შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 6) {უშენოდ არ ვარ}


24-04-2017, 03:22
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 638

6. {უშენოდ არ ვარ}
/-მე რატის ფოცხვერი ვარ, თქვენ შეგიძლიათ ბაჭიით ან კნუტით მომმართოთ -აუფახურა წამწამები მამას და თავი მხარზე დაადო-მამა, ლილე ძალიან ძლიერი ქალია! ისეთი ძლიერი, როგორიც შენ ხარ და ისეთი, როგორიც შენს გვეერდით უნდა იდგეს!
-ვიცი ანანო, ვიცი!
-ლილემაც იცის ირაკლი, დარწმუნებული ვარ! /

ჩაფრინდა რატი გერმანიაში. მთელი გზა ვერ მოისვენა-სულ იმაზე ფიქრობდა როგორ მიიღებდა ქეთა და როგორ შეხვდებოდნენ ქეთას მშობლები. ეშინოდა, რომ მათ თვალებში ისევ დაინახავდა იმ ზიზღს, რასაც შვილის უბედურების მიზეზში შედავდნენ. ჩემოდანი სასტუმროში მიიტანა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ქეთას დროებითი სახლისკენ წავიდა. თავიდან სამკურნალოდ წაიყვანეს ქეთა გერმანიაში, მაგრამ შემდეგ მისმა მშობლებმა რატისგან ქეთას გარიდების კარგი გზა იპოვეს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის სახით და დარჩნენ კიდეც. ქეთას სახლს მიადგა რატი, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ზარი დარეკა. კარი ქეთას დედამ გაუღო.
-შენ? - ჯერ გაოცებული უყურებდა ქალი რატის, შემდეგ გაბრაზდა- შენ აქ რა გინდა? არ გეყო ჩემს შვილსრაც დამართე და კიდევ დაბრუნდი?
-ქალბატონო თამილა, მე...
-რა ნამუსით მოადექი ამ კარს? რა ნამუსით დარეკე ზარი! ახლავე გაეთრიე აქედან! თუ გიდევ დაგინახ...
-ახლა კარგად მომისმინეთ! მე მიყვარს თქვენი შვილი! დიახ, მე შეიძლება ვერ დავიცავი, ვერ შევასრულე ჩემი თქვენთვის მოცემული პირობა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება გადამიღობოთ გზა და არ მიმიშვათ ქეთამდე! ღამეები არ მძინავს, ქალბატონო თამილა. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ არ ეთქვა ჩემთვის მანქანით გავლაზე უარი და მეც არ დავთანხმებულიყავი, რა მოხდებოდა! ქეთა არის ადამიანი, რომლისთვისაც შემიძლია სიცოცხლე დავთმო! ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ ამის გამოსწორება შემეძლოს! გთხოვთ, ნუღარ მიშლით ხელს და მიმიშვით ქეთამდე! დაე, მან გადაწყვიტოს ვინ ვარ და რაში ვარ დამნაშავე, უნდა, რომ ვიყო მასთან, თუ არა!-ხმას აუწია რატიმ, მაგრამ ბოლოს შეირბილა ტონი და მუდარით სავსე თვალებით შეხედა თამილას. ქალი ჯერ უემოციოდ უსმენდა, მერე თვალზე ცრემლი მოადგა და თავი დახარა.
-დედა, ვინ არის?-მოისმა ქეთას ხმა. რატი ადგილზე მიიყინა. ქეთას ხმამ ყველა მასთან გატარებული მომენტი შეასენა.
.............-რატი, ხომ არასდროს დამტოვებ?-ახედა წყლიანი თვალებით შუა მინდორში გაწოლილმა ქეთამ
-რას ამბობ ქეთა! ჩემო ლამაზო, სულ რომ მსოფლიო ორად გაიყოს, გამყინვარება რომ დაიწყოს, ვულკანებიც რომ ამოიფრქვეს, უცხოპლანეტელები რომ ჩამოვიდნენ ან ზომბების აპოკალიფსი დაიწყოს, მე შენ არასდროს დაგტოვებ! -მოეფერა მის კალთაზე თავდადებულ ქეთას და თმაში გვირილა დაუმაგრა
-მე არ ვიქნები, შენ თუ არ იქნები, რატი!- მის ხელს მაგრად მოუჭირა ხელი, პირთან მიიტანა და აკოცა
-არც მე არ ვიქნები,შენ თუ არ იqნები, ხომ იცი!-გაუღიმა გოგონას, თავი ააწევინა და ტუჩზე ნაზად აკოცა. მთელს გვირილებით დაფარულ მინდორში ოთხნი იყვნენ-მზე, გვირილები, რატი და ქეთა და მეტი, არც არავინ და არაფერი იყო საჭირო იმ წამს..........
უცებ გამოფხიზლდა რატი, თამილას გვერდი აუარა და სახლში შევიდა. მისაღებში დაინახა ქეთა , რომელიც კარისკენ "წასვლას" აპირებდა. გაშეშდა რატი. დიდხანს უყურა ქეთას. 1 წლის შემდეგ ისევ ხედავდა თვალებს, რომლებშიც ადრე ყველაფერს ხედავდა; თმებს, რომლებიც მისი ჩაწნული გვირილებით იყო სავსე; ბაგეებს, რომლებიც მხოლოდ რატისთვის იყო ყველაზე ტკბილი და ღაწვებს, რომელების სიწითლეც, მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
-ქეთა, ჩამოვედი!-აკანკალებული ტონით უთხრა დიდი პაუზის შემდეგ რატიმ. ჯერ ერთი ობოლი ცრემლი გადმოუვარდა ქეთას, მერე ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე. უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ქალი ტიროდა, კაცი-უბრალოდ უყურებდა, როგორ სდიოდა ცრემლები, როგორ უსველდებოდა ღაწვები და ოცნებობდა, შესძლებოდა მათი კოცნით გაშრობა. მერე ნელა მიუახლოვდა, თვალს არ აცილებდა. მიუახლოვდა და მის ფეხებთან დაჯდა, თავი კალთაში ჩაუდო.
-გელოდებოდი რატი, ერთი წელი გელოდებოდი...-ჩურჩულით ეუბნებოდა ქეთა და
გაშეშებული იჯდა
-აქ ვარ ქეთა, შენთან ვარ! - ფეხებზე დაადო ხელები, თითქოს უნდოდა ეგრძნობინებინა ქალისთვის, რომ იქ იყო, მასთან.
-სად იყავი, რატომ დამტოვე რატი, გელოდებოდი-აკანკალებული იმეორებდა ქეთა
-მე უშენოდ არ ვარ ქეთა, არა!
-იყავი რატი, ერთი წელი იყავი უჩემოდ...- პირდაპიდ იყურებოდა ქალი, მზერა
ერთ წერტილზე ჰქონდა მიყინული
-მენატრებოდი ქეთა, ცრემლებამდე.
-მე გელოდებოდი, სულ - ფეხებთან მჯდომ, თავის კალთაში თავჩარგულ რატის შეხედა. თითქონს მისი ცხელი ხელების შეხებას მაინც გრძნობდა ფეხებზე, რომლებიც ერთი წელია მისთვის აღარც არსებობდნენ. უყურებდა კაცს, რომლის გარეშე არსებობა, ვერც კი წარმოედგინა. ერთი წელი იცხოვრა თურმე მის გარეშე, ერთი, საშინელი, უფერული წელი. ახლა ისევ შეეძლო მისი შეხება. შეეხო კიდეც, თავზე ნაზად დაუსვა ხელი. ისევ ეფერებოდა, როგორც ადრე, მინდორში მწოლიარეს. რატი მთელი სიმძაფრით გრძნობდა ქეთას სიახლოვეს.გრძნობდა, მის სურნელს, ასე ძვირფასს და ასე მონატრებულს. ორივე ტკბებოდა გამეფებული დუმილით, და ერთმანეთით [ხო, აქ საჭირო იყო "დას" წინ
მძიმე]. ისხდნენ ჩუმად-ქეთა ეტლში, რატი მის ფეხებთან და არაფრის თქმა არ უნდოდათ. უნდოდათ, კი, ძალიან ბევრი რამის თქმა სურდათ, მაგრამ იმ წამს-არა, იმ წამს თვითონ დუმილი ამბობდა ყველაფერს.
-რატომ ჩამოხვედი?-ოთახში გასროლასავით გაისმა ქეთას ხმა. რატი არ ელოდა, თითქოს შეშინდა.
-მე უშენოდ არ ვარ მეთქი, ქეთა! იქ შენი სურნელიც კი გამომელია-უცებ ამოხედა რატიმ და მზერა გაუსწორა.
-აჰ, ახლა ჩაისუნთქავ და წახვალ, ხო?-ჯიქურად უმზერდა ქეთა
-არა, კიარ ჩავისუნთქავ, წავიღებ, იმასთან ერთად, ვისიცაა!
-ხო, წამიღებ, აბა მეტი მე რა უნდა მიყო-ცინიკური ტონით გაიჟღინთა ქალის ხმა და მზერა აარიდა რატის.
-კარგად იცი რაც ვთქვი, ქეთა!
-კაი, მაინც აღარ აქვს მნიშვნელობა...
-მნიშვნელობა მარტო მე და შენ გვაქვს...
-აჰ, კიდევ შეგვრჩა?
-შეგვრჩა?-ხაზგასმით გაიმეორა ქალის ნათქვამი ბოლო სიტყვა
-ჰო, რავი, ერთი წელი მგონი დავკარგეთ მნიშვნელობა!
-ქეთა!
-რა?!- ვეღარ იკავებდა ბრაზს, ტონს მკვეთრად აუწია ქალმა და ისევ შეანათა
ცისფერი თვალები-რა ხდება?! რა ქეთა, რა!
ხმას ვერ იღებდა რატი. ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სირული დაიწყო.დიდხანს ჩამოვარდა სიჩუმე, მერე რატიმ მოიკრიბა გამბედაობა და დაიწყო:
-შენ გგონია ჩემთვის მარტივია შენი მშობლების თვალებში იმ ზიზღის დანახვა, რასაც გრძნობენ? შენ გგონია მე სინდისი არ მაწუხებს, ამდენი ხალხი ასე რომ მიყურებს? შენ გგონია მე ფეხებზე ყველაფერი? ყოველდღე შენ გვერდით ვიდექი, ღამეებს ვათევდი, შენთან ერთად გამოვიარე ყველაფერი, ქეთა! შენ არ იცი მე რა ძალა მჭირდებოდა, რომ ამდენი ზიზღის, უარყოფისა და ბრალდების მიუხედავად შენთან ვყოფილიყავი! მარტო შენ გხედავდი, შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ წამართვეს შენი თავი, ქეთა! წაგიყვანეს და გამაქრეს შენი ცხოვრებიდან, როგორც უკანასკნელი არარაობა! შენ გგონია არ ჩამოვსულვარ, შენ გგონია არც გამხსენებიხარ? შენ არ გინახავს, რამდენჯერ ჩამოვედი გერმანიაში იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, შენამდე არც მომიშვედნენ. ჩემთვის იმის გაგებაც საკმარისი იყო,რომ ცოცხალი იყავი. განა ვინმესი მეშინოდა, განა დამიჭერდნენ, უბრალოდ შენი მშობლების, ნათესავების სიტყვებით ყოველ წამს თავს უდიდეს ნაბი*ვრად ვგრძნობდი, რომელმაც ის ვერ შეინარჩუნა, რითიც ცოცხლობდა! არ შემეძლო მოვსულიყავი უსინდისოდ შენთად და ჩამეხედა თვალებში, მაშინ, როცა მეც კი არ მჯეროდა, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი! ახლაც არ მჯერა, არასდროს არ დავიჯერებ, მაგრამ შენთან ვარ, შენს წინ ვდგავარ და ვიხსენებ, როგორ მოვედით აქამდე! შენთან ჩამოვედი, ქეთა! ვიცოდი, რომ კარს შენები გამიღებდნენ; ისაც ვიცოდი, რომ ისევ მომიწევდა იმ სიტყვების მოსმენა, რომლებიც ყველაზე მეტად მტკივა და ისაც ვიცოდი, რომ ის ღამე მილიონჯერ დამიდგებოდა თვალწინ, მაგრამ აქ ვარ ქეთა, შენს წინ ვდგავარ და რაც არ მივცემდი, ისევ რომ შემეძლოს შენს სახეზე ღიმილის დანახვა, რომ შემეძლოს ამ ღიმილის მონიჭება და სამუდამოდ შენარჩუნება! რას ვაკეთებდი ქეთა? სად ვიყავი და რატომ დაგტოვე? ამიტომ ქეთა, ამიტომ! მეც მტკიოდა, ჯერ შენთან ერთად, მერე შენს გარეშე! უშენობაც მტკიოდა, ქეთა! გეფიცები, არც ერთი დღე არ გასულა შენზე ტკივილის გარეშე! სულ შენი გამოკვლევების პასუხები მედგა თვალწინ და ვფიქრობდი რა მექნა. სულ შენს ღიმილს ვხედავდი და შენი სიტყვები მესმოდა, რომ მეუბნებოდი „უშენოდ არ ვარ, რატიო“. ათასჯერ ვამეორებინებდი შენგან დაბრუნებულ ირაკლის ყველაფერს. განტერესებს, ვიყავი თუ არა შენს გარეშე ქეთა? არ ვიყავი, არა! შენ ჩემი ნაწილი ხარ, ქეთა, ჩემი სულის ნაწილი! შენს გარეშე, როგორ ვიქნებოდი რატი, რომელიც შენ გაზარდე, შენ ჩამოაყალიბე იმად, რაც ვარ! ახლა კი თუ გინდა მიყვირე, გამლანძღე, რამე მესროლე, გამაგდე, მაგრამ ჩუმად არ იყო, ქეთა! სუჩუმით არ გამიშვა აქედან!
-თამილა! -დიდი ხნის დუმილის შემდეგ აკანკალებული ხმით დაუძახა დედამისს ქეთამ-ბარგი ჩამილაგე, საქართველოში მივდივარ!
რატი გაშეშდა, არ ელოდა ქეთას ამ ქმედებას. აქ ხომ ამისთვის ჩამოვიდა, მაგრამ მაინც ოულოდნელი იყო ქალის ეს გადაწყვეტილება მისთვის.
-შენს კორპუსს ლიფტი აქვს, ხო? - შეანათა ცისფერი თვალები რატის
-ხო, მაგრამ შენ ხომ გეშინია-ღიმილით უპასუხა რატიმ, თან მისკენ წავიდა
-რატი, მეშევიდეზე ვერ ავფრინდები...
-აბა გეგონოს! რატის ხელები აგაფრენს!-მივიდა და ისევ ფეხებთან დაუჯდა. იჯდა ასე, თაჩაღუნული და ფიქრობდა. წარსულზე, იმაზე, რომ ახლა ქეთასთან იყო და იმაზეც, რომ მალე ისევ ქეთასთან ერთად იქნებოდა სახლში, საქართველოში. იმაზეც, რომ მისი ცხოვრება ქეთას გარეშე-არც არსებობდა.

-ლილე, ლილე, ლილე!-დაუძახა კლინიკაშi შესულმა ირაკლიმ ლილეს, რომელსაც ლიფტში მოჰკრა თვალი. ლილემ კარს მიადო ხელი და გააჩერა [ეს ლიფტი რომ არ არსებობდეს, რა ეშველებოდათ, ნეტა გამაგებინა....]
-მადლობა, ვაიჰ, მემგონი დავბერდი!-ლიფტში შევიდა აქოშინებული ირაკლი-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?-ღიმილით შეხედა მშვენიერ ხასიათზე დამდგარმა ლილემ
-უჰ, მეც არამიშავს. შემეშინდა უცებ, რადროს სიბერეა კაცო, ყველაფერი წინ მაქვს!-სიცილით უთხრა ირაკლიმ და ლილეს უხერხულ ღიმილზე მიხვდა, რომ მთლად კარგად ვერ გამოუვიდა-ლილე, დღეს ანანოს დაბადების დღეა
-გილოცავ, რამდენის გახდა?
-14-ის უკვე-გაეღიმა გოგონას გახსენებაზე ირაკლის-გაიზარდა და ვეღარ ვიგებ რა ვაჩუქრო, რანაირი ტორტი შევუკვეთო. რა კარგი იყო 4-5 წლის ანანო, ყველაფერი უხაროდა!
-ჰო, გაიზარდა, თინეიჯერების გემოვნება ხომ იცით...
-რომ არ ვიცი, ეგაა ზუსტად. მაგიტომაც მჭირდება შენი დახმარება! დღეს თუ წამომყვები და ტორტის დიზაინს და ანანოს საჩუქარს შემარჩევინებ, ჩემზე ბედნიერი მამა არ იარსებებს! თან მგონი ლევანს სერიოზული არაფერი აქვს დაგეგმილი და ერთი დღით იკადროს სხვა ექთანი-სიცილით უთხრა ლილეს-სულ 2 საათით მოვტაცებ შენს თავს, თუ წინააღმდეგი არ ხარ!
-არა, რას ამბობ, დიდი სიამოვნებით დაგეხმრები!
-ისე, ხომ იცი, შენ და მატათაც ხართ დაპატიჟებულები!
-მე...არვიცი მოვახერხებ თუ...
-ლილე! რას ქვია არ იცი! ანანოს ძალიან უნდა მათეს გაცნობა! კარგად გაერთობიან და შენც გაიცნობ ანანოს, ძალიან მინდა, რომ იცნობდეთ ერთმანეთს! თან მთელი გულით დაგპატიჟათ!
-თუ ასეა, უარს ნამდვილად ვერ ვეტყვი! მაშინ ჩემი და მათეს საჩუქარი, მათემ აარჩიოს, მე შენ მოგეხმარები!
-მშვენიერია! ლევანს დაველაპარაკები და გავიდეთ მალე!-ლიფტიდან გავიდა ღიმილით ირაკლი და დერეფანში მყოფ ექიმებს მიესალმა.
ირაკლი და ლილე ჯერ საკონდიტროში წავიდნენ ტორტის შეკვეთის მისაცემად. ანანოსთვის 2 სართულიანი ტორტი შეარჩიეს, ოდნავ შეცვლილი წარწერით გრეის ანატომიიდან, მისი საყვარელი სერიალიდან: “It’s beautiful day to save lives and celebrate Annano's birthday”. ალბათ ანანოს გემოვნებაზე მამის გავლენაც იყო, მაგრამ ფაქტია, რადგან პატარაობიდანვე ისმენდა მამისგან, რახდებოდა კლინიკაში და ხშირად ყოფილა მასთან ერთად იქ, ღამით თუ დღისით, მაშინ, როცა ირაკლი სჭირდებოდათ კინიკაშ, მას კი ანანოს დამტოვებლად არავინ ჰყავდა.
შემდეგ სავაჭრო ცენტრში წავიდნენ და საჩუქრის შერჩევას შეუდგნენ. ბევრი იარეს: ხან ტანსაცმლის, ხან აქსესუარების, საკრავების(ირაკლის გოგონასთვის ახალი გიტარის ყიდვა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა), სპორტულ, ტექნიკის მაღაზიებში, მაგრამ ვერაფერი ვერ შეარჩიეს.
-ლილე, დავიღალე უკვე, რა ვუყიდო ამ ბავშვს! - დაღლილმა ამოთქვა ირაკლიმ
-არ ვიცი ირაკლი, მეც არაფერი არ მომეწონა რაც ვნახაეთ...-თითქოს ჩაფიქრდა ლილე, კიდევ რა შეიძლებოდათ გაეკეთებინათ-თქვენი პორტრეტი რომ აჩუქო პოსტერის სტილში?
-ანუ?-ვერ გაიგო რას ეუბნებოდა ლილე
-ანუ მივიტანოთ შენი და ანანოს ფოტო, მერე ამ ფოტოს გრაფიკულად დაამუშავებენ, შეუძლიათ შეცვალონ უკანა ხედი და ა.შ. და ჩარჩოში ჩასმულს აჩუქებ!-ღიმილით უთხრა ლილემ
- ეგ მომწონს რაღაც! - ენერგია მოემატა უცებ ირაკლის
-ხო, თან ძალიან ორიგინალური იქნება, ამ ბანალური საჩუქრებისგან მემგონი ყველა დავიღალეთ...
-მართალი ხარ. აუ, მართლა რა კარგი იდეაა! მშვენიერია ლილე, აი რომ არ წამომეყვანე რა მეშველებოდა!- გაუღიმა ლილეს-მაშინ სადმე შევიდეთ, ყავა დავლიოთ და შევუკვეთოთ ეგაც!
-მგონი, ჯერ ჯობია შევუკვეთოთ. თან ხომ უნდა მოასწრონ... აქვე არიან და უცებ მივალთ, ფოტო გაქვს?
-მანქანაში მაქვს ფოტოაპარატი და შევარჩიოთ ფოტო
-ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ და ვნახოთ! -დატოვეს სავაჭრო ცენტრი და ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანისკენ წავიდნენ. პოსტერის შესაკვეთად მისულებმა ფოტო შეარჩიეს, როგორ შეცვლიდნენ დიზაინს ისაც განიხილეს და დასრულებამდე კაფეში წავიდნენ. წესით ერთ დღეში არ მზადდებოდა, მაგრამ ირაკლის“ექსკლუზიური“ შეკვეთა საღამოს აუცილებლად ჩაბარდებოდა ანანოს.
-რას შეუკვეთავთ? - კაფეში მათ მაგიდას მიუახლოვდა მიმტანი
-ლილე, აქ ძალიან გემრიელ ბელგიურ ვაფლს ამზადებენ, გასინჯული არ გექნება, ხომ დააგემოვნებ?
-სიამოვნებით
- მაშინ ორი ბელგიური ვაფლი, ნაყინით, შოკოლდით და ხილით და ორიც მანგოს წვენი!-მისცა შეკვეთან მიმტანს და ისევ ლილეს მოუბრუნდა
-ნაყინით, შოკოლადით და ხილით, პლიუს წვენი? მგონი აქედან ცოცხალიც ვეღარ გავაღწევ!-სიცილით უთხრა ირაკლის ლილემ
-ისეთი გემრიელია, კიდევ მოგინდება, მერწმუნე!
-ვნახოთ!-გაუღიმა ლილემ-კარგია გარეთ რომ დავსხედით, მშვენიერი ამინდია!
-ხო, მიყვარს გაზაფხული-ზაფხული
-მეც-უპასუხა და გვერდით ნაყინით დათხუპნულ, მოკისკისე ბავშვებს გახედა ლილემ.
-ხო თანბავშვებსაც უყვართ ცოტა ცოცხლდება ქალაი, თორემ ზამთარში ყველა სახლშია შეკეტილი და რაღაც ისეთი გარემოა, თითქოს 24 საათი სძინავს ყველას, არადა როგორ არ მიყვარს ძილი
-ძილი არ გიყვარს?-წარბ აწეულმა გახედა ლილემ
-არა, როგორ არ მიყვარს, უბრალოდ ზოგჯერ მგონია, რომ დროის ხარჯვაა და რომ ვფიქრობ, სანამ მძინავს, რადენი რამის გაკეთება შემიძლია, ნერვები მეშლება
-ხო, ეგ მომენტი არის ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ იმაზეც ოცნებობ, რომ ძილის დრო გქონდეს.
-ჰო, განსაკუთრებით ექიმები ვოცნებობთ-გაეცინა ირაკლის- როგორ მახსოვს, მე კი არა, ანანოც ოცნებობდა ხოლმე მშვიდ ძილზე, თავის საწოლში. როცა მხოლოდ ქირურგიის უფროსი ვიყავი სულ მიძახებდნენ ხოლმე სამსახურში და შუაღამისას, ანანოთი ხელში დავდიოდი. მერე ხან ვის კაბინეტში ეძინა ანანოს, ხან ვისაში. ერთხელ იქვე, პაციენტთან ეძინა პარალატი, ცარიელი საწოლი უპოვია და ხვრინავდა-გემრიელად გაიცინა ირაკლიმ-იცი რამდენი ვეძებე? ყოველთვის ან ჩემს კაბინეტში იყო, ან რატისაში. ჯერ კაბინეტები მოვიარე იქ რომ არ დამხვდა, მერე კინაღამ პოლიციაში დავრეკე. რას ვიფიქრებდი ვინმეს პალატაში თუ დაიძნებდა. კიდევ კარგი დერეფანში იმ ბავშვის დედამ დამინახა, ვის პალატაშიც თურმე ეძინა და მითხრა, ვიღაც ბავშია ჩვენთან, და შეიძლებათქვენი შვილიაო. ძალიან სასაცილო იყო, ისე ტკბილად ეძინა, ვიფიქრე, იქ ხომ არ დავტოვო და დილით ხომ არ წავიყვანო სახლში მეთქი.
-ანუ საავადმყოფოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, ფაქტიურად მეორე სახლია.
-აქ გაიზარდა. ხან ვინმეს ვაბარებდი, ხან მე დამსდევდა უკან, ოღონდ აქ რომ მოვდიოდით ყოველთვის ლევანთან გარბოდა და თუ მას არ ეცალა, იმ შემთხვევაში. ლევანი ძალიან უყვარს, რატომ არ ეყვარება, ფაქტიურად მან გაზარდა, მაგრამ სულ პატარა რატომ იწევდა ხოლმე სულ მისკენ, მაინც ვერ ვხვდები
-ბავშვები ხომ იცი, როგორ გრძნობენ ადამიანის ენეგეტიკას. ეტყობა მოეწონა ლევანის აურა და...-გაეცინა ლილეს-მათეს განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი უყვარდა ხოლმე. მე რომ ვმუშაობდი და ბებიასთან იყო, როცა არ ჩერდებოდა დედაჩემს იმასთან მიჰყავდა და მთელი დღე წყნარად იყო. იქ ქალი ზოგჯერ თვითონ ამოდიოდა ჩვენთან, ჩვენს ქვემოთ ცხოვრობდა და მათეს ტირილს რომ გაიგონებდა, ჩვენთან იყო.
-ბავშვები რა უცნაურები არიან, ჯერ კიდევ ვერაფერი გავუგე. მე გავზარდე ანანო, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ ძალიან მიკვირს. ვგრძნობ ხოლმე, რომ ბოლომდე მაინც არ ვიცნობ და რაღაცნაირად გული მწყდება...
-კიდევ ძალიან ბევრი დრო გაქვს გასაცნობად. გოგოა და ძალიან კარგია, რომ შენთან ასეთი ღიაა, დანარჩენზე არ იდარდო, ჩვენ თვითონაც არ ვიცნობთ ჩვენს თავებს
-მართალი ხარ, ახლა კი ბელგიური ვაფლი გავსინჯოთ და ჩვენს გემოვნებას გავიცნობთ-სიცილით უთხრა ირაკლიმ მიმტანის დანახვაზე, რომელსაც შეკვეთა მოჰქონდა.
მიირთვეს და შემდეგ ისევ პოსტერის წამოსაღებად მივიდნენ.
-ძალიან ლამაზია! უღრმესი მადლობა, ლილე...შენ რომ არა ესეთი მაგარი საჩუქარი არ გამოვიდოდა-ხან პოსტერს შეხედავდა იკა, ხან ლილეს
-რას ამბობ, ირაკლი-ლილესგან სახელის მსმენა ესიამოვნა ირაკლის-იმედი მაქვს მოეწონება ანანოს!
-აუცილებლად მოეწონება!-კიდევ ერთხელ ჩარჩოში ჩასმულ პოსტერს და შესაფუთად გადააწოდა იქვე-კაი მოდი სახლში მიგიყვან
-არაა საჭირო, მეთითონ წავალ
-მე წამოგიყვანე და მე უნდა მიგიყვანო! აზრი არ აქვს წუწუნს და ეგეთი სახე ნუ გაქვს-გაუცინა ფართოდ კაცმა. ლილეც დათანხმდა. სახლში მიიყვანა ირაკლიმ. მერე ლილე და მატათა საჩუქრის საყიდლად გავიდნენ და ანანოსთვის ულამაზესი, მოზრდილი მინის ბურთი შეარჩიეს, რომლის შიგნითაც ხლებგაშლილი, მომღიმარი გოგონა იდგა და ზედ თოვლის ფიფქები ეყრებოდა. ამის შემდეგ პირდაპირ ანანოსთან წავიდნენ. ირაკლიმ გავლა შესთავაზა ლილეს, მაგრამ ქალმა იუარა და იკაც მხოლოდ მისამართის მიწერით შემოიფარგლა.
მივიდნენ იუბილართან. ანანოს ძალიან გაუხარდა ამ ორი სტუმრის ნახვა. მატათას გაცნობაც ძალიან უნდოდა, თან მამამისის ნაამბობის შემდეგ, მითუმეტეს. ლილესი ხომ ასჯერ უფრო უნდოდა. შორიდან იცნობდა, კლინიკაში ბევრჯერ შეხვედრია, მაგრამ პირადად-არა. ყოველშემთხვევაში ისე არ იცნობდა, როგორც მამამისის შვილს შეესაბამებოდა. ირაკიც უზომოდ ბედნიერი იყო, ამდენი საყვარელი ადამიანის ერთად ნახვით. ანანოს და ლილეს ერთად დანახვისას, იგრძნო, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია და დრო ყველაფერს ცვლის, არაფერს დატოვებს არეულს. მატათას ანანომ თავისი სხვა მეგობრებიც გააცნო. პატარა იყო მათე, მაგრამ მოწყენილობას არ უჩიოდა.
კარზე ზარი დაირეკა, არადა თითქოს მეტს არავის ელოდნენ. კანი შეაღო ანანომ და რატის და ქეთას გაბრწყინებული სახეები დახვდა გარეთ.
--------
ძალიან,ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. pensive disappointed იმდენად მძიმე და დატვირთული პერიოზი მქონდა, რომ დილით გასული შუაღამეს ვბრუნდებოდი სახლში და ვერანაირად ვერ მოვახერხე დადება. ახლა უფრო სწრაფი ტემპით წავალ და აუცილებლად უფრო დიდ თავებსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი გამიზიარეთ შთაბეჭდილებები ამთავზე heart_eyes relieved
პ.ს გადავწყვიტე, რომ ყველა თავს საკუთარი ქვესათაური ჰქონდეს, ასე რომ მე-6 თავის ქვესათაურიც უკვე იხილეთ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რატი და ქეთი რომ შერიგდნენ,ასევე ირაკლის და ლილეს ურთიერთობაც ნელ-ნელა იხსნება.კარგი იყო ნამდვილად.მომეწონა ძაან
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent