შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბელადონა(თავი 3)


23-04-2017, 14:41
ავტორი talkingelephant
ნანახია 1 098

ესეც მესამე <3 თითიეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვვანია და თუ დააფიქსირებთ ძალიან ძალიან გამახარებთ <3 შეცდომები მომიტევეთ :დ <3

-ლიზასთან უკნიდან ახლოს დადექი-ბრძანება გასცა საშამ-კიდე უფრო,ახლა ცალი ხელი თმებში შეუცურე და მეორე მუცელზე შემოხვიე...ხო მასე,ლიზა თავი ოდნავ უკან გადასწიე რომ მის მხარს მიაყრდნო,თორნიკე თავი დახარე ლიზას ყელისკენ..არ გაინძრეთ
ცეცხლი ეკიდა ლიზას,ისე ახლოს იყო თორნიკე,მისი სურნელი აბრუებდა,მისი სუნთქვა კისერზე ჟრუანტელს ჰგვრიდა და გრძნობდა რომ თავს კარგავდა.
-გადაღებულია-დაიყვირა საშკამ-ახლა კი თორნიკე საწოლზე დაწექი..ერთი ხელი თავქვეშ ამოიდე..ლიზა თორნიკეს ნახევრად ზემოდან დააწექი...რას დგეხარ დროზე..მიდი კარგი გოგო ხარ..აი მასე ახლა ბიუზჰალტერი შეიხსენი და ლილიას მიეციი..რა სახე გაქ თითქოს პირველად გიღებ,მიდი დროზე...კარგი გოგო ხარ,ახლა თორნიკესთან უფრო ახლოს მიიწიე და თავი ისე დაადე რომ თორნიკემ ნიკაპი დაგადოს..აი მასე..თორნიკე თავისუფალი ხელით ლიზას თმას ჩამოუსვი და ნიკაპი თავზე დაადე..აი მასე,კარგი ბიჭი ხარ, არ გაინძრეთ
ცეცხლის წაკიდებაზე უარესი იყო ლიზასთვის ეს ყველაფერი,ახლა ნახევრად შიშველიც უნდა დაწოლოდა ზედ ბიჭს,მაგრამ საშინლად სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა.
-კარგი სურნელი გაქვს-უცბად დაიჩურჩულა თორნიკემ,რომელიც ლიზაზე უარეს მდგომარეობაში იყო
-მადლობა-ჩაიჩურჩულა ლიზამ
-ის პენუარი მოუტანეთ ახლა და გადააცვით ლიზას დროზე,რომელიმე შორტი კი თორნიკეს,გაინძერით-გაჰყვიროდა საშა,საქმიანობისას მაინც ოდნავს ერიოზული იყო-ნატიი,შენ კიდე ერთი სექსი პლიაჟზე გამიკეთე და გამომიტანე,არაყი არ უქნა ბერვი ოღონდ-ოუ,ლიზ რა სექსუალრი ხარ გოგო..კარგი თორნიკეც მოვიდა,ვაგრძელებთ-შეყვირა და გამნათებელ ბიჭს შეუღრინა-აბა ბატონო თორნიკე ახლა კი პენარის ერთი ბრეტელი გადაწიეთ მხარზე,ნელა,ნელა...კარგია,დაიხარე ლიზას მხრისკენ და აკოცე,ლიზა შენ თავი გვეძე გადახარე დდა თვალები დახუჭე,თითქოს სიამოვნებას იღებ...ნუ მართლა იღებ მაგრამ მაინც-ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურტყუნა მაგრამ მაინც მისწვდა თორნიკეს და ლიზას სმენა-კარგია,გადაღებულია..ახლა რომლით გადაგიღო-ჩამომწკრივებული თეთრეულისკენ წავიდა საშა და თან ნატის მოტანილ კოკტეილს წრუოავდა
ცხელი იყო თორნიკეს ტუჩები,ცხელი როგორც ლავა,სრულ ნეტარებაში გადავიდა ლიზა,და წამით ისიც იოცნება ''ნეტა ახლა ეს ყველაფერი ცხადად ხდებოდეს და გადაღება არ იყოსო'',უკვე დარწმუნებით იცოდა რომ თორნიკე მართლაც ძლიერ მოსწონდა.უამრავ მოდელ ბიჭთან ერთად უმუშავია მაგრამ თორნიკესთან მუშაობისას მიღებული სიამოვნება არავისთან განუცდია,მისი თითოეული შეხება აგიჟებდა და ჟრუანტეს გვრიდა.
-აი ესენი ჩააიცვი ლიზ შენ,თორნიკე შენ გეცვას ეგ-გაუღიმა და იქვე მდგარ კომპიუტერს შეხედა და კმაყოფილმა გაიღიმა-კარგი ახლა ლიზა ხელები კისერზე მოხვიე თონიკეს ,თორნიკე შენ ცალი ხელი წელზე,ცალით ლიზას სახეზე დაადა,აი მასე,ახლა უფრო ახლო მიდით ერთმანეთთან თითქოს უნდა აკოცოთ,ეგ რა ახლოა,კიდევ უფრო ახლოს,აი მასე,თვალები არც ერთმა დახუჭოთ,ერთმანეთს შეხედეთ თვალებში იცოდეთ..კარგია,ვიღებ..კარგით ახლა მთელი დღე მასეც ნუ იდგებთ-გაიცინა საშამ და კომპიუტერს მიუბრუნდა-დიეგოო მოდიი-გაჰყვირა გოგებთან მოსაუბრე დიეგოს-აი შეხედე რა არის ნამდვილი ვნება უყურე,ნახე პროსტა თვალებით გადაყლაპა,აი ნახე ,არადა არაპროფესიონალია,შენ კიდევ ასეთი ქალი დაგიყენე წინ და იდექი ხესავით,ფუფ წადი ახლა მომშორდი-ხელი აიქნია საშკამ-თქვენ კი სექსუალური გამომძიებლების ღმერთო,მინდა გითხრათ რომ ჩემი ექსკლუზივი ხართ,თანაც კვე მეორე,პირველი ლიზაა და თქვენ ორნი ხართ ცალ-ცალკე ხო სუპერ მაგრამ ერთად ბომბა-გაუცინა წყვილს და კოკტეილის წრუპვით აუზთან მივიდა სადაც დაჩი,ვაკო და მიგელი იყვნენ-აბა სექსუალრო ორო ქართველო და ერთო ბრაზილიელო მოგესალმებით,გაწიე შენი დაგრეხილი ფეხები-შეუღრინა ნატის რომელიც მიგელის გვერდით იჯდა
...
ისე ახლოს იყო მის სახესთან ცოტაც და სული წასძლევდა და აკოცებდა,მისი სრნელი აგიჟებდა და მისიე ხელი სახეზე ცეცხლს უკიდებდა,უნდოდა მთელი დღე ასე ყოფილიყო მაგრამ როგორც კი საშას სიტყვები გაიგო მაშინვე სწრაფად მოშორდა თორნიკეს და დაბნეულმა გაუღიმა.
-მე წავალ გამოვიცვლი-დაიწყო ლიზამ-შენც ნამგზავრი ხარ და თან ახლა ეს გადაღებაც,დაღლილი იქნები,ვეტვი საბრინას და გაჩვენებს შენს ოთახს-გაუღიმა და როდესაც თორნიკემ გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა იქაურობას სწრაფად გაეცალა და ოთახში ავარდა
შხაპის დროსაც გადაღებაზე,თორნიკეს ხელებზე,მის სურნელსა და თვალებზე ფიქრობა,მართლაც როგორი ვნებით უყურებდა და არ გავდა ეს სხვა კაცების ვნებით ანთელ თვალებს,ბანალურია მაგრამ მისთვის ასე იყო,უამრავი მამაკაცის უხამსი და ვნებით სავსე მზერა უგრძვნია მაგრამ ის მხოლოდ ზიზღს აღძრავდა ლიზაში მაგრამ თორნიკეს თვალები..ის სულ სხვანაირი იყო
-ცუდადაა შენი საქმე ლიზა-ჩაილაპარაკა და აბაზანიდან გამოვიდა-არ შეიძლება ეს ყველაფერი,აგრამ უკვე ღრმად შეტოპე,არ შეიძლება ასე არ შეიძლება,დაივიწყე,მორჩა,შენ მას ატკენ ლიზა,შენი სიმართლით ატკენ ადრე თუ გვიან და შენ თუ არა ამას სისტემა იზამს,მას დაკარგავ ადრე თუ გვიან ლიზა,არა-თავის თავს ეჩხუბებოდა და თან სარკეში მის გამოსახულებას თითს უქნევდა-არ შეიძლება ასე-ბოლოს ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა
ვახშამმა მხიარულად ჩაიარა
-ხვალ მოვაწყობთ წვეულებას-ტაში შემოკრა საშამ-თქვენ სამის ჩამობრძნების და ლიზას ცოცხლად დაბრუნებისთვის
-კარგი აზრია-დაეთანხმა ვაკო-მაგ პიდარასტულ ტვინში ზოგჯერ კარი იდეებიც გებადება ხოლმე
-ვაიმეე, გადი შე..შენ გრუზინო რაა-''გაბრაზდა საშა''-რუსეთში ის ლოთი მამაჩემიც შეეგუა ჩემს ორიენტაციას შენ რაღა დაგემართა-გაიცინა საშკამ
-მამაშენი ლოთი?-გაიკვირვა დაჩიმ-ძაან მაგარი კაცია რა ლოთი,ისეთ ნაშებს ყრის რო
-ბრაძიაგა-ჩაისისნია საშკამ-მოკლედ რა დროს მამაჩემია,ხვალ ამ დროს აქ იქნება ამბები-გაიცინა საშკამ და ღვინით სავსე ბოკალი ასწია-გაგვიმარჯოს ჩვენ-ჭიქით იმ მსხომთ შემოგვატარა და მსოვა-შენ მანამ არ გახდები იქამდე არ დავლევ შენს სადღეგრძელოს-წაკბინა ნატის
...
ღამის 3 იყო ლოგინში ვერ მოსივენა მთელი დღე გადაღებაზე ფიქრობდა,აგიჟებდა ლიზას სიმორცხვე,რამის გაიგუდა სიცილი რომ არ ატეხა იმ მომეტზე საშამ რო უთხრა ბიუზჰალტერი გაიხადე და ისე დაწექიო,მოეწონა ლიზას ნაზის ხელების შეხება და მისი ნაზი კანი, რომელსაც ვარდის სურნელი ასდიოდა,მთელ დღეს გაჰყვა ეს სურნელი,თან როგორი დაბნეული უყურებდა.გაღიმებული წამოდგა იქვე მიგდებულ შორტს დასწვდა და ქვემოთ ჩავიდა.სამზარეულოს გრძელი კარები რომლთაც აივანზე გდიოდი და წინ ოკეანის ულაპაზესი ხედი იშლებოდა,ნახევრად ღია იყო.გასვლა დააპირა როდესაც მოულოდნელად სამზარულოში საბრინა შემოვიდა
-უი,ასე გვიან რატომ ხართ ფეხზე,ცუდად ხომ არ ხართ-დაფაცურდა საბრინა
-არა,კარგად ვარ, უბრალოდ ვერ მოვისვენე ზემოთ და აივანზე გავალთქო ვიფიქრე-გაუღიმა-თქვენ ასე გვიან რატომ ხართ აქ,თქვენ ხომ არ ხართ ცუდად
-მეც კარგად ვარ-გაუღიმა ქალმა-უბრალოდ ხვალე რადგან წველება იქნება,მე და ჩემი მეუღლე ნათესავებთან წავალთ თორემ ასეთი წვეულებებისთვის და ხმურისთვის დავბერდით უკვე-გაეცინა საბრინას-ასე რომ საჭმელს ვაკეტებ და მაცივარში იქნება დილისთვის და მერე ღამით წვეულება რომ დამთავრდება ვიცი მე ამათი ამბავი მოშივდებათ,თან ახლა სადააცაა ლიზაც ამოვა და ცოტას შეჭამს იმედია,დღეს პირი რაფრისთვის დაუკარებია-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-სად არის ლიზა?
-გარეთ-თითით პლიაჟისკენ მიუთითა-ცურაობს,ყოველთვის,ამ დროს,თითქმის არ სძინავს-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა-ბაბუამისი ბატონი დემეტრეც ასეთი იყო,მასთნ რომ ვმუშაობდით ისცი ყოველ ღამე გადიოდა საცრაოდ,შემდგომ ცოტახნით ჯდებოდა იქვე ქვიშაზე და ოკენაეს უყურებდა,ლიზაც მასეთია,თითქოს ოკენეა მათი ნამდვილი მეგობარი,რომელსაც ენდობიან და ყველაფერ ეუბნებიან
-და არ ჩანს ლიზა გულჩათხრობილი გოგო
-ეგ გარეგნულად,ისე ლიზა ძალიან გულჩათხრობილია,ნახევრად მე გავზარდე და ვიცნობ მას,ისე როგორც ჩემ ორ შვილს,ძალიან განსხვავებული გოგოა-გაიღიმა საბრინამ-ცივი ჩაის დალევთ?
-დიდი სიამოვნებით-გაუღიმა და აივანზე მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ლიზას ზურგს დაუწყო ყურება
-აი აიღეთ-იქვე დაუდგა ჩაი
-თქვენც დაბრძანდით,ვისაუბროთ ცოტა-გაუღიმა საბრინას-რითი გამოიხატება ლიზას განსხვავებულობა-დაინტერესედა თორნიკე
-გასაგებია-გაეღიმა ქალს და იქვე მეორე სავარძელში ჩაჯდა და მანაც ლიზას შეხედა-პირველად ბატონ დემეტრესთან რომ დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ მუშაობა ლიზა იყო 6 წლის,მათთან ცხოვრობა,ხოლო დაჩი მშობლებთან,ძალიან საყვარელი სიფრიფანა ქერა გოგონა,სულ კუდში დასდევდა რობერტოს,ჩემს მეუღლეს,მებაღეა და ყველაფერს ასწავლიდა,ბატონი დემეტრე მკაცრი მაგრამ კეთილი კაცია,მისი ცოლიც საყვარელი ქალბატონი იყო ძალიან ოჯახივით ვიყავით,მიგელი რომ ჩამმოვიყვანეთ ბრაზილიიდან და პირველად ლიზი გაიცნო მაგ დღიდან დამეგობრდნენ და და-ძმასავით არიან,სამანტა რომ დაიბადა ლიზა უბენიერესი იყო,მეხმარებოდა მის გაზრდაში,მაგრამ შემდგომ წაიყვანეს ლიზა თბილისსში,ბატონ დემტრესაც გაშორდა მეუღლე და უკრაინაში დაბრუნდა,თვითონ ბატონმა კი გაყიდა სახლი და ჩვენც სხვა სამსახური ვიპოვეთ,გავიდა დრო და 19 წლის იყო ლიზა ისევ რომ ჩამოვიდა და სახლი იყიდა აქ,მოგვძებნა და ჩემთან თუ არ წმაოხვალთ აქვე მოვაწყობ ისტერიკებსო-გაეცინა საბრინას-წამოვედით მას შემდეგ ლიზაც ისევ აქეთ არის,მოდელობიდან საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს მაგრამ არ ხარჯავს,ერთადერთი რაზეს მისი სამუდამოდ მადლობელი ვიქნები ისაა რომ დაინახა ერთხელ როგორ უკრავდა სამანდა როიალზე,გაგიჟდა ლიზა ისე მოეწონა და დააფინანსა და ჯულიარდში სწავლობს ახლა,ძალიან კეთილია ლიზა,ერთხელ ერთი პიროვნება იყო მოსული დიდ ფულს სთავაზობდა ლიზას რომ მათი სახე გამხდარიყო და მხოლოდ იმიტომ უთხრა უარი ნატის რომ უხეშად მოექცა და ყავა რამის ზედ შეასხა უშაქოროა მე შაქრით გითხარიო,მაგათ ეგონათ როგორც მოდელების უმეტესობა ექეცევა თავიანთ პერსონას ისე იქცეოდა ლიზაც მაგრამ მწარედ ინანა,ისეტი ამბავი დაატეხა თავზე ლიზამ,მაგას ჯობდა ეყვირა მათთვის,შეარცხვინა ჯერ მადლობა გეთქვათ ჩემი დობილი რომ მოგემსახურათ და ყავა მოგმზადათო ახლა კი დატოვეთ აქაურობა მე უარს გეუბნებითო,გაგიჟდნენ,მოსამსახურეს დას როგორ უწოდებს და მაგის გამო მილიონებს როგორ კარგავსო,არ აინტერესებს ლიზას ფული,მას სითბო და სიყვარული უნდა,იცით ბავშობაში ამბობდა მხატვარი ან ფოტოგრაფი გამოვალო,რვა წლის იყო მისი ნახატები რომ ვნახე,ლამაზი იყო მაგრამ ბავშვური,ყოველთვის ფოტოაპარატით დარბოდა და ყველაფერს უღებდა,ადრე კიდევ ფრო გახსნილი იყო ვიდრე ახლა,ახლა უფრო ჩაიკეტა,სახლიდანაც იშვიათად გადის,წვეულებებზეც მხოლოდ საშას გამო დადის და თავისთანაც მხოლოდ საშას გამო მართავ წვეულებებს,ზოგჯერ როდესაც მოწყენილი მის სახელოსნოში იკეტება და შეიძლება მთელი დღით არ გამოვიდესმაგრამ მეორე დღეს ისეთი ლაღია ვერც კი შემაჩნევ ვერაფერს,ლიზა მართლა განსხვავებულია,ძალიან კარგი გოგონაა ძალიან მაგრამ საიდუმლოებით მოცული-გაუღიმა-ახლა კი უნდა წავიდე,ღამე მშვიდობის
-ღამე მშვიდობის-ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი უკვე მიმავალ ქალს და ლიზასთვის თვალი არ მოუშორებია-რას მალავ პატარა ქალბატონო რას
...
უკვე თენდებოდა.ნელ-ნელა ცას სინათლე ეპარებოდა და მუქი ლურჯიდან ღია ცისფერში გადადიოდა,ოკეანეც წყნარდებოდა,თითქოს საშიში ღამის შემდგომ შეეძლო მშვიდად განეგრძო მიმოსვლა,იქვე დადებულ სერფინგს წვდა და სახლიკენ წამოვიდა,ბოლოჯერ შეხედა ოკეანეს,მის ერთადერთ ნამდვილ მეგობარს და სახლში ავიდა.სიმშვიდე იყო,საათი ხუთის ნახევარს უჩვენებდა.სამზარეულოდან ერთი ცალი ვაშლი აიღო და ოთახისკენ წავიდა.გადაივლო და ცოტა ხნით წამოწვა.მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა თუ როგორ შეიძლებოდა თორნიკეს დავიწყება,თავს არწმუნებდა რომ ეს ყველაფერი საშიში იყო...მალევე ჩაეძინა.უცნარი სიზმარი ნახა,თორნიკე უყვიროდა
-ეს როგორ გამიკეთე ლიზა, ეს რა გამიკეთე ლიზა შენ მე გამომიყენე-ღრიალებდა თორნიკე
-გთხოვ თორნიკე დამშვიდდი,ყველაფერს აგიხსნი გთხოვ
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო,შენი დანახვაც აღარ მინდა,გაიგეე,აღარ მინდაა,გაეთრიე,გაქრი ჩემი ცხოვრებიდან-ყინულივით ცივი იყო თორნიკეს ხმა,ის გაბრუნდა..
წამსვე წამოჯდა ოთახში და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო,ღრმად სუნთქავდა,სწრაფად წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა,უკვე კარგად გათენებულიყო,მზეც დანათებდა არემრეს და ათბობდა,სანაპიროზეც ხალხი ირეოდა უკვე,იქეთ სერფინგისტები იყვნენ, აქეთ დილით სავარჯიშოდ გამოსულები..საათს შეხედა უკვე რვა საათი ხდებოდა,ყველთვის ასე იყო მაქსიმუმ სამი ან ოთხი საათი ეძინა..ხალათი მოიცვა და კიბეებს დაფიქრებული ჩაუყვა,ისეთი რეალური იყო სიზმარი,იცოდა რომ ადრე თუ გვიან თუ არ შეწყვეტდა თორნიკეზე ფიქრს ეს სიტუაცია დადგებოდა,ისე შევიდა სამზარეულოში არ დაუნახავს მაგიდასთან მჯდარი თორნიკე,წყლის ბოთლი გამოიღო მაცივრიდან და მოიყუდა,თვალის კუთხიდან დაინახა თორნიკე და წყალი გადასცდა,ხველება აუტყდა..
-ლიზა,ლიზა კარგად ხარ?-ფეხზე წამოდგა და ახლოს მივიდა ლიზასთან თორნიკე
-კ..ი..-ჩახლეჩილი ხმით უპასხა და კიდევ ერთხელ დაახველა-უბრალოდ არ გელოდი აქ-გაუღიმა და შეეცადა აჩქარებული გულისთვის ყურადღება არ მიექცია
-არ მინდოდა შენი შეშინება-გაუღიმა თორნიკემ-უბრალოდ მიჩვეული ვარ დილით ადრე ადგომას
-ხო,მეც-გაუღიმა და გვერდი აუარა-წავალ გამოვიცვლი,ადგებიან ახლა ძილისგუდებიც-გაუღიმა და სამზარეულო დატოვა
...
საბრინას წასვლის შემდეგ ცოტახნით კიდევ ყურა სანაპიროზე მჯდარ ლიზას,ბოლოს დაასკვნა რომ მოსწონდა ეს გოგო,ეს საიდუმლოებით სავსე ადამიანი.როდესაც დაინახა რომ ლიზა სახლში ამოსვლა აპირებდა სწრაფად ადგა თვითონაც და ოთახში ავიდა.ერთ-ერთი ოთახის ჩავლისას გაახსენდა საბრინას სიტყვები გუშინ დილით რომ უთხრა
-ეს არის მთელს სახლში ერთადერთი ოთახი სადაც შესვლა ყველას კატეგორიულად ეკრძალება
შემდგომ გაახსენდა საბრინას ღამით ნათქვამი რომ სახელოსნო ჰქონდა ლიზას.სურვილმა შეიპყრო ენახა რა ხდებოდა აქ კარებს იქეთ.
...
-გვრიტყნებო,ჩიტუნებოო-შეფრინდა სამზარეულოში საშა-დღეს თქვენ დასწრებით წლის საუკეთესო წვეულებას,მისი ორგანიზატორი კი მე საშა სმირნოვი გახლავართ-ხელები გაშალა და თავი დაუკრა საზოგადოებას
-სულ ესეთ ენრგიაზე როგორ ხარ ეე-დაიწყო დაჩიმ და ტოსტის პურს შოკოლადის კარაქი გადაუსვა
-გენაცვალე,დილაადრიან კუჭს რომ აი მაგ შოკოლადის კარაქით და ცხელი ტოსტის პურების მაგივრად,ხილის წვენით და ხილით რომ ვიწყებ მაგის ბრალია,მაგას რომ ჭამ იქნები მთელი დღე მძიმედ და მალე დაიღლები-ჩაილარაკა და იქვე მდგარ ნატის შეხედა-შენ კიდე ეგ გინდა გოგო,გამოაგდე ეგ კრუასანი პირიდან და ჭამე სტაფილო,გასუქდითქო არ გითხარი მეშენ-''გაუბრაზდა'' ნატის
-რას გადაეკიდე ამ გოგოს შენ კიდე,რა ეტყობა ამას სიმსუქნის,შეხედე მოჩვენებას გავს ისეთი გამხდარია-თითი გაიშვირა ვაკომ
-ვაკუნკულა,საყვარელო,რადგან ვამბობ რომ მსუქანია ესეიგი მსუქანია მორჩა-გაუღიმა წარბებშეკრულ ვაკოს საშკამ და გვერდით დაუჯდა ლიზას-რა სახე ჩამოგტირის შენ კიდე უიმეე-შეხედა ლიზას რომელიც ჩიფსებს აწყობა ტოსტის პურზე,შემდგომ შაშხიც დაადო ზემოდან და ტოსტის მეორე პურიც და მოწყენილმა მოკბიჩა
-რა გააკეთე ახლა-გაოცდა დაჩი-ორსულად ხოარხარ?
-საიდან დასკვენი-გაიცინა ვაკომ და ისევ გაჩუმებულ ბიძაშვილს გახედა რომელიც უღიმღამოდ ილუკმებოდა
-აბა,ასე უცნაურ რაღაცებს ორსულები ჭამენ მარტო-მხრები აიჩეჩა დაჩიმ
-დაჩიკო,ორსლად რომ იყოს,ჯერ სექსი უნდა გქონდეს კაცთან, ეს კიდევ ქალიშვილი მოკვდება ალბათ-სერიოზულად თქვა საშამ და ხველება ამტდარ ლიზას ბეჭებზე ხელი დაუტყაპუნა-აჰა,ხედავ,რა რეაქცია აქვს სექსის ხსენებაზე-თვალები გადაატრიალა საშამ-კარგი ახლა ნუ დაიხრჩობ თავს
ყველას ეცინებოდა საშას საუბრის მანერაზე და ლიზას აწითლებულ ლოყებზე
-გეყოფა საშა-კბილებში გამსოცრა ლიზამ
-ოხ,გამოაჩინა ბრჭყალები ქალბატონმა,მიაუ-დაიკნავლა საშამ-კარგი ახლა,ამას გამოვუსწორებ ხასიათს,თქვენ კიდევ ცოტა რუჯი არ გაწყნდათ-თითი დაჩისკენ და ვაკოსკენ გაიშვირა-შენ ჩემო სექსუალური გამომძიებლების ღმერთო ასეც სიმპატირი ხარ.ერთ საათში მოვა პერსონალი და აქაურობას გადააქცევს ნამდვილ სადღესასწაულო ადგილად-კმაყოფილმა გაიღიმა საშკამ



№1  offline წევრი talkingelephant

ანი ანი
მომეწონა მალე დადებ?

შევეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent