შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინა(თავი1)


11-04-2017, 22:35
ავტორი Rija)))
ნანახია 1 835

ისტორია ეძღვნება 'ყველაზე' თინა ახვლედიანს მხოლოდ იმიტომ რომ წამოვლები მაქვს. მანგოსგან...
*
- თინა შემხვდა - თქვა დანანებით ბიჭმა და გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია.
- სად ? - იკითხა ვატო ცაბაძემ.
- ფალიაშვილზე..
- მერე ?! - სულერთიას ტონით იკითხა წვერიანმა და სიგარეტს მოუკიდა.
- გაიზარდაა, ისეთი აღარაა - ძმაკაცს თვალებში შეხედა..იმ წუთას წულუკიძეს იმდენად ჩამქრალი მოეჩვენა მეგობრის თვალები რომ შეშინდა.
- მარტო იყო ?! - ირონია შერეული ხმით იკითხა წვერიანმა.
- ხო , სპილოსძვლისფერი პალტო ეცვა, გრძელი თმა ვაბშე კარედ შეუჭრია , წარმოგიდგენია?! თინა და ქალური სტილი,ქუსლებზე იყო შემხტარი იმდენად გამიტყდა რო დავინახე... ვერ მიცნო - ჩაილაპარაკა წულუკიძემ.
- მეც 'გამიტყდა' თავის დროზე გოგიტიძეს რო გაყვა..
მერე ყველა გაჩუმდა.. თითქოს ერთ გასროლას გავდა წვერიანის ნათქვამი,თითქოს თინას ამბავი მართლა დამთავრდა.. მაგრამ თორნიკე მღებრიშვილი იგივე მღებრო ამას დაუშვებდა?! არა არა არა!
*
თინა ახვლედიანის ნიშნობის ამბავი პარიზიდან თბილისში კერძოდ ვერაზე ჩამოვიდა. ლაპარაკობა ყველა ვისაც არ ეზარებოდა, აკრიტიკებდნენ თინას და ლანძღავდნენ მისი გადაწყვეტილების გამო.. ჭორიკანა ადამიანები მოსვენებას არ აძლევდნენ ახვლედიანს..როგორო არ ეპატიებაო, მოღალატეაო. რას გაუგებ უსაქმურ ხალხს..
სინამდვილეში არავინ იცის არაფერი გარდა თინას და თორნიკეს გარდა..
სამეგობრომაც განიცადა მათი ამბავი,მიზეზი იცოდნენ მაგრამ არ ამბობდნენ აი ესე მორჩა! არ იცოდნენ და ვსო..
*
გაზაფხულის ქუჩას მიუყვება,თბილი სიო უბერავს და არაჩვეულებრივ ხასიათზეა ახვლედიანი. მოკლე შავი კაბა აცვია , გეტრები , თეთრი პერანგი და უნიკალურია. გრძელი სწორი თმა ზურგზე მიუფენია და მიუყვება ქუჩას..
- ძლივს, ესე უნდა მარიამ?! - საყვედურობ დაქალს და ტუჩებს კუმავს.
- კარგი რა , ხვალ ნინას დაბადების დღეა ...
- მახსოვს, იმდენჯერ იმეორებდა რომ... - გაიცინა.
- ხო დღეს მითხრა 'კაბანაში' წავიდეთო, მეზარება დიდი კლუბებიო .
- იმედია მაშინდელივით არ 'გაილეშებით' - გაიცინა თინამ.
- კარგი რა თიკი !! - გაიბუსხა მარიამი.
კიდევ დიდ ხანს ისეირნეს საღამოს , მერე იყო სკაიპით ერთმანეთში ჯგუფური ლაპარაკი.. არჩევდნენ ნინას დაბადების დღისთვის კაბებს..
- გოგო,ხვალ გუგამ ჩემს შეყვარებულს გაგაცნობო - თავი შემოყო ნინამ.
- ახალი გვყავს სამეგობროში? - უკმაყოფილება გამოხატა მარიამმა.
- მარიამ ნუ ხარ პესიმისტი, სარძლოა მგონი - იცინის ნინა.
- კაბაა ვიპოვეე ! - ყვირის თინა .. წითელი ბრეტელებზე დაკიდებული კაბა დაანახა გოგონებს, ნინა და მარიამი რისი მეგობრები არ იყვნენ მოუწონეს არჩევანი. ყველფერი დალაგდა.

ღამის ოთხ საათზე აივანზე ზის,ხელში დიდი ჩაის ჭიკა უკავია და ხელები აქვს მოხვეული, ფიქრობს ყველაფერზე, ნინაზე მარიამზე , ოჯახზე , მის მომავალ კარიერაზე და ყველაფერზე..
გადაწყვეტილი აქვსთ თეატრალურზე ჩააბაროს,ბავშობაში ორ სპეტქაკლში მიიღო მონაწილეობა, ამბობს რომ თეათრში ხედავს მომავალს , მარიამი ყოველთვის უწუნებს გადაწყვეტილებებს, ფიქრობს რომ თინას მეტი შეუძლია და ენანებასავით თეატრისთვის(წუნია,აქ ვიცინი) ნინასაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჟურნალისტიკას დაეუფლოს და მთელი ცხოვრება ტელევიზიას შეწიროს.. რავიცი თუ აცადა სანდრომ(აქაც ბოლო ხმაზე ვიცინი) მარიამი მერყეობს უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდა.
ჩაის ჭიქას ნიჟარაში დგავს და წვება დაღლილობა თავისას შვება და ითიშება.
*
- გილოცავ მომავალო ტელეწამყვანო - დილას მივულოცე ქალბატონს.
- მადლობა , საღამოს არ გადამაგდო თორე გადაგაგდებ მტკვარში ! - იცინის.
- კარგი ჰო როდის იყო გადამეგდე? - ისევ სიცილი.
- გავიხსენო ქალბატონო ახვლედიანო? - ახლა დარწმუნებული ვარ საბანში ფეხი გაებლანდა და იატაკს ეხუტება. მერე დაგირეკავო ჰოდა მეც მარიამს დავურეკე , ჩემთან გამოდი შენი მანქანით თქო ქალბატონმა იუარა, ჯერ არ მცალიაო.
საღამომდე დრო როგორ გამეყვანა არ ვიცოდი ხოდა გადავწყვიტე თეატრში გამევლო, თუ იყო ახალი სპექტაკლი. ჯინსის შარვალი ამოვიცვი თეთრი მოკლემკლავიანი ზედა ჯაკეტი და სახლიდან გამოვედი.
მანაქანით მივდიოდი ახმეტელზე კუთხიდან ვიღაც გიჟივით რომ გამოვარდა, დამეჯახა! მე გაჩერებულ მანქანაზე დამეჯახა! იდიოტი ესღა მაკლდა.
- ჯანდაბა! თვალებში ვერ იყურები გოგო ? - ღრიალი,კივილი, წივილი.
- მე ვერ ვიყურები?! გაჩერებულ მანქანას დაეჯახე და მე ვარ ვიყურები?! ეს რა არის რა ახალი მანქანა გამიფუჭე - ცოტა თეატრალური ნიჭი გამოვიყენე(აქაც ვიცინი)
- მერე რო ხედავ მანქანა მოდის არ უნდა გაიწიო? - სრულიად არაშესაბამისი რაღაც წამოაყრანტალა.
- მოკლედ, არ მაინტერესებს როგორც გინდა ისე გააკეთე - ამაზრზენად მივაძახე.
- ნომერი მომეცი და გავაკეთებ, ბოდიში -კიდევ კარგი ბოდიში მაინც მოიხადა,ნომერი მივეცი და სახლში მოვბუნდი არაფრის ხალისი აღარ მქონდა. ერთ წამში გამიფუჩა ყველაფერი. გულში ვლანძღავდი იმ ვიღაცას.

საღამომდე როგორღაც დრო გავიდა, ექვს საათზე მომზადება დავიწყე ჩემი კაბა ჩავიცვი ძალიან ცოტა მაკიაჟი და ვსო.
მარიამიც მალე მოვიდა,მისი მანქანით წავედით ნინაკოსთან..
- გილოცავთ, გილოცავთ გილოცავთ!!!! -იმხელა ხმაზე ვყვირივართ ნინას მეზობელმა თავი გამოყო ხო კარგად ხართო.
- რა ლამაზი ხარ - ვუთხარი ნინას და პომადა გავუსწორე.
- ნუ ატყუებ თიკი, იცის რო მახინჯია - დაგვგესლა მარიამმა,როგორც ჩვევია.
ცოტა ხანში გუგაც მოვიდა მისი შეყვარებულით,კარგად გავიცანით ეს გოგო...ნორმალური ვერელი გოგოა თუ არ ვცდები კესო ჰქვია..გუგამ კესო თქვენთან ერთად წამოვაო მე ბიჭებს დაველოდები და ერთად მოვალთო.
წავედით გოგონები, უკვე მომწონს დასწყისი.. ნინა ბრწყინავდა!თვალები უნათებდა ისეთი საყვარელი იყო.
ბიჭები ძალიან მალე მოვიდნენ, ერთ-ერთი მეცნობა, ვიღაცას ვამსგავსებ მაგრამ არ ვიცი ვინაა. ვაკვირდები და .... ღმერთო ის იდიოტია! მანქანა რომ გამიფუჭა! ეხლა ღირსი არაა ნინას გავხადო ის ქუსლიანი ფეხსაცმელი და თავში ვურტყა?! იდიოტი...მაგრამ მოიცა ის ის ის ...
- გუგას ძმაკაცია, ეხლა ჩამოვიდა ლონდონიან - მეჩურჩულება ნინა - ჩენსკენ მოდის...
ჯანდაბა
ჯანდაბა
ჯანდაბა
ჯანდაბა
- თოკო გაიცანი ეს ჩემი მეგობარია თინა, თიკი ეს თორნიკეა გუგას მეგობარი - იღიმის ნინა და მინდა ორივე მოვკლა. გულის ცემა მიჩქარდება ირონიულად იღიმის და ხელზე მკოცნის, მისი წვერი მეხება ხელზე და ელექტოდენი მივლის, ნინა დანარჩენ სტუმრებთან მიდის და მარტო გვტოვებს.
- აი თურმე რა პატარაა თბილისი - მის ტუჩებს ვაკვირდები,წითელი რაღაც სასწაული ტუჩები აქვს..(ჯანდაბა) მარიამის გვერდით ვჯდები და ცოფებს ვყრი.
- აჰაჰა , ახალი წყვილი სამეგობროს - იცინის და მხარზე ვბრწკენ.
სასიამოვნო მუსიკა ირთვება,ყველა იფანტება მაგიდასთან მხოლოდ მე და თორნიკე ვრჩებით. ირონიულად მიყურებს ცოტა ხანში კი ჩემს გვერდსით იკავებს ადგილს.
- ვიცი რომ ჩემი ბრალი იყო დღეს - ისევ ირონია.
- კიდევ კარგი რომ მიხვდი - არც მე ვაკლებ,თვალებში მიყურებს და ისევ იღიმის.
- რატო არ ცეკვავ?
- არ მინდა - ენას ქვედა ტუჩზე იტარებს და ისევ ირონიულად მიყურებს. მგონი მაგიჟებს.
- მე მინდა რომ მეცეკვო - ამბობს და ფეხზე მეყენებს, მაინც და მაინც ახლა ირთვება წყნარი სიმღერა,წელზე ხელს მხვევს, გულზე მიხუტებს.. მის გულის ძგერას ვგრძნობ და მგონი მართლა ვგიჟდები. ყელთან ცხელ სუნთქვას ვრგძნობ,მხარზე მადებს ცხელ ტუჩებს, ტანში ელექტრო დენი მივლის... მისი წვერი მეხება მხარზე, ახლა მართლა გავაფრენ!
- კარგი სუნამოა - მეუბნება და თვალებში მიყურებს..
თაფლისფერი თვალები აქვს,უძირო ოდნავ ჩამქრალი და საოცრად ლამაზი..
თორნიკე...


_
პირველად ვწერ ისტორიას და ასე საჯაროდ ვდებ, ემოციებში ვარ შეფასება თქვენთვის მომინდია...ისტორია ეძღვნება თინა ახვლედიანს..არ დაიშუროთ კრიტიკა! მოცულობა გაიზრდება აუცილებლად.
პატივისცემით:ნინა კირვალიძე.



№1  offline წევრი killer

მომეწონა ველოდები გაგრძელებას იმედია არ დააგვიანებ წარმატებები :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent