შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 31


17-04-2017, 09:21
ავტორი katiusha
ნანახია 3 534

ყოველთვის როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა და შეეძლო მშვიდად ეფიქრა ყველაფერზე პირველ რიგში იმ უცნობ პაციენტზე ფიქრობდა რომელიც რამდენიმე დღის უკან შემთხვევით ნახა მიმღებში. იმდენად აფორიაქებული იყო მისით თითქოს მისთვის ძალიან ახლობელი ყოფილიყოს.
რამდენჯერმე შევიდა რეანიმაციაში მის მოსანახულებლად, მაგრამ ვერაფერი შეიტყო ახალი და საიმედო. ირაკლიმაც არაფერი იცოდა მასზე. მოხუცმა რომელმაც იპოვა ამბობდა რომ ხევში იპოვა მანქანით გადავარდნილიყო. საბუთები და და მისი ნივთები ადგილობრივ განყოფლებას გადასცა.
-რომელ ხევში იპოვეთ?-ჰკითხა გამომძიებელმა
-შვილო მე ერთი მთიული კაცი ვარ. სახლში ვბრუნდებოდი მთიდან. ყაზბეგსი ვცხოვრობ. უცებ დავინახე რომ მანქანა დიდი სიჩქარით მიდიოდა. მოულოდნელად მოსახვევში მოსრიალდა და ხევში გადაეშვა. მაშინვე იქით წავედი. ახალგაზრდა მამაკაცი უჯდა საჭეს. საშინელ მდგომარეობაში იყო. ძლივს გადმოვიყვანე მანქანიდან და იქაურობას მოვაშორე. მერე მანქნას ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. ყველაფერი დაიწვა. მხოლოდ ეს გადავარჩინე. კაცმა საფულე ამოიღო ჯიბიდან და გამომძიებელს მიაწოდა. მანაც მაშინვე გახსნა და პირადობის მოწმობა ამოიღო იქიდან რომ დაშავებული ვინაობა გაეგო. გვარი რომ წაიკითხა მაშინვე ფერი ეცვალა სახეზე და ყურმილს დასწვდა.
-დათა სასწრაფოდ განყოფილებაში გელოდები.... რომ მოხვალ აქ გაიგებ..ოღონდ შენებურად არ გაგიჟდე..... უთხრა კაცმა და ყურმილი ადგილს დაუბრუა
-მადლობა ძია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სიკეთე გააკეთეთ და რამხელა მამაცობა გამოიჩინეთ. თუ რამეში დაგვჭირდით ისევ შეგეხმიანებით, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
-არა შვილო არა. მე წავალ.
-ჩვენს თანამშრომლებს ვეტყვი და სახლში დაგაბრუნებენ. თქვენ არ იწვალოთ.
მოხუცმა მადლობა გადაუხადა, გამომძიებელს დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა...

როგორ შეძლებდა დათა სიმშვიდის შენარჩუნებას როცა ძველი ნაცნობის ზარმა მოსვენება დაუკარგა და მაშინვე მასთან შესახვედრად გავარდა. ცნობა იმის შესახებ რომ ბექაური ცოცხალი იყო, მაგრამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა დათასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ერთხანს გაოგნებული იჯდა გამომძიებლის კაბინეტში. მერე მისამართი სთხოვა რომელ საავადმყოფოში იყო და ამან უფრო გადარია. ამდენი ხანი რეზო თითქმის მათ გვერდით იყო და არც ერთმა არაფერი იცოდა...
განყოფილებიდან უფროს ბექაურს მიაკითხა სახლში.
-როგორ ხარ დათა?-თბილად მიესალმა ნათლულს
-კარგად ნათლია შენ?მიხარია რომ დაბრუნდი. ხელი მეგობრულად ჩამოართვეს და ერთამენთს დიდი ხნის მონატრებულები გადაეხვივნენ.
-სხვა რა უნდა მექნა? განა რამდენ ხანს წავიდოდი?განა შევძლებ ეს სახლი მივატოვო დიდი ხნით?აქ ხომ მთელი ცხოვრება გავატარე??აქ ჯერ კიდევ ყველაფერს მისი სურნელი აქვს შერჩენილი. აქ გაიზარა რეზი აქ უნდა გაიზარდნონ მისი შვილები, მერე შვილიშვილები..
კაცს სახე დაუნაღვლიანდა და გაჩუმდა.
-აუცილებლად ასე იქნება ნათლია. ვიცი რომ ძალიან გენატრებათ, მაგრამ რას ვიზავთ,? ულმობელია სიკვდილი.უნდა გამხნევდეთ და ცხოვრება გააგრძელოთ.
-ეჰ როგორ ჩემო კარგო?შვილსაც აღარ ვუნდივარ. რამდნეი ხანია არც შემხმიანებია. არც კი ვიცი სად არის.
სწორედ ამიტომ მოვედი აქ. რაღაც მინდა გითხრათ.უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.
-პირდაპირ მითხრაი დათა. ხომ იცი მე ძლიერი ვარ და ვეცდები ველაფერს გავუძლო.თუ ვერ გავუძლებ და რამე მომივა კი დამმარხავთ ჩემი საყვარელი მეუღლის გვერდით და ეგ იქნება. სიმწრისგან ჩაეცინა კაცს.
-ნათლია რეზი საავდმყოფოშია. მეტი ვეღარ გააგრძელა დათამ
-რა დაემართა?შეშფოთდა კაცი
-ავარიაში მოყვა.
-როგორ არის?
დათამ დუმილით უპასუხა.
-როგორ არის ჩემი შვილი? ხმას აუწია კაცმა ისე რომ თვალი არ დაუხამხამებია. სივრცეს გაუშტერა თვალი
-მძიმედაა. კომაშია. ჩაილაპარაკა დათამ
-წამიყვანე მასთან.
ბიჭი წამოდგა და კაცს გასასვლელისკენ გაუძღვა. საჭეს მიუჯდა და საავადმყოფოსკნ აიღო გეზი. მთელი გზა ორივე ჩუმად იყო. ხმას არც ერთი არ იღებდა. არავის იცის რის ფასად უჯდებოდათ ორივეს ახლა სიმშვიდის შენარჩუნება. დათა გულში ერთ რამეს ნატრობდა სოფოს არ შეხვეროდა საავადმყოფოში. ჯერ ვერ ეტყოდა რეზის მდგომარეობას.
საბედნიეროდ ისე მიაღწიეს რეანიმაციამდე რომ არსად შეხვედრია. მკურნალ ექიმს სთხოვა და მანაც რამდნეიმე წუთით შეუშვა კაცი შვილის სანახავად. სპეციალური ფორმა ჩააცვეს და პალატა აჩვენეს.
მამა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და შვილის საწოლთან შეჩერდა.იდგა და უყურებდა ერთიანად დაბინტულ,. აპარატებზე მიერთებულს და ვერ ცნობდა. ვერ იჯერებდა რომ ის იყო. ფრთხილად შეეხო მის ხელს და დაიჩურჩულა.
-ეს რა დღეში ხარ შვილო. თვალზე ცრემლი მოადგა. სამოცი წლის კაცი პატარა ბავშვივით ატირდა.
-გთხოვ შენ მაინც არ დამტოვო. ჯერ ადრეა. შვილო. ჯერ შენ ცხოვრება არ გინახავას. ახლა იწყებ ცხოვრებას. შენ ბედნიერი უნდა იყო სოფოსთან ერთად. იმ გოგოს რაღას ეტყვი?რატომ იმეტებ იმ სატანჯველისთვის რაც დედაშენმა ჩემთვის გაიმეტა? გთხოვ იბრძოლე შვილო..
-ბატონო თქვენი გასვლის დროა. მეტს ვეღარ დარჩებოთ. ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია პაციენტი. აცნობა ექიმმა.
-ახლავე. ახლავე მოვდივარ. შვილს ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, თითქოს ამით ანიშნებს რომ სიცოცხლისთვის ებრძოლა. ერთი დახედა კიდევ და უხმოდ გავიდა პალატიდან. დათა გარეთ იიჯდა და მას ელოდა.
-ეს რა დღეშია ჩემი საწყალი შვილი. გვერდით მიუჯდა კაცი.
-ჯერ ვერ ვიჯერებ რომ ისაა. ამდენი ხანი მე ყაზბეგში მეგონა და ის თურმე რა დღეში ყოფილა.
-როგორ მოხდა ყველაფერი. მომიყევი დათა.
-იქნებ არ ღირს ნათლია?ახლა ამის დრო არაა.
-მე აქედან წასვლას არ ვაპირებ. ასე რომ დრო დიდი გვაქვს..
-ავარია მოუვიდა. ყაზბეგში მიდიოდა სოფოსთან.
-ისევ სოფო. ამ ბოლო დროს ეს სახელი ხშირად მესმის და რატომღაც სულ ჩემი ოჯახის უბედურებას უკავშირდება, თითქოს საყვეურით თქვა კაცმა
-არა ნათლია. სოფო არაფერშია დამნაშავე. გეყოთ რაა ამ საწყალი გოგოს დადანაშაულება. რეზოსაც იგივე რომ არ დაეჩემებინა და დედამის სიკვდილში არ დაედანაშაულებინა ეს ამბავი არ მოხდებოდა.
-ვერ გავიგე რას ამბობ?
-რას და ნათლიას გარდაცვალების მერე რეზო სოფოს არ დაკავშირებია. ფიქრობდა რომ დედამისის გარდაცვალების მიზეზი იყო. რამდნჯერ ვუთხარი არასწორად ექცევი თქო მაგრამ არ მიჯერებდა. ერთ წამს არ უფიქრია რა დღეში იქნებოდა გოგოგანა ის ნაკლებად იტანჯებოდა? მერე გავიგე რომ სოფო გაემგზავრა და რეზოს ვუთხარი დაკარგად თუ არ შეაჩერებ-თქო და ისიც მათან წავიდა, მაგრამ იქამდე ვერ ჩააღწია. გზაში ავარია მოუვიდა. მე კი არაფერი ვიცოდი. წარმოგიდგენია? სოფოთან მეგონა. ამასწინათ შემთხევით შევხვდი მას და რომ გავიგე მასთან არ იყო და არც იცოდა სად იყო მისი ძებნა დავიწყეთ. მაშინვე მივხვიდით რომ რაღაც საშინელება შეემთხვა. შენ არაფერს გეუბნებოდი. რა აზრი ჰქონდა?მაინც ვერ დაგვეხმარებოდი. აი ახლა ვიპოვე და თვითონაც ხედავ რა მდგომარეობაშია. დაამთვრა მოყოლა დათამ
კაცს ხმა არ ამოუღია ისე უსმენდა.თავი ჩაექინდრა და იატაკს მიშტერებოდა.
-ექიმი რას ამბობს?
-არ ვიცი ახლა უნდა ვნახო ჯერ შენთან მოვედი. ერთად შევიდეთ გველოდება. წამოდი.
ნელა გაუყვნენ დერეფანს და მორიდებით დააკაკუნეს მკურნალი ექიმის კარზე. რამდნეიმე წუთის შემდეგ კი მის წინ ისხდნენ და ყურადღებით უსმენდნენ.
-ესეგი მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია?-ჰკითხა დათამ
-არა. მე ამას გადაჭრით არ ვამბობ. მედიცინაში სასწაულებიც მომხდარა და კომიდან გამოსულან, უბრალოდ ეს მასზეა დამოკიდებული და კიდევ ფინანსურადაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მორიდებით დაასრულა ბოლო ფრაზა ირაკლიმ
-ფული პრობლემა არაა ექიმო. ალბათ თქვენ არც იცით ხომ ვინაა ეს პაციენტი?
-სამწუხრად არა ბიძია. მაგრამ მივხვდი რომ თქვენი შვილია.
-კი ჩემი შვილია. ბიზნესმენი რეზო ბექაურია. ალბათ გსმენიათ მასზე.
-რააა?-ირაკლის სახეზე ფერი ეცვალა.
-კი ის არის თავი დაუქნია დათამაც.
-წარმოუდგენელია. ეს რომ სოფომ გაიგოს..
-თქვენ სოფოს იცობთ?-
-კი ვიცნობ. ის ჩემი მეგობარია, ჩემი შვილის ნათლია. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. სტუდენტობიდნა ვიცნობთ ერთამენთს და კარგი მეგობრები ვართ. გაგიჟდება ეს რომ გაიგოს თან მის მდგომარეობაში
-რა პატარაა ეს ქვეყანა. ჩაილაპარაკა დათამ
-კი მაგრამ მას რაღა სჭირს?-უცებ გაამახვლი აყურადღება ექიმის სიტყვებზე უფროსმა ბექაურმა
-როგორ თვენ არ იცით?-გაუკვირად ირაკლის
-მე ვიცი, მან არა.
-მოიცადე ერთი წუთით ახლა არ მითხრა რომ შენ თამუნა საქმრო ხარ და ეს სოფოს სამამათილო. გაეცინა ირაკლის
-ზუსტად ასე სწორად მიხვდი.
თავი დაუქნია დათამ
-დათა ამისხენი რა ხდება?ვერაფერი გავიგე. დაბნეული იყურებოდა კაცი.
-ნათლია შენთვის კარგი ამბებიც გვაქვს მაგრამ ვერ მოვასწარი თქმა. მერე გეტყვი. ახლა რეზის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია.
-ხო რაც შეეხება რეზის. მას არაფერი გაუჭირდება ჩვენს კლინკაში. მეტიც საუკეთესო ექიმებს მოვიწვევ მის სამკურნალოს რომ მალე დაგვიბრუნდეს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ. დანარჩენი კი მასზეა, -დაასრულა ირაკლიამ.
-მადლობა შვილო. თბილად უთხრა კაცმა და მეგობრულად ჩამოართვა ხელი.-როგორც აღმოჩნდა უცხოები არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის. იმედია მალე უკეთეს სიტუაციაში შევხვდებით.
-იმედი მაქვს. ჯერჯერობით რამე საიმედოს ვერაფერს გეტყვით. ვწუხვარ. ექიმს დაემშვიდობნენ და დერეფანში გამოვიდნენ. სკამზე ჩამოსხდნენ და მდუმარებ მიეცნენ თავის საფიქრალს ორივე...

რამდნიმე დღე ისე გავიდა რომ სიახლე არაფერი ყოფილა. რეზოს მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მამამისი უმეტესად სააავდმყოფოში ათენებდა და აღამებდა. მხოლოდ იშვიათად შეივლიდა სახლში. წყალს გადაივლებდა,გამოიცვლიდა და ისევ უკან ბრუნდებოდა.
მთელი სიმძიმე დათას დააწვა მხრებზე. ახლა მასზე უნდა ეზრუნა, ძმაკაცზეც. სოფოზეც რომ არაფერი გაეგო და არ ენერვიულა. ბავშვს საფრთხე არ შექმნოდა. აქეთ კიდევ ქორწილითვის მზადება უწევდა და ესეც ცალკე ანერვიულებდა.
-თამო ქორწილი უნდა გადავდოთ. უთხრა ერთ საღამოს თამუნას როცა სასეირნოდ იყვნენ წასულები.
-რააა? რატომ?არ გიყვარვარ? -ნაწყენმა შეხედა გოგომ
-მოდი ჩამოვჯდეთ და ყველაფერს მოგიყვები. იქვე ჩამოსხდნენ პარკში, დათა სათქმელს აგვიანებდა.
-გისმენ
-თამო რეზო გამოჩნდა,
-მერე ეს ხომ კარგი ამბავია? ტაში შემოჰკრა მან
-არა. არ არის კარგი ამბავი. ის კარგად რ არის. ავარიაში მოყვა და ახლა კომაშია. არ შემიძლია ასეთ დროს ქორწილზე ვიფიქრო როცა ის ასეთ დღეშია.
გოგო დამუნჯდა ხმას ვერ იღებდა.
-საცოდავი სოფო. ეს რომ გიგოს წარმომიდგენია რა დაემართება.
-არ უნდა გაიგოს. იქამდე მაინც სანამ ან რეზო არ მოვა გონს ან ბავშვი არ დაიბადება. დამპირდი რომ არაფერს ეტყვი?
-გპირდები. ჩემი საწყალი გოგო. რა დააშავა ასეთი რომ ბედნიერება ვერ ეღირსა. ცრემლი მოერია მას და საყვარელ მამაკაცს მიეხუტა.
რა თმქა უნდა გადაიდო ქორწილი. მიზეზი სოფოსთვის არ უთქვამთ. უბრალოდ თამუნას ორსულობას დააბარლეს და მანაც თითქოს დაიჯერა.
სოფოს კი დაუმალეს მაგრამ უფროს ბექაურს უნდა სცოდნოდა ეს სიახლეები და დათამაც არ დააყოვნა. ერთ დღეს როცა სოფო სახლში იყო თამუნა წაიყვანა და პირდაპირ საავადმყოფოში მიაყენა ნათლიას.
-გაიცანი ნათლია ეს თამუნაა ჩემი მომავალი ცოლი და შვილების დედა. ალბათ ისედაც მიხვდებოდი გაეცინა დათას.
კაცმა გაოცებულმა შეხედა, მნერე გაუღიმა და ორივეს მოეხვია.
-რამდნეი ხანია ასეთი კარგი ამბავი არ გამიგია
-ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. თბილად გაუღიმა თამუნამაც.
-როდის მოასწარი ბიჭო?ამას მიმალავდით?
-რავიცი მოვახერხეთ. თამუნა სოფოს მეგობრია. იქ გავიცანით ერთამნეთი. თავიდან კი გამიშრო სისხლი მაგრამ მალე მოვარჯულე. სამივეს გაეცინა
-აბა აბა. პირიქით, მე მოგარჯულე. თითი დაუქნია გოგომ
-მოდი შვილო ჩამოჯექი. შენთვის დიდხანს ფეხზე დგომა არ შეიძლება. კაცმა ხელი შეაშველა და სკკამზე ჩამოხდნენ მოსაცდელში.
-ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. დათა ჩემთვის შვილივითაა, ნახევარზე მეტად ჩემი გაზრდილია. ასე რომ შენი შვილები ჩემი შვილიშვილებიც არიან და მას ისევე უნდა გავუფრთხილდე როგორც მისი მშობლები ისურვებდნენ ამას
-ეს ძალიან კარგია მაგრამ კიდევ არის რაღაც .
-მეტი რაღაა სათქმელი დათა?
-შენ მალე კიდევ ერთი შვილიშვილი გეყოლება. არა მარტო თამუნა, არამედ სოფოც ორსულადაა და რეზისგან შვილს ელოდება. თანაც ბიჭია, გვარის გამგრძელებელი,ჩაეცინა დათას
აქ კი ნამდვილად შოკი მიიღო კაცმა. თვალები შუბლზე აუვიდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-წარმოუდგენელია. რა მჯერა.
-დაიჯერეთ დაიჯერეთ. გაეცინა თამუნას და მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია.
-თქვენ მე ძალიან გამაბედნიერეთ. მოეხვია ორივეს და რიგრიგობით აკოცა.
-შეიძლება სოფო ვნახო?
-კი შეიძლება მაგრამ მანამდე დაველაპარაკებით. რეზის შესახებ არაფერი იცის და მგონი დროა რომ ყველაფერი გაიგოს. ჩაილაპარაკა დათამ
-არ ვიცი ამას როგორ გადაიტანს მაგრამ ასე ჯობია. შეიძელება უკეთესიც იყოს ორივესთვის. დაეთანხმა გოგო და საქმროს მიეხუტა.


სოფომ მისაღებში დივანზე წმოწოლილიყო საშინაო ფორმაში და ტელევიზორს უყურებდა. კარზე ზარი რომ დარეკეს ძალიან გაუკვირდა თამუნა ეგონა და გაბრაზდა გასაღები რატომ არ წაიღოო. ძლივს წამოდგა და მძიმედ გაემართა კარის გასაღებად. გაოცდა როცა კარს იქით რეზოს მამა დაინახა.
-თქვენ?-ინსტიქტურად მუცელზე მოიფარა ხელები
-შეიძლება შემოვიდე?-მორიდებით იკითხა კაცმა. გვერდით გაიწია და გზა დაუთმო. კარი მიხურა და უკან მიჰყვა კაცს..
-პირდაპირ მიბრძანდით. რამეს ხომ არ მიირთმევთ?
-არა შვილო არაფერი არ მინდა , დაჯექი სალაპარაკო მაქვს.
სოფო მის პირდაპირ ჩაჯდა სავარზელში და მოსასმენად მოემზადა
-ალბათ ახლა ფიქრობ რატომ ვარ აქ. სოფომ თავი დაუქნია თამხმობის ნისნად
-შვილო როცა რეზიმ შენ სახლში მოგიყვანა და შენი თავი გაგვაცნო მე მაშინ მიგიღე ოჯახში. გითხარი კიდეც რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს შვილს თუ უნდოდა მის წინააღმდეგ არ წავიდოდი. ვიცი რომ მალე მე შვილიშვილი მეყოლება. ძალიან მიხარია. უზომოდ გახარებული ვარ. ბაბუა ვხდები.. წარმოუდგენელი გრძნობა ყოფილა. შვილის დაბადება ხომ სასაიხარულოა მაგრამ არც ეს ყოფილა ნაკლები. კაცმა გაუღიმა და შეისვენა
-მე არ ვიცი რა გითხრათ დავიბენი.
-არაფერი არ მითხრა უბრალოდ მინდა შენს გვერდით მიგულო. მე შენ გაღირაებ რძლად. გიღებ ჩემი ოჯახის კარებს და გვაზობ რომ იქ გადმოხვიდე საცხოვრებლად. დათა და თამუნაც გადმოდიან. სახლი დიდია და დავეტევით ამის პრობლემა არ არის.
-ახლა ვხვდები საიდანაც გაიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ჩემი გადასაწყვეტია სად ვიცხოვრებ?თან იქ რეზოს გარეშე რა მინდა?
-ცუდად არ გამიგო შვილო. მე გულწრფელად გელაპრაკები. თან რეზოს დააგვიანდება მოსვლა ან შეიძლება არც მოვიდეს. თავი დახარა კაცმა
-რატომ?რა ხდება?რას მიმალავთ?
-შვილო სანამ რამეს გეტყვი დამპირდი რომ არ ინერვიულებ და ყველაფერს გაუძლებ.
-მითხრაით რა ხდება. ანერვიულდა სოფო.
-რეზო საავადმყოფოშია. კომაშია.არ ვიცით გონს მოვა თუ არა. წყნარად დაამთავრა კაცმა სათქმელი და ამას სოფოს ისტერიკული კივილი მოყვა.
-არაა. რეზიიიი
-დამშვიდდი შვილოო. ხომ გთხოვე რომ ამ ამბავს მშვიდად მიიღებდი.
-როგრო დავმშვიდდე?როგორ? ტიროდა სოფო.
კაცმა გულში ჩაიკრა გოგო და თმაზე მამა-შვილურად დაუწყო მოფერება.
-ამ ბავშვის გამო უნდა გაუძლო ამ ყველაფერს. რეზოს არ მოეწონებოდა შენს თვალებზე ცრემლი რომ დაენახა. გთხოვ მის გამო, შენი შვილის გამო...
-მისი ნახვა მინდა. ტირილი შეწყვიტა სოფომ
-მოემზადე და წავიდეთ.
სოფომ უცებ გამოიცვალა ტანსაცმელი. პალტო მოიცვა და კაცს უკან აედევნა. მძღოლს მისამართი უკარნახა დამანქანაც დაიძრა. ათასი ფიქრი აერია ერთმანეთში. ერთი სული ჰქონდა მისულიყო და საკუთარი თვალით ენახა საყვარელი მამაკაცის სურნელი ისევ. იმის გაფიქრება რომ შეიძლლება ვეღარასოდეს ენახა გულს უკლავდა. მან კარგად იცოდა რას ნიშნავდა ასეთი მდგომარეობა.
გზა ისე გაიწელა არადა ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო გასული.. გაკვირვებული დარჩა როცა მანქანამ იმ საავადმყოფოსკენ გადაუხვია სადაც თვითონ მუშაობდა. უხმოდ აიარა კიბეები და ლიფტთან მივიდნენ.ეჩვენებოდა რომ დრო გაჩერდა. ისრები ერთმანეთს მიეყინენ და მოძრაობას თითქოს მის ჯიბრზე არ აგრძელებდნენ...
კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა როცა მოსაცდელში დათა და თAმუნა დაინახა. გოგო ბიწს მიხუტებოდა და სევდიანად იყურებოდა.
-იცოდით და მიმალავდით ხო?ამიტომ გადადეთ ქორწილი?-უსაყვედურა ორივეს
-გაგვიგე. ახლა ნამდვილად არ არის ამის დრო. უპასუხა დათამ
-არ შემიძლია თუ რეზი იქ არ იქნება არც ქორწილი არ მინდა და არც არაფერი. შენ თუ არ იყავი ბედნიერი მე რა გამახარებს?-დაამატა თამუნამ
-ნუ ვილაპარაკებთ მასზე წარუსლ დროში. ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება. იმედიანად განაცხადა სოფომ და უნებურად მუცელზე მოისვა ხელი,-ჩვენი პატარა დაგვეხმარება ამაში.
გული კიდევ ერთხელ მოუკვდა როცა რეზი ასეთ მდგომარეობაში დაინახა. როგორც კი პალატაში ფეხი შედგა მაშინვე იგრძნო კიდევ ერთი ბიძგი მუცელში და მათი პატარა ამოძრავდა. საოცარი რეაქცია გამოავლინა როგორც კი რეზის ხელი აიღო და თავის ხელში მოქცია...ბავშვმა მუცელში ისეთი ხტუნვა დაიწყო თითქოს ამით მამას სიციცხლის ენერგიას გადასცემდა.
-ჩემო საყვარელო. ჩემო ბედნიერებავ. ეს რა დღეში ხარ. გთხოვ არ დამტოვო. ცრემლი ვერ შეიკავა სოფომ.-შენ ჯერ არ იცი წინ რამხელა ბედნიერება გველოდება. ჩვენ მალე შვილი გვეყოლება, მამა გახდები რეზი. მე კი დედა. ჩვენ ყველაზე მაგარი მშობლები ვიქნებით, გთხოვ მარტო არ დამტოვო, გთხოვ არ გამიმეტო ასე. გთხოვ გაახილე თვალი, შემომხედე, დამელაპააკე. ისევ ისე შემომხედე შენ რომ იცი ხოლმე სიყვარულით სასვე თვალებით, გთხოვ გაახილე თვალი და დამარწმუნე იმაში რომ ჯერ კიდევ ხდება სასწაულები ქვეყანაზე,
-სოფო ექიმო. დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, იქნებ გახვიდეთ. სთხოვა ექთანმა.
-ახლავე დავემშვიდობები. ისევ მარტო დარჩა მასთან.
-ახლა წავალ ჩემი ერთადერთო, მაგრამ ისევ მოვალ, უფრო სწორად მოვალთ მე და ჩვენი შვილი.შენ ერთ წუთს არ დაიჯერო რომ მარტო დაგტოვებთ. უბრალოდ შენც იბრძოლე და კიდევ ერთხელ მოახდინე სასწაული ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერხელ დამიბრუნდი. შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა.ბავშვი მტელი ამ დროის განმავლობაშI მუცელში დახტუნავდა. როგორც კი გავიდა მაშინვე შეწყვიტა მოძრაობა და მიყუჩდა....



შეცდომებისთვის და პატარა თავისთვის ბოდიშით:)



№1 სტუმარი dora

მე მომწონს ეს ისტორია!!!

 


№2 სტუმარი qeti

32tavi rodis iqneba

 


№3  offline წევრი katiusha

შევეცდები დილით მზად იყოს. მეგონა მოვასწრები მაგრად დასრულება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent