შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 32


22-04-2017, 03:01
ავტორი katiusha
ნანახია 3 614

როცა გგონია რომ ცხოვრება დასრულდა, სწორედ მაშინ იწყება ახალი. სწორედ მაშინ ხდები ქვასავით ძლიერი. იმდენად რომ გგონია ყველაფერს გაუძლებ და გადალახავ.
მაშინ როცა გგონია რომ ტკივილი გაგანადგურებს, პირიქით ხდება და უცნაურად ძლიერი ხდები. რაღაც უხილავი ძალა იღვიძებს შენში და სიცოცხლის საოცარი სურვილი გეძლევა....
ყველასგან გასაკვირად სოფოზე ამ ტრაგედიამ პირიქით იმოქმედა. როცა ყველას ეგონა რომ ის ფარ-ხმალს დაყრიდა პირიქით მოხდა. ფეხზე მყარად დადგა და ამ გამოწვევას თვალი გაუსწორა. ღრმად სწამდა იმის რომ რეზო გონს აუცილებლად მოვიდოდა.
მუშაობა არ შეუწყვეტია. უბრალოდ სამუშაო საათები მოიკლო და მხოლოდ დღის პირველ ნახევბარში მუშაობდა. მერე გარკვეულ დროს საყვარელ მამაკაცთან ატარებდა. მისი ფიზიკური მდგომარეობა დასტაბილურდა. ნელ-ნელა ძლიერმა ორგანიზმმა იმძლავრა და თავისი გაიტანა, მაგრამ გონს მაინც არ მოსულა...ყოველდღე მიდიოდა მასთან სოფო. ჩამოუჯდებოოდა საწოლთან და ესაუბრებოდა, ხანდახან ისეთ სისულელეებში გამოიჭერდა საკუთარ თავს რომ თვითონაც ეცინებოდა. არ ეპარებოდა თითოეული წვრილმანი. განსაკუთრებით ბავშვის მდგომარეობა. პატარაც თითქოს ხვდებოდა მამის განსაცდელს. სწორედ მაშინ დაიწყებდა მოძრაობას და ისე ცელქობდა ლამის გადმომხტარიყო დედის მუცლიდან... სოფოც აიღებდა რეზის ხელს. მუცელზე დაიდებდა და ამით თითქოს უხილავ ენერგიას გადასცემდა მამას და ერთმანეთთან აკავშირებდა მათ..სწამდა ბიჭი ყველაფერს გრძნობდა და ესმოდა..
საცხოვრებლად რეზის სახლში გადავიდა დათასთან და თამუნასთან ერთად. სახლი იმხელა იყო ყველა ეტეოდა, საღამოობით სავახშმოდ რომ შეიკრიბებოდნენ, ცდილოდნენ ისე გაეტარებინათ დრო რომ ტრაგედიაზე არ ეფიქრათ. მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდნენ რომ რეზი ყველას აკლდა....
მეორე სართულზე მოაწყვეს ბავშვების ოთახი სპეციალურად. არაფერი დაიშურა უფროსმა ბექაურმა ამისთვის. ხელის გულზე ატარებდა სოფოს და თამუნას.
დათამ და თამუნამ მხოლოდ ხელი მოაწერეს. ჯვარს მაშინ დაიწერდნენ როცა რეზი გამოჯანმრთელდებოდა.
საღამოობით ხშირად სტუმრობდნენ გიო და მაიკო პატარა სოფოსთან ერთად. ბავშვი ისეთ ენერგიას შემოიტანდა ხოლმე რომ ცოტა ხნით სულ დაივიწყებდნენ ყველაფერს. მასთან ერთად სხვა სამყაროში ხვდებოდნენ.
მშობირობამდე ერთი თვე რჩებოდა სოფოს. თამუნა უკვე დღე დღეზე ელოდა პატარებს...
გაზაფხული ნელ-ნელა ძალას იკრებდა, ვერანდაზე ისხდნენ და ელოდნენ როდის გაშლიდნენ მსახურები ვახშმისთვის სუფრას.
-დღეს ძალიან ხომ არ გადაიღალე სოფო შვილო? ჰკითხა უფროსმა ბექაურმა
-არა, არ გადავღლილვარ. ადრე წამოვედი სამსახურიდან. სიარული უკვე ძალიან მიჭირს. დაიჩივლა გოგომ
-შენ ჩემი უნდა იკითხო. თავზე წამოდგა თამუნა წყლის ჭიქით ხელში და დათას მიუსკუპდა გვერდით. ბიჭმაც ხელი მოხვია და თავზე აკოცა-
-წყალი თუ გინდოდა ვერ მითხარი, მოგიტანდი ჩემო გაბერილო. გაეცინა დათას
-გაბერილოო? შენ ხომ არ გავიწყდება რომ ერთის მაგივრად ორი ბავშვია აქ? -ეწყინა გოგოს
-არა ჩემო პატარა. პირიქით ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ. იცი რატომ?
-რატომ?ჰკითხა ცოლმა
-იმიტომ რომ მყავს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ნათლია. ყველაზე მაგარი რძალი, ყველაზე მაგარი ცოლი და მალე ყველაზე მაგარი ბავშვები გვეყოლება.-ჩაარაკრაკა დათამ და ყველას სახეზე სიხარულის ღიმილი გამოიწვია.
-შენ რა გითხარი. რა აფერისტიც ბავშვობაში იყავი ისეთი დარჩი ბოლომდე. გაეცინა კაცს
-რას ამბობ ნათლია მე და აფერისტობა? მიამიტური სახე მიიღო, თითქოს სხვაზე თქვა კაცმა.
-ესეგი აფერისტი ხო? ეგ მეც შევატყვე თავიდან მაგრამ მეგონა მომეჩვენა.
-ისე გოგოებო ბავშვობაში ეს და რეზო ისეთი ონავრები იყვნენ და ისეთი ცელქები. გამწარებულები ვყავდით მშობლები. კვირა ისე არ გავიდოდა რომ სკოლაში არ დავებარებინეთ.
-ამათ ყბაში ნუ ჩაგვაგდებ ნათლია გთხოვ
-დააცადე დათა. მინდა გავიგო რეზის როგორი ბავშვობა ჰქონდა.
-მეც მინდა გავიგო .-აჰყვა თამო
-მაშინ მოემზადეთ და მერე ეჭვიანობის სცენები არ მომიწყო იცოდე.
-რატომ ?ინტერესეთ ჰკითხა გოგომ
-ისე ეს უფრო დიდი ონავარი ვინმე იყო ბავშვობიდანვე. მაგრამ არც რეზო აკლებდა. მოკლედ საბავშვო ბაღიდან ერთად მოდიან. იქ ბავშვები ყავდათ გამწარებულები. საცოდავ ბავშვებს საჭმელს უჭამდნენ. თითქოს რამე აკლდათ. ეს რომ მორჩებოდა ჭამას, რეზოს ანიშნებდა. ისიც გაართობდა გვერდით მჯდომს და ის საწყალი ბავშვი რომ მოადუნებდა ყურადღებას მის თეფშს გადმოიდგავდა და უჭამდა საჭმელს. მერე რეზის ჯერი დგებოდა და ეს აკეთებდა იგივეს. არაფერმა არ გაჭრა. ერთ დღეს სახლში ჩაფიქრებულები დაბრუნდნენ. ხმას არც ერთი არ იღებს. მაშინ ხუთი წლისები იყვნენ. ყველას გაგვიკვირდა ესენი გაჩუმებულები რომ დავინახეთ. დასხდნენ მისაღებში და ხმას არც ერთი არ იღებს. დავეხვიეთ აქედან,იქიდან. გვეგონა ისევ რამე დააშავეს.. ვეხვეწებით რომ გვითხრან. ესენი კი ჩუმად არიან. მეორე დილით ბაღში წასვლაზე განაცხადეს უარი. ის დღე ვაპატიეთ და სახლში დავტოვეთ. მაგრამ წავედი მასწავლებელთან ვკითხე რამე ხომ არ დააშავეს-თქო, პირველად აღმოჩნდა რომ ერთი კვირა არაფერი დაუშავებიათ. გაგვიკვირდა. ორი დღე დაჰყვეს სახლში. ჭამას უკლეს. არც სათამაშოებია აინტერესებდათ და არც არაფერი და უცებ ერთ დილას მოხდა საოცრება. ვსაუზმობდით როცა ორივე ჩამოვიდა ოთახიდან და წინ აგვეტუზნენ.იცი ამ ღლაპებმა რა გვითხრეს:
-რაა?ერთხმად წამოიყვირეს გოგოებმა
-მამა ბაღში წამიყვანე. ნინიკო მომენატრა.
-მე კიდევ ნანიკო.
-რა ხდება ბავშვებო?ვინ მოგენატრათ?-ჰკითხა განსვენებულმა ჩემმე მეუღლემ
-შეყვარებულები. თქვეს ერთხმად. თურმე ტყუპები შეყვარებიათ და ვერ არჩევდნენ კარგად და საგონებელში იყვნენ ჩავარდნილები როგორ გაერჩიათ.
უფროსი ბექაური სიცილისგან ძლივს ითქვამდა და გოგოები ხომ საერთოდ.
-შე მექალთქნე შენა. ესეგი ნანიკო იყო შენი პირველი სიყვარული? -თითი დაუქნია თამუნამ
-სამაგიეროდ შენ ხარ უკანასკნელი და ჩემი ცხოვრების ერთადერთი, დაუვიწყარი ქალი.
-კიდევ მოგვიყევით რამე. სთხოვა სოფომ
-ეს სიყვარულის ისტორია მალე დასრულდა. რადგან სკოლაში მივიდნენ. ახლა იქ გაუმწარეს ცხოვრება ჯერ კლასელებს გოგოებს, მერე მასწავლებლებს. საიდან მოიფიქრებდნენ არ ვიცი.ერთი გოგო გადმოვიდა მათთან ნია. რეზოს მოეწონა და მოიფიქრეს ახალი სამოქმედო გეგმა როგორ შეეყვარებინა თავი. მაშინ მეცხრე კლასში იყვნენ. უკვე სისხლი უდუღდათ. გარდატეხის ასაკი დაეწყოთ და ძლივს ვიმორჩილებდით. საცოდავ გოგოს აჩრილივით უკან დასდევდნენ. ვინმე ბიჭი რომ დალაპარაკებოდა მეორე დღეს აუცილებლად ნაცემი მივიოდა სკოლაში და ნიასკენ არც კი გაიხედავდა. ყვავილები. საჩუქრები, სერენადები და რავიცი რამდენი უაზრობა არ გააკეთა რომ მისი ყურადღება მიექცია. ის კი ჯიუტად აიგნორებდა მას. ამაზე უფრო მწარდებოდა რეზო. მაგრამ ბოლოს ისიც გატყდა. სკოლას რომ ამთავრებდენ მაშინ გამოუტყდა გოგოც სიყვარულში. მალე დაინიშნენ. მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობდნენ და უნივერსიტეტში ჩააბარაეს. სულ ერთად დადიოდნენ. უკვე ვიცოდით რომ მათი ერთდ ყოფნა გარდაუვალი იყო. თუმცა საცოდავი გოგო უიღბლო ყოფილა. უკურნებელი სენი შეეყარა და გარდაიცვალა.
სიცილი მწუხარებამ შეცვალა და წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. პატარა სოფო ყვირილით შემოიჭრა სახლში და უკან მშობლები მოყვნენ.
-მამიდაააა მომენატრეეეე. ბავშვი კალთაში ჩაუხტა სოფოს და პატარა ხელები შემოხვია კისერზე
-მეც მომენატრე ჩემო ციცქნა. სოფომ ლოყები დაუკოცნა.
-მამიდა პატარა როდის უნდა მაჩუქო?
-როცა თვითონ მოისურვებს მაშინ. უპასუხა სიცილით სოფომ
ერთმანეთს მიესალმენ, თბილად მოიკითხეს და სუფრასთან გადაინაცვლეს. სუფრის თავში ოჯახის უფროსი იჯდა. მის გვერდით მარჯვნივ სოფო. გიო და მაიკო.მარცხნივ დათა და თამუნა. გემრიელი კერძებით იყო სავსე სუფრა. კაცმა ღვინის ბოთლს თავი მოხსნა, ჩამოასხა და ჭიქა შემართა.
-ალბათ ყველა იკითხავთ რატომ შეგკრიბეთ დღეს. რათქმა უნდა მიზეზი დათამ იცის, მაგრამ ახლავე დანარჩნებსაც მოგახსენებთ. დღეს ჩემი შვილის, ჩემი ერთადერთი შვილის, ჩემი მემკვიდრის დაბადების დღეა,
სოფოს უნებურად დანაშაულის გრძნობა გაუჩნდა რომ ეს არ იცოდა და საერთოდ არც არასოდეს გამოუჩენია ინეტერსეი აეთი წვრილმანები რომ გაეგო.
-უკვე რამდენი თვეა რეზო კომაშია და წარმოდგენა არ გვაქვს როდის მოვა გონს განაგრძო კაცმა.
-. რათქმა უნდა ყველას ძალიან გაგვიხარდება რომ ის ახლა აქ იყოს. არ მინდა მასზე წარსულში ვისაუბრო, იმიტომ რომ ვგრძნოობ დაგვიბრუნდება. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, თუ ყველაფერი ცუდად დასრულდა მინდა სოფოს მივმართო რომ პირველ რიგში გაძლიერდეს და ცხოვრება გააგრძელოს. მერე კიდევ ამ ბავშვს რომელსაც მუცლით ატარებ ჩემი მთელი ქონების ორმოცდაათი პროცენტის მფლობელად ვასახელებ. მეორე ნახევარს კი დათა შენი ტყუპები გაიყოფენ
-რას ამბობ ნათლია?ეს ხომ მთლიანად შენი ქონებაა?
-არა დათა. არ არის. ეს იმპერია მე და მამაშენმა ერთად შევქმენით და მე არ მაქვს უფლება მის გარეშე დაგტოვო. აქამდე ამას იმიტომ არ გეუბნებოდი რომ შენც და რეზოსაც თავში გიქროდათ და ამიტომ არ გადმოგიფორმეთ თქვენი წილები. ახლა უკვე ვხედავ როგორ შეიცვალე. ოჯახს მოეკიდე. სანიმუშო ცოლი გყავს გვერდით და ვიცი რომ ყველაფრისთვის მზად ხარ.
-დიდი მადლობა ნათლია. დათა მართლა არ ელოდა ამას, მან უბრალოდ იცოდა რომ რეზის დაბადების დღე უნდა აეღნიშნათ დღეს. ამაზე არც უფიქრია.
-იქნებ არაა საჭირო?იქნებ რეზოს გამოჯანმრთელებას დაველოდოთ?
-სოფო ჩვენ ორივემ ხომ კარგად ვიცით რომ ორი გამოსავალი არსებობს და შანსი არც ისე დიდია? ასე რომ მინდა აქედანვე მზდ ვიყოთ ყველაფრისთვის. თან ეგ შენი შვილის ქონებაა და მას სრული უფლება აქვს უზრუნველი მომავალი შეუქმნას ბაბუამ.-გაეცინა კაცს.-ბაბუა?რა უცნაურად ჟღერს არა?
-სულაც არა ბატონო დემეტრე. უპასუხა სოფომ.-თქვენ ყველაზე მაგარი ბაბუა იქნებით მსოფლიოში
-უყურე ამას ეხლა. რამდნეჯერ გითხარი შვილო ბატონობით ნუ მესაუბრები-თქო. უბრალოდ დემეტრე დამიძახე კარგი?
-რა ვქნა ვერ მივეჩვიე.
-მოკლე სანამ ჩვენ აქ ვკამათობთ სასმელი გათბა, ჩემი სიძის სადღეგრძელო კი არ შეგვისვამს. ჩაერთო გიო. სოფოს გაოცებულმა შეხედა.
-ხო რა იყო დაიკო? მე ის დიდი ხანია ჩემს სიძედ მივიღე და ასე რომ მას გაუმარჯოს გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ პირველ რიგში. უფალი იყოს მისი მფარველი.
-ამინ, დაემოწმა დემეტრე და სასმელი ნახევრამდე შესვა.
-ჩემს ძმას გაუმარჯოს. იმ ძმას რომელიც არასოდეს არ მყოლია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია რომ ის არ იყო ჩემი ღვიძლი ძმა. დათამაც ნახევრამდე დალია.
-იცით ბატონო დემეტრე თვქენთვის სიუპრიზი მაქვს.
-მართლა?რა სიუპრიზია სოფო?
-გადავწყვიტე ჩემს ბიჭს თქვენი სახელი დემეტრე დავარქვა. მინდა თქვენსავით კეთილშობილი და ღირსეული პიროვნება გაიზარდოს.
-არ ვიცი რა გითხრა. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.-კაცი სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა. წამოდგა და სოფოს ჩაეხუტა. მერე დათას ჭიქები შეავსებინა კიდევ და ჭიქა შემართა.
-ჩემს რძლებს გაუუმარჯოთ...ამჯერად ბოლომდე დალია და ცოტა მოერია სასმელიც..
-თქვენ რას არქმევთ? შეთანხმდით სახელებზე?მოუბრუნდა დათას
-ვერა. ამას სხვა უნდა მე სხვა. უპასუხა თამუნამ
-დათა იცი რაა. მოდი ასე მოვიქცეთ. ამ ჯერზე დედას დავუთმოთ სახელების შერჩევა და ისე იყოს როგორც მას უნდა
-ამ ჯერზე?
-ხო თამო შვილო. თქვენ ისე მუშაობთ ამ საკითხზე ეჭვი მაქვს რომ ასე მარტივად არ დაასრულებთ. გაეცინა დემეტრეს.
-აბა რაა ნათლია. ამაყად განაცხადა დათამ.-მართალი ხარ, ისე იყოს როგორც შენ გინდა საყვარელო. ხელი მოხვია დათამ
-მაშინ რადგან ასეა მოდით ახლა პატარები ვადღეგრძელოთ. იდეა წმაოაყენა გიომ რაზეც ყველა დაეთანხმა და პატარა სოფოს თამადობით მომავალი პატარები დალოცეს. ვახშმობამ მხიარულებაში ჩაიარა. სასმელმა თავისი ქნა და ხმაურმა და სიცილმა იმატა. ყვებოდნენ სახალისო ამბებს.თუმცა ეს მოჩვენებითი იყო. ყველა გრძნობდა როგორ აკლდათ რეზო....
მოგვიანებით გიო და მაიკო დაემშვიდობნენ და სახლში წამოვიდნენ. ბავშვს ეძინებოდა. თამუნამ დაღლილობა მოიმიზეზა და დათასთან ერთად დასაზინებლად წავიდა. სოფო კი ვერანდაზე დაბრუნდა. ცოტა ხანს მარტო უნდოდა დარჩენა. დემეტრემ კაბინეტს მიაშურა ....
ვერანდა ნახევრად ჩაბნელებულიყო,სოფო სარწეველა სკამში იჯდა და სიბნელეს გაჰყურებდა. ვინ იცის რაზე ფიქრობდა ახლა. რამდენი ფიქრი ირეოდა მის თავში. ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანზე დარდობდა. გულში ლოცულობდა და უფალს მის გადარჩენას თხოვდა. მერე მშობლები გაახსენდა და უფრო მეტად დადარდიანდა. გული სწყდებოდა რომ ყველაფრის მიუხედავად მათ ერთხელაც კი არ გახსენებიათ, არც ცუდად არც კარგად. ახლა იმაზეც კი თანახმა იყო რომ ეჩხუბათ კიდეც. მთავარია რომ ენახა. შესარიგებლად პირველ ნაბიჯებს მაინც გადადგავდა.. უცებ მუცელში ძლიერი დარტყმა იგრძონო და მსუბუქად შეჰკივლა.
-დეე. შენ ხომ არ გეშინია? ასე გამეტებით ნუ მირტყავ რაა... ხანდახან დედიკოს ძალიან ტკენ. მაგრამ არ იფიქრო რომ გეჩხუბები. უბრალოდ გთხოვ. შენ ხომ მაგარი კაცი ხარ. დედიკოს და მამიკოს ვაჟკაცი... ბაბუს ყველაზე მაგარი ბიჭი. არ შეგეშინდეს დეე. მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ... შენ დედიკოს ცხოვრების ხალისი დაუბრუნე, ვიცი რომ მამიკოსაც უშველი... ეფერებოდა მუცელს და თან ელაპარააკებოდა.
-გვიანია შვილო , აქ რას აკეთებ?მეგონა გეძინა. მიუახლოვდა დემეტრე და პლედი მოახვია მხრებზე.-არ გაცივდე, მოიხურე.
-მადლობთ. ბატ... დემეტრე. გადააკეთა უცებ
-მიხარია რომ ეჩვევი. კაცი გვერდით მიუჯდა.
-არ გეძინება?
-არა. ვერ ვიძინებ. თავში უამრავი ფიქრი მერევა და დაძინების საშუალებას არ მაძლევს.
-რაზე ფიქრობ?თუ გინდა მითხარი. იქნებ უფრო მოგეშვას.
-ყველაფერზე. პირველ რიგში რეზიზე. ბავშვზე.. ჩემს მშობლებზე.
-აქამდე არასოდეს გიხსენებია ისინი.
-ვიცი. ძალიან მტკივა გული რომ ასე მექცევიან. განა რა დავაშავე რომ ასე შემიძულეს. განა ასეთი ცუდი ვარ?-ცრემლი მოერია გოგოს
-შენ ყველაზე კარგი ადამინი ხარ და ვისურვებდი რომ შენნაირი ქალიშვილი მყოლოდა. დამშვიდდი გთხოვ არ ინერვიულო. მე არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ის ვიცი რომ ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლა მოეგებიან გონს და ინანებენ თავის საქციელს.შერიგდებით
-როდის?დემეტრე?როდის?აი თქვენ სრულიად უცხო ადამიანს გამიღეთ თქვენი სახლის კარი და შვილად მიმიღეთ. საერთოდ არ იცოდით ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი.
-დაიმახსოვრე შვილო ერთი რამე. მშობელი ყოველთვის სხვანაირად განიცდის და სხვანაირად სტკივა შვილის ტკივილი. ხანდახან უმოქმედობით საკუთარ თავებს უფრო ვსჯით, ვიდრე შვილებს. რაც შეეხება იმას რატომ გაგიღე რომ მე ჩემს შვილს ვენდობი და ვიცი რომ რადგან მან შენ თავის გულში შემოგიშვა, მე არ მქონდა უფლება რომ სახლში არ შემომეშვი. მე მჯერა მისიც და შენიც. მჯერა რომ თქვენ დიდხანს, დიდხანს იქნებით ბედნიერები.
-ბატონო დემეტრე შეიძლება რაღაც გითხრათ?
-ისევ ბატონო?-თავი გააქნია კაცმა..
-ვიცი,ვიცი. მოკლედ..მორიდებით დაიწყო სოფომ.-შეიძლება მამა დაგიძახოთ?
კაცი ამას არ ელოდა და ჯერ სახე შეეცვალა. გაუკვირდა. მერე გაეღიმა და უთხრა.
-მე შენ შვილად მიგიღე. ასე რომ როგორც შენ გინდა ისე დამიძახე. როგორც შენთვის იქნება მოსახერხებელი ისე მომმართე. გპირდები მთელი ცხოვრება გეყოლება ჩემი სახით მფარველი მამამთილი, მამა, მეგობარი.. უფროსი.. რავიცი ყველაფერი ვიქნები შენთვის....
სოფომ გახარებულმა მოხვია კისერზე ხელები და ლოყაზე აკოცა.
-ყველაფრისთვის დიდი მადლობა მამა.....
უეცრად ზემოდან თამუნას კივილის ხმა მოისმა, ერთმანეთს გადახედეს და ფეხზე წამოდგნენ. მალე დათა გამოჩნდა.
-მგონი მშობიარობა დაიწყო სოფო.. სახეზე ფერი ერთიანად გადასვლოდა ბიჭს და სულს ძლივს ითქვამდა.
-რაას ვდგავართ ჩქარა საავადმყოფოში. დაიძახა სოფომ და დაბნეულ მამაკაცებს წინ გაუძღვა....

****************

გიო და მაიკო სახლში ტაქსით დაბრუნდნენ. რადგან ბიჭი ნასვამი იყო საჭესთან დაჯდომა გადაიფიქრა. ბავშვს დედის კალთაში გზაშივე ჩაეძინა.ამიტომ როგორც კი სახლში შევიდნენ მასინვე ოთახში წავიდა რომ საწოლში ჩაეწვინა. მშობლები მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორში გასართობ გადაცემას უყრებდნენ. უცებ შეწყდა და საინფომაციო გამოშვების სპეციალური გადაცემა დაწიყო სადაც სიუჟეტი რეზო ბექაურს ეძღვენოდა. რამდენჯერმე სოფოც ახსენეს .მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს და სხვა არხზე გადართეს. ამ დროს გიო უკვე დასაძინებლად ადიოდა მეორე სართულზე როცა ეს დაინახა და უკან მობრუნდა გაბრაზებული.
-ხო ხო მიდი გადართეთ სხვაგან და გაერთეთ. თქვენი შვილი კი ამ დროს რა მდგომარეობაშია აზრზეც რა ხართ..უსაყვედურა მშობლებს
-გიორგი ახლა მთვრალი ხარ შვილო წადი დაიძინე. სიტუაციის დაძაბვას თავი აარიდა მამამისმა.
-შვილო?როგორი გულისამრევია ამ სიტყვების მოსმენა შენგან
-ისევ გინდა რომ ვიჩხუბოთ?მერამდენედ?
-იმდენჯერ სანამ არ მიხვდებით რომ დროა სოფოსთან მიხვიდეთ და პატიება სთხოვოთ.
-ამაზე ჩემი აზრი უკვე იცი. ასე რომ ნუღა გამამაორებინებ
-რატომ ხარ ასეთი უგულო მამა?შენ რა გჭირს დედა?განა შენ არ ატარე მუცლით ის ცხრა თვე. შენი სხეულის ნაწილი იყო, შენ მოავლინე ქვეყანას და როგორ შეგიძლია რომ მის გარეშე გაძლო.
-შვილო შენ ამას ვერ გაიგებ.
-რატომ დედა რატო?-წინ ჩამოუჯდა გიო და ნაწყენი მიაჩერდა ორივეს.
-იცით საერთოდ მან რა გადაიტანა?მას მერე გიკითხავთ თქევნი შვილის ამბავი რაც აქედან გაუშვით? არა რათქმა უნდა. არ გეცოდინებათ რას განიცდიდა მაშინ როცა აქედან წავიდა, არ იცით რას გრძნობდა როცა პირველად დაინახა საკუთარი შვილი ეხოსკოპიის ეკრანზე. როცა მისი გულისცემა პირველად მოისმინა. რა ტკივილს გრძნობდა როცა შვილი დაეღუპა. ნელ-ნელა ხმას უწევდა გიო...
-გაჩუმდი რაა. არ მინდა შენც დაგკარგო.
-არა მამა ძალიან გთხოვთ ახლა მომისმინე. იქნებ ახლა მაინც შეძლოთ მისი პატიება.და დაეხმაროთ იმ განსაცდელის გადატანაში რაც ახლა მის თავს ხდება.
-მშვენივრად გრძნობს თავს. ჩვენ რა ვჭირდებით.
-რატომ დედა?რატომ ფიქრობ ასე?შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა უბედურია. რატომ არ გეცოდება ის ხომ შვილმკვდარი დედაა.?ერთხელ მაშინ მოკვდა როცა ეს შეიტყო და მეორედ მაშინ როცა გაიგო რომ შვილი აღარასოდეს ეყოლებოდა.?მას ხომ ბევრი განსაცდელის გადატანა მოუწია ცხოვრებაში? წარმოდგენა მაინც გაქვთ როგორ იტანჯებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში? როგორ დაკარგა ყველაფრის იმედი? როგორ გადაიხვეწა ყაზბეგში, სადაც სრულიად უცხო ქალმა შეიფარა და სახლის კარი გაუღო მაშინ როცა თქვენ მიუხურეთ. თავიდან დაიწყო ცხოვრება ნულიდან. წლები შრომობდა რომ მიეღწია იმისთვის რასაც დღეს წარმოადგენს. ამაში არავინ დახმარებია და არც შენი ფული დასჭირვებია მამა ასე რომ დააყვედრე მაშინ. მერე დრო გავიდა და მაშინ როცა საბოლოოდ დაკარგა იმედი რომ ბედნიერი იქნებოდა ბედნიერებაც ეწვია და ისევ შეუყვარდა. ხო მამა. რასაც ფიქრობ ის არაა. პირიქით მათ ერთამენთი მართლა უყვართ და სოფოს ბექაურის ფულებით არ აუწყვია ეს ბიზნესი. როგორც გაზეთებში დაწერეს. არც ეს სახლი დაუბრუნებია შენი ძვირფასი ძმაკაცისგან მისი ფულებით და არც შენი მაღაზიების ნაწილი,
-რაა?რა თქვი?ეს სახლი სოფომ იყიდა და არა შენ?
-კარგი რაა მამა. ირონიულად ჩაეცინა გიოს. -ნუთუ მართლა გგონია რომ დიმიტრის ნამუსი შეაწუხებდა და დაგვიბრუნებდა ამ სახლს? არა და არა. სოფომ გაიგო როგორ ვიტანჯებოდით იმ სახლში ცხოვრებით და გადაწყვიტა რომ დაგვხმარებოდა. თავს იდანაშაულებდა რომ ამ სახლის დაკარგვა მისი ბრალი იყო და დიმიტრსგან გამოისყიდა, კიდევ ბევრ რამეს გეტყვით მაგრამ ახლა ამის თავი აღარ მაქვს. ახლა მხოლოდ იმას გეტყვით რომ შანსი გაქვთ თქვენ შვილს გვერდით დაუდგეთ, რაღაცნაირად მოხდა და ის ისევ შვილს ელოდება. მალე იმშობიარებს, მისი საყვარელი მეუღლე კი როგორც გაიგეთ კომაშია საავადმყოფოში და არავინ იცის მოვა თუ არა გონს საერთოდ. ახლა მაინც აგრძნობინეთ თქვენს შვილს მშობლების სიყვარული. არც კი იცით იმ ბიჭის მამა როგორ ექცევა. დღეს ვტკებოდი იმ კაცის სიყვარულით რასაც სოფოს მიმართ გამოხატავდა, შვილად მიიღო, თავისი ქონების ნახევარი გაუფორმა და შვილს ეძახის. სოფო კი მამას. ახლა მიდი და იამაყე მამა იმით რომ შენი გაზრდილი შვილი სხვას ეძახის მამას. ახლაც არ დაკარგო შენი ეგ სიამაყე და კარგად ჩაეხუტეთ მას. ნახავთ მალე მეც რომ წავალ აქედან და დარჩებით მარტო.
გიო წამოდგა და დასაძინებლად წასვლა დააპირა მაგრამ ისევმობრუნდა.
-ხო ისე მამა რომ იცოდე შენი ბრალია ყველაფერი, შენი ბრალია სოფომ რომ ამდენი გადაიტანა. იმის მაგივრად რომ მისულიყავი, იმ არაკაცისთვის ცხვირ-პირი გაგეერთიანებინა და შვილის პატიოსნება დაგეცვა პირიქით მოიქეცი და ამიტომ გადავიტანეთ ამდენი. შენ ხარ მთავარი დამნაშავე.შენ არ დაუდექი შვილს გვერდით. სხვისი სიმართლე დაიცავი მის მაგივრად. შენ მაშინ იქენებოდი კაცი რომ მიხვიდოდი და იმ არაკაცს პასუხს მოსთხოვდი.
გიომ სათქმელი ბოლომდე დაასრულა. მშობლების პასუხს არც დალოდებია. ისინი ერთ ადგილზე ისხდნენ და ვერც ხმას იღებდნენ და ვერ წამოდგომას ბედავდნენ. ალბათ იმიტომ რომ პირველად შეეჯახნენ პირისპირ იმ სიმართლეს რასაც ორივე ფიქრობდა, მაგრამ ხმამღლა არ ამბობდნენ.

პატარაა მაგრამ ვარჩიე რომ დამედო :D



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ აღფრთოვანებული ვარ ყოჩაღ ძალიან მაგარი იყო
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent