შეგეჩვიე XXI
ძილბურანში თებეას სიცილი ჩამესმის თან მაისურზე მექაჩება. მის სიცილს ჩემი სახელი ენაცვლება. -იოანე, იოანე, -იმეორებს და მის სიცილში ტირილიც ერევა. შემეშინდა და შიშმა მაიძულა მალე გამოვფხიზლებულიყავი. -რა ხდება თებეა, კარგად ხარ? -მირტყამს იოანე, მირტყამს. -ცრემლები მოიწმინდა ხელი მაჯაში ჩამავლო და შიშველ მუცელზე დამადებინა ხელი. უცებ ხელის გულში ვიგრძენი როგორ ამოიბურცა კანი და თითები წავატანე იქნებ დავიჭიროთქო. ჩემი პატარა ცელქობს. ღმერთო ეს რა გრძნობაა, ამ არსებამ ყველაფერი ააყირავა. ახლა უფრო ვიგრძენი რომ ის მართლა არსებობს. მისი სამყაროდან დაგვიკავშირდა. გვეძახის აქ ვარო. მეც მომერია ცრემლები. გრძნობები გამიასმაგდა. გული ამიჩქარდა, ისე მინდა ახლა ამ მომენტში მისი ხელით შეხება და ჩახუტება შემეძლოს. თებეას მუცელზე მოვეხვიე თავი დავადე და დაველოდე როდის გამოვიდოდა ისევ კონტაქტზე. ტებეამ ხელი თმებში შემიცურა, მეორეთი კი ცრემლებს იწმენდდა. -პატარავ. -მუცელზე ხელი დავისვი თებეას და ჩემს პრინცესას დაველაპარაკე. -აქ ხარ პატარავ? მომეცი ნიშანი ჩემი თუ გესმის. -ვთქვი თუ არა ჩემს თვალწინ რაღაც ისევ ამოიწია. გავარჩიე, ფეხი იყო. -ჩემო პრინცესა, მამიკოს ძალიან რომ უყვარხარ იცი? -ახლა თებეას მუცელმა უცნაური ფორმა მიიღო, უცებ წამოვწიე თავი. თებეას გაეცინა. -ადგილი შეიბრუნა ალბათ. - მომაქცია ხო ამ საძაგელმა ბავშვმა. -ან თავით მობრუნდა რომ ჩაგეხუტოს. -იცი როგორ მაბედნიერებ? -ავიწიე და ტუჩებზე დავეკონე. თებეამ უცებ ამოიკვნესა და მუცელზე დაიხედა. -რა მოხდა? -არაფერი უბრალოდ ისევ დამარტყა ძლიერად. -ეჭვიანობს ეგ საძაგელი ბავშვი? -დიახაც, იმიტომ რომ დედა უფრო უყვარს. -არაა, მას მამა ეყვარება ყველლაზე მეტად. მამიკო ათას სათამაშოს უყიდის და სულ გაანებივრებს. -ნეტა როგორი იქნება. -ჩემსავით ლამაზი და შენსავით ჯიუტი. -რა საზიზღარი ხარ, მე რა ლამაზი არ ვარ? -კი ჩემო სიყვარულო, შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მყავხარ. მითუმეტეს როდესაც მუცლით იმ არსებას ატარებს რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სითბოს და სიყვარულს შემოიტანს და მზესავით გაანათებს. -მაბედნიერებთ. თქვენ ჩემი სამყარო ხართ. -ტელეფონის ხმაა. ამ შიაღამეს, ნეტა ხომ მსვიდობაა. -და კიდე ნატუკა და დაჩი. -გამეცინა, ტელეფონზე დაჩის სახელი რომ ანათებდა. -ხო ძმა გისმენ. -ხო არ გაგაღვიძე ბრატ? -შენ წარმოიდგინე არა. -თებეას გავხედე და ფხუკუნბდა. -ჩემი გაჭირვება კი იცი და შენ რაღა დააშავე? -არაფერი უბრალოდ მოძრაობა დაიწყო ბავშვმა და გავერთეთ ცოტა. მერე ლაპარაკს შევყევით. შენთან რა ხდება, როდის მერე დაიწყო ჭირვეულობა? -აუ ნუ მკითხავ, სად შევძვრე არ ვიცი. ყური ტკივა ბავშვს, და დედა შვილი ორ ხმაში ტირიან და მეც რაღა დამაძინებდა. -რატო? ცოდოა პატარა. -რა იყო რა ხდება. -შეშინებულმა მკითხა თებეამ. -ყური ტკივა პატარას და ორივე დედასვილი ტირიანო. -წამო რა წავიდეეთ. -მუდარის თვალებით შემომხედა თებეამ. -დაჩი, მოვალთ მე და თებეა გინდა? -რა ძმა ხარ შენ ხომ არ იცი. მინდოდა თქმა და ისე მერიდებოდა. -კაი რა გერიდებოდა აბა მეგობრები რისთვის ვართ. კაი მიდი და მალე მოვალთ. -იქ მისულებს ისეთი სიტუაცია დაგვხვდა თან მეცინებოდა თან გული მომიკვდა. ნატუკა მოთქვამდა და ბავსვს დაჩი აწყნარებდა. ხელებგაშლილი სემოეგება ნატუკა თებეას. -დაო მისველე რამე, ვერ დავამშვიდე, ახლა მოვკვდები. -კარგი გოგო რა გჭირს, ეგ უარესია ხომ იცი, შენ თვითონ თუ ვერ მშვიდდები ბავშვს როგორღა დაამშვიდებ. დაჩიმ ბავშვი სასწრაფოდ მოაჩეჩა თებეას. -გამისკდა გული, ეს რა ყოფილა, ცომ გავთავდი კაცი. -ოფლი მოიწმინდა დაჩიმ. -წამალი ჩაასხით? -კი უკვე ორჯერ. -კარგი მაშინ მალე გაუვლის. -თქვა თებეამ და ბავშვი მიიხუტა. თავი მოაბბრუნებინა, ყურთან თუჩები მიუტანა და ბავშვს ფრთხილად ჩაბერა ყურშეი. ერთეხელ, ორჯერ, სამჯერ და ბავშმა ტირილს უკლო. ეს ნატუკას შეუმჩნეველი რათქმაუნდა არ დარჩენია. გაოცებულმა შეხედა თებეას და ქსუტუნს უკლო. სულ ცოტა ხანში ბავშვი გაყუჩდა და თებეას მკერდზე მიდო თავი. -ოქრო ხარ რძალო ოქრო. შენ გაიხარე. -შეკივლა დაჩიმ. -შუუ. -ერთან ვანიშნეთ სუყველამ. დაჩიმ უცებ ტუჩებზე იტაკა ხელი და კისერი მხრებში ჩარგო. ცოტა ხანი არწია ხელში თებეამ და ბოლომდე რომ დამშვიდდა ბავშვი. ნატუკას ანიშნა ლოგინში წაიყვანეო. ფრთხილად გამოართვა ნატუკამ. მიიხუტა, სახე ნაზად დაუკოცნა და ოთახში გაიყვანა. -ვაიმე ხალხო, თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა. ასე რთული თუ იყო არ მეგონა. ყოჩაღ თებეა, შენ რომ არა მე მოვკვდებოდი ნამდვილად. -არაფერია, აწი გეცოდინებათ რომ წამლის ჩასხმის მერე სითბო უნდა. ბავშვობაში თითქმის ყოველ ღამე მტკიოდა ყური. როგორ მახსოვს დედა ასე მიშვებოდა. ახლაც ვგრძნობ მის ტუჩებს ყურებთან. მის თბის სუნთქვას. ჩემთან ერთად ათენებდა ღამეებს. ცოტა რომ დავმშვიდდებოდი, მერე თბილ ნაჭერს მადებდა ყურზე და გულში მაგრად მიხუტებდა რომ არ გაგრილებულიყო და დიდხანს გამყუჩებოდა ტკივილი. -დედაზე რომ დაიწყო საუბარი თებეას თვალები აუცრემლიანდა. მაგრამ დაჩიმს სიტუაცია განმუხტა. -თქვენ რას შვებით? აქტიური პატარა გყავთ? -აქამდე ასე ძლიერად არასოდეს უმოძრავია როგორც ამ ღამით. -უცებ გადმოერთო თებეა. -როგორ აქამდეც მოძრაობდა და არ მითხარი? -ვერ იგრძნობდი, ისე სუსტად იყო და როცა მიჯიკა და ლამის საწოლიდან გადმოვვარდი კი გაგაღვიძე. -კარგი შენც რას იბუსები მთავარია შედგა რიონი რიონი მტკვარი ვარ ამბავი. -ყველას გაგვეცინა ამ ხუმრობაზე. თან ნატუკაც შემოგვიერთდა. თვალები დასიებული ქონდა. -რას გევხარ ნატუ. ასე როგორ შეიძლება. -აუ რა ვიცი, ასე გაუჩერებლად პირველად იტირა და ლამის ისტერიკაში ჩავვარდი. თქვენ რას შვებით რა ხდება ახაი. -რა ხდება ახალი და იოანეს და გავიცანი. -აუ დაიწყებენ ახლააა. წამო ცოტა დავლიოთ.- მანიშნა დაჩიმ და გოგოებსაც არ გაუპროტესტებიათ უფრო კარგად იჭორავებდნენ ქალურად. მე და დაჩი სამზარეულოში გავედით. მაცივრიდან ლუდი გამოიღო და ბართან ჩამოვჯექით -არ იქნება ეგ შენი ვიქტორია წმინდა წყლის დამლევი. -რატომ მეუბნები? -დაცვის უფროსი ყოველ ღამე მაბარებს ანგარიშს, რაიმე საეჭვე თუ იქნება და ასეთები და აუდიტი რომ შემოვიდა წინა დღეებში შენი წასვლიდან მალევე რამოდენიმეჯერ შენს კაბინეტში შესული დავაფიქსირე თუმცა იქედან არცერთჯერ არაფერი გამოუტანია და არც შეუტანია. ნუ ენდობი მაინც ბოლომდე. -ჩემს კაბინეტში არაა კამერა? -კი არის მარა ჩვენ წვდომა არ გავქვს. კოდირებულია და მარტო შენ გაქვს ნახვის უფლება. -მე არანაირი კოდი არ ვიცი. იმ დამპალს აქვს ალბათ და იმიტომ არ მითხრა რომ მაინც აკონტროლებს რა ხდება. . -არ ვიცი და ფრთხილად იყავი რაიმეს არ ჩალიჩობდნენ ორივე. -ამას რომ კითხო მამას ვერი იტანს და იმას თავქარიანი და ქარაფშუტა გოგო გონია. მაგრამ ჩვენ მაინც ერთი ნაბიჯით გავუსწროთ. IT-ის დაავალე იქნებ კოდი გატეხოს. -კი ხვალვე მივხედავ მაგას. ძალიან მაინტერესებს იქ რას აკეთებდა. ისეე რა გოგოა ეგ ჩემისაა. -ჩუმად არ გაგიგოს ნატუკამ თუ არა შენ მოგცემს გოგოს რომ გადაგაგდებს მერვე სართულიდან. .... -სად გაიცანი იოანეს და? დაჩიმ მომიყვა ხო ნახევარ და ყავსო. -ხო და ჩემი ამბები უკითხავს იოანესთვის. რძალი გამაცანიო და ცუდად რომ ვიყავი მერე სახლში მომადგა სანახავად. -უყურე შეენ, ეგ არც კი ხუმრობს ხომ იცი. -ხო რა ვიცი, თითქოს არ ჩანს ცუდი გოგო. კარგი და აზრიანი მოსაუბრეა მაგრამ მაინც რაღაცნაირად არ მომეწონა. თან ხო იცი ერთი შეხედვით ვცნობ ადამიანს. -თან შენ თუ ადამიანი ამოიჩემე მტრისას. -შენ ჩემი დაქალი ხარ თუ რა იყო. -კაი რას მებოღმები, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. -გვერდით მომიცუცქდა აფერისტკა და მომეხვია. ჩემი სულელი როგორ მიყვარს. მუცელზე ჩამომადო თავი და ლაპარაკი დაუწყო. -კაკუ კაკუ, პატარა, გესმის? მე დეიდა ნატუკა ვარ შენი დაიკოს დედა. იცი აქ როგორ გელოდეებით? და ძალან გვიყვარხარ. დიდხანს არ გვალოდინო ტორე მოგცხებს მერე დეიდა ტაკუნებზე და ნახავ. -რა სულელი ხარ გოგო. თან ასე თუ შეაშინებ აღარ იჩქარებს და შენსავით თვიანი იქნება. -ჩუმად გოგო არ გაიგოს დაჩიმ თორე რა ამოვა მაგის ყბიდან, ისედაც გადამატანა ჩემი რაჭველობა დაა. -კაი ხო არ ვეტყვი ომ 10 თვიანი ხარ. -კიდე გავიმეორე მის გასაბრაზებლად. -რა საძაგელი ხარ ვერ გიტან. -ვიცი და მეც მიყვარხარ. -ლოყაზე ვაკოცე და რის ვაი ვაგლახით ავითრიე წელი. სამზარეულოში გავედით. დაჩი და იოანე ჩვენზე მეტად ჭორაობდნენ. -აბა ვის ჭორავთ? -დოინჯი შემოირტყა ნატუკამ. -თქვენ. -წარბი აუწია იოანემ. -ჰმ, არ გრცხვენიათ მერე? -აბა თქვენ რომ გაგვჭორეეთ? -დაჩიმაც აუბა მხარი იოანეს. მე ნატუკას მივემხრე. -ჩვენ ქალები ვართ და ეს ბუნებრივია. -კარგი ხოო, თქვენ ვინ მოგიგებთ ლაპარაკში. ყველაფერს მაინც ბუნებას მიაბრალებთ ყველაფერს. -ხელი ჩაიქნია დაჩიმ. -იოანე წავიდეთ კარგი? ცოტა თუ არ დავიძინე ხვალ ვეგარ ვიაზროვნებ. -კარგი ბავშვებო წადით და მადლობა თებეა. გაჭირვების ტალკვესი ხარ. -მოიცა დაიბადოს ჩემი პატარა სამაგიეროს მერე გადაგახდევინებთ. -გაეხუმრათ იოანე და წამოვედით. ქვემოთ ჩასულებს მოულოდნელი სიურპრიზი დაგვხვდა. მანქანის საბურავი დაშვებულა. იოანემ გაოცებისგან პირი ააღო. -ამის დედააც. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. ამის დრო იყო ახლაა? არც მაქვს სათადარიგო. მიდი ტაქსს დაურეკე. დაჩიმ მის დას ათხოვა გუშინ. -კარგი არ გვინდა ტაქსი ფეხით წავიდეთ. -გაგიჟდი გოგო? ამ შუა ღამით? თან ხომ თქვი მეძინებაო. -კი მეძინება მაგრამ ტაქსით ჯაყჯაყს მიირჩევნია ნელა გავუყვეთ ფეხით და დილით ვიძინებ გვიანამდე. -კარგი როგორც შენ გინდა. -ჩემდა გასაოცრად დამეთანხმა დაჩი. ყოველთვი ვოცნებობდი შეყვარებული რომ მეყოლება ღამით უნდა ვისეირნო როდესაც მთელს ქალაქს სძინავს და მხოლოდ ჩვენ ორის იქნებოდა გარემო. ახლა სამს გვეკუთვნის მთელი ქალაქი. იოანემ თავისი მოსაცმელი მომახურა, ხელი გადამხვია და გავუყევით გზას. სიჩუმეს მხოლოდ შორიდან მომავალი ძაღის ყეფის ხმა არღვევდა. ზოგან კი მაღაზიების და აფთიაქების აბრები ანათებდა. ასეთი მშვიდი თბილისი არასოდეს მინახავს. მეც რაღაცნაირად მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი. სულაც არ მღლიდა ფეხით სიარული, დიდი მუცლის მიუხედავად. ვერც სიცივეს ვგრძნობდი. ასე კომფორტულად კარგა ხანია აღარ ვყოფილვარ. დრო და დრო იოანე მისკენ მიმწევდა და ხან შუბლზე ხან ტუჩებში მკოცნიდა. ერთ-ერთ მორიგ მაღაზიას ჩავუარეთ და უცებ შევჩერდი. იოანეც გაჩერდა და ინეტერესით სავსე თვალებით შემომხედა. -ნაყინი მინდა. -უფ, კიდევ კარგი მაღაზია აგერაა, თან ღიაა. წამო რომელიც გინდა და რამდენიც გინდა იმდენი ვიყიდოთ. -უყოყმანოდ დამთანხმდა იოანე და მაღაზიისკენ წავედით. გამყიდველმა გაოცებული სახე მიიღო, ამ შუაღმით აქ რა დარჩენიათო მაგრამ მუცელზე რომ დამხედა მიხვდა რაშიც იყო საქმე და გამიცინა. ნაყინის დახლისკენ მიგვანიშნა. ნერწყვი მომდიოდა უკვე. ვგრძნობდი გემოს და არომატს უკვე პირში. ყველა მინდოდა მაცივარში რომ ჩავიხედე. ამორცევა დავიწყე. ერთი პარკი რომ გავავსე შევატყვე რომ იოანეს უკვე მოთმინება ეწურებოდა, ხელში დაჭერილი ორი ცალიდან ერთი ცივად ჩავაბრუნე მეორე ცელოფანში ჩავამატე და მაცივარი დავკეტე. გავეკრიჭე იოანეს, მანაც ნაძალადევად გამიღიმა, თავი გადააქნია და უფრო გაეცინა. -კარგად დაფიქრდი გეყოფა? -დამცინა. -კარგი რაა, შენ რომ იყო ორსულად ეგრე არ იტყოდი. -აგეწყობოდა საქმე ეგრე რომ იყოს. -ორივეს გაგვეცინა ჩემს აფსურდულ სიტყვებზე. ფული გადავიხადეთ და წამოვედით. გზაშივე დავიწყე ჭამა. 50 თეთრიანი ვაფლის ნაყინი ცხოვრებაში ასეთი გემრიელი არასოდეს არ მომჩვენებია. მერე შოკოლადიანი მივაყოლე, მერე სენდვიჩი და მადა უფრო მიმძაფრებოდა. -შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, რა მადა გქონია. -დამცინა იოანემ და ისე გადაიკისკისა ლამის მთელს ქალაქს გააგონა. -მე არა შენს ქალიშვილს აქვს ძლიერი მადა. -ნუ აბრალებ ჩემ ბავშვს შენ ღორმუცელა იყო. -ანუ მე ღორი ვარ. -უცებ მომივიდა გული. ხომ ვიცოდი რომ გავსუქდი ორსულობაში და ეს რომ მითხრა სისხლი გამეყინა. -შენ გინდა მითხრა რომ ისე გასუქდი ღორს დავემსგავსე? -ნაყინი ძირს დავაგდე და ტირილი ამივარდა. -კარგი სულელოო, ნუ ტირი, მე ეგ არ მითქვამს. გეხუმრე. ნუ იბუტები. -ხელი წამოიღო მოსახვევად. -არ მომეკარო არ მინდა შენი ჩახუტება. -ხელი ავუქნიე იოანეს. -თებეა ახლა ნუ გამაბრაზებ. რა პატარა ბავშვივით იქცევი ვერ გავიგე. პირველდ გეხუმრე თუ რა დაგემართა. მოდი ჩემთან. -არათქო ხომ გითხარი და იისევ ვკარი ხელი. პიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.......გამაყრუებელი ხმა გაისმა, თავი მივატრიალე და დიდი ფარების შუქმა შემომანათა თვალებში, ისე რომ მეგონა დავრმაბდი. ბახ და რაღაცის ძირს დაცემის ხმამ გამომაფხიზლა. ნაყინი აქეთ იქეთ იყო მიმოფანტული და მათზე სისხლის წვეთები წითლად ელვარებდა. მაპატიეთ ბავშვებო ამდენი რომ დავაგვიანე მაგრამ რაღაც აუცილებელი საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე.. აწი ისევ გავაქტიურდები და ავანაძღაურებ რომ გალოდინეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.