ჟტემ ,მადმუაზელ
*ჩანაჯღაბნი ახლა მოხვედით ? გელოდით დიდხანს, ჩაი თუ ყავა? ან იქნებ ვისკი, ვშიშობ რომ ახლა ვიღაც სხვა გიყვართ და აუკრძალეთ თავს ჩემზე ფიქრი, ჟტემ მადმუაზელ,თქვენით ვარსებობ დღე და ღამ თქვენზე ლექსებს ვწერ,გიცდით, სავსეა თქვენით ჩემი არსება და უთქვენობა სულ უფრო მიჭირს. კომანტ ალე ვუ?მიბოძეთ პალტო, დაბრძანდით ახლა მოგართმევთ ყავას, თუ არ გაწუხებთ დაბრძანდით ახლოს, რომ გაგიმხილოთ ის რასაც ვმალავ. მადმუაზელ ,თქვენი თვალები მიყვარს, ნოემბრისფერი ,ნაზი და მშვიდი, გული უთქვენოდ ყოფნას ვერ იტანს, თქვენ კურნავთ ჩემს ყველა შემზარავ ტკივილს. ნუ მაწყვეტინებთ, დღეს მაინც გეტყვით, სუნთქვა მეკვრება ,მიყვარხართ რადგან . თქვენ მიზეზი ხართ ამ გულის ფეთქვის, თქვენზე ძვირფასი არავინ არ მყავს . კვლავ გეღიმებათ, ჰო,რა თქმა უნდა, ვინ ვარ მე თქვენთვის, რიგითი მგზავრი, მაგრამ მე ძალმიძს ყველას განვუდგე თუნდ მომიწიოს გაწირვა თავის . მიდიხართ უკვე? სად გეჩქარებათ? კვლავ მოგაბეზრეთ,ვგონებ, მე თავი, თუმცა ეს გრძნობა ვერ ჩამიქვრება, თქვენ არ გჭირდებით, გიშვებთ და წადით. სალუტ მადმუაზელ, ვეღარ შევხვდებით, თქვენ გადაწყვიტეთ მიდიხართ ახლა, სალუტ მადმუაზელ, უკვე გეშვებით, ხვალ თავს მოვიკლავ,სხვა გზა არ დამრჩა. ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.