მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 5 თავი
---მამააააა, მამიკო დამიბრუნდაააა.კარებში მდგომი სახლში ღიმილით შევიდა,ყველას აუარა გვერდი და ნინიკო ხელში აიყვანა.ძალიან დიდი ხანი ყავდა ჩახუტებული,შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და სათითაოდ გადაეხვია მეგობრებს. ---როგორ ხარ,რას შვრები.ყველამ კითხა ცალ-ცალკე. ---თქვენ რას შვრებით,რას ამბობს ნინიკოს შესახებ ექიმი.გელამ თვალი უქნია და უთხრა. ---ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ დრო უნდა ყველაფერს. ---ის არ გამოჩენილა? ---არა,შენ წარმოიდგინე ვერ მივაგენით.ცამ შთანთქა თუ მიწამ ჩაყლაპა,ვერ შევძელით ამის გარკვევა. ---არავის არ ენდოთ,თუნდაც საუკეთესო მეგობარს,სწორედ მან გამატარებინა 6 წელი ნინისგან შორს. სად წამივა მოვძებნი, აუცილებლად ვიპოვნი, ის თავად მოვა ჩემამდე,მაგრამ რა 6 წელი მე დავკარგე,6 წელი მე ვიჯექი იმის გამო,რომ მეგობარს დავეხმარე, მაგრამ ის მეგობარი გაქრა და მე შემრჩა 6 წლის სასჯელი. მეგონა სიტყვა მეგობრობა,ყველასათვის მნიშვნელოვანი იყო ისე როგორც ჩემთვის,მაგრამ მწარედ შევცდი და თან ძალიან მწარედ.შემდეგ ნინიკოს შეხედა გულზე რომ ყავდა აკრული და ღიმილით უთხრა; ---ნინ ჩაეხუტები ამ საღამოს მამიკოს. ---კი მა რა გთხოვ,შენთან დავიძინებ.მოხვია მისი სუსტი ხელები მამას და თავი მის ყელში ჩადო.შემდეგ იქვე მდუმარედ მდგარ ნანას გახედა და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და ორივეს გულმა უცნაურად დაიწყო ფეთქვა.თავი ხელში აიყვანა,მკაცრი სახე შეინარჩუნა და ნანას უთხრა. ---შეგიძლია ნინიკო გაიყვანო?ნანამ დაიხარა და ნინიკო აართვა ხელებიდან,მათი თვალები კიდევ ერთხელ შეეჩეხა ერთმანეთს და კიდევ უფრო ძლიერად აძგერა ორო გული სხვადასხვა სხეულში,ხელები კი ერთმანეთში გადაეხლართათ და ორივეს ტაომ დააყარა.ნანას გასვლისას ბიჭებს შეეკითხა. ---ვინ არის ეს გოგონა,სანდოა? ---სანდოა ნუ გეშინია,სანდო ადამიანია .---დიდი ხანია, რაც ნინიკოსთან ერთად არის? ---არა დღეს მოიყვანა დათომ.უთხრა გელამ.-რატომ არ შეგვატყობინე რომ გაგანთავისუფლეს მირიან? ---რა საჭირო იყო ცერემონიალები და სენტიმენტალური შეხვედრები.---ახლა რას აპირებ? ---რავი ერთ ახლობელს ვესაუბრე აქ მოსვლამდე და მტვირთავად დავიწყებ მუშაობას მასთან.თქვა სერიოზულად. ---შენ გააფრინე? რა მტვირთავად.აყვირდა ყველა ერთხმად.მირიანს გაეცინა მათ სახეებზე და ღიმილით თქვა. ---თუ მიმიღებთ,ისევ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები.იმედია ჩემთვინაც გამოჩნდება იმოდენა კომპანიაში რამე ადგილი. ---შენი ადგილი,შენვე გელოდება მეგობარო.---მირიან რა მოხდა 6 წლის უკან,შეგიძლია ახლა მაინც გვითხრა?შეკითხვა ყველას საინტერესო თემაზე ,დათომ დასვა დიდი მორიდებით,რადგან კარგად იცოდა მირიანის ხასიათი. ---რა საჭიროა რომ იცოდეთ ბიჭებო,ნუ ჩაეძიებით. ---როგორ შეცდი,შენ ასეთი დაკვირვებული და სერიოზული ადამიანი.ჩვენ დაგვფოფინებდი თავზე,რომელიმეს რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა და შენ? შენ ეს როგორ დაუშვი ასეთ რამ მოგსვლოდა.მირიანმა ღრმად ამოისუნთქა და თხრობა დაიწყო,6 წლის წინანდელი წინდაუხედავი შეცდომისა,შეცდომა რომელიც მხოლოდ მეგობრის გამო ჩაიდინა. ---ალბად კარგად გახსოვთ,ჩემი განუყრელი მეგობარი შოთიკო დათუაძე.ჩემი მკაცრი კონტროლის მიუხედავად,მაინც ახერხებდა თამაშს და თან სერიოზულ ფონზე.ის ყელამდე ვალებში ჩაეფლო,ძალიან სერიოზულ ხალხთან.ერთ დღეს, ალბად ისიც გახსოვთ თვითმკვლელობა რომ სცადა და საავადმყოფოში ვიყავი მთელი დღე და ღამეები.მაშინ გამომიტყდა 180 000$ წააუგია კაზინოში და მას კი ამ თანხის საშუალება არ ჰქონდა მანამ,სანამ არ გაყიდდა მის ბინას. ---და მან ბინა გაყიდა თბილიში მირიან.ის აქედან მოტყდა და წავიდა,გაიპარა ვირთხასავით,გაერიდა თბილისს.როდემდე შეძლებს სოროში ყოფნას.ოდესღაც გამოჩნდება.თქვა ზიზღით გეგამ. მირიანმა შეხედა გეგას და მის თვალებში სიბრაზისაგან ცეცხლის ენები ერთმანეთს ეომებოდნენ.ახლოს მიიწია გეგასთან,თვალებში ჩახედა და მკაცრად,ცივი მისი უდრეკი ხმით უთხრა; ---არც კი გაბედო და რაიმე მოიმოქმედო თუნდაც მაშინ, მოულოდნელად წინ რომ შეგეჩეხოს.მე უნდა გაუსწორდე მას თავად,ის ჩემია და მე უნდა მივხედო.ახლა კი მომისმინეთ და არ შემაწყვეტინოთ,ამ თემაზე მეორედ აღარ დავილაპარაკებთ.ყველა გაჩუმდა და სმენად გადაიქცა. --მაშ ასე,საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ და სახლში მივიყვანეთ,ის დანიშნული იყო და საცოლე გვერდიდან არ შორდებოდა. მგონი ეთო ექრვა იმ გოგონას,სიმართლე გითხრათ აღარც კი მახსოვს მისი სახელი.გამოვიდა თუ არა მდგომარეობიდან,მთხოვა რამოდენიმე თვით, მაქსიმუმ ხუთი თვით მეთხოვებინა ეს თანხა,რომ მევალე მოეშორებინა,თორემ დაემუქნენ რომ მის საცოლეს გაიტაცებდნენ.ჯერ ორი კვირა მითხრა თანხის დასაბრუნებლად,აი მაშინ შევცდი რომ არ დავთანხმდი. ---ორ კვირაში როგორ დამიბრუნებ ამდენ თანხას,თუ ეცდები რომ ორ თვეში დააბრუნო,რადგნ კარგად იცი ეს კომპანიის თანხაა და რა მელოდება ეს თუ ვინმემ გაიგო. ---სახლს გავყიდი მირიან და დაგიბრუნებ,ყველა კაპიკს დაგიბრუნებ,მხოლოდ ახლა ნუ გამრიყავ და მიშველე. ---და შენი დაუკვირვებლობის გამო მე ციხეში ჩავჯდე? ---შენთვის ეს თანხა არაფერია,ჩემთვის კი უზარმაზარია. ---მირიან შვილს ველოდები და გთხოვ, ჩემს შვილს უმამოდ ნუ დატოვებ,თუ რამე შეგიძლია დაეხმარე ამ უბედურს,მეორედ აღარ ჩაიდენს ასეთ დიდ შეცდომას. მე გპირდები,რომ დაგიბრუნებ ამ ფულს ჩემივე ხელით.მთხოვა ეთომ.ვერ გაუძელი მის ცრემლიან თვალებს და თვალი მის ოდნავ წამოზრდილ მუცელს შევავლე.იმ დღის შემდეგ ბიჭებო ძილიც და მოსვენებაც დავკარგე.ღამე ნორმალურად არ მეძინა, ვფიქრობდი ნინიზე,ვფიქრობდი თქვენზე,ვფიქრობდი ჩემს მშობლებზე და ბოლოს მაინც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის,რასაც არ მაპატიებდა თვით ჩემი მამაც კი.. ნინიკოს ვიცი თქვენ არასოდეს არ დატოვებდით მარტო და ამიტომ ამოვყავი თავი თქვენგა შორს 6 წელი. ეს თანხა შეეძლო მამაჩემს არ გაბაზრებინა და ნელა-ნელა ამოვქაჩავდი,ორ წელიწადში თანხას ადგილზე დავდებდი,თავადაც ასე მითხრა,დაგეხმარები,მაგრამ ხვალ იგივე შეცდომას დაუშვებ,ამიტომ მე თავად გიმეტებ ამ კედლებისთვიოს ეგებ ჭკუა ისწავლოო.ვერ შევეპასუხე,რადგან ის მართალი იყო.შემდეგ ინანა და დადო თანხა,მაგრამ მე აღარ მივეცი უფლება,მე დავიმსახურე და ეს სასჯელი უნდა მომეხადა. ---მამაშენს მირიან ნინიკო ერთი დღეც არ დაუტოვებია უყურადღებოდ.ძალიან ბევრი რამ გააკეთა მისთვის შენს აქ არ ყოფნაში.უნდოდა არ ეგრძნო შენი არ ყოფნა ნინის.არ იმჩნევდა, მაგრამ თვალები მუდამ სევდიანი ქონდა და ჩაღამებული.რაც შეეხება იმას,რომ ძია ფრიდონიმ არ მოგიწონა საქციელი,რა დაგიმალო და ეს შენი ნაბიჯი არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონებია. გაფრთხილებდით კიდეც, გახსოვს?არ დაიჯერე არცერთის და 6 წელი სხვის გამო მოწყდი თავისუფალ ცხოვრებას.იცი რა მიკვირს? მე რომ ვყოფილიყავი,მეც ასე ბრმად მენდობოდი,როგორც იმ შოთიკოს? ---შენთვის ფიქრით თავს არც დავიღლიდი და ამდენი ნერვიულობაც არ დამჭირდებოდა.არა მარტო შენ,არცერთ თქვენთაგანზე არ დავფიქრდებოდი, რადგან მე ვაჟკაცი ძმები მყავს და არა ვირთხები სხვებივით სორო-სორო რომ იმალებიან. ---იმედია ჭკუა ისწავლე და მეორედ ასეთ დიდ სისულელს არ ჩაიდენ.---არა უშავს,არავინი არ დაკარგულა ამ ქვეყანაზე და არც მე არ დავიკარგები.ადამიანობაა ჩემი მთელი სიმდიდრე ძმებო.დავივიწყოთ წარსული ტკივილიანი დღეები და დღეიდან, ამიერიდან გავაგრძელოთ ისევ ისე ტკბილი ცხოვრება.ჩვენ ვერავინი და ვერაფერი,ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს.სიამაყით გადახედა მირიანმა მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს,მის ძმებს და მეგობრებს.შემდეგ საათს დახედა და გაოცებულმა თქვა.-ოოო,რამხელა დრო გასულა,ორი საათია.ალბად დაეძინათ თორემ გამოვიდოდა რა ქვია ძიძას? ---ნანა,ნანაა მისი სახელი.უთხრა დათომ.ალეკომ წამოდგა და ბიჭებს უთხრა. ---აღარ მოდიხართ სახლში?გვიან არის უკვე,შენც დასვენება გჭირდება. ---მე დავრჩები აქ და ხვალ აქედან წამოვალ სამსახურში.ბიჭები წავიდნენ,მირიანმა წყალი გადაივლო და ნინიკოს საძინებელში ფეხაკრებით შევიდა.ნინის და ნანას ერთ საწოლში დასძინებოდათ,საწოლს შემოუარა და მეორე მხრიდან მიუწვა ნინიკოს და გემრიელად ჩაეძინა,მისი თმის სუნით გაბრუებულს.დათომ კი მისაღებში მოკალათდა მდივანზე და დილით ადრე დაადგა თავზე ნანას მაგრამ მხოლოდ ნინის ეღვიძა და ხან მირიანს გახედავდა ღიმილით და ხან ნანას რომლებიც ჯერ კიდევ გემრიელად ფშვინავდნენ.დათო დაინახა თუ არა,თითით ანიშნა ჩუმად იყავიო და ხელები გაუწია გამიყვანე აქედანო.დათომ მიხვდა ჩანაფირს და ღიმილით ციმციმ აიყვანა ხელში და გაიყვანა საძინებლიდან. მირიანმა ვერ გაანალიზა,ძილში ვის ხვევდა ხელს და გაუთვითცნობიერებლად ნანას მოხვია ხელი და გულზე მიიკრა.ნანუჩიც კარგად მოკალათდა მის მკერდზე და გემრიელად გააგრძელა ძილი.ძირს კი ბიჭებს უკვე მოეყარათ თავი და ჩუმად ხითხითებდნენ.მირიანმა შეიღვიძა და სანამ თვალს გაახელდა,ჯერ კიდევ მძინარემ დაუკოცნა მთელი სახე ნანას და მისი თმების სურნელი ღრმად შიესუნთქა.ნანუჩის გაეცინა ძილში და მირიანის მოშიშვლებულ მკერდს მისი ტუჩები მიაწება ზედ კი ნაზად აკოცა.მირიანს გააჟროლა და თვალი გაახილა ნელა-ნელა და ნანა რომ დაინახა მის მკლავებში ჯერ გაოცდა და თვალები ფართოდ გაახილა.შემდეგ კი ეშმაკურად ჩაიცინა.ნანამ კი ძილში მირიანის ბაგეები მოძებნა და როგორც მკერდზე,ასევე ბაგებზეც ძალიან ნაზი და ძალიან ფრთხილი ამბორი დაუტოვა.მირიანმა წარბი ასწია მაღლა მოწონების ნიშნად და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა. ---თუ ასე გავაგრძელებთ ერთად წოლას,მე მარტო კოცნას ვერ დაგჯერდები,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ძალიან გემრიელი ტუჩები გაქვს.ნანამ თვალი გაახილა ღიმილით და მომღიმარ მირიანს რომ შეხედა შიშისაგან განწირული კივილი მორთო და მკერდზე საბანი აიფარა,თან მირიანის მხურვალე სხეულს მოშორდა. ---შენ,.შენ აქ რა გინდა,ბავშვი სად არის. ---ეს შენ უნდა იცოდე,შენ ხარ ძიძა და არა მე.ან რა გაყვირებს,ან რას იფარებ.რაც დასანახი იყო,უკვე დავინახე. ---ცხოველო.დაუყვირა ნანამ და საწოლიდან წამოხტა. ---სულ ცოტა ხნის წინ,ცხოველს კოცნიდი თვალებ მინაბული? ---მე,მე,მე შენ გკოცნიდი?ეს შეუძლებელია.ნანას კივილზე დათო შევარდა ოთახში და გაკვირვებულმა იკითხა. ---რა ხდება,რა გყვირებთ. ---შენ,შენც აქ ხარ?ღმერთო ეს რა სირცხვილია. ---რას ქოთქოთებ,რა მოგივიდა.კითხა დათომ. ---ეს,ეს ცხოველი აქ როდის მოვიდა? ---მე რა ვიცი,ჩვენ ყველა წავედით წუხელ.დაწყნარდი ახლა და მალე ჩამოდი,დღეს არცერთი არ მივდივართ სამსახურში და ამდენი ხალხის დაპურება შენ გევალება.მირიანი ბედნიერი ღიმილით წამოდგა,შარვალი ამოიმცვა და თავის თავში დარწმუნებულმა უთხრა გელას ჩუმად. ---სადღაც მყავს ეს გოგო ნანახი,მაგრამ ვერ ვიხსენებ. --- მთელი ღამე ფიქრში გავატარე და ბოლოს მაინც გავიხსენე. ---სად ნახე ,საიდან გეცნობა აბა მითხარი.კითხა მირიანმა გაკვირვებულმა.გელამ ტელეფონი ამოიღო და ის ფოტო აჩვენა,რამოდენიმე წლის წინ რომ დაუდო მაგიდაზე.მირიანს გაახსენდა ის დღე და კმაყოფილმა ჩაიღიმა,შემდეგ კი გელას კითხა. ---იცის მე ვინ ვარ? ---არა მგონია,არ ვიცი.ნანამ ჯერ ოთახი მოაწესრიგა,შემდეგ თავი მოიწესრიგა და ყველას მიესალმა.სამზარეულოში გავიდა,წყალს სვამდა,რომ უეცრად ცივი და ბოხი ხმა გაიგონა. ---უკვე სასწრაფოში დარეკვას ვაპირებდი,მეგონა ჩემი წამოსვლის შემდეგ გული გაგეპარა და ახლა უფლის წინაშე ცოდვებს ინანიბდი.არ დაიბნა ნანა და მანაც უკმეხად უთხრა; ---ჰა,ჰა,ჰა სად გავიცინოთ?მირიანმა სახე დაისერიოზულა და მკაცრად უთხრა. ---შენს ადგომამდე,მე მაღაზიაც მოვიარე.აქ პროდუქტებია და ყველაფერი მის ადგილზე დააწყვე.აქ დასასვენებლად არ ხარ მოსული,მე მგონი კარგად უნდა გაანალიზო ის,რომ ინვალიდ ბავშვს უნდა მიხედო და არა მის მამას შეუწვე საწოლში.ნანას სიბრაზემ მოაწვა სახეზე და უნდოდა დაეკაწრა, იმ წუთში მის წინ მდგარი ის ცივი სახე მის წინ ცინიკურად მდგარი მამაკაცისათვის .---კარგად მახსოვს,რისთვის მოვედი აქ და ვის უნდა მივხედო,მაგრამ კარგი იქნება თუ ცოტა ხმის ტონს შეარჩევ ჩემთან საუბრისას.შეიძლება შენი მკაცრი და არაფლის მთქმელი როჟით სხვას აშინებ,მაგრამ ეს ჩემთან არ გაგივა ძვირფასო უჟმურო.მირიანს სახე შეეცვალა,არ ეგონა ნანა ამდენს თუ გაუბედავდა.ერთი მხრივ ესიამოვნა,შეუვალი და უდრეკი ხასიათის გოგონა რომ აღმოჩნდა.არ შეიმჩნია ეს სიამოვნება და უფრო გამკაცრებული ხმით უთხრა. ---ახლა კარგად მომისმინე ძიძა.შენ სამსახური გჭირდება და მე ბავშვის ძიძა,ამიტომ კეთილი ინებე და სახლის საქმეებსაც მიხედე. ---მართალი ხარ,მე სამსახური მჭირდება და შენ მოსამსახურე,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენს ბრძანებებზე ვიარო და შენი გამოხტომები ვასრულო.მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა,მაგრამ არა მგონია შენ ამდენს ხვდებოდე. მირიანმა ძლიერად მოკიდა მხრებში ხელები და მისკენ მისწია,თვალებში ჩააშტერდა და მისმა შავმა თვალებმა უტეხად შემოანათა, საიდანაც სიამაყის უკან დიდი შიშიც კრთოდა.შიში იდგა მაგრამ ის ჩაიძირა ამ თვალების სიღრმეში და იმ საოცრად შავ თვალთა სიღრმეში მხოლოდ მისი თავი დალანდა.მის წინ კი იდგა ქალი უშიშრად,ძალიან ტემპერამენტიანი,ძალიან მგრძნობიარე და ამასთან ერთად ძალიან სექსუალურიც.ნანას თალებმა მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.მის წინ იდგა ქალი ამაყად და უშიშრად. მირიანა მიხვდა რამდენად ძლიერი,შეუპოვარი და თავდაჯერებული ადამიანი იდგა მის წინ.სამზარეულოში მათ ხმამაღალ საუბარზე დათო და ლუკა შევიდა და დათომ ერთი კი ჩაიცინა,მაგრამ ნანას სახეს რომ შეხედა მირიანს ხელზე ხელი დაადო და წყნარად უთხრა. ---მირიან გაუშვი. ცოდოა,შენს წინ ქალი დგას,ნამდვილი ქალი და არა ქალის ფიტული.მირიანმა ნელა-ნელა ხელი შეუშვა ნანას და ამღვრეული თვალებით დათოს შეხედა,შემდეგ კი ისევ ნანას უთხრა კბილებში გამოცრით. ---მადლობა თქვი,რომ დამცველი გამოგიჩნდა.ერთი შეხედა ისევ მრისხანედ და სამზარეულოდან გავიდა. ---თორემ რა მომკლავდი? მოდი წადილი აისრულე,ნუ გეშინია არავინი არ გამოგეკიდება და მეც დავისვენებ ამ წყეული ცხოვრებისგან,საიდანაც მხოლოდ ტანჯვა მერგო წილად და მეტი არაფერი.არ გყოფნის ვაჟკაცობა? ---ნან ნუ აქეზებ,მას თავში არააქვს ყველაფერი რიგზე და ცოტა ფრთხილად იყავი მასთან შელაპარაკების დროს.ლუკა გაოცებული უსმენდა დათოს მაგრამ შეხედა დათომ თვალი ჩაუკრა და დამშვიდდა თან თავადაც გაეღიმა. ---მერე რაღა გიჟთან და არანორმალურთან მომიყვანე,შენს გარშემო ნორმალური არავინი არ იყო?გაუბრაზდა ნანა დათოს.დათო კი გულში ჩუმად იცინოდა,ვეღარ მოითმინა და სიცილით უთხრა. ---არა არ მყავდა მეტი არავინი ნორმალური,სხვები მასზე უარესები არიან. ---მოიცა მართლა ნუ იცინი, ის ყოველთვის ასე უკონტროლოა?ჩუმად შეეკითხა დათოს გაოცებული სახით. ---შენ წარმოიდგინე და ეს გაბრაზება არაფერია,იმასთან მან რომ იცის.უთხრა წყნარად ლუკამ და მის გაოცებულ თვალებს რომ შეხედა გაეცინა. ---ნუ აშინებ,თუმცა ამას მაინც ვერ შეაშინებს მირიანი.შენ კიდე მომისმინე,სულაც არ არის ცუდი ადამიანი, რაღაც თქვენ ვერ დაუმუღამეთ თავიდანვე ერთმანეთს.ნუ გეშინია ძილში თუ გაკოცებს,მოკვლით არ მოგკლავს. ---უუუფ,როგორ დამამშვიდე? უთხრა ნანამ და კარტოფილის გათლა დაიწყო.სამზარეულოში გეგი შემოვიდა,გვერდით დაუჯდა და უთხრა. ---კარგი იუმორის გრძნობა გაქვს და უფრო კარგად გეხერხება, ნერვებზე როგორ აიყვანო ადამიანი.იქვე მდგარ ალეკოს ცოტა აკლდა და ხარხარს დაიწყებდა. ---რა ხასიათითაც შემობრძანდება სახლში,მეც იმ სახით დავხვდები.ნიშნის მოგებით უთხრა ნანამ ბიჭებს და თვალი ჩაუკრა. ---უხ როგორ ვიხალისებ ხოლმე, მის ყოველ საყვედურებზე და ბურდღუნზე შენ ვერც კი წარმოიდგენ.ისე მე და შენ კარგად გაუგებთ ერთმანეთს.თვალი ჩაუკრა და ალეკოსთან ერთად სამზარეულოდან გავიდა ორივე.მირიანი ტელევიზორს უცქერდა და ახალი ამბების მოსმენით იყო გართული. ---აუ, მომშივდა ტო ნანუჩი რას გვიკეთებ,მალე იქნება?გასძახა ნანას ზაზამ. ---დააცადე კარტოფილს თლის. ---ადვილი გასაკეთებელია კარტოფილი და ალბად მეტი არაფერი არ იცის.დათო კი ჩუმად,მისთვის იცინოდა.-მომიკლავს ბავშვს მშიერი.მირიანი ბუზღუნს არ წყვეტდა. ---აცადე და გააკეთებს.დღემდე სულ სუპებს თხვლიპავდი და ახლა რატომ იღრინები, მოეშვი ცოტა.გაიგე,რომ ყველა ერთნაირი არ არის,ვახ როგორ მიშლი ხოლმე ნერვებს მირიან.უთხრა გელამ გაბრაზებული ხმით.ნახევარი საათიც არ იყო გასული,რომ ნანამ ბიჭებს დაუძახა. ---აბა ხელები დაიბანეთ და მობრძანდით.ბიჭებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს და შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით,ნინიკოსთან ერთად შევიდნენ სამზარეულოში.ალეკომ გადახედა მაგიდას და ერთი დაუსტვინა. ---ნან როდის მოასწარი ამდენი რამის გაკეთება? ---ვაუუუ მაგარია,როგორ მშია.შემოუსხდნენ მაგიდას და მხოლოდ დანა-ჩანგალის რიწკინის ხმა ისმოდა,არცერთი არაფერს არ ამბობდა.მირიანი მაგიდის თავში დაჯდა და შემწვარი კარტოფილი დააგემოვნა,მაგრამ არც ის თქვა და არც ის,მუნჯივით იჯდა და ნანას ჩუმად გახედავდა ხოლმე. ნანამ წამოდგა და თეფში აართვა,სამაგიეროდ სუპით სავსე ღრმა თეფში დაუდგა წინ.მირიანმა ჯერ თეფშის დააკვირდა,შემდეგ ნანას გახედა,ნელა-ნელა შემოაბრუნა თავი და ბიჭებს გადახედა,რომლებსაც შესამჩნევად ეტყობოდათ,რომ სიცილს იკავებდნენ.ვეღარ გაუძლო გეგამ და შეკავებული სიცილი ხმამაღალი ხმით ამოუშა მაღლა,მას სხვებიც აყვნენ და მირიანსაც ჩაეცინა.კარგად დანაყრდა ყველა და შემდეგ ნანას უთხრა. ---მადლობა ნანუჩი,ამიერიდან ხშირი სტუმრები ვართ შენი. ---მართლა ძალიან გემრიელი ხელი გაქვს,ასე გემრიეად ამზადებ ყველა კერძს?კითხა ზაზამ. ---კი,სხვათა შირის თავისუფალ დროს,ჩემს სახლთან პატარა საოჯახო რესტორანია და იქ ვეხმარებოდი ხოლმე ეთერი დეიდას,აი იქედან ვისწავლე კერძების კეთება.მადლობა,რომ მოგეწონათ,ვისაც არ მოსწონს,ნუ მიირთმევს. ---რა მზარეული მყოლია სახლში.ხმამაღლა თქვა მირიანმა და ირონიულად გახედა ნანას. ---სწორედაც,მიხარია ჩემი მომზადებული კერძი რომ მოსწონთ. ---ეს, ახლა გაგიმართლა და ნუ აჭიკჭიკდები ასე ძალიან. ---კი როგორ არა.საერთოდ კარგი კერძი მამაკაცს სექსსაც კი დაატოვებინებს.ირონია არც ნანამ დააკლო მირიანს. ---ეს უკვე საინტერესოა,თავად გაქვს გამოცდილი ეს მომენტი? ---დიახ,რატომაც არა? ჩემზე უკეთ არავინ არ იცის,როგორი სიყვარულით ვამზადებ თითოეულ კერძს.მაგრამ შენ ხშირად მოგიმზადე ხოლმე სუპებს,როგირც მივხვდი გყვარებია წვნიანი კერძები. ---ვიღაცას ენას ამოვაცლი,იმის გამო,ეს შენ რომ გითხრა. ---არავისაც არ უთქვამს,ყურში მესმის მიხატული კიარამაქვს.გავიგონე ყურში და აქ დავიმახსოვრე.თითი თავზე მიიდო.მე თავისუფალი ვარ? ნინის დავაწვენ უკვე დრო არის უნდა დაისვენოს. ---მე გაგაყვანინებ ნინიკოს.უთხრა დათომ და ნინიკო საძინებელში გაიყვანა.წამლები დაალევინა,ჩააწვინა და უთხრა. ---სამზარეულოს მივალაგებ და მალე მოვალ,არ მოიწყინო,კარგი?ნინიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გავიდა.მიალაგა ყველაფერი და დაღლილი ჩამოჯდა სამზარეულოში.წყლის დასალევად შევიდა მირიანი და შეხედა ნანას დაღლილ სახეს და წყნარად უთხრა. ---წადი დაისვენე რას ელოდები,ჩვენ ცოტას ვისაუბრებთ. ---მადლობა,შემოგრჩენია ცოტა გრძნობა ადამიანური.ადგა და სამზარეულოდან გავიდა.მირიანმა თვალი გააყოლა და ჩაიცინა.დათომ შემოვიდა სამზარეულოში და შეხედა მომღიმარ მირიანს და სერიოზულად უთხრა. ---მირიან ნუ შეხედავ ნანას სხვა თვალით,ის მართლა არ არის ცუდი,ის მართლა განსაკუთრებულია.თუნდაც მის თვალებს შეხედე,როგორი სუფთაა ისინი და გაიგე რაღაც. ---ბიჭებო რაღაც მოვიფიქრე,ნანუჩი დაწვა? ---კი რა ხდება.უთხრა მირიანმა. ---ერთი ბაბას ნომერი მაქვს და დაურეკოთ თქვა ზაზამ. ---გააფრინე უკვე ხო?აქ გინდა რომ მოიყვანო? უყვირა გაოცებულმა მირიანმა. ---რა აქ მომყავს,შენ მართლა გააფრინე მგონი.ასეთი გიჟიც კიარავარ.დაიცა ვიხალისოთ ცოტა.რას მიყურებ ასე გაკვირვებული, რა შენი მობილური ვარ? უცნაური შეტყობინება მიიღე და ენა ჩაგივარდა? დაიცა ახლავეს გაგახალისებ.რაღაც ნომერი მოძებნა მის ტელეფონში და ზარი გაუშვა.აი გადის ზარი და არ გაიცინოთ. ---კარგად შეინახე მასეთების ნომრები არ დაგეკარგოს. შეუღრინა მირიანმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.