შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების მორევში(4)


21-04-2017, 17:57
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 13 503

-ცივია თან ჩქარი და შეიძლება დინებამ წაგიღოს გვიანია უკვე ცოტახანს გავჩერდეთ და მერე წავიდეთ- ალექსმა დაასრულა და წყალში ჩახტომის ხმაც გაიგონა გვერდით მოიხედა და მარიამის ფეხსაცმელები დაინახა მხოლოდ - მარიამ რა ჯანდაბა გააკეთე - დაიყვირა და ქვემოთ ჩაუყვა სირბილით დინებას რომ მიხვდა აზრი არ ქონდა პირდაპირ ისკუპა ორი ნაბიჯის შემდეგ წყალი ისეთი ცივი იყო ფილტვები შეეკუმშა , ამოყვინთა და მიმოიხედა- მარიაამ ხმა გამეცი გთხოვ - დაიღრიალა მაგრამ მხოლოდ ბგერა გავრცელდა ირგვლივ ის კი არსად ჩანდა ისევ ჩაყვინთა და მიმოიხედა როგორც იქნა დაინახა სიღრმისკენ , ჩქარ დინებაში იყო მოყოლილი და ამოსვლას ვერ ახერხებდა თან ფეხი ხესი ქონდა გაჩხერილი , საკმაოდ შორს იყო , ალექსმა ერთხელ ამოყვინთა რადგან თვითონაც აღარ ჰყოფნიდა ჰაერი და მისკენ გაცურა .ფეხი სანამ გაუნთავისუფლა მარიამმა გონება დაკარგა . ხელი მოხია და სწრაფად ამოიყვანა , მორს მოეჭიდა და გონებადაკარგული რო დაინახა ლამის გაგიჟდა
-მარიამ გამოფხიზლდი გთხოვ - სახეზე ხელი ჩამოუსვა მაგრამ აზრი არ ქონდა . სწრაფად შეიხსნა ქამარი და ისიც მიიბა წელზე რომ არ ჩავარდნოდა , შემდეგ გაცურა ნაპირისკენ და როგორც კი ამოიყვანა მაშინვე მოხსნა ღვედი გულის მასაჟი გაუკეთა სემდეგ ხელოვნური სუნთქვა, რამდენჯერმე გაიმეორა ბოლოს მუცელზე დააწვინა ფილტვებზე დააწვა მოდენიმეჯერ ისევ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა და როგორც იქნა დაახველა და ნაყლაპი წყალიც გადმოასხა მაგრამ თალები ისევ დახუჭული ჰქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში უაზროდ ყვიროდა ალექსანდრე , როცა ამოახველა მაშინვე ჩაეხუტა და გულზე მიიკრა - ჩემი პატარა . როგორც იქნა მეგონა ვეღარ მოვასწარი მადლობა ღმერთს კარგად ხარ - თმაზე უსმევდა ხელს და გაყინულ საფეთქელზე კოცნიდა .
-მცივა ძალიან მცივა ალექსანდრე- კანკალით თქვა და ხელები მოხვია.
-ნუ გეშინია - მიმოიხედა ირგვლივ ხელი მოხვია უცებ და აიყვანა - ცოტა გაუძელი პატარა და კარგად გახდები სულ ცოტა - უთხრა და უფრო ჩქარა წავიდა -არ დაიძინო გამოფხიზლდი მოვედით - ფეხით გააღო ხის პატარა სახლის კარი და შიგნით შევიდა , უკვე ბნელოდა ამიტო ძვლივს არჩევდა ნივთებს, საწოლზე დააწვინა და ხელები გაუშვა
-არ წახვიდე გთხოვ - თვალებდახუჭულმა თქვა და ხელი ჩაკიდა
-არ მივდივარ ბუხარს დავანთებ მალე მოვალ - შუბლზე აკოცა და გავდა. ხმელი შეშა გაუსვა ერთმანეთს და როგორც იქნა დაანთო შემდეგ განათდდა იქაურობაც ან რა სინათლე უნდოდა ერთი ოთახი იყო ძალიან ძველი ობობიის ქსელები იყო თითქმის ყველგან სკამზე პლედი დაინახა აიღო დაფერთხა და როცა დარწმუნდა ზედ არაფერი იყო საწოლთან მივიდა მარიამი კანკალებდა და თანდათან ლურჯდებოდა - სწრაფად გადააძრო მაისური , შემდეგ ჯინსიც მიაყოლა და თვითონაც გაიხადა . შემდეგ გვერდით მიუწვა წამოწია ისე რომ გულზე მიეკრა და პლედში გაახვია. ხელებს უსმევდა მის გაყინულ ხელებს და კოცნიდა მალე მოემატა ტემპერატურა , უკვე ისე უმატებდა რომ აშკარად ტემპერატურა მაღალი ქონდა ოფლით დაინამა და კანკალი ისევ დაეწყო გაურკვეველ სიტყვებს ბოდავდა და თვალსაც არ ახელდა. ალექსანდრემ შემშრალი ტანსაცმელი ჩაიცვა იქვე ფანარი იდო ის დაიჭირა მარიამი ხელში აიყვანა და წავიდა.
ალექსანდრეს ხმა გაიგონა როდესაც გონს მოვიდა მაგრამ თვალები არ გაუხელია. ალექსი თმაზე ეფერებოდა და სახეს უკოცნიდა
-ჩემი პატარა , რო იცოდე როგორ სემეშინდა ვიფიქრე სამუდამოდ გკარგავდი . მოვკვდები შენ რო რამე დაგემართოს... შენგან შორს გავძლებ მაგრამ რომ ვერ გიყურო გავნადგურდები. ასე ბავშვივით კიდე რო მოიქცე არ ვიცი რას ვიზავ ცოტა რომ დამეგვიანა მერე რა იქნებოდა , ან რომ ვერ ამომეყვანე -ჩუმად ბუტბუტებდა თავისთვის, მაგრამ მარიამსაც მშვენივრად ესმოდა ხელი მის ხელს ჩაკიდა და თვალები გაახილა , პირველად სწორედ მის თვალებს შეეჩეხა
-გაიღვიძე? კარგად ხარ ?
-მაპატიე. საფრთხეში ჩაგაგდე - მხოლოდ ეს უთხრა და ჩაეხუტა ისე რომ სახე მთლიანად დამალული ქონდა მის მკლავებში - მართალი ხარ პატარა წირვეული ბავშვი ვარ მგონია რო ყველაფერი შემიძლია მაგრამ იმაზე არ ვფიქრობ ჩემი საქციელის შემდეგ სხვები რას გააკეთებენ ჩემი სურვილის გამო შენც კინაღამ დაიხრჩე მე ისედაც არავინ მყავს და შენ რო რამე მოგსვლოდა მერე? -ტიროდა და თავს მაღლა არ წევდა სანამ ალექსანდრემ არ არ მოხვია ხელი
- შენ ეხლა იმაზე ფიქრობ იმ ყველაფრის მერე მე შეიძლება დამმართოდა რამე?გიჟი ხარ გოგო შეენ? რო ჩაეშვი იმ გაყინულ წყალში შუაღამით სიღრმე არ იცოდი და სიჩქარე კინაღამ მოკვდი და ჩემზე ლაპარაკობ?
-ხო აბა მე ღირსი ვიქნებოდი იქ რო დავმხვჩალიყავი ჰაერში გავიგე რო მითხარი ღრმა არისო-მზერა ისევ მოაშორა და აწითლებული ცხვირი ხელისგულით მოიწმინდა მერე თვალები მოიმშრალა თან სრუტუნებდა ლაპარაკის დროს ისეთი საყვარელი იყო ასეთიც კი ალექსანდრეს არაფერზე აღარ შეეძლო ფიქრი გარდა იმ დაბურცული ტუჩებსა რომელიც ტირილის დროს უთრთოდა .თითები ლოყაზე მოუჭირა ოდნავ და ტუჩებზე დააცხრა .
-წავალ ვეტყვი იმათ რო გაიღვიძე თორე მოკვდნენ ნერვიულობით და ჩემი ლანძღვით - ისე მოშორდა პასუხი არ გაუცია და წავიდა. მარიამი გაკვირვებული იჯდა და ვერ იჯერებდა იმას რომ ასეთ ადამიანს გაყვა ცოლად , კაცს რომელიც სრულიად უანგაროდ წირავდა მისთვის სიცოცხლეს და არც კი აგდებდა რამედ თავის საქციელს . უკან ნინოსტან და ნიკასთან ერთად დაბრუნდა იმათ რო შეხედა უფრო შერცხვა სულელური საქციელის , ნინო ჩაეხუტა და აკოცა
-ჩემო გოგო ხომ კარგა ხარ. როგორ ვერ დაგიჭირა რომ დამხვჩვალიყავი რა გვეშველებოდა უშენოდ შენნაირი გოგო სად ვიპოვო
-რა ვერ დამიჭირა- გაუკვირდა და ალექსს შეხედა
-ფეხი რომ დაგიცდა იმაზე ამბობს მარიამ - ისე უთხრა მიახვედრა გაჩუმდიო- დედა დაღლილია ეხლა დასვენება ჭირდება საჭმელს ამოვუტან და დაიძინებს
-კარგი წავედით ჩვენ
-სხვა დროს ვავარჯიშოთ შენი ქმარი სწრაფ რეაგირებაზე- გაუღიმა ნიკამ ლოყაზე აკოცა და გავიდა. ალექსიც მიყვა და უკვე საჭმლით ხელში დაბრუნდა .საწოლში დაწვა და სინი მიაწოდა
-რა უთხარი
-ვუთხარი რო იხედებოდი უცებ უკან დაიხიე და ჩავარდი
-რატო მოატყუე მაინც არ გესმის დედაშენს და მამაშენს რატო მოვწონვარ და გეთქვა იქნებ შეცვლოდათ აზრი
-დაცემულზე დარტყმა არაა ჩემი სტილი ქალბატონო... ეხლა ეგ ჭამე და დავიძინოთ , არ მიძინია საერთოდ - შარვალიც გაიხადა და საბანში შეწვა
-არ მშია ისე დავიძინოთ მერე შევჭამ
-არა მაგ საჭმელს ბოლომდე გაათავებ და მერე დავიძინებთ მხოლოდ
ალექსანდრემ თვითონ გადაიდო სინი და ჩანგლით მიაწოდა , მარიმი მიხვდა სხვა გზა არ ჰქონდა ამიტო ჭამა მაგრამ მაინც ვერ მოისვენა ჩუმად
-რომ ამომიყვანე მახსოვს და მერე რა მოხდა?
-აქ მოგიყვანე
-არა პირდაპირ აქ არ მოგიყვანივარ ვგრძნობდი რო სველი ტანსაცმელი აღარ მეცვა და მერე აღარ მციოდა
-იქ ქოხი იყო და მიგიყვანე ბუხარი დავანთე მერე გაგხადე ჩაგეხუტე მხოლოდ პლედი მოგახურე და გათბი ტემპერატურამ აგიწია და სახლში წამოგიყვანე
-იმხელა გზა ჩემთან ერთად გამოიარე ფეხით, სენ თვითონ გაციებულმა შუაღამით? -მარიამმა ჭამას თავი დაანება და გაგიჟებულმა კითხა
-ფაქტია
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ან გადავიხდი კი?
-მეორედ არ მოიქცე ეგრე დაუფიქრებლად და დაიძინე ეხლა მეტს ისედაც არ ჭამ - გადადო სინი და წესიერად დაწვა. მარიამი მისკენ დაიხარა ლოყაზე აკოცა შემდეგ თავი მის მხარზე დადო ისე რომ ყელს ეხებოდა ცხვირით და იგრძნო როგორ შეუნელდა გულისცემა წამიერად ორივეს ამჯერად ტუჩები მიაკრა ყელზე და გაიტრუნა...

..........
იტალიიდან მელინა და ამალეა ჩავიდნენ , მარიამმა იცოდა ამიტომ მისი ხალხი დახვდა აეროპორტში და პირდაპირ მათთან წავიდნენ. ნინომ რომ გაიგო რაც ხდებოდა პირველად ჩვენთან მოიყვანეო ასე რომ გოგოების ჩასვლიდან პირველად მოხდა იმერული ხაჭაპურის დაგემოვნება სხვა ქართულ კერძებთან ერთად . შემდეგ ვინაიდან იქვე იყვნენ დაიწყეს მოგზაურობა და ქუთაისში წავიდნენ გელათი, ბაგრატი, მოწამეთა , სათაფლია . იქედან ზღვაზე წასვლა გადაწყვიტეს და პირდაპირ ბათუმს მიაშურეს სადაც უკვე შეკრებილიყო სასტავი. იქ უკვე დაიწყეს გართობა .
-წავედით ეხლა კლუბში რას მომხარშეთ ამ ზღვაზე კაი რა - ლუკა აწუწუნდა გოგოები რო აღარ მოშორდნენ პლიაჟს - შეტრუსული ქათმებივით ხართ უკვე
-მოაშორეთ ეს აქედან როდის მოდის ის გოგო ვერ დავამშვიდე აბა მანამდე - ლილემ თქვა და დაადუმა
-ნატა ჩამოსვლას აპირებს? დარწმუნებული ვარ ჩვენთან ერთად წამოვა სულ მეუბნებოდა ხოლმე მინდა მთელი საქართველო შემოვიაროო -მარიამმა თქვა და ლაშამაც არ დააყოვნა
-მართალია თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი მაგრამ ერთიანად მეც დავათვალიერებდი ყველაფერს და კიდევ არ გაქვთ ადგილი თქვეენ ერთი ზედმეტი ტურისტისთვის?
-მოკლედ რა ამან თუ დაიჩემა ხო ვერ მოასვენებ - ალექსმა თქვა და ლუდი მოსვა
-შენ მაგაზე არ ველაპარაკებოდი ვინმეს სანდრიკო -ლუკამ გაუცინა და მარიამს გახედა- აბა რძალო
-საჩუქარს ვიმსახურებ ამ დროში კიდე თუ ვერაფერი მოახერხე არ ყოფილხარ შენ რამის მაქნისი
-უკაცრავად ეხლა ლმობიერი მეთოდები რომ მაქ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისი. ისე ხო არ მოვიტაცო ბარემ ჰა? წინ წავიგდებ საქმეს
-წინ დასაფლავებას წაიგდებ მარტო შენ მსვიდი თუ გგონია ნატა შემცდარხარ ეგ თუ გაბრაზდა ჩათვალე მკვდარი ხარ
-ხოო? ეგ უფრო მომწონს გამოსადეგი თვისებაა
-ვაიმე მოიცა რა დავურეკავ ვეტყვი ყველაფერს -მარიამმა მობილური აიღო და დარეკა- პრივეტ ნატა როგორ ხარ?
-კარგად მარ შენ? სად ხარ?
-ბათუმში ვართ ყველა შენ სად ხარ?
-მეც ბათუმში ვარ მეგობრებთან ერთად კლუბშ მივდივართ ამ საღამოს და მოხვალთ?
-კი რა თქმა უნდა ... ნახვამდის- მარიამმა მობილური გადადო და გაიცინა- ორ საათში რო გაგიჩითო ნატა რას იკისრებ
-ორ საათში საიდან მოიყვან
-მოვიყვან ნუ გეპარება ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში
-რა გინდა ეხლა გამაგებიე რამე გჭირდება?- მაშომ უთხრა და დაელოდა პასუხს
-რამეს მოვიფიქრებ რა იცი რაში გამომადგეს ქმრის მამიდაშვილი - თქვა და ალექსს გახედა
-მარტო ვერ მოარჯულე და ნათესავების გამოყენებაზე გადახვედი რძალო?- მაშომ უთხრა და გაიცინა
-მორჯულება ჭირდებოდა?
-რას რას და ცოლი თუ ასე გატარებდა თავის ჭკუაზე მაგას ვერ ვიფიქრებდი- ლუკამ უთხრა ალექსს მაგრამ ისე ახედა ეგრევე გაიჩუმა ენა- უკაცრავად
-მართლა წამოხვალ თუ ისე თქვი -მარიამმა ლუკას შეხედა
-წამოვალ ალბათ თან რაბათი არ მაქ ნანახი თქვენ რა გეგმა გაქვთ შემუშავებული
-გეგმა არ გვაქ ჯერ დასავლეთს მოვილევთ მთას ბარს და ზღვას შემდეგ უკვე თბილისისკენ დავაწვებით და გზად ყველგან გადავუხვევთ სადაც საჭიროა
-ორ საათში როგორ ანახებ ამას ნატას
-წავიდეთ ეხლა კლუბში წასასვლელად მოვემზადოთ და ნახავს სადმე
-აქაა ნატა?- ალექსმა უთხრა ეგრევე და გაიცინა
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი წავედით ეხლა ამაღამ სურვილი მაქ რო ვბრწყინავდე
სახლში მივიდნენ ქალბატონმა მზადება დაიწყო და იმდენი ხანი არ გავიდა ოთახიდან ბოლოს ალექსი ავიდა
-ამდენი ხანი რას აკეთებ კაბას კერავ?
-მადროვე ცოტახანს - სამაჯური მოირგო წამოდგა კარადიდან ფეხსაცმელი გამოიღო , ჩაიცვა შემდეგ ჩანთა აიღო და მისკენ შებრუნდა - წავიდეთ მზად ვარ
-გინეკოლოგთან თუ მიდიოდი ვერ თქვი?-ალექსმა რომ აათვალიერა ჩაათვალიერა ნერწყვები ყლაპა და სულის მოთქმა შეძლო ეს უთხრა და კაბის სიგრძეზე შეაჩერა მზერა
-ვერ მიგიხვდი
-ეგ ლამაზი ნაჭერი ისეთი სიგრძისაა მგონი ვაგინალურ დათვალიერებაზე ხარ და კაბა გაიხადე უკვე
-შეუძლებელია იმიტო რო ჩემი ვაგინის დასათვალიერებლად შენთან არაფერი მესაქმება..რამე ახალი მოიფიქრე - ეგრევე უთხრა და გავიდა.
კლუბში მისვლისას მიწერა ნატას და როცა გაიგო უკვე იქ იყვნენ ის და მისი მეგობრები ირგვლივ მიმოიხედა და მათ გვერდით ცარიელი მაგიდისკენ წაიყვანა ყველა. ნატას გვერდით ორი ბიჭი და ერთი გოგო დაინახა . ნატა ყველას მიესალმა და გააცნო მეგობრები. ლუკა აშკარად უკმაყოფილო დარჩა მის გვერდით ბიჭის ხილვით რომელსაც აშკარად მოსწონდა ნატა . მთელი ღამე მხიარულად გაატარეს , მარიამი ბიჭებს ეცეკვებოდა ალექსი იჯდა ამ ხნის მანძლზე და სვავდა მშვიდად ცოტ-ცოტას , შემდეგ ბართან მივიდა სასმელს იღებდა როცა ვიღაც ბიჭი მივიდა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა , ჯერ არ აქცევდა ყურადღებას როცა წასვლა დააპირა ხელი მოკიდა მხარზე და აი მანდ გაჭედა წამებში ბიჭის უკან იდგა
-ლამაზო რა გიშლის ხელს? ვიცეკვოთ მხოლოდ ერთხელ ვიცნობ შენნაირ ჩიტებს
-ხელს შენს გარდა არაფერი მიშლის და სანამ მრთელი ხარ მომშორდი -მარიამმა უთხრა მაგრამ არ გაეცალა
-უკვე მომბეზრდა ეს თავისფასება წამოდი მეთქი
-როგორც ჩანს მაგ ხელის მოძრაობაც მოგბეზრდა და იმიტო ეხები ჩემს ცოლს- ალექსანდრეს ხმამ უკან შეაბრუნა ვაჟბატონი მარიამმაც დაინახა მაგრამ ვერაფრის თქმა მოახერხა
-შენ ვინ ჩემი *ლე ხარ
ამის თქმა და მუშტის მიღება ერთი იყო , რომ წაბარბაცდა ისევ გასწორდა და საპასუხოდ მოუქნია ხელი მაგრამ ააცდინა სამაგიეროდ ისევ მიიღო ყბაში . ისე დაიწყეს ჩხუბი ირგვლივ ორი მაგიდა წაქცეული იყო უკვე აი შემდეგ მისი მეგობრები გამოჩნდნენ , ეგრე არ უნდაო ჩვენი ბიჭებიც ადგნენ , იქ ათ წუთში ამბავი დატრიალდა მთელი კლუბი დალეწილი იყო იმ ხუთის ჩათვლით , მენეჯერმა პოლიცია გამოიძახა და ყველაფერთან ერთად განყფილებაშიც გადაიყვანეს ყველა ერთად .
მარიამი ნაპერწკლებს ყრიდა , მანქანაში დაჯდა თუ არა დარეკა და უკვე იცოდა განყოფილების უფროსმა ვინ უნდა მიეყვანათ და ფეხზე იდგა მთელი განყოფილება . საკნის მაგივრად კაბინეტში სეიყვანა უფროსმა სამივე . მარიამი რო მივიდა თავად შეხვადა და გირაოს გადახდის სანაცვლოდ განთავისუფლებასაც მოწერეს ხელი . რომ გამოიყვანეს სამივე მარიამი ისე უყურებდათ შეშინებულები გავიდნენ იქედან. მანქანებთან მისვლამდე არაფერი უთქვამთ
-მარიამ -ალექსანდრემ დაიწყო მაგრამ ვერაფერი მოიგო
-ხმა არ გავიგო სახლსი მისვლამდე - მკაცრად უთხრა და დაჯდა . მძღოლმა მიიყვანათ სახლამდე იქ უკვე გოგოები იყვნენ ეზოში და ნერვიულად მიმოდიოდნენ .
-როგორც იქნა მეგონა ამაღამ დაგტოვებდნენ
-ლილე საყვარელო ასეთი რძალი რომ გყავს ვინ დაგტოვებს საკანში ჩხუბის გამო
-ის ბარი რო დალეწეთ ეხლა ჯობია ვიყიდო საერთოდ
-ბიზნესს იწებს უკვე
-შენი ხმა არ გავიგო რა მასკარადი მომიწყე იქ მე ვერ მივხედავდი? რამდენი ვინმე მოვა და მეტყვის მეცეკვეო იმდენჯერ ციხიდან უნდა გამოგიყვანო და მთელი ბარი გავარემონტო? აზრზე ხარ შენ საერთოდ?- იღრიალა მარიამმა და ნაპერწკლები გამოყარა თვალებიდან ალექსი კი მშვიდად იდგა და უყურებდა
- უარესიც შეიძლება მოხდეს თუ ვიმე შეგეხება ორვე ხელი მოტყდეს სესაძლოა იმ ერთთან ერთად
-ხო ეგ ცალკე საქმეა შეიძლება გიჩივლოს ფაქტიურად აწამე ჯერ ხელი მოტეხე მერე ცემე კიდე -ხელების ქნევით ლაპარაკობდა და ის კიდე არ იმჩნევდა არაფერს
-შენ ნუ ღელავ პირველად არ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და როგორმე ეხლაც ჩემით მოვაგვარებ შენი დახმარება არ იყო საჭირო
-ალექს რეები ჩაატარე იქ ჩვენ გასულები ვიყავით და რომ ვნახეთ მოგვიყვნენ შემდეგ- მელინა შევიდა სახლსი აღელვებული და გაოცებული- პირდაპირ მოხიბლული ვარ თქვენით - ლუკას გაუღიმა განსაკუთრებით და ბოლოს სიტყვები ინგლისურად თქვა სხვებსაც რო გაეგოთ
-სულ გაგიჟდით თქვენ ხო რაა მაგასი მოსაწონი
-კაი რა კაცმა შენ გამო მოამტვრია ხელი იმ არსებას და მაგაზე მაგარი რა არი შენს ადგილას სულ დავუკოცნიდი იმ ნაკაწრებს- იტალიურად უთხრა მელინას დამ - უი სულ მავიწყდება მანაც რო იცის იტალიური-ბოლოს გაიცინა და ისე დააყოლა
-ამათ მიბაძე და ნუ მეჩხუბები მაინც -იტალირად უთხრა მარიამს და წავიდა.
-მომეცით ერთი ჭიქა მარტო თქვენ რო სვავთ რა უბედურებაა- დაჩის ვისკის ჭიქა გამოგლიჯა და გადაკრა
-აი მესმის ქალი
-წავედი მე ძალიან არ იხმაუროთ გვრიტებო დებო და ლუკა , ნატამ დამირეკა და მითხრა ნამსხვრევი მოხვდა რეზის ვიღაც რო ესროლა ჩვენს მაგიდას ლუკამ და საავადმყოფოში ვარ ვერ მოვალ ნაკერებს ადებენო
-ესეიგი სწორი ტყორცნა იყო ორი კურდღელი მოვკალი ერთი დარტყმით
-რა გიხარია ნეტა იმასთან ერთადაა ეხლა საავადმყოფოში და ისიც აცოდებს თავს შენ კიდე იყავი აქ- მარიამმა უთხრა და წავიდა
-ფუ ეგ ვაფსე ვერ მოვწვი მაინც ვინ ჩემი *ლეა მაგის გამოჩენა მინდოდა? ისედაც აუღებელი ციხესიმაგრეა-დაიწუწუნა ლუკამ და თვითონაც დალია ერთი ჭიქა. მთელი ღამე სახლში ერთობოდნენ ყველა ერთად.
მარიამი საძინებელში ავიდა , ალექანდრე ვიღაცას ესაუბრებოდა მობილურზე მარიამის შესვლის შემდეგ გათიშა და გახდა დაიწყო . მარიამი საწოლში იწვა უკვე და უყურებდა
-მაგ ხელების მობანას არ აპირებ? -ხელზე რო შეხედა მაშინ უთხრა მერე მაისური დაინახა სისხლი ეცხო გვერდთან როცა გადაიძრო ჭრილობა დაინახა საიდანაც სისხლი მოდიოდა და წამებში მის წინ იდგა ერთი ხელი მის პრესზე ედო მეორეთი კი წრილობას ამოწმებდა-ეს რა არის აქამდე როგორ ვერ შევნიშნე , ან რატო არ მითხარი დაშრილი თუ იყავი... სისხლიც მოგდის საავადმყოფოსი წაგიყვან იქნებ ნაკერის დადება უნდა-წამებში იმდენი რამის თქმა მოასწრო ალექსმა პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ბოლოს მისი სახე მოიქცია ხელებში და ასე გააჩერა
-დამშვიდდი, გაჩუმდი და მომისმინე პირველი ნუ ნერვიულობ ნაკაწრია. მაგიდაზე რო დავვარდი მაშინ გამეჭრა არ მტკივა და მნიშვნელოვანიც არაფერია მივხედავ ნაკერი არ უნდა ზედაპირული ნაკაწრია
-მანდ დაჯექი ვნახავ მე თვითონ რაცაა - უცებ მოშორდა და სააბაზანოსი გავარდა იქედან ბინტი ბამბა და სპირტი გამოიტანა საწოლზე დასვა ალექსი დათვითონ გვერდით დაუჯდა წრილობა მოწმინდა და რო დაინახა მართლა ნაკაწრი იყო ამოისუნთქა
-ხედავ? შემეშვი ეხლა მიწვავს ეგ სპირტი
-მადროვე საერთოდ ხმას როგორ იღებ ნამსხვრევი რო შესულიყო კანში დაგიზიანებდა ღვიძლს ან კიდევ სხვა რამეს
-შენ ასეთი ნერვიულობ სულ?
-ჩემი ქმარი ჩემს გამო არ ჩხუბობდა აქამდე
-ესეიგი ჩემზე ღელავ
-ზედმეტს ლაპარაკობ -უთხრა და ისე დააჭირა ბამბა აეწვა
-მეწვის მარიამ
-ხოდა გაჩუმდი - როცა მოწმინდა მალამო წაუსვა და საფენი დაადო -იმას ურტყავდი თუ ხეს რას გიგავს ხელები - მისი ხელი ფეხზე დაიდო და გაწმენდა დაიწყო - მაცადე გაგწმინდო ნუ მისმევ თითებს სად მიძვრები ადამიანო- როცა ხელი ზემოთ აასრიალა მაშინვე გააჩერა და ახედა
-ამეწვა და ვიფიქრე უკეთეს ადგილს ვნახავ მოსაჭერადთქო
-რა პატარა ბავშვივით იქცევი ამხელა კაცი მე ვარ 17 წლის თუ შენ
-ხან ჯმუხი ვარ ხან ბავშვი ჩამოყალიბდი ჯობია
-ძალიან კარგად მაქ მე აზრი ჩამოყალიბებული შენ თვითონ მიხვდი და გაერკვიე ჯობია - უთხრა ყველაფერი აალაგა და სააბაზანოში გავიდა. უკან როცა დაბრუნდა საწოლსი დაწვა შუქი ჩააქრო, ზურგ შექცეული იწვა და ვერ იძინებდა სანამ ალექსი არ მოეხვია .

ბათუმში კიდევ ერთი დღე დარჩნენ შემდეგ კი სამხრეთ საქართველოში გადაინაცვლეს ერთ დღეში დაათვალიერეს ყველაფერი და უკვე მთაში ავიდნენ კერძოდ სვანეთში . ლუკა არ წაყვათ რადგან ნატა არ მიდიოდა არც თვითონ მოისურვა სამაგიეროდ ბათუმში არ შორდებოდა სატრფოს გვერდიდან. სვანეთში სახლი ქონდათ ნაყიდი ძელებური ეზოში კოშკით რომელიც გარემონტებული იყო და ყველაფერი იყო რაც ჭირდებოდათ.ვინაიდან ღამით ცავიდნენ ვერაფერი ნახეს პირდაპირ საძინებლებში ავიდნენ, ბარგი თვითონ სეალაგა კარადაში ორივესი უცებ რადგან დაკეცილი ეწყო ყველაფერი და სააბაზანოში შევიდა . რომ გამოვიდა ალექსიც ოთახში იყო უკვე და დასაწოლად ემზადებოდა
-დარწმუნებული ვარ აქაურობით მოიხიბლებიან
-ხო მეც პირველად ვარ ღრმა ბავშვობის სემდეგ მასინაც არაფერი მახსოვს რა ვნახე და რა არა
-მე ბოლოს დაჩისთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ვიყავი იმათ დაგვპატიჟეს ნინოს ძმის ცოლი ნათია ბიცოლა სვანია და მან დაგვპატიჟა აქედან მოშორებით სოფელში აქვთ სახლი
-ეხლა აქ არიან?
-არ ვიცი რატო იკითხე
-თუ იქნებიან გავიცნობდი მაინტერესებს ნინოს რძლის გაცნობა ძმისსვილებისაც
-გავიგებ დიდი ხანია ბიცოლა არ მინახია
-ხოდა ვნახოთ -მისკენ გადაბრუნდა და საბანი გადაწია
-რას აკეთებ სად წაიღე ეგ ცივა აქ
-მადროვე - მისკენ გადაიწია ჭრილობიდან სახვევი მოხსნა რომელსაც ძალისდატანებით უჩერებდა აქამდე და ჭრილობაზე თითი გადაუსვა-მოშუშდა უკვე ეს წითელი ხაზიც შეიცვლის ფერს და ეგაა აღარ გინდა ეს გადააგდე- სახვევი ძირს დააგდო და ისევ უნდოდა დაბრუნება წელზე მოხვეულმა ხელმა რო შეაკავა . ალექსზე იყო აკრული ნახევარი სხეულით და ნელ-ნელა მისკენ უფრო იხრებოდა-ალექსანდრე რატო ცელქობ ტყუილად?
-ვინ გითხრა რო ტყუილად?- მანაც ჩუმად უთხრა და აკოცა როცა შეწყვიტა ხელი გაუშვა- ტკბილი ძილი
-შენც ასევე- გაუღიმა მანაც აკოცა და უკვე თავის ადგილას დაწვა- რამდენი დღე დავრჩეთ ?
-ცოტა დრო გვაქ სანახავი ბევრია ამიტო სამ დღეზე მეტი არ გამოვა
-კარგი იყოს სამი დღე

მეორე დღეს საუზმობის სემდეგ ერთად წავიდნენ ეკლესიების და კოშკების დასათვალიერებლად, მთელი დღე გარეთ იხეტიალეს, მეორე დღისთვის ტყეში ლაშქრობა დაგეგმეს და სამზადისს შეუდგნენ .
-მსგავსი სილამაზე და შენობები არასდროს მინახია მართლა სასწაული ქვეყანა გაქვთ ყველაფერი გამორჩეულია ამ პატარა ადგილას აუცილებლად ჩამოვალ კიდევ
-ზამთარში სათხილამურო კურორტებზეც დაგასვენებთ ეხლა მხოლოდ მწვერვალებზეა თოვლი, თეთნულდზე ვერ ავალთ მთასვლელობა ნამდვილად არ შემიძლია
-დარწმუნებული ვარ კარგი იქნება სხვა ყველაფერი რაც წინ გვაქ
-ხვალ ჩემს ნათესავებთან მივდივართ და თქვენც წამოხვალთ თუ დარჩებით და მარტო ისეირნებთ ბიჭები წაგყვებიან თუ რამე
-არა თქვენ წადით მომდევნო დღეს წაალთ და ბარემ დავტკბებით იქ დარწმუნებული ვარ იმდენს მაჭმევენ ვეღარ გავივლი ეს კუბდარი სასწაულია მაგრამ ხაჩაფურია ჩემი ფავორიტი იმერულიც და აჩარულიც
-მე აჩარული მომეწონა უფრო
-მე საერთოდ მიყვარს ქართული კერძები
-იმიტო ხარ მაგხელა
-დავიჯერო ჩემი სხეული არ მოგწონს?-ქართულადვე უპასუხა ცოლს და ტუჩზე იკბინა
-ისე როგორც შენ ჩემი
-საინტერესო პასუხია
მეორე დღეს წავიდნენ ნათია ბიცოლასთან . მანქანა ეზოსთან გააჩერეს და შევიდნენ. მაშინვე გამოვარდა უზარმაზარი ძაღლი რომელიც ისე მორბოდა მათკენ მარიამი პანიკასი ჩავარდა და ისე აეკრა ალექსანდრეს კივილით ლამის შემოაგლიჯა ზედა, მიუხედავად მისი დამამსვიდებელი სიტყვებისა როცა ძაღლი მიუახლოვდა მასინვე გონება დაკარგა და ჩაესვენა მის მკლავებში . როცა გამოფხიზლდა ალექსანდრე დანახა და მასინვე წამოიკივლა
-მარიამ დამშვიდდი ნახე სახლში ვართ აქ არაა ძაღლი და არც დაკბენილი ხარ
-შენ კარგად ხარ? სადმე ხო არ უკბენია იცოდე ეხლავე მითხარი ექიმს ჩამოვაყვანიებ და შრატს გაგიკეთებენ ხო იცი რა საშიშია იქნებ და რა ჭირს -შეშინებული აკვირდებოდა ხელებზე და სახეზე ნაკაწს და კბილების კვალს ეძებდა
-დამშვიდდი შვილო კარგია რო ღელავ ქმარზე , მაგრამ მურა ჩვენი ოჯახის წევრია და ალექსანდრეს დასაგლეჯად კი არა მოსაფერებლად მორბოდა ბიჭებმა ერთად გაზარდეს - ეხლაღა დაინახა ოთახში მყოფი ფუმფულა საყვარელი ქალი და ორი ბიჭი
-მე არც კი ვიცი საშინლად გამომივიდა თქვენი გაცნობა ალბატ რას აღარ ფიქრობთ ზოგადად პანიკურად მეშინია ძარლების ბავშვობიდან მიუმეტეს ამხელა როცაა და
-რა საშინლად რძალო შეწუხება რა არის სენს ქმარს ეგრე ხვლიკებზე აქ ალერგია კი არ წუხდება ჩვეულებრივად კრუნჩხვები ემართება-სიცილით უთხრა ერთ ერთმა რომელიც ძალიან გავდა დედას
-ერეკლე ენა გაიჩუმე
-რატო ბრაზდები სულ ამას რო ვამბობ ვითომ მართალი არაა
-გეყოფათ ეხლა გავიცნოთ ეს გოგო გადავრიეთ მგონი მე ირაკლი ვარ უფროსი ძმა ეს კიდე ერეკლეა ესენი ერთად როცა არიან საშიშია ახლოს ყოფნა ნებისმიერ წამს შეიძება იჩხუბონ პატარა ბავშვებივით ისე კი არ ეტყობათ მერე
მარიამო წამოდგა და ხელი შეაგება, შემდეგ დანარჩენებიც გაიცნო და ოთახში პატარა გოგო შემოვარდა ბაჯბაჯებდა მაგრამ მაინც მორბოდა
-მამაა მამიკოოო გავიღვიძე მე - ირაკლისთან მივარდა და მანაც ხელში აიყვანა
-ჩემი გოგო მოსულა მა დედკოც მოდის?
-ხო აქ ვარ უკვე უკაცრავად ბავშვთან ვიყავი და ვერ ჩამოვედი კარგად ხართ?-ოთახში ძალიან ლამაზი საშუალო სიმაღლის გოგო შევიდა ბავვშვი სულ მას ჰგავდა-მე მარი ვარ ირაკლის ცოლი
-სასიამოვნოა
-ჩენ ვინახარ?რა გინდა ჩემც სანდლოცან?-წარბშეკრულმა უთხრა ბავშვმა რომელიც ამჯერად ალექსის ხელში იყო მოკალათებული
-მე ვარ ალექსის ცოლი აი ისე როგორც შენი დედიკოა მამიკოს ცოლი
-ეს ის გოგოა მიყვარსო რო მითხარი? ცოლად არ მომყვებაო რო მითხარი ის რა იყო აბა?- ჩუმად უთხრა მაგრამ მარიამს ესმოდა და სიცილს ძვლივს იკავებდა
-მაგას მერე აგიხსნი ხო? -ალექსანდრემ უთხრა და აკოცა
-ისე ლამაზია ძალიან რაც მართალია მართალია -ბოლოს თქვა და მარიამს გაუღიმა -ისე რატო მიყურებს ვითომ რაღაცა სასწაულს ვამბობდე ველ გავიგე-ისევ ჩუმად გადაულაპარაკა
-ნამცეცა რო ხარ მაგის ბრალია
-არ ვარ მე ნაცეცა ჩენ ქალ ვებეთელა
-რა გქვია პატარავ?
-მე პატარა არ ვარ გენაცვალე ლიზი ვარ
-უკაცრავად ლიზი და რამდენი წლის ხარ ლიზი?
- ხუთის გავხდები მალე
-მართლა? ასე კარგად ლაპარაკობ უფრო დიდი მეგონე
-აი ხო ხედავ დიდიო შენ კიდე ნამცეცას მეძახი ეს გოგოა ის ზუსტად ვიცი
-ეგ თვითონ მაგან არ იცის-მარიამმა თქვა და ნათიას მიუბრუნდა-თქვენ ნათია ხართ ხო? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ჩემთვისაც .წამობრძანდით მისაღებში გავიდეთ
ისაუბრეს უკეთ გაიცნეს რძალი და შემდეგ სასადილოდ დასხდნენ , ბავშვი სანდროს არ შორდებოდა . მარიამი ასეთ მხიარულს და ბედნიერს პირველად ხედავდა სანდროს , ბავშვს ისე ართობდა შეგშურდებოდათ , შემდეგ ეზოში გავიდნენ ბავში საქანელისკენ გაიქცა. მარიამი ალექსანდრეს მიყვებოდა გვერდით და შეშინებული იხედებოდა ირგვლივ და აი გამოჩნდა უზარმაზარი მურაც ისევ ისე მორბოდა
-ალექსანდრე მოდის ვაიმე მეშინია რო წავიდეს არ შეიძლება - მარიამი უკან ამოეფარა ალექსს და ხელზე ჩამოეკიდა ლამის
-კაი რა მარიამ ამხელა იმპერიის მმართველ ქალს ძაღლის გეშინია?
-ნუ დამცინი ვაიმე მოვიდა- ისეთი საყვარელი გამომეტყველება ქონდა ალექსანდრეს ყურება სიამოვნებდა და არაფერს აკეთებდა
-წადი მარითან და ნათიასთან შენ არ გამოგყვება ჩემთანაა მოსული -მშვიდად უთხრა და ძაღლისკენ დაიხარა რომელიც უკვე მსი ფეხებთან იყო წამოგორებული და გახარებული ათას რამეს აკეთებდა , რომ ეფერებოდა ეს საერთოდ გატკბა და იყო განცხრომაში . მარიამი გოგოებთან მივიდა და იქედან უყურებდა
-ნუ გეშინია შვილო არაფერს დაუშავებს ეგრე თამაშობენ ეგენი სულ მაგათი გაგიჟებულია ეგ ძაღლი
-ეხლა ვხვდები საშიში რომ არაა მაგრამ მე მაინც მეშინია
ბევრი ისაუბრეს , მარიამმა ჩუმად უღო ფოტოები ალექსანდრეს და ბიჭებს ძაღლთან ერთად რომ გორაობდნენ მინდორზე და ბევრი იცინა კიდეც. ბიჭები სადღაც მიიმალნენ , მარიამი ეზოში იჯდა მარისთან ერთად უკნიდან რო მოეხვია და ყელში აკოცა
-ამაღამ აქ დავრჩეთ რა
-დალიე?
-ცოტა
-გოგოებს რა ვუყო?
-დაურეკე და უთხარი რო ვერ მივდივართ არაფერი მოუვათ ამ ერთ ღამეს მარიამ- ისეთი ხმით ელაპარაკებოდა დააბოლა ფაქტიურად თან რო კოცნიდა -მარიაამ
-კაი ხო კაი ნუღარ მკოცნი სირცხვილია
-ჩემ ცოლად რო გთვლიან შენ არ იცი? რაა სირცხვილი
-რა კარგი წყვილი ხართ ძალიან უხდებით ერთმანეთს
-ბიცოლა ბავშვის გაჩენას არ გეგმავთ ? თუ ახლანდელი ახალგაზრდებივით ხართ თქვენც -ნათიას მოულოდნელმა კითხვამ ორივე დააბნია
-ბავშვი ? ბავშვი ადრეა ჯერ ..ვნახოთ... შეიძლება
-რა ნახვა გინდა ბიჭო არ გიჟდებოდე მაინც ბავშვებზე თან ნინოს ისე უნდა შვილიშვილი
-მაშო ხო ყავს მერე თან დანიშნულია როდის მოესურვება გათხოვება კაცმა არ იცის
-მაშოს რას უყურებ დედა შენ ჯერ სულ გვეგონა თუ არ მოიყვანდი ცოლს და
-კაი დედა რა შეჭამე ხალხი
-ეს ახალგაზრდები გამაგიჟებთ არაფერი თქვენ არ გინდათ და არ მოგწონთ
საკმაოდ გვიან შევიდნენ საძინებელში , საწოლი პატარა იყო იმასთან შედარრებით რასაც ქალბატონი იყო შეჩვეული
-რა ჩავიცვა ?
-მე თუ მკითხავ არაფერი
-არ გკითხავ -მისკენ წავიდა და მაისურის ბოლოს დაწვდა
-საინტერესო სვლაა
-დიდი მადლობა მაისურისთვის- გადააძრო და მოშორდა , ზურგით დადგა მაისური გადაიძრო სანდროსი გადაიცვა და შემდეგ შარვალიც გაიხადა . იმხელა ქონდა სანდროს მაისური კაბის მაგივრობას უწევდა -რამხელაა რა - საწოლისკენ წავიდა . ალექსანდრემ შარვალი გაიხადა და დაწვა .
-მაგ მაისურში უფრო მინდები ჯობდა მართლა საცვლებით დაწოლილიყავი
-ძილინებისა - ზურგი აქცია და დაძინება სცადა , მაგრამ ალექსანდრეს სურნელს იმდენად მძაფრად გრძნობდა გონება ებინდებოდა - მთელს ფლაკონ სუნამოს ისხავ? რა უბედურებაა
- არ მოგწონს? -ისე ახლოს იგრძნო მისი სხეულის სითბო და სუნთქვა გული შეეკუმშა
-იმაზე ბევრად ვიდრე გგონია - გათიშულმა უთხრა და კოცნაც იგრძნო ყურისძირში -გაჩერდი არ შეიძლება არ მინდა არ გვინდა
-როგორ არ გინდა არ შეიძლება მართალია -კოცნიდა და ლაპარაკობდა- ხვალ სად მივდივართ?
- რაჭა და მერე ყაზბეგში მივდივართ გადავწყვიტე მთები ვანახო და მერე დავბრუნდეთ თბილისში -მისკენ შებრუნდა და აკოცა
-კარგი აზრია ბოლს კახეთი დარჩება მერე მე და შენ ვიქნებით მარტო ჩვენს სახლში
-სანამ გავეყრებით - ერთმანეთს კოცნიდნენ მერე მარიამმა ხელები მის პრესზე ააყოლა და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა - მე რო გამეყრები სხვას მოიყვან ხო?- ყურთან აკოცა და იგრძნო როგორ გააჟრჟოლა
-ალბათ -ეს რო უთხრა ალექსანდრემ ეგრევე მოშორდა და მისი ხელებიც მოიშორა
-ხოდა რომ მოიყვან იმას ეფერე რამდენიც გინდა
-ეჭვიანობ პატარავ?!
-მეტი საქმე და სადარდებელი არ მაქ რაც გინდა ის ქენი - უთხრა და გადაბრუნდა
-არც გაქ შენ ხო ყველაფრის მიღება შეგიძლია რაც გინდა
-მერე შენ თავი გამონაკლისი გგონია?
-არ მგონია, გამონაკლისი ვარ!
-არ ვიქნებოდი დარწმუნებული -უთხრა და დაასრულა საუბარი.
მეორე დღეს რაჭაში წავიდნენ იქ მხოლოდ ერთი დღე დარჩნენ და საღამოს ყაზბეგისკენ აიღეს გეზი სადაც მარიამს სახლი არ ჰქონდა და სასტუმროში დარჩენას გეგმავდა . შუაღამით განათებულ ეზოში რომ შევიდნენ გაუკვირდა
-სასტუმროში არ მივდივართ?
-მე მაქ მოკრძალებული სახლი ქალბატონო მარიამ და თუ დამდებთ პატივს მომავალი სამი დღე აქ გაატაროთ დიდად ბედნიერი ვიქნები
-აქამდე ვერ მითხარი? დავჯვავშნე
-გავაუქმე უკვე ნუ ღელავ . არ გადმოხვალ?
-ვნახოთ შენი სახლი დარწმუნებული ვარ მომეწონება - გოგოები უკვე გადმოსულები იყვნენ და მათ მანქანასთან იდგნენ
-ხომ გვითხარი სასტუმროში წავალთო
-ალექსს სახლი ქონია აქ და ამიტომ აქ დავრჩებით აბა ეხლა შევიდეთ და ვნახოთ ჩვენი საძინებლები თორე დავიღალე რა
-წავიდეთ მეც დავიღალე
სახლში შევიდნენ და ყველაფერი ხეში იყო , ისეთი ნახელავი იყო სიმყუდროვეს და კომფორტს ერთდროულად ქმნიდა . სახლში ხის ლამაზი დახვეული კიბე იყო მეორე სართულზე ასასვლელად სადაც საძინებლები იყო
-ძალიან ლამაზი და განსხვავებულია
-მიხარია თუ მოგწონს ჩვენს საძინებელში აიტანენ ბარგს ბიჭები , მაგრამ რაღაც უნდა გითხრა მცირე ლაფსუსი მოხდა აქ ქალი რომელიც ადგილობრივია და სახლს უვლის როცა ჩამოვალთ გვხვდება ხოლმე ვერ მოვა ხვალ ვინმე სხვას ვიპოვი მაგრამ დილას სადმე სხვაგან მოგვიწევს საუზმობა
-არაუშავს მე მოვამზადებ რამეს წავედით ეხლა საძნებლებს ვნახავ გოგოები აირჩევენ და დავიძინოთ -კიბეები აიარა გოგოებთან ერთად საძნებლები ნახეს აირჩიეს თვითონ კი ალექსთან შევიდა მათ საძინებელში და მაშინვე გახდა დაიწყო სარაფნის ელვა გახსნა და ფეხსაცმელები იქვე გაიხადა . ინსტიქტად აქვს ქცეული ეს მოქმედება
-მღლის მანქანით მგზავრობა
-თვითმფრინავით აბა წამებში გადახვალ და გადმოხვალ რა მუღამი აქ
-სადაა ჩემი ჩანთა
-კარადასთან - ხელით მიუთითა და სააბაზანოში შევიდა- ხვალ გერგეტის სამებაზე ფეხით ავალთ?
-შორია ხო? მანქანით ავიდეთ
-სპეციალური მანქანა იქნება საჭირო ისე ფეხით ასვლა ჯობს ლაშქრობა გამოვა ფაქტიურად ისეთი სავალი გზაა
-ხშირად მოდიხართ აქ?
-მთელი თვე მონასტერში ვიყავი შარშან ისე იშვიათად ამოვდივართ
-მთელი თვე ბერივით იყავი?
-ხო კიდე დიდი სიამოვნებით ამოვიდოდი ისე მშვიდად და თავისუფლად თავი არასდროს მიგრძვნია ფიქრის საშუალება გაქ საღ გონებაზე -სააბაზანოდან ელაპარაკებოდა და გამოვიდა კიდეც მარიამი თმას ივარცხნიდა
-არც მე მაწყენდა საღ გონებაზე გადაწყვეტილების მიღება და დასკვნების გამოტანა - თმა წინ გადაიყარა და ჩამოვარცხნა დაიწყო
-რას წამობ მარიამ-თმაზე მიუთითა რომელსაც ძვლივს ივარცხნიდა
-უნდა შევიჭრა მალე თორე იმხელა გამეზარდა ამ სამ თვეში ვეღარ ვივარცხნი უკვე -სავარცხალი კარადაზე დააგდო - ეხლავე შევიჭრი ისე ვარ
-არ შეიჭრა ეგრე მომწონს -მის უკან იდგა ისე რომ სარკეში ჩანდა მასთან ერთად , დაიხარა და სავარცხალი აიღო შემდეგ თმები უკან გადაუწია , სარკეში შეხედა მარიამს და თმის ვარცხნა დაიწყო . მარიამს ისე სიამოვნებდა გაყურსული იჯდა და არც ტოკდებოდა , ასე მშვიდად არაფერს გაუხდია თითქოს ყველანაირი დაღლილობა მოეხსნა და განთავისუფლდა-მორჩა შეგიძლია დაწვე
-არ მინდა - ისე საყვარლად უთხრა ალექს გაეღიმა , სავარცხალი დადო მისკენ დაიხარა და ხელში აიყვანა
-დაწოლილსაც შემიძლია იგივეს გაკეთება
-მაშინ კარგი - გაიღიმა და კომფორტულად მოკალათდდა საწოლში , ალექსანდრე რო დაწვა მას მოეხვია ის კი თმაზე ეფერებოდა . ასე მშვიდად არასდროს დაძინებია თითქოს ჩვილი ბავშვი იყო .
დილით არაჩვეულებრივ ხასიათზე გაიღვიძა, ისევ იმ პოზაში ეძინა , წამოიწია ალექს ლოყაზე ფრთხილად აკოცა წამოდგა და ფანჯრიდან ხედს გახედა , გრილი სიო უბერავდა და თმებს ურევდა . მალე მოეხვია ალექსი და ლოყაზე აკოცა
-სიცივეა
-აღარ მცივა- მის ხელებს თავისი შემოხვია და თავი მის მხარს მიაყრდნო- რალამაზი ხედია ნამდვილი საოცრებაა
-საოცრება ხარ -ჩუმად უთხრა და ყელში აკოცა
-წამოდი- უცებ ჩაკიდა ხელი შარვალი მიაწოდა და პლედი აიღო
-სად წამოვიდე მზე არ ამოსულა ჯერ-შარვალი ჩაიცვა და ისე უთხრა
-სწორედ მაგის სანახავად წავიდეთ- მობილურიც აიღო ხელი ჩაკიდა და დაპლატუნდა , კიბეები ჩაიარეს ჩუმად და ეზოში გავიდნენ , სარწეველა სკამთან მივიდა საიდანაც არაჩვეულებრივად მოჩანდა როგორ ამოდიოდა მზე მთებს მიღმა და ნისლს ფანტავდა რომელიც მწვერვალებს ფარავდა
-გიჟი ხარ და გამეყინები მალე- ალექსმა პლედი გამოართვა და მოაფარა
-მოდი ჩემთან - ხელი მოკიდა და გვერდით დაიყენა ისე რომ მათ უკან მოჩანდა ის არაჩვეულებრივი ხედი , მობილურზე კამერა ჩართო - დავაფიქსიროთ კამერაზე ჩვენი პირველი დილა ყაზბეგში სანდრიკო- გაიღიმა მობილური შორს გაწია მეორე ხელი სანდროს ლოყაზე მიადო და ვნებიანად აკოცა . ფოტოზეც შესაბამისად ჩანდა მზის ამოსვლა და მათ წინ წყვილი რომელიც ერთმანეთს კოცნის.
-მშვენიერი დილაა- როცა კოცნა შეწყვიტა მაშინვე უთხრა ამჯერად თვითონ მოხვია ხელი და კოცნა გაახანგრძლივა
-გაცივდები - შიშველ მხრებზე მოხვია ხელი რომელიც ტემპერატურის გამო ისეთი ცხელი აღარ იყო როგორც ყოველთვის ამიტო პლედის ბოლო გაშალა და მასაც მოახვია , ასე რომ ჩახუტებულები იდგნენ და უყურებდნენ მზის ამოსვლას. შემდეგ დები ჩამოვარდნენ უკვე ჩაცმულ მოკაზმულები და თავიანთი აღტაცება გამოავლინეს დაიწყეს ფოტოების გადაღება და ერთი ამბავი დაატრიალეს.
მარიამის მომზადებული საუზმის შემდეგ მონასტრის გზას დაადგნენ, გოგოების მოთხოვნით ფეხით წავიდნენ, ისეტი გზა ქონდათ ასავლელი მარიამი კინაღამ დაგორდა ბოლოს ალექსანდრეს მისი დაჭერა რო ამოუვიდა ყელში ხელი ჩაკიდა და ისე წაიყვანა . ასვლის შემდეგ სრულიად შეწყვიტა წუწუნი და ის ფეხისტკივილიც დაავიწყდა ისეთი გარემო იყო . მთელი დღე საღამომდე მონასტერში გაატარეს , ის გარემო ყველასგან გამორჩეული იყო მწვერვალზე მონასტერი რომლის ირგვლივაც მხოლოდ მწვერვალებია რომლებიც თოვლითაა დაფარული .
უკან ისევ ფეხით დაბრუნდნენ და პირდაპირ სახლში წავიდნენ , უკვე მოსამსახურემ მოუმზადათ ვახშამი , ეზოში ივახშმეს , ისაუბრეს გოგოები საძინებელში ავიდნენ, მარიამი კი ალექსს მიუჯდა გვერდით და ჩაეხუტა
-კიდე ჩამოვიდეთ აქ - უთხრა და ლოყაზე აკოცა
-გაყინული ხარ მოდი ჩემთან გაგათბო თორე ყინულის დედოფალი გახდები მალე- ხელი მოხვია და წამებში მის მუხლებზე დასკუპული აღმოჩნდა , პლედი მოაფარა და გულზე მიიკრა
-სხვათაშორის ასე რო ჩამიჯინე გეკითხა იქნებ და არ მინდოდა
-მალე შევიდეთ თორე გაცივდები- არ მიაქცია მის ნათქვამს ყურადღება შუბლზე მიაკრა ტუჩები და ხელი ჩამოუსვა, მარიამმა ცხვირი მის ყელში ჩამალა და სურნელი შეიგრძნო , მერე ტუჩები მიაკრა და თავი მხარზე ჩამოდო
-მიყვარს მე შენი სურნელი -ჩუმად უთხრა და გაიტრუნა. ალექსანდრეს უბრალოდ გაეღიმა , არაფერი უთქვამს ცოტახანს ისხდნენ ასე შემდეგ წამოდგა ცოლიანად და სახლისკენ წავიდა არც გამოუთქვია პროტესტი ვინმეს . როცა დაწვა , მარიამი სააბაზანოდან სემდეგ გამოვიდა თმა გაიშრო სავარცხალი აიღო და საწოლში სწრაფად შეწვა , საბანი გადაიფარა და სანდროსკენ გაიხედა
-რატო მიყურებ ისე თითქოს თმის დავარცხნა გინდა და თქმას ვერ ბედავ- გაიცინა ალექსანდრემ და მხარზე აკოცა
-თუ გეზარება არ მინდა
-წახალისება მჭირდება- უფრო მიიწია მისკენ და აკოცა -მმმ მგონი კიდე მჭირდება -თითქოს დაფიქრდა და ისევ დააცხრა ტუჩებზე
-ალექს- როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე თქვა და მხარზე მიადო სავარცხალი
-მოიწიე ჩემსკენ პატარა ქალბატონო - ხელი მოხვია მუცელზე ზურგით შეაბრუნა თავისკენ და უფრო ახლოს მიაჩოჩა შემდეგ თმები ზურგზე გადაუწია - შენ ასე გატრუნული კიდე ხარ ოდესმე?
-თუ დაასრულე დავიწნი ჯობია აღარ ამერევა და ასეთ მდგომარეობასიც არ იქნება მერე - თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა და სავარცხალი ტუმბოზე გადადო თმები გვერდით გადმოიყარა და გაყოფა დაიწყო
-არა იყოს გაშლილი მე დაგივარცხნი არ მიყვარს შეკრული რო გაქ-გაუსალა ისევ უკან
-ხო მაგრამ...
-არავითარი მაგრამ დავიძინოთ - სანათი ჩააქრო თავის მხარეს, მერე მარიამის მხარესაც გადაწვდა ისიც ჩააქრო. ცოლსა ხელი მოხვია მის თმაში სახე ჩამალა, სურნელი შეიგრძნო და დამაგვირგვინებელი კოცნა დაუტოვა ყელზე-ძილინებისა პატარა-ჩუმად თქვა და დაიძინა
-ძილინებისა საყვარელო-მოგვიანებით თქვა და მშვიდად დაიძინა.
მეორე დღე ფაქტიურად ყველაფერი შემოიარეს ფეხით კარგადაც დაიღალნენ , საღამოს კი კოცონი დაანთეს , მწვადები შეწვა ალექსანდრემ იქვე გაშალეს სუფრა ხის მაგიდაზე და არაჩვეულებრივად დაასრულეს ის დღეც. ბოლო დღე უბრალოდ სახლში გაატარეს და შუადღეს უკვე აბარგდნენ და გადაინაცვლეს უკვე ჩრდილოეთ კახეთში, მეორედ ჩავიდნენ თუშეთში ამ რამოდენიმე თვეში იქ უკვე საკმაოდ დიდხანს დარჩნენ
-მომენატრა ეს საძინებელი - მარიამი საწოლზე დაემხო ვარსკვლავის ფორმაში და გაიღიმა
-ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდნება 20 აგვისტოა უკვე
-ხო გოგოებიც წავლენ სექტემბერში მუშაობა უნდა დავიწყოთ აუ არ მინდა სექტემბერი
-ეგ შეუძლებელია ქალბატონო მარიამ-სააბაზანოში შევიდა და კარი მიხურა. მარიამი ადგა როგორც იქნა და მეასეჯერ გახსნა ჩანთა სარაფანი ამოიღო
-გამოხვალ ამ წელში თუ შემოვიდე
-წვერს ვიპარსავ და თუ დამაცდი კარგი იქნება
-შემოვდივარ მე შენ ვერ გიცდი ეხლა - კარი გააღო და შევიდა , კაბა გაიხადა მერე კაბინაში შევიდა და საცვლები იქედან ისროლა ალექსანდრე სარკიდან უყურებდა წვერი შეისწორა შემდეგ კი გავიდა. მარიამი მზად ყოფნაში გაბრძანდა ფეხსაცმელი მოირგო და ქვემოთ ჩავიდა. გოგოები წასულები იყვნენ სასეირნოდ და ისიც წაბრძანდა, მალევე მიაგნო ქალბატონებს და უკვე ერთად დაიწყეს ფოტოების გადაღება მთელი კრებული დაუგროვდა ფოტოების . საღამოს აივანზე იჯდა და ლეპტოპში ტვირთავდა ყველაფერს , შემდეგ დათვალიერება დაიწყო ,ალექსანდრეს მზერას აკვირდებოდა რომელიც ყოველთვის მისკენ იყო მიმართული და ეღიმებოდა
-რას აკეთებს ჩემი ცოლი?-კარის ჩარჩოს იყო ალექსი მიყრდნობილი ხელით როცა გაიხედა და გაუღიმა
-მოდი ფოტოებს ვათვალიერებ
-შენ ფოტოგრაფობაზე არ გიფიქრია? იმდენი სურათი გადაიღე ცხოვრებაში არ მაქ მაგდენი ფოტო
-არა მოდელობაზე მიფიქრია მაგრამ გადავიფიქრე დიეტაზე მუდმივად ყოფნა არაა ჩემი საქმე არც არაფერში მჭირდებოდა ზედმეტი თავის ტკივილი, ჯობია სცენის ნაცვლად საპატიო სტუმრების ადგილას ვიჯდე და ვყიდულობდე ლამაზ სამოსს
-ეს როდის გადამიღე- ფოტეზე მიუთითა სადაც მწვერვალზე იდგა პროფილში იყო გადაღებული
-როცა მანდ იდექი მაშინ
-მარტო როცა დამინახე სულ გადაიღე ფოტო? რა უბედურებაა რამდენია წაშალე ესენი რაში გჭირდება
-შენ რა გაწუხებს განგებ გაყენებდი და გამზადებდი თუ რა სხვათაშორის ექსპრონტად გადაღებულია ყველა და შესასურად კარგად გამოიყურები
-კომლიმენტებს არ იშურებს ცოლი
-ხვალ ვიწყებთ არმოსავლეთისკენ სვლას იმდენი რამეა სანახავი ყველაზე მეტად დავითგარეჯი მომწონს
-ბოლოს ლოპოტაზე დავრჩეთ ერთი დღით და დავბრუნდეთ
-ხო ეგრე მოვიქცეთ , შევედი ეხლა თორე მცივა და მეძინება საშინლად.
-სულ გეძინება არ გამოგადგება ეგ
-შენ ნუ ღელავ- ლოყაზე ხმაურით აკოცა და სახლში შეცუნცულდა. - ფოტო არ წაSალო რომელიმე- უკან მობრუნდა და მკაცრად უთხრა.
ღამემ მშვიდად ჩაიარა როგორც ყოველთვის, მეორე დღეს სასტავი დაადგათ თავზე უჩვენოდ ამდენი ხანი ყოფნა არ გეკადრებათო . მარიამს მაშინვე მოხვდა თვალში ნატა ლუკას წყვილი და როგორც კი მარტო მოიხელთა ლუკა მაშინვე უთხრა
-ბავშვის ნათლია რო ვარ არ დაგავიწყდეს
-ცოლობაზე არ დამთანხმებია ჯერ
-თხოვე რო?
-ფაქტობრივად
-ფაქტობრივად ცოლობის თხოვნა არ გამიგია ეგ ყველაზე მაგარი მომენტი უნდა იყოს
-შენ როგორ გთხოვა ალექსმა ცოლობა
-არ ვიცი რა გითხრა ეგ ასე ვთქვათ ძალიან უცნაური იყო გამეორება შეუძლებელია არ ჩავუღრმავდეთ საკითხს ისე მოულოდნელად აქ რო თხოვო ხელი კახეთში კარგი იქნება მაგალითად სიღნაღში
-ეგ კარგი აზრია მადლობა რძალო ჯიგარი ხარ- ლოყაზე აკოცა ხმაურით და წავიდა
-რამ გაახარა ის გიჟი ასე- ალექსი მივიდა წვენით სავსე ჭიქებით და გვერდით დაუჯდა
-ქორწილში ქეიფი გველის სანდრიკო მალე -წარბები აუთამაშა და წვენი მოსვა - ძალიან გემრიელია მე რო მიყვარს ისეთი
-რა ქორწილი ვისი ქორწილი
-ნატა და ლუკა
-მეგონა ნატა უარზე იყო ჯერ ჯერობით
-იცოდი? მერე მე ცოლი ვარ აქ თუ ვინ ვერ მითხარი?
-ხო მიხვდი თქმა რა საჭიროა
-რაღაცეების თქმა საჭიროა მარტო მიხვედრა არ კმარა
-გააჩნია
-დანარჩენები სად წავიდნენ
-ცხენებით გასეირნება გადაწყვიტეს სიმშვიდეა დიდი ხანია ასე წყნარად არ ვყოფილვარ - ჭიქა გადადო და მარიამის ფეხებზე მოათავსა თავი , თვალები დახუჭა
-ნატას დაბადებისდღეა ორ დღეში და მაშინ წავიდეთ სიღნაღში , რესტორანში ავღნიშნოთ შესანიშნავი იქნება ხელის სათხოვნელად ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე ალბათ , ვგიჟდები სიურპრიზებზე რომლებიც გაბედნიერებენ -ტაში შემოკრა თავისი აზრით აღტაცებულმა და გაიცინა
-რომ არ დათანხმდეს?
-უყვარს და რატო არ დათანხმდება ზედ აწერია ისე უყურებს , თავიდანვე ვიცოდი ისეთი შესაფერისი წყვილია
-ხანუმა ხარ ფაქტიურად
-ნუ დამცინი
-წამო რა დავიძინოთ
-რა დროს ძილია რა მოხუცი ბაბუასავით ხარ რა გართობა გეზარება
-უბრალოდ დაღლილი ვარ და ბაბუას სანამ შემადარებ დაფიქრდი რა იცი როდის გაგიხსენო
-გამიხსენე მერე დიდი ამბავი.
გვიან ღამემდე იყვნენ ამ მდგომარეობაში შემდეგ სახლში ავიდნენ. კახეთის დათვალიერება უფრო მხიარულად გამოუვიდათ ვიდრე სხვა მხარეების რადგან უფრო მხიარულობდნენ და ათას სიგიჟეს აკეთებდნენ. სიღნაღში სამ საათზე ჩავიდნენ ძალიან ცხელოდა ამიტო ყველა სასტუმროს ნომრებში იყო, საღამოს სასეირნოდ წავიდნენ , ნატასთვის დაბადების დღე არც ერთ არ მიულოცია ლუკას თხოვნით ამიტომ მთელი დღე გაბრაზებული დადიოდა.
-გვრიტებო შეიძლება?-ლუკამ დაუკაკუნა კარზე მარიამს და ალექსს
-კი ლუკა შემო-მარიამმა მაშინვე უპასუხა მობილური გვერდით გადადო და ოთახში შესულ ლუკას მიეგება
-რძალო რაღაც მინდა გთხოვო
-თუ რამით შემიძლია დაგეხმარო რა პრობლემაა ლუკაიტო დაჯექი რას დგეხარ -სავარძლისკენ მიუთითა და თვითონაც დასკუპდა . ამ დროს გამოვიდა ალექსი სააბაზანოდან ნახევრად შიშველი მხოლოდ ტრუსი ეცვა და წყლის წვეთები კიდევ ემჩნეოდა
-ლუკა რა ხდება?
-ცოტახნით შემოგეჭერით მაგრამ მაინც მოგიწევთ გადადება ამაღამ დაგეგმილი საქმეების ყველაფერი ისე თუ მოხდა როგორც ვგეგმავ
-რა გინდა ეხლა თქვი- შარვალი ამოიცვა და დაჯდა
-მოკლედ უნდა თქვა რომ აქ ახალ გახნსილ რესტორანშ უნდა წავიდეთ მე ვერ ვიტყვი სიურპრიზი მაქ ნატასთვის რაღაც და შენი დახმარება მჭირდება რა იქ რო მივიდეთ დანარჩენი ჩემზეა
-ეგ მარიამის რესტორანია
-ყველაფერი შენი როგორაა
-უნდა გიხაროდეს გენაცვალე ყველგან უფასოდ გაქ უმაღლესი ხარისხით მომსახურება გარანტირებული
-იმდენი ვიჩალიჩე ტო ეგ რო მცოდნოდა ერთს დაგარეკინებდი და დაგვითმობდნენ იმ ტერასას
-მოკლედ ჩამოვალ ეხლა ეზოში არიან ყველა და მე მოვაგვარებ მაგ ამბავს ლუკიშ
-და ხარ - ლუკა წამოდგა ლოყაზე ხმაურით აკოცა და ალექსს მხარზე დაარტხა ხელი- სად ნახე შე ჩემა ეს შენი შესაფერისი გოგო მეც მიკვირს ღმერთის ამბავია უეჭველი ერთად რო ხართ -ეს რო თქვა ორივეს შეეცვალა გამომეტყველება -წავედი ეხლა და გელოდები
-მიდი და ჩამოვალ
ლუკა გავიდა წყვილი კი მარტო დარჩა მარიამი წამოდგა კარადა გამოაღო და კაბებიდან ერთ-ერთი გამოიღო შემდეგ მისი შესაფერისი ფეხსაცმელი ხელჩანთა და საწოლზე დადო
-შენ რას ჩაიცვამ?-ალექსს მიუბრინდა რომელსაც სულ ეკიდა რას ჩაიცმევდა
- რამეს
-ეს შარვალი და პერანგი ეს ფეხსაცმელი -უცებ გამოიღო კარადიდან მისთვის სამოსი და ზედ ააფარა -სუპერ
-წინასწარ იცოდი ხო რა გინდოდა ჩამეცვა
-არა უბრალოდ ის ავიღე რაც ჩემს დღევანდელ ჩაცმულობას შეეფერება ისე ყველაფერი გემოვნებით გაქ შერჩეული. ისე სენ ხო არ გიყვარს შოპინგი და ამდენ ტანსაცმელს როდის ყიდულობ
-კონსულტანტების დახმარებით ბევრი სიარული არ მჭირდება
-ჩაიცვი მაისური და წამო შენც
-მიდი და მოვალ-კარადასთან მივიდა და მაისური გამოიღო შემდეგ გადაიცვა და მარიამსაც წამოეწია. ეზოში ჩასვლის სემდეგ პირდაპირ მათკენ გადაინაცვლეს
-სასტავ არსად არ გავსულვართ და მე როგორც საქმიან ქალს გართბასთან ერთად საქმის გაკეთებაც მინდა და წავიდეთ რა ჩემს ახალ რესტორანში უცებ რო დავადგები მაინტერესებს როგორ მოგვემსახურებიან რა
-წავიდეთ მერე რესტორანს თუ კისრულობ რძალო მაგაზე უარს გეტყვით? (დაჩი)
-მელინა თქვენ რას იტყვით?-იტალიურად უთხრა მეგობრებს და როცა თანხმობა მიიღო ყველასგან უკვე მოსამზადებლად წასვლა გადაწყვიტა-ალექს წამოდი მოვემზადოთ
-მოგვიანებით ამოვალ
-კარგი წავედი- უცებ შებრუნდა და სასტუმროში შევიდა კუსკუსით. მომზადება თითქმის დასრულებული ქონდა როცა ალექსი ავიდა. ისიც მოემზადა და ორივე ერთად გავიდნენ ძალიან მაგრად გამოიყურებოდნენ . ერთად ჩავიდნენ ქვემოთ უკვე ყველა იქ იყო
-თქვენნაირი ცოლ-ქმარი მეორე არ დადის მსოფლიოში - დაჩიმ თქვა რაზეც მარიამს გაეცინა
-მართალია ჩვენნაირი დარწმუნებული ვარ მეორე არ იქნება
-ორიგინალურობა კი გიყვარს- ჩუმად უთხრა ალექსმა და წელზე ხელი მოხვია- არ წავიდეთ? -მეგობრებს გადახედა და ცოლს გზის გაგრძელებისკენ უბიძგა- გთხოვთ გალბატონო მარიამ - ხელით ანიშნა მანქანისკენ წასულიყო და ორივე უკან გაყვნენ მეგობრებს
-ეს ხელის მოხვევა რა საჭიროა
-დისკომფორტს გრძნობ?
-თუ მეტყობა გამიშვი
-არ გეტყობა -კარი გაუღო ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და ხელი მოაშორა წელიდან , მარიამი მშვიდად დაჯდა ღვედი შეიკრა და დაელოდა ალექსი როდის დაძრავდა მანქანას , მანაც არ დააყოვნა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. ვინაიდან ძალიან ახლოს იყვნენ რესტორანთან მლევე მივიდნენ. მარიამი რო დაინახეს ყველა უფრო მობილიზირებული იყო , მიესალმა მენეჯერს და თავიანთი ადგილისკენ წავიდნენ. უკვე ყველაფერი მზად ქონდათ , ისეთი ადგილი იყო მთელი ტერიტორია ხელისგულივით ჩანდა .
ყველაფერი ჩაბნელდა და მხოლოდ უზარმაზარი ტორტი გამოჩნდა მილოცვის და ტაშის თანხლებით . ნატა გაოცებული უყურებდა მისკენ მიმავალ ლუკას რომელმაც უზარმაზარი თაიგული მიაწოდა და მიულოცა . შემდეგ ტაშის ხმაც შეწყდა ისეთი ბედნიერი იყო სიტყვებსაც ვერ პოულობდა
-ეს როგორ... მე მეგონა არ იცოდით და დაგავიწყდათ მთელი დღე როგორ არაფერი დაგეტყოთ- გაბრაზებულმა უთხრა ლუკას ისე რომ მისი მხრიდან თავიც არ აუწევია
-სიურპრიზი ჩამეშლებოდა ნატალი - ყელში აკოცა და უკან დაწია- ეხლა სანთლების ჩაქრობის დროა ქალბატონო სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს
-ჩაფიქრებაც არ ჭირდება უკვე ამიხდი - უთხრა აკოცა შემდეგ კი ერთი შებერვით ჩააქრო ყველა სანთელი . ლუკამ სანამ გაგრძელდებოდა საჩუქრების გადაცემა ხელი ჩაკიდა და ტერასის თავისუფალი ნაწილისკენ გაიყვანა
-რამდენიმე წამით ყურადღებას გთხოვთ მეგობრებო რადგან მეტად მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას ვაპირებ . ცხოვრებაში პირველად და დარწმუნებული ვარ უკანასკნელად ვარ ამ მდგომარეობაში მინდოდა ეს დღე შენთვის ყველაზე განსხვავებულ და დასამახსოვრებელ დაბადებისდღედ გმახსოვრებოდა ამიტომ ჩემი გეგმის დღემდე გადადება მომიწია ძალიან მიყვარხარ და იმდენად ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე ცხოვრება მინდა გთხოვო ჩემი ცოლი გახდე -ამოისუნთქა და ისევ განაგრძოუკვე ბეჭდით ხელში- ცოლად გამომყვები ჩემო ნატალია?
პაუზა და სიჩუმე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა იმის გამო რომ ნატა ძვლივს იაზრებდა ამ ფაქტს. სიჩუმე ნატას თანხმობამ დაარღვია შემდეგ კი ლუკას ყვირილმა და უკვე წყვილის მეგობრებმა რომლებიც გახარებულები იყვნენ მომხდარით და ემოციებს გამოხატავდნენ. ლუკამ კი ხელში აიტაცა ნატა და რამოდენიმე წუთი აფრიალებდა შემდეგ ბეჭედი მოარგო და ისე აკოცა გათიშა საცოლე სიამოვნებისგან.
შუაღამით დაბრუნდნენ ნომრებში ალექსი ასეთ მდგომარეობაში პირველად იყო საწოლზე ტანსაცმლიანად დაემხო ისეთი საყვარელი გამომეტყველება ჰქონდა მთვრალსაც კი მარიამს ეღიმებოდა
-არ აპირებ გამოცვლას სანდრიკო?
-ნწ -უთხრა და პატარა ბავშვივით გააქნია თავი უარყოფის ნიშნად
-აბა ასე უნდა დაიძინო?
-აჰამ
-ხშირად უნდა დაგათრო-სიცილით უთხრა მარიამმა, ფეხზე გაიხადა პერანგი აიღო და სააბაზანოსკენ წავიდა. მალე გამოვიდა და პირდაპირ საწოლისკენ წავიდა ,სანდროს უკვე ეძინა ჯერ ფეხსაცმელი გახადა მერე საწოლზე ავიდა და ისე დაიწყო პერანგის ღილების გახსნა როცა მორჩა ხელი ინსტიქტურად დააყოა მის სხეულს, იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი ალექსანდრეს და ტუჩის კუთხე ჩატეხა . გამოფხიზლდა და შარვლის ღილების გახსნა დაიწყო როცა მაჯაში წვდა ეხლად გამოფხიზლებული ქმარი
-მარიამ რატო მიწვევ?
-გამოფხიზლდი ასე მალე? - ქმარს ქვემოდან ახედა რადგან უკვე მის ზემოთ იყო მოთავსებული
-ჩემი მოუსვენარი ცოლის დამსახურებაა რომელმაც არ იცის რომ მთვრალ ქმარს რომელსაც ჭკუას აკარგინებს ხელები არ უნდა უფათუროს - მისკენ დაიხარა ამღვრეული თვალებით და ტუჩზე ნაზად შეეხო თან ლაპარაკობდა შემდეგ როცა ხელების შეხება იგრძნო წელზე რომელიც ნელა მიუყვებოდა მხრებისკენ ვნებიანად დაუკცნა ტუჩები



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ერთი თავი დარჩა დასრულებამდე რომელსაც ამ ღამით დავდებ აუცილებლად <3 მიხარია რომ მოგეწონათ და ისიამოვნეთ ამ ისტორიით heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest ლიზა

ნუ, რომ იცოდე როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა<3333 sweet girl, you just made my day!

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Guest ლიზა
ნუ, რომ იცოდე როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა<3333 sweet girl, you just made my day!

მიხარია heart_eyes

 


№4  offline წევრი zanda

რა კარგი გოგო ხარ შენ! შენს ნიკს რო ვხედავ ვბედნიერდები :) მიყვარს შენი ისტორიების კითხვა. პოზიტივით სავსეა <3 თან ყოველდღე რო დებ ეგ ყველაზე მაგარია. "ისინი"-ს დასასრულს ველოდები სულმოუთქმელად. :)

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

zanda
რა კარგი გოგო ხარ შენ! შენს ნიკს რო ვხედავ ვბედნიერდები :) მიყვარს შენი ისტორიების კითხვა. პოზიტივით სავსეა <3 თან ყოველდღე რო დებ ეგ ყველაზე მაგარია. "ისინი"-ს დასასრულს ველოდები სულმოუთქმელად. :)

მადლობა heart_eyes მუზას ველოდები მე მოუთმენლად რომ დავწერო დასასრული smile

 


№6  offline წევრი Madridista Girl

auuu ramagari xar vgijdebi!

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Madridista Girl
auuu ramagari xar vgijdebi!

მადლობა flushed

 


№8 სტუმარი დარინა

აი შენს ალექსანდრეებზე ვგიჟდები და გამონაკლისი არ ეს არის ისეთი ააყვარელიაბუკვე ყურებამდე ვარ შეყვარებული აი სულ ცოტაცოტა მეშლება მარიამზე ნერვები ჩემს ბუჭს რომ მიწვალებს შენ რომ უმაგრესი გოგო ხარ ეს ყველამ ვიცით მე შენი ისტორიების მიმართ ლომკა მაქვს და ცოტა ხანი რომ არ გამოჩნდები სულ გეძებ

 


№9 სტუმარი Marya

საუკეთესო ხარ !!

ტკბილი, თბილი და რავიცი <3
როდისთვის დადებ შემდეგს?

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
აი შენს ალექსანდრეებზე ვგიჟდები და გამონაკლისი არ ეს არის ისეთი ააყვარელიაბუკვე ყურებამდე ვარ შეყვარებული აი სულ ცოტაცოტა მეშლება მარიამზე ნერვები ჩემს ბუჭს რომ მიწვალებს შენ რომ უმაგრესი გოგო ხარ ეს ყველამ ვიცით მე შენი ისტორიების მიმართ ლომკა მაქვს და ცოტა ხანი რომ არ გამოჩნდები სულ გეძებ

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes ძალიან მიხარია რომ ეს ალექსანდრეც მოგწონს

 


№11  offline წევრი Bsellsb

მარიამი ჩემს ნერვულ დაბოლოებებზე ძალიან ცუდად მოქმედებს :დდდ და ალექსს ვეტყვი დასაჯოს :დდ შენ როსაოცრება ხარ იცი უკვე ❤❤

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Marya
საუკეთესო ხარ !!

ტკბილი, თბილი და რავიცი <3
როდისთვის დადებ შემდეგს?

მადლობააა heart_eyes kissing_heart smile 12 -ზე დავდებ

Bsellsb
მარიამი ჩემს ნერვულ დაბოლოებებზე ძალიან ცუდად მოქმედებს :დდდ და ალექსს ვეტყვი დასაჯოს :დდ შენ როსაოცრება ხარ იცი უკვე ❤❤

აჰაჰა ვეტყვი მეც რო დასაჯოს :დ ;დ ;დ მადლობა smile smile

 


№13  offline მოდერი bibo

მეც მოვაღწიე გემრიელობა კომენტარამდე heart_eyes kissing_heart მომწონს რომელია მაგიჟებს ეს ისტორია გადავყავარ ჭკუიდან ალექსანდრე თხა ჭაკი ჯუა კია მაგრამ მაინც კამფეტია ტოფიტა ჟელიბონი ბიჭია heart_eyes kissing_heart ვხდები ამ მურაბა ბიჭს რამდენი ხანი უყვარდა ხმის ამოუღებლად ვაიმე ვაფრენ ასეთ სიყვარულებზე როცა უბრალოდ გიყვარს და ერთ ღიმილზეც კი შეცვლი სამყაროს heart_eyes kissing_heart ბავშობაშიც იგრძნობა როგორ გიყვარს სასტავები ხალხმრავლობა ათასი პერსონაჟი რაზეც მეც ვგიჟდები შენთან ერთად შენ გამანებივრე და სუ ყველას ისტორიაში ვეძე ახალ ახალ პერსონაჟებს heart_eyes kissing_heart ჩემი გემრიელი საოცარი უბრალოდ სასწაული გოგო ხარ შენ მაგიჟებ მაოცებ და მაყვარებ heart_eyes kissing_heart მარწყვის ჯემო რა გითხრა ვერ ვხდები უკიდეგანო ხარ ფატაზით heart_eyes kissing_heart ყოველთვის მიმართლებ ჩემო ჯემო იმედებს და არასდროს არ მჩება სათქმელი heart_eyes kissing_heart უბრალოდ ვტკბები შენი ისტორით ვწყდები მსოფლიოს და ვიკარგები სადღაც ფერებში ნათელ თბილ ფერებში სადაც სიყვარულია kissing_heart heart_eyes სიყვარული გიღუტუნებს ცხვირშუი უბრალოდ გემრიელი ხარ ჩემო ფოჩვიანო კამფეტო ჩასახრამუნევბბელო heart_eyes

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
მეც მოვაღწიე გემრიელობა კომენტარამდე heart_eyes kissing_heart მომწონს რომელია მაგიჟებს ეს ისტორია გადავყავარ ჭკუიდან ალექსანდრე თხა ჭაკი ჯუა კია მაგრამ მაინც კამფეტია ტოფიტა ჟელიბონი ბიჭია heart_eyes kissing_heart ვხდები ამ მურაბა ბიჭს რამდენი ხანი უყვარდა ხმის ამოუღებლად ვაიმე ვაფრენ ასეთ სიყვარულებზე როცა უბრალოდ გიყვარს და ერთ ღიმილზეც კი შეცვლი სამყაროს heart_eyes kissing_heart ბავშობაშიც იგრძნობა როგორ გიყვარს სასტავები ხალხმრავლობა ათასი პერსონაჟი რაზეც მეც ვგიჟდები შენთან ერთად შენ გამანებივრე და სუ ყველას ისტორიაში ვეძე ახალ ახალ პერსონაჟებს heart_eyes kissing_heart ჩემი გემრიელი საოცარი უბრალოდ სასწაული გოგო ხარ შენ მაგიჟებ მაოცებ და მაყვარებ heart_eyes kissing_heart მარწყვის ჯემო რა გითხრა ვერ ვხდები უკიდეგანო ხარ ფატაზით heart_eyes kissing_heart ყოველთვის მიმართლებ ჩემო ჯემო იმედებს და არასდროს არ მჩება სათქმელი heart_eyes kissing_heart უბრალოდ ვტკბები შენი ისტორით ვწყდები მსოფლიოს და ვიკარგები სადღაც ფერებში ნათელ თბილ ფერებში სადაც სიყვარულია kissing_heart heart_eyes სიყვარული გიღუტუნებს ცხვირშუი უბრალოდ გემრიელი ხარ ჩემო ფოჩვიანო კამფეტო ჩასახრამუნევბბელო heart_eyes

ტამარააააააააააააა მიყვარხარ მე შეეეეეეეენ heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№15  offline წევრი ანა ბალზაკი

შეეეეეენ ხარ .. ძაააალიან მაგარი გოგო ! მიყვარს შენი წერის სტილი, გრძნობების გარცეცხლში გახვეული წყვილებითა და კლდემამოსილი მშობლებით ! არ ვიცი რა გითხრა, შენი ისტორიების კითხვისას ვგრძნობ იმ ემოციებსა და განცდებს რომლითაც შენ წერდი სავარაუდოდ და ეს არის საუკეთესო შეგრძნება რაც დამოკიდებულს გხდის იკითხო და იკითხო ! ❤️

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ანა ბალზაკი
შეეეეეენ ხარ .. ძაააალიან მაგარი გოგო ! მიყვარს შენი წერის სტილი, გრძნობების გარცეცხლში გახვეული წყვილებითა და კლდემამოსილი მშობლებით ! არ ვიცი რა გითხრა, შენი ისტორიების კითხვისას ვგრძნობ იმ ემოციებსა და განცდებს რომლითაც შენ წერდი სავარაუდოდ და ეს არის საუკეთესო შეგრძნება რაც დამოკიდებულს გხდის იკითხო და იკითხო ! ❤️

უღრმესი მადლობა ზალიან მიხარია რომ ასე ძალიან მოგწონს heart_eyes

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

მითხარი რომ აქ რაღაც მოხდება თორე ავალდი ქალი...

 


№18  offline წევრი კალლ აია

უუუუუუუხხხხხხხხხ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent