შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (8)


19-04-2017, 21:40
ავტორი gonegirl
ნანახია 11 804

ნინი.
-შორს თვალთმაქცობავ! თქვი ,გიყვარვარ? ვიცი ჰოს მეტყვი
და მეც ვენდობი მაგ შენს სიტყვებს. რომ დაიფიცო
ხომ შეიძლება მომატყუო? აკი ამბობენ
იუპიტერი იცინისო მიჯნურთა ფიცზე!
მორჩა, მგონი მზად ვარ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ვახელ, კუთხეში მდგარი სამი სტუდენტი გაკვირვებული მომჩერებია, ჰო შუა დერეფანში ჯულიეტას სიტყვების გამეორება აშკარად არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. ყოჩაღ ნინი, უკვე სამი ადამიანით მეტი გთვლის არანორმალურად. ნაძალადევად გაღიმებული მივემართები აუდიტორიისკენ. ხომ შეიძლება საუკუნეში ერთხელ მაინც მოხდეს სასწაული და კარგ ხასიაზე დამხვდეს შენგელაია. სახელურის ჩამოწევასაც ვერ ვასწრებ კარი თავისით რომ იღება და პომიდორივით აწითლებული ბიჭი ლანძღვით მივლის გვერდს, მოუსწრია პირველი მსხვერპლის გამოგდება, ჰო ნინი დღეს ნამდვილად არ უნდა ელოდო სასწაულს.
აუდიტორიაში ფეხის შედგმა და შენგელაიას სცენისკენ მიშვერილი თითის დანახვა ერთია, ეს და ჰიტლერი რაღაც შორეული ნათესავები უნდა იყვნენ მგონი.
-რომეოს შემსრულებელი თავისით მიხვდება გამოჩენას თუ მოსაწვევი გავუგზავნო?-ახლა სკამზებზე აკრული ბავშვებისკენ აბრუნებს თავს. გამხდარი ქერა ბიჭი სიკვდილმისჯილივით მოაბიჯებს სცენისკენ, ეს პირველკურსელია უეჭველი.
-უღირსი ხელით თუ შევბღალე წმინდა მშვენება
თაყვანსაცემი, სინაზით რომ არა ჰყავს სწორი-სიტყვაც არ აქვს დამთავრებული საწყალ ქერას, შენგელაიას აწეული ხელი რომ აჩერებს. მორჩა, დაიწყო წარღვნა და მეორედ მოსვლა
-ახლგაზრდავ, ჯულიეტას ესაუბრებით თუ თქვენს მეზობელ მაყვალას? ან ტონის აწევა არ უსწავლებიათ თქვენთვის ან მიმიკა ან ტემბრი? ამისთვის იკლავდა შექსპირი თავს?- სათვალეების ზემოდან ანათებს შენგელაიას დაწვრილებული თვალები. ღმერთო შენ გვიშველე!
ერთსაათიანი ქოთქოთის შემდეგ იავნანასავით ჩამესმის ზარის ხმა. მხოლოდ შენგელაიას ლექციებზე თუ მიხვდები რას გრძნობს ლომის ხახაში ჩავარდნილი საწყალი ზებრა. სასწრაფოდ ვიმარჯვებ მობილურს და ზეპირად ვკრებ ნომერს,აიღე ახლა თორე სუიციდით დავასრულე ცხოვრება
-ჰო ნინელი-მოგუდულად ჩამესმის ლექსოს ხმა
-მითხარი რომ ვარჯიში დაგიმთავრდა და უნივერსიტეტთან მელოდები-სულმოუთქმელად ვაყრი გასასვლელისკენ მიმავალი
-ხუთ წუთში გამოვიცვლი და გამოვდივარ-ქოშინით თუ ვიმსჯელებთ უკვე გასახდელისკენ უნდა მირბოდეს და თუ ჩემი მოთმინების უნარით ვიმსჯელებთ სჯობს მართლა გასახდელისკენ მირბოდეს. ნაჩქარევად ვაჭერ წითელ ღილაკს და ის-ისაა ჩანთაში უნდა ჩავტენო რაღაცას რომ ველეწები, სერიოზულად ნინი? ყველა თავის დახრაზე რაღაცას როგორ უნდა ასკდებოდე!
-ერთხელ დაჯახება შემთხვევითობაა, აი ორჯერ უკვე ბედისწერა-თაფლისფერი თვალებით შემომცინის წინ აყუდებული წაბლისფერთმიანი ბიჭი. გადასარევია,ჯერ ფურცლებით ხელში შევეხეთქე ახლა მობილურით ხელში და ვერც ამჯერად მოვასწარი თმის გასწორება, გმირი ხარ ნინი!
-ბოდიში-უხერხულად ვიღიმი და მობილურს ჩანთაში ვაგდებ.
-არაუშავს,ნინი ხო?-საჩვენებელ თითს მიშვერს
-კი
ჯანდაბა, როცა მჭირდება მაშინ არ გამახსენდება სახელები. ვახტანგი ერქვა? უიმე ვახტანგი არა ემზარი ერქმეოდა! აბა ნიკა? გიორგი ვითომ?
-მაპატიე შენი სახელი ვერ დავიმახსოვრე-როგორც ყოველთვის თავისით ტლიკინებს პერიოდულად ძირში მოსაჭრელი ენა
-ზურა-ყელზე ჩამოკიდებულ ფოტოაპარატს ისწორებს-არაუშავს, მეც მიჭირს სახელების დამახსოვრება
-მოკლედ ზურა, იმედია მესამეჯერ მაინც აგივლი გვერდს
-არა რატო, მე არ ვარ დაჯახების წინააღმდეგი-სიცილით შლის ხელებს. გაღიმებული ვარიდებ თვალს
-კარგი წავედი აბა-უხერხული სიჩუმის შემდეგ ძლივს ვაბამ ერთმანეთზე ორ სიტყვას
-თუ წინააღმდეგი არ ხარ გაგაცილებ, არ დაეჯახო კიდე ვინმეს-გზას მითმობს და გვერდით მიდგება, სასწაული! ლექსოს და ხვედელიძის გარდა სხვა ბიჭთან ერთად მეღირსა სიარული, შამპანური და ფეიერვერკები დამანახეთ!
-აქ სწავლობ?-კიბეებზე ჩასვლისას ვაბრუნებ თავს
-არა, ფოტოგრაფი ვარ და პორტრეტებს აქ ვიღებ ხოლმე რა-მხრების ჩეჩვით მომყვება
-ბუნებასაც უღებ თუ მარტო ხალხს?
-ვაბშე ყველაფერს რაც მომეწონება, თუ გინდა შენც გადაგიღებ-გაკრეჭილი იღებს ყელზე ჩამოკიდულ კამერას
-ოღონდ დღეს არა-კისკისით ვიფარებ სახეზე ხელს, ნამდვილად არ ღირს განადგურებული ნინის სახე შემორჩეს მომავალ თაობებს.
-მაშინ სხვა დროს უეჭველი გადამაღებინებ,შევთანხმდით?-წინ მესვეტება და ხელს მიწვდის. ოღონდ ახლა ნუ გაიბრინჯები ნინი და რომ წავა მთლად ბამბის ნაყინივით დადნი თუ გინდა
-ვნახოთ-მზერას ვუსწორებ თაფლისფერ თვალებს და შენობიდან გავდივარ. ტროტუარზე ფეხის დადგმა და ტელეფონის აწკრიალება ერთია
-ხო ლექსო-ნაჩქარევად მიმაქვს მობილური ყურთან
-მოვედი,მოიხედე მარჯვნივ-მოგუდულად ჩამესმის შეცვლილი ხმა. სასწრაფოდ ვატრიალებ თავს
-ნინელი რით ვერ ისწავლე მარჯვენას და მარცხენას გარჩევა?-არ აყოვნებს ლექსოს ბურდღუნი. თვალების ტრიალით ვაბრუნებ თავს საპირისპირო მხარეს, მობრძანებულა კალათბურთის მამად წოდებული.
-წავედი აბა მელოდებიან-წამით ვყოვნდები ზურას არსებობა რომ მახსენდება
-შეხვედრამდე აბა-გვერდით გადახრილი თავით მიღიმის. ხელს ვუქნევ და აყლაყუდას სუბარუსკენ მივაბიჯებ, ხელის დაქნევა? ყოჩაღ ნინი, ახლა ოფიციალურად ხარ სტუდენტის ტანში ჩასახლებული ბაღის ბავშვი!
-ვინ იყო ის ბიჭი-მიახლოვებისთანავე იგრძელებს კისერს ლექსო
-შენც გაგიმარჯოს-ფრუტუნით ვიწევი წინა სავარძლისკენ და უსაფრთხოების ღვედს ვქაჩავ
-მართლა ვინ იყო?-საჭესთან დასკუპება მოუსწრია ბიჭს,იჯდეს ახლა და იმტვრიოს თავი,ძალიანაც კარგი!
-ეს შემიკარი რა ლექსო-წუწუნით ვიშვერ ხელს ღვედისკენ,მთელი ტანით იწევა და თავის სანაქებო თოკს ექაჩება, ისევ მენთოლის ნაცნობი სუნი მცემს.
-მეტყვი ახლა ვინ იყო?-სავარძელზე გასწორებული მანათებს შავ თვალებს
-უიმე არავინ,არ შეიძლება სიმპათიურმა ბიჭმა კარამდე მიმაცილოს?-წარბშეკრული ვისწორებ სარკეში თმებს
-აა ახლა სიმპათიურიც გახდა?-ლამის შუბლზე ატანილი წარბებით აქნევს თავს
-მოკლედ დერეფანში რომ მოვდიოდი დავეჯახე, ჰოდა გასასვლელამდე გამომყვა, ვსო დაკმაყოფილდი?-ჩემი სიტყვის დამთავრება და მანქანის ხვედელიძის ფეხებთან დამუხრუჭება ერთია.
-რავა ხართ ხალხი?-უკანა სავარძელზე გაჭირვებით ეკვეტება ლუკა
-ბიჭო ბორბლებში რომ არ შემვარდნოდი ისე არ გავაჩერებდი?-თავს უკან აბრუნებს ლექსო
-რა ვიცი დაგინახე და გადმოვხტი-მხრებს იჩეჩავს სნიკერსმომარჯვებული ხვედელიძე.
-ჰოი გადმოხტა დიდი სპორტსმენი და ჭოკით ხტომაში სამგზის ჩემპიონი ხვედელიძე-კისკისით ვაფრიალებ ხელებს.
-მაშოს მიწერე რა,გავუვლით თუ ცალია-მანქანას ძრავს ლექსო
სასწრაფოდ ვასრულებ მითითებას, საქარე მინაზე მზერის გადატანასაც ვერ ვასწრებ მობილურის წკრიალი რომ მესმის, როგორ ასწრებს წამებში ტექსტის აკრეფას საინტერესოა.
ნაჩქარევად ვაჭერ ეკრანზე გამოვარდნილ კონვერტს
„არა გოგო სამი დღეა იმ არანორმალურის შიშით არ წავსულვარ და დღეს ვეღარ გავაცდენ რა“
-მაშომ არ მცალიაო-ვაცხადებ შინაარსს. ამასობაში ვაჟბატონს უკვე მოუსწრია ლუკასთვის დღევანდელი ამბავის მოყოლა. მთელი ნახევარი საათი ორ ხმაში ისე მიკითხავენ ლექციებს ბიჭების ხრიკებზე და არასანდო ხასიათზე გეგონება ესენი ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზები იყვნენ მე კიდე ხვალვე ვაპირებდე გათხოვებას ვიღაც ორი დღის გაცნობილზე.
უცხო კაფის წინ ვჩერდებით და როგორც იქნა მსჯელობას ამთავრებენ დიდი ფილოსოფოსები
-როდის იყო აქ დავდიოდით?-თვალებმოწკურული ვიგრძელებ კისერს
-ამისთვის არ გითქვამს?-თავს წინ სწევს ხვედელიძე. მოიცა, რაღაც ისეთი არ ვიცი რაც უნდა ვიცოდე?
-ამდენ ლაპარაკში სულ დამავიწყდა ბიჭო-ჰაერს ღრმად ისუნთქავს ლექსო
-ჰე მაღირსეთ ახლა-სავარძელზე მოუსვენრად ვწრიალებ
-ნატალი უნდა გაგაცნოთ-დამნაშავესავით მიცინის ლექსო. ნატა,ნა ,ნატა რაო? გაჭირვებით ვყლაპავ ნერწყვს, რას ქვია გამაცნოს
-აბა არაფერი სერიოზულიო?-დღეს უკვე რიგით მეორედ თავისით ყრანტალებს პირი
-ოო ცოლად კი არ მომყავს,უბრალოდ თქვენი გაცნობა უნდა რა ნინელი-ლეკვის თვალებს მანათებს ლექსო. და მე მიკითხეს ამათმა საათახევრიანი ლექცია ნაადრევ ურთიერთობებზე და ამბებზე? ცხოვრებაში პირველად მინდა ორივე ვითრიო თმებით,ხვედელიძე ღიპითაც! დამშვიდდი ნინი, გოიმივით ხომ არ ატეხ ისტერიკებს,უბრალოდ გადადი და ის ქალბატონი ნახე,მაინც დაშორდებიან ორ კვირაში, მაქსიმუმ სამში.
შენგელაიას ლექციაზე ქერა რომ მოაბიჯებდა ზუსტად ისეთი სიკვდილმისჯილის ნაბიჯებით მივჩლარტუნებ კაფესკენ
-დაველოდოთ,მოვა თხუთმეტ წუთში-მაგიდასთან სკუპდება ლექსო და ხელით მის გვერდზე დადებულ სკამზე მიმითითებს, აბა კი იოცნებე! მანდ დაისვი ნატო! მკვლელ მზერას ვტყორცნი და მოპირდაპირე მხარეს ვუჯდები.
-რას საქმიანობს?-ზედაპირზე ვაკაკუნებ თითებს
-მოდელია-მენიუდან თავს სწევს ლექსო
-ეგენი შტერები რომ არიან არ იცი?-ვაყრანტალებ იმ იდიოტურ სტერეოტიპს თვითონაც რომ არ მაქვს ატანა, როგორც მაშო იტყოდა რა სიკვდილი გჭირს ნინი?
-ნინელი ეგრე მსახიობებზეც ამბობენ-ენას მიყოფს აშკარად გამხიარულებული ლექსო
-შემომხედე ადამიანო-წარბაწეული ვიშვერ თითს საკუთარი თავისკენ-მეტყობა რამე სიჭკვიანის?
-ჩუ მოდის მგონი-სკამზე ფართხალებს ხვედელიძე. ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს. კაფის კარიდან ყურებამდე გაკრეჭილი გოგო მოაბიჯებს კარედ შეჭრილი შავი თმით, რატო მეგონა რომ ქერა იქნებოდა? გაშეშებული ვუყურებ როგორ გვიახლოვდება ორმეტრიანი ქუსლებით. ხვედელიძე დიდი მოწიწებით დგება ფეხზე
-გამარჯობა-კევის ღლაჭუნის თანხლებით ჩამესმის წიკვინა ხმა
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ხვედელიძე ახლა გახდება ზრდილობის განსახიერება
-გამარჯობა-გადასაკოცნად ვიწევი, წამის მეასედში მიწვავს ნესტოებს სუნამოს მოტკბო სუნი,აი თუნმე რატომ ყარდა ხოლმე ლექსოს მაისურები.
-ბევრი მსმენია თქვენზე-კაკანით უჯდება სატრფოს გვერდით და მუხლზე ადებს ხელს, ჯანდაბა შემოხტომოდა ბარემ. საკუთარ მაჯაზე გადამაქვს მზერა,საშინლად მინდება ვაჟბატონის პირველი ხელფასით ნაჩუქარი საათი დავამტვრიო, არადა როგორ მიყვარდა აქამდე, მორჩა აღარ მიყვარს არც ეს და არც სხვა საჩუქრები. აბდაუბდად ჩამესმის ხვედელიძის კითხვები და გამკივანი ხმით გაცემული პასუხები.
სანამ მიმტანი ლიმონათებს გვილაგებს მობილურში ვიჩხრიკები თავჩარგული, უბრალოდ რამენაირად გაიყვანე ეს ნახევარი საათი ნინი! ფეისბუქის ჩარჩოს რიგით მეშვიდეჯერ ვხსნი უაზროდ, ჰომ ახალი დამატება მოსულა,რაღა მიჭირს. წაშლის ღილაკთან თითი მიშეშდება და დაკვირვებით ვავლებ თვალს ფოტოაპარატიანი სილუეტის ქვეშ წაწერილ სახელზე-ზურა მენაბდე. კაი? როგორ მიპოვა.
-ჰოდა ესე უცებ დავეჯახეთ დაბადების დღეზე, წვენი გადავასხი და ერთი საათი ვებოდიშებოდი-ყურში ჩამესმის ნატალის კისკისი.
-რა დამთხვევაა მე ორჯერ დავეჯახე ერთიდაიგივე ტიპს,ბედი გამეხსნა მგონი-პირველად ვიღებ ხმას და მთელი ძალით ვცდილობ გავიღიმო,მიდი ნინი,მომავალი მსახიობი ხარ. ლექსო წარბშეკრული მანათებს შავ თვალებს. კიდევ ერთხელ ვუყურებ მის ბეჭზე მოხვეულ ნატალის თითებს,მზერა ჯერ კიდევ ანთებულ მობილურზე გადამაქვს და უყოყმანოდ ვაჭერ დასტურის ღილაკს.

.მაშო.
ახლა ამის შიშით სხვა პლანეტაზე უნდა გადავბარგდე თუ რა ჯანდაბა ვქნა! ვერაფერსაც ვერ გიზამს მაშო, ოთხ დღეში გარტყმას კი არა ტყვიის მოხვედრას დაივიწყებდა კაცი, მწვანედ რომ გადამღება კარგი იყო? დაცვას საშვს ვაწვდი და ფეხაკრეფით მივაბიჯებ დერეფანში, ჰო კარგი სიფრთხილეს თავი არ სტკივა. იწყება მისია „გავერიდოთ გაცხარებულ ბურდულს“.
ლიფტამდე გზა ხსნილია! სასწრაფოდ მივკაკუნებ და გამოსაძახებელ ღილაკს ვაჭერ თითს. ჰე მოაღწიოს ახლა თორე გამოხტა გაცოფებული ბურდული. მესამე სართულამდეც მშვიდობიანად ავედით,ძალიან კარგი! ღია კარიდან ფეხს ვადგამ და აუდიტორიამდე მანძილს ზედმიწევნით ვამოწმებ, ორიოდე კაცი ჩანს დერეფანში,ჰაჰ უეჭველი ლექციაზეა ბიჭი. დღეს ტუზი დაგეცა მაშო! ის-ისაა მეორე მხარე უნდა დავზვერო მხარზე რაღაცის შეხებას და ნაცნობ სურნელს ერთდროულად რომ ვგრძნობ, ჯანდაბა, ესეც შენი ტუზი მაშო! ფრთხილად ვაბრუნებ კისერს და ირონიული სახის გამომგონებელიც მანათებს მომწვანო მონაცრისფრო თვალებს
-მოკლედ დღეს ვდგები და რას ვხედავ ზღარბო,ეზოში შენი ურიკა აღარ დგას, ჰოდა ვიფიქრე დიდი ხანია არ მინახავს მოვენატრებოდი მეთქი-ძველი ძმაკცივით მხვევს ხელს. აქ იცვლება მისიის სახელი „გავერიდოთ გაცხარებულ ბურდულს“ ახალი სახელით „გადავურჩეთ გაცხარებულ ბურდულს“.
-თათი მომაშორე სანდრიკო-ორ თითს საბრწკენად ვამზადებ
-ნუ ხვანცალებ ზღარბო-უფრო მაგრად მიჭერს მხარში ჩავლებულ ტორს და გზას აგრძელებს
-ვიკივლებ იცოდე
-მიდი აბა-გამომცდელად დამყურებს ზემოდან, კარგი თვითონ მაიძულე! მარჯვენა ხელს ვწევ და გვერდში მთელი ძალით ვჩქმეტ. კნავილით აცურებს მხრიდან ხელს და ამჯერად მაჯაში მიჭერს რაღაც მარწუხებივით.
-დაცვას შეხედე-წარბების თამაშით ვიშვერ ხელს კიბიდან ჩამომავალი ფორმიანისკენ-აქ დამთავრდა შენი პარპაში!
-ტყუილად გიხარია,უკვე ადგილზე ვართ-ტუჩის კუთხეს მაცდურად ტეხს. ოჰ ადგილზე ვყოფილვართ თურმე, დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში წაყვანა თუ უნდოდა რაღას მექაჩებოდა თვითონაც გამოვისეირნებდი. ჩემს უკან ნაჩქარევად მიაქვს ხელი,ინსტიქტურად გადამაქვს მზერა მოძრაობის მიმართულებით. ბიჭების ტუალეტი? მოიცა ბიჭების ტუალეტთან რატომ ვდგავართ?
სანამ გონება რამის გადახარშვას მოასწრებდეს უკვე ნახევრად გაღებული კარისკენ მაწვება წინ აყუდებული სხეული. აქ დაგერხა მაშო! კაფელის ჩასახუტებლად ინერციით წასულს მაჯაში ჩავლებული ხელი მაჩერებს
-გაგიჟდი შენ?-თავისუფალ ხელს ჰერში ვაფრიალებ.
-დამშვიდდი,ამ პერიოდში არავინ შემოდის აქ-მშვიდი გამომეტყველებით ატრიალებს საკეტს და ასეთივე მშვიდი ღიმილით მექაჩება მაჯაზე, თვალის დახამხამებაში ზურგით ვარ აკრული საპირფარეშოს კედელზე. დეგენერატი! ხომ შეიძლება ტვინის შერყევა მიმეღო!
-აბა ზღარბო,შეგიძლია ბოდიშით დაიწყო-ორივე ხელს ჩემი მხრების გარშემო აწყობს კედელზე და ზემოდან ცბიერი აფთარივით დამყურებს. ამას თავი ალ კაპონე ხომ არ გონია? მომკიდა ხელი და შემათრია სადღაც ჯურღმულში, ჰო ბიჭების ტუალეტის დათვალიერება ნამდვილად არ ეწერა ჩემი ოცნებების ათეულში.
-აი ახლა ან გამიშვებ ან მართლა ვიკივლებ იცოდე-თვალს თვალში ვუყრი-სამი,ორი,ერ...
ის-ისაა პირი უნდა მოვაღო მარჯვენა ხელი რომ მეფარება ტუჩებზე. რამდენს ბედავს! ეს ზნეობას მოკლებული თავხედი! დაბადებიდან ოროსანი! წაღებულ მარჯვენაში მარცხენა ხელს მავლებს და ისიც დანარჩენი ტანივით ეწებება კედელს, ახლა მარცხენა ხელით ვბრწკენ პირზე აფარებულ თითებზე
-გაჩერდი თორე გატკენ-კედელზე აკრულ მაჯაზე უფრო მაგრად მეჭდობა თითები, კვნესასავით ხმა ამომდის და ჩქმეტას ვეშვები. ჯანდაბა! რომ გამიშვებს სამზარეულოს დანით მოვუსწრაფებ სიცოცხლეს! აი იმით ნინი უგემურ კერძებს რომ აკეთებს.
-კარგი ზღარბი-კმაყოფილი ღიმილით მოაქვს თავი უფრო ახლოს, ზედ სახეზე ვგრძნობ ამ მხეცის სუნთქვას.
-დამშვიდდი,ორ წუთში გაგიშვებ,არქეოლოგია გვაქვს-ხითხითით ათამაშებს ტუჩებიდან ლოყებამდე გადაჭიმულ თითებს. ამას ტვინი აქვს ახლა თავში? ცოცხლად გაშვებას თუ მიპირებდა რას შემომათრია ამ სუნიან საპირფარეშოში,და კედელზე აკვრის მუღამი თუ ქონდა კორპუსის კედელი არ გამოდგებოდა? თუ ტუალეტში სხვა აურაა?! რომ დაიბადები ადამიანი უაზრო!
ბურდულის მშვიდი სუნთქვის პარალელურად ზარის მოგუდული ხმა ჩამესმის ყურში, აი ახლა მაინც ხომ მოუნდება ვინმეს შემოსვლა, დახვდება ჩაკეტილი და დაუძახებს დაცვას, ეგაა გეშველა მაშო!
-დროა-საეჭვოდ აციმციმებულ თვალებს მანათებს დიდი სტრატეგოსი და მაჯიდან ჩამკეტზე გადააქვს ხელი, მოიცა მართლა ასე მარტივად მიშვებს? ის-ისაა უკვე გათავისუფლებული პირი უნდა მოვაღო ისევ რომ ვგრძნობ მაჯაში ჩავლებას და გაღებული კარიდან სავსე დერეფანში ვვარდები.
-შენ რა მაგარი ყოფილხარ მაშო-ზურგს უკან მესმის ბურდულის აქოშინებული ხმა. ორი მეტრის რადიუსზე მოძრავი სტუდენტების ნახევარი გაკვირვებულ მზერას გვტყორცნის და ჩურჩულით აგრძელებენ გზას. გონება წამის მეასედში აწყობს ფაქტებს, გოგო და ბიჭი მამაკაცების ტუალეტში, ჰო პლიუს ეს უმიზეზოდ ახვნეშებული იდიოტი. ჯანდაბა! მომაკვდინებელ მზერას ვტყორცნი აუდიტორიისკენ უკანსვლით მიმავალ ბურდულს,ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და თვალს მიკრავს. ეს ჩამოყალიბებული დეგენერატი!
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და არქეოოლოგიის კაბინეტისკენ მივკაკუნებ, არ მაინტერესებს, უნდა ვანანო! ჩონჩხების დედოფალი რუსუდანი ჯერ არ მობრძანებულა, ოჰ სამაგიეროდ ამ უტვინოს მოუსწრია გველივით წაწოლა მერხებს შორის. მიდი მაშო სკამი ჩაარტყი! არა ტვინო, გადაიფიქრე, ეგ მეტისმეტად თვალსაჩინოა! თმებს უკან ვიყრი და მესამე რიგისკენ ვიღებ გეზს
-რაო ზღარბო? ისევ გავიდეთ?-აპრეხილი ქოჩრის ქვეშ ათამაშებს წარბებს, გაგიყვან მე შენ სასიკვდილო სარეცელზე!
-ერთუჯრედიანო-კბილებს შორის ვცრი და მზერა მერხის ქვეჩ გაჩაჩხულ ფეხებზე გადამაქვს, ესეც ჩვენი შურისძიების ობიექტი! წინა რიგში ოსტატურად ვძვრები და სანამ მისი უგენიალურესობა ფეხების შეწევას მიხვდებოდეს, მოშიშვლებულ კოჭზე მთელი ძალით ვანარცხებ ქუსლიანს
-აუ ჩემი-აშკარად სიმწრით იკლაკნება ერთ ადგილზე
-უი ვერ დაგინახე-შეშფოთებული ვიდებ მარჯვენა ხელს დაღებულ პირზე და ნასიამოვნები მივკაკუნებ ბოლო რიგისკენ. დღეიდან კოჭებდაჩეჩქვილი ბურდულა იქნები!
აღფრთოვანება წამითაც არ მინელდება მთელი ლექციის განმავლობაში,არც ავტოსადგომზე ჩაკაკუნებისას და არც კორპუსთან მისვლამდე. გენიოსი ხარ მაშო რა! მანქანიდან ღიღინით გადმოვდივარ და ჩანთას ვხსნი, ლიფტის ფული კარგი მაგრამ გასაღები სადღაა. ჯანდაბა,გასაღები! ინსტიქტურად ვუყურებ მეოთხე სართულის აივანს, არა მაშო, თუ ძილში ფრთები არ ამოგსვლია მანდ მოხვედრაზე არც იოცნებო!
ნაჩქარევად ვიღებ მობილურს
-ჰო მაშო-მუსიკის ფონზე ისმის ნინის მოღუშული ხმა
-აუ არ ხარ ხო ჯერ სახლში?-წინ და უკან დავაბოტებ სადარბაზოსთან
-არა,წამოვალთ ალბათ ოც წუთში,მოიცა გასაღები დაგრჩა ხო ისევ?-წამში ეცვლება ხმა, ჩემი გასაღების დარჩენა ასე გახარებოდეს ვინმეს ჯერ არ მახსოვს
-ხო-ვბურტყუნებ დასჯილი ბავშვივით
-აუ მაგარია, კი არა და ვეტყვი ამათ და ახლავე წამოვალთ-ისევ მხიარულად მიკარკლავს და ზარიც წყდება. ლაპარაკის დამთავრება და სადარბაზოსთან შავი ლექსუსის შემოვარდნა ერთია, ამან როდის უნდა აღმოაჩინოს შუმახერი რომ არაა და არც ეს კორპუსია სარბოლო არენა. გადასარევია, ნინელის მოსვლამდე დასახიჩრებულ ბურდულს დავცინოთ. მანქანას ზედ ჩემს და სადარბაზოს შორის ამუხრუჭებს, რა ქნა ახლა, გზა ჩამიკეტა? სანამ დაფეხვილი ქათამივით გამომეკიდება სამჯერ დავარტყამ კრუგს მის ძვირფას რაშს. გულთან ხელებგადაჯბვარედინებული ვუყურებ როგორ გადმოდის გვერდულად გადახრილი, ეშმაკურად მიცინის და უკანა კარს აღებს, მოიცა უკანა კარს რატო აღებს?
-ჯეკა მოდი-მზერის მოუშორებლად უსტვენს და თვალის დახამხამებაში ოთხფეხა არსებაც მოალაჯებს გაღებული კარიდან. ჯან და ბა!
-გაიცანი ზღარბო, ჩემი ძმაკაცის გერმანული ნაგაზი,ჯეკა-სიცილით მოაბიჯებს პირდაღებულ ოთხფეხასთან ერთად
-სანდრო გაჩერდი-საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად ვწევ და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ. კარგი, საით გავიქცე ახლა მარჯვნივ თუ მარცხნივ.
-თუ გაინძრევა დაიჭირე!-მომდევნო ბრძანება მესმის იგივე ტონალობით, ჰომ, არა მგონია ეს ჩემთვის ეთქვა, ყურებდაცქვეტილი ჯეკა ნელი ნაბიჯით ჩერდება და წინა ფეხებს ოდნავ ხრის
-სანდრო მიკბენს-საცოდავად ამომდის ხრიალი, ჰო მაშო თვითონაც იცის რომ გიკბენს.
-სამხედროების ძაღლია, არ გაინძრევი არ გიკბენს-ღიმილით ხრის გვერდზე თავს და კოჭლობით ამცირებს მანძილს ჩვენს შორის, ჯანდაბა,ბოროტი ცუგა რომ არ მიდარაჯებდეს დასაგლეჯად ხომ ჩავკვდებოდი ახლა სიცილით. უნდა დახვრიტო ვინც ამას სასეირნოდ ძაღლი გამოატანა!
-ენა ჩაგივარდა ზღარბო?-უკვე წინ ასვეტებული ნიკაპში მკიდებს ხელს
-სანდრო გაწიე ეს კუსა-საცოდავად ვიშვერ თითს ნახევარ მეტრში დამჯდარი ჯეკასკენ
-გზაში ვფიქრობდი ზღარბი როგორ დავსაჯო თქო და თვითონ არ გაიჩალიჩე?-ხითხითით მკრავს ცხვირზე ხელს უარესის ღირსი ხარ მაშო,გდებულიყავი მანქანაში და იქ დაგეცადა, მომინდომა დაცინვა გოგომ.
-ახლა ამას უნდა აკბენინო?-ლამის სუნთქვა გაჩერებული ვუყრი თვალს თვალში
-ნწ უარესი-გრძელ წამწამებს აღფრთოვანებული ახამხამებს. მოიცა ამ დორბლიანი ძაღლის კბენაზე უარესი რაღა უნდა დამმართოს
-აბა შენც კოჭები უნდა დამიტყავო?-საკუთარი ხმა უცნაურად ჩამესმის ყურში
-არა ზღარბო,გოგოს ხომ არ დავარტყამ-წარბების თამაშით აქნევს თავს. ოჰ გოგოს ვერ დაარტყამს, ახლა გახდა ჯენტლმენობის შუქურა, კედელზე რომ მიმახეთქა ეგ დარტყმაში არ ეთვლებოდა ხო? არც ლიფტში ხელის გადაგრეხვა არღვევდა ამის მამაკაცურ კოდექსს.
სანამ ტვინი ბრძნული აზრების მოკრებას დაამთავრებდეს თმებში არალეგალურად მიცურდება პატრონივით თავხედი თითები
-რას შრვები?-შეშფოთებული ვაღებ პირს
-ოცნებას გისრულებ-აშკარად წარუმატებლად ცდილობს ახითხითებული სახის დაწყობას
-თავს იკლავ?-ერთადერთი ოცნება მომდის თავში
-ჯეკა თუ გაინძრა უკბინე-ომახიანად გასცემს მომდევნო ბრძანებას. ერთ ადგილას მიყინულს ნელა გადამაქვს მზერა ჩასაფრებული ჯეკადან ზედ სახესთან ჩასაფრებულ ბურდულზე. არა! ოღონდ ეს არა! ისევ ჯეკამ დამგლიჯოს
-სანდრო იცოდე...-სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ტუჩებზე უხეშად რომ მეხება ამ იდიოტის ტუჩები და დასამუქრებლად აწეული საჩვენებელი თითი ჰაერშივე მრჩება გაშეშებული. მოვკლავ! ნამდვილად მოვკლავ!



№1  offline წევრი anuki15

ვაიმეე შოკი იყოო <3 აი ძალიან მომწონს, ძალიან <3 ხო და ნინის და ლექსოს უშველე რამე რა :/ ზურა კაი ტიპი ჩანს მარა მე მაინც ამათი წყვილი მინდაა <3 მაშომ და სანდრომ არ დახოცონ მთლად ერთმანეთი და იქნება ეგენიც მიხვდნენ რამენაირად რო სიგიჟემდე მოსწონთ ერთმანეთი :დდ <3 მოკლედ ახალ თავს ველოდები სასწაულად მოუთმენლად <3

 


№2 სტუმარი Guest ანჩო

ჰაიმეეეეე :დდდ არიცი რამდენს ვღადაობ შენ მოთხრობებზეე :დ მიყვარს იუმორით გაჟღენთილი ლავ სთორები ^^ ბურდული არი ჩემი ბიჭი, მორჩა და გათავდა. ძაან კაია და მალე დადეე რააა ^^

 


№3 სტუმარი gvaanc

au ra moitens shmdeg tavamde
zegistvis velodot?

 


№4  offline მოდერი gonegirl

anuki15
ვაიმეე შოკი იყოო <3 აი ძალიან მომწონს, ძალიან <3 ხო და ნინის და ლექსოს უშველე რამე რა :/ ზურა კაი ტიპი ჩანს მარა მე მაინც ამათი წყვილი მინდაა <3 მაშომ და სანდრომ არ დახოცონ მთლად ერთმანეთი და იქნება ეგენიც მიხვდნენ რამენაირად რო სიგიჟემდე მოსწონთ ერთმანეთი :დდ <3 მოკლედ ახალ თავს ველოდები სასწაულად მოუთმენლად <3

დიდი მადლობა )) ❤❤

Guest ანჩო
ჰაიმეეეეე :დდდ არიცი რამდენს ვღადაობ შენ მოთხრობებზეე :დ მიყვარს იუმორით გაჟღენთილი ლავ სთორები ^^ ბურდული არი ჩემი ბიჭი, მორჩა და გათავდა. ძაან კაია და მალე დადეე რააა ^^

ძალიან მიხარია :დ ვეცდები ))

gvaanc
au ra moitens shmdeg tavamde
zegistvis velodot?

თუ ვერ მოითმენთ ვეცდები ზეგ დავდო :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№5  offline წევრი мариамо

rogorc yoveltvis sauketesoa ^^ vgijdebi sandroze da mashoze ^^ <33 mahram ar meyo :( tavebi gazarde sayvarelo ra :(

 


№7  offline წევრი japara

არიქა მეღირსა

 


№8  offline მოდერი gonegirl

мариамо
rogorc yoveltvis sauketesoa ^^ vgijdebi sandroze da mashoze ^^ <33 mahram ar meyo :( tavebi gazarde sayvarelo ra :(

ღორმუცელებო ყველა ქვეყნისა :დდ 2300 სიტყვამდე იყო,მგონი გარემოს აღწერა რომ არაა მაგიტო გეკითხინებათ ჩქარა :D

მარიამი”
Oqro gogo xar shen.

მადლობა ^_^

japara
არიქა მეღირსა

სანდრომ იკაცა :D :D
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline წევრი Indigo

ჯერ "დემოკრატიულ მარჯვენა"-ზე მახოხიალე ძირს და ეხა არალეგალურიო :დდ joy joy
აუ ძაან ცუდად ვარ :დდ joy joy
დიდი სიამოვნებით დავიჭერდი სანდროს, გავატყავებდი და ჩანთას შევიკერავდი მისი ტყავისგან :დდ smiling_imp smiling_imp smiling_imp smiling_imp

P.S. ჩემი ბაჩუკი მაინც ყველას ჯობია :დდ heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№10  offline წევრი gogona tbilisidan

Ahahaha:dd gveshvela mashoze vgijdebiii<3 ninelis da leksos ckvils velodebi me ra dros zuraa vistanaa ra unda:dddd tavebi ar mkopnis araa!!! velodebi shemdegs umagresi gogo xar

 


№11 სტუმარი Guest მარიამი

ვაიმე რაიყო ეს უმაგრესი ხარ მარა სად გაწყვიტე იმფაქტი დამმართე რამის მოუთმენლად ველი შემდეგს♥♥

 


№12  offline ადმინი ano23

მაშოს ფიქრებზე და ენის ტლიკინზე ვბჟირდები სიცილით sweat_smile რა მაგარი გოგო ხარ heart_eyes

 


№13  offline მოდერი ჯია

საოცარი იუმორი გაქვს ❤ და ძალიან მომწონს შენი ისტორიები

 


№14 სტუმარი A

მეღირსა..... როგორც იქნა შემილია დავაკომენტარო.... უმაგრესი თავი იყო თუმმცა არ მეყო. მართლაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მალე დადე რა შემდეგი და არ დააგვიანო ისედაც ძლივს ვითმენ...

 


№15 სტუმარი Guest მარიამი

ვაიიჰ რამდენი ვიცინეეე როგორ მომწონს ისტორია რაა ძააან მაგარიაა რაა მიყვარს ყველა პერსონაჟი განსაკუთრებით მაშო და სანდრო ძააან ზე წყვილია რაა გააგრძელეე ძაან მომწლნს

 


№16  offline მოდერი gonegirl

M-A-R-I
ჯერ "დემოკრატიულ მარჯვენა"-ზე მახოხიალე ძირს და ეხა არალეგალურიო :დდ joy joy
აუ ძაან ცუდად ვარ :დდ joy joy
დიდი სიამოვნებით დავიჭერდი სანდროს, გავატყავებდი და ჩანთას შევიკერავდი მისი ტყავისგან :დდ smiling_imp smiling_imp smiling_imp smiling_imp

P.S. ჩემი ბაჩუკი მაინც ყველას ჯობია :დდ heart_eyes heart_eyes

მაშომ ძმა ხარო :დ

gogona tbilisidan
Ahahaha:dd gveshvela mashoze vgijdebiii<3 ninelis da leksos ckvils velodebi me ra dros zuraa vistanaa ra unda:dddd tavebi ar mkopnis araa!!! velodebi shemdegs umagresi gogo xar

მადლობა :)) ზურამ ნინისთან ვარ და ფეხსაც არ მოვიცვლიო :d

Guest მარიამი
ვაიმე რაიყო ეს უმაგრესი ხარ მარა სად გაწყვიტე იმფაქტი დამმართე რამის მოუთმენლად ველი შემდეგს♥♥

მადლობა ^_^ ❤

ano23
მაშოს ფიქრებზე და ენის ტლიკინზე ვბჟირდები სიცილით sweat_smile რა მაგარი გოგო ხარ heart_eyes

დიდი მადლობა )) ❤

ჯია
საოცარი იუმორი გაქვს ❤ და ძალიან მომწონს შენი ისტორიები

ძალიან მიხარია ))

A
მეღირსა..... როგორც იქნა შემილია დავაკომენტარო.... უმაგრესი თავი იყო თუმმცა არ მეყო. მართლაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მალე დადე რა შემდეგი და არ დააგვიანო ისედაც ძლივს ვითმენ...

ყველანაირად ვეცდები ^_^

Guest მარიამი
ვაიიჰ რამდენი ვიცინეეე როგორ მომწონს ისტორია რაა ძააან მაგარიაა რაა მიყვარს ყველა პერსონაჟი განსაკუთრებით მაშო და სანდრო ძააან ზე წყვილია რაა გააგრძელეე ძაან მომწლნს

მიხარია :)) დიდი მადლობა
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17 სტუმარი Eto

Qi dzalian dzalian magari tavi iyo ... dges velodebi imedia male dadeb <3 es zura vin gamoxdta kide ar momwons nata .. moashore es ori oersonaji da leqso da ninelis wyvili gvanaxe. Ai mashos da sandor s wyvili magari iqneba ...

 


№18 სტუმარი kusa13

აუუ სულ ისეთი მხიარულია ყვეკა შენი ისტორია რომ რავიცი რა ძალიან ბევრი ვიცინე :დ ყოჩაღ ძალიან კარგი იყოო :დ :დდ

 


№19  offline მოდერი gonegirl

Eto
Qi dzalian dzalian magari tavi iyo ... dges velodebi imedia male dadeb <3 es zura vin gamoxdta kide ar momwons nata .. moashore es ori oersonaji da leqso da ninelis wyvili gvanaxe. Ai mashos da sandor s wyvili magari iqneba ...

დღეს ვერანაირად ვერ დავდებ (( ჰომ ლექსოს და ნინელის თუ უწერიათ ერთად ყოფნა ჯერ გრძელი გზა აქვთ გასავლელი :დ

Lollipop :))
ხეპრე,იდიოტი,ნაგავი, უნამუსო ლექსო. არ მინდა რა ეგ წყვილი. :((
კაი რა. რა ნატალი? ნატალი კი არა ნატო! ტფუუ სულით ქერა. არაფერი დაუშავებია ჯერ და ლამის ჯვარზე ვაცვა. ვერ ვიტან , მეზიზღება. ისეთი პონტია, არაფერს რო არ გიშავებს ადამიანი but მაინც გაღიზიანებს მისი არსებობა.
კი ავიშალე ნერვბზე, მაგრამ რატომღაც მგონია რო ლექსომ მოაწყო ეს ყველაფერ, იმ სულით ქერასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს და ნინის ქცევას აკვირდება ამ ხერხით. Who knows?

საინტერესო თეორიაა მარა სად აქვს ლექსოს რამის მოწყობის მოხერხება :დდ მაშო ტყუილად კი არ ეძახის ბოთეს )) არაუშავს იქნებ ზურამ გამოგვიფხიზლოს ლექსიკო :დ

kusa13
აუუ სულ ისეთი მხიარულია ყვეკა შენი ისტორია რომ რავიცი რა ძალიან ბევრი ვიცინე :დ ყოჩაღ ძალიან კარგი იყოო :დ :დდ

დიდი მადლობა ^^
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№20  offline წევრი ninuca)))

აუ რამდენი ვიცინეეე.
:დდ მაგრარი გოგო ხარ რა.
იუმორის გრძნობა საწაული.
ჩემი ბაჩუკი და კატერინა მომენატრა,
კიდევ მინდა ბონუს თავიიიი.
ნუ ეხლა ბურდული, რომ საზიზღარია არაფერს არ ვამბობ :დდ...
მოკლედ ძალიან მომწონს შენი იუმორით გაჟღენთილი იტორიები დაააა
ველოდები შემდეგ თავს!!
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№21  offline მოდერი gonegirl

Mariiiiami
აუ სანდრო რა კაციაა :დდდდდდ
არალეგალურად საზრღვრები როგორ გადაკეთა მაგ ნეარდენტალელმა ჰაა :დდ
საკუთარ თვს ვერ პატიობ ასე გვიან რო წავიკითხეე :დდდდ
აუუ ჩემი ნინაა როგორ განიცდისს :/ მე მინდა ლექსოს და ნინას წყვილიი მინდა მინდა და მინდა
მაშოს და სანდროს წყვილი ნუ თავისთაად :დდდ
შენი იუმორი მკლავსსს :დდდდ მანადგურებს :დდდდ
ძაან ძაან მომწონსსს და ველოდებიი შემდეგ თავსს...

დიდი მადლობა საყვარელო kissing_closed_eyes
ninuca)))
აუ რამდენი ვიცინეეე.
:დდ მაგრარი გოგო ხარ რა.
იუმორის გრძნობა საწაული.
ჩემი ბაჩუკი და კატერინა მომენატრა,
კიდევ მინდა ბონუს თავიიიი.
ნუ ეხლა ბურდული, რომ საზიზღარია არაფერს არ ვამბობ :დდ...
მოკლედ ძალიან მომწონს შენი იუმორით გაჟღენთილი იტორიები დაააა
ველოდები შემდეგ თავს!!

თენქიუები relaxed ბაჩუკის და კატერინას ქორწილი უწევთ ივნისისთვის და ვერ გამოვტოვებთ მაგ ამბავს smirk

პ.ს ძალიან მინდოდა,მაგრამ დღეს ახალ თავს ვერ ვდებ ბავშვებო. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს 12მდე რომ მივიდე სახლში და დამთავრება მოვასწრო,ასე რომ ხვალ მოცუქცუქდება
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline წევრი ketaa

მწერლობისთვის ხარ შენ დაბადებული მე არვიყო აფთარი თუ გატყუებდე! ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა გაქვს. ამათზე ვგიჟდები, აუ ნინელი როგორ ეჭვიანობს :დ :დ :დ კოცნა მომეწონა კაია. :D

 


№23  offline წევრი მარიამი”

ვაიმე ისე ბოროტულად და საინტერესოდ წერ რო რავი აღარ ვიცი რა სიტყვებით შეგაქო და გადიდო,მაგრაააააამ ამავე დროს ისეთ მომენტში წყვეტ წერას დარწმულებული ვარ მაგ დროს ბოროტულად ხითხითებ ესე რო გვაინტრიგებ laughing .რატომღაც მაშოს შენ თავთან ვაიგივებ. kissing_heart

 


№24  offline წევრი blue witch

მოკლედ დამეცეს მეხი აქამდე რო ვერ მოვახერხე დაკომენტარება satisfied ძააალიან მომეწონა! რაც შეიძლება მალე ახალი თავი თორემ შენს სისხლს დავლევ joy joy

 


№25  offline მოდერი gonegirl

ketaa
მწერლობისთვის ხარ შენ დაბადებული მე არვიყო აფთარი თუ გატყუებდე! ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა გაქვს. ამათზე ვგიჟდები, აუ ნინელი როგორ ეჭვიანობს :დ :დ :დ კოცნა მომეწონა კაია. :D

დიდი მადლობა :))
მარიამი”
ვაიმე ისე ბოროტულად და საინტერესოდ წერ რო რავი აღარ ვიცი რა სიტყვებით შეგაქო და გადიდო,მაგრაააააამ ამავე დროს ისეთ მომენტში წყვეტ წერას დარწმულებული ვარ მაგ დროს ბოროტულად ხითხითებ ესე რო გვაინტრიგებ laughing .რატომღაც მაშოს შენ თავთან ვაიგივებ. kissing_heart

მადლობა blush გარეგნობის რა მოგახსენო და ბოროტული აზრებით ნამდვილად ვგავართ :დ
blue witch
მოკლედ დამეცეს მეხი აქამდე რო ვერ მოვახერხე დაკომენტარება satisfied ძააალიან მომეწონა! რაც შეიძლება მალე ახალი თავი თორემ შენს სისხლს დავლევ joy joy

ამ წუთას დავდე და იმედია დაამატებენ მალე blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline წევრი Indigo

gonegirl
M-A-R-I
ჯერ "დემოკრატიულ მარჯვენა"-ზე მახოხიალე ძირს და ეხა არალეგალურიო :დდ joy joy
აუ ძაან ცუდად ვარ :დდ joy joy
დიდი სიამოვნებით დავიჭერდი სანდროს, გავატყავებდი და ჩანთას შევიკერავდი მისი ტყავისგან :დდ smiling_imp smiling_imp smiling_imp smiling_imp

P.S. ჩემი ბაჩუკი მაინც ყველას ჯობია :დდ heart_eyes heart_eyes

მაშომ ძმა ხარო :დ

იცისთქო, გადაეცი. joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

აი ეს უკვე მართლა აღარ მომწონს

აი ეს უკვე მართლა აღარ მომწონს

 


№28  offline წევრი კალლ აია

ეგ თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent