შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, რომ გაპატიო, სიყვარული თუ გაპატიებს?! ...16...


19-04-2017, 22:58
ავტორი kethrine
ნანახია 2 065

სახლში მისულ გოგონას, ისე ეძინებოდა ლამის გაუხდელად მიწვა ლოგინზე. ისე ეძინა, უბრალოდ, ტკბილად, სიზმრისა და არანაირი უარყოფითი გრძნობის გარეშე, არანაირი ცუდი წინათგრძნობის, შიშის და გაურკვევლობის გარეშე. დილით ჩვეულებრივად ადრე გაიღვიძა, ჩიტების ჟღურტული ისმოდა გარეთ ასე, რომ უყვარდა გოგონას. ცოტა ხანს უსმინა.ლექციები გაახსენდა, უნდა ამდგარიყო, აქამდე კარგი ნიშნების პატრონს, ახლა ნამდვილად არ აწყობდა გაფუჭება.დაქალიც გაახსენდა, ნეტავ როგორ არისო გაიფიქრა, კაფედან გამოსვლისას ხომ უთხრა: "ყველაფერს ავწონ_დავწონი, საკუთარ თავში კარგად დავფიქრდები და ყველაფერს მოგიყვები" _ო.
ქეთა ადგა,გაემზადა, ჩანთა გადაიკიდა და მისაღებში გასულმა ხმამაღლა გასძახა მშობლებს
-მააა, დეეე... მივდივარ და ანდრიას მე ვეტყვი, რომ არ მოიკლას თავი ფანჯრის ქვეშ ყურყუტით.-ირონიულად ჩაიღიმა და კარს იქით გაუჩინარდა. რატომღაც კარგ ხასიათზე იყო, მოწონდა ეს გრძნობაც,რამდენი ხანია ამ გრძნობით არ გაუღვიძია. გაზაფხულის სურნელს ყნოსავდა ხარბად, თავბრუდახვეული, უაზროდ, უმიზეზოდ იღიმოდა. ყველას ღიმილით ხვდებოდა ვისაც კი შეხედავდა,მათ ინტერესიან,დამწუხრებულ, სევდიან, "რა გიხარია ნეტავ" მზერას აიგნორებდა და ისევ იღიმოდა.
-ყოველთვის უნდა გავიღიმო, ტირილი უფრო ადვილია ვიდრე ღიმილი? -ალბათ ვისთვის როგორ-თავის დასმულ კითხვას, თავადვე უპასუხა და შესასვლელში მდგარი ირაკლისკენ ხელგაშლილი წავიდა.
-ჩემი ცქნაფა,ცეროდენა.. როგორ ხარ?- გოგონას ყელში სახეჩარგულმა ჩაილაპარაკა ირაკლიმ
-კარგად ჩემო ბიჭო,შენ? -ლოყაზე ძლიერი კოცნის კვალი დაუტოვა ქეთამ
-ახლა უკვე კარგად. რომელზე თავისუფლდები?
-2საათისკენ.-თვალებით გაუცინა გოგონამ და ხელი კისერთან გაუჩერა
-კარგიი... მე რაღაც მაქვს შენთვის-ჯიბიდან პატარა,მომცრო,წითელი ყუთი ამოაძვრინა, ქეთა ჯერ დაფრთხა,უცბად დასერიოზულდა, ყელში გაჩხერილი ნერწყვი ძლივს გადააგორა, ფრთხილად შეახო თითები პაწაწინა ოთხკუთხედს. ბიჭი ჯერ დაკვირვებით უცქერდა, რაღაცნაირად ნათელმა სხივმა გაკრა თვალებში,ხელი გოგონას სახისკენ წაიღო,ოდნავ ააწევინა თავი და მკრთალად გაუღიმა
-ნუ გეშინია,რასაც ფიქრობ ის არაა, ჯერ არა! მაგის დროც მოვა...ალბათ-დაფიქრებით ჩაილაპარაკა უკანასკნელი სიტყვები და სივრცეს გახედა. გულზე მოეშვა თითქოს გოგონას,თუმცა არ შეიმჩნია, კოლოფი გამოართვა,გახსნა და სახეც გაებადრა
-პატარა,ნაზი,ლამაზი გვირილები... შენ რა იცი,რომ გვირილები მიყვარს? ლამაზი, თეთრი გვირილები... გამიკეთე რა-აჟიტირებული მიუბრუნდა აქამდე სამკაულს მიშტერებული გოგონა, ბიჭს ხელში ჩაუდო სამაჯური და მაჯა გაითავისუფლა. კისერზე შემოხვია მკლავები, ძლიერად ჩაეხუტა და ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა
-შენ იცი რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მადლობა ჩემო ბიჭო- იქვე თბილი კოცნაც დაუტოვა,რასაც ბიჭის წელზე შემოხვეული მკლავები უფრო შემოეჭდო და ჰაერში დაატრიალა.
-ჩემო გვრიტებოოო!-დაიყვირა მოახლოებულმა ნინიმ და წყვილს,მესამე წყვილი მკლავები დაემატა. სამივემ ერთად,ფართოდ გაიცინა.
-ქაჯანა ხარ ნიი- "შეაქო" ირაკლიმ და თმები აუჩეჩა
-არა იკა,უფრო ჭინკაა-ახლა ქეთამ შეამკო კომპლიმენტით დაქალი და კიდევ ერთხელ გადაიკისკისა.
-ხო ვიცი რომ გიყვარვართ,მთლად ასეც ნუ დადნებით- თავადაც არ დააკლო სიცილი გოგონამ და დაქალს ხელი მოკიდა შევიდეთო.
-ცეროდენა დღეს ვეღარ გნახავ,სამუშაო დამიგროვდა,მაგრამ შეგეხმიანები აუცილებლად კარგი?-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ცხვირის წვერზე აკოცა. გოგონამაც აციმციმებული თვალებით გახედა და თავი დაუქნია. ნინის ხელი მოკიდა და სასწავლებლისკენ დაიძრნენ...
-ნინიკო,აბააააა არაფერს იტყვი?-ორაზროვნად ჩაილაპარაკა ქეთამ.
-რავიცი რა გითხრა,მგონი სერიოზულად გავგიჟდი! - დასკვნა გამოიტანა და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ გააგრძელა- ქეთ იცი როდის ხვდები რომ ადამიანი თურმე აღარ გიყვარს? რომ დაინახავ და აღარაფერს "იგრძნობ" . მისი დანახვა, გულში თითქოს უცხოობის შეგრძნებას რომ დაგიტოვებს... ...აი ასეა ზუსტად, აი ამ დროს ხვდები რომ თურმე აღარ გყვარებია... ან არც გყვარებია...-მხრები აიჩეჩა და დაქალს გახედა
-ვაჩემ რამე გითხრა?
-მიყვარხარო... აი რამდენიმე თვის წინ რომ ეთქვა ალბათ ძალიან გამეხარდებოდა, მაგრამ ახლა... არვიცი... ავირიე.
-ესე იგი არ გყვარებია ნინ, არც მოგწონდა... თუ გიყვარს მასე ადვილი არაა,ადვილი და ძნელი კი არა, შეუძლებელია ნინ... შენ შეჩვეული იყავი, შენს გვერდით მუდამ ვაჩე უნდა მდგარიყო, ასე გჯეროდა და ასე უნდა ყოფილიყო მაგრამ... -თვალებში დაჟინებით,გამომცდელად შეხედა- გეგაა ხომ?!- დაკვირვებით შეყურებდა დაქალს,მანაც უსიტყვოდ დაუქნია თავი, ქეთამ მხოლოდ გაუღიმა,რამდენიმე წამი ჩაფიქრდა,თავი აწია,ისევ ლამაზ,ცისფერ თვალებს შეხედა და ნაზად,დაბალი ტონით მიუგო
-ნინ, შენ გეგონა რომ ვაჩე მოგწონდა,მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, თან ამას ახლა მიხვდი... როცა ამდენი ხნის უნახავმა ნახე. ძნელია სიყვარულის წინამდებარე გრძნობები სიყვარულში არ შეგეშალოს,მაგრამ არ უნდა შეგეშალოს! ამ საქმეში დიდად გამოცდილი არც მე ვარ, მაგრამ ერთს დავამატებ კიდევ. ნუ აჩქარდები,კარგად დაფიქრდი. მე არ გეუბნევი გეგას და ვაჩეს შორის აირჩიეთქო. ვაჩე რომ რამეს წარმოადგენდეს ამ საკითხში, რაც თქვი მაგას არ იტყოდი. ახლა მთავარია გეგასთან არ შეგეშალოს. დროს მიენდე მაგრამ თავი არ დააკარგვინო, დრომ გატყუებაც იცის. -ოდნავ გაუღიმა და გადაეხვია.
-აღარაფერი ვიცი ქეთუს, შენ როგორ მიხვდი? ან როდის მიხვდი რომ ირაკლი გიყვარდა? -ეზოში, გაჩერდნენ გოგოები და ერთნანეთის გარდა ვერავის ხედავდნენ.
-სიყვარული? არვიცი ნინ თავისთავად მოხდა, ალბათ უფრო თავად მიმახვედრა. მაშინ კაფეში... მართალია მაშინ არ მიყვარდა მაგრამ... უცბად შემოვარდა ჩემ ცხოვრებაში ნინ, ჩემ დაუკითხავად და ყველაფერს ვიზავ, რომ უჩემოდ არსად წავიდეს. შენს ცხოვრებაში კი გეგა მაშინ შემოვიდა, როცა შენ ვაჩეზე ფიქრობდი, მაშინ შეგამჩნია როცა შენ არც კი გაგიხედავს წესიერად მისკენ. არ იფიქრო, რომ გეგასკენ ვარ, არანაირად, მაგრამ ერთი რაც შევამჩნიე ისაა, რომ ვაჩეს წასვლა დიდად არ გიდარდია, არც ჩამოსვლა გაგხარებია ძალიან. ამის მიზეზი კი უკვე გითხარი. ვაჩე ვალდებულება იყო შენთან. ვალდებული იყო ბავშვობიდან შენთან ყოფილიყო, მაგრამ გეგა? გეგას როცა ადგილს მოუძებნი თუ საერთოდ აქვს ადგილი,მაშინ უკვე გაირკვევი- ფართო გაღიმებით დაამთავრა ქეთამ. დაქალმაც მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა და აუდიტორიისკენ წავიდნენ. როგორც ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დაიკავეს ადგილი და ლექციაც დაიწყო. დაიწყო თუმცა ნინი ფიქრებით, გულითაც და სულითაც სხვაგან იყო. უსასრულოდ ფიქრობდა მაგრამ ვერაფერით მიეგნო პასუხი. ბოლოს თავატკიებულმა აუდიტორიას მოავლო მზერა. "რა თავს ვიჭ....ტ, მე ერთი ვარ, ისინი კი ორნი,ხოდა ჯანდაბაშიც წასულან,მაგათ გარდა სხვაც არსებობს და არც მე ვარ ასაკიანი ბაბაიაგაო" ბოლოს გაიფიქრა და გაიღიმა კიდეც.
აუდიტორიის კარის გაღება, ანდრიას შემოსვლა და ქეთას ჩუმად ჩაბჟირებული,მოგუდული სიცილის ხმა ერთი იყო. ჯერ ანდრიას სახეს გახედა ნინიმ, ერთიანად დაბერვოდა ძარღვები ბიჭს, შორიდანაც კი ეტყობოდა, ყბებს ისე უჭერდა,სადაცაა კბილებს ჩამოიღებსო. ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე გოგონამ და ახლა ქეთას გახედა.
-რა მოხდა რა გაცინებს?
-5წუთიც დაეცადა და ზარიც დაერეკა ბარემ-შეკავებული სიცილისგან გაწითლებულმა, ძლივს თქვა ირიოდე სიტყვა
-შენი ბრალია ხომ? მთელი ეს დრო სახლთან გელოდებოდა?-თითი დამნაშავე ბავშვივით მიუშვირა ქეთას და კარისკენ გაიხედა, ლექტორს დაჟინებით რაღაცას უხსნიდა ნუცუბიძე, თუმცა ქეთას აღარ აინტერესებდა.
-რა ჩემი ბრალია? თავად გადაწყვიტა ჩემი კუდში დევნა. ჩემი ბრალია მაგაზე ადრე თუ მეღვიძება?- მხრები აიჩეჩა ქეთამ. ზარიც დაირეკა და ადგილიდანაც დაიძვრნენ. კართან არ იყვნენ მისული,ანდრიას მკვლელ მზერას რომ გადააწყდა ქეთა. ირონიულად, ოდნავ გაუღიმა და გასასვლელად მოემზადა.
-არ შეგარჩენ!-მკაცრად წარმოთქვა გოგონასთან მიახლოებულმა და გაუჩინარდა.
-ქეთ ეს ამბავი არ მომწონს-შიშნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნინიმაც
-აუ კაი რა,შენ სულ ხუმრობ და მერე რა? ერთი დღე დააგვიანა რა მოხდა მერე?
-შენ რა ვერ გაიგე რას ელაპარაკებოდა ლექტორი? ახალი ჩამოსულია გოგო, ამას წინათაც გააცდინა რამდენჯერმე,შენ რომ დაგყვება სულ. ხოდა ახლა საგანს ატოვინებენ მგონი,მასე მოვკარი ყური.
-რაო? არაა... კაი ერთი-ორჯერ მეც ხომ გავაცდინე,კაი რა. გამოცდებს ჩააბარებს და ვსო.
-საქმეც მაგაშია მაგას ეგ გამოცდები ჩაბარებული არ აქ. იქ სხვას გადიოდა. აქ მხოლოდ შენი გულისთვის დაიწყო სიარული. კაი არაუშავს. წამოდი წავიდეთ.-მხარზე ხელი გამამხნევებლად მიუთათუნა და შემდეგი ლექციისთვის მოემზადნენ. აღარც შეუწუხებია თავი ქეთას, ანდრიაზე ფიქრით. ირაკლის ნაჩუქარ სამაჯურს უცინოდა და ხელში ატრიალებდა. მაინც რა ცოტაა საყვრელი ადამინისთვის საჭირო, ნებისმიერ ნივთს ადამიანი სძენს მნიშვნელობას, აზრი არ აქვს რას გაჩუქებენ,როგორს ან რამხელას, ძვირიანს თუ იაფიანს,მთავარია ვინ იქნება საჩუქრის ინიციატორი, ვისი ხელით იქნება მიწოდებული და როგორი გულით. სხვა ყველაფერი ნულის ტოლფასია...
-ნინ წამო ჩემთან რა...-უნივერსიტეტიდან გამოსულმა სთხოვა დაქალს
-დღეს ვერ. ხვალ შენთან ვარ კარგი? მიყვარხარ ჩემო... რას გეძახის ხოლმე ირაკლი?-წარბები აუთამაშა ნინიმ-...მმმ.... ცეროდენა ხო. -ფართოდ გაუღიმა და გადაეხვია
-სულ როგორ უნდა მაიმუნობდე?- ქეთასაც გაეცინა და სახლის გზას დაადგა. ტელეფონზე ესაუბრა ირაკლის,ცოტა ილაპარაკეს,ისაუბრეს... სახლთან მისულს კი მამამისის ხმა შემოესმა. სახლში ნელა შევიდა,ჩანთა იქვე ჩუმად ჩააცურა იატაკზე. მისაღებში შევიდა და გაშეშდა. ვერ გაეგო რა დროს მოასწრო ანდრიამ სახლში მოსვლა. გული აუჩქარდა გოგონას, ის საშინელი წინათგრძნობა რომელიც ასე ჩუმად ოყო,ერთიანად დაატყდა თავს, იგრძნო რომ ფერი შეეცვალა,ხელები, კანკალის დასაფარად ჯიბეში ჩაიწყო და თითქოს უდარდელად კითხა
-აქ რა გინდა? რამე მოხდა და არ ვიცი?
-არ იცი? ვნახოთ აბა-მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ვახტანგს გახედა რომელსაც ფერი დაკარგვოდა სახეზე,გოგონას კი დაჟინებით უცქერდა.
-ირაკლი სადაა?-მეხის გავარდნასავით დაჭექა მამაკაცმა. მოულოდნელობისგან ქეთა შეხტა, ვერ გაეგო ახლა რაღა შუაში იყო ირაკლი. თავი ხელში აიყვანა,ხელები ზურგსუკან წაიღო
-არვიცი-აკანკალებული ხმით წარმოთქვა და ანდრიას შეხედა. თითქოს მზერით უნდოდა სათქმელი ეთქვა.
-რა არ იცი. შენ არ მითხარი ნინის დაბადების დღეზე არავინ იქნება ჩვენს გარდაო? შენ არ თქვი ირაკლი აღარც მე მახსოვს და აღარც იმასო? არ თქვი ყველაფერი დამთავრდაო?- ზედიზედ ისვრიდა სიტყვებს უფროსი მამაკაცი და ნელ ნელა უახლოვდებოდა შვილს. ქეთა ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. გონებაში ჩაიხედა, გაიხსენა როგორ უთხრა წინა დღით ანდრიამ რომ შერიგებულიყვნენ,რომ არაფერს აღარ გააკეთებდა ქეთას საწინააღმდეგოდ თუმცა არა, აქ დაიჭირა საკუთარი თავი გულუბრყვილობაში,სწორედ მაშინ შეცდა გოგონა და ახლა ამ შეცდომის ნაყოფს იმკიდა. არაფრის მქმელი თვალებით შეხედა მამას,ცრემლები ჩაგუბებულიყო დილით ლაღად მოცინარ,თაფლისფერ თვალებში.
-სად გაუჩინარდი იმ არაადამიანთან ერთად? მითხარი!-იღრიალა ხმამ და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ქეთასა და ვახტანგისთვისაც, გააზრება ვერ მოასწრო ისე აეწვა მარცხენა მხარე გოგონას, თავი გვერდით მიატრიალა, ზიზღნარევი, სიძულვილით აღსავსე მზერით შეხედა ანდრიას, ცრემლები დიდი ძალისხმევით შეაკავა,თავი მაღლა აწია, თუმცა მზერა არ მოუშორებია
-მე ასეთი არ გამიზრდილხარ. ჭკუას გირევს ის ნაციხარი.- ღრიალებდა ხმა მაგრამ ქეთას აღარ ესმოდა,მზერა ბიჭზე ქონდა მიმართული. ანდრიას იმედგაცრუებული სახე ქონდა,ალბათ მამაკაცის ასე გაბრაზებას არ ელოდა. თავი ჩაღუნა, რაზეც ქეთას მწარედ გაეღიმა, ამაზე კი ვახტანგი უფრო წამოენთო,გოგონას მივარდა, მხრებში ჩააფრინდა და შეანჯღრია
-შენ გელაპარაკები! გაგიჯდი?! სულ გადახვედი ჭკუიდან?
-თავი დამანებეთ ყველამ-ძლივს ამოხეთქა ქეთამ და ანდრიას გახედა ისევ -არასოდეს, აღარასოდეს გაბედო მომიახლოვდე,მოკარებაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ-კბილებში გამოცრა, თან მთელი თავისი, შიგნით დაგროვილი ბოღმა და სიძულვილი ჩააქსოვა- ჩემთვის მკვდარი ხარ ანდრია ნუცუბიძე და იცოდე არასოდეს დაბრუნდები. მე ქალაჩუნა მეგობრები არ მჭირდება.
-მიზანი ამართლებს საშუალებას, არ გსმენია? -დაჟინებით მიუგო ბიჭმაც - ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? რითი ვარ იმ არაკაცზე ნაკლები. რა დაინახე ასეთი, რითი მოგხიბლა ამიხსენი ერთი-უკვე ვახტანგსაც აღარ ერიდებოდა ისე საუბრობდა. ამ სიტყვების გამგონეს, ჯერ გაოცება გამოეხატა სახეზე ქეთას და შემდეგ გადაიკისკისა
- ირაკლი შენსავით, სულით არასოდეს დაეცემა და ეს შეიგნე.
ყველამ თავი დამანებეთ! თქვენ ხომ ცხოვრობთ? მეც შემარგეთ ცხოვრება. თავ-პირს თუ დავიმტვრევ ამით მხოლოდ მე დავზარალდები. -დაიყვირა გოგონამაც და ის იყო წასვლა დააპირა რომ ვახტანგს ფერები გადაუვიდა სახეზე
-შენ.... მე.. ამას..არასოდეს დავუშვებ... შენ იმ ბიჭს დაშორდები! - ძლივს წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა, ხელი გაჭირბებით მიიდო გულზე და ახრიალდა, გოგონა გაშრა, მამამისს მივარდა, დააწვინა და წყალი მიაწოდა
-მაა... მაა არ მიმატოვო მამა... გთხოვ მამა... გთხოვ... -სწრაფად გახედა ანდრიას
-იდიოტო მანდ ყურყუტს სასწრაფოში რომ დარეკო გირჩევნია,თუმცა მაგას მიხვედრა ხომ უნდა-ბოლო ხმაზე იღრიალა და ისევ მამამისთან ჩაიმუხლა,წყალი შეაპკურა სახეზე,სველი ხელი მოუსვა, უსასრულოდ ეძახდა... უყვიროდა რომ თვალები არ დაეხუჭა...
-მა არ დამტოვო გთხოვ მამა, მე ისევ ის პატარა გოგო ვარ, ოღონდ ცოტა გაზრდილი პატარა გოგო... მამა გთხოვ... -ტირილით თვალებდაწითლებულს, მამის ხელი თავისაში მოექცია და ვერც ხვდებოდა ისე ძლიერ უჭერდა- თვალები გაახილე... გთხოვ... შემომხედე.... შემომხედე და მითხარი, რამე მაინც მითხარი, სულ ცოტა რაღაც მაინც. მამა... გთხოვ...- თვალები ბურუსით დაეფარა,მხოლოდ ბუნდოვნად გაიგონა,სირენების ხმა,ადამიანთა ფეხის მისვლა-მოსვლა, და სიშავე,სრულიად სიშავე. დაიკარგა, დაიკარგა უსასრულობაში, უიმედობაში... თვალების გახელა და თავის წვა ერთი იყო, მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა "მამა" . წესიერად არც მოსულიყო გონს,გარემოს გახედა,ბუნდოვნად თუმცა მაინც დაინახა თეთრი კედლები,კუთხეში მდგარი ექთანი...პირი გააღო თუმცა ხმა ვერ ამოიღო,ექთანს ხელით უხმო, თავს დიდი ძალა დაატანა და ძლივს წარმოთქვა
-მამა?- თვალები ეხუჭებოდა, თუმცა თავს ეწინააღმდეგებოდა. უნდოდა პასუხი მალე მოესმინა
-კარგადაა გოგონა ნუ ღელავთ ყველაფერი რიგზეა,დამშვიდდით-თვალები დაეხუჭა,მოეშვა, თითქოს დიდი ტვირთი მოხსნეს,ისევ სიშავეში გადაინაცვლა თუმცა ახლანდელი შავი ცოტა ღია იყო. ალბათ ერთი საათი თუ გავიდა როცა გამოფხიზლდა, თავზე დედა ადგა და ეფერებოდა,მკრთალად გაუღიმა,იმედი გაუორმაგდა
-დე მამა... როგორაა?-პირი გაშრობოდა,ლაპარაკს უშლიდა
-კარგადაა დედი,ცოტა ინერვიულა,წამლები დაუნიშნეს ისევ,რამდენიმე შეუცვალეს- ღრმად ამოისუნთქა ქეთამ, ოთახი მოათვალიერა,მხოლოდ ნინელი იყო ოთახში. გული ჩაწყდა, რაღაც დააკლდა, ან ვიღაც... ისევ სევდით აივსო.
-და... ირაკლი?
-არვიცი ირაკლი არ გამოჩენილა. მე არ მინახავს შვილო-ოდნავ გაღიმება ცადა ნინელიმ
-გაიგო და არ მოვიდა? ეს ირაკლის არ გავს დედა,რა მოხდა, რამე უთხრეს დე? ის იდიოტი სადღაა?
-ანდრია მამასშენთან შევიდა,ნუ გეშინია დედი მე რა გითხარი,თუ ნამდვილია, შენთან იქნება-დაბნეულად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
-დედა რამეს მიმალავ?-გული ყელში მოებჯინა გოგონას, აკანკალდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ ის კი იცოდა ყველაფერი ცივი გონებით უნდა დაელაგებინა. წამოდგომა და პალატიდან გაქცევა უნდოდა. თავში ყველაფერი არეოდა. გული ერეოდა. აიზლაზნა,ფეხები გადაწია საწოლიდან,უნდა ამდგარიყო თუმცა კარში გაშეშებულმა სილუეტმა თავადაც გააშეშა. ნინელიც არანაკლებ დაბნეული ჩანდა, ირაკლი უყურებდა დაჟინებით ქალს, თითქოს ნებართვას ელოდებაო, ქალმაც ოდნავ დაუქნია თავი და გარეთ გასვლა დააპირა. მადლიერი თვალებით შეხედა დედას გოგონამ და გაუღიმა, სწრაფად მივარდა გოგონასთან ირაკლი,მისი სახე ხელებში მოიქცია,დააკვირდა, გულში ჩაიკრა
-ჩემო ძლიერო გოგო,როგორ ხარ?
-კარგად იკა... სად იყავი?-ხელები მაღლა აწია და ძლიერად ჩაეხუტა ბიჭს.
- მე ახლა გავიგე ქეთუს. ვიცი რომ მამაშენი,კარგადაა... მაგრამ შენ ისეთი ...
-მე რა იკა?
-არაფერი ციცქნა, ჩემი ძლიერი გოგო ხარ,ჩემი ცეროდენა ძლიერი გოგო.-გულში ძლიერად ჩაიკრა ისევ გოგონა, თითქოს გაშვება არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ნაღვლიანი,ჩამქრალი თვალებით შეხედა და არაფრის მთქმელი ღიმილი აჩუქა... რაღაცნაირად ეუცნაურა გოგონას მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.აღარ იცოდა რა ექნა,თითქოს გაბრუებული იყო.
ერთ საათში გამოწერეს ვახტანგიც და ქეთაც,ესეც ეუცნაურა მაგრამ მაინც ხმა არ ამოიღო. ერთი დღე სახლიდან არ გამოსულა. ვახტანგს უყურებდა მძინარეს,ხან ჩუმად უსმენდა. მისვლას ვერ ბედავდა თუმცა არც იმალებოდა. ტირილის თავიც არ ქონდა,სიტუაციასაც ვერ აანალიზებდა სწორად და ამიტომ ჩუმად იყო. ირაკლიც შეცვლილიყო მაგრამ ამასაც ვერაფერს ეკითხებოდა. ნინის დაურეკა მხოლოდ,მოიკითხა, მოსვლა თხოვა მაგრამ გოგონამ ვერ მოახერხა. თავის თავთან უცხოდ იყო ქეთა. სულ ის მომენტი უტრიალებდა, სულ იმაზე ფიქრობდა რა მოხდებოდა, ვახტანგი წარმოიდგინა, მისი უსიცოცხლო, ცივი სხეული... გააჟრჟოლა, ფიქრები თავის გაქნევით უარყო.მხოლოდ ანდრიას მოსვლის დროს "იმალებოდა" ოთახში. ასე გაგრძელდა 3 დღე, ჩუმად, ყველა იმას აკეთებდა რაც თითქოს უნდა გაეკეთებინათ, არცერთი ზედმეტი კითხვა და მოძრაობა. მხოლოდ მეოთხე დღეს როცა ნინი მივიდა,მაშინ გამოფხიზლდა ცოტა. კარების გაღებისთანავე პოზიტივი შეიტანა სახლში. თუმცა ანდრიას დანახვაზე ისიც დაიჭყანა.
-ვაუ ანდრი? მოასწარი უკვე მოსვლა? თუმცა რას გეკითხები. ვახო ბიძია თქვენ როგორ ხართ?-გვერდით ჩამოუჯდა კაცს.
-აბა რა გითხრა შვილო,ახლა არამიშავს- წუხილით ჩაილაპარაკა ვახტანგმა და გოგონას მხარზე ხელი მამაშვილურად დაადო. ქეთას გახედა, რომელიც დუმდა და არც აპირებდა რამის თქმას. თუმცა ამ დუმილშიც გაარჩია მისი ყვირილი ნინიმ.მალე განმარტოვდნენ ოთახში და მაშინათვე იხეთქა ნინიმ
-გოგო რა სახე გაქვს რა ხდება?-გაფართოებული თვალებით დაუდგა წინ.
-არვიცი ნინი,რა ვქნა აღარ ვიცი. მიყვარს ირაკლი მიყვარს მაგრამ ცალკე მამაჩემია ცუდ მდგომარეობაში. ამას რომ რამე მოუვიდეს-ცრემლები გადმოეღვარა ქეთას სახეზე. ნინიც დამწუხრდა, არ იცოდა რა ერჩია დაქალისთვის. ორივე ერტად ატირდა,აქამდე ტირილსაც ვერ ბედავდა ქეტა,ახლა კი თიტქოს იცლებოდა,მაგრამ გულზე მაინც ედო ის უხილავი ლოდი,მარწუხებივით რომ უჭერდა და გაღიმების საშუალებას რომ არ აძლევდა,ცოტა ხანი ილაპარაკეს გოგონებმა უმნიშვნელო თემებზე, ესეც ქეთას გულის გადასაყოლებლად რა თქმა უნდა.
საღამოს ირაკლიმ დაურეკა,გული შეეკუმშა ისევ,ისევ მოერია ცრემლები,ისევ აევსო გული დარდით, ნინის გახედა მტირალმა
-მინდა რომ მისი ზარს ყოველთვის ვხედავდე ჩემ ტელეფონზე ნინ,ბევრს ვითხოვ? ალბათ კი -ჩაილაპარაკა ჩუმად და სენსორს თითი გადაუსვა
-გისმენ
-ქეთ როგორ ხარ?
-კარგად. შენ?
-არამიშავს... რა ხდება სახლში?
-არვიცი... დაძაბული მშვიდობა.
-ქეთა გამოსვლას შეძლებ? უნდა შევხვდეთ,დავილაპარაკოთ.
-არვიცი იკა,ვნახოთ. იმედი მაქვს შევძლებ... სხვას არაფერს მეტყვი?
-რავიცი რა გითხრა. სალაპარაკო გვაქვს ორივეს.
-მე მომენატრე ირაკლი.-უკანასკნელ სიტყვას ჩაეჭიდა
-ქეთა,ჩემო პატარა გოგო... ვილაპარაკოთ. გამაგებინე კარგი- ტელეფონიც გათიშა და ქეთამაც ტირილს უმატა,ბალიშში თავჩარგული ტიროდა, თავის ბედს დასტიროდა და ერთიანად კანკალებდა, არაფერზე ფიქრის თავი არ ქონდა,მარტო ტირილი უნდოდა,მარტო ცრემლები...
ცრემლები და მუსიკა...
მწვანეში ჩაფლული წითელი წვიმის მუსიკა...


_______________
ვიცი ახლა რაც არ უნდა გითხრათ მაინც გამიბრაზდებით, მაგრამ მართლა ვერ შწვძელი,ვერ მოვიცალე მართლა და იმედი მაქვს გამიგებთ. ვეცადე ცოტა დიდი თავი დამედო... ველოდები შეფასებებს. მომენატრეთ უკვე. . . და მიყვარხართ

ბევრი ბოდიში და კიდევ უფრო ბევრი მადლობა...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მეცოდება ქეთი და ირაკლი.არ ვამტყუნებ ქეთის მამას,მშობელია და არავის უნდა მისი შვილი ყოფილ პატიმართან იყოს,მითუმეტეს როცა გონებას გირჩევენ,ერთი რაშიც ვამტყუნებ ისაა რომ არ უნდა მოუსმინოს მას.ანდრია კი საშინლად მეჯავრება.გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე.იკას ნუ მიჩაგრავ
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი kethrine

La-Na
მეცოდება ქეთი და ირაკლი.არ ვამტყუნებ ქეთის მამას,მშობელია და არავის უნდა მისი შვილი ყოფილ პატიმართან იყოს,მითუმეტეს როცა გონებას გირჩევენ,ერთი რაშიც ვამტყუნებ ისაა რომ არ უნდა მოუსმინოს მას.ანდრია კი საშინლად მეჯავრება.გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე.იკას ნუ მიჩაგრავ

ლანააა ❤❤❤❤❤ ჩემო ტკბილო გოგო მადლობა დიდი რომ დღემდე ჩემთან ერთად ხარ. კი მშობელია და რა ქნას, ყველა ხერხს ხმარობს ქეთას დასარწმუნებლად. თან ერთადერთი ესღა ყავს და... აი ანდრია კი რაღაცეებს მიქარავს... მადლიბა ჩემო კარგო კიდევ ერთხელ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი LSD

Dges vnaxe es tavii daa ravici dzaan gamarxaree raaa ai martlaa dzaan mikvarxar daa momenatreee ❤️❤️Istoiraa aris unikalurii oghondd gazardee raa tavebii ar mkofniss ❤️❤️ Am andrias gadavisvrii meczre sartulidan :dd ar momwonss da ravknaa raa :dd raunda am gogosgan moshordes daikargoss raa:dd es ori kii mecodebaa mee ra aradaa dzaan sakvarlebii arian ertadd ❤️❤️Imedimakvs ar daashorebb an tu dashoreb bolos ertad maincc datovee raa ❤️❤️Aii ninizee ki vgijdebii dzaan momwons misi personaji❤️❤️ Aii iseti personajiaa roar gindodes gagimeba gagagimebss ra ❤️❤️ Aba shenici warmatebebii da agar daagvianoo ra ❤️❤️

 


№4  offline წევრი kethrine

LSD
Dges vnaxe es tavii daa ravici dzaan gamarxaree raaa ai martlaa dzaan mikvarxar daa momenatreee ❤️❤️Istoiraa aris unikalurii oghondd gazardee raa tavebii ar mkofniss ❤️❤️ Am andrias gadavisvrii meczre sartulidan :dd ar momwonss da ravknaa raa :dd raunda am gogosgan moshordes daikargoss raa:dd es ori kii mecodebaa mee ra aradaa dzaan sakvarlebii arian ertadd ❤️❤️Imedimakvs ar daashorebb an tu dashoreb bolos ertad maincc datovee raa ❤️❤️Aii ninizee ki vgijdebii dzaan momwons misi personaji❤️❤️ Aii iseti personajiaa roar gindodes gagimeba gagagimebss ra ❤️❤️ Aba shenici warmatebebii da agar daagvianoo ra ❤️❤️

ცემო ტკბილო ალუბალო, როგორ მომენატრე და როგორ მაკლდი შენ არ იცი.... აი სულ არ იცი რაა..... როგორ უნდა გავძლო მე უშენოდ (უთქვენოდ) არ ვიცი რა... სავარაუდოდ მალე დავამთავრებ... მაგრამ ვეჭვობ დიდხანს ვერ გავძლებ უთქვენოდ ...❤❤❤❤ ახლა ვტვირთავ შემდეგსაც და ვნახოთ. მადლობა იდიდესი..

ბოდიში შეცდომები გამეპარა ტექსტში :)
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline წევრი LSD

kethrine
LSD
Dges vnaxe es tavii daa ravici dzaan gamarxaree raaa ai martlaa dzaan mikvarxar daa momenatreee ❤️❤️Istoiraa aris unikalurii oghondd gazardee raa tavebii ar mkofniss ❤️❤️ Am andrias gadavisvrii meczre sartulidan :dd ar momwonss da ravknaa raa :dd raunda am gogosgan moshordes daikargoss raa:dd es ori kii mecodebaa mee ra aradaa dzaan sakvarlebii arian ertadd ❤️❤️Imedimakvs ar daashorebb an tu dashoreb bolos ertad maincc datovee raa ❤️❤️Aii ninizee ki vgijdebii dzaan momwons misi personaji❤️❤️ Aii iseti personajiaa roar gindodes gagimeba gagagimebss ra ❤️❤️ Aba shenici warmatebebii da agar daagvianoo ra ❤️❤️

ცემო ტკბილო ალუბალო, როგორ მომენატრე და როგორ მაკლდი შენ არ იცი.... აი სულ არ იცი რაა..... როგორ უნდა გავძლო მე უშენოდ (უთქვენოდ) არ ვიცი რა... სავარაუდოდ მალე დავამთავრებ... მაგრამ ვეჭვობ დიდხანს ვერ გავძლებ უთქვენოდ ...❤❤❤❤ ახლა ვტვირთავ შემდეგსაც და ვნახოთ. მადლობა იდიდესი..

ბოდიში შეცდომები გამეპარა ტექსტში :)

Verc gadzleb da arc unda gadzloo:dd amas rom daamtavreb bunebrivia sxva istoriss werac unda daiwkoo aba ise sadaa:dd❤️❤️Uime bodishs raze ixdi shecdomebii bervs mosdis mtavaria ro gamoasworoo❤️❤️Velodebebiii axal tavs sul moutmenlad❤️❤️

 


№6  offline წევრი kethrine

LSD
kethrine
LSD
Dges vnaxe es tavii daa ravici dzaan gamarxaree raaa ai martlaa dzaan mikvarxar daa momenatreee ❤️❤️Istoiraa aris unikalurii oghondd gazardee raa tavebii ar mkofniss ❤️❤️ Am andrias gadavisvrii meczre sartulidan :dd ar momwonss da ravknaa raa :dd raunda am gogosgan moshordes daikargoss raa:dd es ori kii mecodebaa mee ra aradaa dzaan sakvarlebii arian ertadd ❤️❤️Imedimakvs ar daashorebb an tu dashoreb bolos ertad maincc datovee raa ❤️❤️Aii ninizee ki vgijdebii dzaan momwons misi personaji❤️❤️ Aii iseti personajiaa roar gindodes gagimeba gagagimebss ra ❤️❤️ Aba shenici warmatebebii da agar daagvianoo ra ❤️❤️

ცემო ტკბილო ალუბალო, როგორ მომენატრე და როგორ მაკლდი შენ არ იცი.... აი სულ არ იცი რაა..... როგორ უნდა გავძლო მე უშენოდ (უთქვენოდ) არ ვიცი რა... სავარაუდოდ მალე დავამთავრებ... მაგრამ ვეჭვობ დიდხანს ვერ გავძლებ უთქვენოდ ...❤❤❤❤ ახლა ვტვირთავ შემდეგსაც და ვნახოთ. მადლობა იდიდესი..

ბოდიში შეცდომები გამეპარა ტექსტში :)

Verc gadzleb da arc unda gadzloo:dd amas rom daamtavreb bunebrivia sxva istoriss werac unda daiwkoo aba ise sadaa:dd❤️❤️Uime bodishs raze ixdi shecdomebii bervs mosdis mtavaria ro gamoasworoo❤️❤️Velodebebiii axal tavs sul moutmenlad❤️❤️

წინასწარ რა გითხრა ჩემო სიყვარულო და სიხარულო... მე ამის დადებასაც არ ვაპირებდი, მაგრამ თქვენ გემო გაგისინჯეთ და :) ჩემი პოზიტივი გოგო ხარ. მადლობა დიდი❤❤❤❤❤

ავტვირთე უკვე და იმედია მალე გამოქვეყნდება...
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent