შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო (თავი 2 )


14-04-2017, 00:04
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 734

ფიქრობდა მომავალზე თუ რას იზავდა ბავშვების გარეშე, როდესაც სასწავლებლად წავიდოდნენ საზღვარგარეთ. მათთან ერთად ვერ წავიდოდა, რადგამ დედას მაგის საშუალება არ ჰქონდა და არც მოსთხოვდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა. ვინ იქნებოდა თუ არა გიჯი ანაბელი.
- ჰოო ანაბელ - გაღიმებულმა უპასუხა.
- სად გიგდია გოგოოო ტელეფონი? - წიკვინით დაიწყოო, საუბარი როგორც ყოველთვის.
- არ მესმოდა, რა ხდება ხომ მშვიდობაა?
- ეხლავე წამოდი ჩემთან, მე და დამიანეს საქმე გვაქვს. - არაფრის თქმა არ აცადა და გაუთიშა.
მართალია ხასიათზე არ იყო, მაგრამ იცოდა სახლში მიუვარდებოდა და კარგი დღე არ დაადგებოდა. აბაზანაში შევიდა, თავი მოიწესრიგა, გაემზადა და წავიდა. მალე მივიდა სახლთან და ზარი დარეკა. მალევე გაუღო კარები. ისიც მისაღებში შევიდა. გაუკვირდა, როცა შიგნით დამიანეს და ანაბელის მშობლები დაუხვდა. დივანზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის დაიწყებდნენ საუბარს. აინტერსებდა რა ხდებოდა.
- შვილო. - მიმართა დავითმა, დამიანეს მამამ. - მე და ირაკლის გვსურს, ბავშვებთან ერთად, შენც წახვიდე სასწავლებლად, ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ. შენ არაფერზე ინერვიულო.
- რასამბობთ?! ასე ვერ შეგაწუხებთ, რა საჭიროა. - გაოცება ვერ დამალა. რათქმაუნდა ასეთ რაღაცას ვერ დასთანხმდებოდა, არ უყვარდა სხვისი შეწუხება.
- გეკადება?! ხომ იცი, როგორც საკუთარ შვილს ისე გიყურებთ და გვიყვარხარ. - გაუღიმა ირაკლიმ.
- მართალია ირაკლი შვილო, ესენიც ვერ გაძლებენ უშენოდ იქ. - თბილად მიუგო მარიამმა, ანაბელის დედამ.
- კი მაგრამ... - ლაპარაკი შეაწყვეტინა ელენემ.
- არანაირი, მაგრამ გადაწყვეტილია, ეს ამბავი, შენც მიდიხარ. - ადგა და თბილად ჩაიკრა გულში.
ელიზაბეტს, გული აუჩუყდა და ცრემლები გადმოცვივდა. ძალიან უყვარდა მეგობრების მშობლები, როგორც საკუთარი. ყოველთვის გრძნობდა, მათგან დიდ ყურადღებას.
- კაი, რა გატირებს, უკვე დიდი გოგო ხარ. - დასცინა დამიანემ და თმები აუჩეჩა.
- აუუუ, როგოორ მიყვარხააააარ და მიხარიაა, რომ მოდიხარ , შეენ ხომ არ იცი. - ყვირილით მივარდა, ანაბელი და ჩაეხუტა. მათ დამიანეც შეუერთდა.
- ოცდაშვიდში მივფრინავთ, შენი დაბადებისდღის მერე. კარგია, წასვლასაც და იუბილესაც ერთად ავღნიშნავთ.
- კაი, რა, არ მინდა აღნიშვნა. ხომ იცი არ მიყვარს. - აწუწუნდა ელიზაბეტი.
- ჩშ, ტუჩებთან მოიუტანა თითი და გააჩუმა. შენ, არ გინდა, ზურიკელას უნდა. - სიცილით უთხრა ანაბელმა.
- ტყუილად წუწუნებ. აზრი არ აქვს, ხომ იცი. - დასცინა დამაინემ.
- კაიი, ხოო უიმეე.. მადლობას გიხდიით ყველას, ასეთი სიუპრიზისთვის. თქვენ ხომ არ იცით, როგორ მიყვარხართ და რამდენს ნიშნავთ, ჩემთვის. - ყველას ჩაეხუტა და სახლში დაბრუნდა.
ძალიან გახარებული იყო, უხაროდა მათთან ერთად წასვლა. მაგრამ თან გული სტკიოდა დედას მარტო დატოვება, რომ მოუხდებოდა. სახლში მალე მივიდა. დედა სახლში არ დახვდა. წერილი შეამჩნია მაგიდაზე ,, დეე, სავადმყოფოში გამომიძახეს, მძიმე ავადმყოფი მოუყვანიათ, დამაგვიანდება. მიყვარახარ და გკოცნი’’. გაეღიმა წერილის კითხვის დასრულებისას. ყურადღებიანი იყო ანასტასია, არასდროს ავიწყდებოდა ელემენტარულიც.
ყავა გაიმზადა და მისაღებში გავიდა. დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო. არხებს დაუყვა, საინტერესო არაფერი გადიოდა. გამორთო ტელევიზორი და ჭიქა სამზარეულოში გაიტანა. გადაწყვიტა, ცოტახანი სანამ დედა მოვიდოდა დაეძინა. ოთახში შევიდა, ლოგინზე გაწვა და ბალიშს ჩაეხუტა.
დედის კოცნამ გამოაღვიძა.
- დედიკო , გაიღვიძე მოვედი.
- მმ, ჩემი ლამაზო დედა მოსულა. თავალებ დახუჭული წამოდგა და ჩაეხუტა.
- ჩემი, ლამაზი გოგო .
- დეე, რაღაც უნდა გითხრა. - სევდიანი ,თვალები მიანათა.
- რა ხდება დე, ხომ ყველაფერი კარგადაა? - აღელდა ანასტასია, შვილი სევდიანი, რომ დაინახა.
- კი ყველაფერი კარგადაა.. უბრალოდ ირაკლიმ და დათო ძიამ, მთხოვეს მეც წავიდე ბავშვებთან ერთად. ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთო.. უარი ვუთხარი, მაგრამ ბოლოს მაინც დავსთანხმდი.
- სულელო, მაგის გამო ნერვიულობ?! ხომ იცი, როგორ მინდა წარმატებული იყო. შენი ოცნება აისრულო და გახდე საუკეთესო ქირურგი საქართველოში. მე შენი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. მართალია ძალიან მომენატრები, მაგრამ ყოველ დღე ვილაპარაკებთ . - ცრემლებს ძლივს იკავებდა ტასო, არასდროს ჰყოლია მისგან შორს შვილი, ეხლა კი უწევდა სხვა ქვეყანაში გაეშვა, მისი ერთადერთი ქალიშვილი.
- დე, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, ნომერ პირველი დედა ხარ, მსოფლიოს ფარგლებში. - არაფერი აღარ უთქვამს შვილისთვის, აკოცა და დატოვა ოთახში.
მალე გავიდა დღეები, მოვიდა ოცდახუთი ივლისი. მართალია არაფრის გაკეთება არ სურდა, მაგრამ ანაბელმა, მამამის რესტორანი დაახურინა, ყველა დაპატიჟა ვისაც იცნობდა. რვა საათზე იყო, ხალხი დაპატიჟებული.
ძალიან ლამაზი, იყო ელიზაბეტი. წითელი ტანზე გამოყვანილი, კოჭებამდე კაბა ეცვა. ერთ ფეხე, ბარძაყამდე შეხსნილი ჰქონდა. ზურგზე ამოღებული, წინ კი დახურული. ფეხზე შავი მაღლები ეცვა. თვალებზე მუქი მაკიაჟი, უფრო გამოჰკვეთავდა, მის შავ თვალებს. წითელი ტუჩსაცხი, მეტ სექსუალურობას ჰმატებდა , ლამაზ ტუჩებს.
ანაბელი კი, სექსუალურობის განსახიერება იყო. ლურჯი, ტანზე გამოყვანილი, მუხლს აცდენილი კაბა ეცვა. ხვეული თმები ზურგზე ეყარა, სიარულის დროს, ტალღებს ქმნიდა.
დამიანე, ძალიან სიმპატიური იყო, მუქი ლურჯი შარვალი და ამავე ფერის პერანგი ეცვა. წელზე ჰქონდა მომჯდარი, მკვეთრად გამოჰკვეთდა მის დაკუნთულ, ნავარჯიშევ სხეულს. მუქი ლურჯი უფრო გამოჰკევთდა, მის ზღვისფერ თვალებს.
სამივე ერთად შევიდნენ დარბაზში და ყველას ყურადღება მიიქციეს. ულოცავდნენ დაბადებისდღეს, საჩუქრებს აძევდნენ. ელიზაბეტი ყველას უღიმოდა ,მსუბუქად თავის დახვრიით, ესალმდებოდა და მადლობას უხდიდა ყველას.
დამიანემ შეძლო მისი გახარება. ვარსკვლავების შესახებ აჩუქა წიგნი. რომელსაც უკვე თვეებია, ეძებდა ყველგან, მაგრამ ვერსად იპოვა. ძალიან უყვარდა ვარსკვლავები, თითოეულის შესახებ, ფლობდა ინფორმაციას. მივიდა და მთელი გულით, ჩაეხუტა.
- ძალიან, ძალიან მიყვარხაარ.
- მეც, ჩემო ფერია.
დაბადებისდღეზე, მნიშნელოვანი არაფერი მომხდარა. მშვიდობიან მგზავრობას და წარმატებას უსურვებდნენ. ყველა ერთობოდა და ცეკვავადა. პირველი საათი იყო, რომ დაიშალნენ. ანაბელი ელიზაბეტთან დარჩა. სახლის მისვლის თანავე, ბალიშს ჩაეხუტნენ და დაიძინეს. დილით ადრე, გაიღვიძეს. ისაუზმეს და საყიდლებზე წავიდნენ. თითქმის ყველა მაღაზია შემოატარა სლაომემ. იმდენი რამე იყიდეს ძლივს მიიტანეს მანქანამდე. ბოლოს მოშიებულები, საყვარელ კაფეში შევიდნენ. შიგნით მყუდო გარემო იყო. მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული. წითელი და თეთრი ფერი იყო შერწყმული ერთმანეთში. მიმტანი იხმეს და მათი საყვარელი, შკოლადის ტორტი და ცივი ყავა შეუკვეთეს. ცოტახანი იალაპარეს და წასვლა დააპირეს.
ლიზას, ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, კითხულობდა, როდესაც რაღაც მკვრივს შეასკდა. ცხვირით გულ მკერდს მიეჯახა და ძალიან ეტკინა. ნეტავ კანის მაგივრად ლითონი ხომ არ ჰქონდა გადაკრულიო. ამის გაფიქრება კი მოასწრო, სანამ ახედავდა შეჯახების ობიექტს. ზევით ახედვისას, თავისზე ორი თავით მაღალი, მამაკაცი დახვდა. მის მწვანე, ჭაობისფერ თვალებში ჩაიძირა.
- წინ უნდა იყურო, როცა დადიხარ! - მკაცრმა ბარიტონმა, გაიჟღერა. ჯიქურად უყურებდა გოგონას თვალებში.
- მე.. მე.. უკაცრავად, შემთხვევით დაგეჯახეთ - მისმა მკაცრმა მზერამ, დააბნია.
- ლაპარაკიც, არ გცოდნია ამხელა გოგოს! - ირონიულად მიუგო და გვერდი აუარა.
ელიზაბეტი კიდევ დიდხანს იდგებოდა , ასე გაშტერებული. ანაბელს, მუჯლუგუნი, რომ არ წაერტყა.
- ეეს.. ეეს.. როგორ გამიბედა, ამ ძველი ეპოქიდან, გადმონაშთულმა დინოზავრმ.ა - ცოფებს ყრიდა.
- აიი, შენს თავს გეფიცები. ძეგლი უნდა დავუდგა იმ სიმპატიურ ბიჭს, შენი გაჩუმება, რომ შეძლო. - კისკისედა და თეთრ კბილებს აჩენდა.
- გეყოოს! - გაბრაზებულმა გახედა და კარისკენ წავიდა.
ანაბელმა, სახლამდე მიიყვანა და დატოვა. თვითონ კი სახლში წავიდა. ბარგი ჰქონდა ჩასალაგებელი, ხვალ უკვე მიემგზავრებოდნენ.
- მოხვედი დეე? - სამზარეულოდან გამოსძახა.
- კი და ძალიან დავიღალე, ყველა მაღაზია შემომატარა.
- არ გშია? დილის მერე, ალბათ არაფერი გიჭამია. უკვე საღამოა.
- არა, კაფეში შევედით. უბრალოდ, წავალ ცოტახანი დავიძებ და ბარგს მერე ჩავალაგებ.
- დეე, მე ჩაგილაგე ყველაფერი. ეხლა, რაც იყიდე, ისინი დავამატოოთ.
- მიყვარხარ ძალიან. - აკოცა და ოთახში შევიდა.
უცნობზე ეფიქრებოდა. მის მწვანე თვალებზე და მარწყვივით წითელ ტუჩებზე. თავი გააქნია, აბეზარი ფიქრების გასაფანტად.
საღამო იყო , რომ გაეღვიძა და ოთახიდან გავიდა მისაღებში. ანასტასიამ ყავა მასაც მოუდუღა და მაგიდაზე დაუდგა ჭიქა, თავის საყვარელ ნამცხვართან ერთად.
- შვილო შენთან მინდა, სერიოზულ თემაზე. არ მინდა ისე წახვიდე, რომ სიმართლე არ იცოდე.
- რა ხდება დეე? - გულის სიღრმეში იცოდა, რაზე სურდა საუბარი, მაგრამ მაინც ჰკითხა.
- ყველაფერი კარგადაა. მამაშენზე მინდა ყველაფერი მოგიყვე. უფლება გაქვს იცოდე. - ქალს თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ სადინარებიდან გადმოსვლის უფლება, არ მისცა. ემძიმებოდა ამ თემაზე საუბარი და ყველაფერის გახსენება.
- თუ არ შეგიძლია, მერე ვილაპარაკოთ. არ მინდა ინერვიულო. - ძალიან უნდოდა მოესმინა ,მამის ისტორია. მაგრამ თან ეშინოდა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც მის ოცნებებში ოყო.
- არა! მომისმინე და არ შემაწყვეტინო გთხოოვ.







№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო რამხელა ინტრიგა დაგვიტოვე რა.მალე დადე ხო?კარგია ძალიან და გაზარდე თავები რა
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ოო რამხელა ინტრიგა დაგვიტოვე რა.მალე დადე ხო?კარგია ძალიან და გაზარდე თავები რა

მადლობა, დღეს თუ მოვასწარი დავდებ

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

როგორც გუშინ დაგპირდი, წავიკითხე.
დარწმუნებული ვარ, ერთ-ორ კარგ რჩევას ჩემგანაც მიიღებ.
პირველ რიგში, დამწყები ხარ და ძალიან კარგია, რომ სტიმული და მონდომება არ გაკლია. ასეც უნდა იყოს. მე რომ პირველ ისტორიას ვდებდი, ძალიან მეშინოდა. რა თქმა უნდა, იცი რომ შეცდომები გაქვს და ასეც უნდა იყოს. უშეცდომო ნაწერი რომ გქონდეს, ეს უფრო გამიკვირდებოდა. პუნქტუაცია ისე დაიხვეწება, შენ ვერც კი მოასწრებ გააზრებას. მეათე, ოცდამეათე ისტორიას დარწმუნებული ვარ შესაშური სისწორით დაწერ.
ახლა, უშუალოდ ისტორიაზე ვიტყვი 1-2 სიტყვას. დასაწყისი ოდნავ ზედმეტი მომეჩვენა, თუმცა არ ვიტყვი, რომ ცუდია. ელიზაბეტი რომ კარგი ბავშვი იქნებოდა, ამაში ეჭვი მე არ მეპარება, თუმცა მაინც, ჩემთვის ოდნავ უფრო მუქი ხაზი იყო წარსულის. მომწონს დედისა და შვილის ურთიერთობა. ანასტასია ნამდვილად კარგი დედაა, მზრუნველი და ალბათ ბევრი რამ ისეთის გადაიტანა, რასსაც ძალა და ენერგია სჭირდება, რომ არ გამოიფიტო.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მეგობრებსა და მათ მშობლებს შორის დამოკიდებულება, მაგრამ ერთს გირჩევ, არ წერო ისტორია ზღაპრულად. საჭიროა, რომ ემოციები და განცდები უფრო მძაფრად აჩვენო. (ვიმეორებ, დამწყები ხარ და ამას ისე გეუბნები, როგორც საკუთარ თავს ვუმეორებ ყოველი ახალი ისტორიის წერისას) ისტორიას ყველაზე მეტად ის მძაფრი ემოცია და მისგან გამოწვეული ქმედებები უხდება, რომელსაც გარემო ფაქტორების ზემოქმედებით განიცდიან ჩვენი პერსონაჟები. ვინაიდან, ისინი არ არსებობენ ჩვენს გვერდით და მათი ცხოვრება ჩვენი ფანტაზიაა. უნდა აჩვენო, რომ შენი პერსონაჟები ძლიერები არიან, იმედგაცრუებასა და ბრაზზე მაღლა დადგებიან, იციან მეგობრობა და სიყვარული, მოვლენების გადაფასებისა და აწონ-დაწონის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვთ. ერთ ხელში რეალობა გაქვს, მეორეში - ფანტაზია. არც ერთისკენ უნდა გადაიწიო, არც - მეორესკენ. ორივე, ერთად, თანდათანობით და შერწყმულად უნდა ჩამოაყალიბო.
სხვა რა შემიძლია გითხრა, კარგი გოგო ხარ! ძალიან კარგი.
მიხარია, რომ გამაგებინე ამ ისტორიაზე და ჩემი აზრით დაინტერესდი. ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რჩევის მოსაცემად და წინსვლისათვის თვალის მისადევნებლად ყოველთვის აქ ვარ და შეგიძლია მომმართო.
წარმატებებს გისურვებ!! heart_eyes

 


№4  offline ადმინი მწარე

გაქვს შეცდომები მაგრაამ კარგიაა გააგრძე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent