უცხო ( თავი 8 )
კლინიკიდან, რომ გამოვიდა დაბნელებული იყო. ფეხით გადაწყვიტა გასეირნება, არც ისე შორს ცხოვრობდა. უეცრად წვიმამ დასცხო. სველდებოდა, მაგრამ არ აინტერესებდა. ბავშვობიდან უყვარდა წვიმა, თავს ყოველთვის ლაღად გრძნობდა. ხალხი, თავს აფარებდა შენობებს, ზოგს ქოლგა ეჭირა და გარბოდა. ის კიდე, სახეს წვიმის წვეთებს უშვერდა. ყველა გაკვირვებული უყურებდა, ალბათ გულში გიჟად რაცხავდნენ. მას კი, სულ არ აინტერესებდა. წვიმას, მთლიანად დაესველებინა ბეტონი და მისი საყვარელი სურნელი, ტრიალებდა ჰაერში. ჩიხი უნდა გაევლო, როდესაც ყვირილის და გინების ხმა შემოესმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. თუმცა უეცრად, გასროლის ხმაც მოჰყვა. გულმა, ვერ მოუთმინა და შიგნით შევიდა. სიბნელის ძალიან ეშინოდა, მაგრამ ადამიანს გასაჭირში ვერ მიატოვებდა. თან გული უგრძნობდა, რომ რაღაც მისთვის მნიშვნელოვანს კარგავდა. საკმაოდ ახლოს იყო მისული, მანქანის საბურავების ჭრიალი გაისმა. შუაში მანქანა, იყო გაჩერებული, ფარების შუქი ანათებდა გარემოს. მიახლოებისას მწოლიარე მამაკაცი დაინახა. ახლოს მივიდა, მუხლებზე დაიჩოქა, პულსი გაუსინჯა, ცოცხალი იყო. მის სახეს დააკვირდა ეცნო, მაგრამ საიდან ვერ ხვდებოდა. ბოლოს გაახსენდა მაღაზიაში, მომხდარი ინციდენტი. მუცელთან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, ხელები ჭრილობაზე ეწყო, მაგრამ გონზე არ იყო. - ჯანდაბა, გამოფხიზლდი. -რამდენჯერმე შემოარტყა სახეში. ბიჭიც გონს მოვიდა, ტკივილმა შეაწუხა და დაჭრილი მგელივით დაიღმუვლა. თვალების ირისები, სულ ჩაწითლებული ჰქონდა. - კიდევ არ გაითიშო. დამეყრდენი, მომეხმარე, რომ აგაყენო. - ბიჭი, დაჰყვა გოგონას ნებას. საკმაოდ მძიმე იყო, შავი ფერის ჯიპამდე, ძლივს მიიყვანა და უკანა სავარძელზე დააწვინა. - ჭრილობას, ხელი ძლიერ დააჭირე, თუ შეიძლება. - მაქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა. - სავა.. დმყო.. ფოში არ მიმი .. ყვანო. - ძლივს ამოილაპარა, რამოდენიმე სიტყვა. - ღმერთო, ყველა ხათაბალას, მე რატომ უნდა გადავეყარო?! - როცა მიხვდა, პასუხს ტყუილად ელოდა, მანქანა დაძრა. ფიქრობდა ეს ვინმეს, რომ გაეგო საუკეთესო შემთხვევაში, სამსახურს და ლიცენზიას დაკარგავდა. ცუდ შემთხვევაში კი, ციხეში მოხვდებოდა. თავი გააქნია ცუდი ფიქრების გასაფანტად. სახლში მიიყვანა, დედა მაინც არ ჰყავდა, ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენდა. მისდა საბედნიეროდ, კერძო სახლში ცხოვრობდა და ვერავინ შეიტყობდა ამის შესახებ. მანქანა ეზოში შეაყენა, გადმოვიდა და შემოუარა. კარები გახსნა წამოჯდომაში მოეხმარა. ცალი ხელი წელზე მოხვია, ბიჭის ხელი კი მხარზე გადაიდო. თავის ოთახში შეიყვანა და დააწვინა საწოლზე. უცებ მოძებნა საჭირო ხელსაწყოები. სამედიცინოზე, რომ ჩააბარა დედამ აჩუქა. სპირტი გადაავლო, დეზინფექციის მიზნით. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მხოლოდ ექიმის ინსტიქტი ამოძრავებდა. მაიკა გადააძრო, მხოლოდ რამდენიმე წამი გაუშტერა მზერა, მის უნაკლო სხეულს. შემდეგ სპირტით გაუწმინდა ჭრილობა, ტყვია ამოუღო და გაკერვას შეუდგა. თავის საქმე, რომ მოათავა საწოლთან ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა დამშვიდებულიყო. ხელები, სულ სისხლიანი ჰქონდა. აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო, პიჟამოები ჩაიცვა და გამოვიდა. - ასე, რატომ ვღელავ შენზე, უცნობო?! - ახლოს მივიდა, შუბლზე ხელი დაადო. - სიცხე გაქვს, აქ არ უნდა მოკვდე! შენს გამო ციხეში, არ წავალ იცოდე, იქიდან მოგაბრუნებ. მორიგი ნემსი გაუკეთა და მოქმდებას დაელოდა. ბიჭი მთელი ღამე სიცხისგან ბორგავდა, ოფლი ასხავდა და სახე ენამებოდა. - არ წახვიდე ლიზა.. არ დამტოვო.. პირველივე დღიდან, შენმა თვალებმა მომნუსხა.. ხომ იცი ბოლოს ცხოვრება, ჩემამდე მოგიყვანს, ხომ იცი, მერამდენედ გადაიკვეთა ჩვენი გზები.. - ხმა დასუსტებული ჰქონდა, თავს არხევდა. - ელიზაბეტი გაოცებული უყურებდა, თითქოს მასზე საუბრობდა. გულს უფორიაქებდა, მისი სიტყვები. მალე ჩაეძინა, გაღვიძებულს აღარ დახვდა. სახლი, მოათვალიერა და არსად იყო. გაბრაზდა არაფერი, რომ არ უთხრა და ისე წავიდა. მას შემდეგ უცნობზე ხშირად ეფიქრებოდა,მაგრამ თვითონ არსად ჩანდა. ისეთი, დატვირთული რეჟიმი ჰქონდა კლინიკაში. მალე გადაავიწყდა უცნობი, თან გამოცდებითვის ემზადებოდა. მალე გავიდა გამოცდებზე და ჩააბარა კიდეც, უკვე მთავარი ქირურგი იყო. ბედნიერებისგან კი არ დადიოდა, ჰაერში დაფარფატებდა. სურვილი, რომელიც ბავშვობიდა ჰქონდა აისრულა. ხშირად ეწუწუნებოდნენ ბავშვები, ვეღარ გნახულობთ, ნეტავ სულ არ ჩაგებარებინა გამოცდებიო. ამას რათქმაუნდა ეხუმრებოდნენ. იმდენი სამუშაო ჰქონდა, ღამეც ვერ მიდიოდა დასაძინებლად სახლში. კაბინეტში, დიდი დივანი ჰქონდა, სადაც იძინებდა. ორი დღე დასვენება აიღო. სახლში მისულმა, ამდენი ხნის უნახავი დედა ჩაკოცნა. ცოტახანი დაიძინა, მალე გაიღვიძა და აივანზე გავიდა. ცაზე, ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და დედამიწაზე ობლად ანთებული სანთელი, რომელსაც აფორმებდა, ღვინის ბოთლი და ბაკალი . ულამაზესი ხედი იშლებოდა, მისი ვერანდიდან. სიმშვიდე, არსაიდან უცბად გაჩენილმა ანაბელმა, დაურღვია. - გავგიჟდები არა.. ნამდვილად გავგიჟდები, შევიშლები.. წუხელ ისეთი სიზმარი მესიზმრა, გახსნებაც არ მინდა. - წამით გაჩერდა, თმებში, ხელი შეიცურა და თვალები დახუჭა - აა, გავგიჟდები მალე.. - გაჩერდები და მეტყვი რა ხდება?! თუ ვიმკითხაო?! - გაბრაზდა ლიზა. - ვერ გეტყვი, ვაიმეეე.. გახსენებაც მცხვენია. - უცბად გაჩერდა და პატარა ტუჩები, საყვარლად დაბრიცა. - რა დაგესიზმრა ასეთი, ვისზე იძალადე?! - აკისკისებულმა ჰკითხა. - ვძალადობდი რა.. შეიძლება ასეც ითქვას. - მასაც გაეცინა. - ანაბელ! - კაი, ხო.. მესიზმრა, რომ მე და დამიანეს, მას და მე, არა მე, უფრო სწორედ.. - გოგო, ამოისუნთქე და მოყევი აბა! - საწოლში ვიყავით.. - ტუჩის კუთხე მოიკვნიტა. - მერე, ესაა გოგო პრობლემა?! სულ ერთად არ ვიძინებთ ხოლმე ბავშობიდან?! - თვალები აატრიალა. - შენი აზრით, მის გვედზე, უბრალოდ წოლის გამო გავგიჟდებოდი? ისეთ პოზაში ვიყავით, დაფეთებულს გამომეღვიძა და წამოვხტი ლოგინიდან. ფეხი ამისრიალდა ხალიჩაზე და იატაკზე გავიშოტე. - სიცილი წასკდა ელიზაბეტს. - არ ვიცი, ამ ბოლო დროს რა მემართება.. რომ ვხედავ სხვა გოგოებს, როგორ ეფლირტავება, მინდა, ორივე ჩემი ხელით მივახჩო.. - რაღაცას გკითხავ და გულახტილად მიპასუხე, კარგი? ჩვენ ხომ არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს, შეიძლება დამიანეს, ვერ ვუთხრათ , მაგრამ ერთმანეთს ვეუბნებით. - ელიზაბეტ. - სახე შეეცვალა და ლოყები აუწითლდა. - დამიანე გიყვარს ხომ?! ვხვდებოდი, მას ყოველთვის სხვანაირად უყურებდი. ანაბელმა ღრმად ამოისუნთქა და ცრემლები გადმოსცვივდა, მივიდა და ჩაეხუტა მეგობარს. - ეს საშინელებაა.. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, ამდენი წელი ვცდილობდი გამექრო, ეს გრძნობა. მე, ის არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ თავს ვერ მოვერიე, ზედმეტად ზუსტი ვარ. გული მიკვდება, სხვა გოგოსთან, რომ ვხედავ. ვიცი , ის არასდროს შემომხედავს სხვა თვალით. მე, მისთვის მხოლოდ, ახლო მეგობარი ვარ. - ტიროდა და ძლიერად ეხუტებოდა ლიზას, მანაც მოჰხვია ხელები და თავზე კოცნიდა. - ჩშ, ჩემო ლამაზო. დაწყნარდი, სიყვარული ყველაზე ლამაზი გრძნობაა, დედამიწის ზურგზე. ბედნიერი უნდა იყო, რომ გიყვარს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. - ხო, მაგრამ ეს სიყვარული არასწორია, მხოლოდ ტკივილს მიქადის. სუნთქვა ეკვირს, რომ მეხუტება. მინდა ვუთხრა, რომ სიგიჟემდე მიყვარს. არა, როგორც ძმა, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. - ჩემი გოგოები, რას ლაპარაკობთ ამდენს? - ოთახიდან შემოსძახა ანასტასიამ. - მოვდივართ დეე - სამზარეულოში ჩავიდნენ, ვახშამი მოამზადეს, რომელიც ზედმეტად მსუყე გამოუვიდათ. შემდეგ კომედიური ფილმი ჩართეს, ანაბელიც გამხიარულდა. ღამე მასთან დარჩა, როგორც ყოველთვის, ერთ საწოლში ეძინათ. ტყიპასავით, ეკროდნენ ერთმანეთს, თითქოს ვინმე დაცილებას აპირებდა. ელიზაბეტი, მეორე დღეს სამსახურში წავიდა. დაძაბული დღის შემდეგ, მომშიებული კაფეტერიაში მიდიოდა, როდესაც მარიამი და ირაკლი შენიშნა. გაუკვირდა და მათკენ გაემართა. - გამარჯობა. მარიამ დეიდა,ირაკლი ძია, ხომ კარგად ხართ?! - იცი.. მე.. - დაიბნა, თვალები აუცრემლიანდა და ჩაეხუტა. იქვე სკამზე ჩამოსხდნენ. მამაკაცს შეხედა, თითქოს დარდისგან ჩამობერებული იყო, აქამდე არ შეუმჩნევია ასეთი რამ. - სიმსიმნე აღმომაჩნდა შვილო, ყველგან არის მოდებული. უკვე წლებია ვმკურნალობ.. ყველგან ვიყავით სადაც კი შეიძლებოდა.- განადგურებულმა ამოილაპარაკა ქალმა, ნერვიულობისგან მხრები უცახცახებდა. ცრემლებს ვერ იკავებდა ლიზა, ცუდ სიზმარში ეგონა თავი. მარიამი, დედასავით არის მისთვის, ანასტასიასგან არ გამოარჩევდა. გული ეფლითებოდა, მის გამო. მეგობარი ტკივილისთვის, არ ემეტებოდა. - ანაბელმა, იცის?! - ძლივს ამოილაპარაა - ირაკლი ,, ხესავით იყო, რომელსაც მისი ნაწილი უხმება და განიცდის’’. - დღეს უნდა დაველაპარაკოთ.. - კაი, ჩვენ წავალთ, დასვენება სჭირდება. დროებით შვილო. - დაემშვიდობნენ და კლინიკა დატოვეს. ********* წიკლაურები, სახლში დაბრუნდნენ. შვილის ოთახში შევიდნენ, სალაპარაკო გვაქვსო. ანაბელს, გული ცუდს უგრძნობდა. აქამდეც შეუმჩნევის, დედის ნამტირალევი თვალები, მაგრამ ყოველთვის, პასუხად თვალების ტკივილს იღებდა. - შვილო, არ მინდოდა ამის შესახებ გაგეგო. მეგონა მოვერეოდი და დავამარცხებდი. - ქალს ლაპარაკი უჭირდა. - მაგრამ, მაპატიე ვერ შევძელი, ისიც მაპატიე, რომ დაგიმალე. სანამ შენ, სასწავლებლად წახვიდოდი, თავის ტკივილები მაწუხებდა. არ, ვაქცევდი ყურადღებას, დაღლლილობას ვაბრალებდი. მაგრამ, შემდეგ ტკივილები გამიძლიერდა, გულის რევები დამეწყო, თავბრუც ხშირად მეხვეოდა. ექიმთან, რომ მივედი დაგვიანებული იყო, სიმსიმნე ყველგან იყო მოდებული. მსოფლიოს, ყველა წამყვან სავადმყოფოში და ექითან ვიყავი, მაგრამ ვერ მიშველეს. ქიმიოთერაპია დამინიშნეს, აქამდე მასე მოვაღწიე. შენს თავს გეფიცები, ვიბრძოლე შენს გამო, მაგრამ უფალმა ასე ინება. ვიცი, ძლიერი გოგო ხარ და გაუძლებ. მამაშენს, შენ გაბარებ, საკუთარ თავსაც და მასაც მოუარე - ხელებს დაჰყურებდა, თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. - არაააა.. არააა.. ნუ ხუმრობთ ასე, მატყუებთ ხომ?! ვერ იქნება სიმართლეე.. დედი შენი კარგად ხარ! ხომ არ დამტოვებ?! მითხარი, გთხოვ მითხარი, ხომ იხუმრე?! ამას ვერ გადავიტან, უშენოდე ვერ ვიცოცხლებ. გთხოვ, არ წახვიდე რაა, ხომ გიყვარვარ?! - ცრემლები, თვალებს უბინდავდა, გული საშინლად სტკიოდა. -ჩშ, დაწყნარდი გთხოოვ. მე, ძლიერი გოგო მყავს. მარტო, არ გტოვებ დეე, ყველა შენს გვერდით იქნებიან. ანასტასია და ელენე გაგიწევენ დედობას, ისინიც ხომ ჩემსავით გიყვარს?! მე, სულ შენს გვერდით ვიქნები, იქიდან დაგიცავ. დამპირდი, დამპირდი, რომ გამაგრდები და საკუთარ თავში არ ჩაიკეტები, ისევ ისეთი მხიარული იქნები. ღმერთმა, ორი საუკეთესო მეგობარი გარგუნა, რომლებსაც საკუთარ თავზე, ძალიან უყვარხარ. როგორც შენ, დაიტანჯები, ისე ისინი დაიტანჯებიან დე. - თავზე ხელს უსმევდა. - არა, არაა.. ღმერთი, არ გამწირავს, არ წამართმევს შენს თავს, ტყუილია, ტყუილიი.. - ბუტბუტებდა და თან გულამომჯდარი ტიროდა. ირაკლიმ, ლოგინზე დააწვინა, მარიამმა სთხოვა, მარტო დაეტოვებინა. - მოდი დეე, ვისაუბროთ კაი? მინდა სანამ წავალ, ყველაფერი ვიცოდე, რაც შენს გულში ხდება. - მეე, არაფერს გიმალავ - ლოყები აუწითლდა, თან ფსლუკუნებდა. - ლოყები, ბავშობიდან მაშინ გიწითლდებოდა, როცა რამის თქმის გცხვენოდა. კარგად, გიცნობ შვილო. - თავზე აკოცა. -დამიანე, შემიყვარდა დეე, ვიცი არ შეიძლება. ყველანაირად ვცადე, როგორც ძმისთვის, ისე შემეხედა, მაგრამ არ გამომივიდა. მას კი, არადროს შევუყვარდები, როგორც ქალს, არ შემომხედავს. შენც მტოვებ დეე, უშენოდ რა მეშელებაა. - დარწმუნებული ნურაფერში იქნები, ნურც არასოდესო იტყვი. დრო გვიჩვენებს ყველაფრეს და დასკვნებს მერე გამოიტან.- მალე დაეძინა ანაბელს. მარიამი, ოთახიდან გამოვიდა ელენს და ანასტასიას დაურეკა, სთხოვა ყველა მოსულიყო. მალე მივიდნენ და მისაღებში დასხდნენ. - რაღაც მინდა გითხრათ, რასაც წლებია გიმალავთ. მაპატიეთ, რომ დაგიმალეთ, არ მინდოდა გენერვიულათ. - ყველაფერი, დაწვრილებით მოუყვა. გაონებულები უყურებდნენ, თავი ცუდ სიზმარში ეგონათ, ვერ იჯერებდნენ. - ვიცი, თხოვნა არ მჭირდება, რომ ჩემს შვილს გვერდით დაუდგეთ. ვიცი, მარტო არ დატოვებთ. ძალიან მიყვარხართ და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ თქვენი თავი გამომიგზავნა. - ცრემლები ვერ შეიკავა და აქვითინდა. გოგოებიც მივიდნენ და ჩაეხუტნენ. მალე გააცილა ყველა და შვილთან შევიდა. გვერდით მიუწვა, თავზე აკოცა და მშვიდად დაიძინა. გამოფხიზლებულს სიცივე ეუცნაურა, ისევ დედიკოს სხეულზე იყო მიკრული. მის მკერდზე ედო თავი, როგორც ბავშვობაში იცოდა. კვლავინდებურად გული აღარ უცემდა, სხეული მთლად გაყინული ჰქონა. სწრაფად წამოიწია და გაფითრებულ სახეს დააკვირდა. დედის უსიცოცხლო, სხეულს შეხედა, მშვიდი ღიმილი მოჰფენოდა სახეზე და არაფერზე რეაგირებდა. გონება გაეთიშა, ყვიროდა და მამას დახმარებას სთოვდა.ხმა წაერთვა, ცრემლები გაუშრა, მაგრამ გული, მაინც ტიროდა. შემზარავი იყო, ანაბელის გლოვის ყურება პანაშვიდის პერიოდში. უამრავი ადამიანი მიდიოდა, ყველას ძალიან უყვარდა მარიამი. გოგონას, არავინ და არაფერი აინტერესებდა. გაშეშებული იჯდა, დედის სხეულთან და იხსენებდა, ბავშობიდან მოყოლებულ, ბედნიერ . მაგრამ, მისთვის მასთან გატარებული, ყოველი დღე ბედნიერი იყო. მეგობრები მარტო არ ტოვებდნენ ერთი წუთითაც, მაგრამ ვერავის მისვლას გრძნობდა მისი გონება. ყოველ ღამე, დამიანე, აკითხავდა და მასთან ჩახუტებულს იძინებდა. გოგონაც სიმშვიდეს გრძნობდა, მასთან ერთად. დაკრძალვის დღეს, მარიამი ესიზმრა. თეთრ, გრძელ კაბაში იყო გამოწყობილი და ანგელოზს ჰგავდა. ,, გთხოვ, გამოფხიზლდი და შენი, საყვარელი ადამიანები შეამჩნიე. შენი, თითოეული ცრემლი , მტკივა დეე, ჩემს გარეშე განაგრძე ცხოვრება და არ დანებდე’’ გამოიღვიძა და მის მერე, არ უტირია. შავებ შემოსული იდგა, სასახლის წინ, დედის საყვარელი ტიტებით ხელში. ჩაიმუხლა, დედას შუბლზე აკოცა და უჩურჩულა. ,, მე, ამას შევძლებ დეე, შენს გამო შევძლებ, გპირდები’’ წამოდგომისას, წონასწორობა დაკარგა. დამიანემ, მის ძლიერ სხეულზე აიკრა. ზევით აიხედა, მისი საყვარელი მამაკაცი, რომ დახვდა, მხარზე თავი დაადო, სურნელი ღრმად შეისუნთქა. განადგურებული იყო, ირაკლი წიკლაური. ნახევარი კაციღა, იყო დარჩენილი. ბოლოჯერ შეახო, საყვარელ ქალს ბაგეები და ყურთან უჩურჩულა ,, საყვარელო, ჩვენს სიყვარულს ვფიცავ, ჩვენი შვილების გამო, მუდამ ჩემს გულში იქნები, მალე მოვალ შენთან დამელოდე’’ ძლივს მოუსწრო ვაჟმა, დედის დამარხვას, მასთან დაიმუხლა და პატიება სთხოვა. ,, აპატიე დეე, შენს უვიც შილს, რომ ვერ ჩამოგისწრო. არ უნდა დაგეტოვებინე, უშენოდ როგორ ვიცოცხლოთ?! ვინ დამარიგებს?! მიყვარხარ დეე’’ . აკოცა და წამოდგა. არ ტიროდა, ანდრია წიკლაური, არავის დაანახებდა ცრემლს. წელში გამართული დაუდგა, მამას გვერდით და მხარზე ხელი დასცხო. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. სახლში წასვლა მოინდომა ანაბელმა,. რესტორანში ვერ წავიდოდა, არ უნდოდა მთვრალი ხალხის ყურება. მეგობრებმა წაიყვანეს სახლში. შიგნით ისეთი სიცარიელე იყო, დედის გარეშე, გული აეწვა. - მარტო, მინდა ყოფნა. - პირველად ამოიღო ხმა. - კარგი, როცა იგრძნობ გჭირდებით დაგვირეკე - შუბლზე აკოცა ლიზამ, დამიანეს თვალით ანიშნა წავიდეთო. დედის ოთახში შევიდა, მისი შარფი აიღო. სურნელი ღრმად შეისუნთქა და საწოლზე დაწვა. დილით მზის სხივებმა გააღვიძა, უკვე უნდა შეჩვეოდა , დამოუკიდლებლად გაღვიძებას. დედა, ვეღარ გააღვიძებდა და ძალით წამოაგდებდა ლოგინიდან. თავი მოიწესრიგა და ოთახიდან გავიდა. მამას მდივანზე ჩასძინებია, ჩაიმუხლა და აკოცა. ირაკლი შეიშმუშნა, თვალები გაახილა. შილი, რომ დაინახა სევდისფრად გაიღიმა და გასწორდა. ანაბელი გვერდით მიუჯდა და გვერდიდან მიეხუტა, მანაც ხელები შემოჰხია. - მამა, ჩვენ გავუძლებთ, დედას გამო - ირაკლის ესიამოვნა, ამ სიტყვების მოსმენა შვილისგან, ამაყობდა ასეთი ძლიერი, რომ ჰყავდა. საჭმელი მოამზადა და ერთად ისაუზმეს. დედასავით, მასაც უყვარდა სამზარეულოში ტრიალი.სადილი, რომ დაამთავრეს ყველაფერი აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და შეამშრალა. ტელეფონი მოძებნა და მეგობრებს დაურეკა. ისინიც, მალე გამოჩნდნენ. - ჩემი გოგო - ძლიერ ჩაეხუტა ლიზა. გაუხარდა ძლიერი ანაბელის დანახვა, მართალია არ იცინოდა, მაგრამ ჯერჯერობით ესეც საკმარისი იყო.დამიანემაც ჩაიკრა გული, ბიჭის სხეულში ელექტრონემა დაიწყეს მოძრაობა. ყავა მოამზდა და მათთან დაჯდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.