შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა აკრძალულია (+18)


24-04-2017, 23:41
ავტორი November Rain
ნანახია 3 207

-მე ვარ ფრანღიი და მინდა გითხრაათ, მაგარი სექსი ვიცი, გაგაოცებთ-შუა ხნის ტიპია, სათვალით და მოჭკვიანო გამოხედვით.
-"იდი ნა ხუი"-ვუთხარი და ლურჯი "გალუაზის" ერთი ღერი ამოვიღე კოლოფიდან.
-მოღიკიდებტ-ჯიბიდან სანთებელას იღებს, ანთებს და ჩემს ტუჩებთან მოაქვს. ღრმა ნაფაზს ვურტყამ. სირული ღიმილი ეფინება სახეზე.
-მომაშორეთ ვინმემ ეს პიდარასტი-უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ.
ბარმენი ჩემსკენ იხრება.
-ცოტას ნამდვილად არ იხდის-მლიქვნელურად მეჩურჩულება. არადა კაი ტიპია სიფათზე რომ შეხედო, კოქტეილსაც ნორმალურს აკეთებს.
ტუჩები მის ყურთან მიმაქვს და ნაზად ვეჩურჩულები:
-სიამოვნებით დაგინაყავდი სახეს-აუტანელი ფიზიონომია აქვს თვალებს როცა კარკლავს გაოცებისგან და ვუყვავებ
-ერთი კოქტეილი გამიკეთე და ხარჯი იმ შენს მუსიეს დააწერე.
-თქვენი სახელი?-ვუბრუნდები ფრანგს, სკამიდან ჩამოვდივარ და მკერდით ოდნავ ვეხახუნები ტანზე.
აღტაცებული მიცქერს.
-ფრანსუა მადმუაზელ, გავუგეტ ერტმანეტს მგონი.
თვალს მაცდურად ვუკრავ:
-გარეთ დაგელოდები ვეფხვო-ვეუბნები და დარბაზიდან გავდივარ.
გასასვლელში ორ თინეიჯერს ვეჩეხები:
-აუ რა ნაშაა ჩემი -ხავილის ხმას უშვებს ერთი.
ოხ ეს ბიჭუნები. ალბათ ხშირად გაუთავებია შარვალშივე. რას ვიზამთ. პატარა უზრდელი ლაწირაკები. საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ჰა ჰა ჰა...ფიქრს ვწყვეტ. ბარის გასასვლელში "მაიბახი" აყენია. სარკესავით ბზინავს. ზურა ცინიკური სახით დგას მანქანის წინ და მოჭუტული თვალებით მაკვირდება. მიზიდავს ეს ტიპი. ისღა დამრჩენია გავუღიმო და მისკენ წავიდე.

-როგორ მომაგენი?-კბილებში გამოვცერი.
-თქვენს წინაშეა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ზურაბ მეტრეველი. ყოველი სიტყვა , რომელსაც ამოისისინებთ თქვენი პირიდან, გამოყენებული იქნება თქვენსავე საწინაამღდეგოდ. თქვენ დაპატიმრებული ხართ...-წამით პაუზა გააკეთა, მზერა მთელ სხეულზე ამაყოლ-ჩამაყოლა. გამაჟრჟოლა.
-თქვენ დაპატიმრებული ხართ ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობისთვის და სექსუალურობისთვის.
-და სასჯელი რა იქნება?-გავუღიმე.
-გაშიშვლება! ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე, თან მთელი ღამით.
-მადმუაზელ-ფრანსუა ბარის გამოსასვლელში იდგა და ყურებამდე იღიმებოდა-ჩემი მანქანა იქეთ დგას-ხელი გამომიწოდა, მგონი მართლა ვგონივარ ამ სირს.
-ეს ვინაა?-ზურას საზეიმო გამომეტყველება შეეცვალა სახეზე-გინდა შენი შენივე გადაგაყლაპო ბაყაყიჭამიავ?
-ამეკიდა-შევჩივლე-მაგრამ დაწყნარდი გთხოვ ზურა, ჩემითაც მოვიშორებ. არ გვინდა სკანდალები, უცხოელია.
-მოვკლავ ამ დედა მოტყნულს-უკვე ნელ-ნელა მშვიდდებოდა ზურა.
-მუსიე ფრანსუა-ახლოს მივედი და რაც შეიძლება ჩუმად ვუთხარი-იქნებ თქვენი ტელეფონის ნომერი და მისამართი მომცეთ, ახლა არ მცალია.

ზურა მთელი გზა ეჭვიანობის სცენებს მიწყობდა. ვერაფრით შევაგნებინე, რომ კაცი თავისით ამეკიდა. რას გაუგებ ამ მამაკაცებს. ახლა ამას გონია, მის ქალს ვიღაც შეეხო და სწორედ ეგ ანერვიულებს. მესაკუთრე იდიოტი.
-ნერვებს მიშლი უკვე, დღეს საერთოდ არ გეცალა როგორც ადრევე გამაფრთხილე და უცებ ასე მოულოდნელად დამადექი თავზე. მაკონტროლებ?
-დასრულდა ის საქმე. დამაწინაურებენ ალბათ. შეგიძლია მომილოცო-გაიბადრა ზურა-ჰოდა ვიფიქრე შენთან ერთად აღმენიშნა.
-აჰა, მერე ვისკი სადაა?
-ვიყიდი-ჩაიცინა-შენთან ავიდეთ?
-ჰო.
-გაფრთხილებ ვერ ვიტან ჯონი უოლკერს-გაბრაზება გაურია ხმაში.
-უნდა შეეგუო ძვირფასო-დამშვიდების მიზნით ლოყაზე ვაკოცე.
ზურამ მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა. მარკეტში ვისკი, შოკოლადები და ხილი იყიდა.
-ძეხვიც უნდა წამოგეღო-განაწყენებულმა გადავულაპარაკე.
ლიფტით ავედით ზემოთ. სანამ ჩემი ბინის კარებს გავაღებდი გამაფრთხილებლად დავიძახე:
-ჯონ! ჭკვიანად.
კარს შიგნიდან გაურკვეველი ხმაური მომესმა. შევაღე და შევედი. ზურაც შემომყვა. ჯონი უოლკერი-ჩემი დობერმანის ჯიშის ძაღლი გაშეშებული იჯდა და თვალებში შემციცინებდა. თავს ძლივს იკავებდა რომ ზურას არ ცემოდა. ერთი მინიშნება უნდოდა მხოლოდ.
-შემოდი ნუ გეშინია, ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს-ჩავიცინე.
მაცივრისკენ წავედი , ძეხვის მოზრდილი ნაჭერი გამოვიღე და ვესროლე ჯონის. ჰაერშივე დაიჭირა და ხარბად დაუწყო თქვლეფა.
ზურა მომიახლოვდა, კისერში და ყვრიმალზე დამიწყო კოცნა. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი მკერდზე. გამაკანკალა.
-მოიცა ზურა-ამოვიღლუღე-ცოტა დავლიოთ გთხოვ. არ მხიბლავს სამზარეულოში სექსი. საძინებელში გადი და მოვალ. კარგი?
უკმაყოფილოდ წაიზლაზნა. დერეფნიდან ავისმომსაწავაბელი ღრენა შემომესმა.
-ჯონ! ჩემთან მოდი-ვიყვირე. ღრენა შეწყდა და ძაღლი ჩემთან მოიძურწა.
მაცივრიდან ვისკის ძველი ბოთლი გამოვიღე. ერთი ჭიქა კიდევ გამოვიდოდა. ახალი ბოთლიც გავხსენი. ჭიქები შევავსე და საძინებლისკენ წავედი.
-აქ დარჩი, ფეხი არ მოიცვალო-ჯონი უოლკერი გაშეშდა. თვალები ავად უელავდა. ბრაზი ახრჩობდა.
ზურა გაბადრული სახით მელოდა. ჭიქა მივაწოდე. ეგრევე გადაკრა. მეც ოდნავ მოვსვი. მასთან ახლოს მივედი. ხელის ერთი მოძრაობით ჩამიხსნა ზურგის ელვა შესაკრავი. ყელში და შიშველ მხრებზე მკოცნიდა. სხეული მიხურდა. მისი თითები მთელ ტანზე მოძრაობდნენ. ნაზად მისრესდა მკერდს. კოცნას კოცნითვე ვპასუხობდი. საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი ჭიქა აიღო:
-კიდევ მინდა ვისკი-ჩაილაპარაკა და ერთი მოსმით გადაკრა-აღგზნებული ვარ და ამიტომ მეჩვენება თითქოს ეს უფრო თბილია და სხვა გემო აქვს?
გაუხდელად მიწვა საწოლზე:
-მოდი ჩემთან-ძლივს ჩაილუღლუღა. ვნების ღიმილი გადამეფინა სახეზე. სარკესთან მივედი. მასში სრული სისავსით აისახა ჩემი შიშველი სხეული. მკერდი სარკეს მივატყუპე. ჟინიანად ავუხახუნე. სხეულში ვნება და სიშლეგე მქონდა გამჯდარი.
საწოლისკენ მივტრიალდი. ზურას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. მას ეძინა. ბრაზისგან ლამის ტუჩები მოვიკვნიტე. გვერდით მივუწექი, მივეხუტე და ისღა დამრჩენოდა მეც ძილისთვის მოვმზადებულიყავი.


დილის ტკბილი ძილი ტელეფონის გაბმულმა ზარმა დამიფრთხო. არაფრით მინდოდა თვალების გახელა. ჯერ კიდევ საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი. ზარი არ ჩერდებოდა. როგორც ჩანს ზურაც შეაწუხა:
-გისმენთ-უკმაყოფილოდ ჩასძახა ყურმილს. ცოტა ხანი უსმენდა.
-მაქსიმუმ ნახევარ საათში მანდ ვარ-ჩაილაპარაკა და გაუთიშა. ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:
-მაპატიე პატარავ, წუხელ როგორც ჩანს საშინლად დაღლილი ვიყავი. ახლა კი უნდა წავიდე, სასწრაფო საქმეა. მაპატიე. სხვა დროს ავინაზღაუროთ დანაკლისი.-მაკოცა და ლოგინიდან წამოდგა. თვალიც არ გამიხელია.


-----------------------------------------

უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ მეტრეველმა სწრაფად აირბინა ახლად აშენებული, კომფორტაბელური კორპუსის კიბეები. რამდენიმე ადამიანი გვერდზე გაწია. აქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიციელები, ცნობისმოყვარეები, მეზობლები. ბინის კარებში ინსპექტორი ვახტანგ მიქავა იდგა. მისალმების შემდეგ ორივენი კარებში შევიდნენ. ეს იყო ხუთ ოთახიანი აპარტამენტი, მთელი თავისი კომფორტული მოწყობილობით.
-ძარცვაა?-კითხა ზურამ ვახტანგს.
-არა მგონია, ძვირფასი ნივთები ადგილზეა, ფულიც.
ორივენი საძინებელ ოთახში შევიდნენ.
ცოტა ხანი ზურა იდგა და მოკლულს გაკვირვებული უყურებდა. მას ფართო ღიმილი ეფინა სახეზე, რაღაცატომ ქალის კაბა ეცვა. ფართო საწოლში განსვენებულ მიცვალებულს ერთადერთი, საკონტროლო გასროლა შუბლში ქონდა გაკეთებული. ასე გამოიყურებოდა ფრანსუა გრავენიე-ფრანგი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი. როგორც ჩანს დიპლომატს ბოლო წამმა მხიარულების ჟამს მოუსწრო.


-იცოდე, თუ ვინმეს მიეკარები ჩემს გარდა, მოგკლავ! უფრო სწორად ორივეს მოგკლავთ. ნადირობა აკრძალული გაქვს ზურა, გაიგე?-ახსენდებოდა ნაიას სიტყვები და საგონებელში ჩავარდნილი ზურა მეტრეველი ცდილობდა ახლა ნაიაზე არ ეფიქრა. არა რა, გიჟია ეგ ქალი, გადარეული, ისეთი გრძნობა აქვს, მართლა არის ამ საქმეზე წამსვლელი. უჰ, ეს ფრანგი ქალიც მაგარია-ჟანა, განსვენებული ფრანსუას ცოლი. რა ცოლი ყოლია მაინც ამ ჩემისას? აუ ის მაინც რა იყო იმ ღამეს ნაიას რომ აბამდა? მეორე დღეს კი მკვდარი იპოვეს საკუთარ ლოგინში. გემოვნება კი ქონია ისე მაგ განდონს.
-ბატონო ზურა, იქნებ რაიმე დეტალები გამოიკვეთა, ვინ მოკლა ჩემი ქმარი, რა მოტივით?-ღმერთქალია, მაღალი, ქერა, ლურჯთვალება,თან რა გამომწვევად აცვია? ერთიანი, თეთრი თითქმის გამჭირვალე კაბა, მუხლებს რომ ძლივს უფარავს, ღრმად ამოღებული ზურგით. ქალი ყველაფერს გაგაკეთებინებს მეტრეველო, თავგზას აგიბნევს, მიწაზე დაგანარცხებს. ასეთ ქალებთან მოდუნება დაღუპვას უდრის.
-მადმუაზელ, ვფიქრობ ინტერესთა კონფლიქტია, თქვენი მეუღლე როგორც ჩანს საფრანგეთიდან სუბოტექსის იმპორტის ერთ-ერთი მთავარი ხელის შემწყობი იყო. ვიღაცას გეგმებში კი არ ჯდებოდა.
-მერე? გააგრძელეთ!-ქალმა მოხდენილი მოძრაობით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი კოლოფიდან და გრძელი თითების ნერვიული მოძრაობით სრესა დაუწყო. გამჭოლი მზერა მიაპყრო კაცს. ზურას ტანში გააჟრჟოლა. კბილებით იჭერდა სურვილს.
მყუდრო მუსიკა შესანიშნავად ეწყობოდა გარემოს.
-მკვლელი სავარაუდოდ ქალია, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს გრძელ, შავ ლაბადაში გამოწყობილი ადამიანი, თავზე კაპიუშონი ეხურა. ის დაახლოებით ღამის სამის ნახევრიდან ოთხამდე იმყოფებოდა კორპუსში, სადაც თქვენი მეუღლე ცხოვრობდა. მკვლელობაც დაახლოებით ამ დროს მოხდა.
ქალმა სიგარეტი მიიტანა ტუჩებთან, ზურამ სწრაფად ამოიღო სანთებელა და ცეცხლის ალი შეაგება. ჟანამ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია.
-იცით? მომწონხართ გამომძიებელო. რაღაცნაირად მჯერა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.
-ყველანაირად ვეცდები მადმუაზელ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გავარკვიე. შემკვეთის კვალს ფეხდაფეხ ვადგავარ.
-ჩემი თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი იყო დავრწმუნებულიყავი, რომ გამოძიება საიმედო ადამიანის ხელშია-ჟანა კმაყოფილი ჩანდა.
მყუდროება ოფიციანტმა დაურღვიათ.
-რამეს ხომ არ შეუკვეთვათ თქვენ ან თქვენი მეუღლე?-მიმართა ზურას.
არაო ზურამ ხელით ანიშნა და შემდეგ ღიმილით გადაუთარგმნა ოფიციანტის სიტყვები ქალს. ჟანამ ხმამაღლა გადაიხარხარა
-მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით-სიშლეგემდე მისული თვალებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ზურა. კაცის სულში ეშმაკები უვლიდნენ დავლურს. ფრანგი ქალის თვალები, ელვარე და მომთხოვნი... სიყვარულის ღამე იდგა თბილისში, ცოდვიანი სიყვარულის ღამე.
ზურამ ნელა აწია თავი. თვალი თვალში გაუყარა ქალს. რამდენიმე წამი ასე მიშტერებოდნენ ერთმანეთს.




ვწევართ მე და ჯონი ერთმანეთის გვერდი გვერდ. ის საშინლად კმაყოფილია. ამ ბოლო დროს იშვიათად უწევს ჩემს ლოგინზე დაწოლა. ალბათ სწორედ ამიტომ ძულს ზურა. ნეტავ სადაა ახლა ზურა? ტელეფონი გამორთული აქვს. ახალი საქმე მიცეს. იმედს ვიტოვებ რომ სწორედ ამ საქმის დეტალებს იძიებს. ერთი კვირაა ჩემთან არ გამოჩენილა. ასე მეუბნება სასწრაფოდ დამავალეს ამ საქმის გამოძიებაო. არ დაასვენეს რა! რაღა ეს საქმე დაავალეს, არ შედიოდა ჩემს გეგმებში ახლა მისი მოცდენა. მინდოდა სადმე წავსულიყავით ერთად. ცოტა ხანს დაგვესვენა. საწყალი ფრანსუა, როგორ უნდოდა ჩემი შებმა. ნამდვილი მუსუსი კი იყო ისე. ცოლიც ყოფილი მოდელი ყოლია. ახლა მგონი პორნო ვარსკვლავია- ჟანა გრავენიე. როგორც გავიგე წუხელ უნდა ჩამოსულიყო თბილისში. ზურამ მითხრა პირადად აინტერესებს გამოძიების თითოეული დეტალიო. დღეს უნდა შეხვედროდა ზურას...
რაღაც ხდება აქ. რატომ აქვს გამორთული ტელეფონი. არასდროს გამოურთია ჯერ. ნუთუ...მოვკლავ მაგ ბრიყვს.
იმის წარმოდგენაზე, რომ ახლა ისინი ერთად არიან, ვნებას მიცემულნი, სისხლი მასამს თავში. ფეხზე ვდგები. ოთახში აქეთ-იქით ვაწყდები.
-ჯონ! გადი შენს ოთახში-ძაღლმა რა დააშავა? საწყალობლად მიიძურწება, ვერ თმობს რბილ საწოლს. ხალათს ვიხდი და სარკეში ალანდულ ჩემს შიშველ სხეულს ვათვალიერებ. იდეალური ნაკვთები მაქვს, ჩემი თავის მშურს. არა მგონია ვიღაც ფრანგ კახპაში გამცვალოს ზურამ და თუ გამცვალა მტერს არ ვუსურვებ მის ადგილზე ყოფნას. მიფრთხილდი მეტრეველო . ვერაფერს გამომაპარებ, ძალიან ძვირად დაგსივამ ღალატს, ძალიან!

ზურა მეტრეველი ლიფტიდან გამოვიდა და კიბეს აუყვა. შავ, მასიურ კარებთან შედგა, ზარის დასარეკ ღილაკს სანამ თითს დააჭერდა, კარს შიგნიდან ძაღლის ავად მომასწავებელი ღრენა მოესმა. ჩუმად შეუკურთხა და ღილაკს ბოლომდე დააწვა. კარი ეგრევე გაიღო. ნაიას ოდნავ ქედმაღლური იერი დაკრავადა. ძალიან ლამაზი იყო ეს ქალი და მიმზიდველი. ზურა ბინაში შევიდა, კარი ზურგს უკან მიხურა და თეთრ, მოღეღილ ყელზე მხურვალედ დაეწაფა სატრფოს.
-საშინლად მომენატრე-ვნება ატანილმა ჩაიჩურჩულა და კოცნით ჩაუყვა ყელს, მხრებს, მკერდს...
ქალი ცახცახებდა, რაღაც გაურკვეველ ფრაზებს გამოცემდა, ცდილობდა კაცის მოცილებას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ზურამ კედელზე ააკრა ქალი, ნაზად ეფერებოდა, ხალათი გააძრო ხელის ერთი მოძრაობით. შიშველმა სხეულმა მოჭრა თვალები. რა თქმა უნდა ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა მათ იდილიას, რომ არა...
-ღრრ-დაიღრინა ჯონი უოლკერმა.
ნაიამ დრო იხელთა, ზურას მკლავებს ქვეშიდან გამოძვრა და ძაღლს დაუყვავა:
-ჭკვიანად ჯონ, ჩემო უერთგულესო და უსაყვარლესო მეგობარო-ეს ფრაზა ისე გამოკვეთილად წარმოთქვა, ზურას ყურს ძალაუნებურად მოხვდა. კაცი შეკრთა, თითქოს საფრთხე იგრძნო.
-წავიდეთ საყვარელო?-ნირწამხდარმა კითხა ქალს.
-წავიდეთ-ნაიამ ფართოდ გაუღიმა-იმედია დღეს არავინ დაგირეკავს.
-არა, ყველა გაფრთხილებული მყავს, საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანე, პატარა დეტალებიღა დამრჩა. საიდუმლოდ გაგიმხელ ნაია, რომ შემკვეთის ვინაობა ვიცი.
-იქნებ მკვლელიც იცი შერლოკ?-ირონიულად ჩაეკითხა ქალი.
-მკვლელი წვრილმანია საყვარელო-ზურამ ფართოდ გაუღიმა ნაიას-წავედით, მანქანა სადარბაზოსთანაა, ყველაფერი ნაყიდი მაქვს.
-ჯონ მივდივართ-ნაია ძაღლს მიუტრიალდა. ამ სიტყვებთან ერთად საძინებელში შევიდა და იქედან საკმაოდ მოზრდილი ჩანთით გამოვიდა.
-წამომაღებინებ?
ზურა ჯერ კიდევ გახევებული იდგა.
-ეს დაჩაზე მოგყავს?-ძაღლისკენ გაიშვირა ხელი-ყველაფერს ჩაგვამწარებს.
-თუ ამის წამოყვანა არ გინდა, გამოდის მეც ვრჩები.
-წავედით, წავედით-ბრაზისგან და გაწბილებისგან სახე არეოდა კაცს.

ზურა გვერდით ოთახში წევს. მე მელოდება. საიმედოდ მყავს გაკოჭილი. თამაში მომინდომა ბიჭმა. აღარ აკმაყოფილებს ნორმალური სექსი. მათრახიც ხომ არ შემომეცხო? კია ღირსი, თუმცა დაზუსტებით ჯერ მაინც არ ვიცი იწვა თუ არა იმ ქალთან.
-ნაიააა! მალე მოდი.
ჰმ, ვეღარ ითმენს. გულში მეღიმება. ჩემს ჩანთას ვხსნი, მოსასხამი ამომაქვს და შიშველ სხეულზე ვისხამ.
-მოვდივარ, ჩავიცვა ჯერ.
ამ სიტყვებთან ერთად მასთან გავდივარ. ზურას თვალები აქვს ახვეული. ვერ მხედავს. ისეთ სიურპრიზს ვუწყობ, ალბათ გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდება. ბუხარში ხმამაღლა ტკაცუნობს შეშა. მძლავრად ისვრის ნაკვერჩხლებს გვერდზე. ნაკვერჩხლები ბუხრის და ოთახის გამყოფ ბადეს ეხეთქება და ისევ ბუხარში ბრუნდება. გვერდით ოთახში ჯონი უოლკერი ბოლოს უღებს ძვლების ერთ დროს უზარმაზარ გროვას.
-იცი? მე შენთვის სიურპრიზი მაქვს-მეუბნება ზურა, რაღაც გულუბრყვილო ღიმილი აქვს, ბავშვური. ძალიან საყვარელია, სიამოვნებით ჩავეხუტებოდი ახლა. ვუახლოვდები და ხელიდან ვართმევ რაღაც კოლოფს.
-გახსენი-მიღიმის ზურა-ოღონდ მომხსენი ეს სახვევი, მინდა შენი ემოციები ვნახო.
კოლოფს ვხსნი. შიგნით კიდევ ერთი, სამკუთხა ქაღალდის კოლოფია. მხარეებს ვატრიალებ. ერთ გვერდზე წერია: „მიყვარხარ“, მეორეზე- „სამუდამოდ“, ქვედა გვერდს ვნახულობ-„გახსენი“, ხელის კანკალით ვხსნი კოლოფს, ცეცხლის შუქზე ბრილიანტის თვლის ელვარება მჭრის თვალს. ღმერთო ჩემო, ეს ბეჭედია.
-რას ნიშნავს ეს?-ვლუღლუღებ.
ზურა ისევ გულუბრყვილო ბავშვივით მიღიმის:
-გამომყვები ცოლად?
-იდიოტი ხარ!-ჯერ ვჩურჩულებ და მერე ყვირილზე გადავდივარ-იდიოტი ხარ! უკვე ყველაფერი გვიანაა, ძალიან გვიან!
კაპიუშონს თავზე ვიფარებ და ზურას თვალებზე ვაძრობ სახვევს
-აი ჩემი სიურპრიზიც, მიცანი ძვირფასო?
-არა, ეს შეუძლებელია...შეუძლებელია-ზურა რა თქმა უნდა ეგრევე ხვდება ხვდება ყველაფერს.
-არც ისე წვრილმანი ყოფილა მკვლელი ზურ არა?-ვხარხარებ. ახლა ზუსტად ვიცი, მე ეს კაცი მართლა მიყვარს და სულ რამდენიმე წუთში მე ის უნდა მოვკლა.
-ძალიან შეტოპე ზურ, ძალიან-დანანებით ვაქნევ თავს-სამწუხაროა, მაგრამ შენი თავიდან მოცილება აუცილებელია უკვე-ხელის კანკალით ვიღებ მოსასხამის ღრმა ჯიბიდან მაყუჩიან რევოლვერს.
-აი თურმე რატომ ჩამეძინა მაშინ-ზურა მშვიდია და თვალებში მიყურებს-ვერც კი წარმოვიდგენდი ნაია ამას, ვერასდროს წარმოვიდგენდი. მალე გააკეთე ეს. ყოველთვის მეყვარები-ჩურჩულებს.
მე ხელს მაღლა ვწევ. მისი შუბლი ამოვიღე მიზანში, როგორც იმ ღამეს უბედური გრავენიესი. სათამაშო ეგონა. ბედნიერი მოკვდა ფრანსუა. ზურა კი..თვალებს ხუჭავს. შეწყალებასაც კი არ მთხოვს.
-ჯონ, მოემზადე, მალე გავალთ აქედან-მე რა თქმა უნდა მტკიცე უნდა ვიყო ამ დროს.




ჟანა გრავენიე თვითმფრინავის სალონში ავიდა თუ არა, მისი ადგილისაკენ გაემართა. სავარძელში ნებიერად გადაწვა და ახლაღა მიაქცია ყურადღება ქალს, ვისაც უზარმაზარი ძაღლის თავი ედო კალთაში და ეფერებოდა.
-გამარჯობათ, ცნობილი პორნო ვარსკვლავი ჟანა გრავენიე არა?-დამხდურმა დაასწრო მისალმება. უღიმოდა თან, შვენოდა ღიმილი.
-დდიახ-ჟანა ცოტა არ იყოს დაიბნა. პირველად მოხდა, რომ იცნეს თბილისში. ცოტა არ იყოს ამ ქალის თვალებმაც მონუსხეს.
-ნაია-ისევ ჯადოსნური ღიმილი ჩააქსოვა ქალმა-ეს კი ჯონია-ძაღლზე მიუთითა უზარმაზარი ბრილიანტიანი ხელით, რომელიც ნებივრად გაწოლილიყო ქალის კალთაში,
-ჯონი უოლკერი.



№1 სტუმარი ლოლი

ძალიან ნუ დააგვიანებ, მალე გააგრძელე და ცოტა თავები გაზარდე. კარგი წასაკითხია გამაღიზიანებელად გარყვნილი არაა :დ

 


№2 სტუმარი Guest Nanka

Dasacyisistvis araushavs ♥♥♥ magram ver gavige raxac zura vin da ratom mokla?

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

M e wyina zuras sikvdiliii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent