შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 23


12-04-2017, 01:26
ავტორი anonimiavtori
ნანახია 1 990

უცებ იგრძნო,რომ მოულოდნელად გვერდით ვიღაც მიუდგა,ეს ხმა კი ძალიან ეცნო.გვერდით მიიხედა და ნაცნობი სილუეტი დაინახა.მარიამი გაოცებული უყურებდა.უცნობმაც იგრძნო გვერდით მჯდომის მზერა და გაკვირვებულმა შეხედა.უცნობის გაკვირვება გაოცებამ შეცვალა.
-ლექსოოო - გაეცინა მარიამს
-არ მელოდი? - გაუცინა ლექსომ
-რას ვიფიქრებდი - ჩაეხუტა მარიამი
-რას აკეთებ აქ,საქმეებზე მეგონე
-ცოტა ხნით დღით მოვიცალე,მეც საქმეებზე დავდივარ და აქეთ მოვდიოდი.დღეს და ხვალ დავრჩები შენთან,ზეგ წავალ.თან დიდხანს რომ გიწევს დარჩენა,არ მოგაწყენ
-აუ მაგარია,ძაან გამიხარდა
-მეც - აკოცა ლექსომ - რა ვქნათ ეხლა,ძაან გვიანია
-ვჭამოთ
-ხო,ისე მეც მშია
ცეზარი შეუკვეთეს და დალევა განაგრძეს.მარიამს გულწრფელად უხაროდა მისი იქ ყოფნა/
-რატომ არ მითხარი,თუ მოდიოდი?
-მევთქვი გავახარებთქო და გამომივიდა
-ხოო - ხელზე ხელი დაადო მარიამმა და გაუცინა
-ერთი შენ ის მითხარი,ვის ეპრანჭები,ვისთვის გამოეწყე ეგრე - სიცილით უთხრა ლექსომ
-გული მიგრძნობდა რომ მოდიოდი
-შორიდანაც იგრძნობა ჩემი ქარიზმა - სერიოზული სახით იხუმრა ლექსომ
-გეთანხმები
-რა საყვარლები ვართ შორიდან წარმოიდგინე.თვალი მომცა და მაყურებინაო ჩვენზეა ნათქვამი - ხუმრობას განაგრძობდა ლექსო
-რა ამბიციური ხარ
-ესეთი პარტნიორი მყავს და თავში მივარდება
ცოტა ხანს დარჩნენ და შემდეგ ნომერში ასვლა გადაწყვიტეს.გზას გაუდგნენ და ლიფტში შევიდნენ.ლიფტი დაიძრა და ამასობაში ლექსო მარიამს ჩაეხუტა და აკოცა.
-როგორ მომენატრე იცი? - უთხრა ლექსომ
-მეც
-ვიცი - ისევ აკოცა და ამასობაში ლიფტის კარიც გაიღო
ხელგადახვეულები გაემართნენ ნომრისკენ და ოთახში შევიდნენ.
-რა ვქნათ ეხლა? - დაიმორცხვა და გაიღიმა ლექსომ
-დავიძინოთ
-ხო
ტანსაცმელი გაიხადეს და ერთად დაწვნენ.ლექსო ჩაეხუტა,შემდეგ მის ზემოდან და კოცნა დაუწყო,მისი საცვლისკენ წაიღო ხელი,უცებ გახადა და მაშინვე სექსით დაკავდნენ.
-მიყვარხარ - უთხრა ლექსომ
-მეც - უპასუხა მარიამმა და თვითონაც არ იცოდა ეს სიმართლე იყო თუ არა,თუმცა გრძნობდა,რომ ხან უყვარდა,ხან - არა
ცოტა ხანში,ორგაზმისა და დაღლილობის შემდეგ ერთმანეთს ჩაეხუტნენ.ლექსომ სიგარეტს მოუკიდა.მარიამს მის მკერდზე ედო თავი.
-ოდესმე ვინმე გყვარებია?
-კი,ადრე - მოიღუშა მარიამი - შენ?
-არა.პირველი ხარ.ვინ გიყვარდა,რატო დაშორდით?
-არ ვილაპარაკოთ რა მაგაზე - სთხოვა მარიამმა - ეხლა შენ მიყვარხარ
-კარგი - თბილად გაუღიმა ლექსომ და შუბლზე აკოცა
-დავიძინოთ,მეძინება
-ძილინების
-ძილინების
***
დილით ერთად ადგდნენ.ჯერ შხაპი მიიღეს,ისადილეს,შემდეგ თხილამურებით სასრიალოდ გაემზადნენ და წავიდნენ.მარიამმა სრიალი არ იცოდა და ლექსო ასწავლიდა,თან ერთად სრიალებდნენ.მარიამის რამდენჯერმე წაქცევას ლექსოს ისტერიკული სიცილი და მარიამის ბუზღუნი მოჰყვა.
-რას დამცინი,წესიერად მასწავლე თუ მასწავლი - ბუზღუნებდა თავისთვის მარიამი
-კაი,ნუ ბუზღუნებ - უთხრა სიცილით ჩაბჟირებულმა ლექსომ და ძლიერად ჩაეხუტა
ბევრი მცდელობის მიუხედავად,თხილამურებზე ვერ დგებოდა და ლექსოს ყოველ მის წაქცევასა და თოვლში სახით დაცემაზე ისტერიკული სიცილი უტყდებოდა,კამერას იღებდა და მისი მარცხის მომენტებს აფიქსირებდა.უამრავი ვიდეო და ფოტო გადაიღეს.ბოლოს როგორც იქნა შეძლო და სრიალი ისწავლა.საჭმელად იქვე მდებარე კაფეში შევიდნენ.
-აუ რა სასაცილო არსება ხარ,ეხლაც მუცელი მტკივა სიცილისგან,ძლივს ამოვისუნთქე
-შენ კიდე ძაან საზიზღარი მასწავლებელი ხარ,რომ მაშაყირებ
-აუ მაგარი იყო.ცუდად გავხდი,სახით რომ ჩავარდი თოვლში - ატეხა ისევ სიცილი
-აუ რა გაა - შეჩერდა მარიამი - წყალე გული - სიმწრის ღიმილი ჰქონდა სახეზე მარიამს
-ჰაჰაა,სხვა რამე უნდა გეთქვა.გავა*რაკე არა? - იცინოდა ლექსო
-დიახ.არ მინდა შენს გამო გავუზრდელდე ეს ზრდილობიანი ადამიანი - შეიფერა მარიმ
-აუ,მაგარი ვინმე ხარ,შენს თავს ვფიცავარ.მაგარი იყო
-ხოო,მეც გავერთე.საღამოს რა ვქნათ?
-არ ვიცი.დღეს გვიანობამდე ვერ ვიქნები ფეხზე.9 საათზე ბათუმში უნდა ვიყო.აღარ გაგაღვიძებ შენ,წავალ პირდაპირ
-კაი,ისე მეც ადრე უნდა ავდგე,პრესკონფერენციები და რაღაცეები იქნება ისევ და მეც იქ უნდა ვიყო.წავიდეთ ეხლა,დავათვალიეროთ აქაურობა და ფოტოები გადავიღოთ,რამე ვქნათ
-ხო,შევჭამოთ და გავიდეთ
მალე კაფიდან გავიდნენ და ცოტა ხანი გარეთ ხეტიალის შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ.ბანაობის შემდეგ მალევე დაიძინეს,ძალიან დაღლილები იყვნენ და ადრე უნდა ამდგარიყვნენ.
დილით გიორგი ჩუმად ადგა,მარიამი აღარ გააღვიძა.გასვლის წინ აკოცა და იქვე კარადაზე ფული დაუტოვა.
ცოტა ხანში მარიამი ადგა და იქვე დადებული ფული რომ დაინახა,მიხვდა,რომ ლექსო წასული იყო უკვე.,,როგორი მზრუნველია“ გაიფიქრა მარიამმა და გაეღიმა.ისაუზმა და ჩაიცვა.ისევ კონსერვატიულად გამოეწყო დიპლომატებთან შეხვედრის წინ.მალე სასტუმროს დიდ დარბაზში შევიდა.ოთახი უცხოელებით და ქართველებით იყო სავსე.ზოგი შამპანიურს მიირთმევდა,ჯერ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და არც მარიამი დაუტოვიათ უყურადღებოდ და თვითონაც არ ყოფილა ცივი სხვების მიმართ.საერთოდ,ყოველთვის უნდოდა და ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვირდებას მაღალ საზოგადოებაში და ეს კარგადაც გამოსდიოდა.მალე მიუსხდნენ მაგიდას და ბრიფინგიც დაიწყო.
რამოდენიმე საათიანი ჯდომის შემდეგ როგორც იქნა მარიამმა თავის ნომერს მიაღწია და დაღლილი დაეცა ლოგინზე.საშინლად დაღლილი იყო,თუმცა ნომერში დარჩენის ნაცვლად,ჯერ ბარში ჩასვლა ამჯობინა,თან რამეს შეჭამდა.ისევ ის ოქროსფერი კაბა ჩაიცვა,აქ ჩამოსვლის დღეს რომ ჩაიცვა,გამოიპრანჭა და ბარში ჩავიდა.
ბარმენთან მივიდა და სანამ მისთვის მოიცლიდა,დალოდება დაიწყო.დაღლილს ხმაურისგან თავი ასტკივდა,თუმცა წასვლაზე არც უფიქრია.როგორც იქნა ბარმენმა მისთვისაც მოიცალა.
-ერთი მარტინი - შეუკვეთა მარიამმა,ჭამით კი ისევ ნომერში ჭამა ამჯობინა.მალე დალია სასმელი და ანგარიში გადაიხადა.უკვე ადგომას და წასვლას აპირებდა,როცა მის გვერდით სკამზე ვიღაც დაჯდა.
-ერთი ვისკი - გაისმა მამაკაცის ხმა,ეს ხმა მაშინვე ეცნო.წამიერად გაუელვა იმ აზრმა,რომ ეს ხმა რაღაცას აგონებდა და მასთან რაღაც აკავშირებდა.ამ ხმის გაგონებისთანავე მარიამს გაუცნობიერებლად გული საშინლად აუჩქარდა და იმპულსურად,თავისდაუნებურად გვერდით მიიხედა და ადგილზევე გაშეშდა,როცა მისთვის კარგად ნაცნობი სილუეტი შენიშნა,თუმცა ეს არ ყოფილა არც ლექსო და არც მისი რომელიმე მეგობარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent