კომა თავი 2
_აკაკი,აკოოო,ეეეე,აეგდე ,ჰეიი! ყვავივით დავჩხავივარ უდარდელად მწოლიარე მძინარე მამაკაცს.მაგრამ ჩემს ჯინაზე თვალს არ ახელს.ნელ_ნელა ვუახლოვდები ,ჩემი სახე მის სახესთან ახლოსაა და ვგძნობ მის ცხელ სუნთქვას.უცებ თვალების გახელვისას შეშინებული ხტება საწოლიდან და იატაკზე გემრიელად ეხეთქება.სიცილისაგან ვიკუნტები. _მოიცა ასეთი მშვენება დაგხვდი დილით და შენ ჩემი შეგეშინდა? მწუხარე გამომეტყველებას ვიღებ და კნუტის თვალებით ვუყურებ ზემოდან. _მოიცა,მეგონა ყველაფერი დამესიზმრა...ესეიგი ... ფეხზე ამდგარი ნერვიულად დაიარება აქეთ_იქით და ხელებს ჰაერში ასავსავებს.მონუსხული ვუყურებ და დავლილ ჟრუანტელს გასაქანს ვაძლევ.რატომ იწვევს ეს კაცი ასეთ ემოციებს,ან როგორ მხედავს,შეუძლია შემეხოს .ის ისეთი განსხვავებულია ,რომ... _გოგო არ გესმის!არ შეგიძლია გაქრე,წახვიდე ,ან არ დამენახო?! _მხოლოდ შენ მხედავ.. ემოციები კვლავ მახსენებენ და ახლა ცხარე ცრემლებით ვტირივარ. _ჰეი,რა გატირებს ? ახლოს მოდის და მეხვევა.მისი ქცევა იმდენად მოულოდნელია ,რომ ტირილი სულ მავიწყდება. _კარგი ხო .აი ,ასე გაიღიმე... როგორ გიხდება? მოულოდნელად მშორდება,საინტერესოა.სახეს მარიდებს და სააბაზანოსკენ მიიწევს. ჩემდა გასაკვირად სამუშაოდ არ მიდის.უხმოდ ტელევიზორს ვუყურებთ,ფიქრებით კი ძალიან შორს დავქრივარ. _რა გქვია? მოულოდნელად მეკითხება,ლუდს სვამს და არ მიყურებს.ცოტა არ იყოს არ მსიამოვნებს. _რა? _რა გქვია _მეთქი? ახლა უფრო ხმამაღლა მეკითხება და სქელ წარბებს კრავს. _არ ვიცი. გაბზარული ხმით ვეუბნები. _როდის მოკვდი ,ან რით?არც ეს იცი? _არ მახსოვს არა! _არ გახსოვს,მოიცა ესეიგი არ გახსოვს,ეგ როგორ?ან სხვა შენსავით არის ვინმე? ლუდის ქილას პატარა მინის მაგიდაზე დებს და ხელებს აჯვარედინებს. _არ ვიცი,ვაა! მოთმინება დაკარგულმა შევყვირე. _სულს ველაპარეკები,რომელიც მიყვირის ,რა მაგარია? ირონიულად იცინის და მე კი მობეზრებულად თვალებს ვატრიალებ. _ვისი ნახატებია? მოულოდნელად ვკითხულობ,რომლის პასუხის გაგება ასე მაინტერესებს. _სული ნახატებით დაინტერესდა? _ვისი ნახატებია? კვლავ ვუმეორებ და ახლა მაინც მაქვს იმედი,რომ მიპასუხებს. _ჩემი ნახატებია...ძირითადად აბსტრაქტული ნახატებია,სახლიც ჩემი მოხატულია. სევდიანად ამოილუღლუღა და იატაკს დააშტერდა. _აღარ ხატავ არა? გაკვირვებული ატრიალებს სახეს და გაოცებული მიყურებს.ხმას არ იღებს ,იქნებ ცდილობს ჩემს მზერაში რამე ამოიკითხოს. _რატომ,რატომ აღარ ხატავ? რატომღაც არ მინდა პასუხის მოსმენა,არ მინდა მის თვალებში ის ოდნავი სევდა კიდევ ერთხელ დავინახო.არ მინდა... _არ მსურს ამაზე საუბარი! მკაცრად მეუბნება,მძიმედ დგება და დაუმშვიდობებლად მიდის.არაფერს ვეუბნები,არც მივყვები... მოწყენილობიდაგან აღარ ვიცი რა გავაკეთო.უკვე ღამის ორი საათია ,მაგრამ არ ჩანს.ამინდი სულ უარესდება,რამდენიმე საათის წინ დაიწყო წვიმა,ახლა ამას ჯექა _ქუხილიც დაემატა.ვგრძნობ,რომ ვფორიაქობ ...რაღაც ფრაგმენტები მახსენდება,თითქოს მანქანაში ვზივარ,წვიმს,საშინელი ქაოსია,ანერვიულები ვარ,მაგრამ ფრაგმენტები ჩემი გონებიდან მალევე იკარგება.ვცდილობ კიდევ გავიხსენო,აღვადგინო,თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე დღე მისი სახე არ მინახავს.ვფიქრობ ალბათ სიამოვნებს,რომ გავქრი,დამშვიდადა და შეიძლება უკვე დამივიწყა კიდეც.რატომ მტკივა?ან რატომ მაღელვებს ეს?არ ვიცი,მართლა არ ვიცი.მენატრება მისი გაბურძგნული თმები,მისი კუშტი გამოხედვა,გაბრაზებული გამომეტყველება და მისი ნაიარევი ლოყა,ოდნავ წვერს ,რომ დაეფარა... ერთ_ერთ ელიტარულ კლუბში ვარ.ირგვლივ მთვრალი არსებები გაჭყეპილნი არიან სასმლით,სასმლის სუნი გულს მირევს.რამდენიმე თეთრ ნივთირებას ვითომ უჩუმრად ყნოსავს და მალევე დებილივით იკრიჭება.ყველას რაღაცნაირი სპეციპიკური სურნელი აქვს,ახლა ყველანი ჩემთვის ისეთი უინტერესო და ამაზრზენია.რა მინდა აქ?ვუსვამ ჩემს თავს კითხვას,მაგრამ პასუხი არ მაქვს. ადვილია ხალხის სხეულიდან სხეულში სიარული.ბარმენისკენ მივიწევ და ვშეშდები.ვხედავ მას ჩემსკენ ზურგ შექცევით,მაგრამ ვგრძნობ ისაა,მიხარია მანამდე, სანამ მის გვერდით სექსუალურ წითურ ქალბატონს არ ვამჩნევ.ბრაზი მერევა და მგონი ჭკუიდან ვიშლები. _ეს რა მაგარი ნაშა აგიგდია! უკნიდან ვუახლოვდები და მარცხენა ხელს ზურგში კაი ძმაკაცივით ვუტყაპუნებ.მგონი იგრძნო, რადგან სასმელი გადაცდა და რამდენჯერმე ჩაახველა. _არ მოგენატრე ძვირფასო? ნაწყენი ვუყურებ . _აკო,რა დაგემართა? ქალი შეწუხებულია,მაგრამ მამაკაცი მას პასუხს არ ცემს.ჩემი მიმართულებით იხედება ,მისი თვალებიდან მონატრებას ვგრძნობ,რომელიც აბსურდულად მეჩვენება და მალევე შავ უფსკრულში იკარგება. _აკო, სიხარულო ,ვის უყურებ? უკმაყოფილოდ პრუწავს ჩემთვის უცნობი ქალი ტუჩებს და მამაკაცს ნაწყენი შეჰყურებს. _არავის! მისკენ ტრიალდება და აქედან წასვლას სთავაზობს.ბოღმისაგან ბოლი ამდის.მათ მაინც მივყვები სასტუმროსკენ.მგონი ახლა მეც კარგად გმვიხალისებ.ვნებამორეული მამაკაცისა და ქალის სილუეტი ოთახის შიგნით სწრაფად უჩინარდება.ქალი სწრაფად რეაგირებს და მალევე იხდის.სასიამოვნი პროცესში არიან,როცა მათ გვერდით საწოლის მარჯვენა მხარეს ვწვები და ირონიულად ვუყურებ ამ მოალერსე "წყვილს". _აქ მოუთათუნე ბიჭო,ცოტა ქვემოთ,მარცხენა მკერდზე,მიდი მოეწონება. კარგი ხარ...მე ნუ შემიმჩნევ მასე გააგრძელე. თავიდან ცდილობს არ მიაქციოს ყურადღება ჩემს სიტყვებს.მოთმინების ძაფი მალევე უწყდება და ხვნეშით ჯდება საწოლის კუთხესთან. _არ შემიძლია! _კარგი რა აკოოოო. ქალი უკნიდან ბეჭებზე უსვამს ხელს.უხეშად იშორებს მას მამაკაცი . _წადი ,ახლავე! უყვირის ,განაწყენებული ქალი კი მალევე იცვამს,ერთ გაბრაზებულ მზერას სტყორცნის და კაკუნით მილაჯუნდება ოთახიდან. _კარგი რა ,რას იფიქრებდა ის ქალი.მგონი იმპოტენტი ეგონე... მის გასაბრაზებლად ვიცინივარ . _შენ არ ინერვიულო ,სხვა დროს შეძლებ. მის გამხნევებას ვცდილობ. _რატომ დაბრუნდი? ჩემდა გასაკვირვად მშვიდად მეკითხება და აჩეჩილ თმებს შუბლიდან იყრის. _გინდა ისევ წავიდე? ადრე ვუყურე ფილმს .მსგავსია.მგონი ინდური იყო.კარგი ფილმია.უბრალოდ სახელწოდება არ მახსოვს.პატარა თავისთვის კი ბოდიშით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.