მარიამ !
დამედარდები, მედარდები ხოლმე, მარიამ! ფოთოლზე წვეთად მენამები, დარდო, მარიამ! მინდვრის ყვავილებს ედარები, დარო მარიამ! გთხოვ, დამეხსენი, კიდევ ერთხელ შეგთხოვ, მარიამ! ყვავილთ ჩურჩულებს შენს თვალებში ლანდებად ვხედავ! და როცა ღამით მომიჩრდილებ, სიყვარულს ვბედავ.. მომიალერსებ, მიყუჩდები, ვნების ქარი ხარ! და მარტო ჩემი, ერთადერთი, ჩემი მარი ხარ!!.. ნატიფებს, მკლავებს, ეურჩები, ჩემკენ გაწვდილებს.. მე ხომ სიყვარულს გევედრები, ჩუმად ნაღიმებს.. ამ თოვლის ფიფქებს ვერ გევლები, და ავდარია.. ჩემთვის შენა ხარ ყველაფერი, ერთო, მარიამ! ქალავ კრძალულო, სინანულო ჩემო, მანია.. გთხოვ, დამეხსენი, კიდევ ერთხელ შეგთხოვ, მარიამ!..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.