მორჩილება 22
იანვრის შუა რიცხვები იყო და საკმაოდ ციოდა.თვითმფრინავი ღრუბლებში დაიკარგა.ჯერ კიდევ ეძინა მარიამს.ნელ-ნელა თვალებს გაახილ,მოულოდნელად შეკრთა და ბოლომდე გამოფხიზლდა.ცუდი სიზმარი ნახა,მაგრამ ახლა კარგადაა,ხშირად ემართება და უკვე მიჩვეულია,ამიტომ რამდენიმე წამიანი შიშის,სწრაფი პულსის და გახშირებული სუნთქვის შემდეგ მალევე დაწყნარდა და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა.ცოტა ნოსტალგიაც შემოაწვა,მაგრამ მალევე დაივიწყა.საკუთარი გრძნობების დამალვა და გამკლავება პატარაობიდანვე ისწავლა. რამოდენიმე წუთში თვითმფრინავი დაეშვა,1 საათში კი უკვე სახლში იყო. გადაწყვიტა ფეხით გასეირნება რომ ქალაქი დაეთვალიერებინა.ძალიან შეცვლილიყო ყველაფერი,უფრო გალამაზებულა,მაგრამ აქ სიარულმა მხოლოდ ტკივილი მიაყენა და უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვია.დიდხანს ვერ გაჩერდა ფეხზე.საღამოს დედამისი და მეგობრები მოინახულა და შემდეგ ისევ თავის ბინაში დაბრუნდა და მალევე დაიძინა. დილით გაჭირვებით ადგა.სიცივის მიუხედავად ტანსაცმლის ჩაცმას არ ჩქარობდა.მისი კარადის სარკეს მიუახლოვდა და საკუთარ ფიგურას დააკვირდა.შენიშნა,რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ მასში რაღაც შეიცვალა.ეს შეიძლება ცუდი გრძნობების და უსიამოვნო მოგონებების ბრალი იყოს.საქართველოში მხოლოდ 2 კვირით იყო ჩამოსული.შემდეგ დღეს ბაკურიანში აპირებდა წასვლას,დიპლომატების ბრიფინგი ტარდებოდა და თვითონ,როგორც ახალგაზრდა და წარმატებული დიპლომატი,ბრიფინგზე მიიწვიეს,რომელიც 2 დღე გაგრძელდებოდა. სწრაფად ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად.გარეთ თოვდა,ზუსტად ისეთი ამინდი იყო,როგორიც უყვარდა.გეგმაში დაისახა ჯერ მარტო გასეირნება,შემდეგ კი ლექსოსთან შეხვედრა.ფანჯარასთან დადგა და ფიქრებს მიეცა.სცადა არ ეფიქრა იმაზე,რაზე ფიქრსაც ყოველთვის თავს არიდებდა,მაგრამ ამ ქვეყანაში,ამ სახლში ეს ვერ შეძლო.საკუთარი ფანჯრიდან ერთ ადგილს მიაშტერდა,რომელსაც უკვე იცნობდა და მრავალჯერ იყო აქ ნამყოფი.უცებ მის წარმოსახვაში ამ ადგილას მანქანა გაჩნდა,მანქანაში კი საკუთარი თავი დაინახა ვიღაც კაცთან ერთად,რომელიც ახლა წესით კარგა ხნის გადაცილებული უნდა ყოფილიყო 40 წელს.ამ ადგილას ხომ ხშირად ჩერდებოდნენ,თუმცა ამ წყვილს რეალურად ვეღარ იხილავდა ამ ადგილას.დაფიქრდა და არ გამორიცხა ის,რომ ამ სახლში ძველი მაცხოვრებლებიც ხშირად ხედავდნენ ხოლმე წლების წინ ამ წყვილს,ახლა ხომ თვითონაც აქ ცხოვრობდა და ყველაფერი კარგად დაინახა.სახლთან დიდი მოგონება აკავშირებდა.საკუთარ თავს მოწყენის საშუალება არ მისცა,მარტო გასეირნებაც გადაიფიქრა და ლექსოსთან შესახვედრად გაემართა. ცოტა ხანში კაფეში შეყვარებულთან ერთად იჯდა და საუბრობდნენ,თან წითელ ღვინოს სვამდნენ. -ისე,შორს წავიდა ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ - აღნიშნა ლექსომ -ხო -კიდევ მინდა წინ წავიდეთ -რას გულისხმობ? -ჩემს მეგობრებს უკვე იცნობ.მინდა ჩემი ოჯახის წევრები გაგაცნო.შენზე გადაკვრით იციან რაღაცეები და ძალიან უნდათ შენი გაცნობა -კიბატონო,კარგი აზრია.მერე მეც გაგაცნობ დედაჩემს.რომ გითხრა დიდი ოჯახი მყავსთქო,მოგატყუებ.მხოლოდ დედა,რამდენიმე ნათესავი და რამოდენიმე ახლო მეგობარი მყავს -ძალიან კარგი,შევთანხმდით - თბილად გაუღიმა ლექსომ - გაგვიმარჯოს - ჭიქა მიუჭახუნა მარიამს.მარიამმაც ღიმილით უპასუხა.ყველაფრით კარგი იყო ლექსო.შინაგანადაც კეთილი და თბილი იყო,ხასიათიც კარგი ჰქონდა,კარგი იუმორის გრძნობა გქონდა და წარმატებული პილოტი იყო.მარიამზე 5 წლით უფროსი,28 წლის,თუმცა ყოველთვის უფრო დიდის შეხედულება ჰქონდა.ამაში გარეგნობა კი არა,საუბრის მანერა,სერიოზული ტონი და განათლება უწყობდა ხელს.საკმაოდ ჭკვიანი და სერიოზული იყო.გარეგნობითაც სიმპატიური,მაღალი და გამხდარი იყო,ცოტა გრძელი წვერით და თმით.მარიამს ყველაფერი მოსწონდა მასში,ხასიათებითაც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და იმასაც ფიქრობდა,რომ მალე შეძლებდა ლექსოს შეყვარებას. -მაშ,რა იციან შენებმა ჩემზე? - ჰკითხა მარიამმა -მმმ,იციან,რომ ძალიან ჭკვიანი და განათლებული ხარ,იციან,რომ დიპლომატი გახდი ახლახანს,ავსრიაში რომ სწავლობდი და იქ რომ გაგიცანი ეგეც იციან -დარჩა რამე რაც არ იციან? - სიცილით ჰკიხა მარიამმა -არ იციან,რომ სექსი გვაქვს - სიცილით უთხრა ლექსომ -რა საზიზღარი ხარ - სიცილითვე უპასუხა მარიამმა -ხვალ რა გეგმები გაქვს?მიდიხარ ბაკურიანში? -ხო,მივდივარ.2 დღით ვიქნები და მერე ისევ ჩამოვალ -მე წაგიყვან -არა არ მინდა,ისედაც ბევრი საქმე გაქვს -რა პრობლემაა,წაგიყვან -არა ლექსო,მარტო წავალ.შენ შენს საქმეებს მიხედე,ჩემი მანქანით წავალ.მადლობა -კაი,როგორც გინდა.ახალ წელს აქ შევხვდებით,არა? -ხო,ახალი წლის მერე გაფრენა მიწევს -შტატებში? -ხო,საქმეები მექნება.ცოტა ხანს იქ დავრჩები.აუ,იცი რა მაგარია იქ? -ეგ კარგია.მოკლედ წარმატებული შეყვარებული მყავს რა.სულ წინ მიიწევ - გაუღიმა ლექსომ -მეც იგივეს გეტყოდი.შენ არ ჩამოხვალ მერე? -ყველანაირად ვეცდები შენს იქ ყოფნას დავამთხვიო ჩემი ფრენის პერიოდი,თუ ჩამოვედი საერთოდ -ძალიან კარგი.წავიდეთ რა,ხვალისთვის უნდა მოვემზადო -კაი,გავიდეთ საღამოს მარიამი უკვე სახლში იყო და ნივთების ჩალაგება დაასრულა. *** დილით სწრაფად გაემზადა.ერთი ჭიქა ყავა დალია,ფოტოაპარატი აიღო და ჩემოდნით ხელში ქვემოთ ჩავიდა.მანქანაში ჩემოდანი ჩადო და ბაკურიანისკენ გზას გაუდგა.რამოდენიმე საათიანი სარულის შემდეგ სასტუმროში მივიდა და ნომერიც მოეწყო.რამოდენიმე საათში ბრიფინგი უნდა დაწყებულიყო.მანამდე ივახშმა,შემდეგ კაბის შერჩევა დაიწყო.ბოლოს არჩევანი ისევ სადა,ნაცრისფერ,კონსერვატიულ კაბაზე შეაჩერა და წასასვლელად გაემზადა.ცოტას ღელავდა,თუმცა ღელვას მისი წარმატების სიხარული ფარავდა.ცოტა ხანში ბრიფინგი დაიწყო და სხვა ქართველ და უცხოელ დიპლომატებთან ერთად დაიწყო მუშაობა. რამოდენიმე საათში დამთავრდა შეხვედრა და თავის ნომრისკენ გაემართა.საღამო იყო და ბარში ჩასვლა და დალევა გადაწყვიტა,თან ძალიან შიოდა.ოქროსფერი კაბა ჩაიცვა,ამოღებული და საკმაოდ მიმზიდველი,მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩაიცვა და სარკეში ჩაიხედა.ამჯერად კმაყოფილი იყო საკუთარი თავის გამო.დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კარგ გუნებაზე იყო.ბარში ჩავიდა და ბარმენთან მივიდა -მოხიტო,თუ შეიძლება - გაუღიმა მარიამმა -ახლავე 2 წუთში ბარმენბა ჭიქით მოხიტო დაუდგა.ცოტა ხანს გაჩერდა და წასვლა გადაწყვიტა,რადგან უკვე გვიანი იყო,2 ხდებოდა.უძილობის გამო ხშირად უწევდა გათენება. -ერთი მოხიტო თუ შეიძლება უცებ იგრძნო,რომ მოულოდნელად გვერდით ვიღაც მიუდგა,ეს ხმა კი ძალიან ეცნო.გვერდით მიიხედა და ნაცნობი სილუეტი დაინახა.მარიამი გაოცებული უყურებდა.უცნობმაც იგრძნო გვერდით მჯდომის მზერა და გაკვირვებულმა შეხედა.უცნობის გაკვირვება გაოცებამ შეცვალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.