგრამ მონადირები მასე არ თამაშობენ, მათ თავიანთი მსხვერპლის წვალება უყვართ, ნადირობის გაწელვა კი მათი საყვარელი საქმიანობაა. მათ მოთამაშე ჭკუიდან გადასვლის ზღვარზე მიყავთ, ისინი მას აგიჟებენ.
სროლა იწყება, მაგრამ დათუნას არ ესვრიან, ტყვიები მის ფეხებთან ცვივა და აფრთხილებენ რომ გაიქცნენ. მონადირეები გართობას იწყებენ.
-არ ჯობია პირდაპირ მოკლან? -ვკითხულობ გაღიზიანებული. ბექა ჩემკენ იყურება და თავს აქნევს, მის თვალებში სევდას და თანაგრძნობას ვამჩნევ.
-ისინი მას შანს აძლევენ. -იძახის ჩუმი ხმით. -უნდათ რომ გადარჩეს, მაგრამ ამისთის მას ბრძოლა მოუწევს.
-ის კი თავის შანს კარგავს. -ვიძახი ხმადაბლა. -იდიოტობაა, თუ შანსი გაქვს უნდა გამოიყენო.
-შენ იქ არ ხარ, და არ იცი რას გრძნობენ. -ბექა მათ დაცვას იწყებს, მაგრამ მე ვაჩუმებ ხელის აწევით.
-არ ვიცი, მაგრამ წარმომიდგენია. -ხმა ყინულივით ცივი მაქვს. -ის შანს უშვებს ხელიდან და სიკვდილზე აწერს ხელს ისე რომ არც იბრძვის. მე ვიბრძოლებდი.
-შენ იქ არც გაგიწვევენ. -ბრაზი აშკარად იგრძნობა მის ხმაში, მაგრამ ყურადღებას რა ვაქცევ. -შენც შეგეშინდებოდა, მაგრამ შენ არ გაგიწვევდნენ, არ გეწყინოს, მაგრამ ის ელიტის წევრი იყო. შენ ელიტა არ ხარ, ელიტა არც მე ვარ.
-აქ ელიტობა არაფერ შუაშია. -ვიძახი ხმადაბლა. -აქ ისაა მთავარი ვინ შეიძლება გაწირონ ან ვინ შეიძლება გადარჩეს. -თავს ვაქნევ და ვაგრძელებ. -ისინი ან კანდიდატებს ეძებენ, ხან კიდე უბრალოდ ერთობიან. ეს გართობაა, დიდი ხანია კანდიდატი აღარ უძებნიათ.
-ბევრს ხომ არ ლაპარაკობ? -ჩემს უკან ვიღაც ჩურჩულს იწყებს. -შენ არ იცი ეშინიათ თუ არა, არ იცი რას გრძნობენ. -მეც და ბექაც მისკენ თვალებგაფართოებულები ვიყურებით, რადგან ვერ გავიგეთ ჩვენ უკან როდის დადგა. -შენ რას იზამდი იქ რომ მოხვედრილიყავი?
-პასუხი მარტივია, ვიბრძოლებდი. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩ.- შეიძლება ვერ მომეკლა, რადგან ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ვიბრძოლებდი.
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხება უცნობი და თვალებში მიყურებს. მის გამოხედვაზე ბურძგნის და მაკანკალებს, მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო და მის მზერას გავუძლო.
-ამას აზრი აქვს? -ლაპარაკში ბექა ერთვება, ის საგრძნობლად ფითრდება უცნობის გამოხედვაზე და ენის ბორძიკით აგრძელებს ლაპარაკს. -ისინი კე...კესის მაინც... მაინც ა...არ მი...მიი...მიიწვევენ.
მის რეაქციაზე თვალებს ვატრიალებ და ისევ ეკრანისკენ ვიხედები, ისე რომ უცნობს ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ მის გამყინავ მზერას ზურგზე ისევ ვგრძნობ.
ეკრანზე დათუნა დარბის, თოფს აქეთ-იქით ატრიალებს და ბრმად ისვრის, ის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ შიში აბრმავებს, ტყვიები ზუზუნით მიდის მის გარშემო, მაგრამ მას არ ხვდება. ამას ძალით უკეთებენ რომ ჭკუიდან შეშალონ, რომ იმედი ჩაუსახონ. ის რომ დატატუირებული ყოფილიყო მაშინ ასე ადვილად არ იქნებოდა არაფერი. უკანასკნელი ტატუირებული ერთი წლის წინ იყო.


----მოგონება-----
ანნა-მარია, 19. ტატუირებული.
ანნა-მარია, წინ იყურება და ცდილობს რომ შიში არ დაეტყოს, მაგრამ ხელები მაინც უკანკალებს. ქერა თმა უკან აქვს გადაწეული, მწვანე, ტყისფერი თვალები კი შიშისაგან დაბინდული აქვს. გამხდარია, მაღალი და სპორტული აღნაგობის, ტუჩები სქელი და სისხლისფერი აქვს, ოდნავ დამსკდარი. სახეზე კი ფერი აქვს დაკარგული.
-გადარჩება? -ყველას ეს კითხვა გვაწუხებს, ის ერთადერთი მოთამაშეა ვინც ამდენ ხანს გაძლო, უკვე სამი სააათია გასული, მან ერთი მონადირე დაჭრა, და უამრავ ტყვიას გადაურჩა, რომლებიც მის მოსაკლავად იყო მომართული.
მხარზე ნატყვიარი აქვს და სისხლი სდის, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს, თვალებში შიში და იმედი აქვს, ეს ორი გრძნობა კი ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ ორივე სასიკვდილოა. ამ შემთხვევაში მას ორივე მოკლავს. შიში გონებას დაუბინდავს, როდესაც იმედი მოადუნებს. არ ვიცი ამ შემთხვევაში რომელი არის უარესი, მაგრამ ფაქტი ისაა რომ მას ორივე მოკლავს.
ტყვიები მის სახესთან ზუზუნით მიდის, ის კი თავის P-9-ს გულზე იხუტებს, იცის რომ ეს მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. შარვლის ქამარში M9 აქვს ჩაჩურთული და ცდილობს ისე იაროს რომ დანის ბასრი პირი ფეხში არ გაირჭოს.
ანნა-მარია სირბილს აგრძელებს, თან იმ მიმართულებით ისვის საიდანაც ტყვიბი მოდის, მაგრამ, უშედეგოდ. როდესაც ვინმე მონადირე იჭრება მწვანე მაშხალას ისვრიან, ჯერჯერობით კი მხოლოდ ერთი მწვანე მაშხალა გაისროლეს.
-იმედია გადარჩება. -მარი ხმადაბლა ჩურჩულით იძახის და მეც თავს ვუქნევ. იმედი მაქვს მართლა გადარჩება.
ანნა-მარია უკან იყურება, და მაგ წამს წყდება მისი ბედი, როდესაც მის თვალებში იმედის ნაპერწკალს ვამჩნევ, ის დუნდება და ზურგში M11ხვდება, ინფაქტისგან წინ იხრება და ძირს ეცემა, მის უკან კი ჯგუფის ლიდერი დგას, სახეზე შავი ნიღაბი უკეთია, მაგრამ ვგრძნობ როგორ იღიმის სადისტურად.
ანნა-მარია გადაბრუნებას და ადგომას ახერხებს, თვალებს აფახუნებს და ცდილობს რომ გაარჩიოს ის ვინც მის წინ დგას.
-დასასრულია? -ანნა-მარია პირველად იღებს ხმას და ჩუმად კითხულობს. მასკიანი კი თავს უქნევს და თავის იარაღს იმარჯვებს. ანნა-მარია ხველაბას იწყებს და შემდეგ ბლანტ სისხლს აფურთხებს. -შეგიძლია სწრაფად გააკეთო? -ნიღბიანი თავს უქნევს და ანნა-მარიას ესვრის.
----მოგონების დასასრული-----
მახსოვს მაშინ თვალები დავხუჭე, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ეს იქიდანვე ვიცოდი როგორც კი მის თვალებში იმედი დავინახე, იმედი იმის რომ გადარჩებოდა. ახლაც როდესაც დათუნას ვუყურებ იგივე იმედს ვხედავ, თავს ვაქნევ და დაბლა ვხრი.
მისი ბედი გადაწყვეტილია. თვალებს ვხუჭავ და გასროლის ხმაც მესმის. ჩემ გარშემო ყველას შეძახილები ხდება და დაბლა იყურებიან, ზოგი მდუმარე დგას, ზოგი ტირის, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს.
ჯგუფს ფრთხილი ნაბიჯებით ვშორდები და კედელთან მარტო, ჩუმად ვდგები, სახეზე უემოციო ნიღაბი მაქვს აკრული და ვცდილობ არაფერი არ შევიმჩნიო.
-ისეთი სახე გაქვს თითქოს იცოდი რომ ასე მოხდებოდა? -ჩემ გვერდით იგივე უცნობი დგება და მიღიმის. ახლა უფრო წესიერად ვიწყებ მის შესწავლას, ტიპიური კაი ბიჭი. დაბალზე გადახოტრილი ყავისფერი თმა, ნახევრად მოჭუტული ყავისფერი თვალები, ოდნავ სქელი ალუბლისფერი ტუჩები, გრძელი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, რომელიც გატეხილს გავს. შავი ბეისბოლკის მოსაცმელი და შავი ჯინსები აცვია.
-ვინ ხარ? -ვეკითხები დაუფარავად და პირდაპირ. ზუსტად ვიცი რომ არასდროს არ მინახავს, ჩვენი სკოლა კი იმდენად პატარაა რომ ყველას ვიცნობდე. -პირველად გხედავ.
-დღეს გადმოვედი. -მეუბნება. ღიმილი უდიდდება და ჩემკენ უფრო ახლოს იწევა. მის თბილ სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და თავს აწითლებისგან ძლივს ვიკავებ.
-კესი. -ნიკასკენ და ბექასკენ ვიყურები. ნიკა საშუალო სიმაღლისაა, ქერა და ყავისფერ თვალებაა. თხელი ვარდისფერი ტუჩები და პატარა აპრეხილი ცხვირი აქვს. ნიკასკენ უცნობიც იყურება და პირდაპირ თვალებში უყურებს. -იცნობთ ერთმანეთს?
-არა. -ვპასუხობ და ისევ უცნობისკენ ვიხედები. -შენ?
-ჩვენი ახალი კლასელია. -იძახის ნიკა. ბექასკენ ვიხედები ის კი მხრებს იჩეჩავს. -ბექას ტყულად უყურებ. გუკას და მათეს ელაპარაკებოდა მაგ დროს. -თავს ვუქნევ და ისევ უცნობისკენ ვიხედები.
-კაი. -ვიძახი და ბიჭებისკენ მივდივარ. -მოხდა რამე?
-იმის გარდა რომ იმ ნაბი*ვრებმა ისევ მოკლეს? -ნიკა გაბრაზებული იწყებს ლაპარაკს. -არა, სხვა არაფერი.
-ნუ სწერვობ. -სისინა ხმით ვიძახი და სიარულს ვარგძელებ. -მარი უნდა ვიპოვო, მოგწერთ მერე.
ამ სიტყვებით ბიჭებს ვშორდები და სიარულს ვაგრძელებ. მარი უნდა ვიპოვო და დაველაპარაკო, ვიცი რომ ეს ჭირდება. მისთვის არ არის ადვილი უყუროს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ადვილი არც ჩემთვისაა. ჩვენ შორის კი ის განსხვავებაა რომ მე არ ვაძლევ ჩემს ემოციებს იმის უფლებას რომ თავი გამოაჩინონ. დიდი ხნის წინ ვისწავლე რომ თუ ცივი ადამიანის ნიღაბს გაიკეთებ მაშინ ყველა უფრო ნაკლებად შეგაწუხებს.


2. თავი მეორე

საწოლზე ვწევარ და მუსიკებს ვუსმენ, ვცდილობ რომ არ მივაქციო ყურადღება ხმებს რომლებიც მესმის, რომლებიც მაწუხებენ და იმეორებენ კადრებს როდესაც დათუნა მოკვდა.
წარმომიდგენია როგორი რთული იქნება ეს მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ნაცნობებისთის. ისინი კი ამას თავიდან და თავიდან ამეორებენ. არ ჩერდებიან, თითქოს ამას ძალით აკეთებენ, რომ ხალხი უარესად დააშინონ, დააწყნარონ და უთხრან რომ ეს თქვენი შვილი არ იყო, მაგრამ რა იცით იქნებ შემდეგი აღმოჩნდესო.
თავს ვაქნევ და ტელეფონს ვიღებ, როდესაც მესიჯებისგან ზუზუნი აღარ წყდება.

ბ ე ქ ა: რას შვები?
კ ე ს ი: ვფიქრობ, შენ?
ბ ე ქ ა: რაზე?
კ ე ს ი: თამაშზე. მგონია რომ უსამართლობაა და რამე უნდა მოხერხდეს ამასთან დაკავშირებით. ნერვები მეშლება როცა ყოველ დღე ახალ-ახალი ადამიანი კვდება, და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.
ბ ე ქ ა: ყოველ დღე არა, ბოდიში მოიხადე რა. კაი, ხუმრობას რომ თავი დავანებოთ რისი გაკეთება გინდა? თან არ გეტყობოდა დღეს რომ ამ ამბავს განიცდიდი.
ბ ე ქ ა: ისიც კი თქვი რომ დათუნა დებილი იყო, თავის შანს რომ არ იყენებდა.
კ ე ს ი: ის რომ მე ჩემი პირადი აზრი გითხარი არ ნიშნავს რომ არ მეცოდება. მაგრამ მას მეტი შანსი ექნებოდა რომ ეცადა გადარჩენა, ის არ ცდილობდა, მისით თამაშობდნენ. ამიტომაც ქვია ამას თამაში. მონადირეები ერთობიან, იყენებენ მოთამაშეებს და შემდეგ კი როცა მოთამაშეს გადარჩენის იმედი უჩნდება კლავენ.
კ ე ს ი: ისინი გვანახაბენ რომ რაც არ უნდა ვცადოთ ვერ გადავრჩებით, ამიტომ უნდათ რომ დავნებდეთ, რასაც ხალხი უკვე აკეთებს.
ბ ე ქ ა: ყველა არ კვდება, რამდენი გადარჩა...
კ ე ს ი: როცა 249 ადამიანიდან 25 გაიმარჯვებს და აქედან 10 გადარჩება რამდენი გადარჩა აღარ არის უკვე. ამ ათსაც უბრალოდ გაუმართლა. ბექა შენცარგად იცი რომ ეს გამარჯვება არ არის, ისინი ლამის საგიჟეთში წაიყვანონ.
ბ ე ქ ა: სამაგიეროდ გადარჩნენ და ცხოვრობენ.
კ ე ს ი: არსებობა ცხოვრება არ არის, ეს ორი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ გთხოვ ერთმანეთში ნუ ურევ. ისინი უბრალოდ არსებობენ, რადგან სიცოცხლე აღარ შეუძლიათ. ისინი არ მოკლეს იმიტომ რომ მათ სიკვდილს აზრი აღარ ქონდა, ისინი მაინც ვერაფერს ვეღარ გააკეთებდნენ.
ბ ე ქ ა: კესი...
ბ ე ქ ა: მასეც ვერ ვიტყვით...
კ ე ს ი: რატომ ვერ ვიტყვით? მე მათ ადგილას ვიბრძოლებდი და არ მივცემდი იმის უფლებას რომ ასე უბრალოდ წავეშალე ისტორიიდან.
ბ ე ქ ა: იქ ვერ მოხვდები, იქ ელიტა ხვდება, გატყუებ, ელიტის შორის გამორჩეულები. იქ ალბათ ვერ მოხვდები, და დამიჯერე იქ მოხვედრა არც გინდა.
კ ე ს ი: ხო მართალი ხარ...
კ ე ს ი: კაი, უნდა წავიდე მოგწერ მერე.

ტელეფონს გვერდზე ვიდებ და თვალებს ვხუჭავ, ვიცი რომ მე იქ არასდროს არ მოვხვდები, და რომ არ მოვიტყუო ეს არც მწყინს, მაგრამ ვიცი რომ თუ იქ მოვხვდებოდი მაშინ ვიბრძოლებდი.

***
სარკის წინ ვდგები და ჩემ თავს ვათვალიერებ. თეთრი საროჩკა, შავი შარვალი და შავი კეტები მაცვია. გრძელი, წითული თმა გაშლილი მაქვს როგორც ყოველთვის, მწვანე თვალები კი დიდი ხნის მანძილვე პირველად არ არის ჩაწითლებული უძილობისგან. ტყავის ჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ. დღეს გრძელი დღე იქნება, ზუსტად ვიცი რომ მასეა.
***

დერეფნები ჩუმი და ჩაბნელებულია, არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის ფიქრებშია ჩაფლული, ყველა ჩუმადაა და ყველას ეშინიათ შემდეგი თვითონ არ აღმოჩნდნენ.
აქეთ-იქით ვიყურები რომ მარი დავინახო, მაგრამ ვიცი რომ დღეს არ მოვა. ვიცი რომ ცუდად არის და ისიც ვიცი რომ მის მოძებნას აზრი არ აქვს. დღეს ბევრი არ მოვა სკოლაში, და ამას საეჭვოდ არავინ არ ჩათვლის.
-რაზე ფიქრობ? -არსაიდან გვერდით უცნობი მიდგება და მიღიმის. -დღეს უცნაურად ჩუმი ხარ, რა იყო აზრი ხომ არ შეიცვალე?
-რასთან დაკავშირებით? -ვკითხულობ გაღიზიანებული და თვალებში ვუყურებ.
-თამაშთან. -მპასუხობს და იღიმის. მის პირდაპირ ვჩერდები და თვალებში ვუყურებ, მისი სახე უფრო და უფრო მიახლოვდება და სულ მალე ისევ ვგრძნობ მის სუნთქვას ტუჩებზე, სისხლი სახეზე მაწვება მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო.
-ჩემი მოსაზრებები შენთვის არ არის განკუთვნილი. -რაც შემიძლია წყნარად ვპასუხობ. -და თუ შეიძლება გაიწიე, პირად სივრცეს მირღვევ.
-ეკე! -უცნობი ტრიალდება და უკან იყურება. მის უკან ბექა, ნიკა, გუკა და მათე დგანან და უცნაურად გვიყურებენ. -რას აკეთებ?
-არაფერს. -პასუხობს და იღიმის. -მოხდა რამე? -უცოდველი ბავშვივით კითხულობს და ისევ ჩემკენ იყურება, თან მიღიმის, მე კი საპასუხოდ გვერდით ვიყურები.
არ მიყვარს როცა მეფლირტავებიან, და შემდეგ პირად სივრცეს მირღვევენ.
-კესისთან რა გინდოდა? -კითხულობს გუკა და წინ მოდის. მის საქციელზე წარბებს მაღლა ვწევ და ვუყურებ, ამას როდიდან ადარედებს რამე, თავისი თავის გარდა? გუკას ვუყურებ და ნერვები მეშლება, რადგან ის მე მომწონდა, იმის და მიუხედავად რომ არასდროს არ მამჩნევდა. გუკა მაღალია, კარგი აღნაგობით, მუქი ყავისფერი აჩეჩილი თმით, და დანისლული ოკეანისფერი თვალებით, სწორი პატარა ცხვირით, ფერკმრთალი კანით, ჭორფლებით და თხელი სისხლისფერი ტუჩებით.
-არაფერი, უბრალოდ ველაპარაკებოდი. -იძახის ეკე და იღიმის. -არ ვიცოდი დაკავებული თუ იყო. -ამ შენიშვნაზე გუკა წითლდება და ჩუმდება.
-დაკავებული არ ვარ. -ვიძახი ცივი ხმით და ამაზე ეკეს ეღიმება. -მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩემი პირადი სივრცის დარღვევა შეგიძლია, ან რომ შენთან ლაპარაკი მინდა. -ამ წინადადებას ყინულივით ცივი ხმით ვიძახი.
-შენთან ლაპარაკს ვერ დამიშლის ვერავინ. - ეკე ყურში ჩუმად ჩამჩურჩულებს და ვწითლდები.
-კესი მოხდა რამე? -ჩემდა გასაკვირად მათე მეკითხება და მაშტერდება. მათე მაღალია, გამხდარი, სწორი გრძელი ცხვირით და ყავისფერი თმით და თვალებით. -სახე წაგეშალა.
-არა, არაფერი. -ვიძახი ხმადაბლა და ვიღიმი. -უნდა წავიდე. -ვამატებ და რაც შეიძლება სწრაფად ვშორდები ბიჭებს.

***
-როგორ ხარ? -გუკა გვერდით მიდგება და მიღიმის, თვალები უბრწყინავს და სახეზე ღიმილი დათამაშებს.
-კარგად შენ? -ღიმილს ვუბრუნებ და თვალებში ვუყურებ. უცნაურია, თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს ჩემთან თუ საქმე არ აქვს. -მოხდა რამე? -ვეკითხები მის მერე რაც თავს მიქნევს, რითაც მეუბნება რომ კარგად არის.
-ა...არა. -იძახის ხმადაბლა და დაბლა იყურება, სახე აწითლებული აქვს და უხერხულად იღიმის. -უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი.
-ამმ კაი. -ვიძახი და ისევ ვიღიმი. -რაზე გინდა ლაპარაკი?
-ეკეზე. -მპასუხობს პირდაპირ, მე კი წარბები შუბლზე ამდის გაკვირვებუსგან, ამას არ მოველოდი.
-რა გაინტერესებს? იცოდე შენზე მეტი არც მე ვიცი მასზე არაფერი.
-რაზე ლაპარაკობდით? ან რატომ იყო შენთან ასე ახლოს? -კითხვებს მაყრის და თითოეულ კითხვაზე თვალები უფრო და უფრო უმუქდება.
-რატო გაინტერესებს? -ვეკითხები დაღლილი და გაღიზიანებული ხმით. -დარწმუნებული ვარ რომ ეს შენ არ გეხება.
-მოგწონს? -მისი კითხვა მაოცებს და ხმას ვერ ვიღებ, ვერც ვფიქრობ რა შეიძლება რომ ვუპასუხო, ან რატო აინტერესებს.
-შენი საქმე არ არის. -ვიძახი ცივი ხმით და წინ ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ მისი ხელი მაჩერებს. ჩემი მაჯა ჩაბხუჯული აქვს, თავი დაბლა დახრილი, და მისი სახე წესიერად არ ჩანს.
-მიპასუხე. -მეუბნება ჩუმი, ბრძანებლური ხმით. მისკენ გაკვირვებული ვიყურები და ხელი უკან მიმაქვს და სიარულს ისე ვაგრძელებ რომ ხმას არ ვცემ, ამჯერად ჩემ შეჩერებას აღარ ცდილობს, მაგრამ ვგრძნობ მის მზერას, და ვგრძნობ რომ ჩემგან პასუხი უნდა.

***
დათუნას ამბიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, და ახალი ჯერ არავინ არ მიუწვევიათ. ეს ხალხს იმედს აძლევს რომ ცოტახნით მაინც გაჩერდებიან, მაგრამ მეეჭვება ასე რომ იყოს. დარწმუნებული ვარ რომ ისინი უბრალოდ შემდეგ მსხვერპლს ეძებენ.
მონადირე ნადირობის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, მითუმეტეს მაშინ რომდესაც სეზონია. სეზონი კი არასდროს არ მთავრდება.
მგონია რომ მათ მკვლელობა უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი, თითქოს იციან რა, როდის და რატომ უნდა გააკეთონ, და მგონია რომ ამ თამაშს თავისი მიზეზი და წესები უნდა ქონდეს.
-რას შვები? -მარი მხიარულად მეკითხება და მიღიმის. ყოველთვის ასე ხდება, როგორც კი ნადირობა ჩერდება ყველა თავის ზღაპრულ სამყაროში ბრუნდება და რეალობას ისევ ივიწყებს. სამწუხაროდ არც მარია გამონაკლისი.
-არაფერს შენ? -ვიღიმი, რაც შეიძლება დამაჯერებლად, მაგრამ ვიცი რომ ეს საჭირო არ არის. არადამაჯერებელიც რომ იყოს, ხალხი ამას ვერ დაინახავს. ისინი მარტო იმას ხედავენ რისი დანახვაც უნდათ. ჩემს სამყაროში კი არავის არ უნდა სერიოზული ადამიანის დანახვა, რომელიც არეალურ სამყაროში არ ცხოვრობს.
-არაფერს, ვფიქრობდი. -იძახის და ღიმილი ყურებამდე ადის. -იცი? შენზე და იმ ახალზე უკვე ჭორები დადის. -როცა ამას იძახის თვალებს ვატრიალებ.
ეკე... უფრო სწორად ერეკლე... ვერ გავიგე რა უნდა, ვიცი რომ ფლირტაობს, მაგრამ ვერ ვხვდები რატო ფლირტაობს ჩემთან, როდესაც აშკარად ხედავს რომ არ მაინტერესებს. თან სკოლაში, ჩემზე გაცილებით ლამაზი გოგოები არიან.
-რა ჭორები? -ვეკითები შეწუხებული ხმით და მარის ვუყურებ.
-არაფერი ისეთი. -ეშმაკური ღიმილით იძახის და შემდეგ ამატებს. -უბრალოდ რომ ერთად ხართ. ისე მეგონა რომ გუკა მოგწონდა, მაგრამ თუ ეს სიმპათიური უცნობი დაეპატრონა შენ გულს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. -იძახის და უფრო ფართოთ იღიმის.
-მარი! -გაბრაზებული ხმით ვეძახი. -არ მომწონს, და არც იმას არ მოვწონვარ. საერთოდ მეგობრებიც კი არ ვართ!
-ხო, ხო მჯერა. -იძახის საკრასტული ხმით. თვალებს კიდევ ერთხელ ვატრიალებ და მარის ლაპარაკს ვაიგნორებ. ვიცი რომ ჩემზე და ეკეზე ჭორები დადის, მაგრამ ვცდილობ რომ ყურადღება არ მივაქციო, და არც გავბრაზდე. ბოლოს და ბოლოს ამ ხალხს რამე ჭირდებათ რაზეც გადაიტანენ ყურადღებას.
მარი ისევ ეკეზე ლაპარაკობს და მეუბნება რომ არჩევანს მიწონებს, მაგრამ მე აღარ ვუსმენ. წინ ვიყურები და ჩემი მწვანე თვალები, დანისლულ ოკეანისფერს ეჩეხება. მის თვალებში ვიძირები და უამრავ ემოციას ვხედავ, მაგრამ რატომღაც ვერც ერთს ვერ ვარქმევ სახელს.
თვალი სწრაფად მოვარიდე და ისევ მარისკენ შევტრიალდი. მთელ სხეულში უსიამოვნო გრძნობა მივლის და მაჟრიალებს. მარის სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებს თითქოს რაღაც ძალიან კარგი, ამავდროულად ცუდი მოხდა.
-მე მეძებდი? -ყურში ჩუმი, ბარონეტის ხმა ჩამესმის და მაკანკალებს მოულოდნელობისგან. უკან ვიყურები და ეკეს ვაწყდები, რომელიც თავისი უცნაური, მიმზიდველი ღიმილით მიღიმის.
-იოცნებე. -ვიძახი გაღიზიანებული და სიარულს ვაგრძელებ, ის კი ნაბიჯებს მიწყობს. -რა გინდა?
-არაფერი, უნდა მინდოდეს რამე? -მეკითხება გაკვირვებული. -მაგრამ, შენ თუ გინდა იცოდე რომ არც მე ვარ წინააღმდეგი.
-გეკითხები რატომ ამეკიდეთქო. -თვალების ტრიალით ვიძახი და სიარულს ვაგრძელებ, მაგრამ ნაბიჯებს ვანელებ და ახლა უკვე ნელი ტემპით დავდივართ სკოლის ეზოში.
-ერთადერთი ნორმალური ადამიანი ხარ და მაგიტომ. -იძახის უემოციო ხმით. ამას არ მოველოდი, ვჩერდები და გაკვირვებული ვუყურებ, ის კი სიარულს აგრძელებს.
-რას გულისხმობ? -ვეწევი და ვეკითხები, უცებ ჩერდება და თვალებში მიყურებს. მისყავისფერ თვალებშ ერთად უამრავი ემოცია ირევა, და აქედან ყველაზე დიდი ადგილი სინანულს უჭირავს.
-იმას რომ ნორმალური ხარ, ხალხს იცავ და რატომღაც შენი აზრის გამოთქმის არ გეშინია. -ჩუმი, მაგრამ მკაფიო ხმით იძახის. მის ნათქვამზე მეღიმება და ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვფიქრობ რომ შეიძლება არც ისეთი ცუდი ტიპი იყოს, როგორიც მეგონა. -რა იყო ასე მალე მოვიგე შენი გული? -მეკითება სარკაზმით და იღიმის.
-იდიოტო. -სიცილით ვიძახი და მუჯლუგუნს ნაზად ვურტყამ.- ისე თუ არ მოგწონს აქ მაშინ რატომ გადმოხვედი? სკოლა რატომ გამოიცვალე?
ამ კითხვაზე ჩუმდება და ღიმილი სახიდან უქრება, ვხვდები რომ ზედმეტად პირადული ვიკითხე, ისეთი რამ რაც არ უნდა მეკითხა.
-ბოდიში... არ მინდ... -მაგრამ არ მამთავრებინებს და მაჩმებს.
-არაუშავს. -იძახის და იღიმის.-უბრალოდ ვიფიქრე რომ გარემოს შეცვლა მჭირდებოდა, ამიტომ გადმოვედი...
თავს ვუქნევ, მაგრამ მისი არ მჯერა. ლაპარაკი სხვა თემაზე გადამაქვს და საბედნიეროდ ლაპარაკში ისიც მყვება.






3. თავი მესამე
გ უ კ ა
კესის და ეკეს შორიდან ვუყურებ და თვალებით ვბურღავ მათ. ფუ ამის დედას*ევეცი! მეგონა რომ ასეთი რამ არასოდეს არ იქნებოდა. თავს ვაქნევ იდიოტივით, ღირსი ვარ და ვიცი რომ ამის შესახებ ხმასაც ვერ ამოვიღებ.
-რა გჭირს შე*ემა? -ბექაგვერდით მიდგება და კესის მიმართულებით იყურება. -მოხდა რამე?
-ეკე და კესი ერთად არიან? -ვეკითხები ბექას და გვერდულად ვუყურებ. წარბებს მაღლა წევს და თავს აქნევს.
-არა. -იძახის და სახეზე უცნაური ღიმილი უჩნდება. -რატო გაინტერესებს?
-ყველა მაგაზე ლაპარაკობს. -მხრებს ვიჩეჩავ და ისევ იმათკენ ვიყურები. -არ მეგონა ეკეს კესისნაირი თუ მოეწონებოდა.
-კესისნაირი? -მეკითხება გაკვირვებული, ისეთი სახე აქვს აშკარად იმის კითხვა უნდა საიდან ვიცი როგორია კესი.
-ანუ ჭკვიანი და წესიერი ტიპები. -ამას როცა ვიძახი ეცინება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

***
-რა ხდება? -ვეკითხები მათეს როგორც კი შენობაში ვბრუნდებით და შეკრებილ ხალხს ვხედავთ, ერთმანეთს ჩუმად ელაპარაკებიან და თვალებით ვიღაცას ეძებენ, მაგრამ ვერავის ვერ პოულობენ. ისე იქცევიან თვითონაც არ იციან ვის ეძებენ.
კესი და ეკე, ბექას და ჩემ გვერდით დგებიან და ოთხივე ერთად ჩუმად ვუყურებთ ეკრანს, მათე კი ყოველ წამს ჩვენკენ იყურება და ეკრანისკენ მიგვანიშნებს.
ეკრანზე ახალი მოთამაშეა, გოგო. გრძელი ფეხები, დიდი მკერდი და კარგი ტანი აქვს. ბიჭის სტილზე შეჭრილი თმები და ატირებული სახე.
-ჯანდაბა. -ჩემ გვერდით ჩურჩული მესმის და კესისკენ ვიყურები, სახე გაფითრებული აქვს, აწითლებული და კანკალებს. ეკე და ბექაც მას უყურებენ, და ცდილობენ გაიგონ რა ჭირს.
-რა მოხდა? -ეკე ეკითება დაჩახუტებას აპირებს, მაგრამ კესი ირიდებს და უფრო მეტად იწყებს კანკალს, მაგრამ ეკრანს თვალს არ აშორებს.
-ჯანდაბა, ჯანდაბა. ჯანდაბა. -გაუჩერებლად იმეორებს და უფრო და უფრო უმატებს კანკალს, ფრჩხილების კვნეტასაციწყებს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. -რა გააკეთე?!
-რა მოხდა? -ვეკითხები და ნაზად ვეხები, ჩემ შეხებაზე ხტება დაისე მიყურებს თითქოს პირველად მხედავს, მაგრამ გონზე მალევე მოდის და თავს აქნევს.
-არაფერი. -ცივი ხმით იძახის და ჩემ ხელს იშორებს. -მარი უნდა ვიპოვო. -სწრაფად გვცილდება და ხალხში გზას მიიკვლევს.

***
კ ე ს ი
მარისთან მივიდვარ და მაგრად ვეხუტები. თვალები ჩასისხლიანებული აქვს, ხმას არცერთი არ ვიღებთ. ის ტირის, მე ცრემლებს ვიკავებ. ჩვენი კლასელებისკენ ვიყურები, და ვხედავ რომ ფერი არცერთს არ ადევთ სახეზე.
ნინიკო,16. მიწვეული.
ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ.იქ ნინია, ადამიან ვის ნახვას იქ ვერც კი წარმოვიდგენდი, ნეტავ რა გააკეთა?!
-ნინი? -მისი სახელი ბაგეებიდან მისი სახელი მწყდება და იმ წამსვე ვიცი რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია.

ნაცრისფერ ცაზე ჩიტების გუნდები დაფრინავენ და საამურად ჭიკჭიკებენ, შავ თმიანი გოგონა კი აქეთ-იქით დაბნეული იყურება. თვალებს ახამხამებს და ბედს ეგუება. იცის რომ ამ წამს ის ვეღარ გადარჩება და იცის რომ ეს მისი ბრალია. სირბილს იწყებს, მაგრამ არ დარბის იმიტომ რომ გადარჩეს, ის დარბის იმიტომ რომ დრო გაწელოს. გაწელოს იმდენად რომ მისმა მეგობარმა უყუროს და მინიშნება დაუტოვოს.
სირბილს უფრო და უფრო უმატებს და ცდება სკოლის ტერიტორიას, მაგრამ იცის რომ ისინი მოსდევენ, გრძნობს მათ და იცის რომ ამ წამს მას გადარჩენა აღარ უწერია.ამიტომ იღებს იარაღს და უმიზნოდ ისვრის აქეთ-იქით, იმის იმედად რომ ვინმეს დაჭრის. საპასუხოდ ისინიც იწყებენ გასროლას და ხელში და მრჯვენა ფეხში ჭრიან. ბლანტი, წითელი სისხლი ჭრილობებიდან ჩქეფვას იწყებს და თავსბრუს უხვევს. კოჭლობით აგრძელებს გზას, მაგრამ შემდეგი ტყვია მუცლის არეში ხვდება, რის შემდეგადაც სიარულს ვეღარ აგრძელებს და ეცემა.
„მე ვკვდები“
ერთადერთი ეს აზრი უტრიალებს თავში, და სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს, მაგრამ ამ წამს აღარც ეს აღარ ადარდებს. მის წინ შავ ნიღბიანი ბიჭი ჩნდება, ვისი ვინაობაც იცის. ბიჭი როლის მოკვლაც უნდა ამ წამს და ბიჭი რომელიც მას მოკლავს.
-შეიძლება რაღაც ვთქვა? -მისუსტებული ხმით კითხულობს, ნიღბიანიც თავს უქნევს და ნიღბის ქვეშ იღიმის, ბოროტი სადისტური ღიმილით. - ვწუხვარ, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, ამის შემდეგ მოვკვდები, მაგრამ მინდა იცოდე რომ ესენი ისინი არიან, კა- დამთავრებას ვეღარ ასწრებს რადგან თავში კიდევ ერთი ტყვია ხვდება და სამუდამოდ აჩუმებს მას.

ეკრანს თვალს არ ვაშორებ და ფიქრს ვიწყებ. ეს მე მითხრა, ვიცი რომ მე მითხრა, რადგან მასეთ რაღაცეებზე სხვებთან არ ლაპარაკობდა. თან მისი სტილი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მე მის გვერდით ვიდექი და ლაპარაკობდა. თავს ვაქნევ და მარისკენ ვიყურები, რომელსაც ცრემლები ლოყებზე ჩამოდის და პანიკებში ვარდება. ყველა მასეა, ბევრი მასეა, მე კი რეაქცია არ მაქვს.
ნინი წავიდა, მან მინიშნება დატოვა, მინიშნება რომელიც უნდა გავიგო. მინიშნება რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს. მინიშნება რომელიც ხალხს გადაარჩენს. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება მან საიდან იცოდა?
თავს აქეთ-იქით ვაქნევ და ცრემლებს იმ წამსვე ვდევნი როგორც კი ჩნდებიან. მარის ვშორდები რადგან ვხვდები რომ მისი ტირილი უბრალოდხელს მიშლის და არა მეხმერება. ვხვდები რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასე ყოფნა უფრო მომეშლება ნერვები.
-მოხდა რამე? -ეკე გვერდით მიდგება და მეკითხება, თვალებში მიყურებს, მაგრამ მე ვაიგნორებ. ისე ვიქცევი თითქოს მას ვერც კი ვამჩნევ და რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ მით უფრო იწყებს ხალხი ჩემ გარშემო გაქრობას.
-ნინი?! ნინი! -სრულ სიბნელეში ვარ, შორიდან კი ნინის კისკისის ხმა მესმის. ვცდილობ რომ ხმის მიმართულებით გავიხედო, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ის ყველა მხრიდან ისმის. -ნინი?!
თვალები უფრო დაუფრო მეძაბება იმის ცდაში რომ რამე დავინახო, მაგრამ უშედეგოდ. თვალებს სიბნელეში ვცეცებ, ნინის ხმა კი ახლოვდება.
-ნინი! -ვყვირივარ და კისკისიც ჩერდება. წამით მეშინია რომ ყველაფერი გაქრება, რომ ნინის ისევ დავკარგავ.
-კესი!-ნინის ხმა მესმის, მაგრამ მას ვერ ვხედავ.
-ნინი ვის გულისხმობ? -ვკითხულობ პირდაპირ და ტუჩზე ვკბენ ჩემ თავს ნერვიულობისგან.
-ისინი არიან. -იძახის იგივე მომაკვდავი ხმით. -ისინი, შენ ისინი უნდა იპოვო. კაი-

თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები, ექიმის კაბინეტში ვარ, გარშემო კი უარავი ადამიანი მახვევია.
-გაიღვიძე? -ეკე იღიმის და თვალებში მიყურებს. -როცა მოვედი გული წაგივიდა, შემდეგ კი ვიღაც ნინის ეძახდი.
თავს ვუქნევ, ანუ სიზმარი იყო. ჰალუცინაცია. უბრალოდ ჰალუცინაცია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, უნდა გავიგო ისინი ვინები არიან, უნდა გავიგო სინამდვილეში რა ხდება და მინდა გავიგო ნინიმ ეს საიდან იცოდა.

***

ყველანი ჩემ გარშემო დგანან და მარტო არ მტოვებენ. მესმის, ვიცი რომ ეშინიათ, ვიცი რომ არ უნდათ დეპრესიაში ჩავვარდე, მაგრამ მე არ მცალია. უნდა ვიპოვო მიზეზი რატომაც წაიყვანეს ნინი.
კარები იღება და ოთახში დედაჩემი შემოდის. სახეზე სევდიანი, მაგრამ თბილი ღიმილი აქვს. ვიცი რომ მისთვისაც ძნელია, რადგან ნინი მისთვის მეორე შვილივით იყო, ის კი წავიდა. უფრო სწორად წაიყვანეს.
-როგორ ხარ? -ნერვიულად მეკითხება, ვიცი რომ ცდილობს ტირილი შეიკავოს, და ისიც ვიცი რომ არ გამოდის.
-კარგად. -ცივად ვპასუხობ, მაგრამ ამას ძალით არ ვაკეთებ. -სკოლაში როდის გამიშვებ? გაცდენა არ მინდა.
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხება განცვიფრებული და წარბები მაღლა ეწევა. -სკოლის დირექტორს ველაპარაკე და პრო-
-წასვლა მინდა. -ვიძახი და წინადადებას ვაწყვეტინებ, ის კი თავს მიქნევს. -ხვალვე.
მე უნდა ვიპოვო, მე ნინის მკვლელი უნდა ვიპოვო და მოვკლა.

____________________


გამარჯობათ ^_^
იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^
ვიცი რომ ბევრი რაღაც დასამთავრებელი მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე რომ იმ ორ წინა მოთხრობას როგორც კი დავამთავრებ მთლიანად ავტვირთავ.
რაც შეეხება ამას, ღირს გასაგრძელებლად?
თქვენი აზრი მაინტერესებს...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ღირს რომელია.ძალიან მაგარი ისტორიაა.აუცილებლად გააგრძელე და დაასრულე რა
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Bonnie Blue

La-Na
ღირს რომელია.ძალიან მაგარი ისტორიაა.აუცილებლად გააგრძელე და დაასრულე რა

მადლობაა

 


№3  offline წევრი killer

ძაან კარგია განსხვავებული და ველი იცოდეე ?<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent