შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბელადონა(თავი 1)


15-04-2017, 01:10
ავტორი talkingelephant
ნანახია 1 436

პაიკი-თორნიკე ვიბლიანი
ასაკი-27
ცხოვრებაში ყველაფეს წარმოიდგენდა მაგრმა პაიკობა თუ მოუწევდა ოდესმე მაგას ნამდვილად არა.მამამისიგან იცოდა თუ რა იყო პაიკობის სისტემა.ისიც თავის დროზე პაიკი იყო.შემდგომ უფრო წინ წაიწია და პაიკობიდან დირექტორობამდე მივიდა.რაც შეეხება პაიკობის სისტემას,საკმაოდ ჩახლართული და საიდუმლოებით სავსე სისტემაა.მხოლოდ ორი მთავარი პერსონაჟია: მთავარი-დედოფალი ან მეფე და პაიკი.მთავარი ირჩევს მისთვის სასურველ პაიკს,პაიკის შესახებ ყველაფერი იცის მთავარმა,მაგრამ პაიკმა მთავრის მხოლოს სქესი იცის.''რატომ?'' ჩნდება კითხვა.თუ პაიკი გაიშიფრა და მას ეცოდინება მთავრის ვინაობა,შანსი იმსა რომ გათქვას დიდია,ხოლო თუ მთავარი გაშიფრეს ,ამ შემთხვევაში პაიკი აღარავის აინტრესებს.ასე რომ პაიკი იცავს მთავარს რომ თვით მამა ზეციერმაც ვერ გაიგოს მთავრის ვინაობის შესახებ.იყო პაიკი ნიშნავს რომ შენთვის ნებისმიერი დახურული ინფორმაციის კარი ღია,შენ შეგიძლია შეაღწიო იქ სადაც მთავრობის წევრებიდანაც მხოლოდ ორს ან სამს აქვს უფლება.შენ არ გესმის შენი მთავრის ხმა,ვერ ხედავ მას,ყველა ადამიანში ეძებ მას,ცდილობ მის მიერ მოწერილ თითოეული წერილიდან შეიტყო რაღაც მის შესახებ.სამსახური ქინება ეს ოჯახი ან სამეგობრო წრე არავის აქვს უფლება იცოდეს რომ შენ პაიკი ხარ.ყურისთვის რაღც ცუდად ჟღერს წოდება ''პაიკი'',მაგრამ ეს სიტყვა იმდენ რამეს მოიცავს,შენ ხარ მთავრის თვალები,ხელები და ყველაფერი.მამამისისგან აქვს მოსმენილი ყოფილა შემთხვევები როდესაც მთავარს გაუნდია მისი ვინაობა,''რა ხდება ამ შემთხვევაში?'' ამ შემთხვევაში პაიკიც და მთავარიც წყვეტენ მუშაობას და სისტემას ეთიშებიან,უბრუნდებიან ძველ ცხოვრებას და ივიწყებენ ამ სისტემის შესახებ ყველაფერს და თუ სადმე მაინც თქვეს ამის შესახებ ხომ ხვდებით ''მარილზე გაუშვებენ..''.თუმცა არის გამონაკლისების როგორც ბატონი ვახტანგ ვიბლიანი,მას სრული უფლება აქვს უამბოს პაიკობის შესახებ მისთვის სასურველ ადამიანს,ადამიანს რომელსაც ენდობა,მაგრამ ბატონი ვახტანგი მხოლოდ თავის შვილს ენდობა.ასე რომ თორნიკემ თითქმის ყველაფერი იცის ამ სისტემის შესახებ,იმ დღეს მოუყვა ვახომ ყველაფერი,როდესაც ბოლო ეტაპი დახურა კუანტიკოში და საქართველოში დაბრნებულმა საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში ცვლილებების შეტანა დაიწყო.არსებობს მთავარი წესები,გარდა იმისა,მთავრის ვინაობას ვერ გაიგებთ,ასევე როდესაც პაიკი გახდება 45 წლის იგი წყვეტს პაიკობას.რაც შეეხება მთავარს მას სრული უფლება აქვს როცა უნდა მაშინ დაამთავროს ეს ყველაფერი თუმცა მისთვისაც გაუთქმელობის წესი ისეთივია როგორიც პაიკზე,ერთი ზედმეტი სიტყვა და მასაც ''მარილზე გაუშვებენ''.პაიკი მაშინვე წვეტს მუშაობას როდესაც მთავარს მიაგნბენ ან მოკლავენ.თუ მთავარმა ისეთ დროს დაამთავრა თავისის ''კარიერა'' როდესაც ჯერ კიდევ აქვს პაიკს მუშაობის უფლება სისტემაში,მისის სახელი ხელმეორედ იტვირთება სისტემაში და შესაძლებელია იგი მეორედ გახდეს პაიკი თუ ამას მოისურვებს.რაც შეეხება ხელფასს მას ექნება ისევ ის ხელფასი რაც აქვს მის სამსახურში თუმცა მთავარი ვალდებულია იზრუნოს დამატებით ანაზღაურებაზე,''ხელფასი'' მთავარმა უნდა მიაწოდოს პაიკს ისე რომ ვერეავინ ვერაფერი იეჭვოს.სულ ეს არის.''რა ევალება პაიკს?'' ყველაფერი რასა მთავარი დაავალებს.ინფორმაციის მიღებიდან ადამიანი დაკავება,დაკითხვა და დაჭერა და ბოლოს პაიკი აუცილებლად უნდა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე პირი,უბრალო გამომძიებილიდან დაწყებული მთავარი პროკურორით დამთავრებული.გააჩნია ვის აირჩევს მთავარი.
ახლა კი როდესაც თითქოს დიდიხნის ჩაყვინთულს უნდა ამოეცურა და ღრმად ჩასუნთქა ჰაერი,თითქოს წყალმცენარე მოეხვია ფეხზე და ისევ ფსკერისკენ წაიყვანა,ამ ფსკერს კი დასასრული არ უჩანდა და არავინ იცოდა როდის შეძლებდა ამოყვინთვას მალე თუ 18 წლის შემგომ...
ვერც იმას წამოიდგენდა რომ მისი მთაავრი დედოფალი იქნებოდა.თანაც ცოტა რამ მაინც დასცინცლა ვახოს,იცი რომ მასზე პატარაა და თანაც საკმაოდ ლამაზი.მაგრამ რამდენი ლამაზი გოგო დადის ქალაქში თან მასზე პატარა.უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წინ მდგარ ჭიქაში ირლანდიური ვისკი ჩამოასხა.ახლა უნდა აეღო პირველად შვებულება მთელი სამი წლის შემგომ და რა უცებ ჩამოუნგრია ძლივს დაგეგმილი დასვენების გეგმები ვახოს ერთმა ზარმა.თან ასეთი სიცხე თბილისსში დიდი ხანია არ ყოფილა,ჯერ ივნისია და უკვე ისე ცხელა აგვისტო გეგონება.ვისკითსავსე ჭიქა მოიყუდა და თვალის კუთხიდან შენიშნა განათებული ტელეფონი,ჭიქა ისევ თავის ადგილას დადო და ცალი ხელით ვისკი ჩამოისხა მეორეთი კი ტელეფონი აიღო და მოსული შეტყობინება გახსნა..
''გამარჯობა თორნიკე
ვიცი ძლივს დაგეგმილი შვებულება ჩაგიშალე მაგრამ ნუ ღელავ შენ. თან საქმე,თან დასვენება.ახლა კი ჩემო ახალო მეგობარო,მრჩეველო,დამხმარევ და რავიცი კიდევ რა...მოკლედ ბტ.ვახტანგმა მითხრა რომ თანახმა ხარ,ძალიან გამიხარდა რომ დათანხმდი,ვიცი არც ისე ადვილი საქმეა მაგრამ იმედი მაქვს ავეწყობით ერთმანეთს,მოკლედ მხოლოდ ერთს გთხოვ,ვერ ვიტან ერთფეროვნებას,სხვები ყველა ერთმანეთს დედოფალო,მეფევ და პაიკოთი იხსენიებს,მე კიდევ არ ვაპირებ ეგ სულელური სახელი დაგიძახო,მოგმართავ ჩვეულებრივ და შენ თუ გინდა ''ბელადონა'' დამიძახე.ხვალიდან დავიწყებთ საქმეს,დღეს შეგიძლია ბოლოჯერ გამოიძინო მშვიდად..
მუდამ თქვენი ბელადონა :)''
-ბელადონა-ხმამალღა წაიკითხა ეს სახელი-შხამიანი და ამვდროულად ლამაზი ყვავილი
''ბელადონასავით ატყუებ ხალხს შენი სილამაზით და შემდგომ კლავ მათ?''
''ეგ ახლა დაგუგლე თუ იცოდი?,თუ იცოდი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში''
''დარწმუნებული ხარ შენს არჩევანში''
''სრულიად,გამოიძინე გვიანია უკვე,ხვალიდან დამიჯერე არც ისე კარგი გრაფიკი გექნება''
ტელეფონი თავის ძველ ადგილას დააბრუნა და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა.საერთოდ რატომ დათანხმდა,ვახოს შეეძლო ისე გაეკეთებინა,რომ ის სხვას აირჩევდა და ესეც მშრალად გამოვიდოდა,მაგრამ არა დათანხმდა,თითქოს რაღაცამ უბიძგა და ცხოვრებაში პირველად ასე უბრალოდ ადგა და დათანხმდა.ახლა კი არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ცხოვრებაში პირველად ,მთელი ცხოვრება,თითოეული მისი ნაბიჯი იცოდა,იყო ეს სწორი თუ არა,რასაც ფიქრობდა,რა დასკვნასაც გამოიტანდა,იმას აკეთებდა.
ნელა წამოდგა,მუქფარდებჩამოფარებულ ფანჯარასთან მივიდა,ხმაურით გაიწია ფარდა და გარეგანი განათების ბჟუტავმა ნათებამ ოდნავ გაანათა ჩაბნელებული ოთახი.ფანჯარა გამოხსნა და წამსვე ეცა ჯერ კიდე სიგრილეშერეული ჰაერი,თვალები დახუჭა და ყური დაუგდო ღამის თბილისს.სადღაც ბაიკერები დაჰქროდნენ,იქეთ ჯერ კიდევ ისმოდა მანქანის სიგნალი,ძრავის ხმა.ქალაქი სისცოცხლის რიტმებს მოეცვა.ღრმად შეისუთქა ქალაქის არცთუ ისე სუფთა ჰაერი და ლოგინისკენ წავიდა,მუცელზე დაემხო და ფანჯარაში ჩუმად შემოჭყეტილ მთვარეს გახედა.
-რა იქნება ნეტავ ჰა,რა მოხდება,რა შეიცვლება-ჩაილაპარკა და თვალები დახუჭა.
....
დედოფალი-ბელადონა-ელიზავეტა მაჩაბელი
ასაკი-23
ყოველთვის გრძნობდა რომ ცხოვრება რაღაც ახალს უმზადებდა და ასეც მოხდა.ჯერ კიდევ ცხრამეტის წლის იყო,ოქროს დაბადებისდღეს აღნიშნავდა ოჯახის წევრებთან ერთად,გაუმართლა რომ მაისმა დაინდო და ცელქი წვიმით არ დააჯილდოვა იმ დღეს,გრილოდა მაგრამ იმდენად ახლო წრეში მოაწყო დაბადებისდღე,ის სითბო რაც იმ დღეს იქ იყო,ყველანაირ სიგრილეს კიარა გამყინვარებასაც გაუძლებდა.მაჩაბლები მთელი შემადგენლობით აღნიშნავდნენ მის დაბადებისდღეს და უხაროდა ამ დღეს მაინც,არ უწევდა იმ ყალბი ღიმილისა და მოლოცვების მოსმენა-ყურება რასაც სხვა დაბადებისდღეებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისმენდა და ხედავდა.ყოველთვის გრძნობდა რომ რაღაც გრანდიოზული მოხდებოდა მის ცხოვრებაში და თავდაყირა დაუყენებდა ყველაფერს,ისიც იცოდა რომ ეს არ იქნებოდა გრძნობა სახელად ''სიყვარული'',მისთვის ოცდამეერთე საუკუნეში ამ სიტყვამ ფასი დაკარგა,ახლა შეიძლება ქუჩაში სრულიად უცხოს უთხრა რომ გიყვარს.ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება ბევრი სუაბარი,შენ ქცევებში უნდ აგამოხატო სიყვარული,შენს დამოკიდებულებაში უნდა იგრძნობოდეს სიყვარული,შენს ქმედებებში და შენში უნდა იყოს ეს გრძნობა.რასაც ელოდა ისიც ასრულდა,როდესაც ყველა გააცილა თბილისსში,თვითონ კი ბაბუასთან დარჩა კოჯორში.უფროსმა მაჩაბელმა, დემეტრემ იხმო შვილიშვილი.
თავიდან ვერ იგებდა რაზე საუბრობდა დემეტრე,შემდგომ გააცნობიერა რომ ეს ყველაფერი ის იყო რასაც ამდენი დრო ელოდა.როდესაც გაიგო რომ მთავრობა შესაძლებელი იყო მემკვიდრეობით გადასულიყო და დემეტრემ არცერთი მისი შვილი,არც შვილიშვილი ბიჭები არ აირჩია და მაჩაბლების ოჯახში ერთადერთი გოგო აირჩია მის მემკვიდრედ.როდესაც ყველაფერი დაწვრილებით გაიგო თუ რა ევალებოდა,რა ეტაპების გავლა სჭირდებოდა და მიზეზი თუ რატომ ის და არა მისი ძმა,ან მამა,ან ბიძა ან ბიძაშვილი,დაეფიცება ყველაზე ბედნიერი იყო იმ დღეს.დემეტრეს სიტყვებდა ისე გაუხარა გული,მთელი ცხოვრება ექნება ეს სიტყვები გულის კედელზე ამოკაწრული.
-კი,მაგრამ რატომ მე?-გაოგნებულმა იკითხა-რატომ არა დაჩი,ან მამა,გიო,მიშკა ან თუნდაც ვაკო?
-ბიძაშენს და მამაშენს თავდიანვე არ მოსწონდათ ასეთი რაღაცები,ახლა კი სხედან თბილ კაბინეტებსა და თვითფრინავებში,მოგზაურობენ,მუშაოენ,არაფერს იკლებენ.ბიჭებიც დაიმსგავსეს,მიშკას თავისი წყალბურთის გარდა არაფრის გაგონება უნდა,ვაკო ზედმეტად ფიცხია ამ საქმისთვის.შენ კი,ჩემო ბელადონა,საიდუმლოებით ხარ სავსე,ორმაგ თამამშს ისე თამშობ,ჯერ არცერთი პარტია არ წაგიგია,იმიდამიუხედავად რომ ვერ იტან მოდელობას,დედაშენს ვერ ''ეწინააღმდეგები'',თორემ მოდელობა შენი ფარია,მას შენ ნაზ გოგონად გამოყავხარ,ამ დროს კი შენ ნამდვილი ბელადონა ხარ,შეხედავ ნაზია,მიგიზიდავვს მაგრამ მისი შხამი ჯერ თვალთ დაგიბნელებს,თავს აგატკიებს და გულისშეტევით მოგკლავს,შენში იმდენი რამ იმალება,მთიალად ამოცანა ხარ,შენ გგონია არ ვიცი შენი ღამის გასეირნებები ბაიკერების შეჯიბრებებზე ან შენი ნახატების შესახებ,ფოტოების შესახებ.შენ მე მგავხარ,შენც საიდუმლოებით მოცული ხარ,მაგრამ მეშინია რომ ერთ დღეს სწორედ ეს ყველაფერი იქნება ის რაც დაგინგრევს ცხოვრბას,როგორც მე დამინგრია,საყვარელმა ქალმა ვერ გამიძლო,ვერ შემეგუა ესეთს,ვუყვარდი,მიყვარდა მაგრამ მას მეტი სურდა,მეტი ემოცია სურდა,მე კი ეს ვერ მივეცი,ისიც ადგა და წავიდა,მეშინია რომ ჩემ გამო სიყვარულს დაკარგავ,მაგრამ ეგოისტი ვარ,საშინლად მინდა რომ ჩემი საქმე გააგრძელო..
-არ გიღალატებ-ლოყაზე აოცა და გვერდით მიუჯდა-აბა,დემტრიუს რა ეტაპები უნდა გავიარო..
სწორედ ეს საუბარი იყო,ამ საუბრის შემდეგ როგორც მოელოდა ის მოხდა,ყველაფერი თავდაყირა დაუდგა,ყველაფერი შეიცვალა,4 ეტაპი გაიარა,თანაც ისე რომ არც ერთში ჩაფლავებულა,ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე წარმოედგინა,მაგრამ სწორედ ეს მოსწონდა,ჩუმი წვრთნები,სწავლება,ქმედება,საქმე,მოგება და იგივე მეორდებოდა სანამ მეოთხე ეტაპი წარმატებით არ დახურა და მოიპოვა პაიკის არჩევის უფლება.თავიდანვე იცოდა ვინც უნდოდა,პირველად რომ ნახა თუ წამებში როგორ შეძლო კუანტიკოს ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება მიხვდა რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ის ვისაც ანდობდა მის საქმეს,გაუნაწილებდა ამ სირთულეს.
ახლა კი როდესაც პირველი მიმოწერა შედგა,დარწმუნდა თავისი არჩევანი სისწორეში,იცოდა რომ საკაოდ ბევრი საინტერესო რამ გადახდებოდა თავს თორნიკესთან ერთად.იცოდა რომ მაინც გადაიკვეთებოდა მათი გზები და ეს ახარებდა,ახალისებდა მისი წარმოდგენები როდესაც ისეთად გაეცნობოდა როგორიც არის მოდელი ლიზა და არა ნამდვილი ლიზა.გრძნობდა რომ უამრავ მოგონებას დააგროვებდა.
...
25 ივნისი მოულოდნელი სიახლით დაიწყო ყველსასათვის.მიშკა მაჩაბელმა უღელში შებმა გადაწყვიტა და სრულიად მოულოდნელად გამოუცხადა ოჯახს რომ ცოლი მოჰყავდა.იყო ერთი ამბავი,მილოცვა,შამპანიურები,დალოცვბი.ნინია ყიფშიძე,მორცხვი მაგრამ ლამაზი გოგონა სულ რაღაც 19 წლის იყო.თავიდან ასაკი რომ გაიგეს უფროსმა მაჩაბლბა ცოტა გაუკვირდათ,ბატონი მიშკა ხომ 28 წლის იყო და 9 წელი სხვაობა არც ისე ცოტაა.მაგრამ ეს უსუსური მიზეზიც ვერ გადუდგა მათ სიყვარულს და დაითქვა ქორწილის დღეც 1 სექტემბერი.დღე როდესაც ყიფიანების და მაჩაბლების ოჯახები დანათესავდებოდნენ. დღე რომელმაც თორნიკე ვიბლიანის ცხოვრებას საბოლოოდ ამოაბრუნებდა..
...
პირველი დღე არც თუ ისე ხალისიანად დაიწყო.ჯერ კიდევ არ იყო მზე ბოლომდე ამოწურული რომ ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ იძულა თვალები ნელ-ნელა გაეხილა და სიზმრების სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებულიყო ბატონი ვიბლიანი.ზანტად გადახედა საათს და ისრები დილის ექვსს უჩვენებდა.იქვე იატაკზე მიგდებულ ტელეფონს გადასწვდა ისე რომ ლოგინიდან არც ამდგარა და ეკრანს თითი გაუსვა.
''თორნიკე,სასწრაფოდ მჭირდება ყველანაირი ინფორმაცია ბაჩანა დევდარიანზე,ყველანაირი მისი თითოეული ნაშის შესახებაც გადმომიგზავნე ინფორმაცია,პლუს ამას საძმაკაცოდან ორის ვლადიმირ პოვჩოვის და დავით ჩხენკელის..ათისთვის ყველაფერი უნდა მქონდეს''
ხმამაღლა ამოიგმინა და შავი კულუები ორივე ხელით უკან გადაიწია.
-ესღა მაკლდა-ამოიგმინა და ლოგინიდან წამოდგა.
''ჩვენთან არაა ვლადიმირზე ინფორმაცია,კიევის ბაზა მჭირდება''
''მერე კუანტიკოში ჰაკერობა არ გასწავლეს?''
ღმერთო ახლა კანონდამრღვევიც უნდა გახდეს.კი საკმაოდ კარგად აითვისა ეს პროფესია მაგრამ მაინც საშიში იყო ახლა უცხო ქვეყნის ბაზის გატეხვა.სანამ ფიქრობდა თუ რომელი გზით უნდა გაეტეხა ბაზა,ტელეფონი კიდევ ერთხელ აწკრიალდა.
''იმედია სერიოზულად არ მიიღე,კანონდამრღვევები არ ვართ..ხუთ წუთში მოგწერ ნიკს დაპაროლს''
ვერ იტანს აბუჩად რომ იგდებენ.ახლაც ისე გადაკრა გაღიზიანებამ რომ ბაჩანას მისამართის ამოწერისას ფანქარს ისე დააწვა შუაზე გადატეხა.
''nick:pavlov123, pass:narodnaiavolia''
ცხრის ნახევრისთვის კველაფერი ხელთ ქონდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა სად უნდა გადაეგზავმა ეს ყველაფერი მობილურზე თუ მეილზე.მეილის მისამართიც არ იცოდა.
''სად გადმოგზავნო?''
''რაიმე მეილი შექმენი შენით,იქ გადაგზავნე და მომწერე მეილის მისამართი და პაროლი შემგომ''
''რა იყო შენით ვერ გააკეთებ?''
''ბარემ ჩემი მისამართიც ხოარ მოგწერო ან ტელეფონის ნომერი''
''რახან დაფარული ნომრიდან მწერ,სულაც არ ნიშნავს იმას რომ ადგილმდებარეობას ვერ დავადგენ''
''სცადე ;)''
-რა კარგი დაწყებაა პირდაპირ-ხელები სახეზე ჩამოისვა და დაიწყო ადგილსამყოფლის გაგება.მთელი 20 წუთი ცდილობდა,რა აღარ სცადა მაგრამ უშედეგოდ.
''რაო,ჩიტო მომძებნე?''
''არც მიცდია''
არ უყვარს ტყული,მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ მოიტყუა ასე უაზროდ
''კაი,მჯერა..ინფორმაცია მჭირდება,თორემ ჩავარდა საქმე''
შეტყობინებებშიც ხვდება მის გარდაქმნებს.ზუსტად ათზე მეილიც გაკეთებული ჰქონდა,ინფორმაცია გადაგზავნილიც და კმაყოფილი მიდიოდა სააბაზანოსკენ ტელეფონი რომ ამღერდა.
''კიდევ ერთი პლუსი შენ,პუნქტუალურობა მიყვარს,მადლობა''
....
მთელი სამი თვე გაგრძელდა ასე,მუდამ ოფიციალური საუბრები,არაფერი სხვა,არეული გრაფიკი,ზოგჯერ ისე აინტერესებდა ნეტან ამ გოგოს თუ სძინავს საერთოდო.ხან შუაღამით წამოაგდებდა ფეხზე,ხანაც გამთენიისაც.დაპროგრამებული აკეთებდა უკვე ყველაფერს.ტელეფონი შეცვალა,კოდებით გატენა.ისე მოაწყო რომ ყველგან კომპიუტერის თრევა აღარ დაჭირდებოდა.
მიშკა მაჩაბლის ამბავი რომ გაიგო გაუხარდა,ადრე წყალბურთზე ერთად დადიოდნენ,დაახლოვდნენ კიდეც.საკმაოდ ახლო მეგობრები იყვვნენ და არც გაკვირვებია მეჯვარედ რომ სოწერდ თორნიკე იხმო.
-სულ სამსახურში ხარ შე**მა არშეიძლება მას-მონატრებულ ძმაკაც გადაეხვია მიშკა და ისევ თავის ადგილას დაჯდა.
-აბა ახლა ყველა შენსავით მოცლილი კიარ იქნება
-ბიჭო და არ გიფიქრია მამაშენის ბიზნესს რომ ჩასდგომოდი,არ გბეზრდება ეს მკვლელობები და ათასი უბედურობები?-სახე დამანჭა მიშკამ ისე თითქოს რაღაც სუნიანსა და საზიზღაზე საუბრობდა
-ეგ რომ მომბეზრდეს გათხარეთ მიწა და ჩამაწვინეთ შიგ-გაიცინა თორნიკებ და სათვალე და ქუდი მაგიდაზე დადო.
-ბიჭო-შეპარვით დაიწყო მიშკამ-ცოლი მომყავს და სუ ფეხებზე შენი სამსახური ერთი დღე მთილიანად ჩემს გვერიდით უნდა იყო,მეჯვარეობა შენ სახუმარო თემა არ გეგონნოს,სულ რომ აივსოს ქალაქი დამნაშავეებით მაინც ვერ მოიცვლი ფეხს ვერსად-გაიცინა მიშკამ
-მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ ბატონო მიხეილ
-მიხეილს მოგცემ-სხვა დროს გაბრაზდებოდა და გაუქნდებდა კიდეც რაღაცას მაგრამ ახლა ისეთი ბედნიერი იყო რომ არც ეს უშლიდა ნერვებს.
...
''ხვალ ვერანაირად ვიქნები ჩვეულ ამპლუაში,მეჯვარე ვარ და შენის ნებართვით ერთი დღე dayoff-ს ავიღებ''
''კიბატონო,მარტო პირველში კიარა ეს სამი თვე ისე კარგად იმუშავე მთელი ერთი თვით დაგასვენებ ბაჩანას რო ავიყვანთ უახლოეს მომავალში..ხელფასს ვახო მოგაწვდის უახლოეს დღეებში,ჯერ-ჯერობით ჩემით მოწოდებას ვერ შევძლებ''
''სულერთია..მადლობა ''მომავალი შვებულებისთვის''..''
...
მაჩაბლების ოჯახში დილიდან ფუსფუსი იყო.ყველანი ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ მაჩაბლები ბატონი მამუკა და მერაბი ტყუები არიან ასე რომ ვერ დაშორდნენ ერთმანეთს და ოჯახებითურთ ერთ დიდ სახლში დასახლდნენ.ყველა ერთმანეთში ირეოდა.მიშკა გაგიჟებული დადიოდა აქეთ-იქით.
-ლიზა არ გამაგიჟო რა,რა ვერ ჩამოდიხარ,რა ფრენები გადაიდო გოგო-გაავებული ჩასძახოდა მობილურში ბიძაშვილს
-ბიჭო ხოიცი აქ როგორცაა,უცებ ამოვარდა ქარიშხალი,ყველა ფრენა გადაიდო, თან თურქეთით კიარა ბაქოთიც ვეღარ მოვდივარ,მიყოლებით უქმდება ფრენები,ბოდიში რა ხვალ შენს გვერდით რომ ვერ ვიქნები-ამოიტირა ლიზამ და ეკრანზე გამოსახულ მიშკას სახეს კოცნა გაუგზავნა
-აუუ ელიზავეტა მაჩაბელო საერთოდ დაივიწყე რომ ბიძაშვილი გყავს მიშკა მაჩაბელის სახით-გაავებულმა უთხრა-როგორ ტო,ცხოვრბაში პირველად დამჭირდი,პირველად გთხოვე ჩემს გვერდით ყოფნა და შენ კიდე ბოლო წუთამდე გადადე გამოფრენა და ახლა,ქორწილი წინა დღეს მეუბნები რომ სულ რო შუაზე გავიხე ვერ გამოფვრინდებიო...
-მიშკა ხო გითხარი არა,გადაღებები მქონდა,ვერ გავაუქმებდი მარიკა მიმასიკვდილებდა-თვალებიდან წამოსული ცრემლები მუჭით მოიწმინდა-ჩემზე მეტად შენს ქორწილში ყოფნა მანდ მყოფთაგან არცერთს უნდა,მიყვარხარ ხოიცი არა
-კი ისე გიყვარვარ რო ერთი ქეციანი გადაღება და ჩვენება ვერ გადადე თითქოს დაიქცეოდა ქვეყანა,მოიმიზეზა ახლა მარიკა-გაღიზიანებულმა უთხრა და ტელეფონი დაჩის მიაწოდა.ყველაზე მეტად ქორწილში ლიზას დანახვა უნდოდა.ათაში ერთხელ თუ ჩამოდის საქართველოში ხან ამერიკაშია,ხან საფრანგეთში და ხან მილანში,ვერ დაიჭერ წუთით.ზოჯერ ნერვები ეშლება ბიცოლაზე,მერე რა რომ თვითონ მოდელი იყო,იქნება მიეცა უფლება ლიზასთვის აერჩია ის რაც სურდა,ესმის ლიზასი,იცის როგორ წუხს მაგრამ ბრაზობს რომ ბოლო წუთამდე გდადო ფრენა და ახლა კიდე ქორწილი მის გარეშე უნდა გადაიხადოს.ოთახი დატოვა და მოსაწევად აივანზე გავიდა სადაც ბიჭები წინასაქორწინო წვეულებას გეგმავდნენ.
-რა სახე გაქ?-მხარზე ხელი დაარტა თორნიკემ
-ლიზა ვერ ჩამოდის-ნაპასი დარტყა-ქარიშხალი ამოვარდაო და ყველა ფრენა გადაიდოვო,ტელევიზორში მაინც არ ნახეო,მიაქვს ყველაფერიო
-ლიზა,ვინ ლიზა?-გახსნებას ცდილობდა თორნიკე,მაგრამ უშედეგოდ
-ჩემი ბიძაშვილი,ჩემს დაბადებისდღეზე არ გახსოვს ადრე მაღალი გოგო,ქარვისფერი თმებით,მოდელია
-არა,არ მახსოვს-კიდევ ერთელ სცადა მაგრამ ვერ იხსენებდა-და აქამდე რატო არ ჩამოვიდა?
-გადაღებები ჰქონდა გოგოს-სარკასტულად თქვა და ბიჩოკი იქვე საფერფლეში ჩააგდო.
...
იცოდა რომ ძალიან გააბრაზა ბიძაშვილი მაგრამ რა ექნა ვერ წავიდოდა ახლა როდეაც ასე ახლოს იყო ბაჩანას გამოჭერასთან.ნამტირალევი თვალებით გახედა გვერდით მჯდომა მამაკაცს და მორიდებულად გაუღიმა.
-ბოდიში,არ მჩვევია სხვისი საუბრის მოსმენა მაგრამ აშკარად ბედი არ გწყალობთ-დაიწყო უცნობმა ქართულად საუბარი
სწრაფად შეხედა და გამოწვდილი ხელსახოცი აიღო
-მადლობა-ცრემლები შეიმშრალა და გაანგრძო-ძალიან ეწყინა,არ ვიცი,რომ არ მაპატიოს,მაგრამ რა ვქნა სამუშაო ვერ დავკარაგვდი,ძლივს რაღაცას მივაღწიე და ახლა ასე ვერ მოვიქცეოდი,თან რა ვიცოდი ეს ქარიშხალიც ახლა თუ ამოვარდებოდა-გაბრაზუბულმა ჩილაპარაკა და ცრემლების ახალი ნაკადი შეიმშრალა
-დაწყნარდით-მხარზე ნაზად შეახო ხელი-ბაჩანა დევდარიანი-ხელი გაუწოდა უცნობმა
-ელიზავეტა,ლიზა მაჩაბელი-გაუღიმა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება
-რაღაც შემიძლია შემოგთავაზოთ-მორიდებულად დაიწყო უცნობმა-მე საკუთარი თვითფრინავით ვარ,პილოტს ველოდები და ავფრინდებით,არც ისეთი ძლიერი ქარია,უბრალოდ ესენი აბუქებენ,ამაზე უარესშიც მიმგზავრია-გაუცინა ბაცანამ-შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ,თუ გნებავთ
-ამმ,მადლობა,მადლობა,ჩემი გადამრჩენელი ხართ-უცებ გახალისდა ლიზა
-რადგან ერთი თვითფრინავით უნდა ვიმგზავროთ ეს ''თ'' მოვიშოროთ კარგი-გაიცინა ბაჩანამ და ახლად შემოსულ მამაკაც ხელი დაუქნია.
ყურადღებით უსმენდა თუ როგორ ესაუბრებოდა ბაჩანა პილოტს.უცებ შემობრუნდა ბაჩანა მისკენ
-მაშ,ვემზადებით ჩასხდომისთვის ხვალ შუადღის 12 საათზე თბილისის ჰაერს ჩაისუნთქავ,პირობას გაძლევ-გულზე ხელი მიიდო მეტი დამაჯერებლებოსთვის
მთელი ფრენის მანძილზე უამრავი ინფორმაცია გაცვალეს.ძირითადად ლიზა საუბრობდა.
-ესეიგი ძალით შეგიყვანეს 10 წლის ბავშვი სამოდელოზე-დაიწყო ბაჩანამ
-აბა,ერთადერთი გოგო ვარ ოჯახში და ასე ამგვარად გადაწყდა ჩემი მომავალი
-ახლა მოგწონს რასაც აკეთებ
-ახლა უკვე განუყოფელი ნაწილებია ფოტოაპარატი და პოდიუმი-გაიცნა ლიზამ და ილუმინატორიდან გადახედა აღელვებულ ოკეანეს-ახლა შენზე მომიყევი რამე თორემ მარტო მე ვსაუბრობ
-აბა რა გითხრა,30 წლის ვარ,მამაჩემის დატოვებულ ბიზნესს ვმართავ და ვცხოვრობ როგორც 30 წლის თავისუფალ კაცს შეეფერება-გაუცინა და ხელები გაშალა სულ ესააო ჩემი ცხოვრებაო
დანარჩენი გზა ან უკვე ''ეძინა'' ლიზას,ამ დროს კი ყველაფერი ესმოდა რაც ხდებოდა იქ.როდესაც იგრძნო ბაჩანა ხელი მხარზე და მისი საუბარი რომელიც ატყობინებდა რომ ნელ-ნელა დაშვებას იწყებდა თვითმფრინავ,ჯერ ფრთხილად გაახილა ერთი თვალი,შემდგომ მეორე და როდესაც ''გაიაზრა'' რომ ესვებოდნენ სიხარული ტაში შემოკრა.
-მთლად ბოლომდე ვერ შევასრულე პირობა-გაიცინა ბაჩანამ,როდესაც აეროპორტში შეაბიჯეს-პირველის ათ წუთზე ჩამოვფრინდით თორმეტის მაგივრად
გულწრფელად გაეცინა ლიზას,მიუხედავად იმისა იცოდა რა ნაძირალაც იყო ბაჩანა ახლა ნამდვილად კისკისებდა და მსი სემხედვარე ბაჩანაც იღიმოდა.
როგორც კი აეროპორტიდან გავიდნენ,უცებ მოძებნა ლიზამ მანქანის გასარები ჩანთაში და ბაჩანას გაუღიმა
-აქ მყავს დატოვებული მანქანა-გაუღიმა და წინ დაუდგა-თუ გინდა გაგიყვან
-მადლობელი ვიქნები,ჩემი მძღოლის გაფრთხილება დამავიწყდა-უხერხულად გაიღიმა ბაჩანამ
-მაშინ,გთხოვთ გამომყვეთ-ხელი გაიშვირა და წი გაუძღვა.
როგორ მოენატრა თბილისი,ბოლოს შარშან ჩამოვიდა ისიც გადაღებები ჰქონდა.დანიშნულების ადგილას გაუჩერა მანქანა ბაჩანას და უშველებელ გალავნის იქეთ აღმაღთულ სახლს გახედა.
-სასიამოვნო იყო შენთან ერთად მგზავრობა-დაიწყო ბაჩანამ-იმედი მაქვს ისევ მექნება შენი ხილვის ბედნიერება
-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო-გაუღიმა ლიზამ-თბილისი პატარაა
გადაკოცნა ბიჭი და გადსვლას აპირებდა ბაჩანა ლიზამ რო დაიწყო
-ახალწლამდე ვრჩები აქეთ-გაღიმებულ ბაჩანას შეხედა-შემდეგ პარიზიში გადაღებები მეწყება
-ხოდა ძალიანაც კარგი-კამოყიფილების ღიმილი დასთამაშებდა ბიჭს-აუცილებლად შევხვდებით
როგორც კი ბაჩანა გადავიდა მანქანიდან,მაშინვე მოწყვიტა ადგილს მანქანა და სოლოლაკისკენ აიღო გეზი.
იცოდა როგორ არ იცოდა მოსალოდნელი ქარიშხალის შესახებ,ისიც კარგად იცოდა მაგ დღეს რომ ჰქონდა ბაჩანას ფრენა,ძალიან არ უნდოდა ბიძაშვილის განაწყენება მაგრამ ახლა ორი კურდღელი დაიჭირა ერთად,სურპრიზიც გამოუვა და თან ბაჩანაც ხელში ჰყავს..
...
დილიდან სამზადისი იყო მაჩაბელ-ყიფშიძეების ოჯახში.ყველა გახარებული იყო.ერთი სული ჰქონდა მიშკას როდის ნახავდა თავის მეუღლეს.მაგრამ მაიანც სტკიოდა რაღაც,ახლა ის მიდის რომ იქროწინოს და მის ქორწილში არ არის ადამიანი,რომელი მისთვის უძვირფასესია.
-შე**მა გაიღიმე-მხარი გაკრა თორნიკემ-გეგობა პანაშვიდია და არა ქორწილი
-არ მოვიდა-დანანებით ჩაილაპარაკა და კარს გახედა-ჩემი ლიზაზუ ჩემს ქორწილში არ იქნება
-კარგი რა-გაბრაზდა დაჩი-ახლა რომ გხედავდეს რა დღეში ხარ,მიგასიკვიდლებდა კიდევაც
-დავურეკავ,გავიგებ როგორ არის-ტელფონი აიღო ვაკომ და სკაიპში შემოსულ ბიძაშვილს დაურეკა
მალევე გამოჩნდა ოდნავ თმააწეწილი ლიზა ეკრაზე
-ლიზაზუ,ბომჟს გავხარ-გადაიხარხარა ვაკომ
-გადაშენდი რა,დაიძინე შენც აეროპორტის სკამზე და ვნახოთ მერე როგორ გექნება ეგ ლარში გასწორებული თმები-გაიცინა ლიზამ
-მოღალატე,მოღალატე მითხრა როგორ გძინავს ღამე-სიმღერით ჩასძახა დაჩიმ უმცროს დას
-აუუ კაი რაა,იცი რა ცუდად ვარ,რამისაა ავაფეთქო აქაურობა-ჩაისისნა ლიზამ
-და არ იცოდი აქამდე რომ ქარიშხალი იქნებოდა?-დაეჭვდა ვაკო
-ბიჭო სამჯერ გამოაცხადეს წინა კვირაშიც და უნდა გენახა გადავრაზე ყველაფერი და შენც არ მომიკვდე სამივე ტყუილი აღმოჩნდა და რაღა ახლა მოუნდა ამ ვიქტორიას თუ სულულუმას ამოვარდნა-თეთრ კედელს თავი მიადო-მიშკა მანდაა?
-აქ ვარ-ახლოს მივიდა ვაკოსთან-როგორ ხარ?
-მიშკა,მაპატიე რა გთხოვ-ამოისრუტუნა ლიზამ-რავიცოდი
-არაუშავს-გაუღიმა მიშკამ
-ახლა არ მითხრა ტრაული გავმართეო,თორემ გადმოვძვრები და მაგრად გცემ-გაბრაზდა ლიზა-გაიღიმე ბიჭიკოო,ცოლი მოგყავს ბიჭო,იცოდე ყველა ფოტოში უნდა იღიმოდე კიარა უნდა გაგეხეს პირი და სულ ის ჩაწიკწიკებული კბილები უნდ აგამოაჩინო, ტყულად გეკეთა 3 წელი ბრეკეტები-გაიცინა ლიზამ-იცოდე მე ყველაფერს ვხედავ-თითი დაუქნია ბიძაშვილს-კაი მიჯდება ტელეფონი დავტენი მერე და თუ რამე დამირეკეთ და სკაიპით მაინც შემოგიერთდებით-გაიცინა ლიზამ
-კაი,მიდი,გაკოცე-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ვაკომ და გაუთიშა
...
ვაკოს ზარის შემდგომ ცოტა ხნით ისევ იჯდა კედელთან და მის წინ დაკიდებულ ფორმატზე გამოსახულ მომღიმარ ოჯახს უყურებდა.უყვარრდა თავისი ოჯახი თავისი პლუს-მინუსებით,დედაზე გიჟდებოდა,მიუხედავად იმისა რომ სულ ძალითშეიყვანა სამოდელოზე,ახლა კი სწორედ დედამისის დამსახურებაა ასეთი რომაა,მადლობელიცაა რომ თავის დროზე ასე მოიქცა,მაგრამ მაინც წაუცდება ხოლმე გონება იქეთ ''რა იქნებოდა სამოდელოზე რომ არ შევსულიყავი'',ალბათ იქნებოდა მხატვარი ან ფოტოგრაფი.ამ სახლის შესახებ მხოლოდ მიშკამ,ვაკო და დაჩიმ იციან,ისიც იმიტო რომ ხშირად უღებდა მათ და ხშირად ხატავდა მათი ცხოვრები ეპიზოდებს.მიშკას უფრო უგებდა,ისიც ხელოვანია,მერე რა წყალბურთელი როა,მისი ნახატები ნებისმიერ გამოფენას დიპყრობდა,მაგრამ არც მას სურდა ამის შესახებ ჩვენ ოთხის გარდა ვინმეს სცოდნოდა.
ცოტა ხანს დაისვენა,ინფორმაციაც გადაამოწმა,გადააგზავნა ახალი ამბავი ზემოთ და ამის შემდეგ დაიწყო მომზადება.დუშის ქვეშ იყო რომ გაახსენდა თუ ვისთან შეხვედრა მოუწევდა,თორნიკე ვიბლიანი,როგორც იქნა,შორიდან აღარ მოუწევდა მისი ყურება.საკვები მიიღო გული რომ არ წასვლოდა და შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩაიცვა ბრეტელბზე და უკან საკმაოდ ამოღებული.თმები შეიკრა და მკრთალი მაკიაჟიც გაიკეთა.ფეხსაცმელიც ამოიცვა და სახლიდან კაკუნით გავიდა.
ბელადონა(თავი 1)

რაც უფრო უახლოვდებოდა დანიშნულ ადგილს,მით უფრო მეტად უძგერდა გული.როგორც ჩანს სუზტად ხუთიანში მოარტა.სანამ რესტორნის ეზოში შევიდოდა დაინახა როგორ შევიდა ნეფე-დედოფალი.უალამზესი მეუღლე ჰყავს მიშკას.ულამაზესი იყო კრემისფერ დავარდნილ კაბაში,უკან ოდნავ ამოღებული.შავ კულულები უმშვენებდა მხრებს.პირველად მიშკამ ომ გააცნო ნინია 18 წლის მორცხვი ბავშვი იყო მაგრამ ახლა ქალია,მერე რა 19 წლის რომაა.
ცოტახნით კიდევ დააყოვნა შესვლა.მანქანიდან როგორც კი გამოვდა,ნცნობი ხმა მოესმა და იქეთ გაიხედა საიდანაც სიცილით მოდიოდა ვაკო თან ტელეფონზე საუბრობდა.მაგრამ უცებ შედგა ლიზა რომ დაიანხა,ცოტა ხანს უყურა და ისევ სიცილი დაიწყო.დაგირეკავ მერეო ჩასძახა ტეეფონში და ჩქარი ნაბიჯით წავიდა მონატრებული ბიძაშვილისკენ.
-გოგო-სანამ ორჯერ არ დაატრიალად და ხელზე არ უჩქმიტა არ მოისვენა-მეგონა მოჩვენებები დამწყო-გაიკრიჭა და მონატრებულს ჩაეხუტა-მომენატრე
-მეც ვაკუნა მეც-მასზე ერთი თავით მაღალ ბიძაშვილს ხელები წელზე შემოარტა
-გაგიჟდება მიშკა-გაიცინა და რესტორნისკენ გაიხედა-მაგრამ მანამდე უნდა მომიყვე როგორ გამოაღწიე იმ ქარიშხლიდან
-ბაჩანა დევდარიანმა წამომიყვანა თავისი თვითფრინავით-გაღიმებულმა ახედა ვაკოს
-ეგ როგორ-წარბაწეული იყურებოდა ვაკო
-როგორ და,მიშკას რო ველაპარაკე ეგეც იქეთ იჯდა,შემხვევით გაიგო ჩემი უბედურობის შესახებ დაშემომთავაზა წამოდიო,მეც დავთანხმდი-გაიცინა,როგორ არ უნდოდა ახლა ვაკოს მოტყუება მაგრამ..
-უცხოს როგორ გამოყევი გოგო-გაბრაზებული დააჩერდა ბიძაშვილს
-კარგი რა,გამიგია მაგ ბიჭზე რაღაცები და კაი ბიჭიაო სულ ამბობდნენ და ახლა ამ შანს გავუშვებდი ხელიდან-ლოყაზე აკოცა ვაკო
-ვენაცვალე ჯიგარში მაგას-გაიცინა ვაკომ და ბიძაშვილს ხელი გადახვია.
რესატორანში შესულს იმდენი ნაცნობ-უცნობის გამოხედვა დახვდა,კიდევ კარგი მიჩვეული იყო თორემ იქვე ჩაიფერფლებოდა.ნეფე-დედოფლის სამყოფელისკენ გაიხედა,მიშკა კარებისკენ არ იხედებოდა თორნიკეს ესაუბრებოდა რაღაცაზე და თან იცინოდა.თორნიკე კი გაღიმებული უყურებდა მათკენ მომავალ წვილს.
-მომილოცავს-დაიწყო ლიზამ-იხარეთ და იბედნიერეთ-სიცილით განაგრძო ლიზამ და გაოცებულ მიშკას ლოყაზე აკოცა და შემგომ ნინას მიუბრუნდა-გამრავლდით,ბევრი ძმიშვილები მინდა მე-გაიცინა
-მოიცა-გამოფხიზლდა მიშკა-თორნიკე მოჩვენებბეი დამეწყო მგონი-მითხარი რომ ახლა ჩემს წინ ლიზა დგას და არ მეჩვენება
-ლიზა დგას ლიზა-გაიცინა ვაკომ და ლიზას ხელი გადახვია
-არ არსებობს-დაიწყო სიცილით მიშკამ და მთელი ძალით ჩაიხუტა მონატრებული ბიძაშვილი-მაინც ჩამოხვედი-ორივე ლოა დაუკოცნა და ისევ ჩაიხუტა-არ მიმატოვე
-შენი მიტოვება იქნება ბიჭო-გაიცინა ლიზამ და ლოყაზე ძლიერად აკოცა
-აბა მეც მიმიშვით ჩემს დასთან-სიცილით მიუახლოვდა მაგიდას დაჩი
...
ულამაზესი ქორწილი იყო,ლამაზი სადა გაფორმებებით,ისეთი იყო არც ქართული ტრადიციები დარღვეულა მაგრამ მთლად ''გრუზინული'' ქორწილი არ იყო.თითქოს ლისას დანახვამ უფრო გაახალისა მიშკა.მთელი ქორწილი არ გაჩერებულა არცერთი.გრძნობდა თორნიკეს მზერას,რამდენჯერმე შეჩეხნენ მათი მზერები ერთმანეთს და მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუატელმა დაუარა როდეაც გაუღიმა.
-ვიცეკვოთ-ხელი გაუწოდა
-სიამოვნებით-გამოწვდილ ხელს მისი შეაგება და შუა დარბაზში ნაზ მელოდიას აყვნენ.ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემორტყმული და ცალში მისი ხელი ჰქონდა მომწყვედეული.იმდენად ცხელი იყო მისი შეხება იწვოდა ლიზა.
-არ ვიცნობთ მგონი ჩვენ ერთმანეთს და მათაც აზრადაც არ მოსვლიათ ჩვენი გაცნობა-დაიწყო თორნიკემ-თორნიკე ვიბლიანი
-ლიზა მაჩაბელი-გაუღიმა ბიჭს და მის თაფლისფერ თვალებში ჩაიძირა-ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენზე
-ძალიან კარგი
სიმღერის დასრულებამდე ხმა არცერთს ამოუღია.ბოლოს ღიმილით დაშორდნენ ერთმანეთს.
...
-რაო რა მითხარი ვინ ჩამოგიყვანა-დაწვრილებული თვალებით გახედა ლიზას და აივანზე მდგარ სავარძელში ჩაჯდა
-ბაჩანა დევდარიანმა,ბიზნესმენი როა
-არ გამიგია მასეთი ვინმე-დაიწყო მიშკამ და დაჩის და ვაკოს გადახედა-თქვენ?
ორივემ უარის ნიშნად თავი გაიქნიეს და აივანზე გამოსულ თორნიკეს გახედე.
-თოკო,ბაჩანა დევდარიანი ამ სახელით იცი ვინმე?-მასაც კითხა მიშკამ
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ამ სახელის გაგონებისას.
-მაქ მაგის სიამოვნება ვიცნობდე მაგ ნა*****რს-ზიზღით ჩაილაპარაკა და ლიზას გვერდით დივანზე მოთავსდა
-რატომ ასეთი რეაქცია-ჩაერთო ვაკო
-ნაძირალაა,მაგის საქმეს ვიძიებ ახლა,საშიში ტიპია-განუმარტა ყველას-რაში განიტერესებთ
-მაგან ჩამომიყვანა-დაიწყო ლიზამ-არ ჩანს ნაძირალა,თანაც ადრეც გავიგე მასზე რაღაცები და ყველა კარგად იხსენიებს-მხრები აიჩეჩა ლიზამ
-დემონია ანგელოზის სახით,არ გირჩევ მასთან ურთიერთობას-გაუღიმა ლიზას და წამით რაღაც უცნაურმა დაუარა სხეულში როცა წარმოიდგინა რომ ერთ თვითფრინავში იყო ეს ორი ადამიანი და ბაჩანას შეეძლო ისეთი რამ გაეკეთებინა ლიზასთვის რაც საკმაოდ ბევრ ქალს გაუკეთა,ამის წარმოდგენისას ძარღვები დაეჭიმა და მოუნდა რაც შეიძლება მალე ჩაეყუდებინა ის ნაძირალა.
-თქვენ გამომძიებლები ყველას ეჭვის თვალით უყურებთ-მიუბრუნდა ლიზა-მთელი 12 საათი ერთად ვიმგზავრეთ მაგრამ ჯელტმენობისა და სიკეთის მეტი არაფერი გამოუმჟღავნებია-მხრები აიჩეჩა და წამოდგა,შესვლას აპირებდა თორნიკეს ხმა რომ გაიგო
-მე გირჩევ,მისგან თავი შორს დაიჭირე...



იმედია მოგეწონებათ,თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია <3



№1  offline წევრი ჭირვეული

საინტერესო ჩანს, დამაინტრიგებელი. მიყვარს ასეთი ჩახლართულობები.. მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№2  offline წევრი talkingelephant

Ripiti
ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება.3 წლის წინანდელ ისტორიას ვეძებ. ზუსტად სათაური არ მახსოვს,არც მწერალი. "ბურდული" გვარი მახსოვს მარტო, მაგათაც ვერ მივაგენი,რადგან ბევრს უდევს ისტორია სადაც ეს გვარია ნახსენები. რომელიმე ასეთი ისტორია გაგახსენდეთ იქნებ <3

შინაარსი არ გახსოვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent