შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (მეთორმეტე თავი)


17-04-2017, 20:10
ავტორი La Llorona
ნანახია 1 438

- მე ნინა მქვია. - ვუთხარი უცნობ გოგონას, რომელსაც ჩემი ბრჭყალებით მიყენებულ საჭმელს ვუმუშავებდი.
- სასიამოვნოა, მე ლანა. - მითხრა ტკივილისგან აწითლებულმა და გამიღიმა.
- ბოდიში, არ მინდოდა. ვუთხარი და თავი ჩავხარე.
- კაი რა ბოდიში,მეც დამნაშავე ვარ. - მიპასუხა და ხელი მხარზე ჩამომისვა. კარი გაიღო და ოთახში თოკო, თამარი და დამიანე შემოვარდნენ. როცა დაგვინახეს გაოცებული სახეებით გვიყურებდნენ და თვალებს ახამხამებდნენ. დარწმუნებული ვარ დამიანეს უკვე მოახსენეს ჩემი გმირობის შესახებ.
- გოგო, შენ ნორმალური ხარ? - დამიყვირა დამინემ და თვალები დამიბრიალა. თოკომ კი ბიჭს მხარი გაკრა და ანიშნა მშვიდადო.
- ნუ მიყვირი, შენ არავინ გეკითხება. - უხეშად მივახალე და ლანას წინ ჩამოვჯექი დაბალ, ოდნავ პატარა სკამზე.
- ვერ ხედავ რა ჩაიდინე? სახე რას უგავს. დარჩება ასე შრამად. - ისევ დამიყვირა და გოგონას სახეზე მანიშნა.
- კარგით რა, ნუ ეჩხუბებით. ჩემი ბრალიც იყო და შრამი არ დამრჩება, მალამოს წავისვამ. - თქვა ლანამ მშვიდად და დამიანეს გახედა.
- ორივე არანორმალურები ხართ. - მოგვაძახა უკვე კარში გასულმა ბიჭმა და კარები მოიჯახუნა.
- ბოდიში. - დამიანეს მაგივრად მოიხადა ბოდიში თორნიკემ და ლანას გაეცნო. თამარიმაც იგივე გაიმეორა და სკამზე ჩამოჯდა. რატომღაც თავს მარიდებდა, მაგრამ დიდ ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევდი ამ ფაქტს.
- ჩემი წასვლის დროა, შეყვარებული მელოდება. - თქვა ლანამ და ფეხზე წამოდგა. მეც უკან მივყევი და გაცილებისას ვუთხარი.
- არ დაიკარგო, ჩემი ტელეფონის ნომერი გაქვს. დამიკავშირდი.
- კარგი. - მიპასუხა და თბილად გადამკოცნა. ლანამ კარები გაიხურა, მე კი ბავშვებთან დავბრუნდი. თამარი უხერხულად აწურულიყო და თორნიკეს "მამისმკვლელი" თვალებით უყურებდა. ყურადღება აღარ მივაქციე. ისედაც თამარი რაღაცნაირად უხერხულადაა ჩემთან. თან დამიანეზე გაბრაზებული სხვაზე ვერ ვფიქრობდი. ძალიან მეწყინა მისი უხეში ლაპარაკი და გადახარშვა მჭირდება.
- აბა, რას შვრებით? - ვკითხე რაც შემეძლო მხიარული ხმით და შევეცადე ცუდი ხასიათი არ დამტყობოდა.
- რავი არაფერს. ქეთა და დათა ხვალ ჩამოდიან. -მახარა თოკომ და გამიღიმა.
- ძალიან კარგი. - ავცქმუტდი მე სიხარულისგან. ძალიან მომენატრა ჩემი გოგო. მისი გიჟური გამოხტომები და "ბრძნული" დარიგებები.
- ჩვენი წასვლის დროა, ვივარჯიშებთ ცოტას. - მითხრა თოკომ და თამარის ხელი ჩაკიდა. გოგონა შეკრთა, ეშმაკურად ჩავიცინე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მალევე გაშპა ოთახიდან წყვილი და მარტო დამტოვეს ჩემს ფიქრებთან. საშინლად ნაწყენი ვიყავი დამიანეზე. ისედაც ცუდად ვარ, ქეთა და დათა მენატრებიან, თამარი თავს მარიდებს და მისი დამატებაღა მაკლდა. ტელეფონმა დაიზუზუნა და განათდა. მესიჯი იყო დამიანესგან.
-"დღეს, საღამოს რვაზე შენთან მოვა. სალაპარაკო გვაქვს, ძალიან სერიოზული". - გამიკვირდა მისი ზედმეტად უცნაური მესიჯი. საშინლად დავიზაფრე და რაღაც საშინელისთვის მოვემზადე. დღე ზედმეტად უაზროდ გავლიე. ხან ყავა დავლიე, ხან ნაყინი შევჭამე, ხან ტელევიზორი ჩავრთე, ალბომი ასჯერ დავათვალიერე და რაღა არ გავაკეთე არ ვიცი. საათის წიკწიკის ხმა მესმოდა, თითქოს სამი საათი სამ საუკუნედ გაიწელა. ცუდი წინათგრძნობა მქონდა, თავს ვერაფრით ვიმშვიდებდი. ვიცოდი, რომ უაზროდ ვღელავდი, მაგრამ მაინც მეშინოდა. როგორღაც მიილია რვა საათამდე დარჩენილი წუთები. კარზე ზარის ხმა იყო. თმები გავისწორე და კარები გავაღე. დამიანე დაუკითხავად შემოვიდა და დივანზე დაჯდა. არაფერი უთქვას. ათი წუთი დუმილში გავლიეთ. ვერ ვისვენებდი, ვცქმუტავდი. ხან წყალს ვსვამდი, ხან ვაშლს ვჭამდი ანდაც საერთოდ მზესუმზირას ვაკნატუნებდი.82 ბოლოს ხმა ამოიღო.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- ვიცი, უკვე მითხარი. - სწერვულად ვუპასუხე და წყალი მივიყუდე. ძალიან ვღელავდი. დამიანე მაფორიაქებდა, სულიერად შემცვალა და ცვლილება ძალიან მომწონს. ჩემი თავი ასეთი არ მახსოვს.
- ნუ მესწერვები. - მშვიდად მითხრა.
- გისმენ. - ვუპასუხე და დივანის საზურგეს მივეყუდე. დრო საშინლად გაიწელა, სანამ ხმას ამოიღებდა. იცოდა ვღელავდი.
- მოკლედ, ვიცი რასაც ეხლა გეტყვი გულს ძალიან გატკენს მაგრამ აუცილებელია გითხრა და გთხოვ ნუ გამაწყვეტინებ. ვიცი რას ნიშნავს შენთვის სკოლის კონკურსი, მაგრამ მე, თოკო და თამარი მონაწილეობას ვერ მივიღებთ. მიზეზი ძალიან რთული ასახსნელია. არასებობს ქუჩის სამოთხის შეჯიბრი. პრიზი ძალიან დიდია. ფული აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ ეს უდიდესი წარმატებისთვისაა საჭირო. ვიცი გაგიჭირდება ჩვენი პატიება, მაგრამ ძალიან გთხოვ, უბრალოდ გაგვიგე. - ცრემლები გაუჩრებლად მცვიოდა. გული გამეხლიჩა, დამეფლითა. ამდენი შრომა წყალში ჩაგვეყარა. გავუშვებ, რა თქმა უნდა გავუშვებ. მათ შეკავებას არ ვაპირებ. ეს მათი არჩევანია.ცრემლებს ვიწმენდ და მას შევყურებ.
- წადით, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოთ აწი არც ერთი. - ვუყვირე და ფეხზე წამოვაგდე.ელოდა ასეთ რეაქციას. ქურთუკი ჩაიცვა და გარეთ გავარდა. ისტერიული ტირილი ამიტყდა. ვსლუკუნებდი კედელთან მიყუჟული და საკუთარი თავი მძულდა საკუთარი რეაქციის გამო. რა უაზრობაზე გავბრაზდი. წავიდოდი და ბოდიშს მოვუხდიდი მათ, მაგრამ სიამაყის გრძნობა არ მაძლევდა ამის უფლებას. ამას კიდევ ის ემატება, რომ ქეთის და დათას უნდა ვუთხრა. ო, ღმერთო, არ შემიძლია. თავს მარტოსულად ვგრძნობ, ვგრძნობ რომ ვიშლები, ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. ასე ერთმა პატარა ქმედებამ, ტკივილმა გამტეხა. ასე არ შეიძლება, უნდა გავიღიმო და მოვრჩე ტირილს. ფეხზე წამოვდექი, გავიღიმე და ცრემლები შევიმშრალე.



№1  offline წევრი davinna

Es istoria dzalian momwons tumca agvianeb tan patara tavebs deb :(

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Sad iyavit qalbatono?

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

davinna
Es istoria dzalian momwons tumca agvianeb tan patara tavebs deb :(

მადლობა ❤ გაგრძელებას არ ვაპირებდი და ამიტომ არ ვდებიდი, შემდეგი მალე იქნება

nawkas12345
Sad iyavit qalbatono?

ჩემო გოგო ❤ გაგრძელებას არ ვაპირებდი, მაგრამ მთხოვეს და ჰა დავდე :)
--------------------
M.D

 


№4  offline მოდერი ენემი

ვინ გთხოვა ? ჩემგარდა კიდევ ვინმემ თუ ჩემ გამო დადე და აგრძელებ? :)

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

baby girl for everyone
ვინ გთხოვა ? ჩემგარდა კიდევ ვინმემ თუ ჩემ გამო დადე და აგრძელებ? :)

შენ, სიყვარულო ❤ შენ მთხოვე და დავდე ❤ მიყვარხარ baby girl
--------------------
M.D

 


№6  offline მოდერი ენემი

La Llorona
baby girl for everyone
ვინ გთხოვა ? ჩემგარდა კიდევ ვინმემ თუ ჩემ გამო დადე და აგრძელებ? :)

შენ, სიყვარულო ❤ შენ მთხოვე და დავდე ❤ მიყვარხარ baby girl

მეც მიყვარხარ სიხარულო <3 გმადლობ რომ ჩემ გამო დადე და გააგრძელე <3 . მადლობა რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ მიხარია რომ არსებობ პაწუ :) <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი La Llorona

baby girl for everyone
La Llorona
baby girl for everyone
ვინ გთხოვა ? ჩემგარდა კიდევ ვინმემ თუ ჩემ გამო დადე და აგრძელებ? :)

შენ, სიყვარულო ❤ შენ მთხოვე და დავდე ❤ მიყვარხარ baby girl

მეც მიყვარხარ სიხარულო <3 გმადლობ რომ ჩემ გამო დადე და გააგრძელე <3 . მადლობა რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ მიხარია რომ არსებობ პაწუ :) <3

პაწუუუუუ :)))))))

La Llorona
baby girl for everyone
La Llorona
baby girl for everyone
ვინ გთხოვა ? ჩემგარდა კიდევ ვინმემ თუ ჩემ გამო დადე და აგრძელებ? :)

შენ, სიყვარულო ❤ შენ მთხოვე და დავდე ❤ მიყვარხარ baby girl

მეც მიყვარხარ სიხარულო <3 გმადლობ რომ ჩემ გამო დადე და გააგრძელე <3 . მადლობა რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ მიხარია რომ არსებობ პაწუ :) <3

პაწუუუუუ :)))))))

ძალიან დიდი მადლობა, შენც კარგი მეგობარი ხარ :) :) :) :) :)) :)) :))
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent