შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც...(სრულად)


12-04-2017, 21:20
ავტორი anoo
ნანახია 8 363

-გშორდები!_ვუთხარი ჩემს „ქმარს“ და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ჩავჯექი მის წინ მდგარ სავარძელში.ნელ-ნელა სახის გამომეტყველება ეცვლებოდა და ბოლოს ძალიან გაოცებული სახე მიიღო.ალბათ არ ელოდებოდა ჩემგან ასეთ „განცხადებას“.
-რა თქვი?_წარბებ აწეული მომაჩერდა.მის ნათქვამზე ირონიულად ჩავიცინე და გავუმეორე
-გშორდები!_ფეხი ფეხზე გადავიდე და მივაჩერდი.მიმიკა არ შეუცვლია და ისევ გაოცებული მიყურებდა.
-და რატომ?_ახლა ირონია უფრო აეკრა სახეზე ვიდრე გაოცება.ღმერთო რა უტიფარია,ახალა ავდგები და შემოვარტყამ.მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე და ღიმილით გავაგრძელე
-შეიძლება იმიტომ,რომ აღარ მიყვარხარ,შეიძლება იმიტომ რომ შენ აღარ გიყვარვარ,რავიცი ბევრი მიზეზია.
-ჩემს მაგივრად რატომ ლაპარაკობ?
-რატომ?ტყული ვთქვი რამე საყვარელო?_ბოლო სიტყვას ხაზი გავუსვი.
-შენთვითონაც იცი რომ ტყუილია._ნერვიულად შეისწორა პიჯაკი.
-არა არ ვიცი,მე მხოლოდ ის ვიცი რომ აღარ მინდა მოღალატის ცოლი მერქვას.ამიტომ გშორდები._შეიძლება გარეგნულად ძალიან მშვიდად ვიყავი,მაგრამ შინაგანად ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ ავტირებულიყავი.ჩემს ნათქვამზე შეცბა,დაიბნა.არ მოელოდა,ალბათ არ ეგონა მის არაკაცურ საქციელს თუ გავიგებდი.
-საიდან გაიგე?_ნერვიულად ალაპარაკდა.
-აი ეს მომწონს.ცოტა კაცობა შემოგრჩენია და არ მალავ.ვფიქრობ მაგას არ უნდა ქონდეს არსებითი მნიშვნელობა.მთავარი ამ ამბავში ისაა რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ განქორწინების საბუთებს,ნიკუშა ჩემთან იცხოვრებს და შენც შეგეძლება დაუფარავად შეხვდე შენს საყვარელს._ირონიულად ჩავიცინე.-განცხადება შევიტანე ამიტომ შენ დროის დაკარგვა არ მოგიწევს.ახლა კი შეგიძლია მოკრიბო შენი ბარგი და ღამის გასათევის ძებნა დაიწყო.თუმცა არამგონია გაგიჭირდეს მოძებნა,უარს ნამდვილად არ გეტყვის „მეგობარი“,ვფიქრობ გაუხარდება კიდევაც._მთელი საუბრის განმავლობაში ირონია არ დამიფარავს,არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ აღმოვჩნდებოდი და ასე მარტივად გავაგდებდი სახლიდან ჩემს დიდი ხნის სიყვარულს.მე ის ახლაც მიყვარდა,მე მჯერა რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის,და მჯერა რომ ცხოვრების ბოლომდე ალექსი მეყვარებოდა.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შემიძლია ვაპატიო ღალატი,არა.ამისთვის ზედმეტად თავმოყვარე ვარ და ვიცი ჩემი თავის ფასი.მან ვერ დამაფასა სათანადოდ,ვერ დაინახა ჩემი სიყვარული,ამიტომ არ ვაპირებ მის ძალით გაკავებას.წავიდეს და მიხვდება რამდენად ძვირფასი ვართ მისთვის მე და ნიკუშა,მაგრამ ვშიშობ რომ უკვე გვიანი იქნება,ძალიან გვიანი.
უთქმელად ადგა და „ჩვენს“ ოთახში შევიდა.ნახევარი საათიც არ იყო გასული ჩემოდნებით ხელში რომ გამოვიდა,მე გაუნძრევლად ვიჯექი ისევ ისე როგორც დამტოვა.ერთი შემომხედა და უთქმალად დატოვა სახლი.კარი გაიხურა და დიდი ხნის შეკავებულმა ცრემლებმაც არ დააყოვნა,ჯერ ერთი ცრემლი მოწყდა თვალს,მერე მეორე და ბოლოს გაუჩერებლად ავტირდი.ვცდილობდი არ მეხმაურა და ნიკუშა არ გამეღვიძებინა.მივტიროდი წარსულს,რომელიც ვიცოდი არასდროს არ დაბრუნდებოდა.არადა როგორ გვიყვარდა ერთმანეთი,ასე მეგონა ასეთი გრძნობა ყველაფერს გაუძლებდა,თურმე რა მწარედ ვცდებოდი.პირველი დარტყმა გულში სწორედ მაშინ მივიღე,როცა მთაწმინდაზე ხელჩაკიდებულები დავინახე.არადა მივლინებაში მივდივარ ერთი კვირაო.ნიკუშას ვასეირნები,თუ არ წავიქცეოდი არ მეგონა,ძლივს შევიკავე თავი იქვე რომ არ დამეწყო ყვირილი,მაგრამ ჩემს თავს ვეცი პატივი,არ მივეკუთვნები ქალთა იმ კატეკორიას არაფერს რომ არ ერიდებიან და სცენებს აწყობენ.თან ნიკუშასთან ერთად ვიყავი.იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი,არც მიფიქრია მეთვალთვალა ამის შემდეგ რომ ეჭვები დამედასტურებინა.ამ საქციელით ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. მეორედ მეგობრებთან ერთად ვიყავი კაფეში რომ ვნახე.იმ კაფეში პირველად ვიყავით,შემთხვევით მოვხვდით,თორე არამგონია ასე ღიათ ევლოთ ჩემი შიშით.ნერვიული სიცილი ამივარდა.როდის და სად შემეშალა ვერ გამეგო.როდის ჩამოვშორდით ასე ერთმანეთს.ისეთი თვალებით უყურებდა ალექსი იმ გოგოს,მაშინ ბოლომდე დავრწმუნდი რომ დავკარგე და ამიტომაც დავნებდი ასე ადვილად.ნიკუშას ტირილი შემომესმა და ცრემლების წმენდით წავედი მისი ოთახისაკენ.
-გაიღვიძე დედას ბიჭო?_გაბუშტული ლოყები ჩავუკოცნე.ნიკუშამ კისკისი დაიწყო და ხელებით ლოყებზე მომეფერა.ეს ბავშვი ჩემი სიცოცხლის ამომავალი წერტილია,ახლა მხოლოდ ის თუ გადამატანინებს ალექსის დაკარგვას.მე და ალექსი 4 წელია რაც დავქორწინდით,ნიკუშა კი ერთი წელია რაც გვეყოლა.ჩემს ბიჭს ტანზე ჩავაცვი და მისაღებში გავიყვანე,მთელი დღე მასთან გავატარე,ბევრი ვეთამაშე და საბოლოო ჯამში ორივე ძალიან დავიღალეთ.

-გუშინ საბუთები გავუგზავნე ალექსს._ვუთხარი თამთას და ჩაი მოვსვი.
-მერე?არ მოაწერა ხელი?
-არ ვიცი,ჯერ არ გამოუგზავნია,განა რა დრო ხელისმოწერას უნდა._დავამთავრე წინადადება თუ არა ტელეფონმა დამირეკა.
-გისმენთ.
-შენი ნახვა მინდა._უტიფრად მომახალა უცნობმა ხმამ.
-იქნებ მითხრათ ვის უნდა ჩემი ნახვა?_გაოცებული ვიყავი ქალის უტიფრობით.
-ალექსის შეყვარებული ვარ,სალომე._გამეცინა,როგორი თავხედია,ტელეფონზე მირეკავს და შეხვედრას მთხოვს.
-აჰ,გინდოდათ გეთქვათ ალექსის საყვარელი.უკაცრავად,მაგრამ თქვენთვის არ მცალია.
-ელენა აუცილებელი საქმე მაქვს,იქნებ მოიცალოთ._ალექსის საყვარელს რა აუცილებელი საქმე აქვს ჩემთან.გასაოცარია პირდაპირ.ქაჯობა აღარ დავიწყე,მით უფრო რომ მეც მაინტერესებდა რა „აუცილებელი საქმე“ აქვს.
-რახან ასე დაჟინებით მთხოვთ,გულს ვერ გატკენთ._სარკაზმი არ დავაკელი სიტყვებს.15წუთში დავუთქვი შხვედრა იმ კაფეში სადაც ალექსი და სალომე ვნახე მეორედ.თამთაც ჩემსავით გაოცებული იყო გოგოს უტიფრობით.
რაც შემეძლო ლამაზად გამოვეწყვე და ღიმილ აკრული გავემართე კაფეში.არ ვაპირებდი ჩემი ტკივილი მისთვის თვალსაჩინო გამეხადა.მისულს უკვე ადგილზე დამხვდა.მისკენ გავემართე და ირონიული სახით დავუჯექი წინ.
-შეგიძლია დაიწყო._შენობით დავუწყე ლაპარაკი.
-ნიკუშაზე სალაპარაკოდ მოვედი._ვიგრძენი როგორ დამებერა ყელზე ძარღვები სიბრაზისგან.
-მგონი ცხვირს იქ ჰყოფ,სადაც არ გეკითხებიან._სიმშვიდეს მაქსიმალურად ვინარჩუნებდი,მაგრამ სადამდე შევძლებდი არ ვიცოდი.-დაუკრიფავში ნუ გადახვალ და შენ თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ.თუ ალექსს უნდა რამე თვითონ მოვიდეს და მითხრას,შუამავლებად პატარა ბავშვების გამოგზავნა არაა საჭირო.მეორედ შენი ნომერი ჩემს ტელეფონში აღარ დაფიქსირდეს._ავდექი და გამოვეცალე იქურობას,თავხედი „ბავშვი“,მართლაც რომ ბავშვია ჩემზე 4-5 წლით პატარა მაინც იქნება.როგორ გამიბედა და ნიკუშაზე დამიწყო ლაპარაკი.გაბრაზებულმა ტელეფონი მოვიმარჯვე და „ყოფილ“ ქმარს დავურეკე.
-შენი თოჯინა ზედმეტებში გადავიდა და სანამ მე ჩემებურად ჩავერიე,შენთვითონ მოათვინიერე._აიღო თუ არა ყურმილი ჩავძახე გაბრაზებულმა.
-რა მოხდა?
-ეგ შენ გოგოს კითხე.ძალიან გაგითამამებია.ხო და კიდევ საბუთებს ველოდები._ტელეფონი გავუთიშე და მანქანაში ჩავჯექი.როგორ მომენატრა.მისი ხმის გაგონებაზე ძველებურად ტაომ დამაყარა.მანქანის მართვაში ცრემლები მიშლიდნენ ხელს.ახლა ჩემი საყვარელი მზერით სხვას უყურებს,იმ თვალებით მე რომ თავი შემაყვარა.მინდა დავივიწყო,მინდა დავანახო რომ მისი ღალატით მე არაფერი დამკლებია,რომ ისევ მას მოვენატრები და რომ დიდი შეცდომა დაუშვა.ცოტა ხნით უნდა დამესვენა,ძალები უნდა აღმედგინა.სახლში მისულს ნიკუშას ეძინა,თამთა კი ტელევიზორს უყურებდა დაბალ ხმაზე.მოვუყევი კაფეში მომხდარი ამბები და ტირილით ჩავეხუტე.ჩემი გეგმების შესახებაც ვუამბე.გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი წყნეთის სახლში,რომელიც მშობლებმა გვიყიდეს მე და ალექსს როცა დავქორწინდით.ვიცოდი სახლში არავინ რომ არ იქნებოდა და იმოტომ გადავწყვიტე მანდ წასვლა.მარტო მინოდა ყოფნა,რომ მეფიქრა,მომხდარი კარგად გამეაზრებინა.ნიკუშას ჩემს მშობლებს დავუტოვებდი.ასეც მოვიქეცი,მეორე დღეს ყველაფერი მოვაგვარე და აი უკვე სახლის კართან ვდგავარ.
ძილი კარების ხმამ დამიფრთხო,მეგონა რაღაც მომელანდა თქო,რადგან კარი ჩაკეტილი მქონდა.ისევ ვაპირებდი ძილის გაგრძელებას,როცა ჩუმი კისკისის ხმა გავიგე.ცოტა შემეშინდა.დავიძაბე.საწოლიდან წამოვდექი და იქვე მიკიდული ხალათი შემოვიცვი.მისაღებში ჩუმი ნაბიჯებით გავედი,ნანახმა ადგილზე მიმყინა.ჩემი აწ უკვე ყოფილი ქმარი და მისი საყვარელი ერთმანეთის ალერსში ჩაძირულიყვნენ.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა,მართალია ვიცოდი,რომ ალექსს საყვარელი ყავდა,მაგრამ მაინც მტკივნეული იყო მათი ასე ერთად ნახვა.უკითხავად ჩამოგორებული ცრემლი მარჯვენა ხელით სწრაფად მოვიწმინდე და ხმამაღლა ჩავახველე.სალომემ შიშისგან წამოიკივლა,ალექსმა კი გაოცებულმა ამომხედა.
-თბილისი აღარ გაკმაყოფილებთ._ხმა ოდნავ გამბზარვოდა,მაგრამ ეს მხოლოდ მე შევამჩნიე.
-ელენა..შენ აქ რა გინდა?_ალუღლუღდა ალექსი.
-ეს ჩემი სახლია._ალექსი წელში გასწორდა და პერანგის გასწორება დაიწყო,სალომემაც მას მიბაძა.ამ წუთას ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
-არ ვიცოდი შენც თუ აქ იყავი._“აბლუყუნდა“ ალექსი.
-მართალია,საიდან უნდა გცოდნოდა,დიდი ხანია შენთან აღარ ვათანხმებ ჩემს გეგმებს._სავარძელზე ჩამოვჯექი ჩემი კანკალი რომ არ შეემჩნიათ.-აი შენ კი უფრო დამცირდი ჩემს თვალში._ირონიულად გავიცინე.-შენი ყოფილი ცოლის სახლში ამოგყავს შენი საყვარელი,ნეტა როდის დაეცი ასე?_თვალებში ჩავაშტერდი.
-ეს სახლი ჩემიცაა,ხომ არ გავიწყდება?_ნიშნის მოგებით მითხრა ალექსმა.გამეცინა,მწარედ გამეცინა.
-შენ არასდროს არ გყვარებივარ,და კაია რომ ამას დროზე მივხვდი,არადროს არ მცემდი პატივს და ეს ახლაც დაამტკიცე,როცა ამოგყავს შენი საყვარელი სახლში,სადაც შენს ოჯახთან საუკეთესო მოგონებები გაკავშირებს.მიკვირს ჩემი თავის,აქამდე როგორ ვერ მივხვდი რა არაკაცთან ვცხოვრობდი._თავი გავაქნიე.-მაგრამ არაუშავს არაა დაგვიანებული,ყველაფერი გამოსწორდება.ახლა კი ორივე წადით ამ სახლიდან.და ხო ფულს გამოგიგზავნი რაც შენმა მშობლებმა დახარჯერ ამ სახლის ყიდვაში.
გაოცებულმა და დამცირებულმა შემომხედა.არაფერი უთქვამს ისე დატოვეს სახლი.ისევ ტირილი,მარტოობა.ერთმა კვირამ ასეთ ყოფაში განვლო,მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ ტკივილი მიდიოდა.თუმცა ვიცოდი საბოლოოდ ტკივილის გასაქრობად დიდი დრო დამჭირდებოდა,ძალიან დიდი.
უკვე დრო იყო თბილისში დავბრუნებულიყავი,ნიკუშაც ძალიან მენატრებოდა.თან ერთი კვირაც ამოიწურა,ცოტა დავმშვიდდი და მიშველა მარტოობამ.მონატრებული ეგრევე მშობლების სახლისკენ წავედი.კარი დედამ გამიღო და ჩემს დანახვისას სახე ცოტა შეეცვალა.გადავკოცნე და მოვიკითხე.
-დე,ნიკუშა სადაა,ძალიან მოენატრა დედიკოს._გავიღიმე და თვალებით ნიკუშას ძებნა დავიწყე.
-ელენა,დე ნიკუშა გუშინ მამამისმა წაიყვანა._გაოცებულმა ეგრევე დედაჩემს შევხედე
-რასქვია მამამისმა წაყვანა,რას ქვია წაიყვანა,სად არიან?_მივაყარე განერვიულებულმა .
-ძალიან მომენატრა და ელენას ჩამოსვლამდე მე მეყოლებაო,ასე დამიბარა ჩემს სახლში ვიქნებიო.ძალიან იყო შეცვლილი._აღარაფერი ვუთხარი და გიჟივით წამოვედი სახლიდან,ალექსს ცალკე სახლიც ჰქონდა სანამ მე მომიყვანდა ცოლად,ეგრევე იმ სახლისკენ წავედი.კარებზე გაბრაზებული ვურტყავდი მარჯვენა ხელს.კარი ალექსმა გამიღო და წამიერად მომეჩვენა რომ ჩემი დანახვა გაუხარდა.
-ელენა,მოდი შემოდი._მითხრა და გვერძე გაიწია შესვლა რომ შემძლებოდა.მეც შევედი და ეგრევე ჩხუბი დავუწყე.
-ჩემი ნებართვის გარეშე რატომ წამოიყვანე ნიკუშა?
-ჩემი შვილის ჩემთან მოსაყვანად არავის ნებართვა არ მჭირდება.
-გჭირდება,ზუსტადაც რომ გჭიდება და ძალიანა კარგად იცი რატომაც.სადა ნიკუშა,მიმყავს.
-ელენა,ბავშვს ძინავს.რომ გაიღვიძებს მერე წაიყვანე.
-არაუშავ გამოიყვანე,არ ვაპირებ მოღალატის სახლში თუნდაც ერთი წუთის გატაებას._ალექსს სახე დაუსევდიანდა
-ელენა,მე სალომეს დავშორდი._ნამდვილად არ მოველოდი,ვეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა.
-მერე რა?რამეს ცვლის ეგ?
-არა..უფროსწორად კი,ვფიქრობ რომ უნდა შეცვალოს.
-მე ნამდვილად არ ვფიქრობ ეგრე.გთხოვ გამომიყვანე ბავშვი,უნდა წავიდე.
-ელენა._მომიახლოვდა ალექსი-გაყრის საბუთებს ხელს არ მოგიწერ,ვიცი რომ არაკაცი ვარ და ისიც ვიცი რომ რაც გავაკეთე არ უნდა გამეკეთებინა.მაგრამ ეს ყველაფერი გვიან გავაანალიზე,თუმცა სალომესთან ურთიერთობამ ბევრ რამეს მიმახვედრა,თქვენს გარეშე მე არარაობა ვარ,არაფერს წარმოვადგენ,არ მინდა თუნდაც ერთი წუთი თქვენს გარეშე.ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ შეცდომას და იმ ტკივილს რაც შენ მოგაყენე ჩემი ღალატით,არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა დამემართა,რატომ გადავდგი ის ნაბიჯი რასაც სხვებს ყოველთვის ვუშლიდი და ვუკრიტიკებდი,რისი წინააღმდეგიც მე თივთონ ვიყავი.ძალიან ვნანობ და მეშინია პატიების თხოვნა გვიანი არ იყოს.თუმცა არ ვაპირებ დანებებას,რადაც არ უნდა დამიჯდეს შენს ნდობას და სიყვარულს თავიდან მოვიპოვებ._ნელ-ნელა ჩვენ შორის მანძილს ამცირებდა.-მიყვარხარ ელენა.
-პატიების თხოვნა შეიძლება გვიანი არ იყოს,არც იმას აქვს მნიშვნელობა მე გაპატიებ თუ არა,რადგან მე მაინც არ შეგირგდები,უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ იმ ადამიანის გვერდით,რომელმაც სხვაში გაცვალა,რომელიც უტიფრად მატყუებდა,მოდიოდა თავისი საყვარლისგან და ჩემს გვერდით წვებოდა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს.ამის პატიებას ვერასდროს ვერ შევძლებ,არ შემწევს მაგის ძალა.ესეც რომ არ იყოს,სულ იმ შიშით ვერ ვიცხოვრებ რომ შეიძლება კიდევ მიღალატო,არ შემიძლია ასე,მე ვეღარ გენდობი,ნდობის გარეშე კი სიყვარული არაფერია.არა ალექს,ჩვენი სიყვარულის ასე გათელვას მე ვერ გაპატიებ.შენ იცოდი,იცოდი რომ ასეთ საქციელს არასდროს გაპატიებდი.ბავშვი ხვალ დილით მომიყვანე სახლში._მინდოდა რაც შეიძლება მალე წავსულიყავი,ცრემლები მახრჩობდა,მასთან კი სისუსტის გამოჩენა არ მინდოდა,ახლა მხოლოდ მარტო დარჩენა მინდოდა ჩემს თავთან და ჩემს ფიქრებთან.
და აი ვდგავარ სარკის წინ.ვუყურებ ჩემს თვალებს და მასში დანახული სევდა მაკრთობს.არამარტო სევდა ტკივილი,სიყვარული.მენატრება,თანაც როგორ,ტკივილამდე...მეცინება ჩემს ცხოვრებაზე.დავინახე როგორ ჩამოცვივდნენ ცრემლები,ეს მხოლოდ დავინახე,ისე ვერაფერს ვერ ვგრძნობ.ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და საწოლისკენ გავემართე.გადაღლილ მალე ჩამეძინა,მაგრამ ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.

არ მახსოვს როგორ ვმართავდი მანქანას,ფიქრებით ნიკუშასთან ვიყავი.20 წუთში დასაფარი გზა 10 წუთში დავფარე.შეშლილივით გადმოვხტი მანქანიდან და საავადმყოფოში შევარდი.ალექსის დანახვაზე გაუაზრებლად გავექანე მისკენ და ხელები ძლიერად შემოვხვიე.ამ ჩახუტებაში ჩავტიე მთელი ჩემი მონატრება,მაგრამ რეალობაში ექიმის ხმამ დამაბრუნა და უცბად მოვშორდი ალექსს.
-სანერვიულო არაფერია,უბრალოდ სიცხემ აუწია,ახლა მალე დაუწევს და შეგეძლებათ წაიყვანოთ.
ძალიან ვინერვიულო,მაგრამ ექიმის სიტყვებმა დამამშვიდა,ალექსიც არ იყო უკეთეს დღეში,მე ხომ ვიცოდი როგორ უყვარდა ნიკუშა,ამიტომ მე აღარ დავუმატე და აღარაფერი ვუთხარი,მალე ნიკუშაც წამოვიყვანეთ სახლში,ალექმა გინდა თუ არა მეც უნდა წამოვიდეო დაიჩემა,უარმა რომ არ გაჭრა აღარ შევეწინააღმდეგე.სახლში მისულმა ნიკუშა დავაწვინე და მისაღებში გავედი,სადაც ალექსი იყო.
-ახლა შეგიძლია წახვიდე._ვუთხარი და სამზარეულოში გავედი წყლის ასადუღებლად.ვიგრძები რომ ისიც გამომყვა,თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმათ მოვიწმინდე და წყლის მადუღარა შევუშვირე წყალს.მისმა შეხებამ მთელი სხეული ამიწვა,თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩემი სურნელი ღრმად შეისრუტა.
-რაზე ვფიქრობდი ღმერთო..რაზე._დაიწყო ლაპარაკი,რაღაცის თქმა დავაპირე,მაგრამ ისევ მან გააგრძელა საუბარი.-როგორ გავძელი ამდენი ხანი შენი სურნელის გარეშე.მენატრები ელენა,ძალიან მენატრები.ჩვენი ოჯახი მენატრება.რატომ ვარ ასეთი არაკაცი.ვიცი..ვიცი,განა არ ვიცი.არ გიმსახურებთ შენ და ნიკუშას,მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ არ მინდა თქვენი გაშვება,არ მინდა თქვენს გარეშე სიცოცხლე.იცოდე,რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასაბრუნებლად,ისევ მოვიპოვებ შენს ნდობას._ყელში მაკოცა და წავიდა...მე,მე ვიდექი და ვტიროდი,არ ვცდილობდი მათ შეჩერებას,მინდოდა სულ დავცლილიყავი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ვიდექი და ხელში მადუღარა მეჭირა,რომელიც დიდი ხანია წყლით გაივსო.
ყვითელი ტანზე მომდგარი,მოკლე სადა კაბა და სადა მაკიაჟი.თმა უბრალოდ ავიწიე,ჩანდა ავიღე და ოთახიდან გამოვედი.
-ელენა დედიკო,ნეტა სად ქონდა ალექსს თვალები._უცბად მიხვდა რომ ალექსი არ უნდა ეხსენებინა და თვალებით ბოდიში მომიხადა.-ძალიან ლამაზი ხარ ელენა._გამიღიმა.საპასუხოდ მეც გავუღიმე და სახლი დავტოვე.ნიკუშა დედაჩემ დავუტოვე და დავმშვიდობებული ჩავუყევი კიბეს.დღეს საბას დაბადებისდღეა,ჩემი და ალექსის საერთო მეგობარი,მართალია არ მინდოდა წასვლა,მაგრამ საბამ ძალიან მთხოვა და არ მინდოდა ნაწყენი დარჩენილიყო.მანქანა დავძარი და რესტორნისკენ წავედი.საბაზე ვფიქრობდი,გამერიმა როგორ გაუხარდება ჩემი საჩუქარი.ღიმილით გადავხედე გვერდით სავარძელზე შეფუთულ საჩუქარს.გადამეტებულმა სინათლემ თვალი მომჩრა და წინ გავიხედე.წინ სატვირთო მოდიოდა დიდი სიჩქარით,ძალიან ახლოს იყო,შეშინებულმა თვალები დავხუჭე და პირველი ვინც გონებაში ამოტივტივდა ალექსი და ჩემი ბიჭი იყო.
თუმცა მგონი გადავრჩი,თვალები რომ გავახილე სატვირთო ჩემს გვერძე მიდიოდა და თან მისიგნალებდა.შეშინებულს კანკალი ამივარდა და თავი საჭეზე ჩამოვდე.უნებურად ცრემლები წამომივიდა,როცა გავაანალიზე რა შეიძლებოდა მომსვლოდა უფრო შემეშინა.მაგრამ ჩემს გამო არა ჩემი ბიჭის გამო და ალექსის გამო,წარმოვიდგინე რომ შეიძლება ვერ მენახა როგორ გაივლიდა ნიკუშა,როგორ იტყვოდა პირველ სიტყვას,შეიძლება ვეღარ დამენახა ალექსის ლამაზი თვალები,რომელიც ყველაფერის მიუხედავად ჩემი სიცოცხლის წყარო იყო.ამ ყველაფრის გაფიქრებას ერთი წუთიც არ დასჭირდა.ცრემლები უცბად შევიშრე და შევეცადე დავწყნარებულიყავი,მაკიაჟი გავისწორე და უკვე დავმშვიდებულმა გავაგრძელე გზა.
-ელენა რა გჭირს?გაფითრებული ხარ._მისალმება არც კი დამაცადა თამთამ ისე მომაყარა აღშფოთებულმა.
-ვაიმე თამთა,ისე ცუდად ვარ.წეღან,გზაში რამის ავარიაში მოვყევი,ისე შემშინდა.ეგრევე ალექსი და ნიკუშა ამომიტივტივდა გონებაში,ძალიან შემშინდა,ძალიან.
-ელენა,კაი დამშვიდდი,მთავარია ახლა აქ ხარ და არაფერი არ მომხდარა,ნუ ნერვიულობ რა._მითხრა და გულში მხურვალედ ჩამიკრა.
რესტორანში ერთად შევედით,რა თქმა უნდა ალექსიც აქ იყო,შესვლისთანავე ვიგრძენი მისი იქ ყოფნა.მე და თამთამ მეგობრებისკენ ავიღეთ გეზი.საბასკენ გაღიმებული წავედი და ჩავეხუტე.
-საბა,გილოცავ!მალე ცოლის მოყვანა მომელოცო._ვუთხარი სიცილით და ლოყაზე ვაკოცე.
-მადლობა,მადლობა._საბამაც სიცილით მიპასუხა და მაგიდისკენ მიმანიშნა,რომ დავმკდარიყავი.
-საბა,შენთვის საჩუქარი მაქვს._გავუწოდე მისთვის განკუთვნილი ყუთი და სულმოუთქმელად დაველოდე როდის გახსნიდა,რომ მიის რეაქცია მენახა.
-ელენა,არ მითხრა რომ ეს ისაა რაც მე მგონია._თან მელაპარაკებოდა თან ყუთს შეფუთვას აცლიდა.-ეხლა გავაფრენ,რამდენი ხანია ამ მანქანას ვეძებ,ელენა შენ არ იცი როგორ გამახარე,მეგობარიც ასეთი უნდა,მადლობა._მოვიდა და გადამეხვია.საბა დიდი ხანია რაც პატარა მანქანებს აგროვებს და ძალიან ლამაზი მანქანების კოლექცია აქვს,იმ მანქანას,რომელიც ახლა მე ვაჩუქე,დიდი ხანია ეძებს.ამას წინათ ინტერნეტში გადავაწყდი გამოწერით და მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვწერე,ვიცოდი როგორ ძალიანაც უნდოდა საბას ეს მანქანა.მე და თამთა ერთად დავჯექით,გვერდზე საბას ერთი მეგობარე მეჯდა.ძალიან არ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე.მთელი დრო რაც მოვედი ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მგონი ეს ალექსმაც შეამჩნია და დაძაბული სახით მიშტერდებოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ._მითხრა საბას მეგობარმა,როცა ალექსი მაგიდიდან ადგა.გვერდულად გავხედე,არაფერი ვუთხარი და აივნისკენ გავიხედე,ვნატრობდი ალექსი მალე შემოსულიყო.
-მე გიორგი ვარ საბას თანამშრომელი,შენ როგორც გავიგე ალექსის ყოფილი ცოლი ელენა ხო?_ისე მომშტერებოდა,აღარ ვიცოდი საით გამეხედა.
-ცოლი._ისე ვუთხარი არც შემიხედავს.გიორგიმ ჩაიცინა.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს.დღეს ხარ,ხვალ აღარ იქნები._ნამდვილად არ მქონდა ამის თავი.
-მგონი უნდა მეტყობოდეს,რომ თქვენთან დიალოგის პერსპექტივა არ მხიბლავს._ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.აივნიდან შემოსულ საბასკენ ავიღე გეზი,რომ დავმშვიდობებოდი.
-ასე ადრე რატომ მიდიხარ?დარჩი რა ცოტახანს კიდევ.
-არა საბა,ნიკუშა დედასთან მყავს დატოვილი და უნდა მივიდე მალე.
-წამოდი,მე გაგიყვან._მითხრა ალექსმა და მაგიდისკენ წასვლა დააპირა კოსტუმის ასაღებად.
-არ მინდა,მანქანით ვარ._აღარ დაველოდე და შენობა დავტოვე.ვიცოდი ალექცი მაინც გამომყვებოდა.ასე გვიან მარტო არ გამიშვებდა.მანქანაში ჩავჯეჩი და დავიძარი.წეღანდელი ამბით შეშინებულს გზისთვის თვალი არ მომიშორებია.რა თქმა უნდა ალექსიც გამომყვა უკან.მანქანა სადგომზე გავაჩერე და სახლში ავედი.ალექსიც წამომეწია და სახლში შემომყვა.
წარბაწეული შევხედე და ჩანდა იქვე საკიდზე ჩამოვკიდზე
-რა იყო?ნიკუშას სანახავად მოვედი._მითხრა და მისაღებში გავიდა.მეც უკან გავყევი და ნიკუშას ოთახში შევედი.
-დედა მოვედი,ძინავს ნიკუშას?
-უი ელენა,მოხვედი დედა,რატო არ დარჩი კიდევ?
-რავი დედა დავიღალე ძალიან._ვუთხარი და მძინარე ნიკუშას დავხედე.ისეთი საყვარელი იყო,ალექსს ძალიან გავდა.გამეღიმა და ოთახში შემოსულ ალექსს გავხედე.
-ნახევარი საათია რაც ჩეძინა._მიპასუხა დედამ და მანაც ალექსს გახედა.
-ქეთი,როგორ ხარ?_მოიკითხა ალექსმა დედაჩემი.ქეთიმ ჯერ მე გამომხედა და მერე ალექსს.არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის გამო ალექსსა და ჩემს მშობლებს შორის ურთიერთობა გაფუჭებულიყო.ამაზე დედასთანაც ვილაპარაკე და დამპირდა რომ ყველანაირად ეცდებოდა რომ ალექსთან „კარგი“ ურთიერთობა ქონოდა.
-არამიშავს ალექსს.შენ როგორ ხარ?
-მე?_ჩაიცინა ალექსმა.-ვარსებობ,ჯერჯერობით._მეტკინა გული,მის თვალებში სევდა და ტკივილი დავინახე.ჩემი თავის მიკვირდა ასეთი სიყვარული რომ შემეძლო.ალექსი ჩემს თავზე ძალიანაც კი მიყვარდა,მისმა საქციელმაც არ გამიქრო სიყვარული,ოდნავადაც არ გამინელა.ძლივს ვიკავაებდი თავს რომ არ ჩავხუტებოდი,მაგრამ რა ვუყუთ,პრინციპებს,სიამაყეს,თავმოყვარეობას.თავს ყოველთვის რომ გახსენებენ და არ გინდობენ.ჩავიცინე გულში.რომ მცოდნოდა რომ ალექსს ისე არ ვუყვარდი როგორც მე მიყვარდა,შეიძლება ასე არ გამჭირვებოდა მისი ღალატის გადატანა.მაგრამ ვიცოდი რომ მასაც ისე ძალიან ვუყვარდი როგორც მე.ამიტომ არ შემიძლია ვაპატიო,იცოდა რომ მისი ღალატით მომკლავდა სულიერად,ვერ ვაპატიებდი ჩემი თავის სხვაში გაცვლას და ნიკუშას დავიწყებოს,იცოდა ეს,ჩემზე უკეთაც.დედაჩემმა აღარაფერი უთხრა,დაგვემშვიდობა და სახლში წავიდა.ალექსი ბავშვის საწოლთან ჩამოჯდა და ლოცაზე მოეფერა.ნიკუშა შეიშმუშნა და თვალები ჭყიტა.ბედნიერმა გავიღიმე.ყოველთვის როცა ალექსი მძინარეს ეხებოდა ყოველთვი გრძნობდა და ეღვიძებოდა,არც ეს შემთხვევა ყოფილა განსხვავებული,ჩვენს ბიჭს მამამისი ძალიან უყვარდა.მაბედნიერებდა მათი ყურება,მაგრამ ჩვენი მომავალი შიგნიდან მჭამდა,მომავალი რომელიც ალექსს არ ითვალისწინებდა.

გული აჩქარებული მქონდა,სახე ოფლისგან დაცვარული.საათს შევხედე,რომელიც კედელზე წიკწიკებდა.ღამის 4 საათ აჩვენებდა.არასასიამოვნო შეგრძნება მქონდა.ვერ მივხვდი რა მჭირდა.ორი წუთიც არ იყო გასული გულის რევის შეგრძნება დამეუფლა და პირზე ხელ აფარებული სააბაზანოსკენ გავიქეცი.მთელი ღამე გავათენე,გათენებისას ჩამეძინა,მაგრამ ორი საათიც არ მეძინა ნიკუშას ხმამ რომ გამაღვიძა.ფეხზე ძლივს ავდექი და ჩემი ბუტხუზას ოთახისკენ წავედი.გუშინ ალექსიმ მთხოვა ხვალ მე წავიყვანო,ჩემებსაც ძალიან მოენატრათო,მეც არ მითქვამს უარი,დიდიხანია ნიკუშას ბებია-ბაბუა არ უნახავს.ნიკუშა გავამზადე და სამზარეულოში გავედით,ნიკაშასთვის საჭმელი რომ გამემზადებინა.ალექსიც მალე მოვიდა,მეც შემომთავაზა მათთან ერთად წასვლა,მაგრამ კატეგორიული უარი განვუცხადე,იცოდა რომ არ გავყვებოდი და აღარ ჩამაცივდა.თან თავს ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობდი.
ჩემი ავადმყოფობის ამბავი რამდენიმე დღე გაგრძელდა.90% ვიცოდი რისი ბრალი იყო,მაგრამ ის ათი პროცენტიც შემევსო თამთასთან ერთად საავადმყოფოში წავედი.
ჩემი იმედები გამართლდა,ისეთი ბედნიერი ვარ,ახლაც ყურებამდე გახარებული დავდივარ ოთხიდან ოთახში და აღარ ვიცი სიხარულით რა გავაკეთო.ახლა აქ რო მყავდეს ჩემი ბუთხუზა ბიჭი კოცნით დავახრჩობდი და ვეტყოდი რომ სულ რაღაც რვა თვეში დაიკო ან ძამიკო ეყოლება.დიახ დაიკო ან ძამიკო.ბედნიერი ვიყავი ძალიან,როგორ უნდოდა ალექსს მეორე შვილი...ალექსის გახსენებაზე ხასიათი გამიფუჭდა.ისევ მასზე ვფიქრობ,ისევ იმაზე ვფიქრობ რომ მას გაუხარდება,რომ მას უნდოდა.იმედი მაქვს რომ ჩემი პატარა,რომელიც ძალიან მიყვარ ამ ამბავს გადამატანინებს.როცა მივხვდი რომ ტირილს ვიწყებდი,სასტიკად ავუკრძალე ჩემ თავს ტირილი.ახლა ბავშვისთვის არ შეიძლება ნერვიულება.თუმცა ეს უკანასკნელი ძნელი შესასრულებელი იქნება,მით უფრო რომ ალექსი აღარაა ჩემს გვრდით.ნიკუშაზე ფეხმძიმობის დროს გვერდით ალექსი მყავდა და არაფერი გამჭირვებია,შუაღამეს რომ ვაღვიძებდი სიხარულით მიდიოდა მაღაზიაში ჩემი „კაპრიზების“ შესასრულებლად,შენ რაც გინდა მთხოვე და ყველაფერ მოგიტანო.მას ჩემზე ძალიან უნდოდა ნიკუშას დაბადება.მშობიარობა რომ დამეწყო მაშინაც ჩემზე ძალიან ნერვიულობდა.სამშობიარო ბლოკშიც შემომყვა,მარტო არ დაგტოვებო.ყოველ ჩემს ტკივილიანი სახის დანახვაზე მის თვალებში კითხულობდი,რომ ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ ჩემთვის ტკივილი როგორმე შეემსუბუქებინა.მაბედნიერებდა მისი ასეთი თვალები,რადგან ვიცოდი რომ ჩვენ მის ცხოვრებაში პირველი და უდიდესი ადგილი გვეკავა.როცა ნიკუშა დაიბადა,დავინახე როგორ ჩამოუცურდა მარჯვენა თვალიდან ცრემლი.მისი შემხედვერე მეც ავტირდი ბედნიერებისგან.მაშინ მჯეროდა ჩვენი სიყვარულის,მომავლის მჯეროდა,რომ ერთად ვიქნებოდით „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებდა“.თუმცა ხომ იცით რა საშინელი სიტყვაა მაგრამ.მაგრამ თურმე მართალი ყოფილა,რომ ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე.სიმწრით ჩავიცინე.ჩვენ გვაჯობა სამყარომ!მისმა ბოროტმა ზრახვებმა ჩვენთანაც დააკაკუნა.

-შემო თამთა._ვუთხარი კართან ატუზულ მეგობარს და გვერძე გავიწიე,რომ სახლში შემოსულიყო.
-როგორ ხარ ელე?ნიკუშა საითაა?მომენატრა ძალიან._მოსაცმელი გაიხადა და მისაღებისკენ წავიდა.
-არამიშავს,ცოტა ტოქსიკოზი მაქვს,მაგრამ ისეთი არა როგორც ნიკუშაზე მონდა._უკან მივყევი და დივანზე თამთას და ნიკუშას გვერძე ჩამოვჯექი.
-ალექსს როდის უნდა უთხრა?
-არ ვიცი.თქმით აუცილებლად ვეტყვი,როდის არ ვიცი.
-იმედია მეცხრე თვემდე ეტყვი._სიცილით შემომხედა თამთამ.
-რომც არ ვუთხრა,თვითონ მიხვდება._დამისევდიანდა ხმა.
-ჰო მართალი ხარ,ისე მგონი თავის თავს არ იცნობს როგორც შენ._სევდა თამთასაც შეეტყო და მოტიტინე ნიკუშას გახედა.მე სამზარეულოში გავედი მადუღარას ჩასართავად თამთას ხმა რომ შემომესმა.
-ელენა,ელენა ნიკუშა გეძახის.
-თამთა ვინ ნიკუშა გოგო?_ვერ გავიაზრე თავიდან ვიზე მეუბნეოდა.
-ვინაა გოგო ნიკუშა,შენი შვილი._მადუღარას არც მივკარებივარ ისე გამოვბრუნდი უკან,მართალია ნიკუშა ერთი წლის იყო,მაგრამ ჯერ ჩემთვისაც არ დაუძახია.გაბადრული გამოვედი მისაღებში,სადაც გაუჩერებლად იმეორებდა „დედას“ ნიკუშა.სიხარულით მისკენ გავემართე და თამთას გამოვართვი.
-დე და._ლოყაზე მომისვა თავისი პატარა ხელი,მე კიდევ სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა.თურმე რა დიდი ბედნიერება ყოფილა შვილი დედას რომ დაგიძახებს,ახლა მივხვდი რომ მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება.იმდენი ვეფერე და ვკოცნე ნიკუშას ბოლოს მგონი ძალიან შვაწუხე და ისევ თათასთან დაბრუნდა.აჟიტირებული ვიყავი და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.
-ელენა მგონი შენი ტელეფონი რეკავს.
-უი ხო ოთახში მაქვს._სწრაფი ნაბიჯებით წავედი ოთახში და კომოდზე მოთამაშე ტელეფონს დავწვდი.
-ელენა,როგორ ხარ?_გამაკანკალა,როგორც ყოველთვის ალექსის ხმაზე.
-ალექს,ნიკუშამ დედა დამიძახა._ვეღარ მოვზომე და ბედნიერმა ჩავძახე ყურმილში.იმდენი ხანი ვცდილობდით ბავშვს რამე ეთქვა.ვიგრძენი როგორ გაეღიმა ყურმილს მიღმა.
-მართლა?უკვე დიდი ბიჭია.
-ჰო,მალე სიარულსაც დაიწყებს._გამეღიმა ამის წარმოდგენაზე.
-ელენა,შეიძლება მოვიდე და ნიკუშა ვნახო?_რეალობაში დამაბრუნა ალექსის სიტყვებმა და მოვიღუშე.
-შეიძლება._ვუთხარი და აღარაფრის თქმა ვაცადე ისე გავუთიშე ტელეფონი.

-მამას კაცი,როგორ მომენატრე._თან ელაპარაკებოდა და თან კოცნიდა ალექსი ბავშვს.-რა გემრიელი ხარ ბუთხუზა._ნიკუშა კისკისებთა და თავისთვის ტიტინებდა „დედა“ რომ დამიძახა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.ალექსმა ბედნიერი სახით შეხედა ჯერ ნიკუშას,მერე მე.მეც უნებურად გამეპარა ღიმილი.დიდი ხანი ეთამაშებოდა ალესი ბავშვს,აარადა უკვე ნიკუშას დაძინების დრო იყო,მაგრამ არ ნიკუშა მომყვებოდა დასაძინებლად.მამამის რომ ხედავს ყველაფერი ავიწყდება.ალექს ვთხოვე იქნებ შენ დააძინო ცოდოა,მერე ძილი გადაუცდება თქო.ალექსმაც კაიო და ნიკუშა თავის ოთახისკენ „გააქანა“,თან გზაში ეუბნეოდა დედას დაუძახეო და ბავშვიც იმეორებდა და იმეორებდა.ვგრძნობდი როგორი ბედნიერებით ივსებოდა ალექსი ნიკუშას ყოველ“დედას“ თქმაზე.მაგრამ რეალობა მწარედ მახსენედა თავს.

-ელენა რა გჭირს?_შეშფოთებული სახით შემომხედა ალექსმა სააბაზანოდან გამოსულს.
-სერიოზული არაფერია._რატომ არ ვუთხარი სიმართლე არ ვიცი.
-ელენა,ორსულად ხარ?_გაოცებულმა შევხედე.მერე ჩამეცინა.
-ხო ალექს._დივანზე წამოვწექი და ალექსის რეაქციას დაველოდე.სახეზე გამომეტყველება შეეცვალა,შუბლი გაეხსნა და მივხვდი რომ ახლა აქ კი არა ღრუბლებში იყო.მისი შემხედვარე მეც მეღიმებოდა.
-ელენა,იცი რა ბედნიერი ვარ.არ მჯერა.არა დაუჯერებელი რა არის მაგრამ,მე იმის არ მჯერა ,რომ ღმერთმა,ყველაფრის მიუხედავად,მომცა უფლება კიდევ ერთი შვილის მამა ვიყო.მე ხომ არ ვიმსახურებ.არ ვიმსახურებ._კედელთან ჩაცურდა და თავი ხელებში ჩარგო.მტკინვეული იყო ჩემთვის მისი ასეთ დღეში ყურება,ძნელი გასაგები არ იყო რომ მის საქციელს ნანობდა,მაგრამ მე მაინც არ შემეძლო მეპატიებინა.ვხედავდი რომ ორივეს ჩემი უპატიებლობა ძალიან გვტკენდა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.

-ალექსს უთხარი?_მკითმა მამაჩემმა,როჩა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი მშობლებს ვუთხარი.
-კი,გუშინ.
-მერე?რა რეაქცია ქონდა?_გამომცდელად შემომხედა დიმიტრიმ.
-რა რექცია უნდა ქონოდა,ძალიან გაუხარდა და მთხოვა რომ კონსულტაციებზე მასთან ერთად მევლო._ვუთხარი და დედას მოტანილი ჩემი საყვარელი სალათის ჭამა დავიწყე.
-გაუხარდა._ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ჰო გაუხარდა,თან ძალიან.რატომ არ უნდა გახარებოდა თავისი შვილის ამბავი.
-თავისი შვილის ხო.მაშინ არ ფიქრობდა ხო იმ ღლაპს რომ იგორებდა ლოგინში._რამის სალათა გადამცდა,ჩაწითლებილი თვალებით გავხედე მამაჩემს.
-მამა,მგონი მაგ თემაზე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ,რომ აღარ განვიხილავდით,მით უფრო ბავშვის თანდასწრებით.
-მე არაფერი გადამიწყვეტია,ეს შენ გადაწყვიტე.
-დიმიტრი დააცადე ბავშვს ჭამა._უსაყვედურა დედამ და თმაზე მომეფერა.მე მადა დამეკარგა და სალათა მოშორებით გავწიე.არასდროს არ დავუშვებდი,რომ ჩემს მშობლებს ალექსის ღალატზე გაეგოთ.არც ვაპირებდი ჩვენი დაშორების მიზეზი მათთვის მეთქვა,ყველაფრის მიუხედავად არ მინდოდა ალექსს მათ თვალში პატივისცემა და სიყვარული დაეკარგა,თუმცა მათ მაინც გაიგეს ამის შესახებ ალექსისგან.თვითონ არ დაუმალა და თავისი დანაშაული მათთან აღიარა.

დედას ველაპარაკებოდი ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა.ნომერი არ მეცნო.
-გისმენთ._ვუპასუხე ზარს და ნიკუშას მეორე ხელით თმა დავუსწორე.
-ელენა,როგორ ხარ?_თითქოს ხმა მეცნო,მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.
-უკაცრავად,ვინ ბრძანდებით?
-გიორგი ვარ,ლაშას თანამშრომელი._ამის გაგონებაზე არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,ეს ადამიანი ცუდ განწყობაზე მაყენებს.
-გიორგი?!რა გნებავთ?_გაოცება ხმაზე დამეტყო.
-შენი ნახვა._უტიფრობის ზენიტშია ეს ადამიანი.
-ჯერ იმით დავიწყოთ რომ მე თქვენ შენობით არ მოგმართავთ.მეორეს რაც შეეხება,მგონი უნდა მიმხვდარიყავით თქვენი პიროვნებისადმი ჩემს დამოკიდებულებას რესტორანში._ყურმილს იქით სიცილის ხმა გავიგე.
-ვიცნობ პატარა შენნაირ ქალებს,ამიტომ თამაში არაა საჭირო.დღეს 8 საათზე სახლთან დაგელოდები._პასუხის გაცემაც არ მაცალა ისე გამითიშა.თავხედი.შენნაირ ქალებს ვიცნობო.და მე რანაირი ვარ?
ნამდვილად არ მჭირდებოდა ახალი პრობლემები.არავისთან შეხვედრას არ ვაპირებდი,მით უმეტეს გიორგისთან.გიორგი ადამიანთა ისეთ კატეგორიას მიეკუთვნება,რომელსაც სახეზევე ეტყობა რა ბუნებისაა.შევხედე თუ არა ამ ადამიანს,არასასიამოვნო შეგრძნება დამრჩა.როცა მისი მოშტერებული მზარა დავაფიქსირე,მაშინვე მივხვდი,რომ მისი მოშორება გამიჭირდებოდა.

დაახლოებით 6 საათი იქნებოდა სახლში,რომ დავბრუნდი.ნიკუშა ძალიან იყო დაღლილი და დაწოლისთანავე ჩაეძინა.აწითლებული ლოყები ჩავუკოცნე და მისაღებში გავედი.სახლი დასალაგებელი იყო.მაისურის მკლავები ავიკაპიწე და საქმე შევუდექი.თან ვღიღინებდი,თან ვალაგებდი.ვცდილობდი ძალიან არ გადავღლილიყავი.ასე ვიყავი გართული კარზე რომ დააკაკუნეს.ინსტიქტურად საათს შევხედე.8 საათი იყო უკვე.შევკრთი.ვაითუ გიორგიმ ამომაკითხა სახლში თქო.დამფრთხალი წავედი კარის გასაღებათ.და შვებით ამოვისუნთქე,როდესაც კარს უკან ალექსი დავინახე.
-ალექს?შემოდი._ვუთხარი და გვერძე გავიწიე,რომ სახლში შემომეშვა.ხმა არ აგუცია,მისაღებში შევიდა და სავარძელში მოწყვეტით ჩეშვა.მეც გაკვირვებული უკან მივყევი.
-ქვევით გიორგი იცდის._გამომცდელად შეხედა.ალექსმა სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.გაოცებისგან თვალები ფართოდ გავახილე.არც კი მახსოვს ალექსმა ბოლოს როდის მოწია,მით უმეტეს სახლში.
-ალექს,აქ მოწევა არ შეიძლება.
-ის ქვევით,რომ გელოდება ხომ შეიძლება._მითხრა და სიგარეტი ჩააქრო.-რა უნდა?_იცოდა ალექსმა რომ ვერ მოვატყუებდი,იცოდა.
-შეხვედრა მომთხოვა.მაგრამ ძალიან კარგად იცი რომ ეს შენ აღარ გეხება.
-მეხება._დაიგრვგინა,მე არ მოველოდი და შევხტი.-მეხება._გაიმეორა უფრო ხმადაბლა.
-ჩასვლას არ ვაპირებ,არც სამომავლოდ ვგეგმავ რამეს,სანერვიულო არაფერი გაქვს.თუმცა ეს შენთვის არაფერს ცვლის და ვიმეორებ,არც გეხება.ბავშვს სძინავს,შეგიძლია წახვიდე და ხვალ ნახო._ჩემი წინადადების დამთავრება და ნიკუშას ძახილი ერთი იყო.მუხლებით მოხოხავდა,უკვე მისაღებში შემოსულიყო და მამამისს ეძახდა.ალექსი გაოგნებული და დაბნეული უყურებდა ნიკუშას.ორ წუთში გაოცება უკიდეგანო ბედნიერებამ შეცვალა.ჯერ მე შემომხედა და მერე ნიკუშასკენ დაიძრა.ხელში აიტაცა და დააბზრალა.მათი შემხედვარე ცრემლები მომდიოდა.რა მოხდებოდა ახლა ისე ერთი მთლიანი ოჯახი რომ ვიყოთ.მერე გამახსენდა რომ არ უნდა მენერვიულა და ცრემლები შევიმშრალე და ბედნიერ მამა-შვილს გავხედე.

დღეები იმაზე ჩვეულებრივად მიდიოდა ვიდრე წარმომედგინა,ალექსი მოდიოდა ნიკუშას სანახავად,ნიკუშაც მონატრებული მამამისს არ შორდებოდა.გიორგიმ ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე დამირეკა თუმცა არ ვპასუხობდი,ბოლოს მგონი მობეზრდა და მისი ზარი აღარ შემოსულა. ამასობაში ორი თვის გავხდი.მუცელი ოდნავ შესამჩნევად გამეზარდა.ღამე უფრო ხშირად მეღვიძებოდა,მაგრამ სურვილს იქვე ვიკლავდი.მომტანი არავინ მყავდა და იმიტომ.ამაზე მერე ალექსი მახსენდებოდა და მეტირებოდა.ფეხმძიმობამ უფრო გულჩვილი გამხადა.ბავშვის სანახავად მოსული ალექსი ჩემს მუცელს შორიდან ღიმილით მიყურებდა.განა ვერ ვხვდებოდი რა ძალიან უნდოდა მუცელზე მომფერებოდა,მაგრამ იცოდა რომ ამის უფლება მაშინ დაკარგა,როცა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა.მას რომ ტკიოსა,მეც მტკიოდა.ამიტომ ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა,რომ ნერვიულობით ბავშვისთვის არ მევნო.

-ბედნიერება იწყება შენით და შენითვე მთავრდება,ეს ხომ ასე უბრალო რამეა._სალათას ვიკეთებდი,კარში მდგომმა ალექსმა ჩემი საყვარელი წიგნიდან ფრაზა,რომ თქვა.სევდიანი სახით შემომხედა.
-ალექს არ ღირს.ორივეს გვეტკინება._ვეცადე თავიდან ამერიდებინა.
-ელენა აღარ მინდა ასე,აღარ შემიძლია,არ მინდა „გრაფიკით“ ნიკუშას ნახვა.არ მინდა ვხვდებოდე თავს რომ მარიდებ,იმის გამო რომ არ ინერვიულო და მერე ბავშვს ზიანი არ მიაყენო.
-ალექს ამ მინდა გითხრა,მაგრამ შენ მაიძულებ.ხომ იცი რომ ეს შენი ბრალია.არ გინდა დამიჯერე რა.უფრო ნუ გავანადგურებთ ერთმანეთ.
-ხომ იცი მიყვარხარ,შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში არავინ მყვარებია,არც შენზე ძალიან.ეს შეცდომა იყო.გატაცება.
-ზუსტად მაგიტომ.ზუსტად მაგიტომ არ შემიძლია გაპატიო.ხომ იცოდი ალექს,რამდენჯერ მითქვამს სხვებთან,რომ ღალატი ყველაზე ძალიან მატკენდა.ხომ იცოდი არაა?ჯერ-ჯერობით არ შემიძლია ამის გადალახვა,გთხოვ აღარ გააგრძელო.
-„დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე,გაიხსენე,ღმერთი ხომ ყოველთვის გაპატიებდა ხოლმე,ხოდა შენც აპატიე...“_მითხრა და სახლის კარი გაიხურა.

ღამის 3 საათი იყო რომ გამეღვიძა.აქამდე ვახერხებდი ძილის შებრუნებას,რომ არაფერი არ მომნდომებოდა,მაგრამ დღეს ძალინ მომინდა შოკოლადი.ავდექი ხალათი შმეოვიცვი და სამზარეულოში გავედი.ვერსად შოკოლადი ვერ ვიპოვე.
-სულ შეგვიჭამია._ვთქვი და გამეცინა.მიუხედავად,იმისა რომ ძალიან გვიანი იყო,ჩემს სახლთან ახლოს 24 საათიანი მაგაზიაა.ოთახში დავბრუნდი და მაღაზიაში ჩასასვლელად გამოვეწყვე.ნიკუშას დავხედე ყკბილად ეძინა.სახლის კარები ჩავკეტე და კიბეებზე ფრთხილად ჩავედი.
ერთ ადგილას გავიყინე,არ მოველოდი.ვერც ვიფიქრებდი.ნელა დავიძარი მანქანისკენ და მინაზე დავაკაკუნე.ალექსი კაკუნმა გამოაფხიზლა და გაოცებულმა მინდა ჩამოწია.
-ამ დროს ქუჩაში რა გინდა?_არაფრის თქმა არ დამაცადა.მანქანი კარი გააღო და გადმოვიდა.
-მე შოკოლადი მომინდა და სახლში არ მქონდა._ავლუღლუღდი.-შენ რას აკეთებ აქ?
-არაფერს.ადი სახლში და ამოგიტან შოკოლადს.მალე,მალე გაცივდები._ნელა მიბიძგა შნობისკენ,თვითონ მაღაზიისკენ წავიდა.გონს ჯერაც ვერ მოვსულიყავი.რას აკეთებდა ალექსი ამ შუა ღამეს.ამ გაურკვევლობაში ავედი სახლში და კარები გავაღე.ხუთი წუთიც არ იყო გასული ალექსიც მომვა უკან და გავსებული პარკი მაგიდაზე დადო.შოკოლადების დანახვაზე თვალები გამინათდა და მაგიდისკენ გავემართე.გახარებულმა დავავლე ხელი ჩემს საყვარელ შოკოლადს და სავარძელში მოვთავსდი.
-მადლობა._ალექსს ჩაღიმა.
-კიდევ რამე ხო არ გინდა?_ბროწეული მინდოდა ძალიან,მაგრამ შემეცოდა კიდევ მაღაზიაში გაშვება.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და შოკოლადს ვუკბიჩე.
-ელენა!რა გინდა მითხარი და ახლავე ამოგიტან._მიხვდა რომ ვატყუებდი,ნიკუშაზეც ასე ვეუბნეოდი ხანდახან თუ ძალიან შემეცოდებოდა.
-ბროწეული მინდა._შეპარვით ვუთხარი და შევხედე.ჩაეცინა და კარგიო მითხრა.სავარძელიდან ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.ლოყაზე მაკოცა.მე გაოცებულმა შევხედე.
-ძალიან საყვარელი ხარ._მითხრა და კარისკენ წავიდა.ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა ბედნიერება სულში და გამეღიმა.
-ალექს,ნაყინი მიყიდე რა კიდე,ყუთის._მივაძახე უკვე კარებთან მისულს.გაიცინა და კარი მიიხურა.მე დავრჩი ჩემს შოკოლადებთან ერთად ბედნიერი.ახალი შოკოლადი გავხსენი და ფანჯარაში გავიხედე.

ვგრძნობდი,რომ ნელ-ნელა ალექსის პატიებას შვეძლებდი.ძალიან მიხაროდა.აღარ მინდოდა ტკივილით ცხოვრება და არც ის მინდოდა ალექსი დამეტანჯა.ვხედავდი როგორ ნანობდა თავის საქციელს.თან ნიკუშაც მეცოდებოდა,ძალიან უყვარდა მამამისი.
გუშინ კონსულტაციაზე ვიყავი.ალექსიც წამომყვა.თვალებიდან არ ამომდის ალექსის სახე,როცა ექიმმა გვითხრა გოგოაო,ემოციებს ვერ იკავებდა და მუცელზე ნაზად მეფერებოდა.მეც სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი,ძალიან გვინგოგა მეორე ბავშვი გოგო ყოოფილიყო.ჯანმრთელობის მხირავც ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა.მესამე თვეს ვუკაკუნებდი უკვე და მუცელიც მეტყობოდა.ყოველთვის ვცდილობდი მომდგარი ტანსაცმელი ჩამეცვა,რომ მუცელი შესამჩნევი ყოფილიყო.სარკის წინაც დიდი ხანი ვიდექი და ვათვალიერებდი ჩემს მუცელს,ამ დროს თვალები სიხარულის ცრემლებით მევსებოდა.თამთაც ყველაფერში მეხმარებოდა,თუმცა ახლა გერმანიაში უწევდა წასვლა,ძმასთან.ერთი პერიოდო გადაიფიქრა,ვერ დაგტოვებო,მაგრამ არ დავანებე და ახლა უკვე თავი ძმასთან ერთადაა.აი ეს გიორგი რა მოუშორებელი გახდა.ორჯერ დამხვდა სადარბაზოსთან,როცა მე და ნიკუშა ჩემს მშობლებთან მივდიოდით.პირველად როცა მუცელი დამინახა,შეკრთა.მაგრამ მერე ისეთი სისულელეების ლაპარაკი დაიწყო,რამის ცუდად გავხდი.გინდა თუ არა,ცოლად გამომყევიო,ისე მეყვარება შენი შვილები როგორც ჩემიო.ალექსზე საშინელებების ლაპარაკი დაიწყო.მივხვდი რომ ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა.არ ვიცი საიდან,მაგრამ ალექსმა ამის შეხაბ გაიგო.გიჟივით მომივარდა სახლში,ჩემს გარეშე გარეთ აღარ გახვალო,მაგ გიორგის კი მე მივხედავო.შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა,ისედაც ძალინ ვიყავი დაძაბული და შეშინებული.ისეთი თავდაჯერებული ლაპარაკობდა გიორგი ალექსი ხელს ვერ შეგვიშლის,შენ მაინც ჩემი ცოლი იქნებიო, და თუ მაინც ვერ მოისვენა ალექსმა მაგასაც მივხედავო.ალექსის გამო მეშინოდა.ვცდილობდი ამ თემაზე ბევრი არ მეფიქრა ჩემი გოგონასთვი ზიანი რომ არ მიმეყენებინა.გარეთ მარტო აღარ გავდიოდი.ალექსს მოჰქონდა სახლში ყველაფერი რაც მე და ნიკუშას გვჭირდებოდა.რამდენჯერმე გავიგონე გიორგის რომ ელაპარაკებოდა.თუმცა დიალოგიდან გამომდინარე მგონი გიორგის მაინც არაფერი აინტერესებდა და არც ალექსის მუქარა აშინებდა.მიუხედავად იმისა რომ ალექსის გარეშე არსად დავდიოდი გიორგი მაინც უკან დაგვყვებოდა.ხშირად შემინიშნავს მისი მანქანა ჩვენი მანქანიც უკან.ეს უფრო მაშინებდა და ნერვიულობაზე კანკალი მეწყებოდა.ჩემს გამო არა ალექსის და ბავშვების გამო.

მეცინება.მეცინება ამ ბედის უკუღმართობაზე.ვზივარ ახლა საავადმყოფოში,გულში ნიკუშა მყავს ჩახუტებული და მთელი ხმით ვტირივარ.ნიკუშაც ხვდება ჩემს ტკივილს და ისიც ჩემთან ერთად ყრის ცრემლებს.რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები?რატომ არსებობს ბოროტება?განა არ შეიძლება რომ უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები.ახლა როცა ალექსითან შერიგებას ვაპირებდი,ახლა როცა ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით მეორე შვილის მოლოდინში,მე ვზივარ საავადმყოფოს იატაკზე და მივტირი ჩემს მომაკვდავ სიყვარულს.მაინც არ მოისვენა გიორგიმ.ალექსი როცა ჩემთან მოდიოდა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.მერე არაკაცურად ზურგიდან სამჯერ ჩაარტყა დანა.გიორგი კი დააკავეს,მაგრამ ჩემითვის ამას არ ქონდა მნიშვნელობა,მთავარი იყო ალექსი გადარჩენილიყო.ნელ-ნელა გარშემო ყველაფერი უფერულდებოდა.ნიკუშას ხელს არ ვუშვებდი.ის კიდევ აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და მამას ძახილით ალექს ეძებდა,ამაზე უფრო მეტირებოდა.ვგრძნობდი რომ მეტი აღარ შემეძლო,მაგრამ რაღაც ძალია მაკავებდა.იმედი.იმედი რომ ალექსი გადარჩებოდა და ისევ ვიცხოვრებდით ერთად,გავზრდიდით ჩვენ პატარებს.

„-მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ“_ჩავჩურჩულე ალექსს,როცა ექიმმა მისი ნახვის ნება დამრთო.-შენ რომ მეპოვნე მთელი სამყარო ხელს მიწყობდა,ახლა კი მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა.განაა ეს სამართლიანია.განა შეიძლება ახლა აქ რომ წევხარ უგუნოდ და მე რომ მანერვიულებ.ხომ იცი რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება,მაშინ რატომ მანერვიულებ?გაახილე რა თვალები,ის თვალები გაახილე მე რომ შემაყვარა თავი.გაიღვიძე,მე ხომ გაპატიე ალექს.მე ხომ გაპატიე._ცრემლები ლაპარაკში ხელს მიშლიდნენ.-ნიკუშა შენ გეძებს და გეძახის.მერე რომ არ მოდიხარ ტირის და თვალებით მეკითხება მამა სადააო.გაიგე ალექს!გაახილე თვალები!ალექს შეცდომა კი გაპატიე,მაგრამ რომ არ დაბრუნდე აი მაგას არ გაპატიებ,გაიგე ალექს!_“დავიყვირე“ აკანკალებული ხმით.
არამგონია ჯოჯოხეთი ამაზე საშინელი იყოს.სამი გაუსაძლისი დღე ველოდებოდით ალექსის გონზე მოსვლას,სამი დღე.საჭმელს ბავშვის გამო ვჭამდი.ნიკუშა დედაჩემს გავაყოლე სახლში.დღის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოს სალოცავში ვიყავი,ახლაც იქიდან ვბრუნდებოდი ექიმი რომ მელოდა მოსაცდელში.ექიმს სახეზეც ეტობოდა,რომ ჩემთვის სასურველს ვერაფერ მეტყოდა,მაგრამ განა შეიძლებოდა იმის წარმოდგენა რაც მან მითხრა.
-ელენა,ბავშვების გამო ძლიერი უნდა იყოთ,მათ გამო მაინც უნდა გადაიტანოთ._განა შეიძლება ალექსის გარეშე საერთოდ ვიცოცხლო.მითხარით განა შეიძლება.არაადამიანური ხმით დავიყვირე და მუხლებზე დავეცი,გული მტკიოდა და ვეღარ ვსუნთქავდი.ყველა მოგონებამ ერთ წამში თვალწინ ჩამიარა,გული უფროდაუფრო მეკუმშებოდა.ყველაფერმა შავი ფერი მიიღო.ერთი ხელი გულზე მივიჭირე,მეორე ხელით იატაკს დავეყრდენი.ამ ყველაფერს მუცლის მწვავე ტკივილიც დაემატა.ვგრძნობდი რომ ვითიშებოდი.ეს მიხაროდა,არ მინდოდა ალექსის სიკვდილი გამეაზრებინა.მუცლის ტკივილი კი არ ჩერდებოდა და მეც გადავეშვი უსასრულობაში,თუმცა შორიდან მაინც გავიგე ექიმის ნათქვამი სიტყვები-„დროა ელენა,დროა.“

გონზე მოვიოდი და ნაცნობი ხმა ჩამესმოდა,რომელიც ჩემს სახლეს იძალდა.თვალები ნელა გავახილე და თეთრ ჭერს მივაშტერდი.მერე ოთახი მოვათვალიერე და ჩემს გვერდით მჯდარ ალექსს შევხედე.მეგონა მელანდებოდა და ცრემლები წამომივიდა.წამოდგომა მინდოდა,მაგრამ ადგილიდან ვერ გავინძერი.ალექსი რაღაცას მეუბნეოდა,მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი.მერე ტანზე დავიხედე და დავინახე თბაშირში ჩასმული ჩემი ფეხი.ახლა ავფორიაქდი.ვერაფერი გამეგო.მერე ისევ ალექს გავხედე,რომელიც ცრემლიანი თვალები მიყურებდა.ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა.ორ წამში ექიმთან ერთად დაბრუნდა.
-ელენა,გილოცავთ დაბრუნებას.ეტყობა თქვენც ისე ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე,რომ ვერ დატოვეთ._უფრო გაურკვეველი გახდა ყველაფერი.ალექსი ხომ მოკვდა.მაშინ აქ რა უნდა.
-ალექს,რა ხდება?ვერაფერი ვერ გავიგე.შენ ცოცხალი ხარ?_ძლივს ავლაპარაკდი და ცრემლიანი თვალებით შევხედე ალექსს.მან ექიმს გადახედა და ჩემსკენ დაიძრა.
-ელენა ავარიაში მოყევი,არ გახსოვს?საბას დაბადების დღეზე,რომ მოდიოდი.სატვირთო დაგეჯახა,მაგრამ კიდევ კაი რომ მან დამუხრუჭება მოასწრო.
-კი მაგრამ.მე ჩვეულებრივ გავაგრძელე გზა.საბას დაბადების დღეზეც ვიყავი.
-ელენა თქვენ კომაში იყავით და ეს ნორმალურია.თქვენ ვერ მიხვდით რომ ეს რეალური არ იყო.ახლა ყველაფერი რიგზეა და სულ მალე ფეხზე დადგებით.ახლა მარტო დაგტოვებთ,მაგრამ ძალიან არ გადაიღალოთ._მითხრა ექმიმმა და გასასვლელისკენ წავიდა.მე კიდე მთელი ძალა მოვიკრიბე და ალექსისკენ ხელები გავიშვირე რომ ჩამხუტებოდა.ისიც მოიწია ჩემკენ და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები.ვეღარ შევიკავე ცრემლები და ხმამაღლა ავტირდი.
-ალექს,როგორ მიყვარხარ,როგორ მომენატრე.მეგონა მოკვდი.რა ბედნიერებაა,რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის._ალექსი მამშვიდებდა და თმაზე ხელ მისვამდა.ყველაფერი მოვუყევი.ორივეს გული დაგვწყდა ჩვენი გოგონას გამო,მაგრამ ალექსმა მაგასც ეშველებაო.მეგონა რომ ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ არ იყო,თუმცა არა,იყო კიდევ ერთი ადამიანი რომელიც ახლა გულში მიკრავდა.ალექსის მოფერებით გული რომ ვიჯერე ნიკუშა მოვიკითხე.
-ნიკუშა ქეთიმ წაიყვანა სახლში._შევატყვე ალექსს რაღაც აწუხებდა,მივხვდი რა შეიძლება ყოფილიყო და უკითხავად ვუპასუხე.
-გაპატიე ალექს,იმდენად მიყვარხარ,რომ არ შემიძლია არ გაპატიო.კომაში რომ ვიყავი ისე მტკიოდა შენი მდგომარეობა,რომ ახლაც კი ვგრძნობ.თან შენი დაკარგვით გამოწვეული სიმწარე ყველაფერზე ძლიერი იყო,არ მინდა იგივეს გადატანა.სიზმარმა ბევრ რამეს მიმახვედრა,პატიება უნდა შეგეძლოს,მიუხედავად დანაშაულისა.მე მჯერა შენი ალექს,მჯერა რომ აღარ დაუშვებ კიდევ გვეტკინოს._ალექსი თვალებით მადლობას მიხდიდა,იქ იმდენ ბედნიერებას და სიყვარულს ვხედავდი გული მითბებოდა.
-„მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ“_მითხრა ალექმა,მე კი გაოცებულმა შევხედე.-როცა მეძინა სიზმარში ყოველთვის ამ სიტყვებს მეუბნეოდი.

----------
მალე ჩვენი პატარა გოგონაც დაიბადა.მარიამი დავარქვით.ნიკუშამ სიარულიც დაიწყო და იკლებდა სახლში ყველაფერს.მე და ალექსი ვეღარ ვაჩერებდით ერთ ადგილას,ცოტალაპარაკიც ისწავლა.დაუჯდება ხოლმე თავის დაიკოს და თავის ენაზე ეტიტინება.ისეთი ბედნიერი ვარ მათი შემხედვარე.ხომ გაგიგიათ“ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ,შენი შვილების თვალებში მნახე.“ზუსტად ასე ვიყავი მეც.მათი ყურება მაბედნიერებდა და სიცოცხლით მავსებდა.ალექსი?ალექსი სულ სხვა განზომილებაა ჩემთვის.მის გარეშე მე არაფერი ვარ.მასზე უფრო დამოკიდებული გავხდი.სამსახურში რომ მიდიოდა ერთი სული მქონდა,რომ სახლში დაბრუნებულიყო.საავადმყოფოდან რომ გამოვედი ერთი კვირა შვებულება ავაღებინე,რომ მისით განმოწვეული დანაკლისი ამომევსო.ახლა ღიმილით ვუყურებ ჩემს პატარა ოჯახს.
-დედიკო მოდი ჩვენთან._გამომძახა ალექსიმ და ბავშვებიც აიყოლია.მეც ღიმილით გავემართე მათკენ და ძირს მივუჯექი.
-ახლა მეკითხებოდა ნიკუშა,ძამიკო როდის უნდა მომიყვანოთო და რა ვუპასუხო?_გამომცდელად შემომხედა ალექსმა და მაცდურად ჩამიკრა თვალი.
-უუთხარი მალე,ასე 8 თვეშიო._ვითომც არაფერიო ისე ვუთხარი და მარიამთან გავაგრძელე თამაში.ალექსი კი გაოცებული დავტოვე.ცოტა ხანში უკნიდან ალექსის თბილი ხელების მოხვევა და ყელში კოცნა ვიგრძენი.



№1  offline წევრი ninuca)))

მაგარი იყო მომეწონა ყოჩაღ.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline წევრი ucnobi_18

აუ რა სააიამოვნო და კარგი წასაკითხი იყო

 


№3  offline მოდერი bibo

ადრე მქონდა წაკითხული რო დავიწყე მეცნო მეთქი თვალები მატყუებს კარგი იყო გემრიელო კარგი წასაკითხი ჯემო heart_eyes მარწყვისნუგავ კარგი ისტორია თბილი ტკბილი და მსუბუქი წასაკითხი გემრიელობა heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი და ფერადი ისტორია იყო

 


№5  offline წევრი anoo

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent