შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა თავი 3


21-04-2017, 00:11
ავტორი tikliko
ნანახია 1 499

მის გასაბრაზებლად ვიცინივარ .
_შენ არ ინერვიულო ,სხვა დროს შეძლებ.
მის გამხნევებას ვცდილობ.
_რატომ დაბრუნდი?
ჩემდა გასაკვირვად მშვიდად მეკითხება და აჩეჩილ თმებს შუბლიდან იყრის.
_გინდა ისევ წავიდე?

ხმას არ იღებს .ხვნეშით დგება და ძირს დაგდებულ პერანგს იცვმას.
_დუმილი თანხმობის ნიშანია.
_შენ როგორ გგონია?ნორმალურია სული მოულოდნელად,რომ გეცხადება ?!არ ვიცი ჩემს თავს რა ხდება...
ნაწყენი ვარ .ან რას მოველოდი.მეტყოდა დარჩიო?ეს ხომ აბსურდია.სევდის სურნელს ვგრძნობ და თან დანაშაულის გრძნობა მთელს სხეულში დაირება.
_მაპატიე.
ძვლივს ამოვიღლუღე შეუხედავად.
_რისთვის ?
სახეზე გაკვირვება აწერია.
_იმისთვის ,რომ გაწუხებ,მოსვენებას არ გაძლევ და გოგოც კი გაგიქციე და მას...
სიტყვას მაწყვეტინებს და ჩაცმას განაგრძობს.
_მასეთები მხოლოდ ფულის გამო არიან ჩემთან.ჰმ,მხოლოდ ფულის გამო.აბა,ჩემნაირ მახინჯთან სე**ი ვის მოუნდება.მხოლოდ უთხარი მათ,რომ ფული გაქვს და მაშინვე ყველა კისერზე გეკიდება.
_მეჩვენება თუ მართლა საკუთარ თავს არ აფასებ?შენ ისეთი...
_ეს რეალობაა სულო ,მაგრამ დიდიხანია ასე ცხოვრებას შევეჩვიე სულ მარტომ და ალბათ მუდამ ასე იქნება.როდის აქეთ გავხდი სენტიმენტალური?წამოდი ,ახლა დალევის გარდა არაფერი მინდა.


_გეყოფა  დალევა!ვინ მიგათრევს მერე სახლამდე ?!
_ცოლივით ნუ მეჯუჯღუნები ,რამდენსაც მინდა იმდენს დავლევ!
თითს ჩემსკენ იშვერს და მიმტანს კიდევ სთხოვს სასმლის მოტანას.
შეწუხებული მიმტანი სასმელს მაგიდაზე ალაგებს.
_იქნებ აღარ დალიოთ ბატონი.
მორიდებით ეუბნება ახალგაზრდა ბიჭი მიმტანი მას.
_თქვენ ვერ გადამიწყვიტავთ.ვერც შენ და ვერც ეს ქალბატონი!
მიმტანი შეიშმუშნა .ვერ გაერკვია ქალში ვინ იგულისხმა მამაკაცმა.
_კიდევ ერთი ჭიქა მოიტანე. ქალბატონს რა სურს?
ჩემსკენ იხედება და პასუხს ელოდება.
_მე ხომ ვერ დავლევ!
_ოიჰ,ეგ როგორ დამავიწყდა.
ჩაფიქრებული მარჯვენა ხელს დაბალ წვერზე იტარებს და გაფართოებულ თვალებიან ბიჭს შეხედა.
_ბატონო,აქ არავინაა თქვენს გარდა.დახმარება ხომ არ გინდათ?
_როგორ ვერ ხედავ ?ჩემს წინ ზის დაბღვერილი სახით.
_აეგდე აკაკი და წავიდეთ სახლში!
_აი,ქალბატონმა ბრძანა სახლშიო .ხოდა მაშ წავედით.
იმდენი დალია,რომ ადგომისას წაბორძიკდა .თანხა ძვლივს გადაიხადა და ბანცალით გასასვლელისაკენ დაიძრა.მეც მივყვები .მის მარცხენა მხარეს მივდივარ.რამდენჯერმე წაქცევასაც გადავარჩინე.მანქანასთან მიბანცალდა ხელში მომარჯვებული გასაღები,რომ დაუვარდა.
_ სჯობს ტაქსით წახვიდე.
_შენ არ მოდიხარ?
დაწითლევული თვალებით შემომყურებს.
_ესეიგი გინდა წამოვიდე?
_ხოოო...მერე ვინ მომივლის?
ვითომ შეწუხებულია ვაჟბატონი და მე ,სული,მოვუვლი.თავისას არ იშლის და მანქანაში ჯდება.



ძვლივს ამყავს სახლის მეორე სართულზე.ეს ასე დახვეული კიბეები რა არის!სადაცა მეც გული ამერიოს.ოთახში შესვლისას მაშინვე იშოტება საწოლზე.
_აეგდე და გაიხადე!
ახლომდებარე დივანზე ფეხმორთხმით ვჯდები და ველოდები როდის აწევს ერთ ადგილს.
_აკაკი!გაიხადე და შხაპი მიიღე.მეეჭვება რამე გიშველოს იმდენი სასმელი ჩაიყორე მუცელში,მაგრამ მაინც.
_ჩიტი გვრიტი მოფრინავდა ჰოუ ნანინა...აუ ,ტექსტი დამავიწყდა .შემახსენე..მეც ხომ...
_რა გაყროყინებს?!რა ჩიტი და გვრიტი აგიტყდა!
მასთან მივდივარ და ხელზე ასაყენებლად ვეჯაჯგურები.თვალებს ახელს და ჩემიანად ლოგინზე ტრიალდება.
_იცი რა სურნელი აგდის ?რაღაც ნაზი, მგონი იასამნის.
თავს ჩემს ყელში ჰყოფს და ჰაერს ისრუტავს.
_შენ კი სასმლის სუნადა ყარხარ.მომაშორე შენი ტორები და აბუნძულდი საწოლიდან!
_ასე უფრო უკეთსია.თან მეძინება.
მის მკლავებში უკეთესად მიქცევს და დაძინებას ცდილობს.ახლა ეს ინდივიდი მართლა ასე აპირებს დაძინებას?!
_აკაკი,აკაკი!
ჩემი თითქოს არ ესმის ვაჟბატონს.გაბრაზებული ხელზე მაგრად ვბწკენ.
_აუჩ,მეტკიანა გოგო.რა მწარე ხელი გაქვს სულო.
_თუ არ გინდა კიდე მოგხვდეს აეგდე.
განაწყენებული დგება და ოთხმოცდა რვას მოხაზვით როგორც იქნა სააბაზანოში შედის.
უკვე დიდი ხანია ველოდები და არ ჩანს.ხომ არ დაიხრჩო იმ შხაპში?!
აბაზანაში შევდივარ და მას ვუყურებ.სიცილს ძვლივს ვიკავებ შხაპის კაბინაზე გაუხდელად მიყრდნობილ,სულ სველს ,რომ ვხედავ.მის გაღვიძებას ვცდილობ და სახეში რამდენჯერმე ვულაწუნებ.
_გაიხადე ეს ტანსაცმელები და ისე იბანავე.მიდი აკო,ხომ იცი მე ვერ გაგხდი.
თვალებს ახელს და შავი ირისები უბრჭყვიალებს.
_კიდე თქვი რა...
ბლუყუნით ნათქვამ სიტყვებს ძლივს ვარჩევ.
_გაიხადე ეგ ტანსაცმელი და ისე იბანავე!
_არა ეგ არა.
_აბა?
მომლოდინედ ვუყურებ, სადაცაა ყურებს ავუწევ და ისე ავათრევ კაბინიდან.
_ჩემი სახელი,გაიმეორე!
_აკაკი...
_მასე არა.
_რა ჯანდაბა გინდა?
_აკაკი ,ასე არა!აკოო...
ხმას ვითომ იწვრილებს და თავისივე ნათქვამზე იცინის.
_ვირი ხარ რა?
_ეეე,რატო?
_რა რატო. ვირივით ჯიუტობ, თან მასავით ყროყინებ და აბა რა ხარ?
ვდგები და ზურგს ვაქცევ.
_ეგდე ეხლა მანდ ,რომ გაცივდები ნახავ მერე!
_არ წახვიდე რა?
იქვე დიდი სარკისკენ ვტრიალდები . როგორ მინდა ჩემი სახე დავინახო .არც კი ვიცი როგორი ვარ.ფიქრებში ვმოგზაურობ,როცა მარჯვენა ხელს წელზე მხვევს .მისი შიშველი სილუეტი სარკეში ირეკლება და თვალებს შეცბუნებული ვხუჭავ.
_ხელები მომაშორე!ან როდის გაიხადე?
_შენ ხომ მითხარი გაიხადეო.
კისერში ვგრძნობ მისიდან მონაბერ ცხელს სუნთქვასა და სხეულის სითბოს.
_თუ არ გამიშვებ იცოდე...
_სულო მემუქრები?
_აკაკი!აღარ გამამეორებინო.
_თვალებს რატო არ ახელ?უპს,შიშველი ჩემი დანახვის გრცხვენია.
_ეგ რა შუაშია,ხელები მომაშორე ,ნეკნები მეტკინა.
_ტყუილად მაბოლებ,სულო ტკივილს ხომ არ გრძნობ.
_სამაგიეროდ ახლა შენ იგრძნობ.
_როგორ შემაშინე .
როგორც იქნა მშორდება და პირსახოცს ირგებს.ოთახიდან გავრბივარ და აფორიაქებული დამშვიდებას ვცდილობ.ვერაა ეს კაცი!შიშველმა ,რომ არ იტანტალოს არა?
დიდ ფანჯარას ვუახლოვდები და განათებულ ქალაქს გადავყურებ.
ვტრიალდები და შავ თეთრეულში გულაღმა გაშოტილია.ასე უჩუმრად როგორ მოფოფხდა საწოლამდე?...
მთელი ღამე მას ვუყურებ და მის გულის ცემას ვითვლი .ხნადახან თვლა მერევა და ისევ თავიდან ვიწყებ.
მზის სხივებისაგან შეწუხეულს დილით ეღვიძება და  იშმუშნება.
_ამის დედა შე***ცი ,ამდენი არ უნდა დამელია.გასკდა თავი.
_ნაბეღლავი ხომ არ გინდა?
_კაი იქნებოდა .მომიტანე რა.
_კიდე რა გინდა ,შენ თვითონ მოიტანე.
_მეც რას გეუბნები რა  სულო ...
ხვნეშით დგება და ისევ სააბაზანოსკენ მიდის.
ქვემოთ ჩავდივარ და ახლა გასართობს ვეძებ.სახლის უკანა მხარეს გაღებული კარებიდან ყვავილების სურნელი მიღიტინებს და მას მივყვები.ისეთი სასიამოვნო სურნელი ტრიალებს ,რომ მაბრუებს.ეზოდან სამზარეულოსკენ მივდივარ.ვფიქრობ იქ ეგდება ვაჟბატონი.
სამზარეულოში ბარის სკამზე ზის ,თავი დახლთან უდევს და მარჯვენა ტორით წყლით სავსე ჭიქაზეა ჩაბღაუჭებული.
_აკო,აკო...ნწ ამდენი არ უნდა დაგელია.
_თავი მტკივა და შენც ნუ დამიმატებ რა...
_წამალი დალიე?
_კი ...მშია...
_მერე ჭამე .ხომ იცი სული ,რომ არ ვიყო მაშინვე გაგიშლიდი სუფრას.
ირონიულად ვიცინივარ და მის პირდაპირ სკამზე ვჯდები.
_ყბაც რატო მტკივა?
შეწუხებული ყბას იზელს.
_ალბათ გალაწუნებს გამო.
_ვინმეს ვეჩხუბე?არაფერი მახსოვს.
_არა,ჩემი ხელი მოგხვდა .
_მოიცა შენ მცემე?
შეწუხებული თვალებს ვატრიალებ და ყბას ვკუმავ .
_შხაპის კაბინასთან გეძინა და გაღვიძებდი.ისე სამსახურში არ გაგვიანდება?
უცებ ფხიზლდება და ოთახისკენ მიქრის.

უკვე ჩაცმული მანქანისკენ მირბის და მეც მივყვები.
_არ მითხრა ,რომ შენც მომყვები!
სარკეში თმას ისწორებს და მანქანას ქოქავს.
_აბა ,ისე ჩემს გარეშე როგორ?

შენობაში შესვლისას თვალებს აქეთ _იქით ვაცეცებ და სადაცაა სიცილისაგან გადავბჟირდე.
_როგორ ეშინიათ შენი.რას უშვები ამ ხალხს?
_მოკეტე!
_ესენი ვინ არიან?
უკვე ნაცნობ ფიგურებს ვარჩებ და ჩალისფერთმიან ახალგაზრდა ყმაწვილს უფრო დაკვირვებით ვათვალიერებ.
_ეს ნახე, რა სიმპატიურია.
მისკენ მივუთითებ და ტუჩებს კბილებს შორის ვიქცევ.
_ხოდა იმას გამოეცხადე! კბილებიდან ცრის , გაბრაზებული
მალევე კეტავს კაბინეტის კარებს და სავარძელში ჯდება.
_არ მოსწონხარ.
_ვის?
საბუთებში აქვს თავი ჩარგული და ფურცლებს აქეთ_იქით შლის.
_აი,იმ ჩალისფერთმიანს.მისი საუბარი მოვისმინე.
_ეგ ვიცი.აქ მე არავის მოვწონვარ.
_ასეთი ტირანი რატო ხარ?
თითქოს ჩემი კითხვა არ გაუგია.მაშინვე მდივანს ყავის გაკეთებას სთხოვს და დაკვირვებით მიმზერს.
_შენ მე  დამეხმარები..
_რაში?
ძალიან მაინტერესებს რაში უნდა  დავეხმარო ამ პრიმატს .



№1 სტუმარი Guest თათული

მაგარი ვინმე ხარ, ყოჩაღ ძალიან საინტერესოაა, არ მეყო. შემდეგი როდის იქნება? მიუთმენლად ველოდები ბევრად დიდ თავებს..

 


№2 სტუმარი kusa13

საინტერესოა ძალიან და თან სასიამოვნო წასაკითხი ყოჩაღ <3 არ ვიცი როგორ დამთავრდება მაგრამ იმედია კარგად დაამთავრებ და ჰეფი ენდი ექნება :) მაინც ჩემებური გავუშვი :დ გააგრძელე აუცილებლად

 


№3 სტუმარი Guest ლამაზთვალება

აუუუუუ შესანიშნავი იყოოო... მალე დადეთ რა მომდევნო... ❤❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი Guest ანი

სად ხარ აქამდე :( ყოველდღე ვამოწმებ უკვე :დ

 


№5 სტუმარი ბლაა

რატო არ დებ?ყოველდღე ვამოწმებ გამძვრა სულიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent