გრძნობების მორევშიცუდად ვარ ,ლომკა მაქვს და უბრალოდ არ შემეძლო რამე რომ არ დამედო. ისტორიას ვერ ვწერ სად მცხელა მაგისთვის ამ შუა გამოცდების დროს სადაცაა ავიჭრები ამიტომ გადავქექე ჩემი ყველა ისტორია რაც კი ადრე დამიწერია და არ გამომიქვეყნებია აღმოვაჩინე ერთ-ერთი არაფერი განსაკუთრებული უბრალო ბანალური ისტორიაა ძალიან ზღაპრული და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი .ჩემებური ისტორიაა უბრალოდ ცოტა გრძნობებს, რეალობას მოკლებული და გადაჭარბებული იქნება ყველაფერი . იმედია შეძლებთ წაკითხვას ახლა ისე მინდა თქვენთან კონტაქტი რო ლანძღვის მოსმენაზეც (წაკითხვაზე) თანახმა ვარ იმათ ვისაც ნორმალური ისტორია სჭირდება არ წაიკითხონ რადგან არ არის ნამდვილად დახვეწილი 14 წლისამ დავწერე ძაან რომანტიულ განწყობაზე ვიყავი ზაფხულის ერთ ცხელ კვირას :დ წავედი ახლა ჩავუჯდები წყეულ ბიოფიზიკას ისევ და თან შემოვიჭყიტავ აქეთ . მიყვარხართ მე თქვენ და გპირდებით როგორც კი მოვიშორებ ამ სტრესულ სიტუაციას მაშინვე დავიწყებ წერას ............ მარიამ ალავიძე 17 წლის დედისერთა , მშობლების განებივრებული შვილია. არასდროს არაფერი აკლდა , ფუფუნებაში იზრდებოდა .შვიდი წლის იყო როცა გაიგო რომ ლელა და ლაშა მისი ბიოლოგიური მშიბლები არ იყვნენ , მაგრამ ამას მათდამი დამოკიდებულება არ შეუცვლია. მხიარული, თავისუფალი, თავნება გოგო იყო.მშობლებიც არაფერს უკრძალავდნენ დადიოდა იქ სადაც სურდა, ყიდულობდა რაც მოსწონდა ისვენებდა იქ სადაც გაუხარდებოდა. ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია გართობის გარდა. რომ გეთქვათ ყავასაც ძლივს გააკეთებდა, ერთადერთი რაც კარგად იცოდა ფულის ხარჯვა და დროის მხიარულად გატარება იცოდა. არც არაფერში ჭირდებოდა სახლის დალაგება , რეცხვა და მზარეულობა იმდენი მოსამსახურე ჰყავდა საწოლსაც არ ასწორებდა ტანსაცმელსაც კი იატაკზე მიმოფანტულს ტოვებდა სახლიდან გასვლისას და არც არასდროს უფიქრია რომ მილაგება ჭირდებოდა, თავის ადგილას დადებული ხვდებოდა ყოველთვის და არც შეუწუხებია მაგაზე ფიქრს. ივნისში სკოლა დაასრულა უკვე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიოდა , გამოსაშვებზე ბრწყინავდა საკუთარი კაბრიოლეტით მივიდა რომელიც სკოლის დამთავრების აღსაღნისნავად უყიდა მამიკომ და რიგით მეოთხე მანქანა იყო მას შემდეგ რაც 16 წლის ასაკსი მართვის მოწმობა აიღო. ნამდვილი ბრილიანტი იყო რომელიც მუდამ ყველა სიტუაციაში გამორჩეულად ბრწყინავდა და ყველას ყურადრებას და სიყვარულს იმსახურებდა, თავად კი ტკბებოდა ამ გარემოებით და ამაყად დააბიჯებდა დიდების ზენიტში მყოფი. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და არავინ იცის როდის შეიცვლება საწინააღმდეგო მიმართულებით. ყოველთვის სდევს უბედურებას ბედნიერება და პირიქით. მარიამის შემთხვევაშიც ასე მოხდა რადგან მიუხედავად მისი დიდებისა ღმერთის წინაშე ყველა თანასწორები ვართ და განსაცდელს ერთნაირად გვივლენს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩვენ კი მისი გადალახვა , მრავალჯერ დაცემის შემდეგ კვლავ წამოდგომა გვევალება რათა კვლავ მივისწრაფოდეც იმ მწვერვალისკენ რომლიდან ჩამოსვლაც მოგვიხდა, ყოველ ჯერზე კი სწავლობ ცხოვრებას და თავიდან მოიპოვებ ბედნიერებას ბოლოს კი თუ სიძლიერე გამოავლინე სამუდამო ბედნიერების წყაროს იპოვი და მას აღარასდროს დაკარგავ . ....... მარიამმა ბარგის ჩალაგება ითხოვა ანტალიაში წასვლამდე ამჯერად ახლო მოგზაურობა გადაწყვიტა რადგან მისი კლასელები იქ მიდიოდნენ . მშობლები გვიან დაბრუნდნენ როგორც კი გაიგო მაშინვე ჩაირბინა კიბეები და ორივეს მოეხვია -დედიკოო მამიკოო მომენატრეეთ სად ხართ ამდენ ხანს? თქვენი ქალიშვილი ხვალ მიდის და ასე უნდა გაცილება? -რომელ საათზე მიდიხარ? -პილოტს დავურეკე უკვე და ხვალ დახლოებით ათ საათზე წავალ ძალიან ადრე კია, მაგრამ არაუშავს გადავიტან თვითმფრინავში დავიძინებ -კარგი დე კარგ დასვენებას გისურვებ თანხა ჩაგერიცხა ხო ანგარიშზე -კი ...მერე კიდე დამჭირდეს შეიძლება ერთი ხუთი ათასის გადმორიცხვა რა ვიცი რა მომინდება -რა პრობლემაა მამა იცი ვისაც უნდა დაურეკო ეტყვი და გადმოგირიცხავენ . ჩემო გოგო ისევ იმდენი ჩანთები მიგაქ? -არაა ამჯერად მხოლოდ ოთხი მგონი ორ კვირაში მეყოფა ხო? -ოთხი რაამბავია შვილო დღეში რამდენჯერ აპირებ გამოცვლას -კაი რა მამიკო დიდი ამბავი ეხლა აქედან მძღოლი ათრევს იქედან მეორე მძღოლი. ხო დამხვდებიან აეროპორტში? -კი და პირდაპირ ჩვენს სასტუმროში წაგიყვანს შენი გოგოებიც იქ არიან -მიყვარხართ -ისევ მოეხვია ორივეს აკოცა და კუსკუსით აირბინა კიბეები. გვიანამდე ელაპარაკა გოგოებს და შემდეგ დაიძინა მეორე დღის მოლოდინში. პირველ საათზე გაღვიძებას მიჩვეულს ცოტა გაუჭირდა ათზე ადგომა მაგრამ მოსამსახურემ გამოაფხიზლლა. მშობლებს დაემშვიდობა წასვლამდე ძალიან ბევრი აკოცა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგაც უკან იხედებოდა და ხელს უქნევდა, ისინიც ერთად იდგნენ ჩახუტებულები და უღიმოდნენ . ცუდი შეგრძნება ჰქონდა, არ უნდოდა მათი დატოვება. ანტალიაში ჩასვლის და მეგობრების დანახვის შემდეგ ყველა და ყველაფერი დაივიწყა . საღამომდე მზის ქვეშ ნებივრობდა ცურვით გული იჯერა ბევრი ილაპარაკა, ამბები გაცვალეს, ბიჭებიც შეუერთდდნენ , შემდეგ გამოიცვალა როგორც ყოველთვის ისეთი კაბა მოირგო მინიმალურად უფარავდა უნაკლო სხეულს მაღლები თავისთავად თმა გაიშალა და კლუბში წავიდა. ხმამაღალი მუსიკის და წივილ-კივილის ფონზე საერთოდ არ გაუგია მთელი ღამის განმავლობაში რომ ურეკავდნენ . როცა გამთენიისას ინებეს ნომრებში დაბრუნება მობილური შემთხვევით ნახა ისიც დრო აინტერესებდა გამოტოვებული ზარები რომ ნახა მაშინვე დარეკა ყველა ერთი ნომრიდან იყო განხორციელებული. როდესაც დარეკა მისი ბიძა აღმოჩნდა ლაშას უფროსი ძმა რომელიც ყოველთვის უმაქნისი იყო და არც არაფერი გააჩნდა მას და მის ოჯახს ლაშა არჩენდა და არც აკლდათ არაფერი , მიუხედავად ამისა მისი კუდაბზიკა ცოლი და შვილები მეტს ითხოვდნენ ამიტომ არასდროს მოსწონდა მარიამს ისინი ძალიან ცუდი ურთიერთობა ქონდა მათთან. -გიგი ბიძია თქვენ ხართ? რა ხდება რატო მირეკავდით? -როგორც ყოველთვის ეხლაც არ ბრძანდები ქალბატონო ფხიზელი ხო? ალბათ როცა სენი გამზრდელების ამოსაცნობად შევდიოდით ერთობოდი მანდ -სად მიდიოდით? სად არიან დედიკო და მამიკო- უცებ ყველაფერი გაჩერდა მის ირგვლივ და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა -აეროპორტში მიდიოდნენ მანქანით , მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ტრაილერს შეასკდნენ სამწუხაროდ ძმა და რძალი დავკარგე -არა ოღონდ ისინი არა არა არ დამტოვებდნენ ვერ მიმატოვებდნენ ჩემი დედიკოო ტყუილია ტყუილიაა - ტირილი დაიწყო , პანიკაში ჩავარდა მას ხო მათ გარდა არავინ გააჩნია ეხლა კი სრულიად მარტო დარჩა საყვარელი ადამიანების გარეშე. სასწრაფოდ გაფრინდა უკან მისი მეგობრებიც გაყვნენ და ამშვიდებდნენ. როგორც კი სახლში უფროსწორედ მათ მთავარ სასახლეში შევიდნენ ფეხები მოეკვეთა და რომ არა მისი ერთ- ერთი თაყვანისმცემელი აიტაკზე დაეცემოდა. გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა, სახლში შესვლისას გაიაზრა რომ რეალური იყო მათი დაკარგვის ამბავი .თითქოს გული ამოაცალეს, შიგნეული ეწვოდა ბურუსში იკარგებოდა და მხოლოდ ტირილს ახერხებდა. საკუთარი ხმაც არ ესმოდა უბრალოდ მოთქვამდა მანამ სანამ ძალა არ გამოეცალა და წყვდიადში არ ჩაიკარგა ყველაფერთან ერთად ბიძის და ბიცოლის წყალობით მშობლების გლოვაც ვერ მოახერხა რადგან მეორე დღესვე გადაწყვიტეს დაეკრძალათ მარიამს კი არაფრის გადაწყვეტის საშუალება არ მისცეს. ისე იყო დაუძლურებული აზრზეც ვერ მოდიოდა საშინლად იყო ცხოვრებაში ასეთი ტკივილი არ უგრძვნია ერთ დღეს დაკარგა ორი უსაყვარლესი ადამიანი რომლებიც მისი დასაყრდენები იყვნენ. სახლში ძალაგამოცლილი შევიდა დივანზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო სრულიად ქონდა ენერგია დაკარგული და საერთოდ აღარ გავდა ადამიანს თითქოს ორ დღეში სულ მთლად დაილია ისედაც გამხდარი და სიფრიფანა გოგო. თვალის უპეები ჩაშავებული ქონდა და მკვდრის ფერი ედო რო დაგენახათ შეგეშინდებოდათ. რამოდენიმე წამში ჩანთები შემოქონდათ მამამისის დაცვის ბიჭებს უკან კი ლალი ბიცოლა და მისი ბიძაშვილი ლიკუნა მოყვებოდნენ და მითითებებს აძლევდნენ წიკვინითა და უხეშობით -რა ხდება ბიჭებო ეს ვისი ბარგია? -ქალბატონო მარიამ მათი -ენა ჩაიწყვიტე რა და ზემოთ აიტანე ეგ ბარგი ოთახს ავარჩევთ და მერე იქ შეიტანეთ რას დგეხარტ ვერ გავიგე -რა ხდება ბიცოლა? -ბიცოლას ნუ მეძახი შენ არ ყოფილხარ მათი შვილი და არ გაქ უფლება სსაერთოდ არც არფრის უფლება გაქ დღეიდან მათი ერთადერთი ნათესავები ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი და ჩვენ გვეკუთნის ყველაფერი რაც მატ ქონდათ ცხონებულებმა ისედაც იმაზე ბევრად მეტი მოგცეს რაც გეკუთნოდა -მე მათი შვილი ვიყავი ისინი ასე თვლიდნენ და თქვენ რა მიგაჩნიათ არაა მნიშვნელოვანი -ნუ ტლიკინებ ლაწირაკო ჯობია მადლობა გვითხრა რომ არ გაგდებთ სახლიდან და იქ არ გიშვებთ სადაც შენი ადგილი იყო -უთხრა და წავიდა. მარიამი კი ადგილზე იდგა გაშეშებული და სრულიად მარტო ამდენი პრობლემის წინაშე, ცხოვრებაში პირველად გრძნობდა თავს უძლურად და უსუსურად მიხვდა რომ მისი დიდება დასრულდა და არც არაფერის გაკეთება შეეძლო. ფიქრებიდან გამზრდელის შეხებამ გამოიყვანა რომელმაც ხელზე უკვე დაბერებული ფუმფულა ხელი ჩამოუსვა და შემდეგ სახეზე მიადო -ჩემო გოგო გამაგრდი ჩემი იმედი გქონდეს -ძიძა მენატრებიან ძალიან მენატრებიან ისინი კიდე ამბობენ რომ ამბობენ არ იყვნენ შენი მშობლებიო შენ ხო იცი - აზლუქუნდა და დაგროვილი ტკივილი ცრემლებში ჩააქსოვა თან ქალს მაგრად ეხვეოდა -ჩემო გოგო ისინი ყველაფერს მიისაკუთრებენ ხომ იცი როგორი ხარბები არიან ეხლა სვავებივით დაესევიან ყველაფერს რაც კი გაქ ჯობია შენ გქონდეს სანამ ეგენი იპოვნიან და წაგართმევენ დამიჯერე -ძიძა რას ამბობ ისინი ხო ასეთი ბოროტებიც არ არიან.ახლა არ შემიძლია ქონებაზე ფიქრი არ მაინტერესებს არაფერი ...ისინი ჭირდებიან მხოლოდ -როგორი მიამიტი ხარ ჩემო გოგო არ იცი ცხოვრება ..ეს ცხონებულების შეცდომაა რადგან ისე გაგზარდეს მხოლოდ კარგ სამყაროს ხედავდი ვარდისფერ ფერებში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო მაგრამ არ დანებდე მიყევი დინებას მაგრამ ჩაძირვის საშუალება არ მისცე თავს შეწინააღმდეგებას კი მარტო ვერ შეძლებ -ჩემებს დავურეკავ ისინი არ მიმატოვებენ საბა მითუმეტეს ცოლად შერთვა უნდოდა ჩემი და ამათ ხელში ხო არ დამტოვებს- უცებ მოეგო გონს ცრემლები შეიმშრალა ყველას დაურეკა მაგრამ არავინ უპასუხა საბამ კი ასეთი პასუხი გასცა რომ მის მსობლებს ღატაკი სარძლო არ ჭირდებოდათ. მეგობრებმაც მიატოვეს, ხალხმა ვინც გვერდიდან არ შორდებოდა და ათასი რამ ქონდა მათთვის გაკეთებული ფულთან ერთად დაშორდნენ. სწრაფად აირბინა კიბეები და თავის ოთახში შევიდა დერეფანში ყველგან მათი სვავი დამქაშები იყვნენ და ნივთებს საუკეთესო საძინებლებში აბინავებდნენ. ოთახსი არსებული სეიფი გახსნა და თავისი სამკაულები გამოიღო ერთად ჩაყარა ზარდახშაში და ტანსაცმელებთან ერთად შეინახა იქ სადაც ვერავინ ნახავდა. შემდეგ მშობლების ოთახში შევიდა ჯერ დედას ტანსაცმელები ჩაიკრა გულსი იტირა და მათი სურათები აიღო შემდეგ კი სეიფიდან მისი სამკაულები აიღო ფული არ ედოთ იქ რადგან სხვაგან ინახავდნენ მამას კაბინეტში ქონდა კიდევ ერთი სეიფი რომლის კოდიც იცოდა მაგრამ ვერ მოახერხა იქ შესვლა ბატონი გიგი ბრძანდებოდა და ვიღაცას ესაუბრებოდა . უკვე გვიანი იყო ამიტომ ოთახში შევიდა და საწოლში დაწვა, საშინლად გრძნობდა თავს მიტოვებულად, მოტყუებულად და ხვდებოდა რომ არავის იმედი არ უნდა ქონოდა ის ადამიანები ტოვებდნენ ვისაც ენდობოდა და მეგობრებად მიიჩნევდა რომლებიც მასთან ერთად მხოლოდ გასართობად იყვნენ ბარში, რესტორანშ და დასასვენებლად დადიოდნენ მაგრამ ღარიბ გოგოსთან არაფერი ესაქმებოდათ. დაძნებას აპირებდა როცა მისი მობილური აზუზუნდა ძალიან გაუკვირდა როცა მისი ძველი მეგობრის ნომერი დაინახა რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა ის მისი ერთ-ერთი ძველი მოსამსახურის შვილი იყო და რათქმაუნდა ბევრ დროს არ ატარებდა მასთან ერთად რადგან სესაძლებლობა არ ქონდა ასე ეფლანგა ფული -ნატა შენ ხარ? -მარიამ როგორ ხარ ვიზიარებ შენს მწუხარებას ძალიან დამწყდა გული კარგი ადამიანები იყვნენ -მადლობა ნატა ძალიან დიდი მადლობა რომ გაგახსენდი ერთადერთი ხარ იცი? ეტყობა არ გაგიგია რომ გიგიმ ყველაფერი წამართვა და აღარაფერი გამაჩნია -არ არ ვიცოდი ძალიან ცუდია არ მეგონა ასე თუ მოგექცეოდა. ეხლა რას აპირებ თუ რამით შემიძლია დაგეხმარო მითხარი მართალია ეხლა არ ვარ საქართველოსი მაგრამ ჩემს ძმას დავურეკავ და რამეს მოვახერხებთ -არ მჯერა რო მაგას მეუბნები რაც გაიგეს გავღარიბდი ყველას ვთხოვე დახმარება და არავინ მიპასუხა ან საერთოდ სისულელე მოიფიქრა შენ კი თავად შემეხმიანე ამას არ დაგივიწყებ -შენ ბევრი რამ გაქ ჩემთვის გაკეთებული და საერთოდ შენს ოჯახს ჩემთვის და ჩემი ოჯახისწევრებისთვის ამას კი ვერ დავივიწყებ. მთელი ზაფხული გაცვლითი პროგრამით ლონდონში ვარ გამოცდა ჩავაბარე მაგრამ როცა დავბრუნდები აუცილებლად გნახავ ეხლაც თუ რამე შემიძლია -არა არაფერი მადლობა ძალიან დიდი მადლობა -კარგი მაშინ ნახვამდის. -ნახვამდის ნატა. დილით მოსამსახურეს თხოვა საუზმის ოთახში შეტანა , მაგრამ არ დასცალდა საუზმობა მის ოთახში ამალა შევიდა -მარიამ უნდა ვილაპარაკოთ -გისმენ ბიძია არა უფროსწორედ გიგი რა ხდება ამჯერად? -თხოვდები საყვარელო აი იმენა სასწაული იქნებაა ქალბატონი მარიამი იმ ოჯახში- გახარებულმა თქვა ლიკუნამ და სავარძელში დასკუპდა -რას ბოდავ? -ეგრე ნუ მელაპარაკები არ დაგავიწყდეს რომ დღეიდან ყველაფერი რაც გეკუნოდა ჩემია და აღარ ხარ ის ქალბატონი მიწაზე ფეხის დაბიჯებისას ხალიჩას რო ახვედრებდნენ -მეტყვით რა გინდათ? -მართალია ლიკუნა თხოვდები ასე ჯობია შენთვის არჩევანი არ გაქ ყველამ მიგატოვა არც არაფერი გაგაჩნია სიკეეს გავაკეთებთ და იმ ნივთებს გაგატანთ რაც შენ გქონდა ნაყიდი რომ გაყიდო საკმაოდ ბევრ ფულს იშოვი. მოკლედ სიკეთე გიყავი იმის გამო რო ჩემს ძმას უყვარდი და საკმაოდ კარგ ოჯახსი გათხოვებ ამ საღამოსვე უნდა აბრგდე და დატოვო აქაურობა არც გაბედო მოსლა და რამის თხოვნა დავიწყე ეს სახლი და 17 წელი ფუფუებაშ ცხოვრება იკმარე -არ ვაპირებ არავისზე წაყოლას მე საქონელი არ ვარ რომ თქვენს ნებაზე მიმაჩუქოთ ვიღაცას -კარგი მაშინ უბრალოდ ჩაალაგე ბარგი რაც კი შენია აქ და ოთახი დაცალე ლიკუნა უნდა გადმოვიდეს და ვერ ვაცდევინებ -რაა? ჩემს ოთახში შენ უნდა იყო? -თუ შეიძლება ენა ჩაიგდე მათხოვარო და შენი ყველა ნივთი მოაშორე საღამომდე აქედან მერე გინდა გათხოვდი გინდა გზაში იცხოვრე და იმათხოვრე მთავარია ეგ ტასაცმელებით სავსე ჩემოდნები არ წაგართვან ბომჟებმა რა მაგარი იქნებდა არა ? ვალენტინოს კაბასი გამოწყობილი ნეხვის სუნიანი მათხოვარი მის გვერდით კი დახეული კაბით ქალბატონი მარიამ ალავიძე -გადით აქედან ხომ მაქ უფლება მსვიდად ჩავალაგო ნივთები და წავიდე არანაირი სურვილი მაქ თქვენ გიყუროთ თუნდაც ჯოჯოხეთში მოვხვდე - დაიყვირა და ლანგარი იატაკზე მოისროლა -მაგ თეფშების ანაზღაურებას არ მოგთხოვთ დარწმუნებული ვარ არ გექნება საკმარისი ფული ჩათვალე რო გაჩუქეთ -ხოო? ესეც მაჩუქეთ მაშინ- დერეფანში გავიდა და კიბესთან მდგომი უზარმაზარი ქანდაკება რომელზეც გიჟდებოდა ლალი სულ ხელის კვრით დააგორა კიბეებზე და მთლიანად დაფშვნა-უფსს წაიქცაა - ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ნანობდა ხელები ერთმანეთს შემოკრა და შეშფოთებულ ლალის გვერდი აუარა კარი მიხურა და ჩემოდნები გამოყარა შემდეგ კი მისი ძიძა შევიდა -ჩაგალაგებიებ შვილო -ძიძა მოგცეს უფლება? -უფლებას ვერ მომცემენ მე მაგათთან მუსაობას არ ვაპირებ დღეიდან ვტოვებ ამ სახლს დიდი ხნის წინ მთავაზობდა სამსახურს დედაშენის მეგობარი და მასთან წავალ -შენ ყველაზე მაგარი ქალი ხარ ვისაც კი ვიცნობ იმედია კიდე გნახავ -ჩემო გოგო დათანხმდი მათ წინადადებას ჯობია ოჯახსი იცხოვრო ცოლი იქნები და შესაბამისად შენი ადგილი გექნება ისე კი გზაში დარჩები დამიჯერე ჩემო გოგო -როგორ გავთხოვდე რამოდენიმე დღეში ვხდები 18 წლის ჯერ ბავშვი ვარ -ბავშვი არ ხარ შვილო შენხელა რო ვიყავი უკვე ჩემს თავს ვარჩენდი და ვმუშაობდი -არ ვიცი მე მას არც ვიცნობ იქნებ მოხუცია საერთოდ ან რავიცი გიჟი რატო შემირთავს აბა ცოლად -იქნებ არცაა ეგეთი დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაართმევ თავს შენი თავის იმედი გქონდეს -ძიძა იცი რამე ამის შესახებ? -უბრალოდ დამიჯერე ჩემო გოგო ტანსაცმელს ამჯერად მარიამიც ალაგებდა მასთან ერთად ისიც არ იცოდა როგორ ჩაედო მაგრამ შემდეგ ასწავლა ძიძამ და ნორმალურად დებდა ერთ ჩანთაში სამკაულები ედო რომელიც მთელი ქონება იყო . საშინლად დაღლილი იყო მაგრამ კიდევ ბევრი რამ ქონდა დარჩენილი მთელი ოთახი ერთი საძინებლის ტოლი გარდერობი სავსე ქონდა არც კი იცის რა აქ -აღარ შემიძლია ამდენი რამე როდის ვიყიდე -ეს ბოლო ორ წელში იყიდე შვილო დანარცენები აღარ გერგებოდა და ბავშვთა სახლში დაარიგებინე -ორ წელში? ეხლა ვხვდები რამდენ რამეს ვყიდულობდი ტყუილად რაში მჭირდებოდა ესენი ასეთი მესამე ჩავდე უკვე სხვადასხვა ფერი - ერთ- ერთი კაბა ეჭირა ხელში -კიდევ ძალიან ბევრ რამეს მიხვდები და ისწავლი შემდეგ შეძლებ ნამდვილი ბედნიერების მოპოვებას და არა მლიქვნელ ხალხთან ერთად ყალბი სიხარულის შეგრძნებას რომელიც აქამდე გქონდა. -არამგონია იმაზე მეტი ბედნიერება არსებობდეს და მე მოვიპოვო რადგან ყველაფერი მქონდა ეხლა კი არაფერი მაქ მხოლოდ საქმრო რომელსაც არც კი ვიცნობ ისე უნდა გავყვე ცოლად და კაცმა არ იცის რას მიმზადებს ბედი -გახსოვდეს რომ ყველა გაჭირდვებას უკან მოზდევს ბედნიერება -უკვე საღამოა დროა გავიდეთ ბიჭები ჩაიტანენ შენს ბარგს და მანქანაში ჩააწყობენ -რამდენ მანქანაში ჩაეტავა ვითომ - მთელს ოთახში დაწყობილ ჩემოდნებს შეხედა და დოინჯი შემოირტყა . -ჩაატევენ ნუ ღელავ . მარიამი ბიძამისთან შევიდა შემდეგ კი პასუხი უთხრა . მცირე საუბრის შემდეგ მანქანაში დაჯდა ამჯერად არა თავის არამედ მათ ჯიპში და მძღოლმა სადღაც წაიყვანა . ძალიან დიდი ხნის მგზავრობის სემდეგ რომელმაც დაახლოებით ხუთ საათს გასტანა ერთ ერთ დასავლეთის სოფელში მივიდნენ სადაც გზაც კი არ იყო მაგრამ საკმაოდ კარგ სახლთან გაჩერდნენ სოფლის და იმ გარემოს პირობაზე არაჩვეულებრივიც კი იყო . უკან მიყვებოდათ მისი ბარგით დატვირთული მანქანა . -მოვედით ქალბატონო ესაა თქვენი მომავალი სახლი ბედნიერებას გისურვებთ -მადლობა ლადო -თქვა და მანქანიდან გადავიდა იქ კი საშუალო ასაკის ქალი, მამაკაცი, ახალგაზრდა გოგო იდგნენ და მას უყურებდნენ. ქალი უკმაყოფილო იყო აშკარად ძალიან ბრაზიანი გამოხედვა ქონდა, გოგონა იღიმოდა კაცს კი უბრალოდ მშვიდი გამოხედვა ქონდა . მარიამმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მათკენ -საღამომშვიდობის -საღამომშვიდობის მარიამი ხო? სასიამოვნოა შენი გაცნობა პირდაპირ გასაოცარია სენი აქ ნახვა ბევრი რამ გამიგია შენზე - გოგო მაშინვე მოეხვია და აღტაცება გამოავლინა -მაშო გეყოფა რეებს ბოდავ -ქალის ხმა იმაზე მკაცრი აღმოჩნდა ვიდრე გარეგნობა ისეთი ხმა ქონდა გაყინავდა ადაიანს- აქ ჩვეულებრივი გოგოა და არა ქალბატონი ამასთან სეგუება მოუწევს მე რძლად დედოფალი არ მჭირდება ჩვეულებრივი გოგო მინდა ვინც დამეხმარება -ღრუბლებიდან დიდი ხნის წინ ჩამოვედი ქალბატონო - შეეცადა მშვიდად ეთქვა და ხელი გაუწოდა მაგრამ სამაგიეროდ არავინ შეაშველა ხელი ამიტომ ისევ უკან დაწია -მე მაშო ვარ შენი მომავალი მული ეს დედაჩემია ქალბატონი აქ ისაა დედოფალიც მბრძანებელიც ნინო მისი მეუღლე და ჩემი ბუნჩულა მამიკო ნიკოლოზი ნიკა ნიკო ნიკალა რაც გინდა -მასო შეეშვი ტლიკინს მეთქი არ ვთქვი გასაგებად?- თვალები დაუბრიალა მაშოს და ეზოში შესულ მანქანას შეხედა-მხოლოდ ბარგს წამოიღებდო რომ თქვეს ესაა სულ შენი ბარგი? -ხო რაღაც ნაწილის გადაყრა მომიხდა ვერ ჩავატიეთ მანქანებში-გულწრფელად თქვა რა იცოდა ეხლა სადედამთილოს თუ გააგიჟებდა -გადაყარე? გადასარევია ესეიგი ორი მანქანით მოგქონდა ტანსაცმელები და კიდე გადაყარე? ყველაფერთან ერთად ქარაფშუტაც ყოფილხარ შესანიშნავია ღმერთო ამ გოგოს სახით გამოცდას მივლენ? ასეთიც არ მეკუთვნოდა არამგონია ამხელა ცოდვა მქონდეს -კარგი ნინი გეყოფა ხომ იცოდი რომ -რა ვიცოდი რა ამ ბარგს თქვენ გადმოატანიებთ და სარდაფში მიიტანთ ხვალ მოვუვლით ჯერ ეს გოგო კანონიერი რძალი უნდა გახდეს ტყუილად არავინ მჭირდება ოჯახში საკმაოდ ვეხმარები გაჭირვებულებს თქვა და სახლში შევიდა -არ მიაქციო შვილო ყურადღება სულ ჯუჯღუნებს მაგრამ გული კეთილი აქვს -ნუ თუ სასიკვდილოდ იქნები განწირული გადაგარჩენს რა -მაშო გეყოფა მართლა ბევრს ლაპარაკობ -კარგი ვჩუმდები ვდუმდები წამოდი მარიამ ბარგი გადმოვიტანოთ ისინიც მოგვეხმარებიან ხო? -კი უარს არ მეტყვიან - მანქანისკენ წავიდნენ ბიჭებმა საბარგული გახსნეს -ქალბატონო მარიამ სად წავიღოთ? -მე არ ვიცი გიგა. მაშო სად წაიღონ? -მე წამომყევით -ერთი ჩემოდანი თვითონ ჩამოიღო და წინ წავიდა- რა გიდევს ამდენი მართლა კოლექცია ჩამოიტანე? -დადე შენ ნუ მიათრევ ძალიან მძიმე იქნება ბიჭები შეიტანენ -ჯობია შენც მომბაძო დედა მაინც წამოგაღებიებს დამიჯერე -ხო მაგრამ მძიმეა თითქმის ჩემი წონა -ბორბლებიანი წამოიღე-უთხრა და გზა გააგრძელა . მარიამმა ძვლივს ჩამოიღო ერთი ჩემოდანი მაღლები ეცვა და ლამის ქუსლი მოტყდა ფეხსაცმელს ისე შექანდა შემდეგ სახელური ამოსწია და წაიღო -ქალბატონო მარიამ არ გინდათ ჩვენ წავიღებთ -ყმაწვილო ვინ გთხოვათ ამათი იქ შეტანა?- ნინო გამოჩნდა და ბიჭი გააჩერა -მე ვთხოვე არ შეიძლება? -მარიამმა მორიდებულად უთხრა და გააჩერა -გიგა მოიცადეთ კარგი? -როგორც მიბრძანებთ ქალბატონო -ღმერთო ჩემო მონათფლობელიც ხარ? -მე არა უბრალოდ ის ის -კარგი გეყოფა უთხარი ამ შენს დამქაშებს ჩემოდნები ქვემოთ ჩამოაწყონ და დატოვონ ეზოში დღესვე მიდიან მგონი ხო? ხოდა როცა ჩამოზიდავენ წაბრძანდნენ ის ჩემოდნები უკან გამოიტანეთ -ქალბატონო -მიდი გააკეთე რაც გითხრა ყველაფერი რიგზეა -მარიამმა გაუღიმა ბიჭს მანაც გააკეთა რაც დაავალეს მეორემაც დაემშვიდობნენ მარიამს მორიდებით და წავიდნენ. მაშო კი მარიამის გვერდით დადგა -მგონი დაგერხააა -ვერ გავიგე რას... -მოიცადე დაელოდე მოვლენების განვითარებას და არაფერი თქვა კაი?ვერ იტანს რომ ეწინააღმდეგებიან უფრო ბრაზდება-სიცილით უთხრა და დედას დაელოდა რომელიც სახლიდან გამოდიოდა -შეიძლება რაღაც გკითხო? -რა გისმენ -ის ჩემი მომავალი ჩემი მომავალი საქმრო აქ არაა? -აა ჩემი ძამიკოს ნახვა გინდა? ჯერ მოცდა მოგიწევს ისე შეემზადე შოკში არ ჩავარდე - თვალი ჩაუკრა და ბეტონზე ჩამოჯდა -მაშო სად ზიხარ? -როგორც კი მიუახლოვდა გოგოებს მაშინვე თქვა და ისიც წამოდგა - წამოდი ხელის მოწერის დროა -ეხლა უნდა მოვაწეროთ ხელი? ანუ ეხლავე? ეხლა ხო გვიანია? -ჩემთვის გვიანი არ არსებობს ქალბატონო უკან გამომყევი... მაშო რა გაცინებს? -ჩემს ძმას ასეთი ცოლი მოყავს და არ გავიცინო დედა? -შენს ადგილას პირიქით მოვიქცეოდი - თქვა და გზა განაგრძო. კართან მისვლისას მარიამი წამით შედგა ცხოვრებაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამდა. თითქოს ამ უცნაური დახვედრის შემდეგ გონს მოვიდა. ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და იმაზეც კი ფიქრობდა რომ უკან შებრუნებულიყო და გაქცეულიყო. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა. სახლი შიგნიდან უფრო კარგად გამოიყურებოდა როგროც ჩანს ახალი გაკეთებული იყო ყველაფერი და თან გემოვნებიანად . როგორც ჩანს მისაღებში შევიდნენ სადაც ქალი იყო მაგიდასთან და წინ დოკუმენტები ელაგა სავარძელში კი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა ისიც რაღაც დოკუმენტს აკვირდებოდა შემდეგ კი წამოდგა როგორც კი მარიამი დაინახა და გაუღიმა -მიშო გააცანი დოკუმენტის პირობები -თქვა მაგიდასთან მჯდომმა ქალმა -დიდი სიამოვნებით ქალბატონო ნინო. მოხარული ვარ შენი გაცნობით რძალო გაძლებას და ბედნიერებას გისურვებ შენი მონამორჩილი მიშო დევდარიანი მეჯვარე და ადვოკატი -ნუ გაილექსე-მაშინვე გააჩუმა ნინომ -უკაცრავად მომიტევეთ მოკლედ ეს ქალბატონი დაგაქორწინებთ ასევე მოაწერთ ხელს დოკუმენტს რომლის მიხედვითაც ერთმანეთის ქონებას არ შეეხებით გაყრის შემდეგ რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს მაინც იმედია პრეტენზია არ გაქ -არა არანაირი არ მინდა ნახვა ამ ოჯახის წევრი უნდა გავხდე და ეხლავე უნდობლობას არ გამოვიჩენ - ეს რო თქვა ნინის ცოტა დაუმშვიდდა თითქოს სახე -კარგი რძალო ძალიან კარგი -წავალ მე სიძეს დავუძახებ -მაშომ ტაში შემოკრა და გავარდა. მარიამი იდგა და ისე უკანკალებდა სხეული ცოტაც და დაეცემოდა კარისკენ იხედებოდა მაგრამ ვერავინ რომ ვერ დაინახა იატაკს გაუსწორა თვალი სწორედ ამ დროს მოესმა ფეხის ხმა და ფრთხილად შეაბრუნდა თავი . გვერდით ისეთი ბიჭი ედგა მართლა ენა ჩაუვარდა და კიდევ კარგი დასაყრდენი იპოვნა რომ არ წაქცეულიყო აქამდე სასწაულების არ ჯეროდა უბრალოდ სასწაულებს აჩენდა მისი მშობლები მისთვის ბუნებრივად კი არაფრის გამოჩენის ჯეროდა, ამ წამამდე უშნო დარტყმულ, შრამიებიან, ინვალიდ, ბრმა ან კიდევ ათასი გარენული ან შინაგანი ნაკლით საქმროს ელოდა მაგრამ ისეთს ხედავდა თავისი თავი გონჯი ეგონა მაინც ეს შავი თვალები აგიჟებდა რომლებიც ისე უყურებდნენ მთელს ორგანიზმს უფორიაქებდა და მასზე მოწყვეტა არ შეეძლო -დავიწყოთ ! დასაკვირვებლად დრო იქნება- აი მისი ხმა კი ისეთი ბოხი და უხეში იყო იმ წამებში კანზე ეკლებმა დააყარა და მიხვდა რომ ზედმეტად ეტყობოდა გაოცება ამიტომ მზერა სასწრაფოდ მოაშორა . ქალმა დაიწყო ბევრი საუბრის შემდეგ თქვა იყვნენ თუ არა თანახმანი პასუხის მიღების შემდეგ ხელმოწერაზე გადავიდა და ვიღაც სემოვარდა -ბიცო ხო არ დავაგვიანე? ჰა? იმდენი ვირბინე გული ხელში მიჭირავს რამხელა ეზო გაქვთ რა უბედურებაა- გოგო მარიამის გვერდით დადგა და მაშო კინაღამ დაიგუდა ვერც იცინოდა ნინოს თვალების ბრიალის გამო და არ იცოდა სად დამალულიყო ბოლოს მამამისს ამოეფარა - გამარჯობა გენაცვალე მე შენი მეჯვარე ვარ ამ შემოვარდნის შემდეგ ხელი მოაწერეს, ყველა დოკუმენტს უხმოდ და ზედმეტი კოცნა ხვევების გარეშე . მასიკო მაშნვე მივარდა რძალს და აკოცა -გილოცავ ძლივს შეგვემატა ერთი აღსაზრდელი -მაშო- ბიჭის ხმა მოესმა უკვე მესამედ და ისევ შეუქანდა გული -შენც გილოცავ ძამიკოოო მარიამი კიდე აგონიაში იყო ჰყავდა ქმარი რომლის გარეგნობით მოხიბლული იყო და ის იცოდა მის შესახებ რომ ალექსანდრე ამაღლობელი ერქვა . ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამოიყვანა რომელიც ისევ უხესად ჟღერდა მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ეს ერთმანეთს როგორ ეხამებოდა გაურკვეველია -წამომყევი -კარისკენ შებრუნდა და წავიდა . მარიამმა ძვლივს გადაადგა ნაბიჯები თითქოს რაღაც აბავდა , უკვე ისე ცუდად იყო სიარულიც აღარ შეეძლო . უზარმაზარი კიბეები აიარეს ,შემდეგ დერეფანი და ბოლოში ერთ-ერთ საძინებელში შევიდა. მარიამი კართან გაჩერდა ეხლა უკვე მართლა ცუდად იყო და მიზეზიც ნათელი იყო სასინელებას ელოდა- არ შემოხვალ?-ისევ ხმამ გამოაფხიზლა და შესინებულმა ახედა -მე მე ხო - ძვლივს თქვა და ოთახში შევიდა. ალექსანდრემ მის წინ იდგა უცებ ხელი მისკენ წაიღო მარიამი ლამის ჩაიკეცა მაგრა მის უკან კარი რო დახურა და შებრუნდა ამოისუნთქა -სანამ გული გაგისკდება ჯობია გითხრა რომ ამაღამ სე*ქსი არ გვექნება არც სურვილი მაქ და არც დრო -სავარძელსი მჯდომმა თქვა და მარიამს შეხედა რომელიც იმას იაზრებდა რომ მის ქმარს მასთან ყოფნის სურვილი არ ქონდა და შესაბამისად ასკვნიდა რომ ამ სიმპატიურ, არა ზე სიმპატიურ კაცს ქალბატონი მარიამი საერთოდ არ ხიბლავდა მერე სიტყვა“დღეს“ რომ გაიაზრა უფრო ცუდად გახდა .-დღეიდან აქ მოგიწევს ცხოვრება ,ამ სახლში ამ ხალხთან ერთად და უნდა შეეგუო რომ აქ არავინ არაა სენი ქვეშევრდომი და ვერავინ გაგიკეთებს საჭმელს, გაგირეცხავს, დაგილაგებს და მოგემსახურება ეს ჩემი ოთახია ანუ ჩვენი შეგიძლია აქ ამოიტანო ბარგი -ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა- ნახვამდის - ასე შვიდად უთხრა და გავიდა. მარიამი სრულიად მარტო დარჩა ოთახში და ხალიჩაზე ჩაიკეცა ცოტახანს იჯდა და იაზრებდა მის ირგვლივ მომხდარ ამბავს შემდეგ ოთახს მოავლო მზერა მართალია დიდი იყო მაგრამ მისი საძინებლის ნახევარი იყო მხოლოდ გარდერობის ოთახზე ცოტა დიდი , მაგრამ გემოვნებით მოწყობილი . ცოტახანს იჯდა შემდეგ კარზე დააკაკუნეს -რძალო შეიძლება? -შემოდი მაშო-როგორც კი უთხრა მაშინვე შემოვიდა - დედამ გამომგზავნა საქმე აქვს ეზოში გველოდება მითხრა სწრაფად მოდითო -კარგი ეხლავე წამოვალ- ფეხზე წამოდგა და გავიდა. - ალექსანდრე სად წავიდა? -თუ არ უთქვია ესეიგი არც მე ვიცი დიდხანს არ წავა ალბათ -თქვენ სულ აქ ცხოვრობთ? -არ მოგწონს სოფელი ვიცი მაგრამ რას იზავ -არ სწავლობ? -კი სად მერე გეტყვი ეხლა ჩუ ქალბატონი გაბრაზდება -როგორც იქნა გზაში რამე ნივთები ეყარა? აა არა იმხელა ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ თავი კლუბში გგონია როგორც ჩანს არადა სოფელში ხარ და ამ წიშკრის მიღმა ქვებში და ტალახში სიარული მოგიწევს -მე უბრალოდ -საქმეზე გადავალ ეს ყველაფერი რაც აქაა გწირდება ყველაფერი თუ არა -მჭირდება -ანუ აქ რაცაა ტანსაცმლითაა სავსე და ყველაფრის ჩაცმას აპირებ? -მე ყველაფერს ეხლა ვერ ჩავიცმევ რათქმაუნდა ზოგი მჭირდება -გადახედე რაც გჭრდება საძინებელში ხშირად რის ჩაცმასაც აპირებ და ცალკე დააწყვე მასო სკამი მომიტანე - მასოს გახედა ისიც წავიდა მალევე მოვიდა, ქალბატონი დაჯდა და რძალს დააკვირდა რომელიც ჩემოდნებს არჩევდა. ბევრი ამორჩევის სემდეგ დაახლოებით ოთხი ჩემოდანი დააწყო ცალკე ეს ტანსაცმელი ერთიც ფეხსაცმელი მიუმატა და ერთიც ჩანთები -მოვრჩი -ესაა რასაც ჩაიცვამ? -ხო ტანსაცმელი ფეხსაცმელი და ჩანთები დანარჩენი -ხომ იცი სად წაიღო მაშომ ხელი მოკიდე და იქ შეიტანე ოღონდ არ მიყარ მოყარო ერთ კუთხეში დაალაგე თავისუფალ ადგილას -მივეხმარები - მაშო მაშინვე წამოდგა და ჩანთას დაწვდა -მანდ გაჩერდი! რძალო რამე მიირთვი ამ საღამოს თუ ძალა არ გაქ საკმარისი არ მინდა შეწუხდე მანდ -არ ვჭამ საღამოობით მითუმეტეს ამ დროს -უკაცრავად დიეტა არ დაგირღვიოთ მე მაპატიე საყვარელო შეუდექი საქმეს აბა ვნახოთ შენი ძალა და მიზანდასახულობა -დედა მძიმეა ძალიან აქ კი დაახლოებით ათი ჩემოდანია ვერ -მაშო მსვიდად ჯდომა თუ არ შეგიძლია სახლში შედი - დედა კაი რა ის ხო იცი რო ვერ შეძლებს რა საჭიროა - ყიდვა ხომ შეძლო სრულიად უმნიშნელო ნივთების რომლებშიც ათასობით დოლარი ექნება გადახდილი დარწმუნებული ვარ ასე რომ გაიგოს რაში იხდიდა ფულს -ყავაც არ გინდა? -ბოლოს დანებდა რო მიხვდა ვერ გადაარწმუნებდა და შეხედა მარიამს რომელსაც ორი ჩემოდანი ეჭირა ერთად მესამე ჩანთას კი აყენებდა ხელი რო მოეკიდებია -არა მადლობა -მაგდენს ვერ წიკავ მიუხედავად იმისა რომ ჭკვიანურია სამი გზის გაკეთება მოგიწევს ათის ნაცვლად -მგონი წაღებაა მნიშვნელოვანი და არა ის როგორ წავიღებ -ახალგაზრდებს სწორედ ეგ გღუპავთ მხოლოდ ის გაინტერესებთ საქმე გააკეთოთ მარტივად როგორ შეიძლება არ განაღვლებთ როცა სამი ჩემოდანი მიათრია და კუთხეში დააწყო ფეხსაცმელმა დისკომფორტი ისე შეუქმნა ცოტაც და ფეხებში ძალა გამოერთმეოდა ამიტომ უკან დაბრუნებისას ჩანთა გახსნა ფეხსაცმელების და კეტები ამოიღო მოირგო და თმაც შეიკრა . კიდევ ორი ჩანთა გაათრია ისინიც მიაგორა უფროსწორედ მაგრამ შემდეგ უკვე ძალაგამოცლილს ხელში აწევა უწევდა ვებერთელა ჩანთის -კარგი კითხვის უფლება ხომ მაქვს -გისმენ -უკვე დაინტერესდა ნინო და შეხედა -თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ როგორ იმოქმედებდით -კარგია უცოდინრობის შემთხვევაში კითხვებს რომ სვავ დასაფასებელი თვისებაა ნამდვილად, შენც დაიმახსოვრე ქალბატონო -მაშოს შეხედა და ისევ მარიამს მიაპყრო მზერა -მე მაგ ჩემოდნებს აი იმ ხალიჩაზე დავდებდი შემდეგ მეტლახზე გადავიტანდი აი იქ ხომ ხედავ ძალიან პრიალაა და ხალიჩაც მარტივად სრიალებს თითქმის კარამდე მიიტანდი ასე შემდეგ კი ორი ფეხის ნაბიჯზეა დანიშნულების ადგილი -ხალიჩა რო გაფუჭდეს? -არც ისეთი სულელი ყოფილხარ როგორიც შორიდან ჩანდი უნდა ვაღიარო მაგრამ ეგ არაფერს ცვლის არ გაფუჭდება ნუ ღელავ და დროზე იმოქმედე ორის ნახევარია უკვე ხვალ ათასი საქმე მაქ ხომ ხედავ ძინავს მთელს სოფელს -ბოლოს მაინც მწარე მიაყოლა. მარიამმა საქმე მოაგვარა და მინცორზე ძალაგამოცლილი დაჯდა ცხოვრებაში ამდენი საქმე არ გაუკეთებია მარტოს მითუმეტეს. -დასრულდა წამება თუ კიდე უნდა გააკეთებინო რამე- მაშომ უთხრა და ადგა -წამებას შენ რას ეძახი ჭკუის სწავლას? თუ დაფიქრდება ამ ერთ საათში ბევრი რამის სწავლა შეეძლო რაც შემდეგში გამოადგება მიდი ეხლა მოკიდე მის ჩანთებს ხელი და აატანინე საძინებელში კიბეებს მაგიანად ვერ აივლის მოსაკლავად კი არ მომიყვანია -ბოლოს დატკბა და მის ჩანთებს გადახედა -კარგიი -მაშო წამოდგა და ერთ- ერთ ჩანთას დაავლო ხელი -როგორ მოგეწონა საძინებელი? -მყუდრო და ლამაზია -მყუდრო ეძახე და ყველაზე დიდია ამ სახლში? -ხო? ჩემი ძველი საძინებელი ორჯერ დიდი იყო -ანუ არ მოგეწონა -არა ეგ არ მითქვია უბრალოდ გამახსენდა ძალიან მიჭირს იმის აღქმა რომ ის ცხოვრება აღარ მექნება ვერც ჩემს ოთახში ვიქნები რომელიც 18 წელია მეკუთვნის და ვერც ჩემს სახლში -მართალია მაგრამ შეეჩვევი ეგ არაფერია კიდე იმდენი რამის სწავლა და გაკეთება მოგიწევს ამ ზაფხულში -მერე აღარ მომიწევს? -ა არაა უბრალოდ ზაფხულშიც ხო მოგიწევს და სხვა დროსაც რა - უცებ გადააკეთა და ფეხს აუჩქარა . საძინებელში შეიტანეს და იქ დადეს. ცოტახანს ჩამოჯდა -მაშო ჯობის დაიძინო დაიღლებოდი მე თვითონ ამოვიტან არ მინდა ჩემს გამო შეწუხდე ვალდებული არ ხარ -არის! რადგან ამ ოჯახის წევრი ხარ ასეა თუ ისე ოჯახის წევრს უნდა მიეხმარო ყოველთვის ვასწავლიდი და არცააქ უფლება რო არ დაგეხმაროს - ოთახში ორი დიდი ჩანთით შევიდა ნინო და იქვე დადო- მორჩა შენი ბარგი უკვე ადგილზეა იმედია დალაგებას მოახერხებ -მკაცრად თქვა და მაშოს ანიშნა ამდგარიყო ,თვითონ კი გავიდა მარიამი უცებ წამოდგა და მოულოდნელად უთხრა სანამ გავიდოდნენ-მადლობა -ქალმა უკან გამოიხედა უბრალოდ შეხედა და გავიდა. მთელი ღამე ვერ მოისვენა როგორ არ დაწვა მაგრამ წამითაც ვერ დაიძინა , არადა ძალიან კომფორტული საწოლი იყო, ბალისები და საბანიც კი ისეთი იყო თვითონ რო უყვარდა ფუმფულა და მსუბუქი ისეთი თითქოს არც ეფარა. ბოლოს წამოდგა შუქი აანთო ფანჯარა გამოაღო რათა უკეთ ესუნთქა და გონება აემუშავებინა, შემდეგ ძიძას სიტყვები გაახსენდა . ოთახში მიმოიხედა შემდეგ კარადა გამოაღო და ალექსანდრეს ტანსაცმელებს დააკვირდა ყველა მაღალი ხარისხის , ძვირადღირებული და ცნობილი დიზაინერის იყო ნახა არმანი , გუჩი, დოლჩე და გაბანა მეორე განყოფილებასი საათები იყო ისინიც ათასობით ლარი ღირდა , ქვედა უჯრაში სათვალეები და საფულეები იდო ისინიც ძვირადღირებული . ყველგან ძვირფას ნივთებს წააწყდა -და ეს ცხოვრობს ამ მიყრუებულ სოფელში და მოსამსახურე არ ყავს? რა ხდება ვერ გავიგე ჩემი გაგიჟება უნდათ? დედამისს და მის დას როგორ აცვიათ და თვითონ ასე დადის? აქ დადის ასე? ყანაში?-სავარძელში ჩაესვა და თავის თავს უთხრა -არა აქ რაღაც ვერაა ისე და გავიგებ მაგრამ მანამდე უნდა მოვიქცე ისე რომ კარგი ურთიერთობა მქონდეს ამ ხალხთან -ფეხზე წამოდგა და თავისუფალი კარადა გამოაღო სადაც მაისურები , საცვლები, პერანგები, საათები, საფულეები, სათვალეები ჩააწყო ხოლო ალექსანდრეს ტანსაცმელების გვერდით დიდ კარადაში კაბები , პიჯაკები, შარვლები, ქურთუკები დაკიდა , ჩანთები მაღლა დაალაგა და უკვე გამთენიისას მართლა დაღლილ დაქანცულს დაეძინა. დილაადრიან ესმოდა ხმაური , შინაური ცხოველების, ადამიანების, სახლიდან, ეზოდან და ქუჩიდან, მაგრამ გაღვიძებას არ კადრულობდა რადგან ძალიან ადრე იყო მისთვის ბოლოს როგორ იქნა ადგა სააბაზანოში შევიდა თავისი ნივთები შეიტანა იქ დაალაგა , შემდეგ მოწესრიგდა მოკლე სარაფანი და ტაპკები ჩაიცვა თმა მაღლა აიწია და ქვემოთ ჩავიდა . ყველა გაღვიძებული დახვდა მაგრამ არავინ იყო სახლში ყველა გარეთ იყო ისიც წავიდა -დილამშვიდობის- გაიღიმა და მიესალმა ახალ ოჯახისწევრებს -დილამშვიდობიის როგორ გეძინა?-მაშო ყვავილების მორწყვას შეეშვა და მაშინვე გაუღიმა -რაღა დილა თორმეტი საათია ცოტახანს დაგეძნებია კიდე და ვახშამზე მოხვიდოდი -ნინო გეყოფა არ იცის შენი წესები ჯერ არაა მიჩვეული ასეთ ცხოვრებას -ეგ რომ იცით ყველამ რატოა ჩემს ოჯახში რძლის სტატუსით მობრძანებულიყო მეგობრის, სტუმრის, სოფლის დამთვალიერებლის სტატუსით და თუ უნდოდა საღამომდე არ ამდგარიყო საწოლიდან -უცებ მოაკეტია ქმარს და მარიამს შეხედა-დღეს არ გაგავიძე რადგან გამთენიისას დაიძინე წუხელ მაგრამ ხვალ ასე აღარ მოვიქცევი წინასწარ გაფრთხილებ . მაშო შეეშვი ყვავილებს და საუზმე გააწყვე ქვემოთ სასადილო ოთახში -ერთი დამრჩა და წავალ - უთხრა ის ყვავილიც მორწყა და სახლში შევიდა. -საუზმეს თქვენ ამზადებთ? -როგორც ხედავ მოსამსახურე, მზარეული და მებაღე არ გვყავს არც მძღოლი -და რატომ?-პირდაპირ კითხა მაგრამ ნინომ ისე შეხედა თავბედი იწყევლა საერთოდ ხმა რომ ამოიღო -სოფელში არავის არ ყავს მოსამსახურეები , ყველა თავის თავს თვითონ უვლის და ოჯახს არც სხვასთან იწყებენ მუშაობას რადგან ურჩევნიათ ოჯახს მიხედონ როგორც ნორმალური ქალის ვალია . პასუხმა დაგაკმაყოფილათ თუ არა -წამოდიით მზადაა-მაშომ დაიძახა და შესულ მარიამს უთხრა- არ ვიცოდი რა გიყვარდა ამიტო ის გავაკეთე რაც ჩვენს მენიუშია ხოლმე -ყოველთვის როგორ გავიწყდება მაშო საწებლის მოტანა ხო იცი რო მამაშენს უყვარს -შეეშვი ბავშვს ნახე რამდენი რამე მოუტანია რაღა ეგ გაგახსენდა -ბავშვია 19 წლის ქალი? მე მაგის ასაკში ალექსანდრეზე ვიყავი ფეხმძიმედ და ყველაფერს ვაკეთებდი რაც მევალებოდა და რაც არა -მამა ახალი გაკეთებული მოგიტანო მწვანე თუ ძველი წითელი -ორივე რომ მოიტანო არ შეიძლება? ხელები გეტკინება შვილო? მარტო მამაშენი ხო არ ჭამს -კაი ხო მივდივარ - მაშინვე შებრუნდა და უკან დაბრუნდა ორი სატყემლით მაგიდაზე დადო და თვითონაც დაჯდა -კიდე რამე ხო არ გავიწყდება -რაა -უკვე მობეზრებულმა თქვა და სუფრას გადახედა -დალევით ვერაფერი ვერ უნდა დავლიო? იქნებ და რა დამემართა -კარგი მართალია - წამოდგა ისევ და უკან რომ დაბრუნდა ერთი ბოთლი წითელი ღვინო როგორც ჩანს სახლის იყო რადგან პლასმასის ბოთლში ესხა, ერთი წვენი, კიდევ ტოლჩით წყალი მოიტანა -აგჰა მოვიტანე ყავას მოგვიანებით გავაკეთებ და ტკბილეულსაც მაშინ მოვიტან საკმარისია? -არა -აბა რაღა აკლია? -მთავარი რაც შენ ყოველთვის გაკლია ისაა რომ გეზარება, ქალს რომელსაც ოჯახისწევრებისთვის საუზმის გაწყობა ეზარება და არა მარტო მათთვის საკუთარი თავისთვის პირველ რიგში ის ვერასდროს იქნება კარგი დიასახლისი და სტუმარს ისე ვერ გაუმასპინძლდება დალოცვას რომ იმსახურებდეს .- მშვიდად უთხრა და წვენი დაისხა- მიირთვით ყველაფერი ადგილზეა რძალს თუ რამე განსაკუთრებული არ სურს -არა მე არაფერი მინდა ისედაც ძალიან ბევრი რამაა -აქაურობის კვალობაზე ხო? ვიცი გიკვირს მაგრამ მთლად გაჭირვებულებიც არ ვართ -ეგ არ მინ.... -ჭამის დროს საუბარი უტაქტობაა თუ სადღეგრძელოს არ ამბობ - თქვა და ჭამა დაიწყო. როცა დაასრულეს მარიამმა გაკირვება გამოთქვა-ეს ყველაფერი მართლა შენ მოამზადე? -ხო რამე არ მოგეწონა? -არა პირიქით ჩემი მზარეული ვერ ამზადებდა ასეთ კერძებს არადა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელს საქართველოში ცნობილ შეფ მზარეულთან გაიარა კურსები იტალიაში მაგამ ჯობდა თქვენთან მოსულიყო ისწავლიდა რამეს -საუბარს ჯობია აალაგოთ ყველაფერი ამჯერად მაშო მიხედავს შენ სეგიძლია დაისვენო შემდეგ კი მასთან ერთად ტანსაცმელს გადახედავ და ადგილს მიუჩენ ისე ვერ დავტოვებ არაა იქ ჩემოდნების ადგილი -თქვა და გავიდა. მარიამი მაშოს უყურებდა როგორ ალაგებდა და დამახსოვრებას ცდილობდა რა სად იდო და როგორ უნდა გაეკეთებია ეს ყველაფერი, მაგრამ გონება აერია ისე სწრაფად აკეთებდა ყველაფერს. ეგონა ბრწყინვალედ თუ გააკეთა მაგრამ ნინო რო შევიდა და სეათვალიერა გარემო ეგრევე დატუქსა -ეს ნიჟარა ისევ სველი რატოა ჩვარი არ იშოვება ჩვენს სახლში? ან აქანდაზი რატო აგდია ამდენ ხანში მთელს სახლს დაალაგებდა ნორმალური ქალი -კაი დედა რა მაგის გატანას ვაპირებდი ეს სველი იმიტოა რომ ეხლა უნდა გადამეწმინდა -კი როგორ არა მიდი გაბრძანდით ტქვენ იქ იმდენი რამეა საღამომდე ვერ მოილევთ მერე კი ვწვავ ზედმეტ ხარახურას ცნობისთვის -წავედით ხო -ხელი დაავლო მარიამს და გაიყვანა ჯერ სააბაზანოში შევარდა ხელები კარგად დაიბანა მერე გამოვარდა და საკუჭნაოსკენ წაიყვანა, სადაც ისეთი წესრიგი იყო გაოცდებოდით, უამრავი კომპოტი, მურაბა, ჯემი და საწებელი იდო, ასევე ცარიელი ქილები და ბოთლები თაროებზე კიდევ ათასი რამ -ესენი სად წავიღო ადგილი არაა საძინებელში -მართალია მოდი იცი რა ვქნათ? აი იქ პირველ სართულზე სულ ბოლოში არის ცარიელი ოთახი იქ არაფერი არ გაგვიკეთებია და იქ ავიტანოთ ოღონდ დავახარისხოთ -ხელით ანიშნა ფანჯრიდან ახლოს მდებარე ოთახზე და ჩანთების გატანა დაიწყო. მარიამმა ჭკუა იხმარა ისევ ხალიჩა მიიტანა ზედ დააწყო ყველა და ისე გაიტანეს. ნინო შორიდან უყურებდა და ეს რო დაინახა ტუჩის კუთხე ჩატეხა მაგრამ ისევ მოიშორა ღიმილი . ჩემოდნების შეტანის შემდეგ გახსნა დაიწყეს იქ კარადები იდგა-ეს ძველი კარადებია სახლი რომ განვაახლეთ დედიკომ აქ ჩამოიტანა -როგორც ჩანს მალე აკეთებთ ხოლმე რემონტს რადგან არცერთია ძელი -კარადებს დააკვირდა და წინა წლის მოდელები იყო -ხო განახლება უყვარს -ჩანთას შეხედა და ხალიჩაზე დაჯდა რომელიც მთელს ოთახში ეგო -მგონი ჯობია დავაწყოთ ძირს და ისე დავახარისხოთ აქ იმდენი რამეა არც ვიცი რის მიხედვით დავალაგო შემდეგ რომ მიაგნო -მგონი ჯობია ერთ კარადაში ზედები დავაწყო, მასურები პერანგები , სვიტერი მეორეში ქვედაბოლოები, შარვლები და ასე გავალთ ფონს -კარგი აზრია -ისე ამათ მარკებიც აქ და საერთოდ არ ჩაგიცვია? -მგონი ხო ისე თუ გინდა გქონდეს რაც მოგეწონება ახალი რომელიცაა ძალიან ბევრი სულ ახალია ბევრი მხოლოდ ერთხელ მაქ ნაცვამი -შენი აზრით მე ასეთ ტანსაცმელს ვიცმევ? -და ვერ ვხვდები რატო არა ყველა ახალი მოდელია თან არცერთია აქ ნაყიდი უმრავლესობა მაინც პარიზის მოდის კვირეულზე, ამერიკის, ლონდონის, რომის ბუტკიდანაა ამათზე ოცნებობენ -მე არ ვვოცნებობ და იცი რატო? ესენი ყველა ძალიან მომწონს , მაგრამ სხვას რო აცვია და არა მე როცა დედაჩემის მსგავსი ქალი გზრდის ამათ მსგავს სამოსს ვერ ჩაიცმევ მთუმეტეს როცა ამდენი ფული გაქ გადახდილი აი მაგალითად ეს კაბა ზუსტად ათი ათასი ღირს ამის ფასად ჩვეულებრივ მანქანას იყიდი ან კიდევ ქველმოქმედებას ეწევი და სიკეთეს გააკეთებ -მართლა ამდენი გადავიხადე? არც კი ვიცი მე მხოლოდ საკრედიტოს ვაძლევდი ხოლმე -ეს კიდევ არაფერია აქ ამაზე ძვირადრირებული კაბებიცაა თან ბევრი არა თითქმის ყველა რაც ვნახე არც ერთხელ გცმია ბევრი წვალების სემდეგ ზედების დალაგება დაასრულეს და თითქმის შარვლებიც მოილიეს აი ფეხსაცმელზე რას იზავენ კაცმა არ იცის. რათქმაუნდა ნინო შევიდა კარადიდან ერთ-ერტი კაბა გამოიღო და წინ დაიჭირა ძალიან მოკლე ყო ზურგი კი მთლიანად ამოღებული ქონდა ძირს დააგდო და მარიამს გახედა რომელსაც ეხლაც მოკლე კაბა ეცვა ლამის ყველაფერი უჩანდა -შენ ზემოთ რაც აიტანე ამის მსგავსია ყველა ეხლა რაც გაცვია? -მსგავსსი რას გულისხმობთ -სიგრძეს ჩემო კარგო მაგაზე გრძელი არაფერი გაქ გარდერობში? -სიგრძეს რა მნიშვნელობა აქ -რადგან ვამბობ ესეიგი აქვს. ეგ დაიმახსოვრე ტყუილად ლაპარაკი არ მიყვარს ესენი კიდე ჩასაცმელად არ გამოგადგება ხვალიდან ყველა გაგიცნობს და ასე ვერ გატარებ თითქოს ვაგინალურ დათვალიერებაზე ხარ გინეკოლოგთან - მისი კაბის სიგრძეს კიდე სეხედა და ხელი აიქნია -ეხლა მგონი რაღაც არასწორად გავიგე ანუ ტანსაცმელი, ჩემი ჩაცმის სტილიც უნდა შევცვალო? -ეხლა მიკიბ მოკიბვის გარეშე გეტყვი ისე უნდა ჩაიცვა როგორც ჩემს შვილს აცვია რომ დაჯდები ბაყვი არ უნდა გიჩანდეს არც მკერდი არც წელი, მუცელი, ზურგის უმეტესი ნაწილი და მითუმეტეს საჯდომი ზღვაზე რომ წაბრძანდები თუ გგნებავს შიშველმა იარე ეგ ჩემი საქმე არაა რუჯს როგორ მიიღებ გასაგებად თუ ვთქვი იფიქრე და მიხვდი რას დაიტოვებ და რას არა ხო კიდევ ელასტიკი და ზედმეტად სხეულზე გამოყვანილი სარვლები არ დამანახო არც შორტები აი ასეთი მაგალითად- ძალიან მოკლე დახეული სორტი აიღო და ისიც ძირს დააგდო -მალე მორჩი საუზმის მზადებას ვამთავრებ უკვე და თქვენ კიდე ვერ გადაჭერით ტანსაცმლის პრობლემა -ნინომ იქაურობა დატოვა , მაშო იჯდა მარიამი კი გაშეშებული იდგა და თავის კაბას უყურებდა -ვერ ვხვდებირ ა შავდება ბარძაყი თუ მიჩანს -დედას აზრით გამომწვევად არ უნდა გეცვეს ასე უფრო მიმზიდველი ხდები ქმრისთვის და ზედმეტი პრობლემაც არ გექმნება, რადგან კაცი ნებისმიერ ეპოქასი კაცია და ყოველთვის მიილტვის ვნებიანი ქალისკენ ხორციელი ლტოლვის დასაკმაყოფილებლად ხოლო თუ ასე გამოწყობილსაც შეგამჩნევს, შენთან ყოფნას მოინდომებს, მოეწონები და მისთვის სასურველი იქნები ის არასდროს მიგატოვებს და მართლა ეყვარები აი როგორ ეყვარები სამუდამოდ ეგ ცალკე თემაა და შენ თვითონ მოგიწევს მიხვედრა მე დიდი ხნის წინ დავასკვენი ეგეც არ უნდა მეთქვა მაგრამ სენ გვიან იწყებ სწავლას -მაგ თეორიას არ ვეთანხმები მე ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად მაპატიე მაგრამ მაგ ზიმის კაბაში თავს არ ვიგრძნობ კარგად დარწმუნებული ვარ -საპატიებელი არაფერია ეგრე გგონია აი მე კი ასე ვგრძნობ თავს კარგად და ეგ კაბა რომ ჩავიცვა ცუდად გავხდები არა იმიტო რო მესინია ვინმემ ზედმეტად არ შემომხედოს იმიტომ რომ უბრალოდ არ მინდა აი მაგას რომ მიაღწევ მაშინ ეგ პრობლემა მოგვარებული იქნება -უკვე დავასრულეთ ჯობია ისინიც ჩამოვიტანოთ აქედან კი მაისურები და შარვლები ავიტანოთ კიდევ პერანგები რადგან ესენი სტანდარტებს აკმაყოფილებს , სამაგიეროდ კაბები და ელასტიკები ჩამოვიტანოთ როცა ბოლოს და ბოლოს მოაგვარეს ყველაფერი უკვე ოთხი საათი იყო სასადილო ოთახში შევიდნენ ისაუზმეს ამჯერად ნინოს მომზადებული იყო ყველაფერი და მარიამი ისეთი გაგიჟებული იყო ცხოვრებაში არ უჭამია ამდენი -მე თუ არ მიწყენთ და პირფერობაშ არ ჩამომართმევთ უნდა ვთქვა რომ მთელი საქართველოს მაშტაბით ვისი ნახელავიც კი ოდესმე გამისინჯია ყველა შეფ მზარეულს ჯობიხართ სასწაულად ამზადებთ -მე კი მგონია რომ ისე როგორც დედაჩემი და ჩემი ცხონებული დედამთილი ამზადებდა ისე ვერასდროს მოვახერხებ გაკეთებას ღმერთმა ნათელში ამყოფოს ორივე მათ ზუსტად იცოდნენ რას ნიშნავს ქართული კერძების მომზადება -მართალია ორივე ისე ამზადებდა ვერავინ გააკეთებს ისე -დაეთანხმა მეუღლეც მცირე პაუზის შემდეგ როცა ალაგება დაასრულეს და მისაღებში ტელევიზორთან დასხდნენ მარიამმა ძვლივს დაიწყო საუბარი საჭირო თემაზე -მე იცით თქვენ რომ მითხარით ტანსაცმელზე -პრეტენზია გაქ? -არა მე არ მაქ ისეთი კაბა რომ მაგ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს მხოლოდ ზედები და შარვლები მაქ ეგეთი და -არაა პრობლემა ჩემი რძალი კაბის გარეშე არ ივლის ხვალ მაშოსთან ერთად წადი და იყიდე -აქ? -ქალაქში საქართველოში სამწუხაროდ მილანში მოდის კვირეული არაა ჯერ და იქ ვერ გისვებ უკაცრავად ჩვენ საქართველოში ვყიდულობთ ტანსაცმელს როგორც ჩვეულებრივი მოკვდავები -ალექსანდრემაც აქ შეიძინა ის პიჯაკები, პერანგები და შვეიცარიული საათები რომლებიც ათასობით დოლარი ღირს? ეგ გამორიცხულია რადგან ნამდვილი როგირც ზემო აღნიშნულია უბრალოდ სეუძლებელია აქ იყიდო ისინი კი ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ყალბი არაა -მშვიდად თქვა როგორც ნინომ იცის აი ისე დარწმუნებულმა და ქალბატონს მზერა გაუსწორა რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად უყურებდა კმაყოფილი -მაშო აჩვენე მარიამს კაბები და თავისი ნივთები რაც ჩვენ ვუყიდეთ -მხოლოდ ეს უთხრა ქალიშვილს რომელიც იღიმოდა და ტელევიზორს ისე გახედა თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო -რაც არ მოგეწონება შეგიძლია გადააგდო ისედაც ბლომად გვაქ შენი ტანსაცმელი-გასვლისას მიაყოლა და განაგრძო ყურება. მარიამი გაკვირვებული მიდიოდა კიბეებზე არც მასო ამბობდა რამეს სანამ რომელიღაც ოთახიდან რამოდენიმე ქაღალდის პარკი არ გამოიტანა რომლებიც ენო მარიამს მაგრამ არ იჯერებდა სანამ არ ნახა ერთ-ერთი თავისი საყვარელი მილანის სავაჭრო ცენტრში ნაყიდი კაბები , ასევე პარიზის ერთ-ერთი ცნობილი“ ბუტიკიდან „ -მოგწონს თუ გამოვცვალოთ -ჩემი გაგიჟება გინდათ ხო? მეღადავებით? თქვენ ესენი საიდან ან რა გამოვცვალოთ არამგონია საფრანგეთის საზღვარზე იყოს ეს სოფელი ან კიდევ ესპანეთის რომ გადახვიდე და გამოცვალოთ ვინ ხართ.... რას წარმოადგენთ ვერ მეტყვით -უკაცრავად მე დედამ მხოლოდ ის მითხრა რომ ესენი გადმომეცა , შეგიძლია დაისვენო დღეს თავისუფალი ხარ -უთხრა და გავიდა.მარიამი კი ჭკუაზე აღარ იყო მშობლების სურათი ამოიღო ჩანთიდან ჩაეხუტა და ისე დაეძინა ძალაგამოცლილს. სავახშმოდ ცასვლამდე ასე იყო მასინაც მაშომ გააღვიძა -მადლობა კაბებისთვის ძალიან ძვირი ღირს არ უნდა შეწუხებულიყავით-ზრდილობიანად უთხრა დედამთილს ვახშმობის დაწყებამდე -როცა იმსახურებენ ყველაფრის მიღება შეიძლება -მხოლოდ ეს უთხრა, მართალია ვერ მიხვდა რატო უთხრა ასე მაგრამ არაფერი უთქვია გაჩუმება არჩია. საერთოდ იმასაც ვერ ხვდებოდა უაზრო რაღაცეებს რატომ აკეთებდა რა საჭირო იყო ჩემოდნების თრევა ,კაბების დახარისხება და საერთოდ ასეთი ქცევა ,მაგრამ გაპროტესტებას აზრი რომ არ ჰქონდა ხვდებოდა და აღარ ართულებდა საქმეს. ვახშამზეც ისე დანაყრდა მიხვდა რომ იქ ძალიან მოიმატებდა წონაში -თქვენ სულ ასეთი რაციონით იკვებებით თუ მხოლოდ ეხლა მე რო გამასუქოთ -არა რძალო სულ ესე ვართ არ მეტყობა? -ჯანსაღი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია , სასიცოცხლო ერთეულებში ერთ-ერთი ტყუილად არაა და ნებისმიერ ასაკში ესაჭიროება ადამიანს მითუმეტეს ახალგაზრდას , რადგან ბევრი სახის დატვირთვა უწევს -შეიძლება გკითხოთ?-მარიამი სულ გაოცებული უსმენდა ამ ქალს იმდენ სწორ და საწირო რამეს ამბობდა უკვირდა როგორ შეიძლება უბრალო სოფლის მცხოვრები დიასახლისი ყოფილიყო -კითხვები ნებადართულია და სხვა დროს პირდაპირ მკითხე ხოლმე -ოდნავი ღიმილით უთხრა და მანაც გაბედა -თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ უმაღლესი განათლება გაქვთ მიღებული და მხოლოდ დიასახლისობა არ გამოგდით კარგად -ექიმი ვარ კარდეოლოგი მაგრამ კლინიკაში მე თვითონ არ ვმუშაობ -მართლა? ძალიან რთული პროფესიაა მითუმეტეს კონკრეტულად კარდეოლოგობა მეც სამედიცინოზე ჩაბარებას ვაპირებდი -ეხლაც არაფერი გიშლის ხელს. ისე ერთს გირჩევ ტუ გაითვალისწინებ შენი ნებაა კარდეოლოგობა არ აირჩიო შენ კარგი გინეკოლოგი ან პედიატრი იქნები -გავითვალისწინებ თუ საშუალება მექნება საკმაოდ ადრე დაწვა, მისთვის თორმეტი საათი საღამო იყო, მაგრამ დაღლილობის გამო დაეძინა . დილაადრიან ვიღაცამ დაუძახა და რამდენეჯრმე რომ განმეორდა ინება წამოწევა და თვალების გახელა, დედამთილი რომ დაინახა სწრაფად გამოფხიზლდა -რა ხდება? ყველაფერი რიგზეა?-შეეშინდა რადგან საათი ექვსს აჩვენებდა ასე ადრე კი გაღვძება წარმოუდგენელი ეჩვენებოდა -ადგომის დროა აქ და საერთოდ ხალხი ცხოვრებას ექვსზე იწყებს და არა პირველზე თხუთმეტ წუთს გაძლევ მოსამზადებლად ისე ჩაიცვი რომ გარეთ სიარული შეძლო-თქვა და გავიდა. მარიამი რამდენიმე წამი იაზრებდა რო უნდა ამდგარიყო, მერე წამოიზლზნა იმდენჯერ შეისხა სახეზე ცივი წყალი ცოტა გამოფხიზლდა სწრაფად მოწესრიგდა და ზუსტ დროს ჩაირბინა დედამთილთან ოღონდ ისე მირბოდა გული ლამის ამოუვარდა. დედამთილმა აათვალიერა ჯინსის კომბინიზონში და კეტებში გამოწყობილი რძალი , გრძელი მოსაცმელი და რეზინის ბოტები -ესენი წამოიღე გამოგადგება, წინ იყურე არ დაეცე -თქვა და უკანა ეზოში გავიდა გზა კიდევ გააგრძელა და ღობეში არსებული პატარა ჭიშკარი გააღო გადავიდა ბოლოს მარიამი გავიდა და ჰოპ იქ უკვე ამ სასახლის მიღმა აღმოჩნდა მტვერიან ქვიან გზაზე, სადაც ალაგ ალაგ ხილის ხეები ერგო კიდეებზე სიმინდის ყანები იყო კიდევ ბოსტნეული შეამჩნია ყველაფერი სწორ მწკრივებად ერგო. -ეს ყველაფერი თქვენია? -სადაც გავივლით ეხლა ხო. სწრაფად იარე საქმე გვაქ -ანუ ყველაფერი აქ მოგყავთ? ნატურალურს მიირთმევთ კიდევ რა გაქვთ? -იარე და რასაც დაინახავ ის - არ გაჩერებულა ისე თქვა . იმხელა გზა გაიარეს დაიღალა , ძივსიდგა ფეხზე , ამდენ ენერგიას ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს არ ხარჯავდა და ძვლივს სუნთქავდა. დედამთილს კი არაფერი ეტყობოდა . როცა შენობები დაინახა და მათ წი უზარმაზარ ტერიტორიაზე შემოღობილები გაშეშდა -აქ რა არის? -შინაურ ცხოველთა სამყარო ფაქტიურად ზოოპარკში იქნები წინასწარ გაფრთხილებ არცერთი არის აგრესიული არ გიკბენენ არ შემოგაფრინდებიან და არ გამოგეკიდებიან სენ თუ არ გააღიზიანებ ჩაიცვი ხელსი რაც გიჭირავს, მოსაცმელის ჯიბეში თავსაფარი და ხელთათნამები დევს ისინიც დაგჭირდება - თვითონაც ამოიღო ხელთათმანები და დიდი ჭიშკარი გააღო პირველ შენობასთან მივიდა რომელიც საქათმე აღმოჩნდა კარი გააღო და ქათმებიც გადმოფრინდნენ იმდენი იყვნენ მარიამი შეშინებული უყურებდა სემდეგ გვერდით მდებარე ფარდულს გაუღო კარი იქედან ინდაურები გამოვიდნენ, ასე მიყოლებით უშვებდა ბატებს, შემდეგ იხვებს და ციცრებს ასე რომ მთელი ტერიტორია გაივსო, იქვე იყო დიდი ტბის მსგავსი ადგილი იმხელა ამათ რო ყოფნოდათ და რკინის ყუთი რომელსაც თავი ახადა და დიდი ჯამით ამოიღო სიმინდი , შემდეგ წიწილებს სხვა რაღაც დაუყარა რაც ვერ გაიგო რა იყო და იკითხა -ეგ მეორე რა არის? -ამაზე მეკითხები? პურის მარცვლებია რომლების სიმინდს ვერ ერევა ამათ ვაჭმევ -წამომყევი თორე გახდა შვიდი უკვე -ყოველ დილას ამ ყველაფერს თქვენ აკეთებთ? -თითქმის - მეორე ჭიშკარი გააღო და უკვე სხვა ნაწილში გადავიდა მაგრამ მანამდე მისვლას კიდევ დრო დაჭირდა რადგან ფრინველებისთვის დიდი ადგილი იყო . იქ უფრო დიდი შენობა იდგა რომლის კარიც გააღო და შევიდა -ონკანიდან წყალი აიღე და მაგ ქურაზე დადე გააავსე ეგ ჭურჭელი-უზარმაზარ თუჯის ქვაბზე მიუთითა და თვითონ კასრეს მოხადა თავი . მარიამმა ძლივს აიღო ქვაბი და დადგა შემდეგ ქურა აანთო ძვლივს, და ვედროთი ასხა წყალი -მომეცი მე ვიზავ შეგიძლია დაჯდე თუ არ სეგიძლია კიდევ ბევრი საქმე გვაქ წინ - ვედრო გამოართვა და სკამისკენ მიუთითა მარიამს უკვე ხელებიც ტკიოდა ფეხებთან ერთად ქალმა კი ბოლომდე აავსო ის ქვაბი , შემდეგ როცა შეთბა ვედროები გადმოიღო შიგნით ქატო ჩაყარა წყალი მეორეთი ჩაასხა მოურია და ასე გააკეთა ათიოდე . ორს ხელი მოკიდა და მარიამს შეხედა-ერთი აიღე და წამომყევი როცა იქედან გავიდნენ მეზობლად გააღო კარი და უკვე გომურში აღმოჩნდნენ სუნმა ცუდად იქმოქმედა მარიამის გამომეტყველებაზე -შანელის სურნელს არ გავს მაგრამ რძის პროდუქტებს არაფერი შეცვლის -მის გამომეტყველებას ეს სიტყვები შეაგება და ძროხასთან მივიდა წინ არსებულ გრძელ რკინის ჭურჭელში ჩაასხა საჭმელი და მეორესთან გადაინაცვლა, იქ კი ოთხი ძროხა იყო, ორი ხარი, ხუთი ხბო ერთიც მოზრდილი სხვადასხვა მხარეს ება ყველა და თავიანთი საჭმელისთვის განკუთვნილი ჭურჭლები იყო მათ წინ დამონტაჟებული. მარიამმა ვედრო ძვლივს მიიტანა მომდევნო ძროხასთან -ნუ გეშინია შენ არაფერს დაგიშავებს საჭმელი უნდა მხოლოდ მე გავდივარ სწრაფად დაასხო და ვედრო გამოიტანე- თქვა და გავიდა. მარიამმა ხელისკანკალით ჩაასხა და უკან სწრაფად გაყვა . იქედან კიდევ ერთი ვედრო წამოიღო. ქალმა უკვე ხბოებს აჭამა ნახევარი ვედრო და გავიდა. ამჯერად სხვა ადგილას მივიდა იქ უკვე ღორები რო დაინახა მარიამმა გული კინაღამ წაუვიდა ამათ თავიანთი შემოღობილები ქონდათ სულ სვიდი იყო ერთიც ძალიან დიდი იყო და ცური ისე ეტყობოდა დაასკვნა რომ კიდევ ატარებდა თავისნაირებს მუცლით. ქალმა მათ დაუსხა საჭმელი და სწრაფად მიუხურა კარი . დასვრილლი ვედრუები ონკანთან დააწყო თვითონ კი ერთი დიდი ალუმინის ჭურჭელი და ვედრო აიღო და ისევ გომურში შევიდა ძროხასთან პატარა სკამი დადო ვედრო წინ დაიდო და მოწველა დაიწყო მარიამმა ეს ყველაფერი პირველად ნახა მითუმეტეს ძროხის წველა ლაივში და გაუცებული უყურებდა ვერ ხვდებოდა ორი ხელით ასე სწრაფად როგორ წველიდა შემდეგ ერთი ხბო გამოიყვანა რომელიც ძალიან გავდა ამ ჩალისფერ ძროხას და უკვე მას მიცა ჭამის საშუალება თვითონ კი მეორეზე გადავიდა ისე სწრაფად წველიდა ავსებდა ვედროს და ასხავდა ჭურჭელში წარმოუდგენლად მიაჩნდა , როცა ბოლოღა დარჩა მარიამს უხმო -მოდი ჩემთან -მეე? მანდ? -მოდი უნდა ისწავლო როგორ ვაკეთებ მერე ეგეთი გაოცებული სახე აღარ გექნება -ფეხზე ადგა და მარიამი დასვა -ხელთათმანი ისე მოირგე რო იგრძნო რას კიდებ ხელს ან დიდი თუ გაქ მოიხსენი -არაა მეკეთება ვაიმეე თავი გაანძრია ხო არ დამეტაკებაა რამხელა რქები აქ -ისე დაიკლაკნა ნინიმ სიცილი ვერ შეიკავა -ფიტული კი არაა ცოცხალი არსებაა და მოძრაობს ეგეც არ დაგეტაკება ნუ გაგიჟდი მოკიდე ეხლა ხელი ერთ ერთს და მოქაჩე- მარიამმა ხელი ფრთხილად მოკიდა და რო მოქაჩა სახეში შეესხა რძე ისეთი სასაცილო სანახავი იყო ნინომ ისევ შეიკავა ღიმილი-კარგი მოუხერხებელი მოსწავლე ხარ ანუ უნდა დააკვირდე ხელს რო მოკიდებ ძუძუ მიმართე ვედროსკენ და მოუჭირე მიდი ცადე -ასე?-ის გააკეთა რაც უთხრა და მართლა ვედროში ჩაასხა -ხო ეხლა ხშირად მოუჭირე და ეგაა მეორეზე გადადი -თქვენ ორი ხელით არ აკეთებთ? -ჯერ ერთით ისწავლე და საღამოს ორით ცადე ეს ყველაზე მარტივი მოსაწველია -ამასაც აქ განსხვავებები? -ხო აი როგორც ნაჭრებს ხოა ტანსაცმელი რომელიც მარტივი კომფორტული მოსახმარია რბილია ეგ ეგეთია ის სამი კი უფრო მაგარი უხეშია -გასაგებ ენაზე რო მელაპარაკებით კარგია მგონი თქვენ მასწავლებელიც ხართ ისე კარგად ხსნით ყველაფერს -არ ვარ უბრალოდ უნდა შეგეძლოს გადაცე შენი ცოდნა სხვას და დედამთილებს თქვენობით არ ელაპარაკებიან -გავითვალისწინებ - განაგრძობდა წველას უკვე მესამეზე იყო გადასული და მალე დაასრულა- ეხლა მესმის სოფელში რატო არ დადიან ფიტნეს კლუბებში ქალები აქ ისეთ რაღაცეებს აკეთებთ ამდენი ვარჯიში იქ გამორიცხულია -კიდევ რა დარჩა? -ეხლა ესენი უნდა გავიყვანოთ და საბალახოდ გავუშვათ კიდევ თხები გვყავს ერთ-ერთმა ერთი კვირის წინმოიგო თიკნები -საქონლების აშვება დაიწყო მარიამი კი კუთხეში დადგა-ესე არ გამოვა ნუ გეშინია ხო ხედავ არაფერს მიშავებენ ცოტა ხარები არიან საშისები დიდები რადგან არიან მაგრამ წინ არ უნდა დაუდგე ხოლმე და ეგაა მიდი ხბოები აუშვი და მერე დაბმას გასწავლი სწორად თუ არ შეკარი კვანძი ან გაიქცევიან ან ვეღარ გახსნი და გაწრა მოგიწევს როცა ყველა გარეთ გაიყვანეს, კარი მიხურა რძიანი ჭურჭელი საკუშნაოსი სეიტანა და კარი დახურა სემდეგ კი თხების განყოფილებაში შეიყვანა იქ ხუთი თხა იყო ერთი შავი დანარჩენები თეთრები დედა კი ცალკე იყო თავის თიკნებთან ერთად -რალამაზები არიან -მარიამი ერთ- ერთს მოეფერა -ამათ რას აჭმევთ? -ბალახობენ პატარებს დედა აჭმევთ რძეს ისე ესენიც იქველებიან დარწმუნებული ვარ თხის ყველი გასინჯული გექნება სალათებში -კი მაგრამ დიდად არ მომწონს ამასაც აკეთებთ თქვეენ? -ხო აბა რძეს ვერ დავუტოვებ ამის თიკნები არიან ესენი და ჭამით ვეღარ ჭამენ თორე დიდად არც ჩვენ გვიყვანს მხოლოდ ერთი დიდი ყველი ამომყავს ამათი რძიდან და სალათისთვის იყენებს ხოლმე მაშო. ამათ ეხლა მალე ჩამოვწველი და წავიდეთ -დაჯდა მართლა მალე მოწველა გაუსვა გარეთ კარი ჩაკეტა და რძე გაიტანა . ვედროები ონკანზე დარეცხა ერთად დააწყო ჭურჭლებს თავი დაახურა . იქ უკვე ნიკოლოზი მივიდა და მან წაიღო რძე. ნინომ კი მცენარეების განყოფილებასი გადაინაცვლა, ტანსაცმელი რაც გარედან ეცვა მოიშორა დიდი შლანგი დაიჭირა ონკანი მოუშვა და მორწყა ბოსტნეული . ათ საათზე მივიდნენ სახლში , ნინო ისევ არ გამოიყურებოდა დაღლილად მარიამი კი მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში . -რძალო როგორ ხარ აბაა მოიარეთ ჩვენი მიწები ? -ცუდად ვარ .ძალიან ძალიან რო გთხოვო ერთ ფინჯან ყავას ვერ მომიმზადებ? დიდს -საწყალი თვალებით შეხედა და მასოს სიცილი გამოიწვია -რას მემუდარები მზად მაქ უკვე საუზმე დედიკო ეხლა ყველის ამოყვანას გასწავლის სამზარეულოში შედი და მე სუფრას გავაწყობ -ეხლა კიდე რამეს აკეთებს? თქვენ რა ენერგიით იკვებებით ვერ მეტყვით? -როცა შეეჩვევი საერთოდ აღარ დაიღლები -შენც აკეთებ ხოლმე იმ ყველაფერს? -კი მარიამმა ფეხზე გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა -თმა შეიკარი და მოდი მთელი პროცესი აუხსნა ნინომ და რამოდენიმე ყველი ამოიყვანა ძროხების რძიდან რომლების საწურებით ჯამებზე დადო კარადაში დააწყო შემდეგ კი ის დარჩენილი დატოვა -ამას არ ასხავთ? -არა ნადუღს ვამზადებთ შენს ენაზე ხაჭოს -ამისგან მზადდება? -ბუნებრივადხო და ქარხნებში არ ვიცი. მიდი ეხლა ვისაუზმოთ თორე მეშინია არ შეწუხდე საუზმობის შემდეგ დასასვენებლად წავიდა მარიამი ნინომ კი რაღაც საქმე დაიწყო . უკვე სადილობის შემდეგ ეზოში იჯდა როცა რამოდენიმე ქალი შევიდა ეზოში, ყველა ასკარად მას ათვალიერებდა . როცა მიუახლოვდნენ მაშნ წამოდგა -გამარჯობა შვილო შენ ალბათ ნინოს რძალი ხარ ხო? -ერთ ერთმა გაუღიმა და ხელი გაუწოდა- ჩვენ შენი მეზობლები ვართ ძალიან ახლო ნინოს მეგობრები -სასიამოვნოა მობრძანდით ნინო სახლშია ალაგებდა - გაუღიმა და სახლში შეიპატიჟა -დაბრძანდით ეხლავე დავუძახებ -უცებ გავარდა სამზარეულოში ნინო ჭურჭელს ამშრალებდა -თქვენთან სტუმრები არიან. ხუთი თუ ექვსი ქალია მეზობლები ვართო -მობრძანდნენ - ამოისუნთქა და დადო ჯამი- ზედმეტი არაფერი თქვა და მაქსიმალურად შეეცადე ზრდილობიანი იყო წამომყევი -ვერ გავიგე მე რა საჭირო ვარ თქვენი მეგობრები არ არიან? -შენს შესამოწმებლად არიან აინტერესებთ მათ რძლებს ჯობია ჩემი თუ ამჯერად ცხოვრებაში პირველად რაღაცაში მაჯობეს . მართლები არიან სად ისინი და სად შენ - მკაცრად თქვა და როგორც კი შევიდა მასინვე გაიღიმა- გოგოებო მოხვედით? როგორ გამახარეთ როგორ ხართ? ვერ მოიცალეთ ამ საქმეების გადამკიდე ალბათ ხო? -კარგად ნინო გილოცავთ შვილის გაბედნიერებას ღმერთმა მოაშენოს და მოამრავლოს მალე ჩაგეგორებიოს ჩვენსავით შილიშვილი კალთაში -მადლობა ნანა მარა ჯერ ადრეა ბავში თან არ მოყოლია -ღიმილით უთხრა და ჩააგდებია ენა . -რას არ იტყვი ხოლმე -მოდი შვილო გაგაცნო ეს ქალბატონი ჩვენს გვერდით ცხოვრობს ნანა , ეს მისი მაზლის ცოლია ნათია მის გვერდითა სახლში ცხოვრობს, ნატო ჩვენს წინ ცხოვრობს , ლია მის გვერდით ცხოვრობს , ბოლოს ციცო ჩვენგან მარჯვნივ პირველივე სახლში ცხოვრობს -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა -ვაიმე რა კარგი გოგოა გარეგნულად ხო ანგელოზია არც მიკვირს ისეთია ალექსანდრე უშნო რო მოეყვანა საცოდაობა იქნებოდა. ალბათ ხასიათით და საქმითაც ისეთია ჩვენ რო გაგვიხარდება -კი ზუსტად ეგეთია თქვენ რო გაგიხარდებათ - ნინომ თქვა და ჩაიცინა -გვესტუმე დედამთილთან ერთად ჩვენს რძლებს გაგაცნობთ დამეგობრდებით დარწმუნებული ვარ თვითონ ვერ წამოვიდნენ ბავშვებთან ერთად -აუცილებლად გესტუმრებით როცა მოვახერხებთ -ნინომ უთხრა მის ნაცვლად და მაშოს დაუძახა-მაშოო მოდი სტუმრები გვყავს დეე მაშო მალე შემოვიდა და როგროც იცის ეგრევე გაიცინა -ვაიმეეე ამათ ვის ვხედავ ჩემი საყვარელი მეზობლები როგორ ხართ? შვილიშვილები ,შვილები ,რძლები თქვენს ხელში რას შვებიან-უცებ მიაყარა და ჩაკოცნა ყველა ისინიც უიმოდნენ -რა გოგოა რა გოგო მალე ესეც გაგეთხოვებინოს... ისეთია მზეს დაჩრდილავს -ჯერ ადრეა მაგის გათხოვება ჯობია თავს მიხედოს -შენ რამდენი წლის ხარ შვილო პატარა ჩანხარ ჯერ -მე 18 წლის ვარ -უი დედა როგორ გიჩქარია -სიყვარულმა ასე იცის გიბნევს თავ გზას თან ქმარი ჰყავს ისეთი კი ღირდა -მეორემ მიუგო პასუხი უცებ -მაშო ყავა და ტკბილეული მოგვიტანე -ახლავე -მაშო წამოდგა და გავარდა. ქალებმა მარიამს გადახედეს ელოდნენ ის თუ გავარდებოდა და გამოიჩენდა თავს რა იცოდნენ ეხლა ამან რამის გაკეთება თუ არ იცოდა. ნინომ ეგრევე მოწვა და მიაყოლა -იმხელა სახლია მარიამი ჯერ ოთახებს იმახსოვრებს ჭურწელზე და საჭმლის მდებარეობაზე რო გადავალთ შემდეგ რძალი გაგიმასპინძლდებათ ნახელავით -რატო წუხდებით რა საჭიროა ისე შემოგირბინეთ -ისე მალე მოაწერეს ხელი და ქორწილის გადახდას არ აპირებთ? თქვენს ოჯახს რომ შეეფერება ისეთის -ოჯახისთვის მთავარია რძალი შეეფერებოდეს ვაჟს და ქორწილი უკვე მათი გადასაწყვეტია თუ გადაწყვეტენ აუცილებლად დაგპატიჟებთ -მართალია რა მნიშვნელობა აქ ქორწილს მაგრამ ასეთი რძალი რომ გყავს კი უნდა გაუხარო გული ბედნიერი დღით და დაამახსოვრო ყველას ქორწილი -ქორწილი უმნიშვნელოა მთავარია ერთმანეთს შეუქმნან სამოთხე და ყოველი დღე იქნება ბედნიერი. მე ვერაფრით ვერ გავაოცებ ვერც მდიდრული კაბით, სამკაულით, სუფრით ან თუნდაც მოგზაურობით მთელი მსოფლიო აქ მოვლილი ეხლა მეორედ თუ წაიყვანს ალექსი თავის საყვარელ ადგილას თორე - ეს რო თქვა მარიამი ცოტა გაოცდა მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს რეალურად მართალს ამბობდა ნინო -კარგი ოჯახის შვილი ყოფილხარ ძალიან კარგი . სწავლის გაგრძელებას სად აპირებ 18 თუ ხარ ეხლა აბარებ ესეიგი -ექიმობას აპირებს კემბრიჯში ჩააბარა უკვე და იქ გააგრძელებს - ნინომ ეს რო თქვა მარიამს თვალები ამოუვარდა ლამის გაოცებისგან -მართლა?-უცებ ვერ მოწვა და კითხა . ნინომ ისე სეხედა უცებ გადააკეთა- მართლა ძალიან გამიხარდა რომ გავიგე ნინოც ექიმი იყო -ხო ძალიან კარგი ექიმია ესაა აქაური გაწირვებულების მარჩენალი და მკურნალი ნახევარი სოფელი ამის წყალობით ცოცხლობს, მუშაობს და არ აკლია ლუკმა პური თორე შიმშილით დაიხოცებოდნენ -ნეტა ყველა ეხმარებოდეს გაჭირვებულს ვისაც საშუალება აქ -წაკბინა ისინი და უცებ შეეცვალათ სახეები . ერთმა კი საპასუხოდ უკბინა -ჩემმა რძალმა პირველივე დღეს დედა დამიძახა ისე ვიყავი გახარებული ორი ბიჭი მყავს და გოგოზე ვცნებობდი - აფერისტულად თქვა ვითომ არაფერიო -არ დავუსვებ მარიამმა დედა დამიძახოს მას ყავდა უკვე ერთი დედა რომელიც გარდაიცვალა და მე მის ადგილს ვერ დავიკავებ ჩემი აზრით ეს შეურაცხყოფა იქნება. მთავარია მაფასებდეს და პატივს მცემდეს. სიყვარულით კი დედის დაძახება არაა საჭირო კაცი როცა გიყვარდება მისი დედაც ავტომატურად გიყვარს გამოხატავ ამას თუ არა-ამაზეც გააჩუმა ყველა უკვე მაშომ მაგიდა გააწყო და ქალებმა იქ გადაინაცვლეს. ვინაიდან დასაწნი ვერაფერი ნახეს აღარ იცოდნენ რა გაეკეთებიათ . ერთმა უცებ შეამჩნია მარიამს ნიშნოვის ბეჭედიც რო არ ეკეთა ხელზე და ვითომ მორიდებით კითხა -მარიამ საყვარელო ნიშნობის ბეჭედი რატო არ გიკეთია? ნინო სანამ იტყოდა რამეს მარიამმა გამოიყვანა მდგომარეობიდან -სანამ მობრძანდებდით ცოტა ხნით ადრე ნინოს წავყევი ადგილების სანახავად და ვიფიქრე შეიძლება დამეკარგოსთქო და მოვიხსენი -ხო ჩემმა რძალმა ეგრე დაკარგა ბრილიანტის საყურეები ვერსად ვიპოვეთ მაგრამ რას დავეძებდი იმდენი ინერვიულა -უი მართლა ზუსტად ეგეთი ვნახე საიუველირო მაღაზიაში თქვენ არ თქვით დავამზადებინეთ სპეციალურადო?-მაშომ უთხრა და ქალს ისე ეცვალა ფერი აღარ იცოდა რა ეთქვა -მართლა ნახე? სად? -რატო გაინტერესებს? -იმიტო რომ ეტყობა ჩემი მოდელი გაყიდეს და სხვასაც გაუკეთეს ესე როგორ შეიძლება -უცებ გადააკეთა და ამოისუნთქა ქალებმა როგორც იქნა დაასრულეს შემოწმება და წავიდნენ. ნინომ გააცილა მარიამთან ერთად მაშომ აალაგა ყველაფერი და დივანზე დაებერტყა -პირდაპირ გასაოცარია რა ამდენ რამეს როგრო აკვირდებიან ლამის შეჭამეს გოგო -შენ მერე ნახე რო გაიგებენ რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა .მართალი ისაა რო ისეთია როგორიც მათ გულებს გაუხარდებათ დაეკარგა საყურეებიო... ნეტა ორივე ერთად როგორ უნდა მოგეხსნეს ყურიდან ასეთი ჩერჩეტი როგორაა -ვერ მივხვდი რაში აინტერესებდათ როგორი ვარ მაგათ რამე აკლდებათ თუ ემატებათ -რა გულუბრტყვილო ხარ ადამიანების ცნობა არ იცი მითუმეტეს როდის რას ფიქრობს .ამას მე ვერ გასწავლი შენ თვითონ უნდა მიხვდე იმათ კი ჩემი გარკვეულ წილად დამცრება უნდოდათ თუ უშნო უწიგნური ან კიდევ უზრდელი იქნებოდი მთელს სოფელს გააგებიებდნენ და გამომიყვანდნენ საცოდავს რომ ერთადერთმა ბიჭმა ასეთი ცოლი შეირთო -დედა გეყოფა რა ეგრე რო მითხრას დედამთილმა არ ვიცი რას ვიზავ -რას ვამბობ განსაკუთრებულს მე მას არაფერს არ ვუკარგავ და რაც არ იცის თვითონაც ხვდება გარეგნობა და გულუბრტყვილობა არ გაგატანინებს ცხოვრებაში თავს ,როცა ფული არ გექნება ცოდნა და ბრძოლისუნარიანობა ყველგან სეგაძლებინებს ადგილის დამკვიდრებას. ყოველთვის უნდა იყო იმისტვის მზად რომ შეიძლება ის ფული დაკარგი რაც გაქ და ხახამშრალი დარჩე. ან უბრალოდ ღარიბი დაიბადო მაგრამ იმისთვის უნდა იბრძოლო რომ თავი დაიმკვიდრო ... -შეუძლოებელია თუ ჯეკპოტს არ მოიგებ მილიონობით დოლარს-მარიამმა თქვა თავისი შეხედულება და ნინოს პასუხმა გააოცა -შენი აზით მე მდიდარ ოჯახში ვარ დაბადებული? როგორ განსაზღვრავ ამას -მგონია რომ ხო თქვენი განათლებიდან გამომდინარე -ჩემი განათლება მონდომების დამსახურებაა ისე კი ქოხში დავიბადე ექვსი დედმამისშილი მყავს და ექვსივე დღეს ჩემი წყალობით არჩენს ოჯახს იმიტომ რომ არ უცდიათ თავიანთი გონების და ხელ-ფეხის ამუშავება მე კი ყველაფერი გამოვიყენე რაც გამაჩნდა და დღეს რაც მაქ ,სანამ ალექსანდრე დაიბადებოდა, ყველაფერი ჩემს ქმართან ერთად შევქმენი. მიუხედავად იმისა რომ შემიძლია ბევრი მოსამსახურე მყავდეს მე თვითონ ვაკეთებ საქმეს რომ არ დამავიწყდეს - თქვა და დატოვა იქაურობა -შეგიძლია მომიყვე შენი მშობლების დაქორწინების ამბავი? -კი მგონი ამით არაფერს დავაშავებ წამო უკან გავიდეთ იქ სიგრილეა ... ყავა ნაყინით გინდა? -კი მინდა -ნუ მეუბნები ეგრე მორიდებულად არ ვწუხდები დამიჯერე მე მიჩვეული ვარ მარტო ვცხოვრობ და მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს -მართლა? მერე უფლებას გაძლევს? -ზოგადად მკაცრი ჩანს მაგრამ თუ დავფიქრდები სამართლიანია ისე მასწავლა მოქცევა თვალდახუჭული მენდობა და იმის ნებას მაძლევს რაც მინდა იცის რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც ეწინააღმდეგება მის წესებს -მომზადება დაიწყო და ჭიქა მიაწოდა. უკან გავიდნენ და ბაღში მუხის ძირას დასხდნენ - დედიკომ მამიკო უნივერსიტეტში გაიცნო მამა. ის არქიტექტორია მაშინ ძალიან მოდური იყო ეს პროფესია. ყველა ჩვენი სახლი მისი დაპროექტებულია ჩვენს საქმესთანაც დაკავშირებულია მისი პროფესია მაგას ალექსანდრე გეტყვის ხო? მოკლედ უნიში გაიცნეს ერთამანეთი დედიკო პირველ კურსზე იყო მამიკო ბოლოზე ივნისში დაქორწინდნენ . ეს სახლი მამიკოსია მასინ მხოლოდ ეს ქონდა და კიდევ ბინა ქუთაისში, ნუ აქ პატარა ჩვეულებრივი სახლი იდგა და არც ამდენი მიწა ჰქონდათ ჩვეულებრივი გლეხის ოჯახზე ცოტა შეძლებული. ბაბუა რაიონის გამგებელი იყო , ბებია დიასახლისი. მოკლედ აქ ცხოვრობდნენ... დედაჩემი პარალელურად სწავლობდა შემდეგ საქმე დაიწყეს ერთად.დროთა განმავლობაში სწორი მართვის და ბევრი მუშაობის საშუალებით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს -რომ მითხრა რას გულისხმობ არ სეიძლება? მაგალითად მამაჩემს სასტუმროების და რესტორნების ფილიალი ქონდა საქართველოში და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ერთ-ერთი ცნობილი უამრავი ჯილდო ჰქონდა ჩვენს კომპანიას და ამით სულ ამაყობდა ეხლა კი -ნუ დარდობ მაგაზე ყველაფერი მოგვარდება აი ნახავ -შენ არ იცი ბიძაჩემი უფროსწორად გიგი არაფრის მაქნისია მამაჩემის ამდენი წლის ნაწვალევს წყალში ჩაყრის ეგ და თავისი შვილები არაფერი გაეგება საქმის მე არ მაინტერესებს თუ არაფერს მომცემს მთავარია არ გაანადგუროს მამაჩემის სახელი ის ამას არ იმსახურებდა ყველაფერი ჰქონდათ ორივეს ჩადებული. ყველაზე დიდი უძლურება მაშინ ვიგრძენი როცა მივხვდი რომ ამ იმპერიის შესანარჩუნებლად ვერაფერს გავაკეთებდი და შეიძლება გაცამტვერდეს -მთავარია შენი თავის რწმენა გქონდეს და ყველაფრის გაკეტებაა შესაძლებელი ჩემი დედამთილი მაშო რო კვდებოდა მე და ნიკას ხელი ჩაგვკიდა და ბოლო რაც იყო ის გვითხრა რომ ერთმანეთის და საკუთარი თავის იმედი არასდროს დაგვეკარგა .არც შენ დაკარგო იმედი რადგან ღმერთი არსებობს და ის ყოველთვის დაგეხმარება მიზნის მიღწევაში-ნინო მივიდა მარიამთან და ხელი დაადო ხელზე -შენი მშობლები ბედნიერები იქნებიან იქ როცა გახარებულს გნახავენ მარიამს თვალები აწყლიანებული ჰქონდა უცებ საშინლად მოუნდა ჩახუტებოდა არც დაფიქრებულა ინსტიქტურად წამოდგა და მოეხვია ნინოს . ის ჯერ შეკრთა შემდეგ კი ხელი გადაუსვა თავზე -წავედი მე მჩქარება ათასი რამე მაქ გასაკეთებელი - თქვა და მოშორდა მარიამს ისე თითქოს რეაქცია არ ქონია მის ამ ქცევაზე -მე არ წამოვიდეე- მარიამმა პატარა ბავშვივით შეხედა და გაუღიმა -წამოსვლა გინდა? -სადაა ჩემი ბოტები და მოსაცმელი?-უცებ თქვა და პასუხი რო მიიღო მის ასაღებად გავარდა. ამჯერად სანამ საქონლებთან მივიდოდნენ დიდი ვედროებით სამივემ ბოსტნეული და ხილი დაკრიფეს რამოდენიმე ყუთი რომელიც სემდეგ აიტანა ნიკომ თვითონ კი უკვე საქონლებთან წავდნენ. მარიამმა თვითონ დაუყარა საჭმელი ფრინველებს და წყალიც დადგა ძროხების და ღორების საჭმლისთვის. უკვე იცოდა რა უნდა ექნა და ეხმარებოდა. თვითონ შესთავაზა ძროხას მოვწველიო მეორე ხელითაც ცადა და ასე თუ ისე გამოუვიდა. სახლში როცა დაბრუნდნენ ერბო მოართვეს რძეს და ყველი ამოიყვანეს ერთი მარიამმა ამოიყვანა და ისეთი უპროპორციო იყო ბუზღუნებდა ვერ ვაკეთებო . მაშო კი იცინოდა ამაზე. . ბოსტნეულის და ხილის დახარისხება რომ დაიწყეს და პარკებში ყრიდნენ გაუკვირდა. -ხვალ კვირაა და დედიკო რამდენიმე ოჯახში მიდის და პროდუქტები მიაქვს -მაშომ აუხსნა და განაგრძო ლაგება -ყოველ კვირას? -ხო როცა ჩვენ გვაქ ხოლმე ზაფხულობით აქედან მიაქ როცა არ გვაქ ყიდულობს -შენ დაყვები ხოლმე? -როცა მცალია -შიეძლება მე რომ გავყვე? -და გინდა რომ წაყვე? მაშინ უთხარი -კარგი წავალ ვეტყვი-გარეთ გავიდა ნინო მობილურზე ესაუბრებოდა ვიღაცას -კარგი გასაგებია გკოცნი დე ბედნიერი მგზავრობა რო ჩახვალ დამირეკე კაი ვნერვიულობ ხომ იცი დე ? კი კარგად ვართ ყველა... წავედი ეხლა საქმე მაქ -მარიამი დაინახა და დაემშვიდობა -უკაცრავად თუ გინდა გავალ -არა იყავი .რამე გინდოდა? -შეიძლება მეც წამოგყვეთ ხვალ? მაინტერესებს სოფელი რო დამწირდეს წასვლა ხო უნდა ვიცოდე რა სადაა -დარწმუნებული ხარ? დაიღლები -არაუშავს წამოვალ -იმედია ვალენტინოს კაბით არ წამოხვალ ჩვეულებრივი ტანსაცმელიც გიყიდეთ -კარგი რომელ საათზე მიდიხართ? -რომ მივხედავ ყველაფერს შედეგ -კარგი ვახსმობა არ მინდა და წავალ შეიძლება? -ციხე კი არაა როგორც გინდა ისე მოიქეცი -გაეცინა ნინოს და დივანზე დაჯდა-მაშიკო ბიცოლაშენს დაურეკე და უთხარი ამ კვირაში გესტუმრებითთქო -ოპაა კი გაგიჟდება სიხარულით ისე კაია ეხლა მაინც დაალაგებს რამეს -გადამწვარი და გაყიდული თუ არააქ ყველაფერი -თქვა და ტელევიზორი ჩართო . მარიამმა შხაპი მიიღო პიჟამა ჩაიცვა და დაიძინა . მეორე დღეს უკვე თვითონ გაიღვიძა მართალია გაუწირდა მაგრამ დაასწრო ნინოს დაძახებამდე და გამზადებული დახვდა. ქალს აშკარად გაუკვირდა , მისი შემდეგი მოქმედებებიც უკვე ერთად აკეთებდნენ ყველაფერს და მალევე მოილიეს, შემდეგ გამოიცვალა კოჭამდე გრძელი შიფონის ყვავილებიანი სარაფანი ჩაიცვა ფეხზე თეთრი კეტები თმა მაღლა აიწია სათვალე მოირგო ჩანთა დაიჭირა და კიბეები ჩაირბინა -წავიდეთ? -მეც მოვდივარ დამელოდეთ-მაშო გამოვიდა წვენის სმით სამზარეულოდან მუხლზე ზოლებიანი სარაფანი ეცვა ძალიან უხდებოდა -ლამაზი კაბაა -მადლობა დღეს ექსკურსიის დღე გვაქ თუ მალე მოვილიეთ მდინარეზე დავრჩეთ ძალიან ლამაზი ადგილი ვიცი. ცურვა ხო იცი? -კი ძალიან მიყვარს შეგეჯიბრები -გაიცინა მარიამმა და პრადოს ჯიპში უკან ჩასკუპდა ნინიმ საჭესთან დაიკავა ადგილი და საკმაოდ სწრაფად მოწყდა ადგილს. ჩიხიდან გავიდნენ და საშინელ გზაზე წავიდნენ ისეთი მინგრეული იყო ყველაფერი სხვა მანქანით ვერც ავიდოდა ვინმე , თითქმის ყველგან ყანები იყო, სულ მაღლა სახლები გამოჩნდა ნუ ისეთი იყო თითქმის ქოხს გავდა . ნინომ სწორედ იქ გააჩერა მანქანა და გადავიდა. მარიამი და მაშო უკან გაყვნენ მანქანიდან პარკები ამოიღეს და მოღრეცილი ჭიშკარი გააღეს -ლილიი -ნინომ დაიძახა და ბავშვებიც გამოცვივდნენ -დედიკო სადაა ბავშვებო? -ნინო ბებოოო მოვიდაა დეეე გამოდიიი-ერთ ერთმა დაიძახა სულ პატარები კი მისკენ გაიქცნენ ქალმა პარკები დადო და ბავშვი დაიჭირა ხელში -როგორ ხარ პატარა? რამხელა ბიჭი გაზრდილხარ ბევრს ჭამ ხო? -აჰაა-გაიცინა და თავი დაქნია შავტუხა ბიჭმა. სახლში სესვლამდე ქალი შეეგებათ ხელში ორიოდე წლის ბავში ეჭირა და წინსაფარს ხსნიდა -ნინო მოხვედით? როგორ ხართ? -კარგად საყვარელო შენ? ბავშვები ხო არიან კარგად -კი ყველა კარგად ვართ თქვენი წყალობით შემობრძანდით -ესენი გამოგვართვი პპროდუქტებია -მადლობა არ იყო ამდენის მოტანა საჭირო იმდენი რამე გვაქ გავავსე კარადები -ამდენ ბავშვს არაფერი მორჩება ნუ ღელავ . ეს ჩემი რძალია მარიამი ...მარიამ გაიცანი ლილი -არ ვიცოდი ალექსმა ცოლი თუ მოიყვანა გილოცავთ ღმერთმა დაგლოცოთ თქვენს ამაგს ის აუცილებლად დაგიფასებთ მე თუ ვერ გადაგიხდით ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ ღმერთმა -მადლობა თქვენც ღმერთმა დაგლოცოთ ძალიან ლამაზი ბავშვები გყავთ - მარიამს ერთ ერთი გოგონა ეჭირა ხელში -ჩემს ცხონებულ ქმარს გვანან შავტუხები მხოლოდ ერთია თეთრი-ქალმა თქვა და გაიღიმა -ვწუხვარ როდის გარდაიცვალა -ნიკაზე ვიყავი ფეხმძიმედ მანამდე არაფერი გვაკლდა ვმუშაობდით ორივე და ვარჩენდით შვილებს შემდეგ კი შიმშილით დავიხოცებოდით ნინო რომ არა. მთელი ცხოვრება ვერ გადავიხდი მის ვალს შვილებს წამართმევდნენ და ბავსვთა სახლში წაიყვანდნენ -ხო იცი რო არ მიყვარს ამდენი ქება შენ ისეთი ქალი ხარ მარტო ამ ბავშვების გაჩენისთვის გეკუთვნის ყველაფერი-პატარა ბიჭს აკოცა და გაუცინა - სარეცხი მანქანა გიყიდია მე არ დამიტოვებია მაგდენი ფული...მე ვაპირებდი ყიდვას დაგისწრია -ხო რასაც მაძლევდით ყველას არ ვხარჯავდი ან რა მჭირდებოდა თითქმის ყველაფერს გვაძლევთ დავზოგე და ვიყიდე -ჭკვიანურად მოქცეულხარ ჩვენ წავალთ ხო? კიდე მისასვლელი ვარ რამდენიმე ადგილას - ჩანთიდან საფულე ამოიღო და ორასი ლარი დაუდო მაგიდაზე -ამას ვერ გამოგართმევთ წინა კვირასაც მომეცით ფული და ამდენი არ მჭირდება -როგორ არ გჭირდება ორ დღეში ლაშიკოს და ლუკას დაბადებისდღე არ არის? რამე უყიდე ან მათი მეგობრები დაპატიჟე -მადლობა მაგრამ -არავითარი მაგრამ წავედი და წინასწარ გილოცავთ დაბადების დღეს -ტყუპებს შეხედა და ორივეს აკოცა -მადლობა დიდი ბიჭი რო გავიზრდები ბევრ ვარდს გაჩუქებთ დაბადების დღეზე-ერთ ერთმა უთხრა და ლოყაზე აკოცა -ვაიმეე რა მაგარი ვიღაც ხარ შენ-თმები აურია ბავშვს და კიდე აკოცა-იცოდე ვიმახსოვრებ და სიტყვის კაცი თუ ხარ ვნახოთ -ვარ რათქმაუნდა-გაიჯგიმა პატარა კაცი იქედან კიდევ სამ ოჯახსი მივიდნენ ერთ ერთში ბავში ლეიკემიით იყო დაავადებული და მთელი ქიმიოთერაპიის ფული მისცა. მარიამი დადიოდა ნახულობდა ამ ხალხს და თანდათან ამაყობდა იმით რო ამ ქალთან ერთად ცხოვრობდა და მისი რძალი ერქვა, ამის წყალობით ისეთი სითბოთი და სიხარულით ხვდებოდნენ ყველგან როგორიც არასდროს მიუღია. უკვე ხვდებოდა რა იყო ნამდვილი დაფასება და წრფელი სიტყვები და რა არა. -ნინიკოს როდისააქ დე ბანკეტი? -მგონი ორ დღეში დაპატიჟებულები ვართ მარიამ წამოხვალ? -ჯერ არ ჰქონიატ გამოსაშვები? თქვენ რატო ხარტ დაპატიჟებული? -ეს სკოლა სოფელში ჩვენ ავაშენეთ მამაჩემის პროექტია მანამდე რაღაც ძველ შენობაში სწავლობდნენ -საბანკეტოდ კაბები ექნებათ უკვე ვითომ? -რატო კითხულობ -ბანკეტისთვის არ გამოდგება ჩემი კაბები? -დარწმუნებული ხარ რომ გინდა მისცე კაბები? -კი დღესვე რო მივცეთ შეძლებ მათ შეკრებას?თუ რათქმაუნდა ნებას მომცემ ნინო- უცებ გაახსენდა ნებართვა რო არ აუღია -მე არ მეხება შენს საკუთრებაა და როგორც გინდა ისე მოიქეცი -აქ კიდე არის სკოლა ახლოში? ვისაც ეხლა აქ გამოსასვები -თითქმის მთელს რეგიონსი ეხლა აქვთ აქ მისაღები გამოცდები ეხლა დამთავრდა -ძალიან კარგი მაშინ -საღამოსვე შეგვიძლია მივიდეთ სკოლაში -საქმე რო მაქ საღამოს? -არ გაქ მე მივხედავ ყველაფერს სენ ახალი საქმე გაქ უკეთესიც ვიტყოდი სახლში შესვლისთანავე ჩააწყო პარკებში კაბები და მათი შესაბამისი ფეხსაცმელები და წავიდნენ სკოლაში ამჯერად მაშოს მანქანით . იქ რომ შევიდნენ მასწავლებლებიც დახვდნენ აღმოჩნდა რომ მათთვის ჯერ არ იყო დასრულებული მუშაობა, როცა გაიგეს მარიამის ვინაობა ისე შეხვდნენ გაოცებული იყო. აი ბავშვებს რო პარკები დაურიგა მერე უნდა გენახათ -გავიგე რო ეხა გაქვთ გამოსაშვები ჩემი აზრით ერთ -ერთი მნშვნელოვანი ღონისძიებაა ყველასთვის ეს დღე ამიტო თუ არ მიწყენთ გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთებია შეგიძლიათ ნახოთ იმედია მოგეწონებათ გგოებმა კაბები რო ამოიღეს და მარკები ნახეს გაოცებულები იყვნენ -ეს ხო ვალენტინოს კაბაა რამოდენიმე ათასი ღირს ნამდვილია თან ფეხსაცმელიც -ხო ნამდვილია იტალიაში ვიყიდე ფეხსაცმელები არ ვიცი მოგერგებათ თუ არა -არც კი ვიცი რა გითხრათ ამაზე უკეთესი საჩუქარი არ მიმიღია არასდროს ნამდვილად ქალბატონი ნინოს სესაფერისი რძალი ხართ ალექსანდრეს გაუმართლა შენნაირი ცოლი რომ ყავს ღმერთმა შესაფერისი ადამიანი უპოვნა შენი სახით -არა რა მე კაცი შვილი არ მახსენებს ვერ გავიგე მე არ მეკუთნოდა კარგი რძალი?-მაშომ გაიცინა და ხელი მოხვია მარიამს. გოგოებმაც გაიცინეს ამაზე. შემდეგ მეორე სკოლასიც იგივე გააკეთეს . გვიან დაბრუნდნენ სახლში დაქანცულები მარიამი სიხარულისგან ასხივებდა -ესეც ასე ზედმეტი ადგილი აღარ უკავია ჩემს ტანსაცმელს დანარჩენებს ჩავიცმევ ან კიდე ვინმე არაა ისეთი რო მივცე? ყოველ დღე რო ახალი ვიცვა ამ მაისურებს ვერ გამოვლევ მგონი კოლექცია მაქ ნაყიდი ყველა ფერის მომეწონა როგორც ჩანს -ხო ისე ლამაზია ყველა გქონდეს ჩაიცვამ თან რავიცი ვის უნდა მივცეთ -გოგოებო მოხვედით?სად იყავით?-ნიკა შემოვიდა ოთახში და გაუღიმა ორივეს -რძალმა კაბები აჩუქა გოგოებს ბანკეტისთვის -მართლა? გაუხარდებოდათ ისე ერთი კვირის შემდეგაა ხო? -ხო სხვათასორის კაბა მაქ საყიდელი და ფული მინდა მამიკო -მერე ანგარიშზე არ გაქ? მე რას მეუბნები სალარო დამაქ თან ქალბატონო? -მოკლედ რა წავედი ალექსს გამოვართმევ ჩემი გულუხვი ძამიკო არ მეტყვის უარს ერთმა კვირამ სწრაფად გაიარა , მარიამი უკვე შეეჩვია დღის განრიგს ისე ძალიანაც აღარ იღლებოდა მაგრამ მზარეულობის შეთვისებაზე გადასვლა არავის უთქვამს . ალექსანდრე ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. კვირას კი უკვე ბანკეტი იყო ნიკა წასვლას არ აპირებდა საქმეზე წავიდა დილით ნინი , მაშო და მარიამი მიდიოდნენ . მაშომ ყველაფერი სეარჩია მარიამის რჩევაც გაითვალისწინა როგორც მოდის ექსპერტის , თავად მარიამს არაფერი აურჩევია იმ საღამომდე . კაბა თავისი გარდერობიდან ამოაჩია .ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოირგო საყვარელი ყველაზე გამორჩეული სამკაული შეუხამა ხელჩანთა ვარცხნილობა და მზად იყო. კიბეები ჩაიარა ჩვეული ლამაზი მიხვრამოხვრით და მხოლოდ მასინ შედგა ზურგით მდგომი ალექსანდრე რო შებრუნდა მისკენ ყველა ქალღმერთს უყურებდა რომელიც უფრო ბრწყინავდა ვიდრე ის ბრილიანტები მას რომ ამშვენებდა . გრძელი მწვანე კაბა ეცვა ბოლომდე ჩახსნილი , მკერდთან დეკოლტე უკან კი სამკუთხედის ფორმის ჭრილი ქონდა , ისე იყო გაშვებული გადადგმისას ნაჭერი ფრიალებდა და ფეხი არ მოუჩანდა , ფეხზე მაღალქუსლიანი სავი ფეხსაცმელი ეცვა ხელსიც შავი ხელჩანთა ეჭირა . ყელსაბამი, საყურეები, სამაჯური და ბეჭედი ფირუზის და ბრილიანტის თვლებით იყო სპეციალურად მისთვის შექმნილი ნიმუში იყო რომელიც მშობლებმა 16 წლის იუბილეზე აჩუქეს და განსაკუთრებით მოსწონდა . სადა მაკიაჟი, ლამაზი ვარცხნილობა კულმინაცია იყო რასაც ალექსანდრემ შეხედა -ცოლად ქალღმერთი შეგირთავს და აქამდე ვერ ვაცნობიერებდით კარგად -მაშომ დაარღვია სიჩუმე და ალექსანდრეს ხელზე შეუმჩნევლად უჩქმიტა. ნინომ გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა მაშოც თან გაიყოლა . მარიამმა სვლა განაგრძო და დაჟინებულ მზერას იგნორი გაუკეთა -არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი- ჩუმად თქვა და შეხედა -წავიდეთ არ მიყვარს დაგვიანება- მხოლოდ ეს თქვა უკვე გამოფხიზლებულმა და სებრუნდა. მარიამიც ჩუმად გაჰყვა თავისი საყვარელი მუსტანგის მოდელი რომ დაინახა გაეღიმა , ალექსანდრემ კარი გაუღო და ისიც დაჯდა. როცა საჭესთან ადგილი დაიკავა მხოლოდ ერთხელ გახედა წამიერად ცოლს და ადგილს მოსწყდა. როგორც აღმოჩნდა ბანკეტი არა რაიონსი არამედ ქუთაისში ჰქონდათ ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში . ნინო და მაშო მათ შემდეგ მივიდნენ მაგრამ სულ რამდენიმე წამით . როცა მანქანიდან გადავიდა იგრძნო დაჟინებული მზერა რომელმაც რესტორანსი გადაინაცვლა და მუდამ თან დაყვებოდა. ალექსანდრეს უამრავი ვინმე მიესალმა შემდეგ მარიამსაც იცნობდნენ ისიც მშვიდად მიდიოდა და ყველას ესალმებოდა .როცა დასხდნენ ამოისუნთქა. -ნუ გაქ ეგეთი სახე არამგონია ყურადღებას იყო მოკლებული- მაშომ უთხრა და სასმელი მოსვა -არა მაგრამ ამდენ ხალხს არ ვხვდებოდი უბრალოდ მიყურებდნენ ეხლა მთელი რაიონი გავიცანი მგონი -არაა მოხუცები აქ არ არიან -მაშომ ჩაიცინა -რა შეღავათია-მარიამს გაეცინა და დაძაბულობაც მოეხსნა, რამოდენიმე ჭიქა სასმელიც დალია . საკმაოდ იმხიარულა უყურებდა გოგოებს და ბიჭებს რომლებიც ერთობოდნენ და სკოლას ემშვიდობებოდნენ ამ დღით . -გადაწყვიტე შენი სტილი გაავრცელო აქ? ისინი ვერ შეძლებენ იმდენი ათასის გადახდას ტანსაცმელებში ასე რომ - ამდენი ხნის განმავლობაში პირველად დაელაპარაკა და ისიც სხვა რამ თქვა - მე უბრალოდ -არ გინდა ამათ დაემსგავსო და პირიქით აკეთებ -არ მისცა ახსნის საშუალება ამ დროს მასო მოვიდა -ალექს არ იცეკვებ? ასე უნდა იჯდეთ? -არ მინდა შენ იცეკვე -ვცეკვავ წამო მარ შენ მაინც იცეკვე ეს იჯდეს აქ -არ მინდა... -რატო არ კადრულობ ამ საზოგადოებაში ცეკვას?-ისევ მოშხამა და გუნება წაუხდინა . არაფერი უთქვია უბრალოდ გავიდა , საპირფარეშოში შევიდა ცოტახანს გაჩერდა წყალი დაისხა ხელებზე და გამოფხიზლდა შემდეგ კი როცა დარბაზში გავიდა ვიღაც ბიჭმა ცეკვა სთხოვა უხერხულად რომ არ გამოსვლოდა დათანხმდა მაგრამ რამდენიმე წამიც არ გასულა როცა წამიერად მოშორდა ბიჭი . უკან მიიხედა და ალექსანდრე დაინახა, ნაბიჯი გადადგა რომ წასულიყო, მაგრამ წელზე ძლიერი ხელის მოხვევა იგრძნო ,რომელმაც თავისკენ მიიზიდა და სხეულზე აიკრო . მასზე მაღალი იყო ალექსანდრე და ღამესავთ შავი თვალებით დასცქეროდაზემოდან რაც მარიამს ყველაფერთან ერთად უფრო ცუდად ხდიდა, მთელს სხეულზე ჭიანჭველების თარეშს გრძნობდა, მუცელში კი მდუღარე სითხე ეღვრებოდა რომელიც ტემპერატურას საგრძნობლად უმატებდა. მსგავსი სეგრძნება არასდროს ჰქონია . ფრთხილად დაადო განიერ მხრებზე თლილი თითები და მელოდიას მასთან ერთად აჰყვა. დიდად ვერ გრძნობდა მის გარშემო რა ხდებოდა მხოლოდ მის თვალებს უყურებდა რომლებიც საშინლად აბნევდნენ, მაგრამ მაინც ვერ წყდებოდა. ხელზე გადაიწვინა და მზერა ჩააყოლა -ნუ ივიწყებ ვისი ცოლი ხარ -უთხრა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნა -დასამახსოვრებელი ვინმემ რამე გააკეთა და მე არ მახსოვს?- მარიამმაც ამოიღო ხმა იმას ვერ ივიწყებდა რომ აგრძნობია ჩემთვის არ ხარ სასურველი ქალიო -მიზეზი უფრო კარგად გმახსოვრებია -ყურთან უჩურჩულა ისეთ ხმაზე ენა გადაყლაპა ლამის -მიზეზებს ვერ ვიგებ მხოლოდ საბაბს -მიზანი კი საშუალებას ამართლებს -ყოველთვის არა - მარიამმა განთავისუფლება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა -ჩვენი წასვლის დრო მოსულა - თქვა წელზე ხელი უკეთ მოხვია და მაგიდასთან დაბრუნდა. მარიამს ჩანთა მიაწოდა ყველას დაემშვიდობა და გარეთ გაიყვანა -ნინო და მაშო არ მოდიან?-როცა თითქმის მიუახლოვდნენ სახლს მაშინ კითხა -ჩემი გამოწვევა გინდოდა და ეხლა შედეგი უნდა მიიღო-ისე უთხრა ლამის იქნე გაუსკდა ის აფართხალებული გული. მანქანიდან გათიშული გადავიდა და უკან გაყვა ალექსანდრეს . ოთახში შესვლისთანავე მიხურა კარი და პიჯაკი გაიხადა ფეხსაცმელიც ... მარიამს უყურებდა მის წინ დადგა და ხელი წელზე მოხვია ტუჩები კი ყურთან მიაკრო -მე გაგხადო თუ -კიდე აკოცა და ხელი საჯდომისკენ ჩააცოცა - შენ თითონ -უკაცრავად მაგრამ მე არ მინდა -მარიამმა უთხრა და უკან დაიხია ,ალექსმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვისკენ ისე მიიზიდა იქედან ვერანაირი ძალა გამოიხსნიდა -შენი აზრით მე თუ მინდა შეწინააღმდეგებას ექნება აზრი?რა თქმა უნდა არა ,რადგან ისეთივე სუსტი ხარ როგორც ჩვილი და შენი დამქაშების გარეშე არაფრის გაკეთება შეგიძლია. ვიფიქრე გულს არ დავაწყვეტინებ და ერთ სამახსოვრო ღამეს ვაჩუქებთქო მაგრამ არ გდომებია ჩემთვის კი სენ სასურველი ცოლი ვერასდროს გახდები პატარავ -უთხრა და მოშორდა -სააბაზანოთი ჯერ მე ვისარგებლებ -თქვა და იქ შევიდა. მარიამი გაცოფებული იყო ცხოვრებაში პირველად მიაყენეს შეურაცხყოფა თან ასეთი და ვერაფერის ვერ აკეთებდა . სწრაფად გავიდა ოთახიდან და გვერდით საძინებელში შევიდა. მთელი ღამე მიმოდიოდა ოთახში და დამშვიდებას ცდილობდა. ბოლოს საწოლზე დაემხო და დაიძინა . სააბაზანოდან გამოსულ ალექსანდრეს ოთახში რომ არ დახვდა ცოლი გაეღიმა -პატარა ქალბატონო ჭკუას გასწავლი და განახებ როგორ უნდა გაგიჟება და თამაში -თქვა შარვალი ჩაიცვა და საწოლზე დაწვა. დიდხანს ელოდა მარიამის დაბრუნებას ბოლოს წამოდგა და ნაბიჯების ხმა რომ მოესმა გვერდითა საძინებლიდან მიხვდა სადაც იყო ქალბატონი სიცილით დაბრუნდა ოთახში და დაიძინა. მეორე დილით წასასვლელად მოემზადა ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა რომ ესაუზმა უკვე ყველაფერი მზად იყო , მარიამიც იჯდა მშვიდად და წვენს მიირთმევდა . -დილამშვიდობის ძამიკო როგორ ხარ? რა კმაყოფილი სახით დადიხართ დღეს ორივე ჩემი მამიდად გახდომისთვის მუსაობა დაიწყეთ?- სიცილით უთხრა და ყელზე ჩამოეკიდა -ბევრი მუშაობა არ ჭირდება მაშიკო მაგას -ნუ ეხლა გააჩნია ვისთვის ზოგს ჭირდება - მარიამმა წაკბინა და ჭიქა გაიტანა . ალექსანდრე უკან გაყოლას აპირებდა ნინო რო დააფრინდა ქორივით თავზე -ალექსანდრე სალაპარაკო გვაქ კაბინეტში ამოდი სწრაფად - ისეთი ხმა ქონდა ნინიც კი გაჩერდა კარში -რა ხდება დედა?-არაფერი რომ არ უპასუხა სწრაფად გავიდა. კაბინეტში შევიდა თუ არა გააფთრებულ ნინოს შეეჩეხა-დედა მშვიდობაა? რამე დავაშავე? -სად ეძინა წუხელ შენს ცოლს -სახლში -მართლა? მე მეგონა ჩემი რძალი ეზოში თუ იძინებდა ალექსანდრე -რა გითხრა -ეგრევე მარიამს გადააბრალა -ეს გოგო იმაზე უკეთესია ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი რო დავინახე დილის ექვს საათზე როგორ გამოდიოდა სხვა საძნებლიდან იგივე კაბით ფეხსაცმელებით ხელში დასიებული თვალებით და დამინახა კითხვაზე იცი რა მიპასუხა? -რაო რა თქვა -ფეხსაცმელი დერეფანში დამრჩა და იმის ასაღებად ვიყავიო იგივე კაბა იმიტო მაცვია ეგ დავინახე პირველადო -რა გინდა კი მოუფიქრებია -რა მოუფიქრებია ისეთი უცოდველია ტყუილის მოფიქრება და დამალვაც არ შეუძლია სახეზე ეწერა რო მატყუებდა და როგორ არ უნდოდა ამის თქმა . რა გააკეთე ისეთი ოთახიდან რო გამოვიდა და ასეთი გამომეტყველება ჰქონდა -რა ვქნა ეხლა დედა ახსნა განმარტება ჩაგაბარო ჩემს ცოლთან ვწევარ თუ არა? -მე ეგ არ მიკითხავს და არცაა ჩემი საქმე მაგრამ არ დავუშვებ შეურაცხყოფა მიაყნო და ჩემს ოჯახში ვინმე იყოს ცუდად გასაგებია? შენც კი ვერ იზამ ამას . კარგად დაიმახსოვრე მეორედ იტირებს შენს გამო და განანებ-უთხრა და გავიდა. ოთახიდან ისევ სასადილო ოთახში დაბრუნდა და მარიამს შეხედა -ქალბატონო მარიამ შეიძლება ორიოდ წუთი დამითმოთ ? - ეხლა უნდა ისაუზმოს შემდეგ ესაუბრები - ნინომ უთხრა და სკამი გამოწია .მარიამი ადგა და გვერდით მიუჯდა დედამთილს რომელიც მაგიდის ერთ ბოლოში იჯდა. ალექსანდრე მარიამს დაუჯდა გვერდით მათ წინ კი მაშო დაჯდა . -მამა როდის დაბრუნდება დე?-მაშომ დაარღვია სიჩუმე -ხვალ საღამოს აქ იქნება .დღეს შენ და მარიამი მზარეულობის კურსებს იწყებთ -ვინ მარიამი ვინმე გვყავს კიდე სახლში ამის გარდა? -ალექსანდრემ გაკვირვებულმა თქვა და ნინოს შეხედა -არა ალექსანდრე სხვა არავინ ჰყავთ მე უნდა ვისწავლო -ვინ შენ ? შენ ? მე რო ცოლად შევირთე მარიამ ალავიძე იმან ? ღმერთო მეორედ მოსვლა გვიახლოვდება თუ რა ხდება ...თუ ახალი სახლის აშენება გინდოდატ გეთქვათ და დავანგრევდი მაინცდადამაინც უნდა გადაწვას? -ალექსანდრე ! -აცადე ნინო გადმოანთხიოს თავისი მოსაზრება ეტყობა ამით მაინც იღებს სიამოვნებას სხვა საშუალებას არ იყენებს მაინც - მარიამმა ირონიულად გაიცინა და ალექსანდრეს გადახედა რომელსაც ყველა ძარღვი ეტყობოდა უკვე -უფს ჩემი ქმარი გაბრაზდა მგონი მოდი წვენს დაგისხავ დაგამშვიდებს -კვლავ განაგრძო მისი გაღიზიანება და წვენი ჭიქაში ჩაუსხა -დალიე ალექს მარიამის პირველი გამოწურული წვენია მაწყვისაა ხო გიყვარს არა?-მაშომ სიცილით უთხრა და თვითონ დალია -არ გასინჯავ ალექს?- ისე შეხედა შხამი რო მიეწოდებია მაინც გამოართმევდით და დალევდით. ალექსანდრემ ნინოს შეხედა და ჭიქა გამოართვა . დალია და ჭიქა უკან დადო .მარიამმა ჭამა განაგრძო , ალექსმაც უფრო მიიწია მაგიდისკენ და ხელი მარიამის კაბის ქვეშ შეაცურა, მუხლიდან აუყვა ფეხს და ტრუსთან რო მივიდა მარიამის ხელი დახვდა გადაუწია და გახედა -იქ ნუ მიძვრები რაც არ გიზიდავს სანდრიკო - ხელი კი ჰქონდა გადაწეული მაგრამ ალექსანდრემ მოუგრიხა მაჯაში და მისი სუსტი ხელი ტორში მოიქცია -იმას ნუ ეპოტინები რასაც ვერ დაძლევ პატარავ -ყურთან სიე უჩურჩულა თითქმის შეუმჩნეველი იყო რომ საუბრობდნენ -ჩემს შესაძლებლობებს ვერ აფასებ სანდრიკო სათანადოდ-ჩუმადვე უთხრა და ფეხი ისე დააბიჯა სახე მოეღრიცა ალექსს ,მუჭი დაკრა მაგიდაზე -ვახ შენი... -რა ხდება -აა არაფერი რაღაც დამავიწყდა უნდა დავრეკო სასწრაფოდ შეხვედრაზე მისვლას ვერ ვასწრებ გადავიტან ერთი საათით და წავალ - უცებ წამოდგა -არაფერი გიჭამია ასე უცებ მიდიხარ?- მარიამმა“შეწუხებულმა“ უთხრა მისკენ შებრუნდა და თვალი ჩაუკრა -პატარა ცელქ გოგოებს ვსჯი და ნუ გამომიწვევ- მისკენ დაიხარა ყუთან ჩასჩურჩულა დამტკბარი ხმით და იქვე აკოცა -შეგიძლია რეპეტიციები გაიარო -დარწმუნებული იყავი - უთხრა და წავიდა. მარიამმა კი მთელი ჭიქა წყალი დაცალა . ალექსანდრე მალე წავიდა , მარიამმა კი დაიწყო კერძების მომზადების სწავლა. უმარტივესიდან და მთელი დღე აკეთებდა რაღაცეებს ბოლოს კი ხელი ჰქონდა დამწვარი, თითი გაჭრილი და ყავით დასვრილი ზედა . სამაგიეროდ ბევრი იცინა მაშოსთან ერთად, იმდენი იგიჟეს ორივემ ერთად ნინიც გაამხიარულეს. მთელი კვირა ახალ რაღაცას სწავლობდა სხვადასხვანაირად მომზადება ისწავლა საჭმლის, აღარ დაყვებოდა ნინოს და მხოლოდ სამზარეულოში ტრიალებდა. რამდენჯერმე აკეთებდა ყავას სხვადასხვას , ჩაი მალე ისწავლა, წვენების მომზადების პრინციპს მიხვდა და ახალი გამოიგონა. -ამ საღამოს მე რომ მოვამზადო მარტომ ვახშამი შეიძლება? -ერთ დღესაც თქვა და შვლის ნუკრის თვალებით შეხედა ნინოს -მარტომ? რას მოამზადებ? -ჩემი გემოვნებით რო გავაკეთო ამ ერთხელ არ შეიძლება? როგორ გითხრათ მინდა საკუთარ თავში ვიყო დარწმუნებული რო მარტო შევძლებ -ნება შენია მე და მაშო მივდივართ საქმე გვაქ დრო გაქ რომ დავბრუნდებით მერეც გააგრძელე თუ გინდა -კარგიი მაშინ დავიწყებ -ტაში შემოკრა და ზემოთ ავარდა, იქედან შარვლით მაისურით და თმაშეკრული დაბრუნდა, თავზე თავსაფარი ლამაზად შეიკრა და დაიწყო მზადება. ისე მალე გავიდა დრო ვერც კი გაიაზრა . მხოლოდ დაღლილობა იგრძნო ცოტა მაგრამ რომ გადახედა მომზადებულ კერძებს სიხარულმა გადაფარა ყველაფერი . ყველაფერთან ერთად კექსიც გამოაცხო და ღუმელიდან გამოიღო , შემდეგ წვენი მოამზადა თავისი მოფიქრებული ინგრედიენტებით კიდევ ერთხელ დააგემოვნა დასარწმუნებლად რო შეიძლებოდა ვახსამზე მისი მიტანა და კმაყოფილმა გაიხედა გარეთ. უკვე ყველა სახლში იყო . ამიტომ სუფრის გაწყობა დაიწყო -მარიაამ -გისმენ ნინოო-სიგნიდან დაუძახა დედამთილს და განაგრძო კუსკუსი -რას შვებიი? -შემოდით მზადაა ვახშამი -ამჯერად გარეთ გავიდა და ისე უთხრა -მართლა? აბა წავედით გამოცდის პასუხებს რომ მოვიმატებ ორ კილოს შემდეგ გეტყვი რძალოო-მასო მაშნვე წამოხტა და სახლში შევარდა -ეს გოგო გიჟია რა გვეშველება ნიკა? -მაგას ეშველება ვიცი და ჩვენც მერე- ნიკამ ხელი მოხვია და ლყაზე აკოცა . მარიამმა რო სეხედა თავისი მშობლები გაახსენდა და თვალები აუწყლიანდა -რა ხდება მარიამ კარგად ხარ?-ნიკამ კითხა მაშინვე -ჩემი მშობლები გამახსენდნენ შეიძლება მოგეხვიოთ?- პაუზის შემდეგ უთხრა . კაცმა გაიღიმა და თვითონ მოეხვია შემდეგ კი თავზე აკოცა -ჩემო გოგო ისინი ზემოდან გიყურებენ და არ მიგატოვებენ -მადლობა -უცებ გახალისდა ცრემლები მოიწმინდა და გაიცინა -იმედია მოგეწონებათ ვახშამი სამივე შევიდნენ სახლში და როცა სუფრას გადახედეს გაოცება დაეტყოთ -ჩემ თავს გაფიცებ რძალო აქ ვინმე ხო არ გყავდა მოყვანილი -რა იყო რამე ისე არაა? ყველაფერი დავდე მგონი -გარეგნობას სულ ვერ ენდობი ჯობია ვახშმობა დავიწყოთ მერე საქმე მაქვს -ნინო დაჯდა, ნიკა მეორე თავში , მაშომაც დაიკავა ადგილი . ვახშმობა დაიწყეს და სულ რამოდენიმე წუთში ალექსანდრე შემოვიდა , უფროსწორედ თავი შემოყო სასადილო ოთახში თვალებდახუჭულმა -ღმერთო რა სუნიაა? ნუთუ ელარჯიაა ? -ალექს მოხვედი? მოდი ხო ელარჯია -იცოდით ხო რო მოვდიოდი -ნწ -მაშომ თქვა და ჭამა განაგრძო . ალექსანდრემ ელარჯის დაგემოვნება დაიწყო როგორც ჩანს ძალიან უყვარდა , მარიამი თან აკვირდებოდა ჭამასთან ერთად -მმ რა გემრიელია -მარიამმა მოამზადა -ნინომ ღიმილით უთხრა და წყალი მოსვა. ალექსანდრემ კი ეგრევე დაანება ჭამას თავი და ისეთი სახე მიიღო თითქოს იმ გადაყლაპულის ამოღებაც უნდოდა -რაა? ვერ მეტყვით რას მაჭმევთ მერე მინერალური არ გვაქ დედა?- ისე თქვა მარიამს ის ბედნიერი სახე ინსტიქტურად მოეშალა ფეხზე წამოდგა თავდახრილი -გემრიელად მიირთვით მე დავასრულე- ჩუმად თქვა და სწრაფად წავიდა. -მე შენ ერთი კვირის წინ რა გითხარი- კბილებსშორის გამოსცრა ნინომ და ალექსანდრეს დაუბრიალა თვალები რომელიც მიმავალ მარიამს უყურებდა -მართლა მარიამმა გააკეთა?- შეწუხებული ხმით თქვა -მარტო ეგ კი არა რასაც ხედავ საჭმელს აქ ყველაფერი მარტო თვითონ სამზარეულოში კიდე შენი საყვარელი კექსი დევს ვახშმობის შემდეგ ყავასთან ერთად რომ მიგერთვა იდიოტო შენ კიდე რა ქენი - მაშომ თავი ვეღარ შეიკავა და ჩანგალი მაგიდაზე დაადო -ფუ შენი მეგონა მეღადავებოდით რას წარმობიდგენდი -ვინ გეღადავებოდა ბიჭო მეე? -კაი ხო ნუ მომკლავთ -როგორც გაუშვი ისე დააბრუნე მის გარეშე ლუკმასაც არავინ მიეკარება -ნიკამ თქვა და შვილს ისე შეხედა როგორც არასდროს . მარიამი საძნებელში იჯდა საწოლზე და მშობლების სურათს უყურებდა ,ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში მაგრამ ვერც ერთს იშორებდა . ალექსანდრს ხმამ გამოაფხიზლა -მაპატიე რა მე არ მეგონა - დამწუხრებული ხმით უთხრა ალექსანდრემ , კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი და ისე უყურებდა -ასე თუ ვერ მიტანდი ცოლად რატო შემირთე - მშვიდად უთხრა მარიამმა მაგრამ პასუხი ვერ მიიღო ალექსანდრემ წამსვე შეცვალა თემა -საჭმელი ცივდება არავინ ჭამს შენს გარეშე და ნაშრომს წყალში ნუ ჩაყრი -მეც არ გამიკვირდა ბოდიშს როგორ მომიხდიდათქო? თურმე რა გაწუხებს მიბრძანდით მოვალ - ირონიულად გაიცინა და წამოდგა -რა გგონია ეხლა რო-ალექსანდრეს თქმა უნდოდა მაგრამ ამჯერად თვითონ არ აცადა გვერდი აუარა და კიბეებზე დაეშვა -ბოდიში ასე არ უნდა-მარიამმა ნინოს შეხედა რომელიც იჯდა და ნიკას უყურებდა -დაჯექი შვილო თორე გაგიცივდება საჭმელი არაფერი მომხდარა ჩავთვალოთ . ალექსანდრე როცა დაჯდა და ჭამის გაგრძელება დააპირა ნინომ გახედა და გაღიმებულმა უთხრა -შვილო შენ რას ჭამ? -ელარჯს ?-გაკვირვებულმა უთხრა ვერ მიხვდა კითხვის აზრს -ხო და მერე რატო არ გირჩევნია ის ჭამო რისი მომზადებაც იცი და უცებ მიირთმევ? რა ჯობია როცა იცი როგორაა მომზადებული -ეგეთი შემწვარი ერბოკვერცხია და ეგ ჭამოს დედა?-მაშომ სიცილი ვერ შეიკავა ალექსანდრეს სახე რო დააფიქსირა , მარიამსაც გაეღიმა -დედა! -გისმენ რისი კითხვა გინდა მეც თუ შევჭამ? არაა არ მინდა მირჩევნია სხვა რამ მივირთვა -მე მიკეთებ მაგას ? -მე დავასრულე ეხლა მშვიდად ვახშმობა მინდა -მე რომ ვამზადებდი, ყველა ამ ოჯახის წევრისთვის ვამზადებდი და მათ შორის ალექსანდრეც შედის-მარიამმა ისე თქვა არც გაუხედია მისკენ . ნინო ისე უყურებდა სახეზე ბედნიერების სხივი შენიშნა -მგონი გასაგებად თქვა მარიამმა- ალექსანდრეს შეხედა და ისევ განაგრძო ვახსმობა. მას სემდეგ არცერთს არაფერი უთქვია . აი როცა ვახშმობა დაასრულეს მარიამი წამოდგა და უკვე ყავა და ნამცხვარი გამოიტანა ყველას ისეთი მიუტანა როგორიც უყვარდა -შენ არ ვიცოდი როგორი გიყვარდა-ალექსანდრეს მიაწოდა ფინჯანი -არ ვსვავ ყავას საღამოობით - უთხრა და ნამცხვრის მესამე ნაჭერი გადაიღო -რამდენი საჭმელი ჩაგდის მაგ კუჭში მიკვირს რა -მაშომ სიცილით უთხრა ალექსს და გაიცინა -არ დამითვლია დაახლოებით იმის ნახევარი რაც შენ მაშიკო -საზიზღარო მე სად ვჭამ მაგდენს -ვაიმე რო ბრაზდები უფრო მიყვარხარ - ალექსმა ეგრევე გაიცინა და მაგრად აკოცა -კრეტინო -ნუ მლანძღავ გოგო -შვებულებას აღარ იღებ ვაჟბატონო? -კი უკვე შვებულებაში ვარ სექტემბრამდე მარიამი სასადილო ოთახში შევიდა ისევ სადაც ნინო და ნიკა ისხდნენ , მაშო და ალექსიც შევიდნენ და თეფშები დადეს. -ავალაგებ ხო?- მარიამმა სუფრას გადახედა და თეფშების ალაგება დაიწყო -მოიცადე...რაღაც მინდა გითხრა- ჩვეული მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა ნინოს -რამე ისე ვერ გავაკეთე?-მარიამმა გულახდილად უთხრა და შეხედა -ამ ორ კვირაში ყველაფერი ისე გააკეთე რომ შენით ვამაყობ, იმით ვარ ბესნიერი რომ ჩემს ოჯახში შემოხვედი და შენი დედამთილის სტატუსით ვსარგებლობ. შენ ნამდვილად ის ქალი ხარ ვისაც ბოლომდე ვინატრებ ჩემი შვილის გვერდით იყოს არა ამ ვახშმის მომზადების ან სხვა საქმეში დახმარების გამო , შენი მთავარი ღირსება სუფთა სულია მებრძოლი და წმინდა - ნინო მიუახლოვდა და მისი ხელი თავისაში მოიქცია შემდეგ ბეჭედი ამოიღო ძველებური ბუდიდან და თითზე გაუკეთა-ეს ბეჭედი რამდენიმე საუკუნეს ითვლის.. მე ჩემმა დედამთილმა მაჩუქა , მას მისმა დედამთილმა მას კი მისმა დედამთილმა მე კი მინდა რომ შენ გქონდეს რადგან რაც არ უნდა მოხდეს სხვა შენს ადგილს ჩემთვის ვერ დაიკავებს - თქვა და მოეხვია - შენ ჩემი მეორე ქალიშვილი ხარ და ყოველთვის გახსოვდეს რაც არ უნდა მოხდეს რომ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს-ყურში ჩასჩურჩულა და აკოცა. მარიამმა ხელები მოხვია , თავი მხარზე დაადო და ლოყაზე აკოცა -მე იმით ვიამაყებ რომ თქვენს გვერდით გავატარე თუნდაც რამდენიმე თვე და ეს სიტყვები დავიმსახურე როცა გაიწია ლოყაზე მიადო ხელი და გაუღიმა-წადი დაისვენე დღეს ძალიან ბევრი რამე გააკეთე . დანარჩენს მაშო მიხედავს -ძილინებისა-გაიღიმა და ყველას დაემშვიდობა. ალექსანდრე კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი და ამ ყველაფერს უყურებდა. მარიამმა უბრალედ წამიერად შეხედა და გვერდი აუარა . საძინებელში შევიდა საჭირო ნივთები აიღო და აბაზანას შეაფარა თავი ,მარტო ყოფნა მხოლოდ იქ შეეძლო . ფიქრი სჭირდებოდა, ყველაფრის გაანალიზება...ხვდებოდა ,როგორ არ იცოდა რომ ათას რამეს რაღაც მიზეზის გამო აკეთებინებდა ნინო და ეს უბრალოდ ყურადღების გადასატანად იყო.სინამდვილეში სულ სხვა რამე აინტერესებდა ქალბატონს ,ისიც იცოდა რომ კარგი ადამიანი იყო. ამ რამდენიმე დღეში იმდენი რამ მოხდა მის ირგვლივ და ნინო მაინც არ ეჩვენებოდა ურჩხულად. თითქოს მისმა ბრძანებებმა მოდუნების საშუალება არ მისცა და იმ უაზრო საქმეებმა ,რომელიც არასდროს უნდა დასჭირვებოდა გარკვეული ხალისი შეჰმატა ყველაფერს. მშობლების ამბავიც კი გადაავიწყდა, ზოგჯერ ისე გულიანად იცინოდა ნინისთან და მაშოსთან ერთად თითქოს პრობლემები აღარ ჰქონდა, ლაშა და ლელა როგორც კი ახსენდებოდა ,ყველაფერი რაც მათ თავს აგონებდა გულს უკლავდა. იმდენად იპყრობდა მათი მონატრება და საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობდა, ნანობდა ყოველ დღეს ნანობდა რომელიც სულელურად გაატარა , მათ გვერდით მეტი დროის გატარების ნაცვლად ერთობოდა ,თან ვის გარემოცვაში ყალბ ხალხთან რომლებსაც მხოლოდ ფული სჭირდებდოათ მისგან. რომ სცოდნოდა ერთ დღეს მათ გარეშე დარჩებოდა,რომ ასე მალე წავიდოდნენ და თავიანთ პრინცესას დატოვებდნენ ერთ წამსაც არ მშორდებოდა გვერდიდან,მაგრამ მას ხომ ცხოვრება სამოთხე ეგონა ... არასდროს ჰქონდა შიში ,არასდროს დარდობდა და ფიქრობდა პრობლემებზე .... სველ კედელს ხელებით მიეყრდნო და იატაკზე ჩასრიალდა. ცხელი წყალი ეცემოდა სხეულზე და კანს გაციების საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ სახეზე ერეოდა ცხელ წვეთებს მლაშე სითხე . ყველაფერი ერთად სტკიოდა... ნინის სიტყვები უტრიალებდა თავში თითზე წამოცმული ბეჭედი ალექსანდრეს არსებობას ახსენებდა,კაცის რომელიც რამდენიმე შეხვედრის და უაზრო საუბრის გარდა არაფერს წარმოადგენდა მის ცხოვრებაში...ეს იყო სულ და მაინც რაღაც საოცრად გრძნობდა თავს მის გვერდით. როცა უახლოვდებოდა, ესაუბრებოდა და ელოდა მისგან მწარე კომენტარს გული ისე უფართხალებდა ისევ უდარდელა გოგო ეგონა თავი რომელსაც მხოლოდ პასუხის გაცემა ევალებოდა . რამდენი ვინმე ჰყავდა განამწარები,რამდენ ბიჭს აგიჟებდა ,რამდენი გადაჰყავდა ჭკუიდან თავისი ქცევით, სიტყვებით და უარით . ალექსანდრესთან საუბარი ძველს დროს ახსენებდა, უბრალოდ როლები იყო შეცვლილი ის თავად ამცირებდა, თავად ამბობდა უარს და იშორებდა. უყურადღებობას იჩენდა და არაფრად აგდებდა. ხვდებოდა რას გრძნობდნენ მის მიერ გაგდებული ბიჭები , ახლა უფრო მეტ ინტერესს განიცდიდა და ჟინი უჩნდებოდა. უბრალოდ ხასიათია რ აძლევდა უფლებას უკან დახევის განა ანაღვლებდა რეალურად მოეწონებოდა თუ არა ? უბრალოდ არ შეეძლო მისი თვითნებობის ატანა, თავად უნდა ყოფილიყო სიტუაციის წამმართველი და სხვას ვერ დაუთმობდა ლიდერის სტატუსს ვერ მისცემდა ამის უფლებას,ასე იყო მიჩვეული ...ასე სწამდა . უცებ ამოტრიალდა გონება...უკვე ალექსანდრეს ირგვლივ ტრიალებდა ...ყველა კადრი ყველა გამოხედვა, შეხება და შეგრძნება ერთად დაატყდა თავს . თვალები თავისთავად დაეხუჭა რაღაც საოცარი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელი სხეული მუხტით ევსებოდა , ერთდროულად ეფიტებოდა და ენერგიით ევსებოდა. სიცხისგან აწითლებულ დასიებულ ტუჩებზე კბილები ჩაასო და შემდეგ ენისწვერით დაისველა. ონკანი სწრაფად გადაკეტა...ფიქრი აღარ შეეძლო სწრაფად უნდა გასულიყო და ყურადღება გადაეტანა. ალექსანდრე ოთახში რომ შევიდა წყლის ხმა გაიგო და მიხვდა სადაც იმყოფებოდა ქალბატონი. ტანსაცმელი გამოიცვალა სპორტული შარვალი ჩაიცვა და მობილურზე გადაბმულ ზარს უპასუხა. მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობდა როცა მარიამი გამოვიდა თმის მშრალებით, მხოლოდ გამჭვირვალე პენუარი ეცვა, რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა , სარკესთან მივიდა და ტყავის პატარა სკამზე დაჯდა თმები ზურგზე გადაიყარა, პირსახოცი იქვე დადო და მშვიდად დაიწყო ლოსიონის წასმა . სარკიდან დაინახა ალექსანდრე, რომელიც შესვლის წამიდან უყურებდა და თანდათან ემჩნეოდა საფეთქელთან ძარღვები თვალებში კი მოცეკვავე არსებების რიცხვი იმატებდა , გაიღიმა და წამოდგა -მობილურზე გელაპარაკებიან ალექს- ქმარს შეახსენა რომ ვიღაცას ესაუბრებოდა -მერე დაგირეკავ-მხოლოდ ეს უთხრა და მობილური გვერდით გადადო . მარიამმა გადასაფარებელი გადაწია ფეხზე გაიხადა და საწოლში დაწვა შემდეგ რამდენიმე ბალიში აიღო და საწოლზე დაალაგა-რას აკეთებ -ვხვდები რო აზრი არააქ იმის თქმას იატაკზე ან დივანზე დაიძინეთქო ამიტომ ჩემს ტერიტორიას ვმიჯნავ შენგან -მე არ მეკითხები მინდა თუ არა სენგან ბალიში მყოფდეს? -რამე სხვა გირჩევნია დავდო? -არა საერთოდ მინდა ავიღო -უიმე რატო შენ ხო მე ცოლად არ მიმიჩნევ არასდროს... შენი ჰორმონების დაკმაყოფილების სურვილი კი მე არ გამაჩნია - ირონით გაჟღენთილი წინადადება უთხრა ზურგი აქცია და სანათი ჩააქრო- შენც თუ ჩააქრობ დამავალებ მაღიზიანებს ეგ განათება- უთხრა და თვალები დახუჭა. ალექსანდრე გაშეშებული იწვა და უყურებდა, მარიამს კი დაჟინებული მზერისგან ზურგი ეწვოდა , მაგრამ ისე იყო დაღლილი მკვდარივით დაეძინა. ალექსანდრემ შეიკურთხა და ბალიშები იატაკზე მოისროლა , ამ დროს ის თხელი გადასაფარებელიც მოიშორა მარიამმა რადგან მართლა ცხელოდა ა ალექსანდრეს კი მაშინ შეეკრა სუნთქვა -ღმერთო რისთვის მსჯი? მე უნდა მეწამებია ის თუ კიდევ ამას გავეწამებიე არ მეყო?-ჩუმად თქვა და დაძინებას შეეცადა. დილით სასიამოვნო სურნელი იგრძნო და სახეზეც კი დაეტყო როგორ სიამოვნებდა , როცა უკეთ მოკალათება გადაწყვიტა გაიაზრა რომ ბალიშის ნაცვლად მკვრივ სხეულზე ედო თავი, ნახევარი სხეულით მასზე იწვა ხელიც კი ჰქონდა მოხვეული, არც თვითონ იწვა თავისუფლად მის საჯდომს ტორი იყო დაპატრონებული და მოშორებას არ აპირებდა . თვალები ისე გაახილა ეგონა ზემოთ ჩამოთვლილი შეგრძენებები ეჩვენებოდა ,მაგრამ დაკუნთული შიშველი სხეული რომ დაინახა ტვინში სისხლი ჩაექცა , მაშინვე ხელს დაწვდა რომელიც მის საჯდომზე იყო და მოიშორა , ეგონა ყოველ შემთხვევაში მაგრამ წელზე რომ იგრძნო ზემოთკენ მცოცავი თითები ლამის დაიყვირა , ზემოთ წამოწევა სცადა და პირიქით გაება მის მახეში . მის ქვემოთ მოქცეული არმოჩნდა ,ერთი ხელი უკვე ბარძაყს დაეპატრონა მეორე თეძოზე უჭერდა და სუნთქვააჩქარებულს თვალები ისე ჰქონდა დაჭყეტილი თითქოს მკვლელი ჰყავდა წინ და ბოლო ამოსუნთქვას ელოდა -ასე ადრე რატო მაღვიძებ? არ იცი რომ შეიძლება გავბრაზდე და გაბრაზებულზე ცუდი რამ გავაკეთო?-ისე უთხრა მუცელში ლავა ჩაეღვარა კანზე კი ეკლებთან ერთად ჭინჭარსაც ატარებდა ვიღაც ისე იყო დაბუსუსებული. ალექსანდრე მისკენ ნელა დაიხარა და ყელში აკოცა - დილით ასე გამოღვიძება არ შეიძლება პატარავ - ისევ ის ვნებიანი ხმა ცოტაც და თვალებმინაბული გაიყურსებოდა .ერთ ამოსუნთქვას ამოაყლა დაძაბულობა და ისე ჩამოდნა მის მკლავებში თითქოს შოკოლადის ნუსი იყო - ბალიშები იდო მგონი აქ - უთხრა და ხელები მხრებზე მიაბჯინა რომ იგრძნო როგრო გააჟრჟოლა ტუჩის კუთხე ჩატეხა -ყველაზე დიდი სისულელე ამოილუღლუღა -ბალიშები რომ ყოფილიყო მე არ ვიქნებოდი აქ -უთხრა და სველი კოცნის კვალი დაუტოვა ლავიწზე -ეგ ძალიან ცუდი იქნებოდა ...- მარიამს თითქოს გონება გაუნათდდა ხელები ყელზე მოხვია და მწვანე თვალები მიანათა, ქვედა ტუჩს კბილები ჩაასო ხოლო როცა იგრძნო როგორ იყო ალექსი მის ტუჩებზე კონცეტრირებული ფეხები წელზე მოხვია და ამჯერად თვითონ მოექცა ზემოდან. ერთ გართობად მისი გამომეტყველება უღირდა , ხელები ქვემოთ ჩამოაყოლა და კუბიკები რომელიც პრესს უფარავდა თითით შემოხაზა , თან მისკენ დაიხარა ალექსის ხელები რომ იგრძნო პენუარის ქვეშ, რომლებიც მის გახდას იწყებდნენ ყურთან დაიხარა და ბიბილოზე დაასო კბილები - რა სამწუხაროა არა? როცა შენ გინდივარ მე საერთოდ ვერ აღმიძრავს სურვილს -ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა კანი ტუჩებშორის მოიქცია ისე თითქოს ვამპირი იყო .შემდეგ ნამუშევარს მოავლო მზერა ,კარგად აწითლებულიყო ყელი. წამებში გაეცალა საწოლს -შენ მე ...შენ ამას განანებ- ალექსანდრემ დაიგმინა როცა სააბაზანოში მიიმალა -შენ თვითონ არ ინანო ალეეექს-იქედან გამოსძახა სიცილით და შემდეგ წყლის ხმა გაიგონა -ამის დედა ვატირე - ბალიში მოიფრიალა და წამოვარდა მარიამი მთელი დღე იწვევდა და ნერვებს აგლეჯდა , მიუხედავად იმისა რომ არც ის აკლებდა. მაშო უყურებდათ და იცინოდა. საღამოს ეზოში მანქანა შემოვიდა , იქედან კი დაჩი გადმოვიდა , მაშო ეგრევე გაექანა და მოეხვია მანაც ხელში ააფრიალა და ჩაკოცნა -ბიცო როგორ ხარ? -კარგად დაჩი შენ?-ნინომ გაუღიმა და მოეხვია- სად დაიკარგე -ეხლა ვერ მომიშორებთ ის თქვენი გიჟი ძმისშვილი აქ ხო არაა? -არა ლილე თბილისშია -ძალიან კარგი ესე იგი დიდხანს დავრჩები -თქვა და მარიამისკენ წავიდა ხელზე აკოცა და გაიცინა- რძალო მოხარული ვარ შენი კიდევ ერთხელ ხილვით... როგორ ბრძანდები ამ გარემოში? -არაჩვეულებრივად! შენ როგორ ხარ დაჩი?-მარიამი უკეთეს ხასიათზე დადგა რადგან მასოს მსგავსად ეს ბიჭიც პოზიტივს აშუქებდა და თავიდანვე მოეწონა -შენი ბედოვლათი ქმარუკა სად ბრძანდება? -ბედოვლათი კარგი იყო -გაიცინა და ალექსანდრეს გახედა რომელიც ძმაკაცს უბღვერდა -ბედოვლათი იქნება ერთხელაც მაგ ენას რო გადაგაყლაპებს -ღმერთო რა ჯმუხი ხარ შე ჩემა ცოლმაც არ გიშველა? ასეთი ქალი გყავს გვერდით და რაღას იბღვირები -სულ რო არ ჰყავს მკლავებში იმაზე გიჟდება ეხლა- მაშო მოეხვია და სიცილით უთხრა -ვინმე საყვარელი ჰყავს ალბათ და იმაზე ამბობთ - მარიამმა ეს რო თქვა ალექსანდრეს ისეთი სახე ჰქონდა დაჩი და მაშო ვეღარ სუნთქავდნენ სიცილისგან -ღმერთო ეს ლილე არ არის მის კურსელ გიორგისთან ერთად?- ალექსანდრემ თქვა და წიშკრისკენ გაიხედა . მაშინ კი ეგრევე გაჩერდნენ და უკან გაიხედეს -რაა? სად ? არაა -ვინ გიორგი რა გიორგი აქ რა.. -მაშომ უკან გაიხედა და არავინ რო არ იყო დამშვიდდა- დეგენერატო გამისკდა გული -რატო გაგისკდა გული მაშო?-ნინო მიუახლოვდა და სად წასულიყო აღარ იცოდა -რატო... რატო დედა და ობობა დავინახე და -ობობებს გიორგის ეძახი ხოლმე?-ნინომ მშვიდად უთხრა და ეხლა ალექსანდრემ გაიცინა -თუ იცოდი რაღას მანერვიულებდი შენ კიდე და საერთოდ რას შემიკალით ხელში არ მოვწონვარ იმ ბიჭს და მე რო არ ჩამოვეკიდები ყელზე არ იცით? - უცებ გაბრაზდა და ბეტონზე ჩამოჯდა -ეტყობა ვიღაც ჩაერია თორე არამგონია ვინმეს არ მოსწონდე - მარიამმა თქვა ..ალექსანდრეს და დაჩის გახედა -მოიცადეე მართალია ბოლოს რომ ვნახე თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და ხელზეც ნაკაწრები , შენც გქონდა ეგეთი ნაკაწრები ...შამფურზე წამოგაგებთ და მაყალზე შეგწვავთ ორივეს -მაშოო სახლში შემოდიით ვივახშმოთ-ნინომ დაუძახა სახიდან და ყველა შევიდა. აფოფრილი მაშო კი იქვე დატოვეს ..... გვიან ეზოში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ . დაჩის ვიღაცამ დაურეკა და ეგრევე წამოვარდა , ცოტახანში კი მივიდა და თქვა რო უნდა წასულიყო სასწრაფოდ, მხოლოდ ალექსანდრემ გაიგო რატო მიდიოდა , რათქმაუნდა არაფელი უთქვამს -წავედი მე მეძინება საშინლად ძილინებისა -ძილინებისა მაშიკო -ძილინებისა თოჯინა -ეგრე ნუ მეძახი-თქო არ მითქვამს შენთვის?-მაშომ ძმას დაუბღვირა და წავიდა. მარიამი ჰამაკში გაწვა და ფეხები გაშალა, ერთი მუხლში მოხარა და ისე დადო -ღამით აქ ძალიან სიმშვიდეა... -მე და შენ სალაპარაკო გვაქ -ეხლა არა რა ძალიან გვიანია არც მოსმენის და არც საუბრის განწყობა არ მაქ ხვალისთვის გადავდოთ რა -კარგი შენი ნებაა ამჯერად მშვიდად დაიძინეს , დილით ერთად ჩავიდნენ სასაუზმოდ , მარიამმა მოამზადა , მერე მდინარეზე იყვნენ ის და მაშო , მოკლედ მთელი დღე მიიწურა. საღამოს კი ტელევიზორთან ისხდნენ როცა ერთ-ერთ შოუში საკუთარი ფოტო დაინახა და ნინომას ხმა აუწია. ჟურნალისტს ბლოკი ჰქონდა მიძრვნილი მასზე -ცნობილი ბიზნესმენის ლაშა ალავიძის ერთადერთი ქალიშვილი აღმოჩნდა მისი მემკვიდრე, ერთადერთი მფლობელი იმ იმპერიის რაც მათ გააჩნდათ . გოგონა გაქრა მათი დაკრძალვის შემდეგ ყველაფრის მისაკუთრება კი გიგი ალავიძეს და მის ოჯახს სურდა მაგრამ ეს შეუძლებელია... ბევრი კვლევის შემდეგ ვიპოვეთ არამხოლოდ საქართველოს ევროპის ერთ-ერთი მდიდარ ქალი ...გაგიკვირდებათ და იმერეთის ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ სოფელში ცხოვრობს ოცდამეერთე საუკუნის კლეოპატრა და იქაური ცხოვრებითაა დაკავებული.. რასაც ჩვენ მიერ მოპოვებული ფოტო მასალაც გვიდასტურებს - მისი საუბრის დროს მარიამს აჩვენებდნენ რეზინის ბოტებსა და შავ მოსაცმელში როცა საქმეს აკეთებდა თითქმის ყველაფერი დაფიქსირებული იყო - გაგიკვირდათ არა? გოგონა რომელსაც უამრავი წამყვანი სამოდელო სააგენტოდან ჰქონდა შემოთავაზება და არც ერთს არ დასთანხმდა ახლა შინაურ ფრინველებთან და ცხოვრელებთან დადის მტვრიან გზაზე . ყველა მილიონერს არა მილიარდელს აქვს საკუთარი ხუშტურები და ალბათ ქალბატონ მარიამს მსგავსი რამ იტაცებს ბოლო ორი კვირაა. -გაიცინა და სურათს შეხედა სადაც ხელში პატარა თიკანი ეჭირა დაყურებამდე გაღიმებული ეფერებოდა - ეს ყველაფერი არაა მთავარი ჯერ კიდევ წინაა.ალბათ გიჩნდებათ კითხვა ,ძვირფასო მაყურებლებო თუ ვის ეკუთვნის ეს სახლი და რატომაა ქალბატონი მარიამი იქ. მე პირველი ვარ ვისაც პატივი აქ პირდაპირი ეთერით მიულოცოს დაოჯახება და უსურვოს ბედნიერება ახალგაზრდა მილიონერ ქალბატონს .დიახ ძვირფასო მაყურებელო მარიამ ასათიანი დაქორწინდა ასე რომ ბიჭებო ვინც მისი თაყვანისმცემლების ურიცხვ სიაზე მიმატებას აპირებდით უნდა გითხრათ რომ ვწუხვარ მისი გული ერთ--ერთმა სასურველმა სასიძომ ალექსანდრე ამაღლობელმა დაიკავა . სიძე ყველაფერთან ერთად იმერელი თავადია...-გაიცინა წამყვანმა და საუბარი წამსვე გაანგრძო-ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს თუ როგორ შეიძლება მათ შეყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან ბევრი აკავშირებთ მაგალითად ის რომ 25 წლის ბიზნესმენის სამშენებლო კომპანიას ძალიან დიდი ხანია მათთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული მეტიც არსებობს ფოტო და ვიდეო მასალები სადაც მათი მშობლები მეგობრულ და საქმიან გარემოში ერთად არიან , ეს ყველაფერი არაა თავად ბატონ ალექსანდრეს დამოუკიდებლად აქვს შექმნილი ცნობილი საიუველირო ქსელი რომელიც ევროპის უმრავლეს ქვეყნებშია ცნობილი ის თავად ქმნის ინდივიდუალურ მოდელებს რომლებიც ქალბატონ მარიამს ამშვენებდა უამრავ ღონისძიებასა თუ წვეულებაზე - პარალელურად ფოტოებს აჩვენებდნენ სადაც სამკაულები ეკეთა - საინტერესოა ასეთი მდიდარი ოჯახი ისევ სოფელსი რატომ ცხოვრობს და მითუმეტეს რატომ უვლის კარდეოლოგი ნინო დვალი შინაურ ცხოველებს . უნდა აღინიშნოს რომ ჩვენმა ჟურნალისტმა გამოიკვლია მათი მდგომარეობა და გაარკვია რომ მთელი სოფლის და არამარტო ერთი სოფლის მთლიანად რაიონის მცხოვრებლები იცნობენ მათ უამრავი სიკეთის და ქველმოქმედების წყალობით, უნდა ვთქვა რომ ის საკუთარი ბიუჯეტიდან არჩენს ხუთ მრავალშვილიან ოჯახს და არამარტო. ასევე მათ აასენეს სკოლა მოსწავლეთათვის რომელიც არათუ ჩამორჩება არამედ უსწრებს კიდეც სახელმწიფო სკოლებს, ასევე კლინიკა რაიონში რომელიც აფინანსებს კონსულტაციას და ოპერაციებსაც კი , იყო ფაქტები როცა ცნობილი ექიმები ჩაუყვანიათ ოპერაციის გასაკეთებლად რისი წყალობითაც ხუთი წლის ბავშვი გადაარჩინეს, არა მხოლოდ ეს კლინიკა ასევე მას ეკუთვნის ცნობილი კლინიკა თბილისში რომელშიც დარწმუნებული ვარ კონსულტაციაზე თუ არა ნათესავის მოსანახულებლად მაინც ვიქნებოდით -ყველაფრის ფოტოს აჩვენებდნენ - დიახ ძვირფასო მაყურებელო აი ესაა ამ იღბლიანი ბავშვის დრევანდელი ცხოვრება განვლილი გზა ბავშვთა სახლიდან იმპერიის უკაცრავად იმპერიების მფლობელობამდე . ეს იყო ჩვენი დრევანდელი გადაცემის კულმინაცია მომავალ ორშაბათს შევხვდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.