შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 6 თავი


24-04-2017, 23:38
ავტორი zia-maria
ნანახია 2 728

---გამარჯობათ,როგორ ხართ? თქვენ გიკავშირდებათ,უფასო სექსი ტელეფონი.გთხოვთ მიიღოთ საწყისი მდგომარეობა და ...........................!
---რომელი ხართ ხმაზე ვერ გიცანით,ვინც არ უნდა იყოთ, დღეს დაკავებული ვარ,ხვალისთვის შემეხმიანეთ.უპასუხა უცნობმა ქალმა კეკლუცა ხმით და გაუთიშა.ბიჭებმა კი გულიანად იცინეს.
---არანორმალურები ხართ,როდის უნდა დასერიოზულდეთ.თქვა გელამ სიცილით.
---გეფიცები დეფორმირებული და დაუსრულებელი,ჩამოუყალიბებელი ადამიანი ხარ და შენ ვერასოდეს ვერ დასრულდები.გაეცინა ზაზას საქციელზე მირიანსაც.
---მე ვარ დაუსრულებელი? დათო მოყევი რა შეგემთხვა ორი კვირის წინ,სად ბრძანდებოდი და სად გაგეღვიძა დილით,ესეც მოყევი.სიცილით უთხრა დათოს ზაზამ და მოემზადა თავადაც მოსასმენად.
---აუ ნუ მიხსენებ რა,გული მერევა მაგ ამბის გახსენებაზე.
---მოიცა,მოიცა სად გაძვერი უჩვენოდ? აი ხომ ხედავ,ჩვენს გარეშე რასაც აკეთებ,არ გარგებს თვით დიდი იესოც კი.დათომ მოკალათდა და დაიწყო.ერთ საღამოს მარტო აღმოვჩნდი ბარში,არ ვიცი ეს როგორ მოხდა და გავიცანი ერთი გოგო.ვისაუბრეთ ჩვეულებრივად და გვიან მარტო ხომ არ გავუშვებდი,სახლამდე მივაცილე.ნომრები გავცვალეთ და წამოვედი.მეორე დღეს არა და მესამე დღეს მირეკავს და მეუბნება, სახლში მარტო ვარ და მოდიო.მეც ხელდამშვენებულმა წავედი,გამიღო კარი და კარებშივე კიდევ კარგი გულმა არ დამარტყა, გამჭირვალე საღამურით დამხვდა და ულიფოდ.ვინ დაეძებდა ყავას და დასაყოლებელს, პირდაპირ საქმეს მივადექით.შუა განცხრომაში ვართ და ჰოპ,კარებზე ზარია.
---ელოდები ვინმეს?
---არა,არა ეს შეუძლებელია.დაიწყო ბუტბუტი.წამოდგა და კარებთან ფრთხილად მივიდა.გაიხედა და დენდარტყმულივით შემობრუნდა.
---რა ხდება, ვინ არის.ვკითხე მე გაოცებულმა.
---არ ველოდებოდი, ჩემი ქმარი დაბრუნდა.მივლინებაში იყო წასული სამსახურიდან.დამარტყა თავში და როგორ წამოვდექი,როგორ ჩავიცვი და როგორ გადმოვედი ფანჯრიდან,კიდევ კარგი პირველ სართულზე იყო.გამოვიქეცი იქედან.მივედი სახლში,წყალი უნდა გადამევლო და ვხედავ სარკეში ქალის ტანგა მაცვია,ან როგორ ჩავეტიე შიგნით.სიჩქარეში მისი ტრუსი ჩამიცვამს და ჩემი იქ დამიტოვებია.იმ ღამესვე მისი ნომერიც წავშალე და აღარ გამიხედავს მისკენ.
---ვაუუუ შუა საქმეში დაგადოოო?ხარხარით უთხრა გეგიმ.
---თემას ნუ უხვევ და მეორე მოყევი დათ.სიცილით უთხრა ზაზამ.
---შენ რომ არაფერი არ გამაგრდება ენაზე,მაგარი მესაიდუმლე ხარ.უთხრა ასევე სიცილით დათომ.
---ჩვენთან რა საიდუმლო გაქვს დამალული ყმაწვილო? მსუბუქი საყვედური გამოურია ხმაში ლუკამ და თან სიცილისგან ცრემლს იწმენდდა.
---კარგი დამაცადეთ,მაინც არ შემეშვებით.გახსოვთ ზაზამ რომ გვითხრა ჩემთან ამოდით მაგარი პონტი იჩითებაო,ხომ წახვედით თქვენ იქ და მეც უნდა მოვსულიყავი.სადგომზე ჩემი მანქანის უკან,მანქანა იდგა და ვერ გამომყავდა მანქანა მანამ,სანამ არ მოვიდა პატრონი მანქანის.ამ ცდაში უკვე შუაღამეც მოვიდა და ნერვებზე ვიყავი აჭრილი.ვხედავ მოდის ერთი გოგო,რა გითხრათ ფეხები კისრიდან ეწყებოდა.გეფიცებით თუ სიზმარშიდავ გქონდეთ ნახული ისეთი შხვართი ფეხები და ჩამოსხმული ტანი.გავშეშდი რომ შევხედე და ის წყენა სულ გადამავიწყდა რაც მქონდა გულში.გამიბა საუბარი და თავად მითხრა მეგობარ გოგონას ველოდები და ხომ არ წამოხვალ შენც სასტუმროშიო., რა მეთქვა,არა ვერ წამოვალმეთქი? დავთანხმდი და წავედით.არ ვიცი რა გამიკეთეს, მაგრამ უეჭველი ვიცი სასმელში ჩამიყარეს რაღაც და მთელი ღამე არც დამეძინა და სიქაც კი გამაძვრეს, გეფიცები სიმწრის ოფლი მაწმენდინეს მთელი ღამე და როგორც იქნა გამთენიისას ჩამეძინა.მეორე დღეს გავიღვიძე სადღაც 12 საათი იქნებოდა და მესმის გოგონების საუბარი.
---ქეთი აქ მალე ვახო მოვა და ეს ჩმორი სად დავმალოთ? სისხლმა მომაწვა ყელში და თან რომ იცინიან.გავხედე და ტელეფონში რაღაცას უყურებენ და ჩუმად იცინიან,თურმე ვიდეოები უღიათ წინა ღამის.წამოვხტი საწოლიდან, ტელეფონები წავართვი ორივეს,ორივეს კარგად უთავაზე სახეში და კარგადაც მოვცხე. გადაუღე შიშვლებს ვიდეოები ერთად რომ იწვნენ და გაუშვი ინტერნეტში.ძველი ვიდეოები წავშალე და ტელეფონები დაუმტვრიე ორივეს,მივუბრუნდი და ვუთხარი.
---კარგად დააკვირდით ამ ვიდეომ რამდენი კლასი აიღოს და რამდენი ნახვა.ახლა ნახავთ დასაცინი ვინ იქნება მე თუ თქვენ.ბიჭები ხარხარებდნენ და სულ დაავიწყდათ საძინებელში ნანას და ნინის რომ ეძინათ.
---ვაიმეეე ცუდად ვარ,ეს აქამდე რატომ არ მოყევი.უთხრა სიცილით ალეკომ.
---არც ახლა არ მოვყვებოდი,ამ იდიოტს რომ არ წამოეყრანტალა.თქვა სიცილით დათომ.
---დილა მშვიდობის,რას მიირთმევთ ამ დილით?
---დრო არ მაქვს,იყოს იქ წავიხემსებ.ცივი პასუხი მიიღო მირიანისაგან და გულში გაიფიქრა.,,აი შენი დილა ,მშვიდობისა ნანუჩი,რა უჟმურია ღმერთო გაძლება მომეცი''.
---ნინის ისეც სძინავს?
---კი ჯერ ადრეა,მოგვიანებით გავაღვიძებ.
---დაჯექი, სალაპარაკო მაქვს.მიუთითა მის წინ სავარძელში ნანას.თავად სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა,თან ნანას თვალს არ აშორებდა.მაშ ასე,არ შემაწყვეტინო. ეს ჩემი ნომერია თუ რაიმე მირეკავ, ისე რომ არც დაფიქრდები. ხვალ ბარათს გაგიკეთერბ და ხელფასს იმ ბარათზე დაგირიცხავ.
---არ მინდა ბარათი,ხელზე მირჩევნია. შეაწყვეტინა ნანამ. მირიანმა წარბაწეულმა გამოხედა,ვითომ როგორ ბედავ და საუბარს მაწყვეტინებო.
---ეს სახლის გასაღები,რომ დაგჭირდეს გასვლა და მეც მაქვს, ამიტომ იცოდე, რომ მოულოდნელი არ იყოს ხოლმე ჩემი აქ მოსვლა.აი ეს სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა.წამოდგა და ნინის ოთახში შევიდა,შუბლზე აკოცა პატარას და ნინიმაც თვალი გაახილა როგორც კი მამიკოს ტუჩები შეეხო მის სახეს.
---უკვე მიდიხარ?უთხრა სევდიანი ხმით.
---მივდივარ პატარავ,6 წლის შუალედის შემდეგ პირველად უნდა წავრსდგე თანამშრომლების წინაშე.მომისმინე საყვარელო,თუ რამე არ მოგეწონოს,ან უხეშად მოგმართოს იმ წუთში დამირეკე,გესმის?
---ნანა კარგი გოგოა მამა. ის ძალიან თბილია და საყვარელი.არ არის უხეში და ცივი.მაპატიე,მაგრამ სულ შეცვლილი ხარ, უხეშობ და გთხოვ ხასიათი შეიცვალე. როცა ნანას ესაუბრები,ვერ ატყობ რომ მას ეშინია შენი?
---რატომ ეშინია,მე რა ბუას ვგავარ? უთხრა გაკვირვებულმა ნინის და ორივეს გაეცინა.-ხოდა თუ ბუა ვარ,ახლა შენ შეგჭამს ეს ბუა, არ გეშინია?მირიანი მას მუცელზე შეეხო და უღიტინებდა.ორივე იცინოდა და მირიანს სულ სხვა სახე ქონდა,ბედნიერი და ლაღი.სიცილი და კისკისი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ ორივეს და თავად დაასწრო.
---სადახარ შე ჩ...მა,ვინმემ ხომ არ გცემა?თან ხმამაღლა იცინოდა.
---შენ სადა ხარ იდიოტო.
---ლამაზი მისალმებაა ამ ცისმარ დილით,იდიოტო,ეს გასწავლა სკოლაში ქართულის მასწავლებელმა?
---თავად როგორც მომესალმე,მეც პასუხი დაგიბრინე.მართლა სად ხარ,სერიოზულად.
---სახლში ვარ სად უნდა ვიყო,ახლა ვემზადები წასასვლელად,მაგრამ მე და ნინიკო დილის მხიარულ პროცედურებს შევყევით და დამაგვიანდა ცოტა.
---შეხვედრა გადაიდო.ასე რომ, ჩვენც მანდ მოვდივართ.
---ჩვენც?ვინ და ვინ ხართ?
---ეს უკვე აღარ არის შენი საქმე ფისუნია.
---ნინი არ მივდივარ,შეხვედრა გადაიდო და გიჟები მოდიან.უთხრა ღიმილით ნინის.---აუფ,რამდენი ხანია არ მინახავს ესენი? მართლა გიჟები არიან.წუხელ აქ არ იყვნენ?
---წავალ ნანას ვეტყვი რამე მოამზადოს.ამ დროს ზარი იყო კარებზე და ნანამ გააღო კარები,შემოვიდნენ სახლში მხიარული სახეებით ბიჭები და ნანას და ნინის ლოყები დაუწითლეს,ორივე ააყვირეს და შემდეგ ჩუმად ჩამოსხდნენ,თან ნანას საწყალი თვალებით მიაჩერდნენ.ნანამ გადახედა ყვეკლას სათითაოდ და გაეცინა,მაგრამ გაახსენდა ნინიკო ყავდა მისახედი და მკაცრად უთხრა ბიჭებს.---თქვით რა გინდათ.
---შიათ.ყველას დაასწრო ნინიმ და გულიანად გაიცინა.ნანასაც გაეცინა ყველასთან ერთად და სიცილით თქვა.
---ჯერ ნინიკოს უნდა მივხედო,არ მცალია.
---ჩვენ მივხედავთ ნინის და შენ საუზმეს მიხედე.ნანამ ჯერ მირიანს შეხედა და შემდეგ ნინის.ნინიმ თავი დაუქნია და მირიანმაც გაიღიმა.
---არ გაგიკვირდეს ნანუჩი შენს მოსვლამდე ჩვენ უვლიდით ამ კაბარჩხალას.
---კარგი,მაგრამ უნდა დაბანოთ.შეძლებთ?
---შევძლებთ უფროსო.ნანა სამზარეულოში გაამწესეს და გელამ და ლუკამ ნინიკო დასაბანად გაიყვანეს, მაგრამ ნინიკო უკვე დიდი გოგო იყო და თხოვა,ვანაში ჩაესვათ და გარეთ დალოდებოდნენ.
ნახევარ საათში ნინიც გამოიყვანეს ჩაცმულ-გალამაზებული და ნანამ ცხელ-ცხელი ხაჭაპურები დაახვედრა ბიჭებს. მირიანმა გაკვირვებულმა გადახედა მაგიდას.
---ეს როდის მოასწარი?ისე თბილად შეეკითხა,წუთიერად გაოცდა ნანა მისი თბილი თვალები რომ დაინახა და ღიმილიანი სახე.ამიტომ არც დაფიქრებულა ისე უთხრა
---რა კარგი სიმპატიური ბიჭი ხარ,როცა იცინი.
---ხოოოო?ახლოს მიიწია მირიანი და უთხრა.თუ კარგად მოიქცევი ხოლმე,სულ ასეთი თბილი ბიჭი ვიქნები.ნანა გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა;
---უკვე ძალიან მაბრაზებ.
---რა გინდა ნანა.მოფერება არ გინდა და ცივი ხმით კივიხარ.ყვირილი არ გინდა,უხეშობა არ გინდა.მე ღმერთი არავარ,ამ შუა ზამთარში ღრუბელი გავაქრო და მზე დაგანახო გული რომ გაგითბოს.მაგრამ შემიძლია,ჩემი გულიდან გაჩუქო ერთი მუჭა სითბო შენივე გულში ჩასადებად,რომ ჩემი აქ არ ყოფნის დროს გაგათბოს ჩემგან შორს მყოფი.ნანა გაოცებული და თვალებგაფართოვებული მიჩერდა მირიანს და ჩუმად თქვა.
---დავიღუპეეეეთ,მირიან კარგად ხარ?ჯერ არაფერი არ გიჭამია,ან სიცხე ხომ არ გაქვს და გაბოდებს?მირიანმა შეხედა ნანას და ღიმილით დატოვა სამზარეულო.ნანამ კი მარტო რომ დარჩა გულზე მიიდო ხელი და შეეცადა მის დაწყნარებას.
---ნანუჩი რა გჭირს,კარგად ხარ?სამზარეულოში დათო შემოვიდა.
---მე,მე,მე კარგად ვარ.ის,ის ვერ არის კარგად,მგონი სიცხე აქვს.უთხრა დათოს ჯერ კიდევ დაბნეულმა და დათოს გაღიმებულ სახეს რომ შეხედა,შეუბღვირა.
---ნუ მიბღვერ,მიხარია რომ ორივემ იპოვნეთ ერთმანეთი.ჯერ არაფერს არ ვამბობ,მაგრამ მალე თავს გაყიდი თავად,ასე თუ დაიბენი ბრინჯის მარცვლებივით მასთან ახლოს ყოფნის დროს.
---დათო მეშინია,ის ძალიან უხეშია.დათომ ხელი მოხვია ნანას და გულზე მიიკრა.
---არა ნანუჩი ის ძალიან თბილი ადამიანია,ამაში შენ თავად მალე დარწმუნდები.გახსოვდეს, რომ მის უხეშობას აქვს მიზეზი და ამას თავად გეტყვის.
---მიდი დაუძახე მოშივებულ მგლებს და მე ჩაის გავამზადებ.დათო ღიმილით გავიდა და ხმამაღლა თქვა;
---აბა დამშეულო მგლებო,საუზმე მზად არის.ნანამ მაგიდა გააწყო და ხაჭაპურით და ბუტერბროტებით გაავსო მაგიდა.შებრუნდა, ნინის გამოსაყვანად,მაგრამ მირიანს ის ატატებული მოყავდა და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა, ნინის კი თვალები უბრწყინავდა ბედნიერებისაგან.მათი თვალები კიდევ ერთხელ შეეჩეხა ერთმანეთს და ისევ აუფორუიაქა ძლივს დამშვიდებული გული.გემრიელად ისადილეს და შემდეგ დანაყრებულ გულზე უთხრა გელამ მირიანს.
---ბოს ქალაქიდან გვიწევს გასვლა,აუცილებელ საქმეზე.მაქსიმუმ ერთი კვირა.
---მერე? ყველამ უნდა გავიდეთ, ეს აუცილებელია?
---ყველა არა,მაგრამ შენი წასვლა აუცილებელია.
---მე შენ და გეგი წავალთ,სხვები აქ დარჩებიან და საქმეს აქ მიხედავენ.
---არანაირი ტელეფონი,თავად შეგეხმიანებით.მკაცრად თქვა მირიანმა.კიდევ ისაუბრეს ცოტა ხნით,ბიჭები წავიდნენ და მირიანი ნანას მიუბრუნდა და თხოვნით უთხრა.
---შეგიძლია ჩემი ჩანთა ჩაალაგო?
---რომ არ ვიცი სად მიდიხარ?შეეკითხა დაბნეულად და გაუბედავად.
---უბრალოდ თბილი ტანისამოსი ჩააწყვე.ნანა შებრუნდა და მირიანის საძინებელში ბრთხილად შევიდა.პირველი რაც თვალში მოხვდა,მისი არეული საწოლი იყო და ის გაასწორა ლამაზად.შემდეგ კარადა გამოაღო და თბილი სპორტულები გადმოიღო,ორი თბილი ზედა,თეთრი ქათქათა მაისურები და რამოდენიმე საცვალიც კი ჩადო.ისე გულმოდგინედ და დაკვირვებულად აკეთებდა ამ ყველაფერს,ვერც კი გაიგო კარებში მდგარი მირიანი რომ უთვალთვალებდა ღიმილით.ნანამ ჩემოდანიც გადმოიღო და ლამაზად,კოხტად ჩააწყო ეს ყველაფერი.მირიანმა თბილი ღიმილი გააქრო სახიდან და მკაცრად უთხრა ნანას.
---ერთი კვირა მარტო იქნებით და ჭკუით იყავით,სანამ აქ არ ვიქნები,ჩემს კაბინეტში შესვლას გეკრძალება,არ შეხვიდე და არაფერს არ შეეხო,იქ მხოლოდ მე შევდივარ ან გელა,სხვა არავინი.
---ნუ გეშინია,დაწყნარდი ბურთს არ ვითამაშაბთ,იქ ამის ადგილი არ არის.ირონიით უთხრა ნანამ.
---ვკვდები შენი იუმორით.შეუღრინა მირიანმა.
---ვიცი საყვარელო,მაგრამ არა იუმორით,არამედ სურვილით.უთხრა გაოცებულ მირიანს ირონიულად და გაეცალა იქაურობას,მაგრამ ვერ მოსწრო კარებში გასვლა,რომ მირიანის ძლიერმა ხელებმა კედელზე მიახეთქა.ნანამ შიშისაგან და ტკივილისაგან ხმამაღლა დაიკვნესა.მირიანმა მის კვნესას და ტკივილისაგან დამანჭულ სახეს ყურადღება არ მიაქცია და უთხრა ირონიულად.
---გინდა სურვილი აგისრულო?მაგრამ ვერ ეღირსები საყვარელო.
---არ ვიცი თუ გახსოვს,მაგრამ არც თუ დიდი ხნის წინ გითხარი ცხოველი ხართქო და არც შევმცდარვარ,რომ მართლა ცხოველს მიგამსგავსე.მირიანმა კი ღრენით უთხრა.
---წადი გამეცალე,თორემ არიან ცხოველები რომლებიც მსხვერპლის წინაშე უკონტროლოები ხდებიან და მათ ისე გლიჯავენ და ფლითავენ,არც კი ფიქრდებიან თავიანთ საქციელზე.წადი და რომ დავბრუნდები ექიმთან წაგიყვან.ნანამ თვალები დაჭყიტა და ხმამაღლა შეუყვირა.
---ექიმი რად მინდა,საექიმო შენ ხარ.
---ჩემს ბავშვთან ერთად ხარ და მეშინია რაიმე ვირუსი არ შემომიტანო სახლში,მეც თავი უნდა დავიზღვევო,რომ მეც არ მომწამლო.ნანა გაბრაზდა და გაბრაზებული გაეცალა,მირიანმა კი გამარჯვებული სახე აიკრა და გემრიელად ჩაიხითხითა.
კლასიკური ტანისამოსი გაიხადა და თავისუფალი ფორმა ჩიცვა,მოემზადა და ნინიკოსთან შევიდა.ნანამ დრო იხელთა და ტანისამოსი შეუცვალა,თბილები ამოიღო და ყველა ზაფხულის თხელი მაისურები ჩაუწყო და ღიღინით ჩაუარა გვერდი ნინის ოთახიდან გამოსულ მირიანს რომელმაც გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და ვერ მიხვდა ნანას ღიღინის მიზეზს.
აიღო ჩემოდანი და ღიმილით გაიხურა სახლის კარები. მირიანის წასვლის შემდეგ,ნანამ სიცლით შევიდა ნინისთან და ყველაფერი მოუყვა და ნინის მუცელზე ქონდა ხელი დადებული და ისე იცინოდა გულიანად.
---მოგკლავს,რომ დაბრუნდება.ის მაინც ვიცოდეთ სად წავიდნენ,გელა ძიას დაურეკავდი ჩუმად და უყიდდა ტანსაცმელს.
---ნუ გეშინია,არ მოკვდება და არც გზას არ დაებნევა.უთხრა გაბრაზებული ხმით ნანამ.
ერთი კვირის ნაცვლად სამი თვე სრულ განცხრომაში იყვნენ გოგონები.ხშირად აკითხავდნენ ბიჭები და ერთად სადილობდნენ ან ერთად ვახშმობდნენ. ამ სამ თვეში ნინი და ნანა ძალიან დაახლოვდა ერთმანეთს და ბიჭებსაც ძალიან შეუყვარდათ ნანუჩი.ერთ საღამოს კი სასიამოვნო ამბავი ახარა დათომ გოგონებს.
---მოემზადეთ,ხვალ ჩვენი ბიჭები ბრუნდებიან.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვინ აძალებდა მირიანს უხეშობას :D ან ნანას ვინ აძალებდა თბილი ტანსაცმლის შეცვლას ზაფხულისებით :D დაწყვიტავენ ერთმანეთს მგონი :D

 


№2  offline მოდერი zia-maria

Anuki96
ვინ აძალებდა მირიანს უხეშობას :D ან ნანას ვინ აძალებდა თბილი ტანსაცმლის შეცვლას ზაფხულისებით :D დაწყვიტავენ ერთმანეთს მგონი :D

kissing_heart kissing_heart kissing_heart ვნახოთ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

გულიანად გამაცინე საყვარელო.კარგი იყო.დარწმუნებული ვარ სამაგიეროს გადაუხდის მირიანი,ისე არ დატოვებს smile
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
გულიანად გამაცინე საყვარელო.კარგი იყო.დარწმუნებული ვარ სამაგიეროს გადაუხდის მირიანი,ისე არ დატოვებს smile

ჩემო თბილო მახარებს შენი გამოჩენა. kissing_heart

 


№5 სტუმარი marina

miriani rom dabrundeba orta brzola gaimarteba.es garantirebulia

 


№6  offline მოდერი zia-maria

marina
miriani rom dabrundeba orta brzola gaimarteba.es garantirebulia

smiley smiley smiley მადლობა საყვარელო,გაიხარე რომ კითხულობთ.

 


№7 სტუმარი nino kvirikashvilii

მაგარიაა...ყოველთვის ერთმნეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანებიი იქცევიანნ ასე..ერთმანეთს ვერ იტანენნ ..ძაგლი და კატასავით სულ ჩხუბობენნ ..არსდა ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ..ტავისებური ხასიათის მიუხედავად..მირიანი ჩემში სიმპატიას და სიყვარულსს აღძრავს..ძალიან მომწონს მეგობრებისს ასე ერთიანობა და სიყვარული..მჯერა ნანას ამ ხუმრობას ვიცი სამაგიეროს გადახდა მოყვებბა..ველოდები საყვარელოო მთელი გულით.უფალმა დაგგლოცოოს ჩემოო მზიიაა..

 


№8  offline მოდერი zia-maria

nino kvirikashvilii
მაგარიაა...ყოველთვის ერთმნეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანებიი იქცევიანნ ასე..ერთმანეთს ვერ იტანენნ ..ძაგლი და კატასავით სულ ჩხუბობენნ ..არსდა ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ..ტავისებური ხასიათის მიუხედავად..მირიანი ჩემში სიმპატიას და სიყვარულსს აღძრავს..ძალიან მომწონს მეგობრებისს ასე ერთიანობა და სიყვარული..მჯერა ნანას ამ ხუმრობას ვიცი სამაგიეროს გადახდა მოყვებბა..ველოდები საყვარელოო მთელი გულით.უფალმა დაგგლოცოოს ჩემოო მზიიაა..

მაბედნიერებ ნინოჩი.ახლა ვნახე კომენტარი და მიუხედავად შენი დატვირთული გრაფიკისა მაინც ცდილობ წაიკითხო.მადლობა საყვარელო ნინოჩი. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent