შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 4 თავი


18-04-2017, 21:42
ავტორი zia-maria
ნანახია 2 811

---ნანააა ვიცი რომ არ გძინავს და შენზე ფიქრმა არც მე არ დამაძინა.მთელი ღამე შენზე ვფიქრობ.ნანამ საწოლზე წამოჯდა და დათოს მიაჩერდა.
---რა მოხდა,რა არ გასვენებს.მართლა არაფერი არ მომიპარავს გეფიცები,ნუ გეშინია.
---არა, მაგაზე არ ვფიქრობ.სულ სხვა რამეზე ვფიქრობ და ვერ ამოვხსენი,ასე რატომ მენდე დღეს?აგერ ამდენი ფული გიდევს,ჩემი არ შეგეშინდა?ნანა მართლა დააფიქრა დათოს სიტყვებმა,შემდეგ ადგა,შუქი აანთო და დათოს წინ დაუჯდა.---გინდა გულწრფელად გიპასუხო?
---მითხარი,მართლა მაინტერესებს.
---არ ვიცი დათო.ამ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს ვერ გაგცემ,მაგრამ ვგრძნობ და ვხვდები შენს თვალებში,ისეთივე უბრალოებაა როგორც ჩემში.ისეთივე უბრალო ადამიანი ხარ,როგორც მე და კიდევ,პირველი შეხედვისთანაცე დაიკო დამიძახე,ამ სიტყვის თქმამ ძალიან დიდი გამბედაობა მომცა და მივხვდი,რომ შენ უნდა მოგკედლებოდი.
---მოდი აქ დაწექი ჩემთან,მე არასოდეს არ გავტეხ ჩემი გულიდან წამოსულ სიტყვას და ჩემი სახით შენ გყავს ძმა და მეობარი.ეს ასე იქნება სანამ მე ვიცოცხლებ და ვისუნთქებ.
---დათო რა ვქნა ვასოს დავთანხმდე იქ მუშაობაზე?
---მე რადგან შემეკითხე, გეტყვი რომ დათანხმდი.ცოტა ხნით იმუშავე,შენი ამოიღე,პარალელურად ხელფასაც აიღებ.თუ გაგიჭირდება წამოდი და სხვა სამსახურს ვიშოვით.ვერ დაგიმალავ და გეტყვი,რომ ვასო ძალიან მექალთანეა და ნუ მომაკვლწვინებ,რაც შეგეძლება და როგორც შეძლებ დისტანცია დაიცავი და არ მისცე ნება ახლოს მოვიდეს შენთან.
---კარგი მასე ვიზამ,მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა.
---რა პრობლემა?
---ფულს რა ვუყო,ასე ხომ არ ვატარებ ჩანთით?
---ეს რა პრობლემაა,ბანკში შეიტანე.
---რა კარგად აზროვნებ,განა მე არ ვიცი ბანკი რა დანიშნულებას ასრულებს? ახლა როგორ ფიქრობ,ჩემი გამოჩენა ღირს ამხელა თანხით?
---ოოოო ეს მართალია, პრობლემაა.ჩემს სახელზე რომ შეინახო?თუ მენდობი რა თქმა უნდა.
---დათო რა თქმა უნდა გენდობი.ხვალვე შეიტანე ბანკში და სახარჯო ფულს იმას ვიხმარ,ვასო რომ მომცემს.
---დაიძინე ახლა,მე ადრე უნდა ავდგე,შენ კი უჩემოდ ვასოსთან არ წახვიდე.უნდა შეგეხვეწოს იქ რომ იმუშავო,რომ ხელფასიც მოითხოვო კარგად,გესმის?
---მესმის ბოს.დათოს გაეცინა და ცხვირზე წკიპურტი დაარტყა.
---გაიწიე ახლა ცოტა,არ მომეკარო დათო ბანჯგვლიანი დათვივით ხარ.
---აბა დამიფაროს ღმერთმა უბანჯგვლო რომ ვიყო.
დილით დათო ადრე ადგა,მაგიდაზე ნანას წერილი დაუტოვა და სამსახურში წავიდა. ღიმილიანი სახით შეაბიჯა კომპანიაში და ასევე ღიმილით მივიდა ბიჭებთან.არავისთვის,არაფერი არ უთქვამს, ღიღინით აკეთებდა საქმეს და ბიჭების გაოცებულ მზერას აიგნორირებდა.ნანამ დილით ადგა და წერილი ნახა, რომელიც ღიმილით ჩაიკითხა.
---დილა მშვიდობის,მსოფლიო მერვე საოცრება გოგოს.შუადღით მოვალ და საქორწილო რეესტრში წავიდეთ, მზად დამხვდი.არ გაგაღვიძე და უშენოდაც ფულს არ შევეხე,რომ მოვალ ეს საკითხიც მოვაგვაროთ. ნანას გაეღიმა და უფალს კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა,დათოს რომ შეახვედრა.ჯერ სადილი მოამზადა და შემდეგ თავადაც მოემზადა. ისევ ის წითელი წინწკლებიანი კაბა ჩაიცვა და დათოს დაელოდა.1 საათი იყო დათო რომ დაბრუნდა და კარებშივე ეცა გემრიელი სუნი. კისერ წაგრძელებული პირდაპირ სამზარეულოში გავიდა და გაზზე დადებულ ქვაბს დააცხრა თავზე.
---ნანუჩი რა მოამზადე, გული წამივა თუ არ შევჭამე.
---პური არ გვაქვს.
---ტყუი,უკვე გვაქვს მე მოვიტანე.მოდი ჯერ წავიდეთ,საქმეებს მივხედოთ, თორემ ბანკი დაიკეტება. არ მინდა ამხელა თანხა სახლში რომ იყოს. სევდიანი თვალებით შეხედა გემრიელი წვნიანით სავსე ქვაბს და სახლიდან გავიდა.
---აქ დაგხვდება ნუ გეშინია.სიცილით უთხრა ნანამ და დათოსაც გაეცინა.მალე მივიდნენ ბანკში,ნანა მანქანაში დატოვა და თავად ფულის საკითხი მალე მოაგვარა,შემდეგ ქორწინების რეესტრში წავიდნენ და განცხადება შეიტანეს ხელის მოსაწერად,მეორე დღისთვის დაიბარეს,რადგან იმ დღეს ბევრი წყვილი იყო რიგში.
---მოდი დაველოდოთ და ბარემ დღესვე მოვაგვაროთ ეს საკითხიც. უთხრა ნანამ.დათომ ირგვლივ მიმოიხედა და შეამჩნია რამოდენიმე წყვილი თვალი,როგორი გაოცებული უცქერდნენ ამ უბრალოდ გამოწყობილ წყვილს და ეშმაკურად უთხრა ნანას.
---ასე ძალიან გეჩქარება, ჩემი ცოლობა საყვარელო?არ დაიბნა ნანა და ღიმილით უპასუხა.
---ვეღარ ვითმენ უშენობას, ჩემო ტკბილო.დათომ ხელი გადახვია და თავიანთ რიგს დაელოდნენ.რამოდენიმე საათში კი მხიარული სახეებით და ხელში საქორწილო მოწმობით გამოვიდნენ გარეთ.
მთელი სამი დღე რეკავდა ვასო დათოსთან და ნანას მიყვანას თხოვდა. ბოლოს მარტო მივიდა ვასოსთან და მკაცრად უთხრა.
---ვასო ხომ იცი,რომ კარგად გიცნობ.ნანა აქ დაიწყებს მუშაობას,მაგრამ ერთი ზედმეტი რამ,თითის უბრალოდ მიდებაც კი საკმარისია მასზე,იცოდე რომ გაგაქრობ შენს სააგენტოსთან ერთად,გესმის?
---გასაგებია დათო რას კადრულობ,არ გრცხვენია მაგ სიტყვებს რომ მეუბნები? განა არ გიცნობ და არ ვიცი, რისი გამკეთებელიც ხარ?
---რომ მიცნობ და იცი ჩემი ხასიათი,იმიტომ უნდა დაიხიო უკან.ხვალიდან მოვა ნანა და აქ იმუშავებს.ხელფასზე თქვენ შეთანხმდით, ახლა მისი ფულიდან რამე ნაწილი მომეცი.ვასოს არ ესიამოვნა,მაგრამ რას იზამდა 3000$ გამოუტანა დათოს და მისცა,თან უთხრა.
---2000$ დარჩა და ნუ დამახრჩობ ამ თანხისთვის
.---ეს 2000$ შენთვის ერთი ვახშმის ფულია და ნანასთვის მთელი წლის სარჩო, რამოდენიმე დღეში ფულს მისცემ, შენი ამბავი რომ ვიცი ათმაგად გაყიდი იმ კაბას. ასე რომ,არ გინდა ზედმეტები ჩემთან ვასიკო. ხმა ვეღარ ამოიღო ვასომ და უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
დათო სახლში მივიდა თუ არა გემრიელად ივახშმა და შემდეგ ნანას ვასოს მოცემული ფული მისცა,თან ზემოდან 500 ლარი დაადო და უთხრა.
---ეს 500ლარი, ხვალ გახვალ და იყიდი რაც გინდა,ნუუ ქალს რაც ჭირდება, ვასოს მოცემულ ამ თანხას კი ხვალ დილით იმ ფულს დავამატებ და დარჩენილ მოსაცემსაც,სულ მალე მიიღებ.ხელფასზე კი თქვენ მორიგდით.სამუშაო დამღლელია, ისე გააკეთე,რომ ტყუილად არ გამოგოვიდეს იქ სიარული. ჯერ შენი თავი დააფასე და შემდეგ შენი შრომა.კიდევ ერთხელ იზეიმა გულში ნანამ დათოს გაცნობა,კიდევ ერთხელ გულით მოუხადა უფალს მადლობა.
გემრიელად დაიძინა იმ ღამით ორივემ და დილით,როგორც დათომ დაარიგა ისე გააკეთა.ყველაფერი იყიდა,რაც ჭირდებოდა და ტაქსით მივიდა ნაცნობ მისამართზე. ვასოს ძალიან გაუხარდა ნანას მისვლა და არც დაალაპარაკა თვეში 1000ლარზე მორიგდნენ. იმ დღიდან ნანა უკვე,ვასოს სამოდელო სააგენტოს სახე გახდა. გაიცნო გოგონები და განსაკუთრებით ერთ გოგონას,მარინას დაუახლოვდა.ნანას სამუშაო კარგად მიდიოდა,დარჩენილი თანხაც მიცა ვასომ.უკვე თვეები გავიდა და ნანას ეკონომიური მდგომარეობა წინ მიიწევდა.დათო არ ანებებდა ფულის დახარჯვას და ყველა კაპიკი ბანკში შეჰქონდა.ერთ საღამოს კი ნანას დიდი სიხარულით ახარა ახალი ამბავი.
---ნანუჩი რემონტი დასრულდა და ხვალ ბინაში გადავდივართ.
---ვახ,უკვე დაგვადგა საშველი?მე რომ ვმუშაობ?
---არა უშავს,შენ ჩანთა ჩაალაგე და მე წავიღებ.აი მისამართი და საღამოს ამ მისამართზე მოდი. მეორე დღეს ახალ გარემონტებულ სახლში მეგობრებმა თავი მოიყარეს და აღნიშნეს.დათოს უნდოდა ბიჭებისათვის სიურპრიზი მოემზადებინა, მაგრამ ნანა იმ ღამით ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში,რადგან მნიშვნელოვანი ფოტო სესია იყო და ვერ დააკლდებოდა,აბა ნანას გარეშე, ეს დღე ჩატარდებოდა?სახლში მისულს კარები შეწუხებული სახით დათომ გაუღო, მაგრამ არანაკლებ შეწუხებული იყო ნანა.
---დათო ბოდიში რა დამაგვიანდა,მაპატიე გთხოვ.
---ნანუჩი მე მაპატიე რა?
---გაპატიო?შენ რატომ მთხოვ პატიებას? გაუკვირდა ნანას.
---სახლი ძალიან,ძალიან არეულია.
---უუუფ როგორ შემაშინე,ეს არაფერი მივალაგებ.
---არა,მიალაგებ კიარა,მივალაგებთ.მე და შენ მივალაგებთ.
---წესით ძაღლი ვინც მოკლა იმან უნდა დაასაფლავოს, ეს გამოდის რომ ვინც აურია,იმან უნდა მიალაგოს,მაგრამ რას ვიზამთ.შენ ახლა დაისვენე და მეც დავისვენებ,ძალიან დაღლილი ვარ და ხვალ დილით მივალაგოთ ორივემ სახლი.ახლა მარტო ხარ? წავიდნენ მეგობრები?
---კი წავიდნენ და მარტო ვარ.მაშინ მე დავწვები და ხვალ რაც გინდა, ის დამავალე.
---კარგი მეც ვწვები,ჩემი საძინებელი სად არის.დათოს გაეღიმა და ნანა თვალებ ახვეული შეიყვანა საძინებელში.ხელი აუშვა თუ არა ნანას საოცარი ხმები აღმოხდა ყელიდან.
---მადლობა,მადლობა,მადლობა დათიკო.ვაიმე რა მაგარი ფერების შერწყმაა, ვარდისფერია ყველაფერი. დათომ უყურა ღიმილით შემდეგ შუბლზე აკოცა და გავიდა თავის საძინებელში.ცოტა ხანში შეუვარდა დათოს და თავზე დააცხრა.
---ბანჯგვლიან დათვს თავის ბუნაგი აქვს? აქაც რა მაგარი ფერებია თეთრი შავი ფერებია,ძალიან სერიოზული სახეს აძლევს ამ პატარა სამყაროს ეს ფერები.
---მერე მე რა არასერიოზული ვარ,თუ არ მომიხდება ეს ფერები?
---როგორ არა.უთხრა ღიმილით,ჩაკოცნა და ბედნიერი ღიმილით გავიდა ოთახიდან.ცოტა ხანში ისევ შეაკითხა დათოს და რომ დარწმუნდა ღრმად ეძინა და დილამდე არ გაიღვიძებდა,ქარიშხალივით დატრიალდა სახლში და ერთ საათში მთელ სახლს ბრზიალი გასდიოდა. დილით დათომ გაოცებულმა მიმოატარა თვალები და შემდეგ ნანას დააცხრა თავზე.
---ნანა ადექი სტუმრები მოვიდნენ.ნანამ თავი წამოყო და მოჭუტული თვალებით შეხედა დათოს.
--ამ დილა უთენია,რა სახლში არ გააჩერეს რომელიმე?
---რა გააკეთე შენ ნანა და მე ამის შემდეგ უნდა გენდო? ნანამ უცებ გამოფხიზლდა და საწოლზე დაჯდა.
---რა გავაკეთე დათო.
---ხო რა გააკეთე.მე საწოლში გამისტუმრე და შენ სახლი მიალაგე მარტომ?
---კარგი რა დათიკო. იცი როგორ შემაშინე?აბა რა დამაძინებდა იმ არეულ სახლში.
---აი შენ მეორე გასაღები,მე მივდივარ.
---დადე რა მანდ,ცოტას წაუძინებ და შემდეგ მეც უნდა წავიდე.
---ნანა ყველაფერი რიგზეა? ვასო ხომარაფერს გეუბნება.
---არა დათო,თუ რამე,იმ წუთში გეტყვი.
---აბა საღამომდე,მივდივარ მე.
---საღამომდე.უთხრა უკვე ძილში წასულმა ნანამ და გადაეშვა სიზმრების სამყაროში.


......
ქრისტე აღსდგა დასწრებოდეთ მრავალს....



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჭეშმარიტად საყვარელო.კარგია დათო ასე რომ ეხმარება,მაგრამ დავიჯერო მამამისი არ ეძებს?რაღაც ძაან მოოვიწყეს ქალიშვილი.ცოტა დიდი თავი რომ დადო ვერ ახერხებ?ძალიან მომწონს ეს ისტორია
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
ჭეშმარიტად საყვარელო.კარგია დათო ასე რომ ეხმარება,მაგრამ დავიჯერო მამამისი არ ეძებს?რაღაც ძაან მოოვიწყეს ქალიშვილი.ცოტა დიდი თავი რომ დადო ვერ ახერხებ?ძალიან მომწონს ეს ისტორია

სულ მალე გაირკვევა სიმართლე,სადღაც ორ-სამ თავში.მადლობა რომ კითხულობ საყვარელო.მართლა ვერ ვახერხებ ხშირად დადებას,ამასაც როგორ ვახერხებ თავადაც მიკვირს. kissing_heart

 


№3 სტუმარი nino kvirikashvili

ჭეშმარიტად საყვარელოო..უზომოდ კმაყოფილი ვარრ..როცა ვკითცულობბ ..ორუვე კარგიი ტიპები არიანნ...ველოდები მომდევნოსს..მაგარი ხარრ ჩემო კარგოო...წარმატებებიი

 


№4  offline მოდერი zia-maria

nino kvirikashvili
ჭეშმარიტად საყვარელოო..უზომოდ კმაყოფილი ვარრ..როცა ვკითცულობბ ..ორუვე კარგიი ტიპები არიანნ...ველოდები მომდევნოსს..მაგარი ხარრ ჩემო კარგოო...წარმატებებიი

მიყვარხარ ჩემო ნინოჩი. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent