შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(20)


19-04-2017, 17:25
ავტორი lile-eli
ნანახია 2 619

-აი ასეთი ელი მიყვარს მე!
ჩამეხუტა და თავზე მაკოცა, გიგის ტელეფონმა დარეკა, ემირი იყო, უკვე ყველაფერი
იცოდა და ისიც ჩამოვა შეხვედრისთვის..

20.
-იცოდე არაფერი დამიმალო! არ მინდა „სირაქლემას“ პოზიცია მქონდეს.
-არა „ლევისა“ ამას აღარ ვიზამ..
-სირაქლემას რას ერჩი? მშვენიერი არსებაა.
გიორგიმ სიცილით მითხრა და დანარჩენის შეკავებულმა სიცილმაც დაფარა
ოთახი..
-არაფერს, მისი მონაცემები მომწონს, მხოლოდ თავის მიწაში ჩარგვის პრინციპი
ვიგულისხმე..
თავის მართლება დავიწყე, მაგრამ არავინ მისმენდა ისე იცინოდნენ..
თემოს ვთხოვე გიგის მანქანა მოეყვანა, როგორც აღმოჩნდა მასთან სახლში გაუჩერებიათ, ალბათ მე რომ არ მენახა..
ყოველ დღე ვცდილობდი სიტუაციაში კარგად გავრკვეულიყავი, ბიჭები ამაში მეხმარებოდნენ, გიორგი ბარის საქმეებს უძღვებოდა და დღის ბოლოს ერთად ვგეგმავდით მომდევნო დღეს, დედმე და თემოც ჩემს გვერდით იყვენენ, თემო ისეთი მოთმინებით მიტანდა, რომ მეც მიკვირდა, რასაც ვერცერთ ბიჭზე ვერ ვიტყვი, აშკარად ყველა დავღალე, ის კი პირიქით ჩემთან უფრო ახლოს იყო.. გადამზიდავი კომპანიის წილიც გვქონდა და შეკვეთებმა იმატა, ბოლო რამდენიმე დღე და ეს ცოტა მაფიქრებდა, ამიტომ მოვითხოვე ყველა შეკვეთა ცოტა ხნით გაეჩერებინა გიორგის, მან გამაფრთხილა, რომ ამას უკმაყოფილება მოჰყვებოდა და დიტოსთან ვიკამათე კიდეც, მაგრამ ბოლოს დავიყოლიე, რადგან გურამმა ჩემი პოზიცია დაიკავა.. ასევე დიდ დროს დავითთან ვატარებდი, სასამართლომდე ერთი დღით ადრე ბიზნეს შეხვედრა დაინიშნა, რაც „ბენზინ გასამართის სადგურებს“ შეეხებოდა, ქართულ ბაზარზე რამდენიმე ობიექტი ჰქონდათ, კიდევ რამდენიმეს დამატებას და სამი „გაზის სადგურის ობიექტების“ გახსნას გულისხმობდა.. გარანტია კი ფაქტიურად „ვაბანკის“ ტოლფასი იყო და მართლაც არაფერში ხელი არ ეშლებოდათ..
ემირი და ნიკა მშობლებთან ერთად ჩამოვიდნენ და ამან ცოტა განტვირთვის საშულება მოგვცა.. შეხვედრის დღეც დადგა, გავემზადე ეფექტისთვის კლასიკური სტილი ავარჩიე, შავი პიჯაკი და შავი მუხლამდე კაბა, თეთრი პერანგი და თეთრი ჩანთა, თმა მაღლა ავიწიე გრძელი კუდით, მსუბუქი მაკიაჟი და მაღლებისთვისაც გავიმეტე თავი, ემირმა კომპლიმენტები არ დაიშურა, გურამიც და დავითიც კმაყოფილი სახეებით მიღიმოდნენ.. სანამ სახლიდან გავიდოდით ეზოში ვიდექით, დიტო და გიორგი, რომ მოვიდნენ სახლში, დიტო გაცოფებული იყო, თავს ძლივს იკავებდა ზედმეტი არ ეთქვა ჩემთვის:
-ელი ხომ გითხარი! ყველაფერი გავაფუჭეთ, დიდი ზარალი იქნება, შეკვეთებს თუ არ მივიღებთ და შევასრულებთ.
-გაგიმარჯოს დიტო..
გაეღიმა, მაგრამ სიბრაზით გამოწვეული ღიმილი უფრო იყო..
-მოგესალმებით ყველას, ბოდიშს გიხდით, ძალიან ბევრი შენიშვნა მივიღეთ და შეხვედრას მოითხოვენ კომპანიის წევრები..
-რა უნდათ შვილო, ამიხსენი. (გურამი)
-შეკვეთების შესრულებას ითხოვენ..
გიორგიმ სცადა სიტუაცია აეხსნა, მაგრამ ისევ დიტომ განაგრძო..
-ელი იქნებ მიგვეღო შეკვეთები, რატომ „ბლოკავ“?
ჩემსკენ შემობრუნდა ისევ დიტო..
-არაფერს „ვბლოკავ“, მიღებული შეკვეთები შეასრულეთ.. ახალი არ მიიღოთ, საეჭვოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ ბოლო ერთ კვირაში შეკვეთები ორჯერ გაიზარდა და ამის გარკვევამდე თავი შევიკავოთ..
-იცი მაინც რამდენ პროცენტზე ვამბობთ უარს ამით?
დიტო არ მითმობს პოზიციას, მემგონი გიორგისთან ერთად ბევრის ატანა მოუწია პარტნიორებთან შეხვედრისას და ეგ კიდე უფრო მაფიქრებს.
-დიტო არცერთი ათასი და არც მილიონი არ მიღირს იმად, რომ ამ კომპანიამ გიგის ციხეში ყოფნა უფრო ხანგრძლივი გახადოს!
-ლილე შვილო, ასე რატომ ფიქრობ, ყველაფერს გავაკონტროლებთ და შეკვეთებიც ისე მივიღოთ.
-მე ვფიქრობ, რომ ეს კომპანია სამიზნე გა..
-არა ელი, შენ არ ფიქრობ!..
დიტოსგან გამიკვირდა ეს სიტყვები და მეწყინა კიდეც, ცრემლები ძლივს შევიკავე..
-დიტო რას ამბობ?!
გიორგი წინ დაუდაგა და ისე სცადა მისი გაჩერება, მან ხელი აუქნია:
-მოიცა რა..
არცერთს ხმა არ ამოუღია, ვგრძნობიდი ყველა დიტოს აზრს იზიარებდა, ღრმად ჩავისუნთქე, ისე დავიწყე საუბარი:
-მომისმინეთ! მე ამ საქმის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, არც გამოცდილება და მითუმეტეს არც იურიდიული უფლება არ მაქვს, ამიტომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება!.
შევბრუნდი მანქანისკენ და ვჯედებოდი, როცა დავითმა წასვლაზე მიუთითა კაცებს:
-მოდი ეს თემა შეხვედრის შემდეგ განვიხილოთ, ახლა ვაგვიანებთ..
მანქანააში ხმა არ ამომიღია, სათქმელიც არაფერი იყო, გიორგი, დიტო და ემირი უკან მოგვყვებოდნენ, მე, გურამი და დავითი ერთად ვისხედით, ლერი კი საჭესთან.. გურამმა სცადა ჩემთან საუბარი:
-ლილე, შვილო რაღაცის თქმას აპირებდი, მაგრამ დიტომ არ დაგაცადა, შეგიძლია მითრა?
-მამა, იმის თქმა მინდოდა, რომ ამ კომპანიაში რამდენიმე პარტნიორი გვყავს, ალბათ ისეთიც გვეყოლება, რომელსაც გიგის ამ მდგომარეობით სარგებლობა და ჩამოშორება მოუნდება, მაგალითი უკვე გვაქვს, მოგვარებული საქმის მოსაგვარებლად მივდიდვართ..
-მე ვხვდები რისი თქმაც გინდა.
წინ მყოფმა დავითმა, ღიმილიანი სახით შემომხედა და მანიშნა საუბარი გამეგრძელებინა..
-ვინმემ უკანონო, ან არა რეგისტრირებული საქონელი, რომ ჩაგვიდოს დამტკიცება გავიჭირდება და ამით გიგის მდგომარელობას დავამძიმებთ..
-ასეთი ხალხი კი ბევრი გვყავს გურამ!
-ეჭვს ის ფაქტი მიჩენს, რომ მოთხოვნა გაიზარდა და მგონია, რომ ამით ზეწოლას ცდილობენ..
გაეღიმა და მკერდზე მიმიხუტა, ცრემლიანი ხმით მითხრა:
-ლილე შვილო, ჩემი პატარა ქალბატონი ხარ!
თავზე მაკოცა და უფრო მიმიხუტა, მე კი გამიხარდა რომ სწორად გაიგო რისი თქმაც მინდოდა:
-მიხარია, რომ გამიგე..
-შენ ის მითხარი, ამდენი საიდან იცი?
-ბატონი დავითი, ბევრ რამეს მიხსნის და დიდი, მოთმინებით მიტანს..
სიცილით გავხედე მომღიმარ კაცს, რომლეიც თავს აქნევდა და „მე რა შუაში ვარო“ თვალებით გამომხედა.. დანიშნულების ადგილას მივედით, გიო გარეთ გველოდებოდა, ამ საქმეში არ არის და იმიტომ. დარბაზში შევედით სადაც ყველანი იყვნენ ვინც ფოტოებით მყავდა ნანახი, დავითმა მაჩვენა და ცოტა ინფორმაციაც მითხრა მათზე, ყველანი ფეხზე წამოდგა ერთმანეთს მივესალმეთ და ჩემმა იქ ყოფნამ კითხვები გააჩინა, განსაკუთრებით და, ძმა კანდელაკების მხრიდან მოდიოდა უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ დავითმა მაინც წარმადგინა:
-ეს ლილე გელოვანი გახლავთ, ჩემთან და გუარმთან ერთად დაიცავს გიორგის ინტერესებს.
-ბატონებო, ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ბატონი გიორგი ლომიძის წარმომადგენელი მე ვიქნები, ეს საკითხი იურიდიულად მალე მოგვარდება და საბუთებსაც მოგაწოდებთ..
-იმედია პრობლემა არ იქნება ამ შეხვედრას, რომ დაესწროს?..
გურამმა დაასრულა ჩემი გამოსვლა.
-როდემდე გაგრძელდება თქვენთან შეხვედრები?
იკითხა გოგომ (ირინა კანდელაკი), რომელიც ისე მათვალიერებდა, რომ მე არაფერი ვიცი და ტყუილა მივედი, ასეც იყო მათთან შედარებით უვიცი ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-იქამდე, სანამ ბატონ გიორგის გაათავისუფლებენ, ქალბატონო ირინა.
-თუ არ გაათავისუფლებენ!?..
დამცინავი ტონით მკითხა მისმა ძმამ (ოთარ კანდელაკი). გურამმა ისთი ფერი მიიღო სახეზე, იმ ბიჭს მარტო ამის გამო მივგუდავდი, თავი ძლივს შევიკავე და დამცინავადვე ვუპასუხე..
-მაშინ ჩემი ატანა მოგიწევთ!
-ხო და აგიტანთ!
-ასე რატომ ამბობთ? რამე იცით, თუ რამეს გეგმავთ, რაც უნდა ვიცოდე?
-მე მხოლოდ იმას ვარკვევ, რამდენჯერ მომიწევს შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ამ საქმეში არ უნდა ერეოდეს!
-საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ბატონო ოთარ..
-რას გულისხმობ?
-„გულისხმობთ“ ბატონო ოთარ! ვგულისხმობ საქმეს, რისთვისაც შევიკრიბეთ, როდის უნდა დავიწყოთ? უნდა ჩავერიო თუ არა, ამას საუბრის დროს გადავწყვეტ, რადგან ამის წინააღმდეგი ოთხი წარმომდაგენლიდან, მხოლოდ ერთია!.
-დავიწყოთ?!..
ღიმილიანი ხასით წარმოსთქვა დავითმა, ყველანი დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს და საუბრობდნენ, საუბარი ინგლისურად და ნაწილობრივ რუსულად წარიმართა, სტუმრების პატივცემის ნიშნად, გურამი ცდილობდა დამტკიცებას, რომ პრობლემები არ იქნებოდა, მე მხოლოდ ვუსმენდი, საბოლოოდ ერთი დაკვნა გამოვიტანე, ისიც კანდელაკების მხრიდან, რომ დიტოს დაიტოვებდნენ „სამადლოდ“ წილში გიგის მდგომარეობა კომპანიის „იმიჯზე“ ცუდად მოქმედებდა და უნდა გასულიყო წილიდან, რადგან პროექტი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, მოგებაზე ეს ფაქტი უარყოფითად იმოქმედებდა, ამ საუბარში ემირიც ჩაერია, მან თქვა რომ ამ პროექტში გიგის გამო იყო და თუ ის გავა წილიდან თვითონ აქციებს გაყიდის, ეს კანდელაკებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და შესყიდვაზე მოვილაპარაკოთო, მეგონა ემირის პოზიცია დააფრთხობდათ, მაგრამ არ გამოვიდა.. ემირის წილი კანდელაკებს, გიგისი კი გაიყოფოდა სამზე, თან ისე, რომ შეიძლება საერთოდ არაფერი მიგვეღო და საუბარი გავაჩერე:
-ერთი წუთით, კითხვა მაქვს.
-გისმენთ.
გამომწვევად მომმართა ოთარმა, თითქოს დამცინა კიდეც..
-ბატონი გიორგი ლომიძის გარანტია, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ბიზნესი არ გაამართლებს, ბაზარზე არსებული „სადგურების“ წილი ხომ ისედაც თქვენს განკარგულებაში გადმოვა და თანაბრად გაიყოფა?
-დიახ ასეა.
უკმაყოფილო ტონით გამცა პასუხი ოთარმა.
-მაშინ გასარკვევი და შესათანხმებელი არაფერია, რადგან ფაქტია თუ პროექმა არ გაამართლა, გიორგი ლომიძე თავის წილს ისედაც გითმობთ, და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე არსებული ობიექტები, ქართულ ბაზარს კარგად ფლობს, ამას წლიური ბრუნვაც ამტკიცებს, წილის დათმობაზე საუბარი ადრეა!
-ამ ბიზნესის სახელზე და იმიჯზე რა იტყვი? ქალბატონო ლილე!?
უკვე ვგრძნობ, ამ გოგოს არ მოვწონვარ, მაგრამ გავუღიმე, პასუხის გაცემა მინდოდა და დიტომ დამასწრო..
-იმიჯის შელახვა არ ემუქრება, რადგან უკვე ითქვა და გავიმეორებ ბაზარზე უკვე სახელი გვაქვს.. კიდევ გაქვთ კითხვები?
- ბაქოში როდის ჩამობრძანედებით და ვინ? ხომ იცით რამდენიმე ობიექტი იქნება სანახავი.
იკითხა ჭაღარა თმიანმა რაზა აბდულაევმა, რომელიც თითქოს უხერხულობის განმუხტვას ცდილობდა.. რა მაგალითი უდევთ წინ, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ემირს და რაზას „ქრთველების ერთიანობაზე“.. გავიფიქრე და კანდელაკებს გავხედე, ჩაფიქრებული გამოხედვით მიმზერდა ბატონი კანდელაკი, რომელიც მხოლოდ სიმპატიური და ლამაზი იყო, თორემ ადამიანური მემგონი აღარფერი ჰქონდა შერჩენილი მის თვალებს..
-როგორც ვიცი ორშაბათს იგეგმება გახსნა, მოვილაპარაკებთ და ორ დღეში ჩამოვალთ, წინასწარ გაცნობებთ ვინ გესტუმრებათ.
ღიმილით უთხრა დიტომ.
-ძალიან კარგი შევთანხმდით, მინდა იცოდეთ, პირადი ინტერესი არც მქონია, ამ საქმეში ბატონ გიორგის და დიმიტრის ვენდობი..
განაგრძო რაზამ, მას ემირის პოზიციაც მოჰყვა და საუბარიც რამდენიმე წუთის შემდეგ დავასრულეთ, გურამმა და დიტომ საღამოსთვის ბარში დაპატიჟეს ყველანი.. საბუთებს ვალაგებდი როცა რაზამ ხელიჩამომართვა და მითხრა:
-ქალბატონო ლილე, თქვენი შესაძლებლობებით მაოცებთ, კარგი დიასახლისი და „მომღერალი“, რომ ხართ ვიცოდი, მაგრამ ამ საქმეშიც, რომ ერკვევით ეს ახალია ჩემთვის.
-დიდი ბადლობა ბატონო რაზა.
-გამიხარდება თუ მესტუმრებით, ჩემს ოჯახს გაგაცნობთ.
-სამწუხაროდ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ვერ შეგპირდებით.
-იმედია სანერვიულო არაფერია..
-არაფერი, ოჯახის ახლ წევრს ველოდებით..
ღიმილით უთხრა დიტომ და მისი დიდი „ტორი“ გადამხვია თავზე მაკოცა, მირიგდება ვაჟბატონი.. გამეცინა, მის საქციელზე, მაგრამ არაფერი მითქვამს.
-გილოცათ, ძალიან მიხარია.
-კარგი იქნებოდა ერთად წავსულიყავით „კომპანიონები“..
საუბარში ჩაერია ოთარი, რომელიც ამ ხნის მანძილზე თურმე იქვე იდგა და გვისმენდა, მისი ცნობისმოყვარე სახე ისე მიღიმოდა, რომ პირველი კითხვა გამიჩნდა, გიგიმ რატომ მოისურვა ამათთან თანამშრომლობა? ფიქრებიდან დიტოს ხმას გამოვყავარ:
-წავალთ ბატონო ოთო, „კომპანიონები“ წავალთ!.. ელი, ტელეფონი გირეკავს.
ხელი გამიშვა, ტელეფონს დავხედე და მარი იყო, დემეს მეუღლე, ყველანი გავიდნენ გარეთ და ვუპასუხე:
-მარი როგორ ხარ?
-ელი, მიშველე დემე დააკავეს!
-რატომ? სად?
-რა მოხდა შვილო?
გაოცებულებმა შემომხედა გურამმა, ისე ვიყვირე..
-დამტვრეულ მანქანაში, წამალი უპოვიათ და დაკითხვაზე მიგვყავსო..
-კარგი მარი ეხლავე მოვალთ, მარტო ხარ?
-მე და ბავშვები, კარგი ბიჭები მოვლენ და მეც მოვალ.
გურამს ყველფერი ვუთხარი და სასწრაფოდ გარეთ გავედი ბიჭებისთვის რომ მეთქვა, კიბეებზე ისე გავრბოდი, მეც მიკვირდა თითქოს მაღლები არ მეცვა, ან ემოციისგან ვერ ვგრძნობდი, თან ტელეფონში თემოს ნომერს ვეძებდი, რომ მეთქვა მარისთან მისულიყო, ის დემესთან ახლოს ცხოვრობს.. კარები გურამმა გააღო და ინერციით გავვარდი გარეთ, როცა ოთარ კანდელაკს შევასკდი, ის კარისკენ ბრუნდებოდა, ცივად მოვშორდი წონასწორობა დავკარგე და გურამმა დამიჭირა:
-ბოდიში, მეგონა გზა თავისუფალი იყო.. (ლილე)
-არაუშავს, იმედია მშვიდობაა, ასე რატომ ჩქარობთ? (ოთარ)
-დიახ მშვიდობაა, ნახვამდის. (ლილე)
-შეხვედრამდე.. (ოთარ)
-შეხვედრამდე ბატონო ოთარ.
გურამმა სცადა ჩემი უხეშობა დაეფარა, ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა..
-ელი რა მოხდა?
დიტო ჩემსკენ წამოვიდა, კიბეებზე ჩავედი და ყველაფერი ვუთხარი, გიოც და დავითიც იქ იყვნენ, თემომ ტელეფონი აიღო და ვთხოვე მარისთან მისულიყო..
-ახლა მთავარი სამიზნე ბარია..
-არა უფრო სახლი, ბარი შენ სახელზეა და ჯერ არავინ მივა მანდ.
-ბიჭებო თქვენ ბარში მიდით და ყველაფერი შეამოწმეთ ვინმემე არ ჩაგვიდოს, თავი დავიზღვიოთ, ჩვენ სახლში წავალთ, დავით შენ განყოფილებაში დაგტოვებენ ბიჭები!
გურამმა ყველანი მითითებებით გაუშვა, ემირიც მათ გაყვა და სახლში დაცვას დაურეკა ყველაფრის შემოწმება დაავალა, ჩვენც მალე მივედით, გურამი პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, სახლში ყველაფერი მორჩა და პოლიციაც მოვიდა, ის მიკვირს ერთდროულად რატომ არ გააკეთეს ეს საქმე, ვიკითხე და პასუხი იყო, რომ ერთი ჯგუფი მუშაობს ამ საქმეზე და იმიტომო..
პოლიციამ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო სახლი, ამაზე არც ღირს საუბარი, თემოს ვთხოვე მარი, ბავშვებთან ერთად ჩვენთან მოეყვანა.
გიორგიმ და დიტომ გადაწყვიტეს ბარი დაეხურათ, ყველაფერი შეამოწმეს და მხოლოდ „სეიფში“ იდო წამლის დიდი შეკვრა, რომ დამირეკეს და მისვლა მთხოვეს მივხვდი, საშინელება უნდა ეთქვათ:
მე, გურამი და თემო მივედით ბარში, მაგიდაზე დადებული შეკვრა რომ დავინახე, ისე ცუდად გავხდი მუხლებში ძალა დავკარგე და სავარძლის საზურგეს დავეყრდენი, დიტომ ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი დამიჭირა და მისი ლუჯი თვალებით ჩამაშტერდა:
-ელი ხომ იცი გიგი ამას არ გააკეთებდა? ელი მითხარი რომ მას ენდობი?!..
-კოდი, რამდენმა იცის?
-მე და გიგიმ.
მძიმედ გადავყლაპე ბურთი და დიტოს დავეყრდენი..
-ელი, ხომ იცი პირველი რას იკითხავს გიგი? მას შენი ნდობა სჭირდება!
-მჯერა დიტო, რამე დამალევინე რა.
-რაა?
პირი დააღო და გაოცებულმა შემომხედა, ყველა გაოცდა აშკარად..
-ბიჭო წყალი მინდა, ან წვენი..
გიორგის გამოწვდილი ხელი დავინახე და იღიმოდა, რომელსაც დიტოზე ვუსაყვედურე..
-ამის მერე მე რომ მეტყვის „ლოთი“ ხარო, მას ელანდება ყველგან სასმელი..
-ელი შენ გოგოსთვის შესაფერისზე მეტს და ხშირად სვამ!
ენა გამომიყო და დამსვა, გურამის გაოცებული სახე არ შევიმჩნიე, კაცი ფიქრობს რა ახუმრებთ ამათო, უცებ წამრმოვთქვი:
-გადავყაროთ!..
-რა? (დიტო)
-ეს „ნაგავი“ გადავყაროთ!
-კარგი აზრია!
გიორგი დამეთანხმა, მე კი მაინტერესებს რომელი გააპროტესტებს, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს აქედან რომელიმე იყოს ამის გამკეთებელი..
-რატომ ამით მეტ პრობლემას შევიქმნით..
ნაღვლიანმა თქვა გურამმა და განაგრძო:
-ამის ფულს ჩვენ მოგვთხოვენ ისევ..
-ხო და გავიგებთ ვინ დგას ამის უკან. (ლილე)
-ის ვინც ამას აქ დებს, გათვლა აქვს და რაგან არ გამოუვა, ფულს მოითხოვენ! (დიტო)
-მერე ამის ფული გვააქვს? არა მგონია ეგ სწორი იყოს. (თემო)
-თემო რაც ხდება ბოლო რამდენიმე დღე ეს სწორია?
თვალებში შევხედე და მზერა ამარიდა, მე კი გავაგრძელე კითხვის დასამა
-რამდენი ლარის იქნება სულ?
-ალბათ 10.000 დოლარის. (დიტო)
-არც ისე ბევრია და გადავყაროთ! (გიო)
-მერე მაგ თანხას შენ გადაიხდი? (თემო)
-გადავიხდი მთავარია გამოჩდნენ! (გიო)
-მამა რას იტყვი? (ლილე)
-ეს ფაქტია და უნდა მოვიშოროთ, ახლა ანგარიშებს გაყინავენ და პრობლემები არ აგვცდება.
რამდენიმე წუთში ისე დაპატარავდა კაცი, რომ ვერ ვიცანი.. თითქოს მისი ენერგია და შემერთება სადღაც გაქრა, თითქოს უცებ დააბერდა, ყველაზე მნიშვნელოვანი წაართვეს. მივედი მუხლებზე ხელები დავაწყვე, მისი ხელები ზემოდან დამალაგა, ჩამქრალი თვალებითა და ნაძალადევი ღიმილით შემომხედა, მისი დამსვიდება დავიწყე, ბიჭებიც მომეხმარნენ თემომ ბოდიში მოუხადა, რაც მესიამოვნა სინდისი მაინც აწუხებს და ეს კარგია..
სასამართლო დილის ათ საათზე დაიწყო, დემე და გიგი შემოიყვანეს დარბაზში, გული ყელიში მომაწვა, მინდოდა გავქცეულიყავი და თუნდაც ერთი წუთით მოვხვეოდი მის სხეულს, მისი მკლავების სიძლიერე და ჩახუტება მეგრძნო, სანამ დასვამდნენ თვალი მოავლო დარბაზს და შემომხედა, ნაღვლიანად გამიღიმანა, მეც ვერ გავუძელი ერთი ბიჯი გადავდგი და გიგომ მკლავზე ხელი დამადო, თვალებით მანიშნა, რომ არ შეიძლებოდა, ეს მეც ვიცოდი, მაგრამ როგორც გულს და გონებას ისე უნდოდა სხეულსაც მისი სიახლოვე.. ჩემი სიუ შეცვლილი იყო, თავზე თმა გადაპარზული, ოდნავ წამოზრდილი წვერი და მხრებში მოხრილი, მის გრძელ თითებსა და მკლავებს მაჟებთან დამაგრებული ვერცხლის ფერი „სამაჯურები“ აერთებდა და მისი თვალები, კი? არა! „ჩემი ჩავი ბურთები“ ისეთი ნაღვლიანი და უიმედდო იყო, რომ სამუდამოდ დამანგრია შინაგანად, მოწყვეტით დავეცი სკამზე..
მარის მდგომარეობა კიდევ უფრო რთული იყო, მაგრამ არ მახსოვს, რადგან ემოციებმა ისე დამაბნიეს მარის ვერ ვამჩნევდი, ვერც ანის და თამოს, ვერც ჩემს გოგონებს სესილის და ნინის.
სასამართლოზე ავარიის შედეგმა ყველა გაგვახარა, ის ბიჭი გონს მოვიდა და ჩვენებით გაირკვა, რომ საჭესთან ჩაეძინა, ამან „გიგი გაამართლა“.. მაგრამ რჩება ყველაზე მთავარი პრობლემა, ნარკოტიკის გამო გიგის სასამართლო კიდევ ჩაინიშნა შემდეგი კვირისთვის, ანგარიშებს და ქონებას „ყადაღა“ დაადეს! სასამართლოს დასასრულის შემდეგ, დარბაზი დავტოვეთ გასასვლელში უცებ ხმაური ატყდა და რაც დავინახე ის იყო, რომ დიტო ანი და გოგნები კამათობდნენ, უფრო ჩხუბობდნენ, ვერ გავიგე ვერაფერი, მისვლა დავაპირე და გიომ მაგრად მომკიდა ხელი თავისკენ შემაბრუნა, დამქაჩა, სწრაფად წამიყვანა, მიმარბენინებდა და ოთახის კარი გააღო ხელი მკრა ისე, რომ არ გამიშვა, თორემ დავეცემოდი. ოთახის კარი დაცვამ დახურა და გაოცებული გიოს თვალს არ ვაშორებდი, გამიღიმა:
-ნახე აქ ვინ არის?
ჩემს ზურგს უკან მანიშნა გამეხედა, შევრუნდი და გიგის დანახვამ ყველაფერი დამავიწყა, გავიქეცი მისი მკლავები ისევ შეკრული იყო, თავზე გადამატარა ხელები და ისე ჩამიკრა გულში, მაგრად ვუჭერდით ერთმანეთს:
-მომენატრე!
ცრემლებმა მიღალატა..

-------------
პ.ს. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
შეგეწიოთ და გფარავდეთ უფალი.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ველოდები ხოლმეე, ძალიან ჩაიხლართა სიტუაცია. ლილე სუპერ გოგოა, იმდენად მომწონს

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ოხ რა ეშმაკები არიან არეულობის მოწყობა კარგად მოაფიქრდათ. საუკეთესო ხარ! ♡♡

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

ვაიმეე რა მაგარიაა ეხლა წავიკითხე ყველა და ძაალიან მომეწონა როგორ ჩაიხლართა იმეფი მაქ ლილე გაარკვევს ყველაფერს ძლიერი გოგოა გააგრძელე რაა

 


№4  offline წევრი lile-eli

Chikochiko
როგორ ველოდები ხოლმეე, ძალიან ჩაიხლართა სიტუაცია. ლილე სუპერ გოგოა, იმდენად მომწონს


დიდი მადლობა, მახარებთ და სტიმულს მაძლევს თქვენი კომენტარები.

Anuki96
ოხ რა ეშმაკები არიან არეულობის მოწყობა კარგად მოაფიქრდათ. საუკეთესო ხარ! ♡♡


ოხ ეს ეშმაკუნები.. smile
მადლობა ჩემო კარგო და მხიარულო.

Guest მარიამი
ვაიმეე რა მაგარიაა ეხლა წავიკითხე ყველა და ძაალიან მომეწონა როგორ ჩაიხლართა იმეფი მაქ ლილე გაარკვევს ყველაფერს ძლიერი გოგოა გააგრძელე რაა


უღრმესი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა და იმედია იმედებს გავამართლებ, მალე დავასრულებს ორი ან სამი თავი დარჩა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent