- გამარჯობა 100 დოლარიანო ! ( 1 )
შავ, თვალუწვდენელ, უსასრულო სივრცეს ვუყურებდი, რომელსაც თითქოს ლაქად აჩნდაო სავსე მთვარე. ცივი და პირქუში. რომელიც თავის ცივ შუქს ჰფენდა დედამიწას. ახალი ნაწვიმი ჰქონდა, მაგრამ მაინც თბილი, აპრილის ღამე იდგა. არც ისე კარგია როდესაც ღამის პირველ საათზე შუა ქუჩაში დგახარ და ელოდები მეგობარს, რომელიც უკვე ნახევარი საათია აგვიანებს და ეჭვი გაქვს, რომ არც მოვა ! „ სალო სად ხარ?“ „სალოოოოო „ „ გოგო „ „სალომე ! „ „ სად *რაკში გაქვს ტელეფონი?! „ „ გინდა, რომ ქეთიმ აღარასდროს გამომიშვას შენთან ერთად ?! „ „ დაგახრჩობ !!!! „ რამოდენიმე ესემესი გავგზავნე და ტელეფონი ხელში ნერვიულად ავათამაშე. მალე წრიპინი დაიწყო და ბატარია დაჯდა. ესღა მაკლდა! ცოტა ხანში პანიკა მომიცვავდა. კიდევ დიდხანს ვიდექი და ველოდი. ერთ ჰორიზონტზე დავდიოდი წინ და უკან, წინ და უკან.. ასე გრძელდებოდა სანამ, შავმა ბეემვემ არ ჩამიქროლა. ცოტახანში უკან დაბრუნდა და ჩემს ფეხებთან გაჩერდა. მარჯვენა მხარეს დაბურული მინა ნელა ჩამოიწია. სილუეტის ტუჩებს ვხედავდი მხოლოდ. - გამარჯობა 100 დოლარიანო. ტუჩები ნელა შეარხია სასიამოვნო ხმის ტემბრის მქონე მამაკაცმა. გაკვირვებული ვუყურებდი. - წამოდი გაგიყვან. მის სიტყვებზე გამეცინა და ორივე ხელის შუა თითი ვუჩვენე. მამაკაცმა ცალყბად გაიცინა, კბილები ოდნავ შეახო დაბლა ტუჩს და მინა ნელი მოძრაობით ავიდა ზემოთ. მანქანა კი ელვისსისწრაფით მოსწყდა ადგილს. „ გამარჯობა 100 დოლარიანო? სერიოზულად??? იდიოტი ! „ გაიფიქრა ალტერეგომ და როცა ჩემსკენ მომავალი კიდევ ერთი მანქანა დავინახე მოვემზადე მსგავსი შეკითხვებისთვის მაგალითად „ საათი რა ღირს? „ „ ჩემთან თუ შენთან? „ და ასე შემდეგ ! აბა სხვას რას იფიქრებდნენ ამ ღამე მარტო რომ ვდგავარ უსუსური გამომეტყველებით ! როცა მანქანა მომიახლოვდა ვიცანი სალო იყო. ღრმად ამოვისუნთქე და მანქანაში სიხარულით ჩავუხტი. ჩემო საყვარლებო ესეც ახალი ისტორია.. პატარა თავია, მაგრამ აუცილებლად გავზრდი მოცულობას <3 იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.