შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების კვალდაკვალ ნაწილი 2


21-04-2017, 00:21
ავტორი ლილუუ
ნანახია 1 367

ველი შეფასებებს <3

ლილუ დილით ზარის ხმამ გააღვიძა. კვირა მისი დასვენების ერთადერთი დღეა, ამიტომ არ უნდოდა ლოგინს მოშორებოდა, მაგრამ ზარის ხმა კაკუნმა რომ ჩაანაცვლა, ლოგინიდან ადგომა მოუწია. ხალათი მოიცვა და კარი ნახევრადდახუჭული თვალებით გააღო.
-ლილუ, გამარჯობა,_ბოხმა ბარიტონმა გამოაფხიზლა
-გეგა? შემოდი,_ უპასუხა დაბნეულმა და ბიჭი სახლში შეატარა.
-კარგად მოწყობილხარ
-ხოო, მადლობა, დაჯექი, ყავას გაგიკეთებ, შენ რომ გიყვარს ისეთს,_სავარძლისკენ ანიშნა და თვითონ სამზარეულოში გავიდა. იცოდა, გეგა მხოლოდ მის სანახავად არ მოსულა და ეა აფორიაქებდა.
-ისე კარგად კი დაუწითლე ლოყა ჩვენს ბიჭს,_ სიცილით უთხრა გეგამ, ლილუ მოულოდნელობუსაგან შეხტა და ბიჭს შეუბღვირა
-ღირსი იყო!
-გეთანხმები, მართლა არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ ის ნამდვილად არაა რაც გგონია, დარწმუნებული ვარ რაღაცას გვიმალავს და...
-მაინც რას? ისე დაიკარგა არც კი გავხსენებივარ!
-ნაწყენი ხარ და შენი მესმის, მაგრამ მაგ წყენის გამო საღად ვერ აზროვნებ. შენ მას კარგად იცნობ, თუ ჩვენთან არ იყო დროს სულ შენთან ატარებდა და იცი ასე უმიზეზოდ არ მოიქცეოდა,_ ხმას აუწია შეწუხებულმა გეგამ
-მე მასთან მივედი... რომ სდომნოდა, ჯადაბა, გეგა, რომ სდომნოდა ახლა მაინც ამიხსნიდა,_ ცრემლები მოადგა და გეგას წინ დაჯდა.
-მას არც ჩვენთვის უთქვამს მიზეზი, დიმა არაფერს ეკითხება, მაგრამ მე ვიცი, ვგრძნობ რაღაც ისე არაა და სანამ არ გავარკვევ ვერ მოვისვენებ.
-და ამას მე რატომ მეუბნები?
-ჩემთან ხარ? დამეხმარები?_ ვედრება გაისმა მის ხმაში
-გეგა...
-გთხოვ, შენ მას სჭირდრები, მეც ვჭირდები.
-არ ვიცი
-ნუთუ სულ არ გიყვარს...
-გეგა, მორჩი, ეს მას არ.... როგორუნდა დაგეხმარო?
-ჯერ არ ვიცი, მთავარია მარტო არ ვარ, ახლა კი ყავა თუ შრიძლება,_ მხიარული ტონი დაიბრუნა წერეთელმა. ლილუსაც გაეღიმა და ფინჯანი წინ დაუდგა. გეგა და დიმა იოანემ გააცნო და მათთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მეგობრის წასვლის შემდეგ სწორედ მათ მიაკითხა და გასაჭირიც მათ გაუზიარა, აზლაც დარწმუნებული იყო, რომ გეგას ნდობა ბოლომდე შეეძლო და ისიც იცოდა, ის სიმართლეს ამბობდა.ხშირად ხდება, რომ ჩვენი სიამაყე ჩვენივე ბედნიერებაზე მნიშვნელოვანია, ლილუს კი არ სურდა იოანე სიამაყაზე გაეცვალა.

იოანე ვერ ეგუებოდა ქალაქში ყოფნას, გარეთ გასვლის ეშინოდა და მთელ დროს ოთახში ატარებდა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდა. ამიტომაც გადაწყვიტა დედის დასანახად სახლიდან გასვლა და გასეირნება. მეგობრებისთვის არ დაურეკავს, მარტო ყოფნა ერჩია. საღამო იყო, სასიამოვნოდ გრილოდა და იოანესაც ხასიათი გამოუკეთდა. ფიქრებს თავი მაინც ვერ დააღწია, თუ იმ ამბის დავიწყებას ცდილობდა თვალწინ ლილუს ცრემლიანი თვალები უდგებოდა. თავადაც ვერ გაიაზრა ფიქრებში გართული ისე მიადგა გოგონას სახლს. გაუბედავად წაიღო ხელი ზარისკენ და დაელოდა. ზღურბლზე მალევე გამოჩნდა გოგონას გაოცებული სახე, გრძელ მაისურსა და ნოკლე შორტში გამოწყობილს თმა მსუბუქად აეწია მაღლა და მისი დანახვისას იოანესსავე გასაკვირად ბიჭმა საოცარი ვნება და ლტოლვა იგრძნო.
-იოანე, კარგად ხარ?_ ჰკითხა ლილუმ, გულში კი გაიფქრა დღეს ძმაკაცების ვიზიტის დღე მაქვსო
-კიი, კი, კარგად ვარ,_ თავისსავე ფიქრებზე ეშლებოდა ნერვები და ცდილობდა არაფერი შეემჩნია, წინ ისედაც მძიმე საუბარი ელოდა. სამზარეულოში გავიდნენ და ლილუმ უხმოდ დადგა გაზქურაზე ჩაიდანი. იოანე ზურგიდან დაუდგა და ხელები მუცელზე შემოხვია. ლილუ შეკრთა და თავისი ხელები მისას დაადო. ეუხერხულა მისი საქციელი, მაგრამ თან საშინელიმონატრების გრძნობა არ აძლევდა წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას.
-მომნატრებიხარ,_ უთხრა ბიჭმა და ცხელი რუჩები კისერზე მიაკრო. გოგოს ერთიანად გააჟრჟოლა და საბურძგლა, თვალზე ცრემლი მოადგა და უნებართვოდ ჩამოუგორდა ლოყაზე.
-ასე უბრალოდ მოდიხარ და ამას მეუბნები? იცი მაინც რა გადავიტანე ასე რომ მიმატოვე?
-ლილუ, გთხოვ,_ ახლა უკვე ძაკიან ნაზად კოცნიდა კისერში.
-რას მთხოვ,_ გაბრუებული ყიფიანი გაუნძრევლად იდგა იგივე პოზაში.
-მაპატიე, უბრალოდ არ შემეძლო, იქნებ ოდესმე შევძლო სიმართლის თქმა, მაგრამ ახლა არა რა,_ ლილუმ მის ხმაში ტკივილი იგრძნო და თვითონაც ეტკინა. არ იცოდა რა ექნა, რა გაეკეთებინა. იოანემ თავისკენ შეატრიალა და ტუჩებზე ნაზად შეეხო, გრძნობდა ბიჭის ღელვას, მის დაძაბულობასა და ნერვიულობას, მაგრამ ასევე გრძნობდა მის ვნებასა და სურვილს.
-საძინებელი საითაა?_ ვნებიანად ამოიჩურჩულა ბიჭმა მის კისერში და კოცნა განაგრძო, ლილუმ ავტომატურად გაიშვირა ხელი საძინებლის კარის მიმართლებით. ვერც გაიაზრა სიამოვნების ზენიტში მყოფმა, როგორ აღმოჩნდა შიშველი იოანესთან ერთად თავის ლოგინში, ის იყო ბიჭმა საცვლებისგანაც გაათავისუფლა, რომ მისი ქმედებები გაუხეშდა, ისე მტკივნეულად აკოცა, ლილუმ ტკივილისგან ამოიკვნესა. ხელებით ძლიერად უჭერდა მკლავებსა და ფეხებზე. ღრმად სუნთქავდა და ლილუს ნაჭრის თოჯინასავით ექცეოდა. გოგონამ ხელებით მისი მოშორება სცადა, მაგრამ ამაოდ.
-იოანე, იოანე, გთხოვ, გაჩერდი, ასე არ მინდა,_ მუდარით ამოიტირა ლილუმ და კიდევ ერთხელ ამოიკვნესა ტკივილისგან. მისმა მუდარამ ბიჭი გონს მოიყვანა, ცრემლიან თვალებში ჩახედა თუ არა გველნაკბენივით მოშორდა მის სხეულს და აკანკალდა.
-ამის დ*** შ****,_ კედელს მუშტი მიარტყა და ამოიგმინა. ლილუმ შეხედა დაგული კოეწურა. არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ გეგა მართალი იყო. იოანეს დახმარება სჭირდებოდა. ბიჭი დაჭრილ მხეცს დაემსგავსა. ლილ სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან და მის დაწყნარებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ.
-იოანე, იო, გთხოვ, დამშვიდდი, ისეთი არაფერი მომხდარა,_ ხელი გაუბედავად დაადო მკლავზე და ჩაეხტა.
-ლილუ, მაპატიე, არ უნდა მოვსულიყავი...
-გაჩუმდი, რომ არ მოსულიყავი არასოდეს გაპატიებდი, გაიგე? ჩემთვის ასე ძვირფასი რომ არ იყო, ახლა აქ არ იქნებოდი.
-ჯანდაბა.
-იოანე, მორჩი რა, მოდი დაწექი.
-ასე მშვიდად როგორ მრელაპარაკები? მე ხო კინაღამ..._ ხმა წაერთვა და თვალებში ტკივილმა დაიბუდა
-მორჩი იო თავის გვემას, არაფერიც არ მომხდარა, მოდი დავწვრეთ, უბრალოდ დავიძინოთ,_ ნელა მიიყვანა ლოგინთან, თვითონ ჩაიცვა და გვერდით მიუწვა. ბიჭმა გულზე მიიხუტა და მალრევე ჩაეძინა, ლილუს კი რული არ ეკიდებოდა. ეს 6 წელი თითქო მიეჩვია იმ დანაკლისით ცხოვრებას, რასაც იოანე ერქვა. ახლა ის მის გვერდით იწვა, მაგრამ მაინც შორს იყო.

დილით ხელზე შეხება გააღვიძა. ვერც მიხვდა როდის ჩაეძინა იოანეზე ფიქრებში. ბიჭი მის მკლავებსა და მაჯრებს უყურებდა, წინა საღამოს კვალი რომ ლურჯად დამჩნეოდა და ნელ-ნელა გამომეტყველება ეშლებოდა.
-იოანე, ახლა თავიდან არ დაიწყო, როგორ არ გესმის, მე ახლა და ასე ვარ ბედნიერი, ვის აინტერესებს ერთი-ორიდალურჯებ, რომელიც მალევწ გაივლის? აი, შენი წასვლის წყენმ კი დღემდე არ გამიარა, ასე რომ თუ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს შენი წასვლაა,_ მკაცრად უთხრა ბიჭს და თვალებში ჩახედა.
-არა, იმაზე არ ვილაპარაკებთ,_ არც იოანემ დააკლო სიმკაცრე
-ჯანდაბა, როგორ ვიფიქრე გუშინ, რომ შენთვის რაღაცას ვნიშნავდი,_ კბილებში გამოსცრა და იოანეს ხელი ჰკრა, რომ ამდგარიყო. მაგრამ ბიჭმა დაასწრო, დაიჭირა და ქვეშიდან მოიქცია.
-ახლავე გამიშვი,_ ცრემლიანი თვალების არიდება სცადა
-არ გაგიშვე, აბა გაიმეორე ის სიტყვები!
-შენთვის არაფერსაც არ ვნიშნავ, კმაყოფილი ხარ? ახლა გამიშვი.
იოანემ ერთხანს კიდევ უყურა და ხელი გაუშვა, ლილუ კი არ განძრეულა, ისევ ცრემლიანი თვალებით უყურებდა ბიჭს, რომლის სახეზეც ვერც ერთ ემოციას ვერ ცნობდა. გოგო რომ არ გატოკდა, დანელიამ ჩაიფრუტუნა და თვითონ ადგა. ლილუმ მოწოლილი ცრემლი ვეღარ შეიკავა და უხმოდ ატირდა, თუმცა იოანეს ამის შესაჩერებლად არაფერი მოუმოქმედებია. უბრალოდ ტანსაცმელი ჩაიცვა და კარისკენ წავიდა.
-როცა იპოვი, თუ იპოვი, იოანეს გადაეცი, რომ მენატრება და მაკლია,_ მტკიცე ხმით უთხრა ლილუმ და თავი ბალიშში ჩარგო. ერთიანად აკანკალებული იოანე კი გიჟივით გავარდა გარეთ.

ზოგჯერ ჩვენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს ვტკენთ გულს და სწორედ მათ ვერ ვუგებთ ვინც ყველაზე ახლოსაა ჩევნთან. ცხოვრებაში ხშირად ერთი უბედრი შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს, ვცდილობთ ახლობლები დავიცვათ, მაგრამ ჩვენი თითოეული ქმედებით მათ განუზომელ ტკივილს ვაყენებთ. ყველაზე მეტად კი ჩვენს საკუთარ თავს ვსჯით და ბედნიერებისკენ მიმავალ გზას ვუჭრით. თავისუფალი ქმედებებისკენ ჩვენი ტკივილი გვიღობავს გზას. ჩვენი სიამაყის გამო გულშივე ვკლავთ გასაჭირს, უბედურებას, ის კი წვეთ-წვეთად მთელ სხეულს ედება და ნელ-ნელა წამლავს მის თითოეულ კუთხე-კუნჭულს. სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ბედნიერების ძიებას ვიწყებთ, მაგრამ ან უკვე ძალიან გვიანაა, ან კიდევ მის კვალდაკვალ სიარულში ისევ ჩვენივე თავი გვიშლის ხელს...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო დამეწვა გული
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი ლილუუ

თაკოთაკო
ვაიმე ეს რა იყო დამეწვა გული


<3 ხვალ დავდებ ახალს, მიხარია თუ მოგწონს ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent