შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 4 )


17-04-2017, 01:46
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 489

მალე გავიდა დრო, საღამოთიც მოვიდა. ოთახიდან გისტუმრა მეგობარი და დღიური აიღო. ლოგინზე მოკალათდა და გადაშალა.

****
11.10.1996

დიდი ხანია შენთან არ მისაუბრია. არ გეგონოს, რომ დაგივიწყე, უბრალოდ ვერ ვახერხებ შენამდე მოსვლას. მოგიყვები ყველაფერს, იმდენი რამ გადამხდა.
ქუჩაში ღამით მარტო სეირნობა, ყოველთვის მიყვარდა. ამიტომ არც აქ მომიშლია ეს ჩვეულება. მართალია ნაკლებად იყო სიმშვიდე თბილიში ამ დროს, მაგრამ მაინც მომწონდა სავსე მთარის შუქზე ხეტიალი. სახლიდან საკმაოდ შორს მომიწია წამოსვლა, უკან ვაპირებდი დაბრუნდებას. მოპირდაპირე გადასასვლელზე გადავდიოდი, გვერდზე არ გამიხედავს. როდესაც უეცრად არსაიდან მანქანა გამოჩნდა და ფეხებთან ძლიერად დაამუხრუჭა. საშინლად შემეშინდა, გულის ბაგაბუგი ყურებში ჩამესმოდა. თვალები დამეხუჭა და პირიდან არაამქვეყნიური წივილი წამხდა.
- შენ ნორმალური ხარ? - ღრიალის ხმამ მომიყვანა გონს, თვალები გავახილე და შევამჩიე აფთარივით, ჩემსკენ მომავალი გორილა. რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც. ისეთი გაბრაზებული ჩანდა, რომ შესძლებოდა მიმახჩობდა კიდეც.
- ისევ შენ ხარ?! ღმერთო რა ცოდვებისთის მსჯი - თავი ხელში ავიყვანე, სახე გავასწორე და თითქოს ის ყოფილიყო დამნაშავე შევუტიე.
- კიდევ მე გაწუხებ გოგოოოო?! რამის საბურავებში შემივარდი! - დაჭრილი მგელივით ღრიალებდა.
- შენ მაქანის ტარება არ იცოდე, და მე ვარ დამნაშავე?!
- რომ გადადიხარ გზაზე, გვერდზე უნდა გაიხედო! და არა ბატივით დადიოდე ქუჩაში!
- ნელა უნდა ატარო მანქანა ვინმე, რომ არ შეიწირო! - არ ვნებდებოდი.
-გოგოოოო - კვლავ დაიღრიალა. სიბრაზისგან წითელი ფერი ედო სახეზე. მგონი ყურებიდან ბოლსაც უშვებდა. -ნორმალური მოაზროვნე ადამიანივით გზაჯვარედინისკენ, რომ გაგეხედა დაინახავდი, ნორმალური სიჩქარით მომავალ ავტომობილს!
- ირაკლი დამშვიდდი, ისედაც შეშინებული იქნება! რაღატო ღრიალებ! - მაქანიდან ჩემი ასაკის გოგონა გადმოვიდა, ისეთი ნაზი და სიფრიფანა იყო. უკან კი ბიჭი მოჰყვა, თავიდან ვერ დავინახე, მაგრამ შემდეგ ფარების შუქზე, რომ შევხედე გაოგნებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. იმდენად გავდა ამ ხეპრეს, მხოლოდ თვალის ფერით განსხვადებოდნენ. მას მწვანე თვალები ჰქონდა.
- ხომ კარგად ხარ ? - ნაზი წკრიალა ხმით მკითხა.
- მისნაირი არსებების ხელში, რომ ვსუნთქავ ესეც მიკვირს. მადლობა, რომ დაინტერესი ჩემი მდგომარეობით.
- რატომ კატასავით არ გადაგიარე, ღირსი იქნებოდი!
- ვირის განსახიერებავ!
- გაუთლელო ქაჯო! - მითხრა და მანქანისკენ წავიდა. ჩასხედითო ანიშნა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
სახლში მალე მივედი. გაბრაზებული დავდიოდი ოთახში. სულ ის შემთხვევა მედგა თვალწინ. ბოლოს კონცეტრილება მოვახდინე წიგნებზე. სწავლას, რომ მოვრჩი წყალი გადავივლი და დავწექი. დაძინებადმე სხვადასხვა ხერხებზე ვფიქრობდი, თუ როგორ უფრო მტკივნეული იქნებოდა, მისი მოკვლა.
****
ზოგჯერ მართლა გგონია, რომ ყველაფერი შემთხევითობაა ან უბრალოდ დამთხვევა. არასდროს არ ფიქრობ, რომ შეიძლება ზემოთ ცაში იყოს, ბედი დაწერილი და კუბიდონს ჰქონდეს ქვემოთ, მარჯვენა კუთხეში, ხელი მოწერილი. საოცარია, მაგრამ კარგი ყოველთვის მოულოდნელად ხდება. მოულოდნელობა, შემთხვევითობასთან ჯაჭვურ კავშირშია. ერთი მეორესგან გამოდინარეობს და ბოლოს ერთ მთლიანობას ქმნის. ძალიან იშვიათად იქმნება უსიამოვნო შედეგი.
ზედიზედ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ასე შემთხევით, ორი ერთნაირი ზედმეტად ჯიუტი და ამაყი პიროვნება. ბევრისგან, გსმენიათ ალბათ, რომ ერთნაირი ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ. არადა პირიქით ხდება. ყველაზე დიდი თავგადასავალი ურთიერთობაში, ორ ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს აქვთ.
*******
20.12.1996
დიდი ხანი ველოდით, მე და თათია თოვლს. დილით გაღვიძებულმა, რომ დავინახე ოთახს რაღაც ანათებდა, მივხვდი რაც ხდებოდა. გახარებული, ბედნიერი სახით გავიქეცი ფანჯრისკენ და გადათეთრებულ ქუჩას თვალი მოვავლე. სიხარულისგან ტაშიც შემოვკარი. გადავწყვეტე თათიასთვის გამევლო და ერთად გაგვეტარებინა, ჩვენთვის ბედნიერი დღე. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ადრე იყო. სამზარეულოში გავედი, ერთი ფინჯანი ყავა მოვიმზადე, თბილ პლედში გავეხვიე და ფანჯრიდან ფიფქების ყურება დავიწყე. საათს გავხედე უკვე ათი ხდებოდა. გავემზადე და მისაღებში გავედი. დეიდას მივესალმე, მანაც თბილად გამიღიმა. მივედი და გულში ჩავეხუტე, სურნელი ღრმად შევისუნთქე. ,, ნათქვამია, დეიდას დედის სუნი ასდისო’’ და მართალიც არის.
- როგორ ხარ ? სად მიიდიხარ ? გარეთ თოვს და ცივა.
- კარგად დეი, შენ? ხომ იცი თოვლს მე და თაი რამდენი ხანია ველოდებით, ამიტომ გავისეირნებთ. მთაწმინდაზე ავალთ, ხომ იცი რა ლამაზია იქიდან თბილისი.
- ნორმალურად. კაი ხომ თბილად ჩაიცვი. - არასდროს მიყვარდა, ფიქრი დიდი ხანი, თუ რა უნდა მიყვარდა. რაც ხელს მოხვდებოდა იმას ვიცმევდი.
გარეთ გავედი, თათია ჩემთან ახლოს ცხოვრობს. მალე მივედი მასთან და მთაწმინდისკენ გავეშურეთ ფეხით. მალე მოსაღამოვდა. ბევრი და დიდი ფიფქები ცვიოდა ციდან. სახეზე მეცემოდნენ, ხელებს წინ ვწევდი, რომ დამეჭირა. მაგრამ უშედეგოდ მთავრდებოდა მცდელობა. თბილი ხელის გულები უცბად ადნობდა მათ. ძალიან იყო გზა გაყინული, თავს ძლივს ვიკავებით. გვეგონა გიჟები მარტო ჩვენ ვიყავით, მაგრამ გვერდით წყვილმა ჩაგვიარა. უცბად ფეხი ამისრიალდა, თავი ვერ შევიკავე და დავეცი. თავი დავარტყი, ძალიან მეტკინა. თვალები მეხუჭებოდა და ბურუსში ვეხვეოდი.
თვალები, რომ გავახილე თათიას შეშინებულ თვალებს წავაწყდი. თავი მის მუხლებზე მედო. ხელი საშინლად მტკიოდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ამასთან ერთად თავის საშინელი ტკივილიც ემატებოდა.
- როგორ ხარ ტასო? როგორ შემაშინე - ტირილი დაიწყო, ჩემი გულჩვილი.
- თავი მტკივა უბრალოდ, ალბათ ძლიერად დავარტყი. ხელიც მაწუხებს, შეიძლება ნაღრძობი მაქვს. ნუ გეშინია არაფერი მომივა, გადავრჩები - დიაგნოზი დავუსვი, საკუთარ თავს და გაღიმება ვცადე.
- ეს იმის ბრალია სიარული, რომ არ იცი - ნაცნობი, ბოხი ბარიტონი გაჟღერდა ავტომობილში.
- შენ.. შენ.. აქ რა ჯანდაბა გინდა?! შენ რა მითვალთვალებდი?! - თათიას კითხვის ნიშანი, თვალებით შევხედე. ისიც გაკვირვებული მიყურებდა.
- მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი ძვირფასი დრო შენზე დავხარჯო.
- ცინიკოსი - ჩავიბურდღუნე და სკამზე გასწორება ვცადე,
- ჩვენ უბრალოდ დათოვლილი თბილისის ნახვა გვინდოდა, მაღლიდან. მე ნიკოლას სამხარაძე ვარ. ეს კიდევ ირაკლი. ძნელი მისახვედრი არ არის, მგონი, რომ ძმები ვართ - სიცილით დაამთავრა.
- ეგ ისეთია, რომ შეიძლება ვერც მიხვდეს! - გამკენწლა ირონიის მეფემ.
- მე ანასტასია, ეს კიდე თათია . სასიამოვნოა შენი გაცნობა და სამწუხაროა ამ ხეპრეს ძმა რომ ხარ.
- თუ არ გინდა აქ დაგტოვო, გაჩუმდი! - შემომიღრინა აფთარმა.
სავადმყოფოში მიმიყვანეს. ირაკლიმ მანქანას შემოუარა და კარები გამოხსნა. გამიკვირდა მაგრამ, უცბად ჰაერში აღმოვჩნდი. გამაცია, გამაცხელა. მისგან წამოსულ მუხტს ვერ ვაიგნორებდი. მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და მთელ ტანზე თითქოს ჭიანჭველები დარბოდნენ. ექთანმა პალატაზე მიუთითა, საწოლზე დამაწვინა და დამტოვა. ხელი მართლაც ნაღრძობი აღმომაჩნდა, გადამიხვიეს. წამლები გამომიწერა ექიმმა, ტკივილ გამაყუჩებელი გამიკეთა და გავიდა. ძლივს წამოვდექი და გარეთ გავედი. ისინი ისევ იქ დამხვდნენ, გამიკვირდა. გულის სირღმეში გამიხარდა კიდეც.
- აბა როგორ ხარ ?- თბილად გამიღიმა ნიკოლოზმა.
- გმადლობ, ნორმალურად. ტკივილ გამაყუჩებელი გამიკეთა და იმედია მალე მიშველის.
- რატომ ბარემ, ენაზე არ აგცრეს უკეთესი იქნებოდა - თვალი ჩამიკრა.
- შენს გვერდით, რომ ვარ ეგ მართლა მჭირდება. საშიშია ცოფი არ გადამედოს - მეც თვალი ჩავუკარი და ჩემი პასუხით ნასიამოვნებმა, ღიმილით გავიბადრე.
- ესენი, სულ ასე რატომ ჩხუბობენ?!- გაოცებით ჰკითხა თათიას. ისე მომნუსხველად გაუღიმა. თათია რამდენიმე წამი გაშტერებული შეჰყურებდა.
- მე.. მე.. მგონი კი.. - დაიბნა, ჩემი გოგო. მას ამაზე მხოლოდ ეშმაკურად ჩაეღიმა და თვალებში ჭინკები უხტოდნენ.
სახლში წაყვანა შემოგვთავაზეს. მეც უარი არ ვუთხარი, მეჩქარებოდა. ასე, რომ დავაგვიანე დეიდა ნერვიულობს დარწმუნებული ვარ. თან არც სიარულის თავი არ მქონდა. მანქანაში ჩავსხედით და მისამართი ვუკარნახე.
- რას საქმიანობთ გოგოებო? - თათიას უყურებდა.
- სამედიცინოზე ვსწავლობთ - ორივეს მაგივრად მე ვუპასუხე. თათია კიდე ლოყებ აფორაჯებული, თითებს აწვალებდა.
- ვაა, რა დამთხვევაა, ესეც თქვენი კოლეგაა.
- ამას ვინ ანდობს სიცოცხლეს?! - გავიოცე და საერკეში მზერა გავუსწორ. ნიკოლოზს სიცილი წასკდა. მან კი ერთი შეუბღვირა, მაგრამ კვლავ ფხუკუნებდა. მალე მიმიყვანეს, მანქანიდან გადასვლისას.
- შენ გაბარებ ჩემს გოგოს - ნიკოლას შევხედე და თვალი ჩავუკარი. მის სიმორცხვეზე კი მეცინებოდა.
ლიფტი არ მუშაობდა, ძლივს ავედი კიბეებზე. დეიდა მისაღებში დამხვდა. ჩემს დანახვისას ერთი წამოიკივლა და დივანიდან წამოდგა. ავუხსენი, რომ კარგად ვიყავი. ძლივს დავამშვიდე და ოთახში შევედი. თავი მოვიწესრიგე, პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში შევძვერი. თათიაზე და ნიკოლოზზე მეფიქრებოდა, რა კარგი წყვილი იქნებბოდნენ. მალე ჩამეძინა დაღლილს.
*********
დღიურის კითხვისას, ძლიერ იგრძნო დედის მონატრება. დახურა , გვერდით გადადო და ლეპტოპს მიუჯდა. სკაიპი ჩართო და დაურეკა.
- დეე, ძალიან მომენატრე. როგორ ხარ?
- კარგად. მეც მომენატრე. ხომ კარგად ხართ? როგორ შეეგუეთ გარემოს?
- კი დე კარგად ვართ, ჯერ ვერა დეე. ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა - სიცილით უთხრა.
- ანაბელი სადაა? რომ არ ჩანს.
- წვეულებაზე წავიდა კურსელის. დამიანე კი არ იცი, როგორი მექალთანეა?! რომელიმე გოგოსთან იქნება კლუბში.
- ხომ კაგად იკვებები? ძალიან ნუ დაიტვირთავ თავს. ძილისთვისაც გამონახე დრო.
- კაი რა დეე, ბავშვი ხომ აღარ ვარ.
- აი, ეხლა ბავშვივით ბუზღუნებ. გკოცნი ბევრს, სამსახურში გავბირვარ. ძალიან მიყვარხარ, ჭკუით იყავი - ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და გაუთიშა.
რამოდენიმე თვეში, კარგად შეეგუვნენ გარემოს. გართობაც დაიწყეს. საზოგადოებას შეერწყნენ, უკვე მათ ნაწილებად თვლიდნენ თავს.
ბაბნიკი დამიანე ,, წინდებივით იცვლიდა’’ გოგოებს. ელიზაბეტი ამაზე ხალისობდა. ანაბელი კი ცოფებს ყრიდა. არ სიამოვნებდა გოგოსთან, რომ დაინახავდა ხოლმე. ხან რას უწუნებდა ხან რას. საბოლოო ჯამში ყველაში ნაკლს ხედავდა.
თვეები მალე გადიოდა, ლიზა ვერ ახერხებდა დღიურის წაკითხვას, მარტო ვერ რჩებოდა. სამეცადინოც ბევრი ჰქონდა, სხვაგან კი ვერ მიდიოდა. შუალედური გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. გადაწყვიტეს კლუბში აღენიშნათ.
ლიზამ, როგორც ყოველთვის სადად ჩაცმა გადაწყვიტა. ტანზე გამოყვანილი, მისი საყვარელი ფერი, იასამნისფერი მუხლებამდის კაბა შეარჩია. ფეხზე შავი მაღლები შეუხამა. გრძელი თმები დაიხვია. მაკიაჟი გაიკეთა და მზად იყო. ანაბელი სხვა განზომილება იყო. წითელი მუხლს აცდენილი, ტანზე მომჯდარი კაბა ჩაიცვა, რომელის მის ფორმებს კარგად გამოჰკვეთდა. ფეხზე ამავე ფერის მაღლები მოირგო. გრძელ, სწორ ფეხებს, უფრო გრძელს უჩენდა. სადა მაკიაჟი გაიკეთა. დიდ და ხორციან ტუჩებზე, წითელი ტუჩსაცხი გადაისვა. თმები ზევით აიწია.
გოგოები ტაქსით წავიდნენ კლუბამდე. შესასვლელთან დამიანე დაუხვდა. როგორც ყოველთვის, უსიმპატიურესი იყო.
თავისუფალი ადგილი დაიკავეს და შეკვეთა მისცეს. ლიზამ მხოლოდ ხილის უალკოჰოლი კოქტეილი შეუკვეთა. ქალბატონმა დღეს უნდა გამოვთვრე, ჩემი დღე არისო და ორმაგი ვისკი მოინდომა. მალე მიუტანა, მიმტანმა შეკვეთა და მაგიდაზე დაუწყო. ერთი მოყუდებით გამოცალა ჭიქა და კიდევ მოატანინა. დამიანე მალე ადგა მაგიდიდან და მოცეკვავეთა გუნდს შეერია. ერთერთ გოგოსთან მივიდა, ზურგიდან აეკრო და მასთან ერთად ცეკვა დაიწყო. არც გოგო ჩანდა წინააღმდეგი. ანაბელს სასმელი მალე მოეკიდა. მასთან არაფხიზელ მდომარეობაში მყოფი ახმახი მივიდა, ცეკვაზე დასათანხმებლად. მანაც უარი არ უთხრა ლიზას თხოვნის მიუხედავად. უმისამართოდ დააცურებდა გოგოს გამოყვანილ სხეულზე, დაძარღვულ ხელებს. წინააღმდეგობასაც არ აწყდებოდა. ეს, რომ მოცეკვავე დამიანემ დაინახა, სისხლი ჩაექცა, ძარღვები დაეჭიმა და მუშტები ძლიერად შეკრა. ახალგაზრდების ბრბო გაარღვია, მოცეკვავე წყვილთან მივიდა. სწრაფად გამოსტაცა ხელიდან ბიჭს და გასასვლელისკენ წაათრია რასაც ჰქვია. მხოლოდ თვალით ანიშნა მარტო მჯდომს მივდივართო და გარეთ გაიყვანა.
- რატომ მივდივართ?! ხვალ დასვენების დღე გვაქვს, მე კიდევ გართობა მინდა- ხელი გამოსტაცა და ჯიქურად შეხედა.
- სხვა დროს, ნორმალურად იცეკვებ, თუ ცეკვა გინდა! - თვალების ირისები, ჩაწითლებული ჰქონდა სიბრაზისგან.
- რააა?! - გაკვირვებულმა შეჰყვირა - მაგის გამო გამომათრიე, ლეიბივით გარეთ?!
- მაგის გამო, გოგოოო?! - დაიღრილა ბიჭმა - ის არაფერი არ არის?! თვალებით, რომ გხდიდა ის და დაატარებდა ხელებს.
- რა მეთვრამეტე საუკუნეში ჩარჩენილი, კოვბოივით მელაპარაკები. - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- მორჩა! ჩემთან ერთად ასე აღარ მოიქცევი ! - რომ გეკითხათ ასე რატომ იქცევიო, ვერაფერს გიპასუხებდა. აქამდე ასე არ გაბრაზებულა, იცოდა გოგოს ხასიათი. ზედმეტს არავის გააბედინებდა. მაგრამ თავი ვერ გააკონტროლა, ის სცენა, რომ დაინახა.
ლიზა შორიდან უყურებდა, მათ ჩხუბს ბოლოს მივიდა. ტაქს ხელი დაუქნია, ანაბელი შიგ ჩასვა, მეგობარს დაემშვიდობა და გვერდით მიუჯდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ესენი მგონი ერთმანეთს დახოცავენ,დროზე თუ ვერ მიხვდნენ ერთმანეთი რომ უყვართ
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი თამაკოო

La-Na
ესენი მგონი ერთმანეთს დახოცავენ,დროზე თუ ვერ მიხვდნენ ერთმანეთი რომ უყვართ

არ მინდა მალე ჩადნობოდნენ ერთმანეთს ხელებში, ასე მალე არ მოდის სიყვარული

 


№3  offline ადმინი მწარე

ველიშემდეგს <3 კარგია
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent