სამუდამოდ ერთად
-ლენი,გახსოვს ის დღე,როცა პირველად შეგხვდი? -როგორ არა,ფლანელის ცისფერი საროჩკა გეცვა. -ეგეც გახსოვს? -კი,თმები გვერდზე გქონდა გადავარცხნილი და ნამდვილ იდიოტს გავდი. -მართლა? აქამდე არ გითქვამს რომ იდიოტს ვგავდი. -არ მინდოდა მეწყენინებინა. ტაილერს გაეცინა და ხელი ჩაჰკიდა. -შენ კი როგორც ყოველთვის,შეუდარებელი იყავი. -ნუ ხარ აფერისტი-გაუღიმა ლენიმ და ლოყაზე აკოცა. -არა მართლა.უი,გინდა განახო რა მაქვს? -მანახე. ტაილერი შეჩერდა და ჯიბიდან მწვანე ბურთისმაგვარი ნივთი ამოიღო. -ეს რა არის?-ლენიმ კარგად დახედა ნივთს და თვალები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა-ლიმონკა? -ამას ხელყუმბარა ჰქვია. -საიდან გაქვს ან რად გინდა? -ძმაკაცის მამას აქვს ბევრი ასეთი. -კი მაგრამ შენ რად გინდა? -რავი ისე,გასართობად-გაეცინა ტაილერს. -რა გასართობად ბიჭო,გაგიჟდი?ვინ უნდა ააფეთქო,შენ რო აფეთქდე?იცი რა საშიშია? გადამრევს ეს ბავშვი-ხელები წაიჭირა ლენიმ. -არავის აფეთქებას არ ვაპირებ ლენ-გაიცინა ტაილერმა-არც მე ავფეთქდები. -როგორ არა,წამში აფეთქდები. -წამში არა ისა.აი ამას თუ არ გამოწევ,არაფერიც არ მოხდება-ანახა ხელყუმბარა და რგოლი გამოწია-აი ხედავ?არაფერიც არ ხდება. -ტაილერ -რა? -მგონი რგოლი გამოძვრა. -ვაიმ... როუზის არ რედ,ვიოლეთს არ ბლუ,ორივენი აფეთქდნენ,ბეთერ სთორი ზენ თვალაით,უუუ ორივე მოკვდა.დასასრული. თქვენ გეგონათ რამე მოხდებოდა არა? :3 კაარგით,ხოომ,კარგით :3 ტაილერმა მოასწრო ყუმბარის გადაგდება და ლენის უყვირა-დაწექიი! მთელი ქუჩა აფეთქდა.ლენი თვალებგაფართოებული უყურებდა ამ სცენას,ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო დაროცა ადგა ისევ ჩაიკეცა მაგრამ ტაილერმა ხელი ჩაჰკიდა და იმ ქუჩას გაარიდა. ლენი ისევ ვერ მოდიოდა გონს,ტაილერმა ტაქსი გააჩერა და ორივენი ჩაჯდნენ,ხოლო როცა მძღოლს რაღაც ჩაარტყა თავში და მანქანა სწრაფად გააჩერა,მაშინ გამოფხიზლდა.ტაილერი სწრაფად გადაჯდა წინ და მანქანა დაქოქა.-პოლიცია დაგვიჭერს და დიდხანს მოგვიწევს ციხეში ჯდომა,ხოლო ეს კაცი კი ზედმეტია,არ გვჭირდებოდა.-გაგიჟდი ? ნამდვილი კრიმინალივით იქცევი-იყვირა ლენიმ-გააჩერე მანქანა.-რა გავაჩერო,ვერ ხვდები არა?ორივენი ციხეში მოვხვდებით,შეიძლება ვინმე მოკვდა კიდეც.იჯექი და ხმა არ ამოიღო. ლენი გაჩუმდა და ფანჯარაში გაიხედა.ვერ მშვიდდებოდა,ან როგორ დამშვიდებულიყო,როცა ციხეში ჯდომა ემუქრებოდა,რათქმაუნდა შეეძლო წასულიყო და ტაილერი მიეტოვებინა,რადგან თვითონ არ იყო დამნაშავე იმაში რაც მოხდა,ყუმბარა მას არ უსვრია,მაგრამ ამას მაინც არ გააკეთებდა თუნდაც ტაილერს ებრძანებინა მისთვის. -სამუდამოდ ერთად.ყველგან და ყოველთვის.თანახმა ხარ?-ჰკითხა ერთხელ ტაილერმა. -სამუდამოდ ერთად,ყველგან და ყოველთვის..-უთხრა ლენიმ. -კარგი,ეხლა შეგვიძლია ვაკოცოთ ერთმანეთს და სამუდამოდ ცოლქმარნი ვართ. -სამუდამოდ. (მათ "ქორწილს" არც მღვდელი ესწრებოდა და არც ხელი მოუწერიათ სადმე,მათი აზრით ეს ყველაფერი ზედმეტი ცანცარობა იყო და ამის გარეშეც სამუდამოდ შეეძლოთ ერთად ცხოვრება) ეს ახსოვდა ლენის და არ აპირებდა ტაილერის მიტოვებას ყველაზე მძიმე წუთებშიც,მაშინაც კი თუ მისი ტაილერი შეიშლებოდა ან რამე მსგავსი. სულ უხუთავდა ეს კაცი,უკანა სავარძელზე რომ იწვა,მის გვერდით,თუმცა იმდენად იყო აღელვებული,ვერ მოიფიქრა წინა სკამზე გადასვლა ტაილერი სწრაფად მართავდა მანქანას,უნდოდა რაც შეიძლება მალე გასულიყვნენ ქალაქიდან. -სად მივდივართ?-ჰკითხა ლენიმ -ქალაქგარეთ,ერთი სახლი ვიცი,ბებიაჩემის ნათესავისაა,დიდი ხანია არავინ ცხოვრობს იქ,ვაიმე წასულია ჩვენი საქმე. -რა მოხდა? -პოლიცია. ლენიმ ფანჯარაში გაიხედა და პოლიციის მანქანა დაინახა. ტაილერმა მანქანა გააჩერა და შეეცადა შიში დაემალა და ფიქრობდა რა ეთქვა პოლიციისთვის,როცა საბუთების ჩვენებას მოსთხოვდა და თანაც ეს კაცი.. -მაჩვენეთ თქვენი საბუთები-ფანჯარაში შემოიხედა პოლიციელმა და ტაილერს თვალი თვალში გაუყარა. -იცით-გაუბედავად თქვა ლენიმ-ეს მანქანა ჩვენი არ არის.. -მართლა?-ძალით გაიკვირვა პოლიციელმა და ახლაღა შენიშნა ტაქსის მძღოლი-არ მითხრათ რომ ამ კაცისაა და მანქანა გაიტაცეთ. ლენის სისხლი გაეყინა ძარღვებში,მაგრამ როცა პოლიციელის სახეს დააკვირდა,ისე იღიმოდა,მიხვდა რომ ხუმრობდა და სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა-არა,უფროსწორედ,ეს კაცი მამაჩემია,ცუდად გახდა და სახლში მიგვყავს.-მეტი დამაჯერებლობისთვის თავზე ხელი დაადო. -რა მოუვიდა? -დიაბეტი აქვს. მანახეთ მისი საბუთები. -ეხლავე-ხმა ამოიღო ტაილერმა ლენის მოხერხებულობით აღტაცებულმა და მანქანა მიმოათვალიერა. აქაც ლენიმ იმარჯვა,კაცის პერანგის ჯიბეში შეამჩნია საბუთები და პოლიციელს გაუწოდა. -კარგით თავისუფლები ხართ-დაუბრუნა ლენის საბუთები პოლიციელმა და მანქანას მოშორდა. -გადავრჩით-შვებით ამოისუნთქა ტაილერმა და მანქანა დაქოქა-გენიოსი ხარ ლენ. -ნამდვილად-ლენიც გახარებული იყო პოლიციელი რომ მოიშორეს.ცოტათი დამშვიდდა და წინ გადავიდა. რა ელით ახლა?წავლენ ქალაქგარეთ და რამდენ ხანს იცხოვრებენ იმ სახლში? ან როგორ იცხოვრებენ? პოლიციამ რომ მიაგნოს მათ? მაინც რამდენი დაშავდა? ამ კაცს რა მოუხერხონ?-უამრავი კითხვა უტრიალებდა ლენს თავში მაგრამ პასუხი არცერთზე არ ჰქონდა-ვიზავთ რამეს-დაამშვიდა საკუთარი თავი.ბოლოსდაბოლოს ხომ ტაილერიც გვერდით ჰყავდა.მთავარი კი ეს იყო. -ტაი..ძალიან სწრაფად ხომ არ მივდივართ? -არა,დამშვიდდი. -არა სწრაფად მივდივართ,გთხოვ ტაი.. -კარგი ჰო,კარგი-გაეცინა ტაილერს და მანქანა შეანელა. ქალაქს უკვე გაცდნენ.საიდანღაც სატვირთო გამოჩნდა. გზა ვიწრო იყო,მთებში მიდიოდა,სატვირთოს გვერდს ვერ აუვლლიდნენ. სატვირთომ სვლა შეანელა. ტაილერმა კი არა. -ტაილერ,გაჩერდი,ვერ გავალთ. -გავალთ დამიჯერე,რა უნდა. -არა ტაილერ,საშიშია ვერ ხედავ?-შეემუდარა ლენი-ხევში გადავიჩეხებით. -არაფერიც არ მოგვივა,აბა გინდა რომ უკან გავბრუნდეთ? რა უნდა ამ იდიოტ სატვირთოს აქ. -ჯობია უკან დაბრუნდეთ,აი რომ არ დამიჯერე იმიტომ ააფეთქე ის ლიმონკაც თუ რა ჯანდაბაა. -გთხოვ აღარ გამახსენო ეგ,არ მეგონა ესე ადვილად თუ მოძვრებოდა. ეხლა კი უკან ვერ წავალთ,დიდი გზა გამოვიარეთ,როგორმე მოვახერხებ. სატვირთომ დაუსიგნალათ და ყვირილის ხმაც მოისმა-ვერ ხედავთ გზა არ არის,სად მოდიხართო. ტაილერს სვლა აღარ შეუნელებია,ფრთხილად აუარა გვერდი მანქანას და როცა ეგონა რომ სატვირთოს გვერდი მშვიდობიანად აუარა,ამ დროს ჩაცურდა მანქანა გზიდან..ხევში.. რენლიმ მანქანის კარები გააღო და ხევში გადაიხედა-ღმერთო,ერიკ,შეხედე. -რას ელოდები,დროზე ჩავიდეთ,იქნებ მივუსწროთ... დასასრული.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.