ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [20] დასასრული
ბავშვებო.. ამდენი დღეა ვერ დავდე მაგრამ მიზეზი მქონდა.. მარჯვენა ხელი რამდენიმე დღეა გაშეშებული მაქ და ვერცკი ვამოძრავებ.. ძალიან დიდ უნამუსობაში რომ არ ჩამთვლოდა აი ცალიხელით ვბეჭდავ.. ვიცი არ ელოდით დასარულს.. მაგრამ ღმერთმა იცის როგორ წავა ჩემი ხელის საქმე.. ასე რომ... იმედია ისიამოვნეთ ისტორიით და მიზიარეთ თქვენი აზრი.. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის... მადლობა თანადგომისათვის.. რომ აქამდე მომყევით - ტელეფონზე ხომ.... მოგწერეო უნდა ეტქვა ტებეას რომ ლევანიმ გააწყვეტინა : - შენ ცალკე გაგესაუბრები.. - თებეა სახლში ადი.. ვფიქრობ მე და შენს ძმას სალაპარაკო გვაქვს .. სერიოზული სახით ჩაილაპარაკა ტატომ ... თებეამ ღრმად ამოისუნთქა და უსიტყვოდ დაემორჩილა ბრძანებას.. - აქვე კარგი რესტორანი ვიცი.. წამოდი და დავილაპარაკოთ... უთხრა ტატომ და ლევანიც უსიტყვოდ გაჰყვა ხინკალი და წითელი ღვინო შეუკვეთეს.. - მოკლედ ლევან.. დაიწყო ტატომ .. - მისმინე... - არა ჯერ შენ მისმინე.. თქვა ლევანმა და ღვინო მოსვა - მე ვხვდები რომ შენ ჩემს დას უყვარხარ.. არაფერი მაქვს თქვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო.. მაგრამ ეს ღამე ერთად წასვლები.. და ასე შემდეგ .. შენ თუ რაიმე არასერიოზული გაკავშIრებს ჩემს დასთან არცკი დავახამხამებ თვალს ისე გამოგაჭრი ყელს.. სრულიად მშვიდად ჩაილაპარაკა ლევანიმ და ღიმილით გადახედა ტატოს.. ტატომ ჩაიცინა და უთხრა - ბევრ რამეს აგიხსნიდი მაგრამ მოკლედ გეტყვი.. რომ მე თებეას პატივს ვცემ და არანაირი არასერიოზული განზრახვა არ მაკავშირებს .. და უფრო კარგად რომ აგიხსნა სიტუაცია ... მოკლედ... 1 კვირაში ვიქორწინებთ მე და თებეა. ჩქარა ჩაილაპარაკა ბოლო წინადადება და ხინკალი თეფშზე გადმოაცურა - მოიცა მოიცა.. დაიბნა ლევანი - და უკვე სთხოვე ხელი.. ამოილაპარაკა და მოჭუტული თვალებით მიაჩერდა ტატოს - დღეს უნდა ვთხოვო.. ჩაილაპარაკა და ნერვიული ღიმილი აიკრა სახეზე - დარწმუნებული ხარ რომდაგთანხმდება? რავიცი მე ვიცნობ ჩემს დას და.. სიცილით თქვა ლევანიმ და მანაც ხინკალი გადმოაცურა თეფშზე - დამთანხმდება .. დარწმუნებით ჩაილაპარაკა ტატომ და ხინკალი მოშებულმა გაიქანა პირში.. ჩემდა გასაკვირად ამ ორმა კარგად გაუგო ერთმანეთს.. ბევრ რამეზე ისაუბრეს და საერთოც გამონახეს ბევრი... ანგარიში რომ მოვიდა ლევანმა არ დაანება.. ხარჯები ქორწილისიც გეყოფაო უთხრა სიცილით და თვითონ გადაიხადა .. ტატოც დანებდა და გამხიარულებულებმა დატოვეს რესტორანი.... ***** - კაროჩე... თებეა რომ დარბაზში შემოვა მანამდე უნდა იყოთ ყველანი დაწყობილი თქვენ თქვენს ადგილებზე... არაფერი შეგეშალოთ რა.. აღელვებული უხსნიდა ფეხბურთელთა ას კაციან " არმიას" რა და როგორ გაეკეთებინათ .. ნეტა იცოდეთ სად აღარ გადარეკა რომ ამდენი ფორმიანი ყმაწვილი შეეგროვებინა.. რისთვის ?! ნახავთ .... ყველაფერი რომ მოაწესრიგა თებეას დაურეკა და დაუბარა სავარჯიშო დარბაზში მოდი ჩვენ რო ვიცით იქო.. თებეამ 20 წუთში მანდ ვარო და გაუთიშა...შემოსასვლელშI მიეგება რიჟას და უთხრა : - თვალები დახუჭე - დავხუჭე.. თქვა თებეამ და თვალები მოხუჭა.. ტატომ წითელი სახვევი ამოიღო ჯიბიდან და თვალებზე გაუკეთა, ისე რომ თებეას არაფერი დაენახა -ხო ხარ შენ კარგად? სიცილით თქვა თებეამ და თვალებზე მოჭერილ სახვევზე ხელი გადაისვა - ჩემი კარგად ყოფნა მომდევნო რამდენიმე წუთზეა დამოკიდებული .. ნერვიული სიცილით ამოთქვა თორთლაძემ და თებეა სპორტდარბაზის ბოლო სართულის აივნისაკენ წაიყვანა... - მივედით? გული დაეწურა თებეას სურპრიზის მოლოდინში - სულ ცოტაც.. უთხრა ტატომ და აივნის კარი შეაღო.. - ეგააა.. უთხრა ტატომ და მოაჯირზე მოაკიდებინა ტებეას ხელები - შენ რა აივანზე ამომიყვანე და უნდა გადამაგდო აქედან ? სიცილით ამოილაპარაკა ტებეამ და თვალებზე მოხვეულ ნაჭერს დაეჯაჯგურა - მოიხსენი.. უთხრა ტატომ და თვითონ შეუხსნა კვანძი... სპორტდარბაზის უკან, უზარმაზარ მოედანზე 100 ყმაწვილი ისე იყო დაწყობილი, რომ ქმნიდა წინადადებას: " თებეა, გამომყვები ცოლად?!"მაგრამ თქვენ გგონიათ სულ ეს იყო? არა?! გასიმა საზეიმო მუსიკა.. ზემოდან პატარა ვერტალიოტმა გადმოიფრინა რომელმაც გადმოყარა ბუშტები და ფერადი წვრილწვრილი ფურცლები.. შემდეგ ეს ყმაწვილები დაიშალნენ და თებეას სათითაოდ მოართვეს აივანზე თითო თითო წითელი ვარდი.. თებეა კი გაშტერებული და გაოგნებული უყურებდა ხან ტატოს ხან სანახაობას.. ბოლოს ყველაფერი მიწყდა.. სიჩუმემ დაისადგურა.. მუსიკა გაითიშა.. აღარც ბუშტები ცვიოდა ზემოდან... ტატო თებეას წინ ცაიმუხლა.. ჯიბეში ბეჭდის ქექვა დაიწყო და უფს... ვერ მიააგნო.. კიბეზე აქოშინებული სანდრო მორბოდა - მე რო არ გყავდე რა.. ამოთქვა ქოშინით , ჯიბიდან პატარა ყუტი ამოიღო, და ტატოს გაუწოდა.. ტატომ მადლობის ღიმილით აგადხედა და თებეას უთხრა : - თებე, გამომყვები ცოლად? და სიყვარულით სავსე თვალებით ამოხედა.. თებეა ყურებამდე გაიბადრა.. სიხარულის ცრმელბით აევსო თვალები...უნდოდა სიხარულისაგან ეწივლა და ეკივლა...მაგრამ არა.. ამაზე მეტად ახლა ტატოს გაბადრული ბაგეების დაკოცვნა უნდოდა.. - ადექი ფეხზე.. ღიმილით უთხრა ტატოც...ტატოს კიდე სახეზე ფერი დაეკარგა. ეგაა და უარს მეუბნებაო გაიფიქრა - მოიწიე ჩემსკენ... ტატოც მიიწია. ტებეამ კი კისერზე შემოხვია ხელები და საკუთარი ინიციატივით დაუკოცნა ბაგეები.. ეს იყო მისი კი-ც.. თანახმა ვარ- ც.... და ყველაფერიც.. გახარებულმა ტატოს ძმაკაცებმა და დაბლა მდგომმა ფეხბურთელებმა სიხარულის ყიჟინა შემოჰკრეს .... **** - აუ მიჭერს... ამოთქვა შეწუხებულმა და თეთრ კაბას დაეჯაჯგურა - ოოოოოოო ცოტა მოითმინე რა.. დაუცაცხანა ქრისტიმ და წელზე კაბა ცოტა მოუშვა... ცოტა ხანი კიდევ იწვალა.. თებეას წინ აესვეტა და უთხრა: - შესანიშნავად გამოიყურები ... და ტაში შემოჰკრა აჟიტირებულმა ანერვიულებულმა თებეამ მძიმე ნერწყვი გადაყლაპა და გაუღიმა ... - მოვიდნენ... გამოსძახა შემოსასვლელიდან ცირამ.. თებეამ გამოყვანილ კაბაზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა... აი ეს ხომ იყო ულამაზესი , მაგრამ თქვენ ტატო უნდა გენახათ... ისეთი მომხიბვლელი იყო ღია ნაცრისფერ სმოკინგში მნნნ.. რამის საქმრო ავახიე თებეას ვნებიანიმზერა შეავლო თებეას გამომწვევ კაბას.. დიდი ხისთავა მთიული კი იყო ტატო, მაგრამ ტებეას მორებულ კაბაზე არ ჰქონია პრეტენზია .. თებეამ განუცხადა ან ამ კაბას ჩავიცმევ ან არადა არცერთ კაბასო და ტატოც დანებდა.. იყო იქ პატარა დალოცვები და ცრემლები.. მერე კი ჯვრისწერაზე გაეშურნენ... - როგორ მინდა ეგ კაბა მალე შემოგაძარცვო... ვნებიანიხმით გადასჩურჩულა ტატომ ულამაზეს გოგონას და ბიბილოზე ოდნავ მოსდრო კბილები.. თებეამ კი მუცელზე უბწკინა და აგრძნობინა რომ მარტო ჩვენ არვართ აქო... სიგნალებით აიკლეს გზა მცხეთიდან თბილისამდე.. მერე ხელისმოწერა.. ქრისტის და ცირას ხუმრობები, ტატოსრომ აფრთხილებდნენ სანამ ხელს მოაწერ კარგად დაფიქრდი რაიცი რახდებაო...და მერე მათი კისკისი.. ფოტოგრაფები.. სურათები... მომღიმარი სახეები...ყველაზე სასაცილო ის იყო სანდრო რომ შემოხტა სცენაზე და თქვა: - მე , ლუკას და ნიკას სურპრიზი გვაქვს ტატოსთვის .. მიკროფონი თავის ადგილას ჩაარჭო და აპარატურასთან მდგომს ხელიტ ანიშნა ჩართეო - რას აპირებენ? გაკვირვებულმა გადასჩურჩულა თებეამ - არვიცი.. ჭკუა არაფერს დაუშლის ამათ.. სიცილით თქვა ტატომ და სცენაზე აცქმუტებულ ბიჭებს მიაჩერდა, რომლებიც რაღაცა ცეკვისათვის პოზიციებს იკავებდნენ... დარბაზში i am sexy and i know it რომ გაისმა და ბიჭებმა კურტუმების ქნევა დაიწყეს დარბაზი რამის სიცილით დაწვა.. მერე ქრისტი და ცირა ისეტI სიტყვით გამოვიდნენ რამის ატირეს თებეა.. ბევრი რომ არ გებლადუნოთ.. ქორწილი ჰქონდატ აი ისეთი.. ნებისმიერი თქვენთაგანი რომ ინატრებდა... ტატო უკვე ბეწვზე იყო და ვეღარ ითმენდა - აუუ მოვტყდეთ რა. ესენი არ დაიშლებიან ჯერ.. შეწუხებული სახით გადაულაპარაკა თებეას თებეაც საოცრად გადაღლილი იყო უკვე დაეგრევე თავი დაუქნია .. - ჩვენ წავედით და მიხედე აქაურობას.. გადაულაპარაკა კარებშI მიმავალმა ტატომ სანდროს - აბა თქვენ იცით.. უთხრა სანდრომ, თვალი ჩაუკრა და უხამსად გაუღიმა ... თებეა მთელი გზა ცქმუტავდა .. - რაიყო მალე მივალთ.. უთხრა ტატომ და მაცდურად გადახედა - იდიოტო... ამ კაბამ შემაწუხა და მიტო ვერ ვისვენებ.. თქვა შეწუხებულმა და კაბა მაღლა აქაჩA.. - ნუ თუ კაბამ შეგაწუხა.. სასაცილოდ ამოილაპარაკა ტატომ და გზას გაჰხედა ღიმილით.. სახლში მალე მივიდნენ... ტატოს საგანგებოდ მოეწყო აქაურობა.. თავიდან გაერემონტებინა ბინა და რაღაცეები შეეცვალა... საძინებელში შევიდა თებეა და კაბა ძლივს-ძლიობით გაიხადა.. დაღლილმა მოისროლა დივანზე და სააბაზანოსაკენ წავიდა ... - სად მიიპარები ? უთხრა ტატომ და სააბაზანოს კარებს ხელი მიადო და დახურა - გადავივლებ და მოვალ.. უთხრა თებეამ და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.. უფ ტატო იმისი ჩიტი იყო ამას მოუცდიდა ეხლა. თან ეს მატრაკვეცა გოგო ლიფის და ტრუსის ამარა რომ აესვეტა წინ.. ესეც კარგი მაიმუნუა... ნწ ნწ... ტატომ საცვენებელი თითი მისი მხრიდან ხელის ტერფამდე ჩაატარა და წელზე მოხვია შემდეგ ხელები.. საწოლისაკენ წაიყვანა.. თებეა რომ მიხვდა ტატო ნამდვილად ვერ მოითმენდა მის ბანაობამდე მასზე მოქცეულს მაცდურად გაუღიმა.. ჰალსტუხზე დაეჯაჯგურა და უთხრა : - ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს ღიმილიან ბიჭს, საერთოდ არ უხდება ჰალსტუხი ... და ჰალსტუხი იატაკზე მოისროლა... დასასრული ?! ნამდვილ სიყვარულს არ აქვს დასასრული.. ის არამარტო დასასრულის არამედ მუდმივობის საზღვრებსაც სცდება ... სიყვარული მიჰყვება მარადისობას.. მაგრამ მგონი ამ უკანასკნელსაც სჯობნის... ეს იყო თებეას და ტატოს ისტორია.. ბოლო თავი.. მაგრამ არა დასასრული.. მათი სიყვარული და ხალისიანი დღეები კიდევ ბევრ სასიყავრულო თავს მიამატებს მათ ისტორიას.. მაგრამ ვფიქრობ მკითხველო, ისინი ამ დღეებს თავისთვის დაიტოვებენ .. და ამ თავის შემდეგ აღარ გაგვანდობენ დიდუუუ ცალი ხელით ვბეჭდე და რამდნეი ხანია ვარახუნებ კნოპკებს.. უკლებლივ ყველამ მიზიარეთ შთაბეჭდილება... ალბათ მეტს მოელოდეით , მაგრამ ჩემი მტკივანი ხელის გადამკიდემ მეტი ვერ დავწერე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.