შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ არ იბადებიან (თავი 3)


19-04-2017, 20:36
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 461

გიორგიმ კეფაზე ხელის მტევნები შემოიწყო, თავდაჯერებულად შეათვალიერა გარემო, მერე ანანოს შეხედა ისე, თითქოს მისი ნათქვამი არ გაეგონა.
-არ გესმის ?-უკმაყოფილოდ იკითხა გოგონამ.
-არ ვარ ამ ქვეყანასა ზედა-ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მგონი, არც იყო, წითლად შეხურებული ლოყები, ბედნიერებით გაღჟენთილი სახე..როგორც ჩანს, მასზე ამართლებდა გამოთქმა, სასმელს ბედნიერება მოაქვსო.
-გიორგი, იცოდე, აქედან წავალ და მარტო დაგტოვებ.. იქნებ მოხვიდე გონს, მითხარი ნესტანის ნომერი, ან დედაშენის, მამაშენის, ძმაკაცის ან ვინმესი...-ანჩხლობის ზღვარზე იყო ანანო, რომელსაც უკვე ამაზრზენად ეჩვენებოდა ბიჭის სიახლოვე, მხოლოდ ისიც კი, რომ მის წინ იჯდა.გურმანობასა და წერაზე შეყვარებულს, ერთი შეხედვით, საერთოდ არ აინტერესებდა ანანო, რომელიც ლამის იყო შეშლილიყო ამ ბიჭის გამო და ალბათ ისევ ნესტანზე ფიქრობდა, მის მუქ თმებსა და დიდ თვალებზე, უყვარდა მისი მშვიდი, დამყოლი ხასიათი, გამოხედვა, მზრუნველობა.. ალბათ ანანო სულ ტყუილად სცდილობდა, თავიდან კი არ უნდოდა საკუთარ თავთან ამის აღიარება, თუმცა იმ დღეს გახელებულ გულს გამოუტყდა სიმართლეში..
-მოდი, ერთი სიმღერა წავიღიღინოთ, ანდა ეს ჭიქა ჭიქას შეაჯაღოთ.
-ორივე ჰო არ გინდა ? მე მივდივარ, გესმის ? იყავი აქ და ვისაც გინდა იმას ელოდე..-თვითონაც არ იცოდა, რამ გამოიწვია მისი უეცარი აფეთქება.. ზოდიაქოს ვერ დააბრალებდა, მერე რა რომ ვერძი იყო, მსგავსი რამეები არც ისე ხშირად ახასიათებდა.. ისეთი გამწარებული იყო დავითიც კი გაახსენდა, ისე ის არასდროს მოექცეოდა, იქნებ იმას, რომ ელოდო , ვინც გიყვარს, ჯობია იყო მასთან, ვისაც უყვარხარ ... გოგონამ მეტად გამძაფრებულად დაიწყო ამაზე ფიქრი, ყველაფერზე გამწარებული იყო, განსაკუთრებით, საკუთარ თავზე და ერთი სული ჰქონდა მის წინ მჯდომ ბიჭს, რომელსაც ცომის გროვად აღიქვამდა იმ წამს, როდის გაეცლებოდა..
-ისე მოსაწონი გოგო ხარ..
-უკაცრავად ?-ირონიით ჰკითხა გიორგის.
-შენი ტანი მომწონს. კარგი ტანი გაქვს.
-სული არა ?
-ნესტანის სული მომწონს..
-მთვრალი ხარ.. სულ რა მოგწონს და რა არა...“ტაქსის“ გამოგიძახებ და წადი, რახან არავის ნომერს მეუბნები, სხვა გზას არ მიტოვებ, მარტო უნდა წახვიდე... იმედია, მისამართს არ დაუმალავ მძღოლს...-ასეთ თამამ ანანოს თვითონაც არ იცნობდა და გულის სიღრმეში ამაყობდა საკუთარი გამბედაობით.
-ანანო, ასეთი.... ასეთი სექსუალური. იცი, როოგრ...
-გაჩუმდი...მთვრალი ხარ.. ადექი, „ტაქსის“ გავაჩერებ...
-იქნებ შენც წამოხვიდე, დიდი საწოლი მაქვს..
-ფხიზელი რომ იყო საკადრის პასუხს მიიღებდი-მკაცრად წარმოთქვა, ფეხზე წამოდგა და ბიჭს მზერით ანიშნა, წასვლის დროაო.
გიორგი არ დგებოდა, თუმცა რამდენიმე მიმტანი ბიჭის დახმარებით ოახერხა ანანომ მისი გარეთ გაყვანა, „ტაქსში“ ჩასვა, მისი მისამართი გაიგო და გაუშვა იმ იმედით, რომ გზაში არ შეაჩერებინებდა მანქანას გიორგი და სადმე მთვარეულივით არ დაიწყებდა ხეტიალს.

***
მკვდარი დილა იყო.
თითქოს არავინ და არაფერი არსებობდა გარშემო. არაფერი საქმე არ ჰქონდა,უფრო სწორედ, უმრავი რამ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ იცოდა რითი დაეწყო და უბრალოდ ჯდომას, კედლების ყურებასა და ფიქრს ამჯობინებდა.
ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მარტო ცხოვრობდა უკიდურესად დიდ კუნძულზე, რომლის ახლომახლოს ერთი სულიერიც კი არ დაიარებოდა.
ძმის ყვირილის გაგებაზეც კი ოცნებობდა, ნატას ჩხუბიც კი ენატრებოდა.. ისეთ მდგომარეობაში იყო, ეგონა ტვინი გაშეშებული მაქვს, გული კი გაყინულიო..

-ორ ზღვას შუა ძველიძველად საომარი იყო გიო-მოიკრიბა ენერგია და ფეხზე წამოდგა, ქუჩაშ ცოტას ვირბენ და იქნებ ხასიათზე მოვიდე, ენერგიაც დავიბრუნო და სასწავლს მივხედოო. მოკლე შავი შორტი და ტოპი სწრაფად მოირგო, „ბოტასებში“ ფეხები „“უნასკებოდ“ ჩაყო, ყურსასმენები მოიმარჯვად და კიბეებიდან ბორბლებიანი მატარებელივით ჩაეშვა...
„არც ისე ცუდია ცხოვრება, არა ?“-გაიფიქრა და წამზომი ჩართო..
მართალია. არც ისე ცუდია სამყარო ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა არ მიყვებით მის დინებას, ვეწინააღმდეგებით გაასკეცებული ენერგიით და საკუთარ კვალს ვტოვებთ მის უსამართლოსა და შემზარავ გზაზე..
ადრენელინი ძარღვებს რომ ასკდება სირბილის მეორე საათზე, რომ ხურხარ და ოფლის სახის შორდება შენს სხეულს უარყოფითი სიმძაფრე, მსგავს რამეს გრძნობდა ანანო და საერთოდ დაეკარგა ორიენტაციის უნარი. რომ გეკითხათ, სად ხარო, ვერ გიპასუხებდათ.. თავში ბარათაშვილის მერანის ბოლო სტრიქონები უტრიალებდა და ახალი განცდა ემატებოდა გახურებულ თავსა და სხეულს..

***
მთელი თვე ისე გავიდა, გიორგისთვის ხმა არ გაუცია, სადმე თუ დაინახავდა, გვერდს აუვლიდა ხოლმე, თან სააღდგომო დასვენებაც დაემთხვეა და მისთვის თავის არიდება მარტივიც იყო. თითქმის მთელი თვე არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდა ბიჭი, გამოცდებიც კი ისე დაწერა, არც აქეთ იყო და არც იქით, სადღაც გაჩერებულიყო რეალურსა და ილუზიურ სამყაროს შორის, რომელსაც ალკოჰოლური სასმელიც სიმძაფრე იწვევს.
მეორე თვეს რამდენიმეჯერ ნესტანთან დაინახა, როგორ ტრიალებდა მათი ენა ერთმანეთის პირში და გონება ისევ გაუნათდა, საბოლოოდ გადაწყვიტა უაქრი ეთქვა ამ ბიჭზე, მაგრამ არც დავითთან ყოფნას უნდოდა, დიდი ხანი იყო, რაც ის ამოეშალა საკუთარი ცხოვრებიდა და დაბრუნებას არ აპირებდა.
ცდილობდა, მეტად ოპტიმისტურად მისდგოოდა ცხოვრებას, აქტიური და ხალისიანი ყოფილიყო. დიდ დროს ატარებდა მეგობრებთან, კურსელებთან, უნივერსიტეტის გუნდურ მარათონშიც მიიღო მონაწილეობა და გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა, დადიოდა ლაშქრობებზე, ათენებდა ღამეებს პიესების წერაში და ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს სამყარო სიფერადისკენ გადახრილიყო...
ოჯახთანაც გამოასწორა ურთიერთობა და ერთი სიტყვით, შეეძლო ეთქვა, რომ შესანიშნავად გრძნობდა თავს, თუმცა ზოგჯერ თავს ახსენებდა უკვე წარსულში დატოვებული გაურკვეველ ურთიერთობათა ქსელი და გული გამალებულ დარტყმებს გრძნობდა..
***
-მოდი, გავაცდინოთ ერთი კვირა და ბათუმში წავიდეთ, ივლისის დასაწყისში შესანიშნავი ზღვაა-მეგობრებს გააცნო საკუთარი იდეა ანანომ, რომელიც ცხოვრებაზე ისე იყო შეყვარებული, როგორც არასდროს.
-მერე გამოცდებიც ახლოვდება, გოგო ?
-უნივერსიტეტი მგელი კი არაა, ტყეში გაიქცეს-დაითანხმა მეგობრები:ლინა, მარი და ლიკა და სამზადისს იმ დღესვე შეუდგა.

როცა არ ველით, მაშინ ვაწყდებით საფრთხეს.. მსგავსი განცდა ყოველივე ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, არც ანანოსთვის იყო უცნობი, თუმცა რას იფიქრებდა, რომ ღამის 9 საათზე იოგურტის საყიდლად მაღაზიაში ჩასულს დავითი „შეეფეთებოდა.“
-ამას ვის ვხედავ-მაშინვე გოგონასკენ წამოვიდა, რომელმაც წამიერად აქცია ზურგი იმ იმედით, რომ აღარ გამოელაპარაკებოდა, მაგრამ დავითი რის დავითი იყო..
-ანანო, არ მოგენატრე ?
-გიჟი ხარ...-გოგონამ გადაიხარხარა და გასასვლელისკენ რაც შეიძლებოდა სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მაღაზიას სირბილით გაშორდა და თავი შეაფარა სახლს. არ შეეძლო მისი ხმის მოსმენა, ნერვოზს უჩენდა დავითის თითოეული „არ მოგენატრე,“მომენატრე“ და მსგავნი...
თუმცა მაინც არ გაუფუჭებია საღამოს განწყობა და საყვარელი სერიალის ყურების სურვილი. „გრეის ანატომიას“ თავიდან იწყებდა, უნდოდა ცხოვრება თავისი სიმძაფრითა და ტკივილით თავიდან გაეცნო...
***
„ ისევ ძაან მენატრები რა ჯანდაბაა“-დავითის მესიჯით დაიწყო დილა,უფრო სწორედ, შუა ღამე, როცა ყურსასმენმა ატკინა ყური და გააღვიძა. მოწერილის დროს შეხედა, 1:46 იყო ღამის.. დილას არ ვენატრები ამ მაიმუნსო, გაიფიქრა, ყურები გაითავისუფლა, გადატრიალდა და დიდადაც აღარ დაუყოვნებია ძილს..
***
როგორც იქნა, სასწავლო წელი დახურა, მართალია, არასახარბიელო ქულებით. თუმცა ეს ძალიანაც არ ადარდებდა, მთავარი იყო, დაესვენა,ამოესუთქა და ცხოვრების ხალისი გამძაფრებულად შეეგრძნო..
უკანასკნელი გამოცდის დღეს ისეთ მხიარულ განწყობაზე იყო, ნესტანის ნახვამაც ვერ გაუფუჭა გუნება, საკუთარ თავს აჯერებდა, რომ გიორგი მისთვის არაფერს ნიშნავდა და ზაფხულის განშორება ყველაფერს მოაგვარებდა, თავის ადგილზე დააყენებდა და ანანო აღარ იქნებოდა უიღბლოდ შეყვარებული გოგონა. სწორედ ეს ასულდგმულებდა მის სულს, ცხოვრებას ანახებდა ლამაზ ფერებში.....
იმ დღეს დიდი ხნის დაიგნორებულ დავითსაც კი უპასუხა მონაწერზე და სწავლის დამთავრების აღნიშნასაც კი დასთანხმდა, უფრო მეტიც, ახალი მოკლე კაბა იყიდა და საკმაოდ დიდი ხანი ემზადებოდა მასთან შესახვედრად. არ იცოდა, რატომ იქცეოდა ასე, შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ საბოლოოდ გაეთავისუფლებინა საკუთარი გული და გონება გიორგიზე ფიქრებისგან... ან იქნებ იმიტომ, რომ დავითისადმე გრძნობები ისევ დარჩენოდა, რომლებიც განშორებას გაემძაფრებინა და ინერციით თუ არა ინერციით აბრუნებდა მისკენ.

-ჩემი ოცნება რა არის იცი ?
-შენნაირ ლამაზ გოგოს ჩემი ერქვას.
-მერე ლამაზების მეტი რაა.
-შენთან მინდა !-ნაცნობმა ფრაზამ ისევ გაიჟღერა და ანანოს ოდნავ დააყარა ე.წ ეკალმა-ანანო, ნუ დაიძაბები...

იმ დღეს კაფიდან გამოსულებმა რამდენიმე საათი იბოდიალეს თბილისის ქუჩებში, რომლებიც მათ ხალისს ვეღარ იტევდა, იხსენებდნენ ძველ დროს, ძველ მომენტებს, რომლებიც ღიმილსაც კი იწვევდა...
ეს იყო წამები, წუთები, საათები, რომლებიც ძველ დროსგან ჩუმად იჯიბავდნენ ბედნიერებას.. ყოველ შემთხვევაში ანანო დილას მხოლოდ ამას ფიქრობდა, როცა დივანზე გაუხდელად იწვა, არც კი იცოდა რომელი საათი იყო და საკუთარი მდებარეობის შესახებაც არანაირი მოსაზრება არ გააჩნდა..
-ანანო, აქ ვარ, აი, მანიაკი არ ვარ.
-სად აქ ?-დავითის დანახვამ გააკვირვა.
-ჩემთან წამოვედით, ფილმი ვნახეთ..
-მერე ?
-რა მერე ? მეტი არაფერი.
-ხომ არ მიკოცნია ?-ცნობისმოყვარედ შეხედა ისე, თითქოს თუ აკოცებდა, რამე მძიმე დანაშაულს ჩაიდენდა.
-არა, ან..არაა..
-კიდე კაი...ახლა უნდა წავიდე..
-არ ვისაუზმოთ ?
-არა, არ მშია..
-კაი, რა ..შენთვის მოვამზადე ..
-კვერცხი ?
-უგემრიელესი ომლეტი ყველით, შენ რომ გიყვარს ისეთი, კიდევ ცივი ყავა..
-კარგი, მაგათი ხათრით დავრჩები...-სამზარეულოში გაყვა დავითს, ის იყო ჭამა უნდა დაეწყო, ვიღაცის ფეხის ხმა მოესმა და მაშინვე გააცნობიერა, რომ შესაძლოა ბიჭი მარტო არ იყო.
-ვინმეააა ?-დაბალი ხმით ჰკითხა ბიჭს.
-მამიდა, მოდი შენთვისაც მოვამზადე..-ამ სიტყვებზე ანანო შეკრთა, ნამდვილად, არ სურდა დავითის ოჯახის რომელიმე წევრი გაეცნო.
-გამარჯობა, შვილო..-ორმოციოდე წლის ქერა ქალი შემოვიდა ოთახში, თბილად გაუღიმა ანანოს, რომლის სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ ირხეოდა, გოგონას ხმას კი დაეძაბა და მხოლოდ ათობით წამის შემდეგ მიესალმა..
-შენზე ბევრს ყვებოდა დათო, მინდოდა გამეცანი..
-სასიამოვნოა..-ინერციით ჩაილაპარაკა და დავითს უხერხულად გახედა, რა მიქენიო. ასე უხერხულადვე ისაუზმეს, ქალბატონი ქეთო უამრავ კითხვას უსვამდა, რაზეც ანანო უკიდურესად მინიმალისტურ პასუხებს იძლეოდა.
***
-მართლა გაგაცნო ? ნუ, ევასები ძაან რა...-დაიწყო ლინამ.
-კაი რა... მე არ მევასება...
-იქნებ სჯობს, იმას შეხედო და დააფასო, ვისაც სჭირდები და არ გაეკიდო ვიღამ მწერალ ბიჭებს, არ ხარჯო მაგათ მუცლების ამოსაყორად ფულები...არ იყო ასეთი უხალისო და მდორე მკვდარი ლეში..-მიაყარა ლინამ სიტყვები ერთმანეთზე მგონი ამოსუნთქვის გარეშეც კი..
-ჰო, მაგრამ ვცდილობ.. ახლა საერთოდ ბოლომდე დავივიწყებ... ზაფხულია და...
-იცი, რას გეტყვი დავითი არ გაუშვა.. მასეთ ბიჭს ვერ იპოვი.. რაღაც შეეშალა, ვთქვათ ...მაგრამ ვინაა შეუცდომელი ? ნახე, როგორ ზრუნავს შენზე, მასთან იყავი..
დაქალის ეს სიტყვები გააპროტესტა იმ მომენტში, თუმცა შემდეგ დაფიქრდა კიდეც... მთელი დღე დადიოდა გამოშტერებულივით და ცდილობდა გადაეჭრა ცხოვრების ყველაზე რთული ამოცანა: „უპასუხო სიყვარული და ზღაპრული სიყვარულის იდეა თუ რეალური დავითი და მხიარული ანანო ..“
___
ბოდიში დაგვიანებისთვის, უბრალოდ ვერ ვახერხებ ხოლმე ხშირად წერას, მუზაც ნელ-ნელა მოდის. 8 საათიდან გასული,გამოშტერებული, ურთულესი გამოცდის დამწერი და ა.შ ვწერ ამ თავს, ძაანაც არ გამაკრიტიკოთ.
მიყვარხართ heart_eyes

პ. ს ერთ-ერთ მთავარ გმირს (გიორგის) ჰყავს პროტოტიპი, რომლისგანაც რაღაცები ავიღე, ასე ვთქვათ.....
თუ ეს თავი ავა 1000+ ნახვაზე, გაგაცნობთ მის შემოქმედებიდან რამდენიმეს.. (ოღონდ მხოლოდ პირადში, აქ ვერ ავტვირთავ, საავტორო უფლებებს ვიცავ და მას არ უყვარს ინტერნეტით გავრცელება იმის, რასაც წერს (ჩემგან განსხვავებით ;დ)



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მაგრამ ანანოსი არ მესმის.ვნახოთ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას.დათოც არ ჩანს ცუდი ბიჭი
--------------------
ლანა

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

La-Na
კარგი იყო,მაგრამ ანანოსი არ მესმის.ვნახოთ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას.დათოც არ ჩანს ცუდი ბიჭი

ალტერნატივათა ძიებაა ცხოვრება, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, ალბათ ამ მდგომარეობაშია ანანო

 


№3 სტუმარი გიჟიიი

მომწონს ძალიან

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

მომწონს ანანო... რაღაცნაირი უცნაური გოგოა, მე მაინტერესებს გიორგის პროტოტიპის შემოქმედება ❤ ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ბავშვებო,მაგვიანდება ცოტა, კი არა და ბევრი, გამოცდები მაქვს და ნერვები დამაწყდა, პარასევს აუცილებლად დავდებ გამოცდის მერე.
იმედია, მაპატიებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent