მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 5 თავი
დილით ნანას ჩაეძინა და ცოტა დაგვიანებით მივიდა სამსახურში და მარინა მოძებნა..ის ერთ-ერთი სიმპატიური მამაკაცის ფოტოს წინ იდგა.ნანამაც შეავლო თვალი მამაკაცის პორტრეტს და თითქოს ეცნაურა მისი მკაცრი სახე და შევი თვალები, მარინას კი ვითომ არც აინტერესებდა ვინაობა მამაკაცის,ისე შეეკითხა. ---როგორ მიდის საქმეები მეგობარო? ---როგორც ხედავ,ძალიან კარგად. ---ვხედავ,მიშტერებიხარ მაგ მამაკაცს და აღარ გახსოვს სუნთქავ თუ ისევ გძინავს ჯერ. ---ვსუნთქავ ჩემო ნანუჩი და ამ ზეპირად სუნთქვაში წლებიც გაფრინდაააა. ---ეს კი მართალია და მე ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მგონია თავი.შემდეგ ალმაცერად ახედა ფოტოს და მარინას შეეკითხა. -ეს სიმპატიურობა ვინ არის? ---ეს არის ადამიანი,რომელმაც ძალიან ბევრი გოგოს გული დაშოკა ნანუჩი. ---მმმმმ ძალიან საინტერესოდ ჟღერს.კიდევ რა იცი მასზე? ---მეგობრისთვის თავდადებულს ეძახის მას ყველა. ფოტოს ვუცქირო,ჩვენთვის მაინც არ არის ეს ადამიანი ნანა. ასეთები ჩვენ მოსამსახურეებადაც კი არ აგვიყვანს მის სახლში. თან ამბობენ,მგონი შვილიც ყავს 12-13 წლის გოგო ინვალიდიო, რამდენად მართალია ეს არ ვიცი. ---შვილი?სახე დაუსევდიანდა ნანას.მარინამ ახლოს დადგა ნანასთან და ჩუმად უთხრა. ---ნანა რა მოხდება, უეცრად შენიანმა აქ რომ აღმოგაჩინოს? ---ეს შეუძლებელია,ცოცხალი თავით სახლში არ დავბრუნდები მარინა. ---ასე შეუხედავი იყო სასიძო? ---არა მარტო შეუხედავი, ბებრუხანაც კი იყო. ---დღეს წამოხვალ ჩემთან?იმედა სულ გკითხულობს,მოენატრე და უფროსებსაც. ---დღეს არა მარი და ერთ თავისუფალ დღეს აუცილებლად გამოვალ.ნანამ ძალიან კარგად გაიცნო მარინას ოჯახი და კარგი ურთიერთობა ქონდა მათთან, იმედასთან კი ისე იყო შეხუმრებული,მარინას ბევრჯერ უთქვამს,შენი ძმაა იმედა თუ ჩემი ვერ გამიგიაო.საღამოს საათები იყო,უნდა წასულიყვნენ უკვე,რომ ვასომ დაიბარა კაბინეტში ნანა რამაც გოგოები გააკვირვა. ---რა უნდა შენთან, რატომ გიბარებს? ---არ ვიცი,წადი შენ და დაგირეკავ მოგვიანებით, გეტყვი ყველაფერს.ყველა წავიდნენ და ნანამ წასვლის წინ შეუარა ვასოს სულ ცოტა ხანში კი,გაცეცხლებული სახით გამოვიდა გარეთ და როგორ არ უნდოდა ამ მდგომარეობაში დათოს ენახა. ცოტა ფეხით გაიარა,,დამშვიდდა და დათოს ნომერზე გულის ფანცქალით დარეკა,მალე უპასუხა მხიარული ხმით დათომ. ---გისმენ ნანუჩი მორჩი მუშაობას? ---მუშაობას მოვრჩი,მაგრამ ხომ არ გეწყინება ამ საღამოს მეგობართან რომ დავრჩე? ---რა მოხდა,ნანა რამე ხდება? მითხარი სად ხარ და მოვალ. ---არა,არაფერი დავითა.დიდი ხანია არ მინახავს ჩემი დაქალის მშობლები და მათ სანახავად გადავწყვიტე წავიდე. ---კარგი და ხომ მოხვალ ხვალ? ---მაქვს სადმე წასასვლელი,რომ არ მოვიდე? ---კარგი და თუ გადაწყვიტო წამოსვლა, სახლში ვიქნები და დამირეკე. ---მადლობა დათო.შენ ჩემს უთქმელადაც გებულობ ჩემს სათქმელს.მშიერი არ დაწვე,მაცივარშია საჭმელი. ---დღეს იყოს ისე,როგორც შენ გინდა და ხვალ ვილაპარაკოთ.ნანამ ტაქსი გააჩერა და მარინას სახლის მისამართი უთხრა.შევიდა თუ არა სახლში,მარინამ მისი ნამტირალევი და ჩაწითლებული თვალები დაინახა პირველად. უთქმელადაც მიხვდა ყველაფერს და გაბრაზებულმა უთხრა; ---რა უნდოდა იმ ქათამს? ---დღეიდან თავისუფალი ვარ მარი სამსახური აღარ მაქვს. ---წამოხვედი იქედან? რატომ,რატომ წამოხვედი? ---იმიტომ,რომ არ დავთანხმდი მის საყვარლობას ჩემო ძვირფასო. ---შეხედე შენ ვასიკოს რა ქონია გულში?დამპალი,არაკაცი,ახლა რა უნდა ქნა? ---არ ვიცი არ ვფიქრობ მაგაზე ჯერ,ახლა რაც მინდა მხოლოდ ისაა,რომ დავლიო. ---დავლიოთ?თვალები აუციმციმდა მარინას. ---დავლიოთ და გავაფრინოთ.მაგიდა გააწყო ორივემ და შემოუსხდნენ. სადღეგრძელოებს მორიგეობით ამბობდნენ და ამ განცხრომაში მყოფებს სახლში იმედა შემოვიდა, რომელმაც გაკვირვებულმა გადახედა ჯერ მარინას და შემდეგ ნანას. ---ვახ,ვახ,ვახ.მე სად დავბორიალობ,აქ თურმე ქეიფობს საზოგადოება. ---დალევ,შემოგვიერთდები?შეეკითხა ნანამ ცალი თვალით მოჭუტულმა და ისეთი სასაცილო იყო იმ დროს,რომ იმედამ თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.თან თავადაც წარბაწეულმა უთხრა; ---კითხვა ავადმყოფს უნდა ნანიკო.,,დავლეეეევ,აბა რას ვიზააამ და თქვენს ნერვებზე ვითამაშეეებ,დღეს შანსი მეძლევა დიდებუულიიიი.ჩაუმღერა იმედამ და გოგოებთან ერთად დაჯდა. ---თავიიიი მე ცოცხალი რად მინდააა,დღეიდან მხოლოდ ღვინოს დაავლეეევ. ---სამსახური მაინც აღარ გაქვს და ილოთავეეეე.დაამატა მარინამ.იმედას ეცინებოდა მათ სიმღერაზე კი არა ყაყანს რომ უსმენდა და ყურებზე ქონდა ხელი აფარებული.მარინამ ხელი წაიღო კიდევ უნდოდა დაესხა კონიაკი,რომ იმედამ გააჩერა. ---არ გინდათ მეტი,უკვე კარგად ხართ და კიდევ რომ დაამატოთ გაწყენთ და გაითვალისწინეთ,სახლში მარტო ვართ.მე ორივეს, ვერ მოგივლით. ხვალ, ზეგ, მასზეგ სამივემ დავჯდეთ და დავლიოთ, მხოლოდ ახლა აღარ გინდათ. ---ჩვენ დალევა გვინდა ბრატ.უკვე ნანა შარზე იყო. ---ოხ, ახლა ნუ ამჭრი ბრატ, ნურც ერთი და ნურც მეორე და ხმა არ შემომიბრუნოთ, ჩუმად გაიპარეთ თქვენს საწოლში.გაბრაზებულმა თქვა იმედამ და ნანამ უხმოდ ადგა,ბანცალით გაყვა კედელს.უკან კი იმედა მოგუდული,ჩუმი სიცილით მიყვებოდა.მეორე დღეს შუადღემდე იძინა ორივემ და ნანა მისმა ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ---ალოოოო.უთხრა ბოხი და ნამძინარები ხმით. ---კიდე გძინავს? ან რა ხმა გაქვს,ეს რაა.სახლში აღარ მოდიხარ? ---მოვდივარ,უკვე ვდგებოდი.როგორც იქნა მოწესრიგდა მისი ჭკუით და იმედას თხოვა,ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა.-იმედა გთხოვ რა ტაქსი გამოუძახე. ---არ არის საჭირო,მე გაგიყვან ბრატ.უთხრა და გულიანად გადაიხარხარა. ---ნუ დამცინი გველო,მიდი რა ტაქსი გამოუძახე. ---მასე უჯდები მძღოლს ტაქსში?სახლში მიყვანის მაგივრად,ტყეში წასვლა გაქვს გარანტირებული.მიდი რას გავხარ,მე გაგიყვან.თან მეჩქარება და ბინასთან დაგტოვებ. ნანა აღარ შეკამათებია,თან გულის რევის შეგრძნება ქონდა და თან თავს ცუდად გრძნობდა.მიიყვანა ბინასთან იმედამ და სიცილით უთხრა. ---ბრატ აბა შენ იცი,ნუ დაიკარგები შენებურად. ---ახლა ვერ შეგეპასუხები,სხვა დროს გაგცემ პასუხს.უთხრა სიცილით ნანამ და რის ვაი-ვაგლახით ააღწია ბინამდე.კარებზე ზარი დარეკა და კარიც მალე გააღო დათომ. ---პრივეტ დათიკო. ---დათიკოს ნუ მიძახი,თორემ ერთ დღეს მოგხვდება შენ. რას გავხარ,წუხელ დალიე?უეცრად ჩანთა ხელში შეაჩეჩა და სააბაზანოში გაიქცა. ---ოოო,არ მეგონა ასე სერიოზულად თუ იყო საქმე,ნაბეღლავი თუ ბორჯომი? ---რომელიც იქნება სულერთია,თავი მისკდებააა.სააბაზანოდან გაფითრებული სახით გამოვიდა ნანა. თუ ვერ იტან,სირცხვილი კი არ არის ამის აღიარება. დაცინვას არ წყვეტდა დათო. ---გუშინ ისეთ ნერვებზე ვიყავი,არ მინდოდა ისეთი რომ გენახე და ამიტომ წავედი მარინასთან,იქ კი ორივემ შევასკდით ერთმანეთს და ის ახლაც დაძინებული დავტოვე. დათოს სახე შეეცვალა და მკაცრად შეეკითხა. ---რა მოხდა გუშინ,შეგატყვე ხმაზე უხასიათობა მაგრამ ღარ ჩაგეძიე. ---ვიცი რომ შემატყობდი და ამიტომ გაგერიდე.შენ მაფრთხილებდი ვასოზე და მართალიც იყავი, მე სამსახურიდან წამოვედი.რამე სხვა უნდა მოვძებნო,სადაც წყნარად ვიქნები.დათო გაბრაზდა და ჩაფიქრდა,შემდეგ ნანას შეხედა და უთხრა. ---ნანა მომისმინე,ვასოს გუშინდელი არ შერჩება, ამაში დარწმუნებული იყავი,მე მივხედავ ამ საქმეს თავად.ეს ერთი,მეორე ის რომ,ჩემს ძალიან ახლო მეგობარს,ინვალიდი ბავშვი ყავს და ძიძას ვეძებთ იმ ბავშვისთვის.უკვე თვეებია ერთმანეთს ვიცნობ და თუ გაწყობს შენ და შეძლებ,ვფიქრობ ორივესთვის კარგია.მაგრამ არ მინდა ის იფიქრო,მე შენი აქ ყოფნა მომბეზრდა და მინდა წახვიდე აქედან. ---არა დათო რას ამბობ,ეს არც მიფიქრია.მართლა მჭირდება ისეთი სამსახური,სადაც თან დავრჩები და გზაზე არ ვიქნები ამდგარი. ---შეძლებ 13 წლის ინვალიდ გოგონას მოუარო? ---შევძლებ.დამაჯერებლად და თავის თავში დარწმუნებულმა უთხრა ნანამ. ---მაშ წავიდეთ.წავიდნენ და გზაში თან უხსნიდა ბავშვის მდგომარეობას.-ყოველ ორ კვირაში ექიმი მოდის და ბავშვის ნახულობს. ---ახლა ვინ არის მასთან? ---ერთი ასაკოვანი მანდილოსანია და ის უვლის.კარგი ადამიანია,მაგრამ უკვე მოხუცდა და ვეღარ ხედავს,ისე როგორც საჭიროა.მას უნდა ყურადღება,მას უნდა საუბარი,მას უნდა სითბო.შეძლებ ამ ყველაფერს ნანა?ჩვენც ხშირად მოვალთ,მარტო არ დაგტოვებთ გოგონასთან. ---დარწმუნებული ვარ შევძლებ დათო და არ შეგარცხვენ. ---მაშინ ბიჭებს დაურეკავ და ვეტყვი იქ მოვიდნენ პირდაპირ თუმცა ვიცი ყველა იქ იქნება ახლა. დათომ გელას დაურეკა და უთხრა. ---სად ხართ,ან ყველა ერთად ხართ? ---ნინისთან ვართ და ვდილობთ რამე მოვამზადოთ,უფრო სწორად ვცოდვილობთ.შენ სად ხარ თავად,რომ მოგვიტყდი დღეს? ---ლილი დეიდა სად არის,ბავშვი არ მოწამლოთ. ---გასულია დღეს,ექიმთან მივდივარო. ---მეც მოვდივარ და სტუმარი მომყავს,არ გადამირიოთ და კარებიდანვე არ გამიქციოთ. ---დაიცა,დაიცა ვინ მოგყავს?ვინ არიის,ჩვენ ვიცნობთ? ---არა,რომ მოვალ გაგაცნობთ. ---უუუფ კარგი რა,შენც არ მოგყავდეს ახლა მონიკა ბელუჩი. ---მახინჯი ვირთაგვა. ჩაილაპარაკა ნანამ მაგრამ გელამ გაიგონა და გაოცებულმა შეეკითხა დათოს. ---ვინ არის შენს გვერდით და ვის უთხრა,მახინჯი ვირთაგვა ხარო, მე?დათომ გაუთიშა ტელეფონი და გაშავებულ ეკრანს თვალებგაფართოვებული დააჩერდა.შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა;-გაიგონეთ რა მითხრა? ---საიტერესოა,ჯერ ხომ არ გიცნობს და ტელეფონში როგორ გიცნო ასე ზუსტად ჰა?გაკვირვებულმა უთხრა ზაზამ .ბიჭებმა ხმამაღლა გაიცინეს და გელა სიბრაზისაგან ადგილს ვეღარ პოულობდა. ---აბა მობრძანდეს ერთი,სისხლის გაუშრობ. მალე გაისმა ზარი კარზე და კარები თვით გაბრაზებულმა გელამ გააღო,მაგრამ სიბრაზემ იმ წუთში გადაუარა დათოს უკან ნანა რომ დაინახა.შიგნიდან კი ლუკა ამღერდა ქალის ხმით. ---სადახარ ჩემო ჯულიეტა რამდენი გეძებე და როგორც იქნა უკვე აქ ხარ, ჩემთან ერთად. მინდოდა სიკვდილის წინ შენთვის ჩამეხედა თვალებში,სადაც მხოლოდ ჩემი სიყვარულია.მე დღეს მომკლეეეს ჯულეტა ამ ველურებმა მშიერი მომკლეეეს.ვითომ ტიროდა ლუკა და ნანას შეხედა თუ არა უცებ გაჩუმდა.ბიჭები კი ხარხარებდნენ. ---გამარჯობათ.თქვა ნანამ თავისი ნაზი ხმით.დათომ ხელგაშლილი წავიდა ლუკასკენ და მანაც ქალის ხმით უთხრა.---აქ ვარ ჩემო რომეო.შენი თბილი და ხავერდოვანბი ხმა მომენატრა,მინდა დამირეკო შენს ზარს ველოდები ყოველთვის,რომ ისევ ისე მკითხო ,,ჩემო ჯულიეტა ეს შენ ხარ?''როგორც ადრე,ახლაც ისე დამიაროს ტანში ჟრუანტელმა და დენის ვოლტმა მხეთქოს ისე,რომ პირდაპირ შენს საწოლზე დამაგდოს.ნანამ ვეღარ მოითმინა და გემრიელად აკისკისდა.ლუკამ ხელი შეავლო დათოს მკერდზე და უთხრა. ---ვაიდა ისეთი დიდი ვოლტით იყოს დენი ნახეთქი,ორივე რომ დაგვტოვოს საწოლზე შიშვლები, ჩემო ჯულიეტა არ მინდა სხვამ შეგხედოს შენი შიშველი სხეულის შედევრს.კარგა ხანი ისმოდა გემრიელი ხარხარი და ბოლოს ისევ გელას მკაცრი ხმა გაისმა.---დასერიოზულდით ცოტა. ---მართლა დასერიოზულდით რა გემართებათ, სტუმარი მოვიყვანე.თქვა დათომ და ნანას გვერდით დადგა.გაიცანით ნანა ჯულაყიძე.ნანუჩი ჩემი ახლო მეგობარია,სამსახურს ეძებდა და ვიფიქრე ნინიკოსთან ეს უფრო კარგად იქნებოდა. ---კარგი არჩევანია,მე მომწონს.თქვა ლუკამ და ხელი აწია მაღლა. ---მეც მომწონს,საღოლ დათიკო.დათომ გაბრაზებულმა გახედა ზაზას.არ მოწონდა როცა დათიკოთი მიმართავდნენ. ---ნამდვილად კარგი არჩევანია,მეც თქვენთან ვარ.თქვა ალეკომ. ---კარგი,კარგი გავიგეთ რომ მოგწონთ,მაგრამ თქვენ თანახმა ხართ დღე და ღამე იყოთ ნინის გვერდით? მას ძალიან დიდი სითბო ჭირდება და სიყვარული. საჭიროებს ძალიან დიდ ყურადღებას. შეგიძლია ეს სითბო და სიყვარული გაიღო ნინიკოსთვის და იყო ყოველთვიდ მის გვერდით? ჩვენც თქვენთან ვიქნებით,ხშირად მოვალთ.სერიოზულად აუხსნა საქმის ვითარება გელამ. ---შეიძლება ბავშვი ვნახო? ნანამ დათოს გახედა მავედრებელი თვალებით. დათომ თავი დაუქნია და ნინიკოს საძინებელში შევიდნენ.ნანამ დაინახა ფანჯარასთან ეტლში ჩამჯდარი ულამაზესი გოგონა თავისი ქერა კულულები რომ გადმოეყარა მხრებზე და ცაში ჩიტების ლაღ ფრენას შეჰყურებდა.ნანას თვალზე ცრემლი მოადგა და დათოს უთხრა ჩურჩულით,ისე რომ ბავშვისთვის თვალი არ მოუწყვეტია. ---გთხოვთ,მარტო დამტოვოთ ნინიკოსთან.დათომ თვალი უქნია გელას და ორივემ გავიდა ოთახიდან. ნანა მიუახლოვდა ნინიკოს და მის წინ ჩაიცუცქა. გოგონამ თვალი მოწყვიტა ჩიტების ნავარდს ცაში და ღიმილით შეხედა ნანას თან შიშნარევი ხმით უთხრა. ---ჩემი ახალი ძიძა ხართ?სულ ჩემთან იქნები,არ წახვალ და არ მოგბეზრდება ჩემთან ერთად ჩემი კაპრიზების მოსმენა? ---შენ თუ არ მოისურვებ,რომ აქ ვიყო შენს გვერდით,მე წავალ. თუ შენ გინდა ჩემი აქ ყოფნა,მე არასოდეს,არასოდეს არ მომბეზრდები. ---ვინც მოიყვანა ლუკა ძიამ და გელა ძიამ,ყველა მალე წავიდნენ.ვერც გავამტყუნებ ვერავის,ძნელია ჩაკეტილი ცხოვრება.მე ძალიან დავიღალე,ჩემს სულს არავინი არ უსმენს,აღარავინი აღარ მირეკავს და იცით რატომ? არავის აღარ უნდა ჩ ემი ტკივილის მოსმენა. მე მხოლოდ ჩემს თავში ვიკარგები და ამაში მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებ, რომ საერთოდ ვარსებობ.ღმერთო ნუთუ ასეთი ძნელია,რომ ერთ სუსტ გოგონას ასე ძალიან რომ არ ატკინო,ასე მწარედ? სხვის ცოდვებზე მე რატომ უნდა დავისაჯო. მე, მე რა დავაშავე.ნინიკო ნელა-ნელა,ჩუმად საუბრობდა და თან ცრემლები უწყვეტლივ ედინებოდა მის სახეზე. ---შენ ყველაზე კარგი ხარ,ყველაფერი კარგად იქნება,დამიჯერე გულით ვამბობ,ვგრძნობ ამას ნინი.მთავარია საყვარელო რწმენა,რწმენა არასოდეს არ დაკარგო,კარგი? ---მართლა არ წახვალ და მართლა არ მოგბეზრდები? ---ხომ დამიჯერებ ხოლმე?უთხრა ღიმილით ნანამ. ---ხომ მოვამზადებთ ერთად ხოლმე?თბილი ღიმილი ნინისაც მოეფინა სახეზე. ---რასაც შენ მოისურვებ.ახლა მე და დათო ძია წავალთ და ჩემს ნივთებს მოვიტან,კარგი? ---ჩემს დაწოლამდე მოხვალთ? ---რომელზე წვები? ---10-ზე უკვე მძინავს,რადგან წამალს მაძლევენ. ---ამ წამალს გადავაგდებთ ჩვენ და შენით დაიძინებ.წამალი აღარ დაგჭირდება. მოვალთ მალე, ჯერ ხომ მხოლოდ 5 საათია. უუუუ 5 საათში მთელ თბილისს შემოვიართ. მოეწონათ ერთმანეთი და უკვე ერთმანეთის კარგად ესმოდათ. ხელი მოკიდა ეტლს და ბიჭებთან მიიყვანა ნინიკო. ყველა მოლოდინით სავსე თვალებით მიაჩერდნენ ხან ერთს და ხან მეორეს.ნანამ დაიხარეა და ნინის ლოყაზე თბილი ამბირი დაუტოვა. ---არ მოიწყინო,შენ ცხოვრება ჯერ წინ გაქვს საყვარელო.ძალიან ბევრი ლამაზი რამ გელოდება წინ.შემდეგ დათოს მიუბრუნდა და უთხრა.-წავედით დავით. ---მოცადე,სად მიდიხარ.რა გადაწყვიტე,რა მოილაპარაკეთ.ფეხზე წამოდგა ლუკა. ---ყველაფერი კარგადაა.ჩემი ნივთები უნდა მოვიტანო,თორემ ნინიკოს ტანისამოსი მე არ მომერგება.აქ მომეწონა,ნინიკოსთან ვრჩები. ---მშვენიერია.ლუკამ სიხარულით შემოკრა ტაში. ---ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.უთხრა გელამ.ნანამ გაოცებულმა შეხედა და შეეკითხა.---რა თემაზე უნდა ვისაუბროთ? ---რა თქმა უნდა,თვის ხელფასზე და რამდენს გადაგიხდით. ---აქ თანხაზე არ არის საიბარი,ბატონო ................! ---გელა,გელა მქვია და მოაშორე ეს ბატონო,თავი 80 წლის ბებერი მგონია. ---ბატონო გელა.აქ ბავშვზე უნდა ვისაუბროთ და არა ნივთზე,მე არ მაქვს ფულის პრობლემა,აქეთ გადაგიხდით,უბრალოდ არ მიყვარს ტყუილად ყოფნა.ვიცი რომ ნინის მკურნალობას დიდი თანხა ჭირდება,მე არ გითანხმდებით თქვენ როგორც მოგიხერხდეთ ისე გააკეთეთ. ყველა გააოცა ნანას საქციელმა და დათოს უთხრა. ---სად ნახე,ეს შვიათი სულის მქონე ადამიანი დათო. ---ეს დიდი ისტორიაა და ალბად როდისმე მოგიყვებით ამ მხიარულ ისტორიასაც.გაეცინა დათოს და ღიმილით გავიდა სახლიდან ნანასთან ერთად.გელამ დაფიქრებულმა შეხედა უკვე მის წინ დახურულ კარს და შემდეგ ბიჭებს უთხრა. ---ეს გოგო იცით ვის მაგონებს? ---ვინმე ნაცნობია და ჩვენ არ ვიცით? თქვა ზაზამ. ---ეს გოგონა მაგონებს ერთ გოგოს სახეს,რომელსაც ძალიან,ძალიან გავს.გახსოვთ ერთხელ მირიანი რომ ეძებდა გოგონას?მე ეს ის გოგონა მგონია,მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ,ისაა. ---კარგი რა,ამდენი წლის შემდეგ გახსოვს მისი სახე?არ დაუჯერა გელას არავინმა,ის კი მაინც არ ეშვებოდა ნანაზე ფიქრს.საუბრობდნენ,იცინოდნენ და ნინის აბრალებდნენ გართობთო ,არადა თავადაც კარგად ერთობოდნენ.მალე დაბრუნდა დათო და ნანა ერთი დიდი ჩანთით ხელში და ნინის საძინებელში მოთაავსა,მისი ნივთები.დათო კი ბიჭების მხიარულებას შეუერთდა და მათ ხმაურზე ძლივს გაიგონეს კარებზე ზარის ხმა.გელამ ნანას გადახედა და უთხრა. ---არ გესმის ზარის ხმა? გააღე კარები. ---მე არავის არ ველოდები,სტუმარი თქვენთან არის მოსული.კარებზე კი ზარის ხმა არ წყდება,გელა გაბრაზებული სახით წამოდგა და კარები გააღო,გააღო და იქვე გაშეშდა. ---ღმერთო მგონი მოჩვენებები დამეწყო.დაიძახა ხმამაღლა და მის ხმაზე ყველა წამოდგა ფეხზე.როგორც გელა გაკვირვებული იყო ყველა მანამ,სანამ ნინიკოს ხმამ არ გამოაფხიზლა ისინი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.