გამომიცანი (თავი მესამე)
„ვინ მიქრის ტყეში ასე გვიან ქარიან ღამით? მამაკაცია, მიაჭენებს შინისკენ ტაიჭს, პატარა ბიჭი საიმედოდ ჩაუკრავს გულში, ცდილობს გაათბოს გათოშილი შვილის სხეული“ ტყის ხელმწიფე იმედის ნაპერწკალით გულში, გარბოდა უკანმოუხედავად, იმ იმედით, რომ ყველაფერი გაირკვეოდა. სასაფლაოზე მდგარი უცნობი მამაკაცი კი დაინტერესებული და ზიზღნარევი მზერით უყურებდა მას. როდესაც დაჩი თვალს მიეფარა, გატრიალდა და მძიმე ნაბიჯით გაემართა ერთ-ერთ სამარხთან,რომელიც ნიკას საფლავიდან არც ისე შორს იყო. მიუახლოვდა და მწუხარებით სავსე თვალებით დახედა. „ნოდარ ზუმბულიძე, 2010-2014 წელი 30 დეკემბერი“ -ნოდიკო.._ნაზად გაიღიმა._მამიკო მოვიდა. მოგენატრე? ჩემო პატარავ_ ქვას ნაზად ეამბორა. ყელზე ძარღვები ერთიანად დასჭიმვოდა,_ჩემო პატარავ,ახლა უკვე დიდი ბიჭი უნდა იყო. გახსოვს ბაღში რომ დამყავდი? _მის ხმაში შემაძრწუნებელი ტკივილი და უიმედობა ირეკლებოდა._რა მოხდებოდა, რომ არა ის დღე.... საფლავთან მდგარი, ეს უცნობი კაცი, ალექსანდრე ზუმბულიძე გახლდათ. ოცდაცხრამეტი წლის, თუმცაღა უფრო ახალგაზრდა შეხედულება ჰქონდა. იგი ბევრისთვის საყვარელი ლექტორი იყო, წარმატებული ეთნოლოგი. თითქმის ყოველდღე მოდიოდა შვილის საფლავზე და პატარა სათამაშოები მოქონდა მისთვის, სწორედ ისეთი, როგორიც ნოდარის უყვარდა, სანამ ცოცხალი იყო. **** -მამა ,აქ ვარ,დროზე წავიდეთ._უთხრა დაჩიმ. გულაჩქარებული ჩაჯდა მანქანაში. ძალიან მალე პოლიციის შენობასთან მივიდნენ. ამ საქმეს ლადო ასათიანი ხელმძღვანელობდა. გადაჭედილი იყო პოლიციის შენობა ხალხით, ზოგს ფურცლებში ჩაეყო თავი, ზოგიც გაუთავებლად საუბრობდა. - ინსპექტორო, გვითხარით ყველაფერი, გთხოვთ, რა ხდება, იპოვეთ ის ადამიანი? _ ანერვიულებული ხმით ეკითხებოდა ნუკრი. -ის მანქანა ვიპოვეთ, დიახ. მეპატრონეც ვიცით ვინ არის. ახლა ჩვენი ჯგუფია წასული, მას მალე დაკითხვაზე მოიყვანენ. წინადადება არ ჰქონდა დასრულებული ლადოს, რომ ორ, ჯმუხი აღნაგობის პოლიციელს, სავსე ტანის მანდილოსანი მოჰყავდათ. თვალები დაეხარა ქალს და ალმაცერად დაჰყურებდა მჯომარეთ. -უფროსო. აქ ვართ. ეჭვმიტანილი მოვიყვანეთ. თვალებზე მოაწვა სისხლი ნუკრის, ერთბაშად დაიძაბა გარემო, ყველანი გაკვირვებით გაყურებდნენ სრულიად მშვიდად მყოფ ქალს. ენით აღუწერელი იყო ის განცდა, რომელსაც დაღუპულის ოჯახი დაეტყვევებინა. დერეფანში, დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი წლის ქალი შემოიყვანეს, ხელებზე ბორკილები ედო. მისი დანახვისას მაიკომ თავი ვეღარ შეიკავა, თვალები აემღვრა და მივარდა. _ეს შენ გააკეთე? გამაგებინე რატომ? რატომ არ გაჩერდი? ეს რატომ გააკეთე?_ხმამაღლა ყვიროდა, პოლიციელებმა ძლივს გამოსტაცეს ხელიდან ეს ქალი.ნუკრიმ დაიჭირა ცოლი,ის კი კვლავ განაგრძობდა. -გამაგებინეე... რა დაგიშავა ჩემმა შვილმა ისეთი,რომ მანქანაც კი არ გააჩერე და შენი დანაშაული არც კი ინანე!.. დაჩის მუჭა შეეკრა, არ იცოდა, ყელში სწვდომოდა ამ ქალს თუ რა გაეკეთებინა, მუშტად შეკრული ხელებით გახევებული იდგა. ამ ფიქრში იყო გაბრუებული, რომ პოლიციელებმა ქალი იქაურობას გააცილეს და დასაკითხ ოთახში შეიყვანეს. იატაკზე დამხობილი მაიკო ნუკრის მოექცია მკავებში და დაწყნარდიო ჩურჩულებდა. დაკითხვის ოთახი პატარა იყო, ცოტათი ბნელი, რაც თავისებურ, არც თუ სასიამოვნო განწყობას ქმნიდა. რკინის ცივ სკამზე მჯდარი ქალი ხმას არ იღებდა. პოლიციელი მოირდაპირედ დაუჯდა, ჯერ კარგად აკვირდებოდა სახეზე, მერე ამოიხვნეშა და დაკითხვა დაიწყო: -ქალბატონი დალი როსტომაშვილი თქვენ ბრძანდებით ესეიგი. ხომ იცით აქ რატომაც ხართ? -წარმოდგენაც არ მაქვს. რაღაცას მიხსნიდნენ თქვენი თანამშრომლები, მიმტკიცებდნენ მკვლელი ხარო. ეს არ არის სიმართლე! -მართლა? .. მაშინ მითხარით თქვენს მანქანაზე რატომ იყო ნიკა არაბულის სისხლი? ან რატომ გადააგდეთ მანქანა თუ უდანაშაულო ხართ? ამ კითხვამ დააბნია დალი,მაგიდის სლიპინა პირს დახედა, მისივე ანარეკლი მოჩანდა. უმნიშვნელოდ შეერხა წარბი, მაგრამ მაინც მოახერხა ეპასუხა. _ მომისმინეთ მე არაფერშუაში ვარ, ეს მანქანა მომპარეს ორი წლის უკან,მას მერე თვალით აღარ მინახავს. -თუ მოგპარეს პოლიციაში რატომ არ განაცხადეთ? -მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იმ დღეს ჩემს მეუღლეს ინფარქტმა დაარტყა და საავადმყოფოში მომიწია წასვლა. მას ვუვლიდი და მანქანისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ამის შესახებ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ განვაცხადე,ნახეთ თვითონ. -ვინმეს შეუძლია თქვენი სიტყვების დადასტურება? თუ თქვენს გარდა ამისი მოწმე არავინ ყოფილა? _გამჭოლი მზერა მიაპყრო გამომძიებელმა. -ჩვე კერძო ბინაში ვცხოვრობთ,ამიტომ მეზობლები არ გვყავს. ჩემი ერთადერთი შვილი საზღვარგარეთაა, იქ ასწავლის. მის მეტი არავინ გვყავს მე და ჩემს მეუღლეს, ექიმებს კითხეთ თუ გინდათ, მხოლოდ ისინი დაადასტურებენ ჩემს ნაამბობს. -კარგით, სანამ ჩვენ ამას გავარკვევთ თქვენ პოლიციის განყოფილებში მოგიწევთ დარჩენა. წამობრძანდით. -ხელებზე ისევ ბორკილები დაადეს,მიუხედავად ქალის წინააღდეგობისა და გაიყვანეს. ამ ხნის განმავლობაშო ოჯახი სუნთქვაშეკრული ელოდა რაიმე სიახლეს. იქნებ, როგორმე გაეგოთ რა იყო სიმართლე და რა არა. როდესაც გამომძიებელი მივიდა, ყველანი ერთიანად წამოდგნენ და მოლოდინით სავსე თვალებით მიაჩერდნენ. -ჯერჯერობით, დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით, მაგრამ მალე ყველაფერს გავარკვევთ. იქამდე ქალბატონი დალი აქ დარჩება. ის არ აღიარებს დანაშაულს...ამბობს მანქანა მოპარული უკვე ორი წელიაო. სიტყვა გააწყვეტინა დაჩიმ და ხმამაღალი ტონით მკვახედ უთხრა ... -ვინ აღიარებს თავის დანაშაულს რომ? თქვენ რა, მის აღსარებას ელოდებით? სულ გაგიჟდით? -წესივრად ილაპარაკე,ნუ გავიწყდება სად ხარ! -მკვახე ტონით მიაძახა ლადომ, როგორც გითხარით მალე გავიგებთ ტყუის თუ არა .როგორც კი გავიგებთ შეგატყობინებთ. -სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა...-კბილებში გამოსცრა ვაჟმა. -ჩემი შვილი მოკლეს და მისი დასისხლიანებული სხეული ცივ მიწაზე დატოვეს, უკან არც კი მიუხედავთ და ეჭვი მეპარება ერთხელ მაინც ენანათ ეს საქციელი. თქვენ კი დაცდასა და აღიარებაზე მიგვითითებთ? ვიცი,რომ არ გესმით რას ვგრძნობთ,მაგრამ იმას მაინც შეეცადეთ რომ სამართალი აღასრულოთ._ გამწარებითა და აცახცახებული ხმით უთხრა ნუკრიმ. მერე ცოლ-შვილს გახედა, მხარზე მიყრდნობოდა უძლურად შექმნილი მაიკო დაჩის, - წამოდით, პოლიცია დაგვიკავშირდება... მანქანაში არც ერთს ხმა არ ამოუღია. გამწარებული დაჩი გარეთ იყურებოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა უნდა ექნა. რა უნდა ექნა, თუ ის ქალი მართლაც არაფერ შუაში იყო და დამნაშავე სხვა იყო ან თუნდაც მაშინ, თუ სწორედ ის იყო მკვლელი. ძმის სახე თვალწინ ედგა.ახსენდებოდა,რომ ნიკა რაღაცის თქმას ცდილობდა. როგორ უნდოდა ამ სიტყვების გაგონება, მაგრამ ბედათ, სასწრაფოს ხმამ არ მისცა ამისი საშუალება... სახლში მისულნი ცოტახანი მდუმარედ ისხდნენ მისაღებში, ცივი წყლით სავსე ჭიქა მიუტანა ნუკრიმ მეუღლეს და ხელი გადაუსვა თავზე. ადგილს ვერ პოულობდა დაჩი, უამრავი ვარაუდი და ალტერნატივა უფორიაქებდა გონებას, ღამეშვიდობისა უსურვა მშობლებს და ოთახში გავიდა. შავი დღიური ამოიღო და ჩანაწერების კითხვა დაიწყო. ეს ნიკას დღიური იყო,რომელიც კომოდის ქვედა უჯრის ძირას დამალული ეპოვა დაჩის, ორიოდე დღის წინათ და იმის იმედით,რომ რაიმე ხელჩასაჭიდს ნახავდა კითხვა დაიწყო. მეტად უცნაური მასში ის იყო, რომ ჩანაწერები გარკვეული დროის განმავლობაში წყდებოდა... ნოხზე ჩამოჯდა და საწოლის ნაპირს მიაყრდნო ზურგი. კითხვას შეუდგა: „დღეს უცნაური კაცი ვნახე, შავებში გამოწყობილი. თვალს არ მაშორებდა.“ ორთვიანი პაუზის შემდეგ, თხრობა გრძელდებოდა: „ დღეს იას შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ, არ მინდოდა ეს ვინმეს გაეგო.... მაგრამ მას შემიძლია ვენდო..“ ამ ფრაზის შემდეგ ჩანაწერები ქრებოდა.. -რატომ მე არ მითხარი ის,რისი თქმაც მისთვის გინდოდა? რა იყო ამისი მიზეზი ძმაო,რა?-ცრემლიანი თვალებით იყურებოდა დღიურში. ფიქრებისგან გაბრუებული,წაშლილი სახით იჯდა და მოპირდაპირედ, კედელთან აყუდებულ დიდ სარკეში თავის გამოსახულებას მიშტერებოდა. ღამის ორ საათზე დაიძინა, იქამდე თვალი ვერ მოხუჭა. რა იცოდა რას უმზადებდა ცხოვრება, სიხარულს თუ ტკივილს... მეორე დღეს უნივერსიტეტში წავიდა. ყველაზე ადრე მივიდა აუდიტორიაში. ლექციის მსვლელობისას ლექტორმა მაგიდიდან პატარა სურათები ამოიღო. -ახლა სულ ოცი სტუდენტი ხართ, მოდით და ნახეთ ეს სურათები, რომელიც გინდათ ის აირჩიეთ და თქვენს ადგილებზე დაბრუნდით... დაჩიმაც დახედა სურათს,მაკრატლის სურათი მოხვდა თვალში და აიღო კიდეც. როდესაც სტუდენტებმა ადგილი დაიკავეს ლექტორმა საუბარი განაგრძო: -თქვენ ახლა აირჩიეთ მკვლელობის იარაღი. -რაა? გაოცებული სტუდენტების ხმა გაისმა აუდიტორიაში. -მაგ იარაღებით სხვადასხვა დამნაშავე საკუთარ მსხვერპლს კლავდა, ამიტომ თქვენი დავალებაც ეს იქნება, ახსენით რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეგ იარაღი და რატომ უნდა აერჩია ის მკვლელს. - არაა!- გოგოების უკმყფილო ხმა ისმოდა აუდიტორიაში, ბიჭებსაც ეუცნაურად მსგავსი დავალება. ყველაზე დინჯად მათ შორის დაჩი იჯდა. მისთვის ეს დავალება მეტად საინტერესოც კი იყო. -დიახ , კინაღამ დამავიწყდა. ვინც ყველაზე კარგად და დამაჯერებლად წარმოადგენს თავის თემას ძალიან კარგი საშუალება ეძლევა,როგორც მომავალ ფსიქოლოგს, რომ თავისი უნარი შეამოწმოს ამ სფეროში. ეს თქვენ უნდა მოგეწონოთ. როგორც ფსიქოლოგებს, რომლებიც დამნაშავის ფსიქიკას სწავლობთ, ასევე საშუალება მოგეცემათ ითანამშრომლოთ პოლიციასთან ორი თვე, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ. ვინც თავის სიმართლეში დამაჯერებს მეც და აუდიტორიასაც,ჩემი კონსულტანტი გახდება ამ ორი თვის განმავლობაში, ამიტომ აბა თქვენ იცით. ახლა კი ლექციის დროც ამოიწურა. ამ პარასკევს ველოდები თქვენს ნაშრომს. ზოგი უკმაყფილო,ზოგი კი სასიამოვნოდ გაკვირვებული გავიდა აუდიტორიიდან. დაჩის უკვე დაეწყო ამაზე ფიქრი. - მაკრატელი...რატომ მაკრატელი? -დაჩიი,როგორ ხარ? გუშინ შეგნიშნე ლექციაზე რომ არ იყავი. რას შვრები. შენ რა იარაღი შეგხვდა? ჰკითხა ანამ. იმ გოგონამ,რომელსაც დაჩი არაერთხელ დახმარებია და გაურკვეველი თემებიც აუხსნია მისთვის. -მაკრატელი შემხვდა... შენ? -მე ძილის წამალი ავიღე, რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რაღაცას დაგვავალებდა...რა უცნაური ქალია არა ქეთევანი? -უცნაური არაა. მე თუ მკითხავ, საინტერესოცაა ეს დავალება. აბა დამნაშავეთა აზრები როგორ უნდა ამოვინცოთ, თუ ახლა არ გვავარჯიშებენ ამაზე? -ჰოო..-მიმხმარი ღიმილით უპასუხა ანამ. გაუკვირდა, რა იყო მოსაწონი ამ დავალებაში..-კარგი წავედი,აბა დროებით. რახან დავალება მოგეწონა ალბათ კარგადაც გაიაზრებ და გადმოსცემ. აბა შენ იცი.-გაუღიმა და კიბეებთან მოგროვილი თანაკურსელებისკენ გაემართა. -კარგად.-გაუღიმა დაჩიმ და თავისი გზა განაგრძო. საღამოს ექვს საათზე მივიდა სახლში. გადაღლილი სუფრას მიუჯდა. დედამისი უკვე სახლში იყო მისული. პოლიციიდან ახალი არაფერი იყო, მხოლოდ იმას ამბობდნენ :“ გამოძიება მიმდინარეობს, ზუსტი პასუხი მალე გვექნება და შეგატყობინებთო.“ -სასწავლებელში რა ხდებოდა დღეს? -ჰკითხა მაიამ. -როგორც ყოველთვის ლექტორები დავალებას გვაძლევენ .ყველაფერი თავის წრეზე ბრუნავს._გაუღიმა დედას.- მამა სამსახურშია? -კი, დღეს ორი ოპერაცია აქვს დაგეგმილი. გვიან მოვა ისევ. -კარგი. ახლა გავალ, ვიმეცადინებ, საღამოს კი კინოს ვუყუროთ ერთად.-დედას შუბლზე აკოცა და ოთახში შევიდა. ამ დროს მაიკო ნაღვლიანი და მოსიყვარულე თვალებით უმზერდა შვილს. ოთახში შესვლისთანავე „დანაშაულის ფსიქოლოგიას“ დაავლო ხელი და დაიწყო კითხვა. ამ დროს მისი ყურადღება ერთმა პუნქტმა მიიპყრო : „მეოთხე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას თან ახლავს შინაგანი წინააღმდეგობა. ინდივიდი ფიქრობს, რომ არ არსებობს პრობლემის გადაწყვეტის კანონიერი გზა, ამასთანავე განიცდის საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობას, მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად კი ანტისოციალურ ქმედებას ხედავს. ამ ტიპის ადამიანები არიან პოტენციური კრიმინალები, რომელთაც იციან, რომ მათი ქცევა არის რისკის შემცველი და მიუღებელი.ამის გამო განიცდიან წინააღმდეგობას საკუთარ თავთან და ჩადიან დანაშაულებრივ ქმედებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია გამოუვალია“ -მეოთხე ტიპის ინდივიდს გააჩნია წინააღმდეგობის გრძნობა და ის ყოველთვის მართალია,სხვები კი არა...საინტერესოა...-დაინტერესებული მზერა მიაპყრო იმ მაკრატლის სურათს,რომელიც ლექტორმა მისცა.- კი, მართალია, სხვა შემთხვევაში რატომ მაკრატელი?! .. სწავლაში დრო ისე გავიდა, ვერც კი შეამჩნია, როგორ დადგა ღამის ათი საათი. წიგნი დახურა და დედასთან გავიდა. -მორჩი მეცადინეობას? -კი,მოვრჩი.აარჩიე ფილმი? -კი, „ფსიხომეტრია“ შემიქეს კოლეგებმა, მაგას ვუყუროთ. -კარგი.-ის იყო ტელევიზორი უნდა გამოერთოთ რომ დაჩიმ გაკვირვებული სახით დაწია პულტი დაბლა. „ დღეს შუადღისას მიწისქვეშა გადასასვლელში აღმოაჩინეს ცხედარი.ის დავით ვაშაყმაძეს ეკუთვნის,რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დაკარგულად ითვლებოდა.“ ამ სიახლემ ძალიან გააკვირვა.ეს ხომ ის ბიჭი იყო,რომლის სურათიც წინა დღეს ნახა მაღაზიასთან გამოკრული. მაია კომპიუტერში დაეძებდა ნაქებ ფილმს, გაკვირვებული ვაჟისთვის არც გაუხედავს. -საწყალი ბიჭი,-დაიკვნესა მაიამ და თვალები აევსო ცრემლით,-უფრო ცოდო კი მისი ოჯახია, მისი საბრალო დედა. ღმერთო, რა სიმწარეა.-სახეზე აიფარა აკანკალებული ხელები და ცრემლი მოიწმინდა. ტელევიზორი გამორთო დაჩიმ, დედას ეახლა და ჩაეხუტა. -სამართალიც იზეიმებს დედა! ნუ ტირი გთხოვ, გეყო დღეს რაც იტირე. -ეჰ,-სახეზე მოუცაცუნა შვილს ხელი,_კარგი, მაპატიე, სულ დამავიწყდა, რომ ჩემს თვალებზე ცრემლის დანახვა ცუდად გხდის. მოდი კინო ჩავრთე. ფილმი მართლაც კარგი აღმოჩნდა. მასში ყველაზე საინტერესო მანიაკის წინდახედულობა იყო. გამომძიებლის უდრეკმა სულისკვეთებამ და შეუვალობამ აღტაცებაში მოიყვანა დაჩი. თორმეტ საათზე ნუკრიც მივიდა. დაღლილი იყო, წაიხემსა და ცივი წვენით იჯერა გული. დივანზე დაჯდა და ამოისუნთქა. -მამა,შენ რომ შეგეძლოს ადამიანის მოკვლა,ამას როგორ გააკეთებდი? -რა? -ნუ გაგიკვირდება ეს კითხვა,უბრალოდ დავალება გვაქვს._გაუღიმა და ყველაფერი აუხსნა. ჩაფიქრებულმა სერიოზული ხმით უპასუხა: -ორ ხერხს ავირჩევდი, გააჩნია რისი საშუალება მექნებოდა._ დაინტერესებული სახით უყურებდა შვილი და ცდილობდა ყოველი სიტყვა დაეჭირა._ რამდენადაც ექიმი ვარ, ოპერაციაში დავუშვებდი შეცდომას და იმ ადამიანს საიქიოში გავისტუმრებდი. -მაშინაც კი თუ ეს შენს კარიერას შეიწირავდა მამა? -მაშინაც კი. ტყუილად არავინ არავის კლავს შვილო. შემთხვევა სხვაა და მიზანი სხვა. მეორე ხერხი კი ძილის წამალი იქნებოდა. დიდი დოზით მივცემდი და ამ შემთხვევაში თავსაც არ გავცემდი. მამის სიტყვებზე და ინდივიდის ტიპებზე დიდი ხანი ფიქრობდა. ყოველ დღე მუშაობდა ამ თემაზე. თუ მოახრხებდა, რომ ასისტენტად აეყვანა ლექტორს, ძმის საქმეშიც მოახერხებდა ჩართვას, ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებდა. დრო შეუმჩნევლად გავიდა და სასემინარო მასალის ჩაბარების ჟამიც მოვიდა. ბევრმა სტუდენტმა ძალიან კარგად შეასრულა დავალება. მათ შორის იყო ანაც, რომელსაც უნდა აეხსნა რატომ აირჩია ძილის წამალი. -ძილის წამლის დიდი დოზით გამოყენება სავალალო შედეგს იწვევს.ადამიანი განიცდის თავბრუსხვევას, ზოგჯერ ღებინებას,შემდეგ კი კვდება. მკვლელი,რომელიც ამ ხერხს იყენებს, აშკარად ახლოსაა მსხვერპლთან.მიუხედავად იმისა, რომ უნდა მოკლას, არ სურს მისთვის ტკივილის მიყენება,ამიტომაც წყვეტს ასე მოიშოროს თავიდან ან შური იძიოს მასზე, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამ წამლით სწორედ რომ ნაცნობებს ხოცავენ და არა უცხო ადამიანებს. -ძალიან კარგი.მადლობა ანა, დაჯექი. ვიღან დარჩა? დაჩიმ ხელი აიწია: - მე!- ხმამაღლა თქვა და გავიდა,ლექტორისა და სტუდენტების წინ დადგა და დაიწყო ახსნა. -ჩემს მიერ არჩეული მომაკვდინებელი საშუალება არის მაკრატელი. დიდი ხანი ვფიქრობდი სანამ სწორ პასუხს მივაგნებდი. ბოლოს კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მანიაკი არასოდეს მოქმედებს უმიზეზოდ, უბრალო მკვლელი შემთხვევით არავის კლავს. მათი ე.წ „პირველი ნაბიჯები“ მათსავე ნაცნობებითა და ახლო წრით იწყება.საინტერესოა რატომ? იმიტომ,რომ მკვლელს სიმწარე უგროვდება,რომელსაც ვერ ამჟღავნებს. ასეთ შემთხვევაში, ერთი სურვილი იპყრობს,ერთადერთი- როგორი ტკივილიც მას მიაყენეს, ახლა ასეთსავე ტანჯვას განაცდევინებს სხვას.ის თითქოს ამბობს: „მე ვალში არავის დავრჩები და ახლა მიყურეთ!“ მოკვლა მას ყველაზე მტკივნეული საშუალებით უნდა. ასე, მისი აზრით სამართალი აღდგება! მაკრატელი კი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.მოწინააღმდეგის,დამნაშავის,როგორც ისინი აღიქვამენ,ყველაზე საშინელი ხერხით დასჯა-აი ეს არის სამართალი! რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით უფრო მეტი ტკივილით უნდა მოკვდეს. ეს დამოკიდებულება კი შემდეგ უცხოებზეც ვრცელდება და სუსტის დანახვისას მკვლელობის სურვილი იპყრობთ.. უბრალოდ ინტერესი იმისა ,თუ როგორ იტირებს ესა თუ ის პირი და სხვა. მე რომ მკვლელი ვიყო,ამ ხერხს სწორედ ამის გამო ავირჩევდი. _ ლექტორი ინტერესით და მოწონებით უსმენდა დაჩის,რომელიც ახსნა განმარტებით ისე იყო გატაცებული,რომ უკვე აუდიტორიასაც ვეღარ ამჩნევდა, მოჰყავდა სხვადასხვა მაგალითები,სტატისტიკა და შეხედულებები.. და აი ამ დროს დაამთავრა კიდევაც ნაშრომზე საუბარი. -კარგი დაჩი, მადლობა,შეგიძლია დაჯდე. ბავშვებო! მინდა გითხრათ,რომ ყველანი ყოჩაღები ხართ.ყველა თემა მეტად ორიგინალური და კარგი იყო. ამიტომ სამწუხაროა,რომ კონსულტანტად მხოლოდ ერთს დავიყენებ. მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო,რომ ყველაზე კარგად და ჩამოყალიბებულად საკითხი დაჩიმ წარმოადგინა, თავისი მაგალითებით და ახსნით მან ყველაზე კარგად შეძლო ჩემი დარწმუნება. ამიტომაც,სწორედ ის იმუშავებს ჩემს გვერდით ორი თვის განმავლობაში ორშაბათიდან... გულდაწყვეტილ სტუდენტებს შორის დაჩი იმდენად გახარებული იყო,რომ ვერც კი მალავდა. ორი წლის განმავლობაში პირველად გრძნობდა თავს ბედნიერად. ახლა მას შეეძლო ებრძოლა და თავისი ძმის საქმის გამოძიებას შესდგომოსა. გაეგო სიმართლე და ტყუილი... მაგრამ რას უქადდა სიმართლის სამოსში გადაცმული სიცრუე ეს მან აღარ იცოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.