შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 5)


15-04-2017, 21:23
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 716

5.
/-ლილე, მჭირდები!- თავისდაუნებურად მაინც მიაძახა ლილეს
-მეც!-ერთხელ კიდევ შეხედა ქალმა და კარი გაიხურა, დატოვა კაბინეტში, ადგილზე მიყინული ირაკლი, რომელსაც ამჯერად თავისი გულისცემის გარდა არ ესმოდა არაფერი./

-თქვენ რა გაგიჟდით ხალხო? იცით თქვენმა ამ უყურადღებობით გამოწვეულმა შეცდომამ რა გამოიწვია? იცით თქვენი არაპროფესიონალური საქციელით რა დამართეთ ადამიანს? ბავშვის ანალიზები იყო ხალხო, ბავშვის! გააუბედურეთ ხალხი! ყველა იცნობთ ლილეს, მისი შვილის ანალიზები იყო, იქნებ ასე უფრო მარტივად წამოიდგინოთ რა საშინელება მოხდა! -წამიერი პაუზა გააკეთა,დამშვიდება სცადა და განაგრძო- არ აქვს მნიშვნელობა ვისი ანალიზები იყო, ჩვენთვის ყველა პაციენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია და გეფიცებით, მილიონჯერ ვუყურებ კამერების ჩანაწერებს სანამ არ გავიგებ ყველაფერს, ვნახავ ვინ დაუშვა ეს საშინელი შეცდომა და დაისჯება ის ადამიანი! თუ ხვდება ან თუ ეს გამიზნულად გააკეთა, ჯობია, თვითონ მოვიდეს დამნაშავე და თავისი პირით აღიაროს დანაშაული, თუ არა და ვიპოვი და უარესი მოხდება! ყველამ თქვენს-თქვენს სულებში ჩაიხედეთ! არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველას შეიძლება მოსვლოდა ეს შეცდომა დაუკვირვებლობით და უყურადღებობით, რადგან ეს იცით! თქვენი არაპროფესიონალიზმის გამოვლინებები, დაე თქვენს სინდისზე იყოს! იმედია ეს შემთხვევა ყველასთვის სამაგალითო იქნება და ისწავლით, როგორები არ უნდა იყოთ! თქვენ ექიმები ხართ, ხალხო! თქვენ ხართ ადამიანები, რომლების დაშვებული ერთი შეცდომაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს! თქვენს თითოეულ ქმედებაზე, გადაწყვეტილებაზე, ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული! დღეიდან, იმედია ყველა გაასმაგებული ყურადღებით იმუშავებს და კონტროლს გაუწევს საკუთარ ქმედებებს, თორემ თუ კიდევ ერთი ასეთი შეცდომა განმეორდება, მარტო დამნაშავეს კი არა, მთელს განყოფილებას მოგხსნით და მხოლოდ კი არ გაგათავისუფლებთ სამსახურიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში საერთოდ ვეღარსად ვეღარ იმუშავოთ! - მონოლოგის დასრულების შემდეგ ირაკლიმ ყველას თვალი გადაავლო და სწრაფი ნაბიჯით დატოვა საკონფერენციო დარბაზი, სადაც ის ექიმები ყავდა შეკრებილი, ვისაც შეიძლებოდა კავშირი ჰქონოდა მატათას ანალიზების შემთხვევასთან და ისინი, ვისაც მისი აზრით, ამ სიტყვების მოსმენა სჭორდებოდა. მუდამ თავაზიანი, მშვიდი ირაკლი პირველად ნახა ყველამ ასეთი გაცოფებული. დერეფანში მიმავალს უკან რატი მიჰყვებოდა, კაბინეტში შესვლისას კარი მიიხურა მან და ირაკლის პირდაპირ დაჯდა. უყურებდა და ელოდებოდა როდის ამოიღებდა ცქიტიშვილი ხმას.
-ზედმეტი მომივიდა?-ახედა რატის
-არამგონია!-რატიც არანაკლებ გაბრაზბული იყო, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებდა
-უბრალოდ ისეთი გაბრაზებული ვარ, ტონის აწევა კი არა, ყველას გაყრა მინდა!
-ვიცი...
-ჩემს კლინიკაში, ჩემს კლინიკაში ეს მოხდა რატი! არ ვიცი რა ვთქვა. ლილეს და მატათას მაინც არ ვიცნობდე! თვალებიდან არ ამომდის ლიფტში შემოსული ლილეს სახე, შოკირებული, განადგურებული და სასოწარკვეთილი როგორ მიყურებდა! რომ ვხვდები ვიღაცის "პატარა" შეცდომის გამო რა მოხდა, ჭკუიდან გადავდივარ! ადამიანს ბოლო მოუღეს რატი! მათე? წარმომიდგენია რა დაუჯდა ლილეს, რომ მისთვის ეთქვა ყველაფერი და როგორ შეეშინდა ბავშვს. ღმერთო! წარმოდგენაც არ მინდა მათ ადგილზე მე და ანანო რომ ვყოფილიყავით რა დღეში ვიქნებოდი....
-რაც იყო, იყო. ვეღარ შევცვლით, მაგრამ მთავარია მათე კარგადაა. მგონი ყველამ ამოვისუნთქეთ. კლინიკის მინიმუმ ნახევარი ისეთი დაზაფრული იყო, ლილეზე და მედეაზე აღარაფერს ვამბობ...
-ხო, მთავარი ეგაა! დღეს ლილე რომ შემოვიდა და მითხრა, რაც ხდებოდა, გავოცდი, თან ისე გავბრაზდი, კინაღამ მაშინვე ჩავვარდი ლაბორატორიაში და ყველა გავყარე! ჩემი საყვარელი ქალის ასე განადგურებას, არავის არ შევარჩენ რატი, არავის!-თვალებში უყურებდა რატი და ხედავდა, როგორი მტკიცე და თავდაჯერებული იყო ირაკლი.
--------------
სახლში მივიდა ლილე. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკიდან, მაგრამ მაინც სახეზე ეწერა ყველაფერი. კარი მედეამ გაუღო.
-ლილე, რამე მოხდა?-დაეჭვებულმა გახედა დეამ
-დედა, ვაჩვენე იმ ექიმს ახალი გამოკვლევები და...ლაბორატორიაში ალბათ პასუხები აირია, არაფერი არ სჭირს მატათას! მხოლოდ ეპიტაქსისი, რაც ცხვირიდან იწვევდა სისხლდენას, მაგას კი მარტივად მოვუვლით!-მედეას ბოლომდე არც მოუსმენია, მაშინვე ცრემლები წასკდა და შვილს გადაეხვია.
-მადლობა ღმერთს, არ მჯერა!-ჩურჩულებ დეა და ლილეს ეხვეოდა.
-არც მე მჯეროდა დედა, მაგრამ სიმართლეა!-მხარზე უსვამდა ხელს დედას ლილე-მგონი, მატათას ჯერიც დადგა გაიგოს, სად არის?-ოდნავ მოშორდა მედეას და გაუღიმა
-თავის ოთახში, მეცადინეობს.
ლილემ მშვიდად გაიარა დერეფანი, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ოთახის კარიც შეაღო. მისი დანახვისას მატათა გამოიქცა და ძლიერად ჩაეხუტა.
-დე, როგორ ხარ?- კითხა თბილი ხმით ლილემ და ცხრივზე თითი დაკრა
-კარგად, არ წავიდეთ სალონში?
-მათე, რაღაც უნდა გითხრა!-საწოლისკენ წაიყვანა ბიჭი და წინ დაისვა-ხომ იცი სხვა ექიმს რომ ვაჩვენეთ შენი გამოკვლევების პასუხები? ჰოდა ამ ექიმმა თქვა, რომ სრულიად ჯანმრთელი ხარ!
-მოიცადე, როგორ?-წარბაწეული უყურებდა მათე ლილეს
-მართლა გეუბნები, სავარაუდოდ ანკეტა აერიათ და სხვისი პასუხები ჩადეს ჩვენს ისტორიაში...
-მოიცა, ანუ მე არა, მაგრამ სხვაა ავად, რომელსაც ჩემი პასუხები ჩაუდეს? -თვალები აუცრემლიანდა მათეს. ლილე გაოცებული უყურებდა, თან ამაყობდა და უზომოდ ბედნიერი იყო, რომ ასეთი შვილი გაზარდა. მხოლოდ კი არ გაზარდა, აღზარდა კიდეც ბიჭი, რომელიც მართლაც კარგი ადამიანი დადგებოდა, უძლიერესი პიროვნება და ბიჭი, რომელიც ჯერ ბავშვია და უზარმაზარი გული აქვს. ისხდნენ ჩახუტებულები და ერთად ტიროდნენ-ბედნიერებისგანაც, მოულოდნელობისგანაც, შოკისგანაც და იმ უცხო ადამიანზე დარდისგანაც, რომელსაც იგივე უნდა გამოევლო, რაც მათ გაიარეს.
-მათე ადექი დე, უნდა წავიდეთ, მიდი, მალე!-უცებ წამოიძახა ლილემ და მათე უკან გასწია-მიდი პირი დაიბანე და გავდივართ!
-და მოიცადე, სად?-გაკვირვებული უყურებდა მატათა
-მალე, ადექი და რომ მივალთ ნახავ!
წაიყვანა ლილემ მატათა. ჯერ მაღაზიებში შევიდნენ და ტკბილეულით და სათამაშოებით სავსე პარკებით განაგრძეს გზა. კლინიკაში მიიყვანა ლილემ მათე, მეოთხე სართულზე, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვების პალატები იყო. ბავშვები ერთ ოთახში შეკრებილიყვნენ -ზოგი ხატავდა, ზოგი სათამაშოებით თამაშობდა, ზოგიც ტელევიზორს უყურებდა. ბავშვების დანახვაზე ერთხელ, მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა მატათამ დედას და მათკენ გაემართა. ყველას დაურიგეს სათამაშოები და ტკბილეული. მათემ ბევრი ბავშვი გაიცნო და მათთან მშვენივრად ერთობოდა. ლილეც უყურებდა და ხვდებოდა, რომ სწორად მოიქცა, იქ რომ მიიყვანა.
-მათე, დე-დაუძახა თამაშში გართულ შვილს ლილემ-უნდა წავიდეთ, უკვე გვიანია, ბავშვებიც დაიღალნენ. მიდი, დაემშვიდობე ყველას და უთხარი, რომ კიდევ ძალიან ხშირად მოვალთ აქ.
მათეც წამოდგა, ყველას დაემშვიდობა, დედას ხელი ჩაჰკიდა და იქაურობა დატოვა. ლილე მიხვდა, რომ ამიერიდან ძალიან ხშირად უნდა მიეყვანა იქ მათე.

-რატი, რომ ჩამოვედით ვერ ვილაპარაკეთ წესიერად. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, გააზრება ვერც მოვასწარი-ესაუბრებოდა მასთან სახლში მისულ რატის ირაკლი-ვიცი როგორ ნერვიულობ ქეთაზე...
-ირაკლი, რამე ახალია?-გააწყვეტინა ირაკლის
-რატი, ერთი აზრი მაქვს, ოღონდ ძალიან სარისკოა, ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე გეუბნები...-ცდილობდა ზედმეტად არ აეღელვებინა ძამაკაცი
-თქვი, რამე იპოვე?
-მოკლედ, ერთ პროცედურას მივაგენი, რომელიც ჯერ მხოლოდ 5ჯერ არის გაკეთებული მსოფლიოში. ხუთივე პაციენტი კარგადაა, მაგრამ მაინც ძალიან საშიში ოპერაციაა...
-ირაკლი, ამიხსენი, რა ოპერაცია?-ფეხზე წამოდგა ნერვიულად რატი და ირაკლის თვალებში შეხედა.ირაკლიმაც ლეპტოპი შეატრიალა რატისკენ და პროცედურის გრაფიკულ გამოსახულებასთან ერთად ახსნა დაიწყო.
-არვიცი, არვიცი-ხელები მოისვა რატიმ შუბლზე-ღმერთო, რა ვქნა! აღარ შემიძლია ქეთას ტანჯვის ყურება! თან ისე შორს არის...რაღაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს? ძალიან მეშინია!
-არივიცი რატი რა გითხრა. ეს ამჟამად ერთადერთი გზაა ქეთას ფეხზე დასაყენებლად, მაგრამ ძალიან სახიფათოა. ალბათ, უნდა უთხრა და თვითონ გადაწყვეტს...
-ერთადერთი გზა, ერთადერთი-ნერვიულად იმეორებდა რატი და აქეთ-იქით დადიოდა-იკა, ხომ იცი რომ შემიძლია, შემიძლია ცოლად მოვიყვანო, მთელი ცხოვრება ხელით ვატარებ თუ დამჭირდა, უბრალოდ ყოველთვის,როცა ვუყურებ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, სინდისი მღრღნის, ირაკლი. რამდენჯერაც არ უნდა გამიმეოროთ, რომ არაფერ შუაში არ ვარ, მაინც არ შემიძლია, ჩემი ვალი იყო დამეცვა-ყველასგან და ყველაფრისგან და ვერ შევძელი ირაკლი, ვერა! ახლა ისღა დამრჩენია ის ძველი დრო გავიხსენო და მარტო იმაზე ვიფიქრო, რომ ცოცხალია.
-რატი, ხომ იცი რომ ასე დიდხანს ვერ გაძლებ, ვერც შენ და ვერც ქეთა? შენ აქ იტანჯები, ის იქ ნერვილობს. რომ ჩავედი იცი როგორ შემხვდა? შენ გელოდა, თვალებით გეძებდა რომ შევედი, მაგრამ იქ არ იყავი. ქეთას ახლა შენ სჭირდები რატი გვერდით, გამხნევება სჭირდება, შენ კიდე აქ ხარ და მუშაობ-გძინავს, მუშაობ-გძინავს! მე მეჩიჩინებოდი იმდენ ხანს და შენ თვითონ იქცევი 18 წლის მშიშარა ბიჭისავით! კარგი, რა! ჩადი ამ გერმანიაში, ყველა ფეხებზე დაიკიდე და ჩამოიყვანე ის გოგო აქ! აქ, თავის სახლში და შენთან, მომავალ ქმართან! შენ გგონია ქეთას ამის მეტი რამე სჭირდება?! მთავარია გვერდით ჰყავდე და მერე, ყველაფერს ერთად გაუმკლავდებით!
-ანანოო, ფისო გამო!-რატიმ დაუძახა თავის ოთახში მყოფ ანანოს
-რატი, რა ფისო, კაი რა! - გამოვიდა ბუზღუნით გოგონა - ფოცხვერი მაინც დამიძახე! -თვალი ჩაუკრა რატის და გადაიხარხარა!
-კარგი, ჩემო ფოცხვერო-ლოყაზე მაგრად აკოცა მიახლოებულ ანანოს-მოკლედ, მე გერმანიაში მივფრინავ, სახლში დამლაგებელს დავტოვებ, ხვალ თუ გეცლება მიდი და შენებურად გაალამაზე ქეთასთვის, მოსულა?
-რას შვრებიი?-ერთად შეჰყვირეს მამა-შვილმა
-ვაიმე გამისკდა თავი,რას ღრიალებთ, ტოო! შენ არ მითხარი წადი და ჩამოიყვანეო? ხოდა, წავალ და წამოვიყვან! ანანო, შენი იმედი მაქვს და იკა, იცოდე ჩემი ფოცხვერი არ გააბრაზო!-თვალი ჩაუკრა ირაკლის, ანანოს შუბლზე აკოცა და აუჩქარებელი ნაბიჯით გავიდა სახლიდან. იკა და ანანო ჯერ გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს, მერე გაეცინათ. ანანო მამამისს მიუჯდა გვერდით დივანზე და თავი გულზე დაადო.
-მამა, არ მომიყვები რა ხდება შენთან?
-კლინიკაში? უხ ანანო, კარგი არაფერი!
-არა მამა, კლინიკაში არა!
-აბა?-ინტერესით დახედა ირაკლიმ შვილს. ანანომ კარგა ხანს უყურა თვალებში-თავის დადებილება მემგონი აღარ გამომდის
-კარგა ხანია არ გამოგდის, მა!-საყვარლად გაეკრიჭა გოგონა და ლოყაზე გემრიელად აკოცა-მიდი, მოყევი ახლა!
ირაკლისაც მეტი გზა არ ჰქონდა და დაიწყო მოყოლა-ანანოს მატათას დიაგნოზზე მოუყვა მხოლოდ.
-რა საშინელებაა, წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდნენ!-წამოიწია ანანო-კარგი, ეგ გავიგე, ახლა იმ გოგოზე მომიყევი
-ვინ იმ გოგოზე ანანო, ვინ იმგოგოზე-მძიმედ ამოისუნთქა ირაკლიმ და დაღლილმა გადაატრიალა მეორე მხარეს თავი
-ოოო კარგი რა, 5 წლის ხომ არ გგონივარ, ვინ იმ გოგოზე და მატათას დედაზე, ლილეზე, რატი სულ მაგაზე გეჩალიჩებოდა ხოლმე. ამ სახლში ვცხოვრობ იკა, გახსოვდეს!
-ეგ მე კი არა რატის უთხარი, რომ ბღავის ხოლმე! - შვილის ბრალდებას უპასუხა ირაკლიმ
-ნუ კარგი, რატისაც ვეტყვი, მაგრამ კიდევ კარგი ეგ მაინც „ბღავის“ როგორც შენ ამბობ, თორემ საერთოდ ვერაფერს გავიგებდი-სწრაფად, გაბრაზებული საუბრობდა ანანო. მერე თავი ჩაწია ქვემოთ-მამა, მინდა, რომ ყველაფერს მიყვებოდე, მეც ხომ ყველაფერს გიყვები. არა, თუ არ გინდა საერთოდ არ მომიყვე....-წამოდგა ნაწყენი გოგონა
-მოდი გოგო აქ, მოდი!რატი არ მეყოფოდა, ახლა შენ დამემატები თუ მოგიყევი. მოკლედ....-დაიწყო ნელა, აუღელვებლად თხრობა ირაკლიმ. თან ანანოს ეფერებოდა თავზე და ამით თვითონაც თავს მშვიდებდა.
-ოჰოოო, მამა შენ ვინ ყოფილხარ!-ახედა გაოცებულმა ანანომ-გეფიცები, 18 წლის მგონიხარ, ლილეზე როცა ლაპარაკობ...
-მეც საერთოდ 16ის მგონია თავი ანანო...-დახედა საწყალი სახით შვილს-ჰა, რას იტყვი?
-დამაცადე ვიაზრებ ირაკლი!-მკაცრად ახედა ანანომ დაჩაფიქრდა-რა მაგარი ქალია ეს ლილე, რამდენი რამ გადატანა დამაინც როგორ მყარად დგას! მართლა გაოცებული ვარ! აი ხომ სულ ცდილობს, რომ არავინ დაინახოს რამდენ რამეს იტევს ეს გოგო, მაგრამ შენ რა დონის ახლობელი ხარ ხვდები? თავს უფლება მისცა, რომ შენს წინაშე სისუსტე გამოემჟღავნებინა მამა!-წარბის აწევით შეხედა ანანომ იკას.ირაკლიც დაფიქრდა, არასდროს არ გაუაზრებია ლილეს ეს ქმედება.
-არა ანანო, უბრალოდ ისეთ მომენტში აღმოვჩნდი მის გვერდით, რომ ...
-იკა, კაი რა, რა სისულელეებს ამბობ! ახლა შენ მეუბნები, რომ ლიფტში არ ქონდა მნიშვნელობა შენ იდგებოდი თუ კლინიკის დარაჯი ან ვინმე მზარეული? შენ გგონია იმათ წინაშეც ასე მოიქცეოდა, მოეხვეოდა და იტირებდა?
-ისე, ძალიან საყვარელი მზარეული გვყვავს..-გაეცინა ირაკლის
-მამაა! - მკაცრად ახედა გოგომ
-ხო ანანო, მართალი ხარ...
-ხო, ვიცი, რომ მართალი ვარ! მოკლედ, ნუ გეშინია, რა!
-რისი მეშინია გოგო!
-ოხ, არ გამოგდის მეთქი მამა ეს თავის გასულელებები! გეშინია, რომ ურთიერთობაზე არ დაგთანხმდება!
-მეშინოდა, სანამ ჩემს კაბინეტში შემოვიდოდა და ჩამეხუტებოდა...-დარცხვენილმა უთხრა შვილს და ტავზე ხელი გადაისვა
-ხოდა არც მაშინ არ უნდა შეგშინებოდა, უბრალოდ ყველაფერი დროის ამბავია, შენს მიმართ გულგრილი რომ ყოფილიყო, არც ლიფტში არ მოხდებოდა არაფერი, მაქსიმუმ ატირებული დაგემშვიდებინა ხელსახოცის მიწოდებით, არც აივანზე არ გეტყოდა არაფერს „კარგად ვარ, ბატონო ირაკლის“ გარდა და ა.შ. ასე რომ, აცადე, კარგად დაფიქრდეს, თითონაც გადმოდგას ნაბიჯი, ოღონდ თავი შეახსენე ხოლმე, რომ ძალიან არ დააგვიანდეს..
-ანანო, შენ რამდენი ქმარი გყავდა შვილო
-წინა ცხოვრებაში მამა? -კისკისი დაიწყო გოგონამ-ღმერთო, როგორ მიყვარხარ მე შენ!
-ჩემი ფოცხვერი!-გაიცინა ირაკლიმ, მაგრამ ანანოს სახის დანახვისას გაჩუმდა
-მე რატის ფოცხვერი ვარ, თქვენ შეგიძლიათ ბაჭიით ან კნუტით მომმართოთ -აუფახურა წამწამები მამას და თავი მხარზე დაადო-მამა, ლილე ძალიან ძლიერი ქალია! ისეთი ძლიერი, როგორიც შენ ხარ და ისეთი, როგორიც შენს გვეერდით უნდა იდგეს!
-ვიცი ანანო, ვიცი!
-ლილემაც იცის იკა, დარწმუნებული ვარ!

-
ესაც მეხუთე, ჩემო კარგებო heart_eyes იმედია მაქვს, ვინმე კვლავ კითხულობს relaxed smirk
პატარა თავია, მაგრამ ვეცდები შემდეგი დიდი და თან მალე დავდო
იმედია, შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ! innocent
პ.ს. ფოტოზე ჩემი სიპატიური ექიმი, ირაკლი ცქიტიშვილი heart_eyes



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ქრისტე აღსდგა.გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.კარგი თავია,რატიც გამოაცოცხლა და მომეწონა.ანანო ხომ მაგარია და მაგარი
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ანა_მარიამი

La-Na
ქრისტე აღსდგა.გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.კარგი თავია,რატიც გამოაცოცხლა და მომეწონა.ანანო ხომ მაგარია და მაგარი

ჭეშმარიტად! heart_eyes შენც გილოცავ ჩემო კარგო
დიდი მადლობა relaxed

 


№3 სტუმარი milena

როდის დადებ ახალ თავს?

 


№4  offline წევრი ანა_მარიამი

milena
როდის დადებ ახალ თავს?


დღეს
(ძალიან დიდი ბოდიში, რომ ასე ვაგვიანებ)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent