შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 3 თავი


12-04-2017, 20:34
ავტორი zia-maria
ნანახია 3 250

შეიძლება საათი გაჩერდეს, მაგრამ დრო? დრო არასოდეს არ გაჩერდება. გავიდეს წამები,წუთები,საათები, დღეები,წლები და ამ დროის მანძილზე რამდენი რამ მოხდება, ეს ყველაფერი კი წარსულის წიგნაკში რჩება წითელ ხაზის გადავლებით. გუშინდელი დღეც, უკვე წარსულის ფურცელია. იმ დღის შემდეგ ყველგან დაეძებდა მირიანის მრისხანებით ანთებულ თვალებს,მაგრამ უშედეგო იყო ყველა ცდა, ვერსად ვერ გადააწყდა და გულში გაიფიქრა სინანულით.
---ჩემო ნანუკი,ეს მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო.ნუ გახდები ჩემო თავო პესიმისტი და ნუ მისტირი წარსულს, წარსული რომელიც საერთოდ არ არის შენი, ის კლავს განვლილ ძვირფას დროს. გულში ამას ამბობდა,მაგრამ თვალები მაინც ეძებდნენ მონატრებულ სახეს. ერთ დღესაც ნანუკი როცა მის ფიქრებში და ოცნებებში იყო ჩაძირული ,მის თავს მოულოდნელად საშინელი ცვლილება მოხდა. ოჯახს მოულოდნელად უცხოელი სტუმარი ესტუმრა და ამაყად ნანუკის ხელი ითხოვა. გაოცებული უცქერდა ხან უცნობს, ხან მშობლებს,რომლებიც სიხარულისგან უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაფრინავდნენ, უამრავი ჩანთებით ხელში. გასაოცარი ის იყო,რომ უცხოელმა პირდაპირ მას დაადო ხელი და მისი ცოლობა ითხოვა, მას ხომ უფროსი დები ყავდა, რატომ მათი ხელი არ ითხოვა? არა და არა,მხოლოდ ნანას დაადგა თვალი და მშობლებმაც თანხმობა მისცეს სიხარულით აღფრთოვანებულმა. ვინ მოუსმინა მის უარს,ყველა მისი სიტყვა უპასუხოდ დარჩა და ნანუკი დაინიშნა უცხოელზე მისი უარის მიუხედავად.მთელი ღამეები ტიროდა და უფალს შველას სთხოვდა,მირიანი ამ დროს ციხის კედლებში 3 წელს ითვლიდა. ნანამ ყოველი მოახლოებული ქორწილის თარიღი გადაწია და გადაწია, ასე ის დროს იგებდა. უცხოელის ჩამოსვლა მის ოჯახში, ყოველთვის დიდი ზეიმი იყო და ნანამაც სუსტი წერტილი უნახა საქმროს. თვალების ფახულით ეტყოდა თარიღის გადაწევას და ისიც უარს ვერ ეუბნებოდა. კიდევ ერთი წლით გადაადებინებდა და ახალი საქორწილი მზადებამდე არხეინად იყო. სამსახური კარგი ქონდა და თავისთვის გეგმებს ადგენდა გასაქცევად, მაგრამ სად უნდა წასულიყო, ეს ვერ გადაეწყვიტა. ამდენ ფიქრში დროც გავიდა და ქორწილის თარიღიც მოვიდა.ულამაზესი დედოფალი იდგა სევდიანი მის საძინებელში და მის უცხოელ საქმროს ელოდებოდა.
შემდეგ რაღაც მოიფიქრა უეცრად და ქაღალდზე ორი სიტყვით დაწერა.,,არ მეძებოთ,მე თქვენთვის აღრ ვარსებობ''.
კაფე ბარი ,,მარიეტას'' წინ მსუბუქი მანქანა გაჩერდა,მძღოლი გადმოვიდა ძირს და ბარში შევიდა.
---გამარჯობა მეგობარო.მიესალმა ოფიციანტი უცნობს.
---გაგიმარჯოს.
---რას მიირთმევთ,რა მოგართვათ?
---მსუბუქი საუზმე თუ შეიძლება.იქვე დაჯდა განაპირა მაგიდასთან და შეკვეთას დაელოდა, მაგრამ სანამ შეკვეთას მოუტანდნენ ოფიციანტმა თხოვნით უთხრა.
---ბოდიში,მაგრამ შეგიძლიათ ავტომობილი სადგომზე დააყენოთ,აქ ნუ დატოვებ.
---კი,კი როგორ არა,ახლავეს გადავაყენებ.ფეხზე წამოდგა და მანქანას ადილი მოუცვალა,უკან დაბრუნებულს კი შეკვეთა მოტანილი დახვდა და გემრიელად შეექცა დილის მსუბუქ საუზმეს.თანხის გადახდის დროს კი მიმტანს შეეკითხა.
---რა ხდება იმ სახლში,რატომ არის ამდენი ხალხი?
---ქორწილია, ჩვენი მხიარული ნანუკა თხოვდება დღეს.
---ოოო,კარგი ქეიფი იქნება აბა.
---ქეიფი კი იქნება კარგი, მაგრამ პატარძალი კი ძალიან მოწყენილია.ამბობენ, სიძე მდიდარი უცხოელი არისო.
---რატომ არის მოწყენილი სიყვარულით თუ თხოვდება?
---საქმეც ეს არის,რომ სიყვარულით არ თხოვდება.რამდენჯერ გადაადებინა იცი ქორწილი? სამი წელია დანიშნულია და ამ სამ წელიწადში ხელის გულზე ატარებს საქმრო.მშობლები ათხოვებს ძალით ჩვენს ნანუკას.
---ძალით?თვალები გაუფართოვდა მოსმენილისგან უცნობს.რა ხდება ხალხო,ცივილიზაცია ამათთან არ შემოსულა,თუ არ ეხება ამათ. რომელ საუკუნეშია ეს ხალხი ჩარჩენილი რა საინტერესოა.ღმერთო უშველე ამდენ უვიცს, პირჯვარი გადაიწერა და ჭამა გააგრძელა.
---სულ გზაზე რომ ხარ,შაბათი და კვირა არ გაქვს დასვენება?
---როცა საქმეს ხარ შებმული,აქ შაბათი და კვირა არ არსებობს ძია.
---როდის ისვენებ,ან საერთოდ ისვენებ?
---დავისვენებ,როცა საქმეს დავასრულებთ და კმაყოფილი ვიქნები მეც და ჩემი უფროსიც.
---ან როდის გძინავს,ერთი დღე გაჩერდი სახლში და დაისვენე.ჯერ ახალგაზრდა ხარ და ერევი დაღლილობას,მაგრამ ცუდია შვილო ასე გადამბულად მუშაობა,სხეულს დასვენება ჭირდება.
---სახლში მარტო ყოფნა,უფრო მოსაბეზრებელია დამიჯერე ძია.
---დაწექი საწოლში და ორგანიზმი მოადუნე,დაასვენე.---საწოლში ისე დავწვე,რომ არ დავიძინო? რა გავაკეთო მარტო საწოლში,ან რა გამაჩერებს მთელი დღე საწოლში.
---წიგნი წაიკითხე,რა უცბნაური ვინმე ხარ შენ.
---საწოლში დავწვე მთელი დღე იმისათვის,რომ წიგნი წავიკითხო?არა ძია,საწოლი მე ვიცი ძილისთვის და სხვა სასიამოვნო რამისათვის,მაგრამ სამწუხაროდ მარტო ვცხოვრობ და ამ საქმით მარტო ვერ დავკავდები. ორივემ გულიანად გაიცინა და დაემშვიდობა კეთილ კაცს.მანქანაში ჩაჯდა ღიღინით და რომ დაძრა მანქანა, სარკეში დალანდა სიდენიაზე გაწოლილი გოგონა, რომელსაც დედოფლის კაბა ამშვენებდა.
---ღმერთო ჩემო, მგონი მოჩვენებები დამეწყო.მანქანა გადააყენა და დაუპატიჟებელ სტუმარს მიუბრუნდა, ჯერ უცქირა შეშინებულ გოგონას და შემდეგ უთხრა;
---შემიძლია გავიგო აქ რას აკეთებ შენ, როცა საქმროს გვერდით უნდა იდგე ახლა.
---გთხოვ ცოტა გავშორდეთ ამ ადგილს და ყველაფერს გეტყვი, ძალიან გთხოვ. თვალები ცრემლით ქონდა სავსე გოგონას.
---მაგარ შარში მხვევ იცოდე.
---არა,არაფერ შარში არ გაგხვევ,გთხოვ დამეხმარე.
---მე რითინ დაგეხმარო,რა გავაკეთო.მიდიოდა მძღოლი და თან გოგონას გაკვირვებული ესაუბრებოდა.
---შეგიძლია ერთი საათით გაჩუმდე და არაფერი არ მკითხო?
---ღმერთო შენ მიშველე,ამ გიჟს ვის გადამკიდე.ამ მანქანის გარდა, იქ სხვა მანქანები არ იყო აქ რომ ჩასკუპტი? კარგა საკმაო მანძილით რომ გამოცდა იმ ადგილს,მიუბრუნდა გოგონას და უთხრა.
---მოკლედ ცხოვრება კარნავალია ჩემო დაიკო.მოდი ასე ვქნათ,შენ ასე საპატარძლო კაბაში ვერ ივლი.მე გადავალ და რამე კაბას გიყიდი,მალე მოვალ. იმედია საცვლები გაცვია და შიშველი არ შემრჩები ხელში.მე დათო მქვია ისე რომ იცოდე. უთხრა ღიმილით.
---მე ნანა მქვია,ყველაფერი მაცვია არ ინერვიულო და კიდევ დათუნა ძალიან, ძალიან მშია.
---ოოოჰ,ძალიან თამამი ხარ ისე ჩვენში რომ დარჩეს.
---არ მიყვარს მოღუშული ჯდომა. უთხრა და გულიანად გადაიკისკისა.დათომ ღიმილით გადავიდა და მაღაზიაში შევიდა, ვიტრინაში ერთი თეთრი წითელი კოპლებით გაშლილი კაბა აარჩია, იქვე სახაჭაპურე იყო, იქაც შევიდა და ხელდამშვენებული დაბრუნდა მანქანაში.
---მოკლედ,ახლა სადმე მოფარებულში უნდა გავიდეთ და გამოიცვალო.ამ კაბას რა ვუყოთ?
---რომელიმე მაღაზიაში შეიტანე და რასაც მოგცემენ თანახმა ვარ.
---უნდა გაყიდო? არა,ჯერ ერთი დაგვწვავს ეს კაბა, მერე მეორე ელამი ხარ შენ?
---რა მეტყობა ახლა მე სიელამის. სარკეში დააკვირდა თავის თავს ნანამ რაზედაც დათომ გულიანად გაიცინა.
---ელამი ხარ, აბა რა ხარ.ვერ ხედავ სვაროვსკის თვლებით არის გაწყობილი კაბა და ეს იაფი რომ არ ეღირება ვერ ხვდები ამდენს?
---რაც გინდა ის უქენი, მხოლოდ მომაშორე თავიდან, ვერ ვიტან ისე მეზიზღება, ქსოვილზეც კი არ მინდა შევეხო.ზიზღით თქვა ნანამ.
---კარგი, ერთი კარგი ნაცნობი მყავს და მასთან წავიდეთ,მხოლოდ გაბრთხილებ, რამე შარში არ გამაბა თორემ წიწილივით დაგახრჩობ იცოდე.უთხრა ღიმილით.
---მარტო ცხოვრობ თუ გყავს ვინმე სახლში?
---არა,მარტო ვცხოვრობ ნაქირავებში.
---შეიძლება შენთან რომ დავრჩე ცოტა ხნით მანამ ,სანამ სამსახურს ვიშოვი.
---ახლა მაგ კაბის გამოცვლამდე ხაჭაპური შეჭამე, გეტყობა ძალიან მოშივებული ხარ.
---უკვე შევჭამე, მართლა ძალიან მშიოდა.მადლობა დავითა. დათომ სარკეში შეხედა გოგონას და სიცილით უთხრა.
---ისეთი ცხელი იყო,ხელები დამწვა სანამ შენამდე მოვიტანდი და შენ ასე უცებ როგორ ჩასანსლე.თან მანქანა გააჩერა ერთ მყუდრო ქუჩაზე.-მე გადავალ და შენ გამოიცვალე,დაასიგნალე რომ დაასრულებ ჩაცმას.
---შორს არ წახვიდე რა,სანამ გადახვალ უკან ელვა შემიხსენი. დათომ გაოფლილი ხელი შეიმშრალა და ელვა გახსნა, უცბად მიხურა კარები და მოშორებით დადგა. ხუთ წუთში ნანა გადმოვიდა მანქანიდან და ისეთი ლამაზი იყო დათომ თვალი ვერ მოწყვიტა.თმებში თეთრი გვირილები ქონდა და დათოს თხოვა;
---დავითა შეგიძლია მომაცილო ეს პატარა გვირილები?
---რატომ? გიხდება ძალიან.უთხრა ღიმილით და თან ამოაცალა თმებიდან ეს პატარ-პატარა სილამაზე ნანამ თმები გაიშალა და ბედნიერმა თქვა;
---ბუნებრივ სილამაზეს არაფერი არ ჯობია.
---გეთანხმები,ყველაზე მთავარი ადამიანში ბუნებრივობაა.
---წავედით?
---წავედით,ახლა მაგ კაბის ამბავი მოვაგვაროთ.დათომ ნაცნობ დიზაინერთან მივიდა და ის თვალებგაფართოებული უცქერდა მის წინ გაშლილ საოცრად ლამაზ სადედოფლო კაბას.
---დათო ეს რამდენიმე ათასი დოლარი ღირს და მე არამაქვს ამდენი,ეს სადღაც 10,000დოლარი ეღირება.
---რამდენს გადაიხდი,თანახმაა პატრონი ნაწილ-ნაწილ მისცე,ნახევარ-ნახევარი.
---შეიძლება შემახვედრო ამ კაბის პატრონს?
---რატომაც არა, ახლავეს მოვიყვან.დათომ ნანასთან მივიდა და უთხრა.-ნან ჩემს მეგობარს შენი ნახვა უნდა,მაგრამ მომისმინე კაბა ძალიან ძვირიანია,შენ უთხარი რომ თანახმა ხარ ფული ნაწილ-ნაწილ აიღო.
---მართლა ასეთი ძვირიანია? გაუკვირდა ნანას.თავად 10,000დოლარად შეაფასა და ალბად უფრო მეტიც ღირს. საიდან იყო ხახამშრალი სიძე? ნანას გაეცინა მაგრამ შემდეგ მოწყენილმა უთხრა.-არ მინდა მაგ თემაზე საერთოდ საუბარი.
---კარგი ამაზე შემდეგ ვისაუბროთ მე და შენ სახლში. შენობაში შევიდნენ და დათომ მის მეგობარს წარუდგინა ნანა. გაიცანი ნანა ეს ჩემი მეგობარია ვასო დიზაინერი,ეს კი კიდევ ჩემი მეგობარი ნანა ამ კაბის მფლობელი.ვასომ ნანა აათვალიერა და შემდეგ უთხრა;
---ჩემო კარგო,მე შემიძლია 5000დოლარი ახლავეს მოგცე და არ დაგიმალავ დათო ეს გოგონა ძალიან მომეწონა ჩემი კოლექციის ფოტო სესიისათვის,რას მეტყვი ჩემთან იმუშავებ? ხელფასსაც მოგცემ და რამდენიმე თვეში დარჩენილ თანხასაც. ნანამ დათოს გადახედა და შემდეგ ვასოს უთხრა;
---დავილაპარაკებთ სახლში მე და დავითი და შეგატყობინებთ.ვასომ ფული ჩაუთვალა დათოს და დაემშვიდობნენ ვასოს. ვასომ კი კიდევ შეახსენა სამუშაო და უთხრა;
---ველოდები თქვენს ზარს,მე თქვენი სახე ძალიან მჭირდება.დათომ შეუბღვირა ვასოს და მკაცრად უთხრა.
---შეგეხმიანებით აუცილებლად.

ნანამ შეატყო დათოს გაბრაზება და მორიდებულად უთხრა.
---ახლა სად მივდივართ?
---ახლა სახლში.როგორც ვიცი წასასვლელი არსად არ გაქვს და ქუჩაში ხომ არ დაგტოვებ, თან ამდენ ფულთან ერთად.
დათო დროებით ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა, საშუალოდ არანაირი მდიდრული ვეში არ ქონდა. ერთი საწოლი, ორი სკამი და რამოდენიმე თეფში, რადგან დროებით იყო იქ მისი საცხოვრებელი. ნანამ გაოცებულმა მიმოატარა თვალი და ასევე გაოცებულმა კითხა;
---აქ ცხოვრობ?
---ხო,რა შეგეშინდა ამას ვის გადავეყარეო? ხმამაღლა გაიცინა და შემდეგ უთხრა. -შემოდი,შემოდი დროებით ვცხოვრობ აქ,საძმაკაცო კარგი მყავს,მაგრამ არ მინდა შევაწუხო.ბინას ვარემონტებ და რამოდენიმე თვით ვიქირავე.მოდი ახლა აქ და ჩემს წინ დაჯექი, რა თქვი სამეგობრო რას მეძახისო?
---ნანუჩი,ნანუკი როგორც გაგიხარდეს ისე დამიძახე.
---კარგი,აბა მომიყევი ახლა რა გააფუჭე.
---გეფიცები, არაფერი არ გამიფუჭებია.
---აბა, მოკალი ვინმე? ნანას თვალები გაუფართოვდა და ხმამაღლა ხმით უთხრა.
---გაგიჟდი შენ ხო?ვგავარ მე მკვლელს?არა,არავინი არ მომიკლავს.
---აბა მოიპარე რამე?
---არა,არც არასოდეს არ მომიპარავს არაფერი.
---აბა,რატომ გამოიქეცი შენივე ქორწილიდან შეგიძლია მითხრა?
---ძალით მათხოვებდნენ, ვიღაც ბებრუხანა უცხოელზე და არ მინდა ძალით გათხოვება.მე უკვე წლებია სხვა მიყვარს,მიყვარს ჩემით, ჩუმად და უხმოდ.
---სად არის მერე ის გულის სატრფო, რატომ არ დაგეხმარა.
---არ ვიცი სად არის,ხუთი წელია არ მინახავს. არადა ძალიან ვეცადე დამევიწყებინა, მაგრამ ვერ შევძელი,ვერ დავივიწყე ვერც მისი ხმა და ვერც მისი მკაცრი სახე.
---ვინ არის ის უბედური ასე რომ გიყვარს? უთხრა ღიმილით.
---არ ვიცი, ახლოს არც ვიცნობ. ერთხელ ლამის გამიტანა მისი მანქანით. როგორც უეცრად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,ისე უეცრადაც გაქრა,არც სახელები არ გაგვიცვლია.ეს იყო უეცარი და უცაბედი, დაუგეგმავი შეხვედრა.ალბად უფალს ასე უნდოდა. დათომ უეცრად მისი შავი თვალები შეანათა გაოცებულმა და გულში გაიფიქრა ღიმილით, ,რა სწორ მისამართზე მოხვედი ნანუჩი? აი ეს კი არის მართლა ბედის დამთხვევა. არაფერი არ შეიმჩნია და ისევ შეეკითხა;
---სასიძოს თუ საქმროს კარგად იცნობ? იმ ბერძენზე გეუბნები.
---ვაიმე ნუ მახსენებ დათო. რომ გამეცნო სიცილი ძლივს შევიკავე. ჩემხელა ულვაშები.
---ოოო,ნამუსი ქონია კაცს, რას ერჩი.თქვა დათომ და ხმამაღლა გადაიხარხარა. ნანუჩი ხომ ვართ მეგობრები ჩვენ?
---შენ თუ ასე ჩათვლი,მე დიდი სიამოვნებით ვაცხადებ თანხმობას.
---ხოდა, მაშინ მოდი სერიოზულად ვიმსჯელოთ.რას ფიქრობ ვასოს შემოთავაზებას დათანხმდები?
---დავთანხმდები ერთი პირობით.უთხრა ნანამ ღიმილით.
---რა პირობით,იმედია რამე სისულელეს არ მეტყვი.
---არ არის სისულელე,შენ თუ არ ჩათვლი სისულელედ.
---ესე იგი არის და თავიდანვე მაფრთხილებ. მოდი ჯერ, სანამ მაგ სისულელეს გადმოაფრქვევ რამე მოვამზადოთ, ვჭამოთ და ისე ვისაუბროთ. ნანა ძალიან კარგი კულინარია და ძალიან გემრიელი კერძებიც გამოსდის და დატრიალდა,უცებ რაც იყო გადმოაწყო და საოცარად გემრიელი ვახშამი მოამზადა.ორივე შემოუსხდა მაგიდას და დათომ წარბის აწევით გადახედა ჯერ ნანას და შემდეგ მაგიდას,თან ნანას უთხრა.
---აბა გისმენ,შენი ბრძნული აზრების მოსასმენად მზად ვარ მეც,მაგრამ ნელა-ნელა თქვი,უეცრად გაგონილმა არ დამახრჩოს.ნანას გაეცინა და ჩქარა-ჩქარა თქვა,თან თვალები დახუჭა.
---ხვალ თუ წინააღმდეგი არ იქნები,ხელი მოვაწეროთ.
---რაააააა?დათოს ხველება აუტყდა და შემდეგ ხმამაღალი სიცილი მორთო.
-ვაიმეეეე ცუდად ვარ.შენ რა, გინდა მითხრა ქმრად თუ გამოგყვები,თუ ვარ თანახმა?
---ხო რაღაც ამდაგვარი. გაეცინა ნანასაც. დათომ ჯერ იცინა, მაგრამ შემდეგ დაწყნარებულ გულზე შეხედა ნანას და უთხრა;
---შენ გადაგარჩენს უსიყვარულო ქორწინებიდან ეს ჩვენი ხელის მოწერა?
---ხელს მოვაწერთ, შენს ბინაში ვცხოვრობ და ამაზე მეტი მტკიცებყულება რა უნდა იყოს.
---იმედია 9 თვის თავზე, შვილიშვილს არ მოგვთხოვს შენი მშობლები.ნანას გაეცინა დათოსთან ერთად და თქვა სიცილით.
---დიდი იმედი მაქვს, მაგხელა შეურაცხოფაზე არ წავა არცერთი.შემდეგ დასერიოზულდა და უთხრა.-დათო არასოდეს არ დავივიწყებ ამას,რაც დღეს შენ ჩემთვის გააკეთე.
---ნუ სულელობ ნანუჩი. მართალია ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ მეგობარი გასაჭირში არ ტოვებს მეგობარს. დიდი ბინა არ არის,მაგრამ იმედია მოვთავსდებით მანამ, სანამ ახალ ბინაში გადავალ.იქ კი თუ მაშინაც ჩემთან იქნები, ცალკე საძინებელი გექნება. ამ საღამოს კი ასე ვქნათ, შენ საწოლზე მოისვენე, მე კი იატაკზე მოვემგვანები.ჩ ემს საღამურებს მოგცემ და ჩაიცვი,ისე არ დაწვე გოგო არ გადამრიო კაცი აქ. უთხრა სიცილით.
---კარგი მე მივალაგებ და შენ დაწექი მანამდე.დარეცხა ჭურჭელი და რომ გავიდა დასაწოლად, დათო იატაკზე მოკუნტულიყო.
---დაწექი დავითა?
---კიარ დავწექი,დავეგდე. ნანუჩი დილას გაჩიკინებული თუ დაგხვდე არ შეგეშინდეს.ნანამ საღამურები აიღო და სააბაზანოში გავიდა გამოსაცვლელად.
---დათო ნუ გამიგებ სხვაგვარად რა გთხოვ,მოდი საწოლზე დაწექი, ძალიან უხერხულში ვარ, მანდ რომ წევხარ.

---არ შეგაწუხებ? კითხა დათომაც დიდი მორიდებით.
---თუ,შენი 46 ზომა ფეხით არ დააპირებ ჩემს მოგუდვას,არა.უთხრა სიცილით ნანამ.
---ოხ ნანუჩი რა მოსწრებული სიტყვა-პასუხი გაქვს.
---მადლობა დათიკო. უშენოდ მე დღეს რა მეშველებოდა?
---მაგას კითხვა უნდა? რა გეშველებოდა და კი იქნებოდი ახლა ჩახვეული და გადაფსკვნილი შენს ულვაშა ქმარუკას.უთხრა და გულიანად აროხროხდა.
---ვაიმეეეე,მერედა რა ჯობია იმ ულვაშებში კოცნას?კისკისებდა ნანა და ხუმრობაში არც ის უგდებდა ტოლს დათოს.
---ისე ჯერ მისი აცმაცუნებული ბაგეები უნდა დაგემახსოვრებინა სად ქონდა და მერე ჩაკოცნიდი. ასე სიცილ-სიცილში ჩაწყნარდნენ და დათოს ეგონა ნანას ეძინა და ასევე ნანას ეგონა დათოს ეძინა. როგორც იქნა ორივეს ჩაეძინა და შუაღამით წვიმის ხმამ და ფანჯრის მირეხვების ხმამ გამოაღვიძა ორივე. ნანა შეშინებული წამოხტა და დათოც შეაშინა. წამოდგა დათო და სარკმელი დახურა.ისევ ჩაწყნარდა ორივე და მიხვდა დათო ნანას რომ არ ეძინა,ამიტომ უთხრა ის,რაც გულს უხრავდა. რაც აწუხებდა, რისთვისაც პასუხები ვერ მოეძებნა, ან იქნებ იცოდა და სიმართლე აწუხებდა?



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია.ეს დათო მირიანის მეგობარი ხომ არაა?
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
კარგია.ეს დათო მირიანის მეგობარი ხომ არაა?

მალე გაიგებ ყველაფერს.სულ რაგაც ორ თავში. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent