შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე - დასასრული


18-04-2017, 22:03
ავტორი La Llorona
ნანახია 1 641

ქეთის და დათას დავურეკე, ყველაფერი მოკლედ მოვუყევი. ზედმეტი არაფერი უთქვამთ. მომაძახეს მალე ჩამოვალთო და გამითიშეს.

საკონკურსო დღე ხვალ იყო. საშინლად ვნერვიულობდი. მათ არ შევხვედრილვარ. ჩემი მოთხოვნა გაითვალისწინეს და თვალით არ მინახავს. გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ ღამ-ღამობით, საწოლში ხშირად ვტიროდი. დილით თვალებ ჩასიებული ვიღვიძებდი. თითქმის გარეთ არ გავსულვარ. ჩავიკეტე საკუთარ თავში. ლანამ რამოდენიმეჯერ ამომაკითხა. თავისი შეყვარებულიც გამაცნო - შაკო. სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა. სიბრალულით უყურებდნენ ჩემს ჩასიებულ თვალებს. არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ ვატყობდი. ვატყობდი, რომ ელოდნენ. რაღაცას ელოდნენ. ვიცი, რასაც. ჩემს ნაბიჯს. მიჭირდა გადადგმა, წინ წასვლა. მეშინოდა, მათი რეაქციის. ქეთა და დათა უარს მიცხადებდნენ მონაწილეობის მიღებაში. გავბრაზდი, გავცხარდი, გამოვლანძღე და დავტოვე სახლში. კარები გამოვიჯახუნე და გავიქეცი ქუჩაში. მთელი სისწრაფით გავრბოდი. დანიშნულების ადგილს ნახევარ საათში მივაღწიე. ქანცგაწყვეტილი ვიყავი. ფეხებს ძლივს ვითრევდი. გული ამჩქარებოდა. წითელი და ლურჯი ფერები სახეზე მეცემოდა. გავიცინე, სიმწრით. სიცილი ისტერიულ ტირილში გადამეზარდა. ვტიროდი, ვკანკალებდი, ჩაკეცილი ვსლუკუნებდი. კედელთან მივედი. გარკვევით ვამჩნევდი წარწერებს. ინგლისურად, რუსულად. გარკვეული, მიჯღაბნილი ხელით ნაწერს გავყურებდი. "გარკვეული" და "მიჟღაბნილი"? არ ვიცი, არ ვიცი. კედელს თავი მივადე. ჩავიკეცე, კედელს მივეყრდენი. ცრემლები შევიმშრალე. დავინახე. მისი აჩრდილივით სახე დავინახე. დასერიოზებულიყო. დასევდიანებულიყო. წამოვდექი. და გავიქეცი. სახლში გავიქეცი. საწოლზე დავემხე. დავიძინე. მშვიდად დავიძინე. დილით ლაღმა სიცილმა და გარედან შემოვამალმა ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. წამოვდექი. გარდერობთან მივირბინე. თეთრი "ოლსთარები" ჩავიცვი. ნაცრისფერი, გაგეხილი, სპორტული, მოშვებული შარვალი. შავ ბრეტელებიან მაისურზე შავ-თეთრი ჟაკეტი გადავიცვი. თმები დავივარცხნე და კოხტად დავიხურე კეპი. გარეთ გავვარდი. საკუჭნაოდან ველოსიპედი გამოვიყვანე. გავწმინდე და შემოვაჯექი. საღამომდე ვკატაობდი. ვაკვირდებოდი, მზის სხივებით მოფენილ არემარეს და მეღიმებოდა. საღამოს სახლში დავბრუნდი. ქეთას, დათას, ლანას და მის შეყვარებულს წერილი გავუგზავნე. "ქუჩის სამოთხისკენ" წავედი. იქაურობა შეცვლილიყო. ცენტრში სცენა იდგა. ხალხი უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა დროს. განსხვავებული ჩაცმის სტილით, თმის ვარცხნილობით და თუნდაც ორიენტაციით. მონაწილეების ძებნა დავიწყე. და აი ისინიც. დავინახე. ნერვიულობდნენ. მივირბინე. თოკოს და თამოს ჩავეხუტე. მათი დაბნეული მზერა დავაიგნორე. დამიანესთან მივედი. ხელები მოვხვიე. მანაც მომხვია. გულში ჩამიკრა. მის სუნთქვას ვგრძნობდი. თავი ამაწევინა. ტუჩებზე დამეძგერა. იგივე გრძნობა. იგივე აფრინება. იგივე დანარცხება. იგივე სისუსტე ფეხებში.
- წარმატებები - ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი. ბავშვები იქ იყვნენ. სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი კონკურეცია იყო. საუკეთესო ილეთები, რა თქმა უნდა მოპარული ცეკვები. ჩემი დამიანეს ცეკვა და ილეთები კი საუკეთესო იყო. გაბრწყინებული სახით შევყურებდი.
- ქალბატონებო და ბატონებო, მართლაც, რომ სასიამოვნოა ამათი ცეკვის ყურება. გამარჯვებულებს მალევე გავარკვევთ. მანამდე კი მინდა მიკროფონი გადავცე ჩვენი მონაწილის მეგობარ გოგოს, ნინას. - ჩემი სახელი გამოაცხადეს, მალევე ავედი. მე ვთხოვე წამყვანს ამის გამოცხადება. ჩემი გულის ცემა მესმოდა, ყურებში მიბუგუნებდა.
- დამიანე, ნამდვილად მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... მაგრამ ძალიან შემიყვარდი. ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს "ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს". ვიცი, ბიჭი უნდა უხსნიდეს სიყვარულს გოგოს, მაგრამ... მაგრამ მე მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი. მე მინდა პირველმა გითხრა, რომ მიყვარხარ. სიგიჟემდე... სამუდამოდ... მან ტუჩებით მანიშნა.
- მიყვარხარ... სიგიჟემდე... სამუდამოდ...
სცენიდან ჩამოვხტი, მიკროფონი წამყვანს მივაჩეჩე. გონს მხოლოდ გამარჯვებულების გამოცხადებისას მოვედი. სიხარულისგან ერთმანეთს ეხუტებოდნენ თამო, თოკო და დამიანე. სიხარულისგან დამინეს კისერზე ჩამოვეკიდე.

დამიანეს მკერდზე მედო თავი. ტელეფონმა დარეკა. დავწვდი. თამარი იყო.
- ნინა, დაჯექი. მითხრა თამარმა.
- რა? ვკითხე.
- ზიხარ?
- კი.
- ნინა, მე გავთხოვდი.
- ვინ არის ის უბედური?
- ვინ უნდა იყოს?
- კარგი ხო, სად არის თორნიკე? დამალაპარაკე სიძე.

დასასრული


ძალიან დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ❤



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგი ისტორია იყო მე დზაამ ვისიამოვნე
ველი შემდეგს მოუთმენლად და წარმატებები!!!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

nawkas12345
კარგი ისტორია იყო მე დზაამ ვისიამოვნე
ველი შემდეგს მოუთმენლად და წარმატებები!!!!!!

ძალიან დიდი მადლობა
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent