შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდოგვის ეფექტი [ნაწილი მეორე]


13-04-2017, 12:32
ავტორი Mademoiselle
ნანახია 2 061

ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭა თქვენმა სითბომ წინა თავში. მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ უფრო მალე ვერ მოვახერხე დადება. ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და როგორ ვახერხებ გადმოწერას ამდენის, ეგეც მიკვირს. იმედია მოგეწონებათ! და კვლავ ველი კომპეტენტურობას თქვენგან!


დემნა
დიდ მაგიდას აბაშიძეების ოჯახი შემოსხდომოდა. შემწვარ-მოხრაკული არ აკლდა სუფრას, სალაპარაკო თემაც არ ილეოდა, თუმცა ყველაზე დიდი მინუსი აშკარად ჩანდა - დემნა აკლდათ. საუბარსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლაში დრო მიილია, საჭმელი შეიჭამა, სასმელი დაილია და ბოლოსკენ, დესერტის შემოტანის დრო რომ მოვიდა, ოჯახის უფროსს შვილი გაახსენდა.
-დემნა სად არის?
უცებ მიყუჩდა სუფრა. საუბარი წამიერად გაწყდა და სიჩუმე ჩამოწვა. ოთახს თვალი მოავლეს და განსაკუთრებული ფიგურა რომ ვერ შენიშნეს, სირცხვილი მოერიათ.
-მეგონა მოვიდოდა… მაგ ბიჭს ხომ ვერ გაუგებ! -აღმოხდა დემნას დედას, რომელიც ასაკით უკვე ძალიან დიდი იყო, მაგრამ იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ბევრ პატარა გოგოს შურდა მისი. ნატალია ერქვა, საკმაოდ დიდი და არისტოკრატიული გვარის გამგრძელებელი იყო, თუმცა ბედმა დიდად არ გაუღიმა. თექვსმეტი წლის იყო, ოჯახის მარჩენალი, საყრდენი და იმედი რომ გარდაიცვალა. მამის დაკარგვა ცუდად აისახა მის ფსიქიკაზე და რამდენიმე თვის განმავლობაში, დამამშვიდებლების ქვეშ ყავდა დედას. რომ განიკურნა საბოლოოდ და ყველა გადახრა პირველად ფაზას დაუბრუნდა, დედას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ეს ის დრო იყო, როცა კიბო განაჩენს წარმოადგენდა. იმედის მკრთალი სხივიც კი არ არსებობდა. რამდენიმე თვეში მიილია დიდი ქალბატონი და გაქრა. კიდევ ერთ ტრაგედიას ვეღარ უძლებდა ნატალია. და თვითმკვლელობამდე მისულს, ნათელ წერტილად დაესახა მის ცხოვრებაში ანგელოზად მოვლენილი თამაზ აბაშიძე. შეერთდა ორი გვარი და მალევე დაიბადა პირველი გვარის გამგრძელებელი - დემნა. მას მერე ბევრ ქარტეხილში მოხვდა ნატალია, თუმცა ოჯახის თანადგომამ შემატა სიძლიერე და არ დააკარგვინა მეობა.
თამაზმა ტელეფონი ამოიღო და დარეკა. პასუხი არ იყო. კვლავ დარეკა და იგივე შედეგით უკმაყოფილომ ტელეფონი მძიმედ დაანარცხა მაგიდას.
-არა, მაინც როგორ ვერ შენიშნეთ? -ხმის აწევით შეაკრთო ოჯახის წევრები.
ამ დროს დემნა ოფისში, კომპანიის თბილისის ფილიალში იჯდა და საბუთებს ავსებდა. ზაფხული იყო და დაპირებისამებრ, უნდა დამშვიდობებოდა სამსახურს, დროებით, მაგრამ ზედმეტად დაგროვილმა წერილებმა ინბოქსში აიძულეს კომპიუტერის კვლავ ჩართვა.

ანასტასია
აბაზანიდან გამოვიდა ანასტასია და სარკის წინ მოკალათდა. ცოტა ხანს უყურა საკუთარ ანარეკლს, აქედანაც ათვალიერა, იქედანაც და მიხვდა, რომ დრო უკვე აჩენდა ღარებს მის სახეზე. მიხვდა, რომ სახლში ჯდომა და დედის იმედად ყოფნა, მხოლოდ სწავლა და თავისუფალი დროის ზღვა მასზე უარყოფითად მოქმედებდა. ადგა, გარდერობიდან ტანსაცმელი გადმოაწყო და ის იყო ხალათი გაიხადა, ოთახის კარზე აჩიმ დააკაკუნა. მოულოდნელობისგან შეჰკივლა ანასტასიამ და ხალათი შემოიხვია შიშველ სხეულზე.
-ვიცვამ! -დაუძახა ხმამაღლა.
კარს მიღმა აჩიმ ჩაიცინა.
-არ შემოვდივარ! რომ მოიცლი, გამოდი, საქმე მაქვს შენთან…
-აბა რას ვიზამ? -გაბრაზდა გოგო. როდის არ გავსულვარ, აქ ხო არ დავრჩებიო - იფიქრა.
სახლის ტანსაცმლით შემოსა სხეული, ოთახის გასანიავებლად ფანჯარა გამოაღო, ფარდები გაწია და მისაღებში გავიდა. ეს ადგილი აჩის ბოლოდროინდელი ნავსაყუდელი იყო. იმდენად უყვარდა მისაღები, რომ ხშირად ათევდა ღამეებს რბილ დივანზე და უარს ამბობდა მყუდრო ოთახსა და კომფორტულ საწოლზე.
-რა მოხდა? -შესვლისთანავე შენიშნა ანასტასიამ, რომ ორ ფინჯანში მოემზადებინა ყავა აჩის. ერთს თავად შექცეოდა, მეორე კი ელოდა პატრონს.
-გადავწყვიტე, სამუშაო უნდა ვიშოვო. იმ კახპას მე აღარ შევურიგდები და დროა რამე ვიშოვო, ფული დავაგროვო და ცალკე გავიდე ქირით სადმე.
არ ელოდა გოგო ამას და წამით იყოყმანა.
-შენ ხო იცი, რამდენი ხნითაც დაგჭირდება, ჩემი სახლი შენიც იქნება… -უთხრა ბოლოს.
-ტასი, მაინც რამდენხანს უნდა ვიყო შენთან? ერთი თვე, ერთი წელი თუ მთელი ცხოვრება? ვიშოვნი რამეს, ჩემი პროფესიის ხალხი ყველგან სჭირდებათ.
-მე ვიყავი ის ადამიანი, რომ იძახდა - მუშაობა არ შემიძლიაო? -გაახსენა ანასტასიამ ის ფრაზა, რომელსაც ყოველთვის იშველიებდა აჩი, თეკო რომ ატყდებოდა - სასწრაფოდ გჭირდება სამსახურიო.
ბიჭს გაეცინა. გამომიჭირეო, თვალებით უთხრა და ყავა მოსვა.
-საჭიროება ადამიანს მთას გადაადგმევინებს! - წარმოთქვა ოხვრით.
-ეგ რომელი ფილოსოფოსის სიტყვებია? -სასაცილოდ არ ეყო ანასტასიას.
-აჩი შენგელიას! -კისერი მოიღერა მანაც.
გოგომ გაიფიქრა: მაინც რა საოცარია, რამდენიმე წუთის წინ მეც ხომ იგივე ფიქრებმა შემიპყრო?!
-კაროჩე, კიდე უნდა დამეხმარო რა. შენ დიდი სანაცნობო წრე გყავს და იქნებ გამონახოთ რამე.

დემნა
თეთრ ოთახში, რომელსაც ორ კედელზე ერთმანეთის გასწვრივ ორი უზარმაზარი შუშაბანდი ამშვენებდა, დემნა მარტო იჯდა. ეს იყო საკონფერენციო ოთახი, შუაში ვებერთელა თეთრი მაგიდითა და გარშემო შემოწყობილი ლამაზად გაფორმებული რკინის სკამებით. სიჩუმეში მხოლოდ აბაშიძის თანაბარი სუნთქვა ისმოდა. მაგიდის თავში გაშოტილი წამომჯდარიყო და ქალაქს შეჰყურებდა გაშტერებით. გონებაში ფიქრები ირეოდნენ, აზრები ქროდნენ და ვერაფერს გრძნობდა. სისულელე იყო თბილისში ჩამოსვლა… ძალიან დიდი სისულელე. ორჯერ აიკლეს ჟურნალისტებმა დემნა, ათასი სტატია დაიწერა მასზე, ქუჩაში კი ისე ვერ გაევლო, რომ ვინმეს კეკლუცი მზერა არ ეტყორცნა მისთვის. ძალიან დამღლელი იყო პატარა ქალაქი, სადაც ყველა ყველას იცნობდა და სადაც არავინ ცხოვრობდა საკუთარი ცხოვრებით. იმდენად დამღლელი გახლდათ, რომ წლობით არ უჩნდებოდა დემნას სურვილი დაბრუნების.
ახლაც იჯდა ცარიელ ოთახში, მაგიდაზე უმელნო კალამს აკაკუნებდა და საათის წიკწიკით სული ეხუთებოდა. ქართველი ჟურნალისტები ან ძალიან ადრე მოდიოდნენ ყოველთვის, ან ზედმეტად გვიან.
ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა. რამდენჯერმე გავიდა და კიდეც მოისმა ქუსლების კაკუნი, ქალების წიკვინი, მამაკაცების რეპლიკები და კარზეც დააკაკუნეს. აბაშიძე ფეხზე წამოდგა და წელში გამართული წავიდა კარისკენ. პიჯაკი გაისწორა, ხელზე როლექსის საათი შემოაბრუნა და კარი გააღო. ხმაური წამიერად მიწყდა და სუნთქვაც ხმაურთან ერთად შეწყდა. ჟურნალისტები გაქვავდნენ და დაავიწყდათ მოვალეობა. დემნამ ჩაახველა, ზურგი აქცია მათ და წინ გაუძღვა. რამდენიმე წამით კვლავ შეყოყმანდნენ და მერე თანაბარაჩქარებით შემოვიდნენ კარში. ზედმეტად დახვეწილ ოთახს თვალს ხარბად ავლებდნენ და თან ცდილობდნენ ადგილები შეჰხვედროდათ. დემნა შუშაბანდთან იდგა და ჟურნალისტებისთვის ზურგი შეექცია. ლურჯი პიჯაკით შემოსილი მხრები განსაკუთრებულად ფართე და გამოყვანილი უჩანდა. იდგა, როგორც ქანდაკება, მშვიდად სუნთქავდა და ელოდა, როდის ჩაწყნარდებოდნენ სტუმრები, რომ საქმეს შესდგომოდა. რამდენიმე წუთით მოუხდა დაცდა და, რომ მიხვდა ამით დაასრულეს წიკვინი, შემოტრიალდა.
-მოგესალმებით და იმედს ვიტოვებ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა წარმატებულად ჩაივლის.
ქალებს ღიმილი შეეპარათ ტუჩებზე და თვალები აუციმციმდათ.
-ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება, -განაგრძო აბაშიძემ, - შეკითხვები სათითაოდ დამისვით, დააცადეთ ერთმანეთს და დამაცადეთ მეც საუბარი. სხვას არაფერს ვითხოვ და მოვითხოვ თქვენგან.
საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებულ ჟურნალისტებს ცოტა არ იყოს ეხამუშათ ბატონი დემნას შენიშვნა და მეტადრე თხოვნა. იფიქრეს: ისეც ხომ ასე ვაკეთებთ, რა საჭირო იყო ხაზგასმაო.
-პირველი შეკითხვა, -გაახსენათ მოვალეობა დემნამ და მასთან ყველაზე ახლოსმჯდომ ჟურნალისტს შეხედა.
ისიც თითქოს ახლაღა გამოერკვა ფიქრებიდანო, აინთო და დაბნეულობისგან შეყოყმანდა. დემნას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. უყურებდა დაბნეულ ჟურნალისტს და არ სჯეროდა. აქამდე რომ ვინმეს ეთქვა მისთვის, ათასგზის ჟურნალისტი დაიბნაო, არ დაიჯერებდა. მათი მოვალეობა ხომ სწორედ ის არის, მედგრად იდგნენ და არც ერთ ქარიშხალში შეტორტმანდნენ. ახლა კი ცხადად ხედავდა ენაჩავარდნილ გოგოს, რომელიც ნერვიულობისგან ვეღარც ფურცელს ხედავდა, სადაც კითხვა ეწერა და ვეღარც ხმის ჩამწერს.
-შემდეგი კითხვა! - ხმა გაუმკაცრდა აბაშიძეს.
ენაჩავარდნილი ჟურნალისტის გვერდზე მჯდარი გოგო მხრებში გაიმართა, მომზადებული კალმის წვერი მარჯვედ შეახო ფურცელს და თქვა:
-რამდენი ხნით ხართ ჩამოსული ქალაქში და აპირებთ თუ არა, თქვენს სამშობლოშიც გაფართოვდეთ?
დემნამ ჩაახველა და წამოიწყო.
-თბილისში მხოლოდ დასასვენებლად და ევროპული რუტინისგან განსატვირთად ჩამოვედი, თუმცა გამაკვირვა ქართული ბაზრის მიერ ჩვენი საქონლის ძლიერმა მოთხოვნამ. გადავწყვიტე, ის დრო, რაც დასვენებისთვის დავყე შევამცირო და ვიზრუნო პროდუქციის საქართველოში რეალიზაციაზე. ნუ, აქამდეც იყო რეალიზებული ჩვენი პროდუქცია თბილისის რამდენიმე ფილიალში, თუმცა ედო გაბუქებული ფასი და ყველას როდი მიუწვდებოდა ხელი. ვიფიქრებ, ვიმუშავებ და იქნებ სამშობლოშიც დავტოვო კვალი და ხალხს დავანახო რამე.
-რას გულისხმობთ? - ვერ მოითმინა ჟურნალისტმა.
-შემდეგი კითხვა! -თქვა და შემდეგ ჟურნალისტს მიაპყრო მზერა.
-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დემნა აბაშიძე დასაოჯახებელია. საინტერესოა, თუ იკვეთება თქვენს ინტერესებში ქართველი გოგოს შერთვა და იქნებ გაგვიმხილოთ კიდეც, თუ საიდუმლო არ არის, ვინ არის თქვენი იღბლიანი რჩეული?
მამაკაცს გაეღიმა. ენას ძლიერად დააჭირა კბილები, რომ არ გასცინებოდა. იფიქრა: არა, მაინც რა თავხედები არიან ეს ჟურნალისტები!
-ჯერ დაოჯახებაზე ფიქრისთვის არ მცალია და არც რჩეული მყავს, თორემ თქვენ ამას როგორ გამოგაპარებდით?!
უკმაყოფილოდ ასწია ცხვირი კითხვის ავტორმა.
კითხვა-პასუხის რეჟიმი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ბევრი საინტერესო შეკითხვა გაჟღერდა, ბევრიც მეტად სასაცილო. უმთავრესი კი ის იყო აბაშიძესთვის, რომ მეტად აღარ მოუწევდა თავის შეწუხება ამ აუტანელი ხალხის ცქერით.
ყველა რომ დაემშვიდობა დემნას და კარში გავიდა, მხოლოდ ერთი შემორჩა ოთახში და გვიანღა შეამჩნია დემნამ. ეს ის გოგო იყო, პირველი კითხვის დასმის საშუალება რომ ჰქონდა, მაგრამ ისე დაიბნა, მგონი, საკუთარი სახელიც დაავიწყდა.
მამაკაცის წინ იდგა, თავი დაეხარა და ჩანდა, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა.
-ბოდიშს გიხდით ინციდენტისთვის, - ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე, ისე, რომ ძლივს გაიგო მამაკაცმა, რას ამბობდა ეს ტანითა და სულით პატარა გოგო.
-რას ლაპარაკობ! -გაეცინა აბაშიძეს, -მე რას მებოდიშები, შენს რედაქტორს მოუხადე ბოდიში, რომ ინტერვიუს გარეშე მიხვალ.
-ვინერვიულე… -ხმის კანკალით წარმოთქვა კვლავ.
-ხდება ხოლმე. დღეს თუ არა, მომავალში გაგიმართლებს, -მხარზე მოუსვა მეგობრულად ხელი.
-მადლობა! -განაგრძობდა დუდღუნს სიფრიფანა გოგო და მამაკაცს თვალს ვერ უსწორებდა.
-გაიზარდე! -ისიც არ იშურებდა ირონიას. ხანდახან, ძალიან ცუდი კაცი იყო დემნა.

ანასტასია
რამდენიმე ნაცნობთან დარეკა ანასტასიამ და ვერც ერთმა გასცა პასუხი, რომლის მოსმენაც სურდა. ვაკანსიები იშვიათადღა იყო ქალაქში ამ პაპანაქება ზაფხულში. ყველა გაფაციცებით შრომობდა, რომ ოჯახისთვის ფული მოეგროვებინა და დასასვენებლად წაეყვანა. არავინ ტოვებდა სამსახურს, არავინ აძლევდა უფროსს საშუალებას, რომ ეთქვა: განთავისუფლებული ხარ! უნიავო ზაფხულში ირჯებოდა ხალხი ბოლომდე, ოფლს ღვრიდა და მაინც არ წყვეტდა ოცნებას,რომ ამ შრომის ფასად ოჯახს სანაპიროზე თუ არა, მთაში მაინც გაატარებინებდა ნანატრ ერთ კვირას.
ბოლო ნომერზე დარეკა გოგომ, გადაწურული იმედით. იქვე იჯდა აჩი და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. არც მას გააჩნდა რამის იმედი, მხოლოდ გულის სიღრმეში არ ყრიდა ფარ-ხმალს.
-ეკაკო, როგორ ხარ? ანასტასია ვარ, მიცანი? მშვენიერი! მისმინე, ვაკანსიები ხომ არ გაქვთ კომპანიაში ან ხომ არ იცი რამე, რომ მიმასწავლო? მართლა? ვაიმე, რა მაგარი გოგო ხარ! მომწერე მისამართი და დღესვე მივალთ. ხო.. დაურეკე თუ შეძლებ, დამავალებ! ერთი კარგი ბიჭი მიმყავს. ჰოო, მგონი თავისი პროფესიით კარგ ადგილას დავასაქმებთ! მადლობა დიდი, ეკ! ოქრო ხარ. გკოცნი.
თვალები გაუბრწყინდა აჩის.
-არ მჯერა!
-არც მე! -იკივლა და ხელგაშლილი გამოექანა ბიჭისკენ, - ორი ვაკანსიააო. მგონი, მეც ვიშოვნი სამსახურს! -ცეკვა-ცეკვით მოშორდა ბიჭს და ემოციურად დაღლილი სავარძელში მიესვენა.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგად წერ , მაგრამ პატარა თავებია გაადიდე და მალე დადე.

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

მართლა პატარა თავია,თორე სიუჟეტი მართლაც მიმზიდველია <3

 


№3  offline წევრი Mademoiselle

სიხარულს მანიჭებს ის ფაქტი, რომ მოგწონთ და არც წუწუნი მჩვევია. შესაძლებლობის მიხედვით, გავზრდი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan momewona. Veli shemdegs moutbenlad!!!!

 


№5  offline წევრი ninuca)))

ძალიან მაგარი იყო. უბრალოდ მალე იკითხება და თავები გაზარდე. <3 kissing_heart
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№6  offline წევრი 810x

ველოდები ახალ თავსს..

 


№7 სტუმარი მკითხველი ))

ძალიან კარგი იყო, რაღაცნაირად მიმზიდველი სიუჟეტი აქვს :დდ მალე დადე ხოლმე რა მკითხველის თხოვნა იქნება :**

 


№8  offline წევრი 810x

საუკუნო ლოდინი მოგვიწევს მგონი !

 


№9  offline წევრი 810x

ღმერთო ოდესმე დადებ?!

 


№10  offline წევრი ნინაჩკა

რატომ არ აგრძელებ???ძალიან მაინტერესებს მეც და სხვებსაც...ძალიან კარგიი მოთხრობაა და აუცილებლად გააგრძელე❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent