შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონსტრი (1-2-3 თავი)


21-04-2017, 15:50
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 2 637

წინასიტყვაობა
გაორება-ფსიქოლოგიური დაავადება რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 1%-ს სჭირს.პიროვნების გაორება არის როდესაც შენში ორ ან მეტ პიროვნებას, ეგოს აცნობიერებ. ისინი რიგ-რიგობით იკავებენ დომინანტურ პოზიციას ადამიანის ქმედებებში. ამ დროს ადამიანს მეხსიერებაში აქვს ჩავარდნები და შეიძლება არ ახსოვდეს, ის მეორე, თუ მესამე მე რას აკეთებდა.[video=ტრილერი-->%20https://www.youtube.com/watch?v=-7frQMY-7tE&list=PLpZ-8fGBNYu2Bn9dgEQ_iefWigZLxETr4&index=17&spfreload=1]


პროლოგი
დაბნეული მიშტერებოდა მის სახეს სარკეში,სარკიდან კი ეშმაკურად მომღიმარ მეორე "მე" უყურებდა. თავი გააქნია ,მაგრამ თვალები გაუფართოვდა როცა სარკემ მისი მოძრაობა არ გაიმეორა.
-მეჩვენება!უბრალოდ გადაღილი ვარ!-ამოიოხრა და სარკეს მოშორდა ,თმებში ხელი შეიცურა და თავი გააქნია.
"მე ისევ აქ ვარ! "-ჩაიცინების ხმა მის გონებაში გაისმა.ნაილმა კიდევ ერთხელ გააქნია თავი,თუმცა არ უშველა. "ის" მის ჭკუიდან გადაყვანას ცდილობდა!
-გამანებე თავი! დამტოვე მარტო!-დაიყვირა ნაილმა,კვლავ სარკეში ჩაიხედა,მაგრამ მისი თავი ვერ იცნო.სარკეს მიაშტერდა რომლიდანაც დამცინავად მომღიმარი საკუთარი თავი უღიმოდა.
-დამტოვე მარტო!-დაიყვირა კიდევ ერთხელ და სარკეს მუშტი დაარტყა,ტკივილმა თითქოს გონზე მოიყვანა და გაოცებულმა მოათვალიერა იატაკი,რომელზეც სარკის ნამტვრევები იყო მიმოფანტული.
"მე არასდროს მიგატოვებ! მუდამ შენს თავში ვიქნები!"
-მგონი ჭკუიდან ვიშლები!-ამოიჩურჩულა ნაილმა და კედელთან ჩაიკეცა.
თავი 1
*გაორების დაწყებამდე 4 დღით ადრე
-ჰორან!გაიღვიძე თორემ გეფიცები ცივი წყალი არ აგცდება!-ნაილი ჰარის განწირულმა ყვირილმა გააღვიძა და თვალები ნელნელა გაახილა.
-რა ჯანდაბა გინდა, ჰარლორდ?-ამოილუღლუღა ახლადგაღვიძებულმა ნაილმა და საწოლზე წამოჯდა.
-ჯერ ერთი ჰარლორდს რომ მეძახი ვერ ვიტან,მეორე ჰარი მქვია და მესამე ,გვაგვიანდება!-დაიყვირა და ნაილს ტანსაცმელი სახეში მიაყარა.
-არ შეგეძლო ნორმალურად გაგეღვიძებინე?-შეუღრინა და ტანსაცმელს თვალი მოავლო,შავი ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური.არაფერი გამორჩეული.
-როგორ ?მეკოცნა და ჩაგხუტებოდი?-ცალი წარბი აუწია ჰარიმ.ნაილმა კი გაბრაზებულმა შეუბღვირა.
-არც ახლაა გვიან!-წარბები აათამაშა ჰარიმ და წამებში საწოლზე აძვრა მაგრამ ნაილმა ხელის კვრა მოასწრო და ორივეს სიცილი აუტყდა როცა ჰარი საწოლიდან გადავარდა და იატაკზე დაეცა.
-როდის დავსერიოზულდებით?-ერთდროულად იკითხეს და ორივეს გაეღიმათ.
-მალე,ჩაიცვი თორე სკოლის ავტობუსი გაგვასწრებს!-ჩაიცინა ჰარიმ-მე კი სამზარეულოს დასარბევად მივრბივარ!-თვალი ჩაუკრა,ნალი კი სწრაფად წამოხტა და შარვლის ჩაცმა დაიწყო.
-ფორთოხლის წვენი არ დალიო!-დაიღრიალა და გაქცეულ ჰარის დაედევნა,კიბებზე სირბილის დროს კი მაისურიც ჩაიცვა და სამაზრეულოში შევარდა. ჰარის ხელში ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა ეჭირა,რომელიც ნაილის დანახვაზე სწრაფად ჩაცალა .
-მოგკალავ!-შეუღრინა ნაილმა .
-წავედით,ვაგვიანებთ!-ხელი მაჯაში ჩაავლო ჰარიმ და გარეთ გაათრია.
-არ მიჭამია!-ბუზღუნით აედევნა ნაილი-არ უნდა დავრჩენილიყავი შენთან,დედა მაჭმევდა!
-დედიკოს ბიჭი ხარ!-
ჰარის გაეცინა და მალევე ნაილიც აჰყვა მაგრამ ორივეს სიცილი სახეზე მიეყინათ,როდესაც დაინახეს ავტობუსმა როგორ გაუხვია სხვა ქუჩაზე და თვალს მიეფარა.
-დაგვაგიანდა!-თვალებგაფართოებულმა წამოიძახა ნაილმა.
-შენი ბრალია!-შეუბღვირა ჰარიმ-გუშინ ადრე უნდა დაგვეძინა და გავიღვიძებდით ადრე!
-რა ჩემი ბრალია! შენ მოინდომე პორნოს ყურება!-შეუღრინა ნაილმაც.
-მერე?არ შეგეზლო გეთქვა რომ სკოლაში წასვლელები ვიყავით და დილით დავაგვიანებდით?-გაბრაზდა ჰარი,.
-რა ჩემი ბრალია იდოტი თუ ხარ?-სილიცილით იკითხა ნაილმა ,რაზეც ჰარიმ ისევ შეუბღვირა.
-ისევ ისე?-თვალები გადაატრიალა ჰარიმ.ნაილმა თავი დაუქნია,სამამდე დაითვალეს და ორივე ადგილს მოსწყდა,გიჟივით გაქცნენ სკოლისკენ.
***
-დავიღალე!-სკოლის კარებს მიეყრდნო ნაილი.
-მეც!-ამოიოხრა ჰარიმ და ნაილს დაეყრდნო,ნაილმა თავი ვერ შეკავა და იატაკზე გაიშხლართა,ჰარი კი ზევიდან დაეცა.
-აეგდე!-სიცილით წამოაგდო ნაილმა ჰარი-კვალავ მე მოგიგე!-ენა გამოუყო და ფეხზე წამომდგარ ჰარის თავში ხელი წამოარტყა.
-მითხარი რა ჯანდაბა გინდა!ერთი სურვილი გაქ!-ჰარისაც გაეცინა და როცა ნაილმა ნაბიჯის გადადგმა სცადა,ფეხი წამოუდო.
-ვერ გიტან ჰარი სთაილს!-შეუღრინა წაქცეულმა ნაილმა.
-მაგრამ მაინც შენი ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ვარ!-სიცილით წარმოსთქვა და კლასში შევარდა იმის შიშით ნაილმა ჩემზე შურისძიება არ გადაწყვიტოსო.ნაილიც წამოხტა და ჰარის გაეკიდა...და როგორც ყოველთვის გაკვეთილზე არასერიოზულობის გამო ორივე გაკვეთილიდან გამოაგდეს და დირექტორთან უკრეს თავი.მაგრამ როგორც ყოველთვის დირქტორმა,რომელიც ნაილის დედა იყო სიცილით გამოუშვა ისინი.
რამდენიმე გაკვეთილი მათთვის უჩვეულოდ წყნარად გავიდა,დერეფანში გამოსულები კი ორივეს ლაკროსის(მეტყობა თინეიჯერ მგელს რომ ვუყურებ ) მოთამაშეებისკენ გაექცა თვალი.
-გუნდში მინდა ვიყო!-ამოოხრა ორივემ ერთდროულად და ერთმანეთს გადახედეს.
-ჰეი,ჰორან!-ერთერთი ლაკროსის მოთამაშე მისკენ წამოვიდა-ერთი მოთამაშე გვჭირდება,გინდა რომ ის შენ იყო?-იკითხა ბენმა.
-მეე?-თვალები გაუფართოვდა ნაილს.
-დიახ,შენ!-ჩაიცინა ბენმა-მაგრამ ჩვენი დავალება უნდა შეასრულო!
-რა დავალება? ყველაფერს გავაკეთებ!-წამოიძახა გახარებულმა ნაილმა
-დღეს ,ღამის 9 საათიდან ხვალ დილის 9 საათამდე ,ანუ მთელი ღამე სასაფლაოზე უნდა გაატარო!
-რა საჭიროა ეს?-გაოცებით იკითხა ჰარიმ რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იდგა.
-ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც მზად იქნება თამაშისთვის!-შეუბღვირა ბენმა ჰარის ,შემდეგ კი ნაილს გახედა-თანახმა ხარ?
-რათქმაუნდა!-გაუღიმა,ბენიც მათ მოშორდა,ჰარიმ კი ნაილს მხარი გაჰკრა.
-რაა?-გაოცებულმა შეხედა მეგობარს ნაილმა.
-დღეს ჰელოვინია! შავი მაგიის ღამეა! შენ ნორმალური ხარ? სასაფლაოზე შავი მაგიის ღამეს რჩები.
-არაფერი მომივა!-გაამხნევამეგობარი და იქვე მდგარ ქერათმიან გოგონას გახედა-თუ ამას შევძლებ,ლაკროსის გუნდში მოვხვდები,იცი რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას რომ რომ მას ჩემი სახელი ეცოდინება.
-იდოტი ხარ!-შეუბღვირა ჰარიმ
-ნუ გშურს!-ენა გამოუყო ძმაკაცს და "მისკენ" წავიდა.
-გამარჯობა!-გაუღიმა როგორც კი მიუახლოვდა და ლოყები აუწითლდა,როგორ ვერ იტანდა რომა ასეთი მორცხვი იყო..
-შენ?-ვითომ გაოცებით იკითხა ლუსიმ-ამ..რა გქვია? სახელი დამავიწყდა!
-ნაილი მქვია!-ამოიხრა ნაილმა-ყოველდღე გეუბები ჩემს სახელს და არასდროს გახსოვს!
-უბრალო მოსწავლეების სახელებს არ ვიმახსოვრებ!-გაუღიმა გოგონამ და მისი ჩანთა ნაილს მიაჩეჩა ხელში.-ახლა მაქავს...
-მათემატიკა მისტერ დოლოვეისთან,შემდეგ კი ფერწერა მისის ავგუსტინთან!-შეაწყვეტინა და მათემატიკის კლასისკენ გაემართა,გოგონა ეშმაკური ღიმილით უკან მიყვა,ნაილმა ლუსის ადგილას ,მაგიდაზე დადო ლუსის ჩანთა და გოგონას მიუბრუნდა.
-არაფრის!-ამოიბუზღუნა ,ლუსიმ კი ჩაიცინა,ის არასდროს ეუბნებოდა ნაილს მადლობას,როდესაც ის სახლამდე მიაცილებდა და მისი მძიმე ჩანთა მიჰქონდა.

-თქვენ,ჩემი მოსწავლე ხართ?-დაბნეულმა ჰკითხა მასწავლებელმა.
-არა,მე მეთორმეტე კლასელი ვარ!-ამოიხრა ნაილმა და თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ ლუსი მასზე უმცროსი იყო.
-მაშინ რას აკეთებთ,მეთერთმეტე კლასში?-მკაცრად იკითხა მისტერ დოლოვეიმ.
-თქვენთვის საინტერესოს არაფერს!-თვალები გადაატრიალა ნაილმა და კლასი დატოვა.
თავი 2
-დარწმუნებული ხარ?-ხმის კანკალით იკითხა ჰარიმ.
-დაწმუნებული ვარ!-ამოიოხრა ნაილმა და ძმაკაცს გახედა,ცხრას აკლდა თხუთმეტი წუთი.
-იქნებ...
-ჰარი!-გაბრაზებულმა შეუბღვირა-დარწმუნებული ვარ რომ ამის გაკეთება მსურს!
-მაგრამ დღეს შავი მაგიის ღამეა,იქნებ აჯობებს ეს არ გააკეთო?
-უბრალოდ მოკეტე,ნუ ცდილობ ჩემს შეშინებას! არაფერი დამემართება!-ამოიოხრა და სასაფლაოს კარიბჭეს მიწყრდნო.
-შეიძლება ფსიქიატრიულში არმოჩნდე!-თვალები გადაატრიალა ჰარიმ და მკერდზე ხელები გადააჯავარედინა.
-ყველაფერი კარგად იქნება!-ამოიჩურჩულა ნაილმა თუმცა ეს თვითონაც არ სჯეროდა,რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს? მხოლოდ იმიტომ რომ ლუსის ყურადღება მიექცია,რომ ლაკროსის ჯგუფში მოხვედრილიყო.რომ სკოლაში პოპულარული გამხდარიყო.
-დამპირდი რომ კარგად იქნები!-ამოიჩურჩულა ჰარიმ.
-გპირდები!-ოდნავ ჩაიცინა ნაილმა ,ჰარის გულუბრყვილო,ბავშვურ საქციელზე.
-არ მჯერა!-ამოიხრა ჰარიმ და ნაილს მოეხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება,ჰარი!-მეგობრის დამშვიდებას შეუდგა ნაილი.
-კი როგორ არა!-ამოიბუზღუნა ჰარიმ-დარწმუნებული ვარ,ისედაც შერყეული ტვინი უფრო მეტად შეგერყევა!-მის ბოლო სიტყვებზე ორივეს გაეცინა და თითქოს საძაბულობაც განიმუხტა,ნაილმა კარიბჭეს ხელი მოჰკიდა და გააღო,გაისმა მეტალის ასფალტზე გახახუნების ხმა.საზარელ ხმის გაგონებისთანავე ორივე შეკრთა,თუმცა არ შეიმჩნიეს.
ნაილი სასაფალოს ტერიტორიაზე შევიდა,ზურგსუკან კი კვლავ გაისმა სასაფლაოს კარიბჭის დახურვის ხმა.
-ნაილ!-დაუძახა ჰარიმ,ნაილმა სწრაფად გაიხედა მისკენ ,მათ ახლა მხოლოდ უშველეელებელი რკინის ჭიშკარი აშორებდათ.
-ფრთხილად იყავი!-ამოიცურჩულა ჰარიმ ,თუმცა ნაილმა გაიგო.შეშინებულმა დაუქნია თავი და სასაფალოს სიღრმისკენ წავიდა,სადაც მამის საფლავი ეგულებოდა.
თითქოს მამის საფლავი დაიცავდა,იმისგან რაც წინ ელოდა.
***
ცდილობდა ყურადღება არაფრისთვის მიექცია,საფლავთან შეჩერდა და იქვე მიწაზე ჩამოჯდა.მამის საფლავს მიაშერდა,შემდეგ კი თვალები ძლიერად დახუჭა,ახსოვს რვა წლის იყო როცა ის გარდაიცვალა.ძნელად გადაიტანა ოჯახმა,მაგრამ მას ყველაზე მეტად გაუჭირდა,მისი უფროსი ძმა,გრეგი სამხედრო სასწავლელში წავიდა,რომელიც შვეიცარიაში იყო.მას შემდეგ არც დედისკენ და არც მითუმეტეს ნაილისკენ არ გამოუხედია,ცოლი სეიორთო და ახლა 2 შვილი ჰყავს.
ნაილი უფრო და უფრო იძაბებებოდა და შიში იტანდა,თვალები გაახილა და მთვარეს ახედა,რომელიც უფრო დიდი ჩანდა.უეცრად კი ჩურჩული მოესმა.
-ნაილ,ნაილ,ნაილ!-რაღაც ან ვიღაც ნაილის სახელს იმეორებდა,ნაილი სწრაფად წამოხტა და შეშინებულმა თვალი მოავლო სასაფალოს,სასაფალოზე სკულპტურები გაშეშებულიყვნენ და საზარელ სანახაობას ქმნიდნენ.ხმა კი მეორდებოდა,ვიღაც ნაილის სახელს იმეორებდა.
"Shout Your Eyes,Let Darkness Lead The Fight"-გაისმა კვლავ
-ჰარი,გეყოფა! ნუ მაშინებ!-შეშინებულმა ამოილუღლუღა,ჩურჩული კვლავ განმეორდა მაგრამ ამჯერად ჩურჩული უფრო ხმამაღალი გახდა.
-ჰარი,გეყოფა!-დაიყვირა შესინებულმა,მუხლებში ძალა გამოეცალა და მიწაზე დაეცა,ჯიბიდან სწრაფად ამოიღო მობილური,რომლის შუქმაც ოდნავ გაფანტა სიბნელე.მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო რომ მობილური არ იჭერდა,სიგნალს არ იღებდა.
-როცა მამის საფლავზე მოვდიოდი,მობილური ყოველთვის იჭერდა!-გაოცებით ამოიჩურჩულა.მაგრამ მალევე გონებაში ჰარი სიტყვები ამოუტივტივდა.
*მაინდამანც შავი მაგიის ღამეს უნდა დარჩე სასაფლაოზე?*
*საშიშია,ფრთხილად იყავი*
ხმა კიდევ ერთხელ გაისმა,მაგრამ ის თითქოს მისი გონებიდან მოდიოდა,თითქოს ჭკუდიდან იშლებოდა. სწრაფად წამოდგა და კარიბჭისკენ წავიდა,ამ წუთს არ აინტერესებდა არაფერი,მხოლოდ აქედან გასვლას ლამობდა,გული გამალებით უცემდა,მთელი სხეულით კანკალებდა,თავიდან ნელა ადგამდა ნაბიჯებს,შემდეგ კი აუჩქარა და გაიქცა,საფლავებს ახტებოდა,ხმა კი არ ჩერდებოდა,მის სახელს იმეორებდა მაგრამ ჩურჩული უკვე ყვირილში გადაზრდილიყო.
-ჰეი,აქ ვიღაც არის!-უცნობის ხმამ შეაჩერა,სირბილი შეწყვიტა და ბიჭებს გახედა,რომლებსაც სასაფლაოზე ცეცხლი დაენთოთ.
-კარგი,რა ლიამ! -გაიცინა შავთმიანმა-ვინ გაბედავდა,შავი მაგიის ღამეს სასაფლაოზე მოსვლას,მაშინ როცა პარალელური სამყაროს კარები ხსნილია და ეშმაკსაც კი შეუზლია სასაფალოზე შემოსვლა?
-მაგრამ მე მას ვხედავ,ზეინ! იდიოტი ხარ!-შეუღრინა ლიამმა და ნაილისკენ მიუთითა,რომელიც ტვალეგაფართოებული მიშტერებოდა ორივე ბიჭს ,და ხეს ამოფარებოდა.მან იცინო ისინი,ლიამი და ზეინი ბევრჯერ უნახავს სკოლაში,ლანჩის დროს.ისინი ყოველთვის გამნმარტოვებით იჯდნენ და საუბრობდნენ,მთელი სკოლა ცდილობდა მათთგან შორდ დაეჭირა თავი.მაგრამ ნაილმა იგრძნო როგორ შეავსო მისი სხეული ტკივილმა რომელიც მოულოდნელად დაატყდა თავს,თითქოს შუაზე იხლიჩებოდა,ხეს მოშორდა და გიჟივით გაიქცა,სასაფლაოს კარიბჭისკენ.
-ნაილ,ნაილ,ნაილ... არც კი იცი რაში გაეხვიე!-დამცინავი ხმა მოესმა,მაგრამ გარბოდა,ფეხები ეკეცებოდა,შიშისგან გული ამოვარდანზე ჰქონდა,ზურგსუკან ყვირილის ხმა ესმოდა,ზეინი და ლიამი მას მისდევდნენ...
-ნაილ!-ხმა სეწყდა როცა ის კარიბჭესთან მივიდა და ძლიერად გამოქაჩა მისკენ,მისი სახელი კიდევ ერთხელ გაისმა ექოდ მისივე გონებაში და სასაფლაოდან გამოსული,შესფოთებულ ჰარის ჩაეხუტა.
-ნაილ,რა გჭირს!-შეიცხადა ჰარიმ და ძმაკაცის დაჭერა სცადა.
-მიშველე!-ამოიჩურჩულა ნაილმა და თვალები მიეხუჭა,ჰარი კი ნაილის დაჭერა ვერ შეძლო,ჯერ თვითონ დაეცა მწარედ,შემდეგ კი ზევიდან,ნაილი დაეცა.
-ჯანდაბა!-ამოიოხრა ჰარიმ და სასაფლაოსკენ გაიხედა,კარგად გაარჩია ორი სილუეტი,თუმცა მათი სახეები ვერ გაარჩაა. მთვარე აღარ ანათებდა,ქუჩები ნისკლში ჩაძირულიყო,ნაილი გაითიშა მაგრამ გონებაში კვლავ ჩაესმოდა ჩურჩული რომელიც ისევ ყვირილში გადაიზარდა,მის გულში სიბნელე იზრდებოდა,ის სიბნელე რომლის დამალვასაც ყოველთვის ცდილობდა,რომელიც მივიწყებული ჰყავდა.მაგრამ ორივემ იცოდა,ჰარიმაც და ნაილმაც რომე ეს ღამე სამუდამოდ დარჩებოდა მათ გონებაში და ცერადროს ამოიშლებოდა მათი გულებიდან ,რადგან სწორედ ამ დროს ნაილს "სიბნელე" ისაკუთრებდა...სწორედ ამ დღეს ყველაფერი იცვლებოდა,და არა კარგისკენ...არამედ უარესობისლკენ.....
შავი მაგიის ღამეს ხომ შეიძლება თვით ეშმაკიც ,თქვენი სულის ნაწილი გახდეს...
***
ნაილმა თვალები,ჰარის ოთახში გაახილა,თითქოს გულზე მოეშვა,მაგრამ მალევე გული აუჩქარდა.
"გეგონა გამექცეოდი?"-მის გონებაში დამცინავი ხმა გაისმა,თვალის ცეცებით იპოვა სკამზე ჩაძინეული ჰარი და თვალები გაუფართოვდა.
"შენ არ იშლები ჭკუიდან,უბრალოდ ჩემი საკუთრება ხდება შენი სხეული"
ისევ გაისმა დამცინავი ხმა,ნაილმა თავი გაქვია და წამოდგა, მთელი სხეული დასჭიმვოდა,შიშშს კვლავ გრძნობდა,ახსოვდა უცნაური გრზნობა,როდესაც ჯერ თავის,შემდეგ კი გული ტკივილი იგრძნო,რომელიც შემდეგ ვენებს გაუყვა და მთელს სხეულში აბლაბუდასავით აიხლართა,შემდეგ ჰარის სახე და მისი სიტყვები... მეტი არაფერი,ტკივილმა სხულში კიდევ ერთხელ დაუარა.
"რა გულუბრყვილო ხა,ნაილ! შენ მე ვერ გამექცევი"-ისევ გაისმა,ოღონდ ამჯერად |ჩურჩული.
-არა! შეუძლებელია ეს რეალობა იყოს!-ჩაიდუდუნა ნაილმა.
"რეალობა სასტიკია,იდიტო"-ჩურჩული კვლავ განმეორდა.
-მეჩვენება!-ამოიხრა ნაილმა-სტრესის ბრალია!
გაუმეორა მის თავს და სააბაზანოში შევიდა,სარკეში ჩაიხედა და ონკანი მოუშვა.შემდეგ კი წყალი სახეზე შეისხა და ონკანი კვლავ დაკეტა.
დაბნეული მიშტერებოდა მის სახეს სარკეში,სარკიდან კი ეშმაკურად მომღიმარ მეორე "მე" უყურებდა. თავი გააქნია ,მაგრამ თვალები გაუფართოვდა როცა სარკემ მისი მოძრაობა არ გაიმეორა.
-მეჩვენება!უბრალოდ გადაღილი ვარ!-ამოიოხრა და სარკეს მოშორდა ,თმებში ხელი შეიცურა და თავი გააქნია.
"მე ისევ აქ ვარ! "-ჩაიცინების ხმა მის გონებაში გაისმა.ნაილმა კიდევ ერთხელ გააქნია თავი,თუმცა არ უშველა. "ის" მის ჭკუიდან გადაყვანას ცდილობდა!
-გამანებე თავი! დამტოვე მარტო!-დაიყვირა ნაილმა,კვლავ სარკეში ჩაიხედა,მაგრამ მისი თავი ვერ იცნო.სარკეს მიაშტერდა რომლიდანაც დამცინავად მომღიმარი საკუთარი თავი უღიმოდა.
-დამტოვე მარტო!-დაიყვირა კიდევ ერთხელ და სარკეს მუშტი დაარტყა,ტკივილმა თითქოს გონზე მოიყვანა და გაოცებულმა მოათვალიერა იატაკი,რომელზეც სარკის ნამტვრევები იყო მიმოფანტული.
"მე არასდროს მიგატოვებ! მუდამ შენს თავში ვიქნები!"
-მგონი ჭკუიდან ვიშლები!-ამოიჩურჩულა ნაილმა და კედელთან ჩაიკეცა.
-ნაილ,რას აკეთებ?-კარი გაიღო და ზღურბლზე თვალებგაფართოებული,ჰარი გამოჩნდა.
-მგონი ჭკუიდან ვიღლები!-ამოიხრა და მის მეგობარს მიაშტერდა,ჰარის თვალებში სიბრალული გამოისახა.იცოდა რომ სასაფლაოზე განცდილი სტრესი,უკავლოდ არ ჩაივლიდა.
***
-ნაილ,კარგად ხარ?-უკვე მესასედ ჰკითხა ჰარიმ მეგობარს და ორივემ სკოლაში ერთდროულად შეაბიჯეს.
-კარგად ვარ!-ძალით გაიღიმა ნაილმა.მისი მეგობრის შეშინება არ სურდა მაგრამ გრძნობდა რომ ყველაფერი საკუთარ თავში,აშინებდა.
-დარწმუნებული ხარ?-იკითხა ჰარიმ,ნაილმა კვლავ გაუღიმა მგრამ დერეფანში გველანკებივით შეჩერდა,როცა თავში საშინელი ტკივილი იგრზნო,რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა.
"ახლა ჩემი გართობის ჯერია" -უკვე ნაცნობი,დამცინაცი ხმა გაისმა,ტკივილგან გამწარებულმა თვალები ძლიერად დახუჭა და ჰარის ხელს ჩაებღაუჭა რომ არ წაქცეულიყო.
-იქნებ დედაშენს ვუთხ...
-არა!-დაიყვირა ნაილმა და მთელი სკოლის ყურადღება მიიქცია.გრძნობდა როგორ ძლიერდებოდა და აუტანელი ხდებოდა ტკივილი,თითქოს ელექტროშოკერით აწამებდნე,მთელს სხეულში საშინელმა ტკივილმა პიკს მიაღწია,შემდეგ კი უეცრად გაყუჩნდა,ნაილმა თვალები გაახილა,მაგრამ მისი თბილი მზერა სადღაც გამქარიყო და ყველას,დამცინავი,ცივი მზერით გადახედა,ეს ნაილი არ იყო...
-ჰეი ჰორანშენ გუშინ არ იყავი სასაფლაოზე დილის 9 საათამდე,სამწუხაროდ ვერ მიგიღებთ ჩვენს გუნდში!-ბენი მიუახლოვდა და გულრწფელად გაუღიმა.
-ეგ შენი მწუხარება შენს შეყვარებულს ტრაკში შესტენე!-დაიღრინა ნაილმა და დამცინავი მზერა მოავლო ბენს.
-როგორ მელაპარაკები!-წამოჭარხლდა ბენი.
-და კიდევ,არ მჭირდება შენი ლაკროსის გუნდი!-ჩაიცინა ნაილმა,ჰარის ხელი მოაშორა და ბენიკსენ ერთი ნაბიჯი გადადგა-ეგ ლაკროსის ჯოხი კი შეგიძლია,ტრაკში შეიტენო.იქნებ გესიამოვნოს!-თვალი ჩაუკრა და გაბრაზებულ ბენსს ხელი ჰკრა.
თავი 3

მთელს სხეულში საშინელმა ტკივილმა პიკს მიაღწია,შემდეგ კი უეცრად გაყუჩნდა,ნაილმა თვალები გაახილა,მაგრამ მისი თბილი მზერა სადღაც გამქარიყო და ყველას,დამცინავი,ცივი მზერით გადახედა,ეს ნაილი არ იყო...
-ჰეი ჰორანშენ გუშინ არ იყავი სასაფლაოზე დილის 9 საათამდე,სამწუხაროდ ვერ მიგიღებთ ჩვენს გუნდში!-ბენი მიუახლოვდა და გულრწფელად გაუღიმა.
-ეგ შენი მწუხარება შენს შეყვარებულს ტრაკში შესტენე!-დაიღრინა ნაილმა და დამცინავი მზერა მოავლო ბენს.
-როგორ მელაპარაკები!-წამოჭარხლდა ბენი.
-და კიდევ,არ მჭირდება შენი ლაკროსის გუნდი!-ჩაიცინა ნაილმა,ჰარის ხელი მოაშორა და ბენიკსენ ერთი ნაბიჯი გადადგა-ეგ ლაკროსის ჯოხი კი შეგიძლია,ტრაკში შეიტენო.იქნებ გესიამოვნოს!-თვალი ჩაუკრა და გაბრაზებულ ბენს ხელი ჰკრა.ბწნმ ხელები დამუშტა,რომ ნაილისთვის დაერტყა მაგრამ ნაილის სიტყვებმა შეაჩერეს.
-ეს კერძო სკოლაა,ბენ! დედაჩემი კი ამ სკოლის მეპატრონე და დირექტორია,მგონი არ გაწყობს არა პრობლემები?-ჩაიცინა და ცივი თვალებით მიაშტერდა ბენს,ბენმა ღრმად ამოისუნთქა,იცოდა რომ ნაილი ტყუილად არ დაიმუქრებოდა,სკოლიდან გაგდება კი არ უნდოდა.
-ხოდა ახლა შეტრიალდი და ააცვი!-შეუღრინა ნაილმა,თვალები ჩაშავებოდა და მძიმედ სუნთქავდა,ზარის გამაყრუებელი ხმა გაისმა და ბავშვები იქით აქეთ მიმოიფანტნენ,ნაილმა გაშტერებულ ლუსის მოჰკრა თვალი,მზერა გაუსწრორა და თვალი დამცინავად ჩაუკრა,ლუსიმ კი თვალები დაბნეულმა აარიდა.ყველასდგასაკვირად ბენი ,სიტყვის უთქმელად შეტრიალდა და მის კლასში შევიდა... დერეფანი დაცარიელდა,მხოლოდ ნაილი და ჰარი იდგნენ.
-ეს რა იყო?-გაოცებულმა გახედა მეგობარს ჰარიმ.
-რა იყო?-დაცინვით მიუტრიალდა ნაილი მას.
-არასდროს არ იმუქრებოდი და არასდროს იყენებდი იმას რომ ეს სკოლა შენი იყო!-გაოცებულმა ამოთქვა,ნაილმა ჰარი შეათვალიერა და ჩაიცინა.
-ადრე იმასაც ვამბობდი რომ შენთან მეგობრობა მომწონდა,მაგრამ ახლა სიმართლეს გეტყვი!არ მსურს შენთან მეგობრობა!
-ნაილ...რა ხდება? შენ ასეთი არ ხარ!
-ნუ ამბობ სისსულეელეებს!-ჩაიცინა ნაილმა-ისეთი ვარ როგორსაც მხედავ! ახლა კი მე გაკვეთილის გაცდენას ვაპირებ,შენ რას იზამ? თუ რათქმაუნდა გეყოფა ნებისყოფა და გაკვეთილს გააცდენ.
-ნაილ!გაკვეთილზე ჩემთან ერთად შემოხვალ!-შეუბღვირა ჰარიმ და მხარში ხელი ჩაავლო-არ ვიცი რა გჭირი....
სიტყვა გაუწყდა და ტკივილისგან წამოიყვირა როცა ნაილმა ხელი დამუშტა და ჰარის მოუქნია,წამებში კი ჰარი იატაკზე ეგდო,ნაილი კი მშვიდი სახით შეჰყურებდა მას.
-შენ არავინ ხარ გესმის ? გაკვეთლზე შესვლას ვერ მაიძულებ, და დამიჯერე კიდევ ერთხელ თუ გადამღობები გზაზე მხოლოდ თვალის ჩალურჯებით ვერ გადარჩები!-ამოისისინა და დერეფანი ნელი ნაბიჯებით გაიარა,შემდეგ კი ლუსის კლასისკენ შეუხვია....ესეც ასე,ტკბილი შურისძიება იწყება! ( 3:) )
კარი შეაღო თუ არა თითეულმა მოსწავლემ და მასწავლებელმა მას შეხედა,ლუსი კი დაბნეული მიაშტერდა.
-ლუსი სტოუნს დირექტორი ეძახის!-ძალით გაუღიმა მასწავლებელს,ისე რომ ლუსისთვის ზედაც არ შეუხედია,ლუსი კი სწორედ ამან დააბნია,ნაილს ხომ მისთვის ყურადღება არ მიუქცევია!
-მის სტოუნ,შეგიძლიათ გაბრძანდეთ!-გაუღიმა მასწავლებელმა,ლუსიმ თავი დაუქნია და ჩანთა ხელში აიღო,ელოდა როდის გამოართმევდა ნაილი ჩანთას მაგრამ ნაილი კლასიდან უკანმოუხედავად გავიდა,ლუსიმ მის დაქალს უხერხულად გადახედა,ჩანთა ისევ დაბნეულმა დადო და ნაილს დაბნეული აედევნა.
ნაილი წინ მიიწევდა,ლუსი კი სულ უფრო და უფრო იბნეოდა და უკან მიჰყვებოდა,მისთვის ეს სიტუაცია უჩვეულო იყო.ნაილი ხომ ყოველთვის პირველი ცდილობდა რომ მას დალაპარაკებოდა.
-ნაილ..-ბოლოს ამოილუღლუღა და წინ გადააწრო,წინ გადაუდგა ისე რომ მისი თვალებისთვის შეეხედა,მაგრამ ახლა ნაილის თვალები მხოლოდ სიცივეს ასხივებდა.
-ჰმ!-ჩაიღიმა-შენ ჩემი სახელი იცი!
-ამ...მე......ისა...-დაბნეულმა ამოიჩურჩულა ლუსიმ,თავის თავს სწყევლიდა რომ ნაილის სახელი წამოსცდა,ხომ ამობდა რომ არ ახსოვდა მისი სახელი!
-შენ რა მართლა სულელი გგონივარ?-ჩაისისინა და მოულოდნელად ლუსის ხელი ჰკრა,ლუსი კი კედელს მტკივნეულად მიეხეთქა და ამიკვნესა,შიშისგან თვალები გაუფართოვდა როცა ნაილმა დისტანცია შეამცირა და ორივე ხელები,კედელზე მის მხრების გარშემო დაალაგა.
-გგონია არ ვიცი რომ მოგწონვარ?-დაცნვით ჰკითხა და სახე უფრო მიუახლოვა,ლუსი აკანკალდა და თვალები მიეხუჭა.
-აღიარე რომ მოგწონვარ!-ჩაიცინა ,ცალი ხელი ლოყაზე მიადო,რაზეც ლუსი უფრო აკანკალდა.შემდეგ კი სახე უფრო ახლოს მისწოა,ლუსი ნაილის ცხელ სუნთქვას მის სახეზე გრძნობდა.ნაილმა ეშმაკურად ჩაიცინა და მისი ტუჩები ლუსის ტუჩებს ოდნავ შეახო,ლუსი კი წამებში აჰყვა მას და მისი ხელი ნაილს თმებში აბლანდა,ნაილმა კი ხელი წელზე შეუცურა და მის სეხულს უფრო ააკრო. ლუსიმ ამ მომენტით დატკბობაც ვერ მოსწრო რომ ნაილმა ის სწრაფად მოიშორა და ლუსის თითქოს მთელი სამყარო თავზე დაენგრა როცა ნაილის დამცინავი ღიმილი დაინახა.
-როგორც ჩანს მართლა მოგწონვარ!-დამცინავად შეათვალიერა ნაილმა ,შედეგ კი სახე გაუმკაცრდა-შეგიძლია კლასსში დაბრუნდე!
-რაა?მაგრამ დირექტორი?-ლუსის დაბნეული ხმა,სუსტად გაისმა დერეფანში.
-შენ მართლა სულელი ქერათმიანი ხარ!-ჩაიცინა ნაილმა-დირექტორი დედაჩემია ეს კი იმას ნისნავს რომ ამ სკოლის მეპატრონე მეც გამოვდივარ და ნებისმიერ დროს შემიძლია რომ გაკვეთილიდან გამოგიყვანო!
ნაილმა,ლუსის მხრებზე ჩამოყრილ თმებს ხელი შეახო და ლუსის თვალებს დამცინავად შეხედა.
-როგორც ჩანს შენი ქერა თმა უფრო მეტად გაშტერებს!-თვალი ცაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი,ხოლო ლუსის ცრემლები წამოსცვივდა.
-ღირსი ვარ!-თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა-რაზე ვფიქრობდი როცა ნაილი მიყვარდებოდა?-მის თავს ჰკითხა,მაგრამ ნაილმა მისი სიტყვები გაიგონა და სახეზე ეშმაკური ღიმილი უფრო გაუფართოვდა.მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა როდესაც თავში ძლიერმა ტკივილმა გაუელვა,შედეგ კი ტკივილი ისევე მოულოდნელად გაქრა როგორ გამოშნდა და ნაილი მოწყვეტით დაეცა იატაკზე.
***
-სად ვარ?-დაბნეულმა გაახილა თვალები და თეთრ ჭერს ახედა.თვალებში ისევ რაღაცნაირი სითბო ჩასდგომოდა,სიბნელე რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მის თვალებში იდგა სადღაც გამქრალიყო.
-მედდის კაბინეტში!-ამოიხრა მედდამ-მგონი უკეთ ხარ,შეგიძლია წახვიდე!
-მისის სთაილს?-დაბნეულმა შეხედა ნაილმა ჰარის დედას.
-რამე გინდა ნაილ?-თვალები გადაატრიალა ანემ და ნაილს უხეშად მიმართა.
-მე...ისა... ჰარი სად არის?-იკითხა რადგან ბოლო რა ახსოვდა იყო ის რომ ჰარის დაეყრდო როცა ტკივილი იგრძნო,მაშინ ისინი ახალი შემოსულები იყვნენ სკოლაში.სასწრაფოდ საათს გახედა და თვალები ლამის "გადმოეკარკლა".3 საათი სრულდებოდა.
-მას შემდეგ რაც დაარტყი თვალი ჩაულურჯდა და სახლში წავიდა!-ცივად უპასუხა.
-რაა? რა გავაკეთე?-თვალები გაუბართოვდა და სწრაფად წამოხტა,ანემ წარბაწეულმა შეხედა ნაილს...მაგრამ მას ხომ არაფერი არ ახსოვდა?!
-ჯანდაბა!-შეიკირთხა და სწრაფად გამოვარდა კაბინეტიდან,დერეფანში ისეთი სისწრაფით გავარდა რომ ლამის ვინც მიდიოდა ყველა გადაიტანა,მაგრამ მსდაგასაკვირად,პირიქით აქეთ უხდიდნენ ბოდიშს.
-ჰორან!-ნაცნობმა ხმამ შეაჩერა,გაჩერდა და ბიჭებისკენ მიიხედა რომლებიც მალევე მის წინ გაჩდნენ.
-კარგად ხარ?-ჰკითხა ლიამმა როცა მიუახლოვდა.ნაილმა გაოცებით შეხედა,საშინლად დაბნეული იყო.
-დაბნეული ხარ,მოდი გამოვიცნობ,უახლოესი 6 საათი არ გახსოვს?-ჰკითხა ზეინმა და მეგობრულად გაუღიმა,ნაილი შეკრთა და დაბნეულმა თავი დაუქნია.
-მეც ასე ვიყავი მაგრამ ლიამი ამის დაძლევაში დამეხმარა,დარწმუნებული ვარ შენი მეოგობარი დაგეხმარება!
-რაზე ლაპარაკობ?-ზეინს წინადადება შეაწყვეტინა,ზეინმა კი ლიამს გახედა,მან კი თავი დაუქნია და ზეინმაც პაპკა ნაილს ხელში მიაჩეჩა.
-მეტს ვერაფერს გეტყვი,ეს შენ გამოგადგება!-სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და ლიამს მხარზე ხელი ჩაავლო,წამებში კი ორივე თვალთახედვას მიეფარა,ნაილმა გაშტერებულმა გადაშალა პაოკა და პირველმა სიტყვამ,შესძრა,თითქოს ცივი წყალი გადაასხა.
"გაორება"
დიდი ასოებით ეწერა,ნაილს თვალები გაუფართოვდა,ჰარისთთან წასვლა გადაიფირა და პირდაპირ ბიბლიოთეკაში შევიდა. განმარტოებული ადგილი იპოვა და ფანჯარაზე ჩამოჯდა.ხელისკანკალით გადაშალა პაპკა და წაკითხა დაიწყო.
"დისოციაციური იდენტურობის აშლილობა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორი ან მეტი იდენტურობა ან პიროვნულობა, რომლებიც რეკურენტულად ახდენენ გავლენას ადამიანის ქცევაზე. დიაგნოზისთვის აუცილებელია ორი განსხვავებული იდენტურობა ან პიროვნულობის არსებობა (ერთი შეიძლება იყოს მასპინძელი). ამ მდგომარეობას თან ახლავს ეპიზოდური მეხსიერების დაკარგვა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი დავიწყების ფარგლებს. მახსოვრობის დაკარგვა აღმოცენდება მაშინ, როდესაც ალტერნატიული იდენტურობა ხდება დომინანტური. დისოციაციურში (დისოაქტიური) გვხვდება პიროვნულობის იდენტურობის დისოციაციური აშლილობების მხოლოდ 1%. მდგომარეობა იზოლირებულად იშვიათად არის წარმოდგენლილი ადამიანში და ის კომორბიდულია სხვა მენტალურ აშლილობებთან. მისი დიაგნოსტირება უფრო ხშირია ჩრდილოეთ ამერიკაში, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში."
თვალები გაუფართოვდა,იქნებ ის "მასპინძელი" იყო,იქნებ ამიტომ არ ახსოვდა ბოლო 6 საატის განმავლობაში რა მოხდა?
"პიროვნების გაორება არის როდესაც შენში ორ ან მეტ პიროვნებას, ეგოს აცნობიერებ. ისინი რიგრიგობით იკავებენ დომინანტურ პოზიციას ადამიანის ქმედებებში. ამ დროს ადამიანს მეხსიერებაში აქვს ჩავარდნები და შეიძლება არ ახსოვდეს, ის მეორე, თუ მესამე მე რას აკეთებდა. როგორც წესი გაორება თავს იჩენს რაიმე ძალიან მტკივნეულ ან ტრავმატულ სიტუაციაში, ანუ თავდაცვითი მექანიზმია. ასევე ემართებათ იმათ, ვინც ბავშვობაში ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა, რადგან საკუთარი მე-ს იდენტიფიკაცია ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში, და თუ რაიმემ ხელი შეუშალა ამ პროცესს, ეს ერთ-ერთი ფაქტორია ამ დაავადების გამოსაწვევად.
პ.ს ზეინი ვარ და მე ბავშვობაში აღმომაჩნდა,შენ შეიძლება იმ სტრესის გამო აღმოგაჩნდეს რაც სასაფალოზე გადაიტანე"
ნაილმა ცალი წარბი ასწია,აი თურმე სულ რატომ იყვნენ განმარტოებით ზეინი და ლიამი,შესაძლებელია რომ ლიამმა ყველაფერი იცოდა

"ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს:
*მახსოვრობის დაკარგვა
*დეპერსონალიზაცია (მდგომარეობა, როდესაც პიროვნული იდენტურობის განცდა და რეალობა იკარგება)
* დეპრესია
*დერეალიზაცია
* ორი ან მეტი განსხვავებული იდენტურობის განცდა
*სუბიექტური დროის განცდის დარღვევა ან გაქრობა
*რეტროსპექციები (მოგონებების უეცარი და მოულოდნელი დაბრუნება, ფლეშბექები)
*პანიკური / შფოთვით შეტევები
* იდენტურობის დარღვევა
* ხასიათის ცვლილება
*ხშირი თავის ტკივილები
*უძილობა, კოშმარები
* ფსიქოზის მსგავსი მოვლენები
*სექსუალური პრობლემები
* განცდა, რომ საკუთარი სხეულის სხვას ეკუთვნის
*უმიზეზო გაბრაზება
* სპონტანური ექსტაზური მდგომარეობები
* სუიციდური და პარასუიციდური ქცევა
* აუხსნელი ფობიები.
*მეხსიერებიდან მოვლენების ამოვარდნა, ამნეზია
* თვითმკვლელობაზე ხშირი ფიქრი ან მცდელობები
*პანიკის შეტევები.
ასეთ ადამიანებს, რომელთაც პიროვნების გაორება სჭირთ ხშირად აქვთ წარსულში ძლიერი სტრესი გადატანილი ან ახასიათებთ მიჯაჭვულობის დარღვევები... "

ნაილი თვალებგაფართოებული იჯდა,ბოლოს კი პაპკა დახურა და ზინის სიტყვები გაიხსენა.იმედია შენი მეგობარი ამის გადატანაში დაგხმარებაო,მაგრამ თუ მართლა რამე დაუშავვა ჰარის ,იქნებ აჯობებს რომ მისგან თავი სორს დაიჭიროს? იქნებ ჯობს ჰარისგან შორს იყოს და ამით დაიცვას მისი მეგობარი?



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me momewona. M TEMAze a r asdros wamikitxavs vmaxlt ra moxdeba erti isaa rom one directionis saxelebi rom ar dagewerazan mahari iqneboda!!!mara daikide. Veli shemdegs!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან მომეწონა, ველოდები შემდეგ თავს
პ.ს. თინეიჯერი მგელი საყვარლობაა
პ.ს.ს. ველოდები ახალ თავს
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომეწონა.ეს ისტორია მართლა იყო საიტზე,დაწყება წავიკითხე კიდეც.გააგრძელე ძაან მაინტერესებს რა მოხდება
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent